განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №-ბ/832-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - თ--------------–--ის,მსჯავრდებულ - მ---------–----ის,ადვოკატ - ლ--–----–--–---–ის მონაწილეობით,ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის, მსჯავრდებულ მ---------–----ისა და მისი ადვოკატის ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ---------------------–-----–----ის მიმართ - (პ/№0----------), დაბადებული 19---–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, თ-----------------–-; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განაჩენით:
მ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
მ---------–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება, მოტყუებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის სექტემბრის თვეში მ---------–----ემ განიზრახა ნ--–--–--–----–---–---------------------–---–---------–------------–ის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლება. მ---------–----ე საშუამავლო ფირმის მეშვეობით დაუკავშირდა ნ--–--–--–----–---–--------------------–---–--------–------------–ს და მოიპოვა მათი ნდობა. მ---------–----ემ იმისათვის, რომ დაზარალებულებისგან 17 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიეღო და მათთან იპოთეკური სესხი გაეფორმებინა, ნ--–--–--–----–---–--------------------–---–--------–------------–ს აჩვენა ქ----------–-------------–----–---–--------------ში მდებარე სამსართულიანი სახლის სურათები, რომლის ღირებულება აღემატებოდა გასასესხებელი თანხის ოდენობას - 17 000 აშშ დოლარს. 2010 წლის 06 და 23 სექტემბერს მ---------–----ემ ნ--–--–--–----–---–-----------------------–---–----------–------------–--ან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებმა მ---------–----ეს გადასცეს 17 000 აშშ დოლარი, ხოლო მ---------–----ემ თანხის უზრუნველსაყოფად მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთა მ-----------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-----------------------–----–---–--------–- (ყოფილი 1--), ღირებული 17 350 ლარად და არა ის კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლი, რომელიც აჩვენა სურათებით და რითაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული სესხი. მ---------–----ის ქმედებით დაზარალებულებს: ნ--–--–--–----–---–ს, ო---------------–---–ს და ლ------------–ს მიადგათ 17 000 აშშ დოლარის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–--ემ, ასევე მსჯავრდებულმა მ---------–----ემ და მისმა ადვოკატმა ლ--–----–--–---–მა.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ განაჩენი არის ზედმეტად ლმობიერი, უსამართლო და ვერ პასუხობს სასჯელის მიზნებს.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერად და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლო სამართლებრივი შეფასების ფონზე, მიღებული იქნა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე განმარტავს, რომ მ---------–----ეს თაღლითობა არ ჩაუდენია და არც სხვისი თანხები მიუთვისებია მოტყუებით. ქ----------–-------------–----–---–--------ში მდებარე სახლი 2012 წლიდან ო---------------–---–ის სახელზეა გადაფორმებული და საკვირველია, თუ რატომ არიან ნ--–--–--–----–---–ი, ო---------------–---–ი და ლ------------–- დაზარალებულები. მათ შეუძლიათ სახლის რეალიზაციით დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები. დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლომ არასწორად წარმოაჩინა ლ------------–-ს ჩვენება, რომელსაც მ---------–----ემ თავად შესთავაზა ქუთაისში წასვლა და სახლის დათვალიერება, რაზეც ლ------------–-ა უარი განაცხადა. მ---------–----ე კი ჩავიდა ქუთაისში, მოიკითხა კ-–----–---–------- სახლი და აუხსნეს, რომ აღნიშნული მისამართი არ არსებობდა, ხოლო იყო კ-–----–---–-------, რომელსაც გადაუღო სურათები. იგი ვერ წაროიდგენდა, რომ არსებობდა მეორე მისამართი - კ-–----–---–-------. წარმოდგენილი საქმე არის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა; მ---------–----ე თავად არის ცოლ-ქმარ მ------–-----–-----იას და მ-----------------ს თაღლითური ქმედებების მსხვერპლი, რის გამოც მის მიმართ დადგენილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის, მსჯავრდებულ მ---------–----ისა და მისი ადვოკატის ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში მ---------–----ის ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ლ------------–-ა განმარტა, რომ იცნობს მ---------–----ეს და მასთან აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა. 2010 წელს მიმართა თბილისში არსებულ სამაკლერო ოფისს, სადაც გაესაუბრა ე-–----------------–---–ს და უთხრა, რომ სურდა თანხის გასესხება ქონების უზრუნველყოფით. 2010 წლის 6 სექტემბერს დაუკავშირდა ე-–----------------–---–ი და უთხრა პიროვნების შესახებ, რომელსაც სურდა სესხის აღება ქონების უზრუნველყოფით. იგი მივიდა ე-–---------ან ოფისში, კერძოდ ქ.თბილისში, მეტრო ვ---------–----, სადაც დახვდნენ ქალბტონი მ---------–----ე და როგორც ახსოვს, ქალბატონი ფოთოლა. შეიტყო, რომ მ---------–----ეს სჭირდებოდა 11 000 (თერთმეტიათასი) დოლარი, თუმცა მას (ლ------------–ს) ჰქონდა 4 000 დოლარი. როგორც შეიტყო, დანარჩენ 7 000 (შვიდიათას) დოლარს გაასესხებდა ნ--–--–--–----–---–ი. მ---------–----ემ აჩვენა ფოტოები, სადაც გამოსახული იყო სამსართულიანი სახლი, ძალიან კარგ მდგომარეობაში, სადაც ჩანდა აბრა, რომელზეც მითითებული იყო მისამართი - კლ----–---–-------. სახლი ვიზუალურად მოეწონა, მაგრამ დაზღვევის მიზნით მ---------–----ეს შესთავაზა ქუთაისში წასვლა, სახლის ადგილზე სანახავად, რაზეც უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მ---------–----ის თქმით, მის მიერ მოთხოვნილ თანხას სახლის კარ-ფანჯარაც აკმაყოფილებდა. შემდეგ მათ გადაინაცვლეს ნოტარიუსთან, სადაც დახვდა იმ მომენტისათვის მისთვის უცნობი ნ--–--–--–----–---–ი, რომელიც გაირკვა, რომ იყო მეორე იპოთეკარი. ნოტარიუსმა შეამოწმა საბუთები, რომლითაც დადგინდა, რომ ქონება არ იყო დატვირთული. მათ შორის გაფორმდა იპოთეკური სესხი, რის საფუძველზეც ნ--–--–--–----–---–თან ერთად გახდა პირველი რიგის იპოთეკარი, იპოთეკით კი დაიტვირთა ქუთაისში, კ-–----–---–ის ქ. №----ში მდებარე სახლი. იმავე დღეს მას აუნაზღაურდა ორი თვის პროცენტი, ნ--–--–--–----–---–ს კი - ერთი თვის პროცენტი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გადახდა აღარ განხორციელდა, რის გამოც მივიდნენ მ---------–----ესთან სახლში. მ-----მ განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა და თანხის ასანაზღაურებლად ითხოვა დამატებითი დრო, თუმცა დაპირება არ შეასრულა და თანხა არ აანაზღაურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმართეს ნოტარიუსს და მოითხოვეს აღსრულების საბუთი. ჩავიდნენ ქუთაისში და აღსრულების ბიუროს წარმომადგენელთან ერთად წავიდნენ სახლის სანახავად. სახლი დანახვისთანავე იცნო, საიდანაც გამოვიდა გოგონა, რომელსაც აუხსნეს მისვლის მიზეზი, რა დროსაც გაირკვა, რომ ეს სახლი აღნიშნულ პიროვნებას ეკუთვნოდა, რაც დაადასტურა საბუთებით, ხოლო ის ინფორმაცია, რომ მ---------–----ეს აღნიშნული ქონება მინდობილობით ჰქონდა ბიძამისისგან, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. გააგრძელეს გზა და კ-–----–---–--------ში ნახეს სახლი, რომელიც რეალურად იყო დატვირთული იპოთეკით, სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა 7 ადამიანი. ეს სახლი ღირებულებით არათუ სამ დაზარალებულს, არამედ ერთსაც ვერ დააკმაყოფილებდა. მესამე დაზარალებულის შესახებ, რომელიც იყო ე-–-------------–---–ის ნაცნობი - ო---------------–---–ი, შეიტყვეს მას შემდეგ, რაც მიმართეს ნოტარიუს ქ-----------------–--ლს. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად მ---------–----ემ დაუტოვა საქმიანი ადამიანის შთაბეჭდილება. საუბარში ის ხაზს უსვამდა, რომ მოცემული თანხის დაბრუნება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. თუკი წინასწარ ეცოდინებოდა, რომ უზრუნველყოფის საგანი იყო სხვა სახლი, რომელიც შემდგომში ნახა, და არა ის სახლი, რომლის სურათებიც აჩვენეს, თანხას იპოთეკაში არ ჩადებდა. როგორც იცის, ეს ქონება ამჟამად არის ო---------------–---–ის სახელზე. სახლის მისთვის გადაცემა წარმოადგენდა ფორმალობას, ვინაიდან ქონება შეფასებული იყო იმ ფასად, რომელიც მათ არ აკმაყოფილებდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, საუბარია 18 000 (თვრამეტიათას) ლარამდე თანხაზე, ასევე არსებობდა მინდობილობის ვადის გასვლის საფრთხე. სახლი ფორმალურად გაფორმდა ო---------------–---–ის დედაზე, რომელმაც შემდგომ გადაუფორმა შვილს. სახლზე დაზარალებულებს არ გააჩნდათ პრეტენზია, ვინაიდან ისინი იყვნენ ერთ მხარეს და სამივე მოქმედებდა შეთანხმებულად. ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, მ---------–----ის მიმართ პრეტენზია არ ექნება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ლ------------–-ს სიდედრის - მ-----------ს 2011 წლის 20 სექტემბრის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა იგივე ფაქტოვრივი გარემოებები.
დაზარალებულმა ნ--–--–--–----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ 2010 წელს დააპირა თანხის გასესხება სარგებლიანი პროცენტით, იპოთეკის უზრუნველყოფით, რასთან დაკავშირებითაც მისმა ნაცნობმა შუამავალმა ფ-------–----------მ გააცნო მ---------–----ე, რომელსაც სურდა სამი თვით 11 000 აშშ დოლარის სესხება, 10%-ით, ქუთაისში მდებარე სამსართულიანი სახლის უზრუნველყოფით. იგი დათანხმდა შეთავაზებას და 2010 წლის 06 სექტემბერს ნოტარიუს ქ-----------------–--ლის სანოტარო ბიუროში მ---------–----ესთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 7000 აშშ დოლარზე. მასთან ერთად იპოთეკარი იყო ლ------------–-, რომელმაც 4000 აშშ დოლარი ასესხა მ---------–----ეს. თანხა მ---------–----ეს გადასცა მეორე დღეს ფოთოლა რუხაძის, ი-------------ისა და კიდევ ერთი მამაკაცის თანდასწრებით. მ---------–----ემ აჩვენა იპოთეკით დასატვირთი სახლის ფოტოსურათები, რომელიც იყო სამსართულიანი, კარგ მდგომარეობაში. ვინაიდან სახლი იყო ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, ასევე კ--–---ძე იყო შვიდი შვილის დედა და თანხა სულ სამი თვით სჭირდებოდა ენდო მას და თანხა ასესხა. ერთი თვის პროცენტი იმავე დღეს დაიტოვა. ერთი თვის გასვლის შემდეგ მ----- თანხა არ მისცა, რაც ახსნა ფინანსური პრობლემებით და ითხოვა დრო. გავიდა თვეები, მაგრამ მ---------–----ე თანხას არ უბრუნებდა. იგი ტელეფონზეც აღარ პასუხობდა და მასთან დაკავშირება ძალიან გაძნელდა. აღნიშნულის გამო ლ------------–თან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აეღოთ სააღსრულებო ფურცელი და მიეღოთ სათანადო ზომები. აღმოჩნდა, რომ მესამე იპოთეკარიც არსებობდა და რეალურად დატვირთული იყო არა ის სახლი, რომელიც მათ კ--–------ სურათებით უჩვენა, არამედ იმავე ქუჩაზე მდებარე სხვა დანგრეული, ორსართულიანი სახლი, რომლის ღირებულებაც იყო 17 000 ლარი. სამ სართულიანი სახლის ძველი მისამართი იყო კ-–----–---–ის ქუჩა №---, ხოლო ახალი - №---. დანგრეული სახლი კი მდებარეობდა მ----–---–--------------ში, რის გამოც კ--–------ შეცდომაში შეიყვანა იპოთეკარები. სააღსრულებლოს აღების შემდეგ მოცემულ სახლზე მეორე რიგის იპოთეკარი აღმოჩნდა ო---------------–---–იც, რომელმაც მ---------–----ეს ასესხა 6000 აშშ დოლარი. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ჩასულიყვნენ ქუთაისში და რეალურად ენახათ, თუ რა სახლზე იყო საუბარი. მართლაც ნახეს სახლი, რომელიც დახვდათ ცუდ მდგომარეობაში, რომელიც შეფასდა 17 000 ლარად. ამას მოყვა დაპირება, რომ სესხს აიღებდა და მათ ვალს გაისტუმრებდა, რაც არ შეასრულა. ნ--–--–--–----–---–ის განმარტებით, რომ სცოდნოდა იმის შესახებ, რომ იპოთეკით იტვირთებოდა დანგრეული სახლი, მ---------–----ეზე თანხას არ გაასესხებდა. მ---------–----ეს მისთვის თანხა დღემდე არ აუნაზღაურებია. ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში მის მიმართ პრეტენზია არ ექნება. მოწმე ნ--–--–--–--–---–მა ასევე განმარტა, რომ როგორც მ---------–----ისაგან იცოდა, აღნიშნული სახლი იპოთეკით დატვირთა გენერალური მინდობილობის საფუძველზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქმეში ჩაერთო მ------–-----–-----ია, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა ამ სახლზე, ამიტომ იჩქარეს და საერთო თანხმობით სახლი გადაუფორმეს ო---------------–---–ის დედას. სურდათ, რომ გაეყიდათ და თავიანთი თანხები აეღოთ, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა. დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნული სახლი არის ცუდ მდგომარეობაში და მისი ღირებულება არ აღემატება ზიანის ოდენობას.
დაზარალებულმა ო---------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ მან მ---------–----ე გაიცნო 2010 წლის სექტემბერში, ე-–----------------–---–ის საშუამავლო ოფისში, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში. მას სურდა 6000 აშშ დოლარის პროცენტით გასესხება უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ე-–--------ა შესთავაზა ქუთაისში მდებარე სამსართულიანი სახლის უზრუნველყოფით 6000 აშშ დოლარის გასესხება მ---------–----ეზე. ე-–--------ა ასევე სხვა სახლებიც შესთავაზა, თუმცა დათანხმდა მ---------–----ის ვარიანტს, ვინაიდან მ-----მ წარუდგინა კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლის სურათები და უთხრა, რომ სწორედ ამ სახლს ტვირთავდა იპოთეკით სესხის უზრუნველსაყოფად. სურათებზე ასევე ჩანდა ქუჩის ნომრის აბრა, რომელზეც მითითებული იყო კ-–----–---–ის ქუჩა №---. სახლს ქონდა მწვანედ შეღებილი აივნები. კ--–---ძეს ერთი თვით სჭირდებოდა 6000 აშშ დოლარის სესხება. იგი ენდო მ---------–----ეს და ნოტარიუს ბ--------–---–ის სანოტარო ბიუროში ბრალდებულთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მას ასესხა 6000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად მინდობილობის საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა მ-----------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, დ----- კ-–----–---–------- (ყოფილი №---). თუ მ---------–----ე თანხას ვერ დაუბრუნებდა ერთ თვეში, იქნებოდა პირველი რიგის იპოთეკარი ცხვარიჭამიაში არსებულ ბინაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ თავად იყო მეორე რიგის იპოთეკარი, ხოლო პირველი რიგის იპოთეკარები იყვნენ ნ--–--–--–----–---–ი და ლ------------–-. მოწმე ო---------------–---–მა ასევე განმარტა, რომ მ---------–----ის თქმით, სახლი შეფასებული იყო 22 000 აშშ დოლარად. მის მიერ გადაცემული 6000 აშშ დოლარიდან, 5000 აშშ დოლარი გადაეცა იქვე მყოფ ქალბატონს, რომლის ვალიც ჰქონდა მ---------–----ეს, 400 აშშ დოლარი დაიტოვა მ---------–----ემ, ხოლო 600 აშშ დოლარი პროცენტის სახით აიღო თავად. ამის შემდეგ მ---------–----ეს თანხა არ დაუბრუნებია, რის გამოც ხშირად მიდიოდა და სთხოვდა ფულის დაბრუნებას. შემდეგ, როდესაც სააღსრულებო ბიუროს მიმართა, გაარკვია, რომ სინამდვილეში კ-–----–---–ის ქუჩაზე მდებარე სხვა სახლი იყო იპოთეკით დატვირთული, რომელიც დანგრეული და ბევრად უფრო დაბალფასიანი იყო, ვიდრე ის, რომელიც კ--–------ სურათებში უჩვენა. აღმოჩნდა, რომ მ---------–----ემ ხელშეკრულების გაფორმებისას მოატყუა და სხვა სახლი დატვირთა იპოთეკით, ხოლო აჩვენა კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლის ფოტოსურათები. დანგრეული სახლი იმავე ქუჩაზე მდებარეობდა და იყო კ-–----–---–ის ქუჩა №----ში, ხოლო კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლი მდებარეობდა კ-–----–---–ის ქუჩა №----ში, რომლის ძველი მისამართი იყო კ-–----–---–ის ქუჩა №---. სწორედ ამის გამო შეიყვანა შეცდომაში მ---------–----ემ. ამჟამად იპოთეკით დატვირთული სახლი მის (ო---------------–---–ის) სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო მანამდე დარეგისტრირდა მისი დედის - ც-–-----------–-–---–ის სახელზე, რათა ბრალდებულს არ გაესხვისებინა, ან კიდევ არ დაეტვირთა იპოთეკით. აღნიშნული სახლი არაფორმალურად წარმოადგენს სამივე დაზარალებულის საკუთრებას. სამივე იპოთეკარის ნასესხებმა თანხამ საერთო ჯამში შეადგინა 17 000 აშშ დოლარი. ხსენებული დანგრეული სახლის ღირებულება შეფასდა ექსპერტიზის მიერ, რამაც შეადგინა 17 000 ლარი. დაზარალებულის თქმით, მისი მოთხოვნაა ზიანის ანაზღაურება, რის შემდეგაც იგი თანახმა იქნება ბრალდებულის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე. მისივე თქმით, თუკი ეცოდინებოდა, რომ რეალურად რომელი სახლი იტვირთებოდა იპოთეკით, თანხას არ გაასესხებდა.
მოწმე ც-–------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ არის ო---------------–---–ის დედა, მ---------–----ეს იცნობს 2010 წლიდან. მისმა შვილმა - ო---------------–---–მა მ---------–----ეს ასესხა 6000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ქუთაისში მდებარე სამსართულიანი, კეთილმოწყობილი სახლი. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემები, სწორედ ამის თაობაზე გაიცნო მ---------–----ე. ო---------------–---–ი მ---------–----ესთან დააკავშირა მისმა ნაცნობმა შუამავალმა ე-–----------------–---–მა. შეთანხმების მიხედვით, მ---------–----ეს ერთ თვეში უნდა დაებრუნებინა ნასესხები თანხა პროცენტით, რის სანაცვლოდაც უნდა დაეტვირთა ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე სამ სართულიანი სახლი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ---------–----ესა და ო---------------–---–ს შორის გაფორმდა 2010 წლის 23 სექტემბერს. ხსენებული სახლი მის შვილს უშუალოდ არ უნახავს. აღნიშნული სახლის სურათები კ--–------ აჩვენა ო---------------–---–ს, სადაც ასახული იყო სამსართულიანი, კეთილმოწყობილი სახლი. ამის შემდეგ კ--–---ძე თანხას არ აბრუნებდა, რის გამოც ო------ იძულებული გახდა, მიემართა სააღსრულებო ბიუროსთვის, რა დროსაც გაარკვია, რომ რეალურად, მ---------–----ის ტყუილის შედეგად, დატვირთული იყო არა სამსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი, არამედ იმავე ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი დანგრეული სახლი. ო---------------–---–ს ეს რომ სცოდნოდა, ფულს არ გაასესხებდა აღნიშნული სახლის უზრუნველყოფით. მისი შვილის გარდა, ხსენებული სახლის იპოთეკარები იყვნენ ნ--–--–--–----–---–ი და ლ------------–-, რომლებიც ასევე მოტყუებულები დარჩნენ მ---------–----ისგან. მ-----მ უთხრა მათ, რომ ბანკიდან სესხი უნდა გამოეტანა, თუმცა მიხვდნენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა და დროს კარგავდნენ. ამიტომ, ნ--–--–--–----–---–თან და ლ------------–თან შეთანხმებით, სახლი გადააფორმეს მის (ც-–------------–-–---–ის) სახელზე. მანამდე ეს სახლი რეგისტრირებული იყო მ-----------------ზე, მ---------–----ემ კი სახლი იპოთეკით დატვირთა გენერალური მინდობილობის საფუძველზე. სახლის ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა, მ----- ურეკავდა მას და ეუბნებოდა, რომ ცდილოდა გაეყიდა ბინა, თუმცა ბინის გაყიდვა ვერ მოხერხდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახლი, რომელიც რეალურად იყო დატვირთული, შეფასდა 17 000 ლარად.
მოწმე ი-------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2010-2011 წლებში მუშაობდა საშუამავლო ფირმაში და ეწეოდა შუამავლობას თანხის სესხება-გასესხების, ბინების ყიდვა-გაყიდვისა და სხვა საქმიანობაში. 2010 წლის სექტემბრის თვეში მას დაუკავშირდა მ---------–----ე, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ქუთაისში და სურდა ქუთაისში მდებარე სახლის იპოთეკაში ჩადება, სესხის სანაცვლოდ. მოწმემ უთხრა, რომ მისულიყო მასთან ოფისში და მიეტანა სახლთან დაკავშირებული დოკუმენტები. მ---------–----ემ მოწმეს ოფისში მიუტანა ხსენებული სახლის დოკუმენტაცია, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, გენერალური მინდობილობა და ფოტოსურათები, რომელზეც გამოსახული იყო სამსართულიანი სახლი. სახლი მდებარეობდა ქ----------–-----–----–---–ის ქუჩა №----ში. მან ნოტარიუსთან გადაამოწმა დოკუმენტაცია და ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. მ---------–----ეს სურდა 11 000 აშშ დოლარის სესხება. ისინი წავიდნენ ნოტარიუსთან, რომელმაც დაურეკა თავის ახლობლებს, რომლებსაც სურდათ თანხის გასესხება. იპოთეკარები იყვნენ ნ--–--–--–----–---–ი და ლ------------–-. ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მ---------–----ეს მთლიანობაში სამი თვის ვადით ასესხეს 11 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ფოტოსურათებზე ასახული სამსართულიანი სახლი. მეორე რიგის იპოთეკარი იყო ო---------------–---–ი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მ---------–----ემ პროცენტი არ გადაიხადა, რის გამოც იპოთეკარებმა მოინდომეს ქონების აღსასრულებლად გატანა. ამ პროცესში გაირკვა, რომ იპოთეკაში ჩადებული იყო არა ის სამსართულიანი სახლი, რომელიც ფოტოებზე იყო აღბეჭდილი, არამედ სხვა სახლი. მ---------–----ემ თანხის დასაბრუნებლად ითხოვა ექვსთვიანი ვადა, თუმცა თანხა არ გადაუხდია, რის გამოც სახლი გადაუფორმა ო---------------–---–ს.
მოწმე მ------–-----–-----იამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ 2006 წლიდან მუშაობდა კერძო პირებზე სესხების გამცემი ორგანიზაციის ოფისში. ოფისი მდებარეობდა აღმაშენებლის გამზირზე, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ თავზე, სადაც გაიცნო მ---------–----ე. მანამდე კი შვილის მკურნალობისთვის გაყიდა ბინა და ფასეული ნივთი რაც გააჩნდა, ასევე დაეხმარა მრავალი ადამიანი. ვინაიდან დარჩა უბინაოდ, სახელმწიფოსგან მოელოდა დახმარებას, რა მიზნითაც ქალაქის მერიაში არაერთი განცხადება შეიტანა. ერთხელ ოფისში მისულ მ---------–----ეს უამბო თავისი გასაჭირი. კ--–------ უთხრა, რომ მუშაობდა ქ. თბილისის იმ დროინდელი ვიცე-მერის მ-----------–------ის სამდივნოში და დაპირდა, რომ უშუამდგომლებდა მ-----------–------თან. ორი დღის შემდეგ კვლავ მივიდა მასთან და უთხრა, რომ საბუთები უნდა ეჩვენებინა მ-----------–------ისთვის, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად დაეხმარებოდა. ასევე აჩვენა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთი ბინა და უთხრა, შეეძლო 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აღნიშნული ბინის გაფორმება, რადგან მფლობელს ბინა არაკეთილსინდისიერი გზით ქონდა მიღებული და მერიის საბინაო ფონდისთვის უნდა ჩაებარებინა. აღნიშნული თანხა ისესხა და გადასცა მ---------–----ეს, თუმცა მან დანაპირები არ შეასრულა. გარდა აღნიშნულისა, მ---------–----ემ მოატყუა მისი გარდაცვლილი მეუღლე მ----------------- და ასევე დ------------–---, რომელსაც დაპირდა მიწის ნაკვეთის გადაცემას, თუმცა არ მისცა. მოგვიანებით, მოწმის ვარაუდით, პასუხისმგებლობის შიშით, მ---------–----ემ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალი, სანოტარო ხელშეკრულებით, აღიარა. ამავე დროს შეუთანხმდა მასზედ, რომ ხელშეკრულებაში ჩაიწერებოდა და სამი თვის შემდეგ 166 კვ.მ. ფართს გადასცემდა „------ს“ მშენებარე კორპუსში. აღნიშნულის გასამყარებლად, მ---------–----ემ მას და მის მეუღლეს აჩვენა მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი და გ---------------ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გარკვეული ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, თითქოს აღნიშნულ კორპუსში მიიღებდა 500 კვ.მ. უძრავ ნივთს. შეთანხმდნენ, რომ 166 კვ.მ. უძრავი ნივთის გადაცემის შემდეგ, გაასწორებდნენ ანგარიშს ყველა გადაცემულ თანხასთან მიმართებით. გარდა ამისა, მ---------–----ემ მას და მის მეუღლეს შესთავაზა, რომ ქუთაისში მდებარე მათი სახლი დაეტვირთათ იპოთეკით, 4 000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად, რა თანხიდანაც მ---------–----ე დაიტოვებდა 2 000 აშშ დოლარს, ხოლო 2 000-ს გადასცემდა მას (მ------–-----–-----იას) და მის მეუღლეს. მისმა მეუღლემ - მ-----------------მ ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლთან დაკავშირებით მართლაც მისცა მინდობილობა, რის შემდეგაც მ---------–----ე მათთან ურთიერთობას გაურბოდა. ამის შემდეგ საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით შეიტყო, რომ ხსენებული ქონების უზრუნველყოფით მ-----ს დაახლოებით 16 500 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აუღია, თუმცა მისთვის ამ თანხიდან არაფერი გადაუცია. მოწმის ჩვენებით, მ---------–----ემ მოგვიანებით ხსენებულ უძრავ ნივთზე დ------------–--- მეოთხე რიგის იპოთეკარად დაარეგისტრირა, უზრუნველყოფილი სესხების ოდენობა კი 28 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მისთვის გასაკვირი იყო, ასეთი ოდენობის სესხი როგორ მისცეს იმ ქონების უზრუნველყოფით, რომელიც რეალურად უნდა ჩადებულიყო იპოთეკაში. მოგვიანებით გაარკვია, რომ გამსესხებლისთვის სხვა სახლის ფოტოები უჩვენებია და სწორედ ამ გზით მიიღო თანხა. აღნიშნულის შემდეგ, მ---------–----ემ, მის ხელთ არსებული მინდობილობის საფუძველზე გაასხვისა ქუთაისში მდებარე სახლი, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო მინდობილობა არ გამოეყენებინა. მ---------–----ეს მისთვის თანხა საერთოდ არ დაუბრუნებია და სხვადასხვა ტყუილ დაპირებებს აძლევდა. მოწმე მ------–-----–-----იას განმარტებით, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მათი ბინა გამოყენებული იყო 16 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, მოინდომეს მინდობილობის შეწყვეტა, რა მიზნითაც მისი მეუღლე მივიდა ნოტარიუსთან, მაგრამ შეწყვეტისთვის გადასახდელი იყო 9 ლარი, რა თანხაც არ აღმოაჩნდა. მას შემდეგ კი სოფელში წავიდა, სადაც ავად გახდა და მინდობილობის გაუქმება ვერ მოასწრო. მ---------–----ე პირდებოდა, რომ თუ დ------------–--- მის სასარგებლოდ დარეგისტრირებულ იპოთეკას გააუქმებდა, ბინას გაყიდიდა, სხვა იპოთეკარებს გაისტუმრებდა და მის თანხასაც გადაიხდიდა. ამის გამო დ------------–---ს მართლაც მოსთხოვა იპოთეკის უფლების გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა მ---------–----ეს დანაპირები არ შეუსრულებია. მას დასაბრუნებელი აქვს 22 000 აშშ დოლარი.
მოწმე ე-–----------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს უჩვენა, რომ 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ეწეოდა ბინების ყიდვა-გაყიდვის საშუამავლო საქმიანობას, ოფისი მდებარეობდა ქ. თბილისში, ჯ-----------------ე. ხსენებულ პერიოდში მიმართა ლ------------–-ა, რომელსაც სურდა 4000 აშშ დოლარის პროცენტით გასესხება, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. მოწმის თანამშრომელმა ი-------------ემ ოფისში მიიყვანა მ---------–----ე, რომელსაც სურდა სესხის აღება, ვინაიდან ჰქონდა ბიზნესი, აშენებდა კომერციულ ფართებს და მშენებლობისთვის სჭირდებოდა თანხა, დაახლოებით 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, რისთვისაც იპოთეკით ტვირთავდა ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე ბინას. ამის შესახებ შეატყობინა ლ------------–ს, რომელმაც თანხმობა განაცხადა 4000 აშშ დოლარის გასესხებაზე. დანარჩენი თანხის მოსაძიებლად მიმართა სხვა შუამავალს ფ-------–----------ს, რომელიც გაეცნო კ--–---ძის მიერ წარდგენილი სახლის დოკუმენტებს. მ---------–----ემ შუამავლებსა და იპოთეკარებს წარუდგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სახლის ფოტოსურათები, სადაც გამოსახული იყო სამ სართულიანი კეთილმოწყობილი სახლი, სადაც ქუჩის აბრაზე მითითებული იყო კ-–----–---–ის ქუჩა №---. მ-----ს შესთავაზა, რომ ადგილზე ენახათ ეს ბინა, თუმცა ლ------------–-ა უარი განაცხადა და თქვა, რომ გადარეკავდა ქუთაისში თავის ნათესავთან და ის ნახავდა სახლს. ნათესავი მივიდა კ-–----–---–ის ქუჩა №----ში და ნახა ხსენებული სახლი, მოეწონა და გ------–ს ურჩია, რომ ჩაედო ფული. ამის შემდეგ მხარეები მივიდნენ ნოტარიუს ქ-----------------–--ლთან, სადაც დაიდო იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ---------–----ეს ნ--–--–--–----–---–მა ასესხა 7000 აშშ დოლარი, ხოლო ლ------------–-ა - 4000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა ქ. ქუთაისი, კ-–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე ბინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მ---------–----ემ ისევ მიმართა (ე-–----------------–---–ს) თანხის სესხების სურვილით, რა დროსაც ოფისში იმყოფებოდა ო---------------–---–ი, რომელსაც სურდა 6000 აშშ დოლარის გასესხება. მან ერთმანეთს დააკავშირა კუდუხაშვილი და კ--–---ძე, რომელთა შორის ასევე დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 10 პროცენტში, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე დაიტვირთა ქუთაისში მდებარე იგივე სამსართულიანი სახლი. ამის შემდეგ კ--–------ დადგენილ ვადაში ვერ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც გადაწყვიტა, დაკავშირებოდა მას. მ---------–----ემ აუხსნა, რომ სამშენებლო კომპანია ,,---------ნ“ ელოდებოდა ფართებს, რისი გაყიდვის შემდეგაც შეასრულებდა ყველა ფინანსურ ვალდებულებას. შემდეგში იპოთეკარებისგან შეიტყო, რომ კ--–------ ვერ გადაუხადა მათ თანხები, ხოლო როდესაც სააღსრულებო ბიუროს მიმართეს და ადგილზე მივიდნენ, გაარკვიეს, რომ რეალურად იპოთეკით დატვირთული იყო არა კ-–----–---–--------ში (ახალი ნომრით 1--) მდებარე სამსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი, არამედ კ-–----–---–--------ში მდებარე სხვა სახლი. ამის გამო ურთიერთობა დაიძაბა მ---------–----ესა და იპოთეკარებს შორის და იპოთეკარებმა მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
მოწმე დ------------–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ მ---------–----ესთან ქონდა ამხანაგური და საქმიანი ურთიერთობა. მ---------–----ესთან ქონდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება - ანაზღაურების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის დოკუმენტების შეგროვებასა და დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, მ----- კ--–----ს 2010 ან 2011 წელს ასესხა 8000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ითხოვდა თანხის დაბრუნებას, მაგრამ კ--–---ძე თანხას არ უბრუნებდა. მან აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ქუთაისში მდებარე სახლი, იყო მესამე რიგის იპოთეკარი. მ-----სგან გაიცნო მ------–-----–-----ია, რომელიც იყო ქუთაისის სახლის მესაკუთრე. ამჟამად აღარ ითვლება ხსენებული სახლის იპოთეკარად, ვინაიდან მ------–-----–-----იამ თხოვა - გაეუქმებინა იპოთეკა, რაც გაითვალისწინა. აღნიშნულ სახლზე მ---------–----ეს გაკეთებული ქონდა გენერალური მინდობილობა.
გამომძიებლებმა ია ლიპარტელიანმა, მ----- ფ--–------–---–მა და ი--------------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება.
2010 წლის 06 და 23 სექტემბრის სანოტარო აქტებით, თანდართული მასალებით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ მ---------–----ემ ნ--–--–--–----–---–-----------------------–---–----------–------------–--ან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებმა მ---------–----ეს გადასცეს 17 000 აშშ დოლარი, ხოლო მ---------–----ემ თანხის უზრუნველსაყოფად, მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთა მ-----------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, დ----- კ-–----–---–ის ქუჩა №---, ყოფილი №--- (ს.ფ. 6-26).
2011 წლის 22 ივნისის ექსპერტიზის №------------ დასკვნით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, დ----–----–---–-- ქ. №--- (ყოფილი დ----–----–---–-- ქ. №---) მდებარე მ-----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება დღეის მდგომარეობით შეიძლება განისაზღვროს 17 350 ლარის ოდენობით, ხოლო 2010 წლის სექტემბრის მდგომარეობით უძრავ ქონებაზე საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ექსპერტიზის მიერ შეუძლებელია, კვლევით ნაწილში მითითებულ გარემოებათა გამო (ს.ფ. 30-34).
2016 წლის 13 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) საბაზრო ღირებულება 2010 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 19 300 ლარს; ესპერტიზაზე წარდგენილი ქ. ქუთაისში კ-–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 21 300 ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ქუთაისში კ-–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) საბაზრო ღირებულება 2010 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 62 800 ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ----------–-----–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 69 000 ლარს.
ბრალდებულმა მ---------–----ემ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ იცნობს მ------–-----–-----იასა და მ-----------------ს. მ------–-----–-----ია გაიცნო 2007 წელს, რომელსაც მარჯანიშვილის მეტროსთან ჰქონდა საშუამავლო ოფისი და დაეხმარა სახლის იპოთეკით დატვირთვაში, რის შემდეგაც მათ ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. მ------–-----–-----იამ ბევრჯერ გაუწია მას ფინანსური დახმარება, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო. 2010 წელს ქონდა მეგობრის - თ-----------–-----ის ვალი. ვინაიდან ,,---------ნ“ ელოდებოდა შესაბამის ფართებს, ფიქრობდა, რომ გაყიდდა და ვალს გადაიხდიდა. საბუთების მოსაწესრიგებლად სჭირდებოდა გარკვეული თანხა და დასახმარებლად მიმართა მ------–-----–-----იას, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ არ ქონდა დახმარების საშუალება და შესთავაზა გენერალური მინდობილობა ქუთაისში, კ---–--–---–-ს ქუჩა №----ში (ყოფილი №----ში) მდებარე სახლზე, რათა გამოეყენებინა იპოთეკისთვის. მან (მ---------–----ემ) ქუთაისში დაურეკა თავის მეგობარს და კითხა, თუ რა ეღირებოდა ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლები. მეგობარმა უთხრა, რომ სახლების ღირებულება შეადგენდა 20 000 - 30 000 აშშ დოლარს, თუმცა პირადად ვერ მივიდა აღნიშნული სახლის სანახავად. ამის შემდეგ დათანხმდა მ------–-----–-----იას შეთავაზებას და მის მეუღლეს - მ-----------------ს გაყვა ნოტარიუსთან გენერალური მინდობილობის გასაკეთებლად. მ-----------------მ გაუფორმა გენერალური მინდობილობა ქ.ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა №----ში (ყოფილი №----ში) მდებარე სახლზე. მ---------–----ის განმარტებით, მასა და მ------–-----–-----იას შორის არ ყოფილა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თითქოს ქონება უნდა დატვირთულიყო მაქსიმუმ 4 000 (ოთხიათას) დოლარად, საიდანაც 2 000 (ორიათასი) დოლარი მზიულისთვის უნდა გადაეცა, ხოლო 2000 (ორიათასი) დოლარი გამოეყენებინა დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. იგი თავად ჩავიდა ქუთაისში, სადაც გაარკვია, რომ მისამართი კ-–----–---–ის ქ. №--- არ არსებობდა, არსებობდა №---, რომელიც იყო ყოფილი №---. გადაიღო №----ში მდებარე სახლის ფოტოსურათები, ვინაიდან, როგორც უთხრეს, №--- არ არსებობდა. ფოტოსურათების გადაღება მოხდა სიძის კუთვნილი მარშუტკიდან, რადგან მ------–-----–-----იამ გააფრთხილა, რომ სახლში არ შესულიყო. მ---------–----ემ ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომერციული ფართებიდან ვერ შეძლებდა თანხის აღებას, ზიანის ასანაზღაურებლად გაყიდდა წყალტუბოში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ეკუთვნის მემკვიდრეობით, თუმცა ჯერ ვერ შეძლო მისი გადმოფორმება, ვინაიდან 4 წელია იმყოფება მოვალეთა რეესტრში. ვალად აღიარებული აქვს 50 000 დოლარი, რის გამოც არის მოვალეთა რეესტრში და ადევს 150 000 ინკასო. მისივე განმარტებით, როგორც კი გაირკვა, რომ იპოთეკით დატვირთული იყო სხვა სახლი, დაურეკა მ------–-----–-----იას და კითხა, თუ რატომ მოხდა ეს გაუგებრობა. მ------–-- უპასუხა, რომ სახლი გვარით უნდა მოეძებნა და არა მისამართით. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ გვარით ვერ მოძებნიდა, რადგან ეს არ იყო საერთო საცხოვრებელი ან კორპუსი, ამასთანავე გაფრთხილებული იყო სახლში არ შესულიყო და გვარით ძებნას ვერ დაიწყებდა. თავადაც არ იცოდა, რომ საქმე ეხებოდა ორსართულიან დანგრეულ ბინას და არა სამსართულიან კეთილმოწყობილ სახლს. აღნიშნულის გამო მართალია აღიარებს ვალდებულებას იპოთეკარების მიმართ, მაგრამ მისი განცხადებით იპოთეკარების მოტყუების განზრახვა მას არ ჰქონია. მ---------–----ემ ასევე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული სახლი გადაფორმებულია ო---------------–---–ის სახელზე, თუმცა დაზარალებულებს არ სურთ სახლის გაყიდვა და თავიანთი თანხების დაბრუნება. დაზარალებული კი თვითონ არის, რადგან მ------–-----–-----იამ მოატყუა და მის მიმართ აღიარებული აქვს ვალი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გაანალიზების საფუძველზე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსაზრება მ---------–----ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ მ---------–----ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, კერძოდ:
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა პირებმა - ო---------------–---–მა, ლ------------–-ა და ნ--–--–--–--–---–მა განმარტეს, რომ მათ სურდათ ფულადი თანხების გასესხება სარგებლიანი პროცენტის მიღებით, რა მიზნითაც თანხები, საერთო ჯამში 17 000 აშშ დოლარი ასესხეს მ----- კ--–----ს და რომელმაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ქ----------–-----–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე კეთილმოწყობილი, სამსართულიანი სახლი. მათ მ---------–----ემ აჩვენა აღნიშნული სახლის ფოტოსურათები. ლ------------–-ს მოთხოვნაზე, რომ სახლი ადგილზე ენახათ, მ---------–----ემ უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ იყო, რადგან ქუთაისში ჩასვლა ხარჯებთან იყო დაკავშირებული და დაარწმუნა, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. როდესაც მ---------–----ემ თანხა ვერ გადაიხადა, დაინტერესდნენ საქმის ვითარებით და გაირკვა, რომ მ---------–----ემ ისინი მოატყუა, აჩვენა სულ სხვა სახლის სურათები, ხოლო იპოთეკით რეალურად დაიტვირთა სხვა სახლი, რომელიც მდებარეობდა იმავე ქუჩაზე, 1-- ნომერში. აღნიშნული სახლის მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი და თავიდან რომ ცოდნოდათ, მ---------–----ეს თანხას არ ასესხებდნენ.
პალატა აფასებს რა დაზარალებულთა მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებს, აღნიშნავს, რომ მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ სასამართლოს მიაწოდეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ინფორმაცია; თანმიმდევრულად და ლოგიკურად აღწერეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და განმარტეს, რომ თუ ეცოდინებოდათ რეალური ვითარება - თუ რომელი სახლი იტვირთებოდა იპოთეკით, ხელშეკრულებებს არ გააფორმებდნენ და თანხებს არ გაასესხებდნენ. მათი ჩვენებები გამყარებული და დადასტურებულია ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმის სახით დაკითხული მ------–-----–-----იას ჩვენება, რომელიც იმთავითვე აბათილებს მსჯავრდებული მ---------–----ის განმარტებას - თითქოს თავადაც შეცდომაში იქნა შეყვანილი და კეთილსინდისიერად ეგონა, რომ სწორედ იმ სახლს გადაუღო სურათები, რომელზეც მ------–-----–-----იას მეუღლემ მინდობილობა გაუფორმა. მოწმე მ------–-----–-----იამ საკმაოდ დამაჯერებლად და გასაგებად განმარტა, რომ თანახმა იყო მ---------–----ეს იპოთეკით დაეტვირთა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლი, რომელიც მდებარეობდა ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა №----ში. ამასთან, სახლი იპოთეკაში უნდა ჩადებულიყო 4000 აშშ დოლარად, საიდანაც 2000 აშშ დოლარი მ-----ს მისთვის უნდა გადაეცა, რაც არ შეუსრულებია. საყურადღებოა მოწმის განმარტება იმის თაობაზე, რომ როდესაც შეიტყო, თუ რა ოდენობის თანხით იყო სახლი დატვირთული, გაუკვირდა - თუ როგორ მისცეს მ-----ს ამხელა თანხა იმ კეთილმოუწყობელ სახლში. შემდეგში შეიტყო, რომ მ-----ს იპოთეკარებისთვის სხვა სახლის სურათები უჩვენებია. მნიშვნელოვანია ასევე მოწმე მ------–-----–-----იას განმარტება, რომლის თანახმადაც მისი მეუღლის, მ-----------------ს მიერ მინდობილობის გადაცემის შემდეგ მ---------–----ე მასთან ურთიერთობას გაურბოდა. ბუნებრივია, თუკი მ---------–----ე მ------–-----–-----იას ეტყოდა, თუ რა ოდენობის თანხა აიღო სესხის სახით, ეს გამოიწვევდა კილასონიას მხრიდან დაინტერესებას, თუ როგორ მიიღო ასეთი დიდი ოდენობის თანხა, რასაც შესაძლოა შედეგად მოყოლოდა მისი დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავება. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მ---------–----ემ არც გადაღებული სურათები აჩვენა მ------–-----–-----იას და არც იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაკავშირებია მას.
ის ფაქტი, რომ ქ----------–-----–----–---–ის ქუჩა №----ში (ყოფილი 1--) მდებარე, მ-----------------ს საკუთრებაში არსებული სახლი გაცილებით ნაკლები ღირებულების იყო, ვიდრე კ-–----–---–ის ქ. №----ში მდებარე სახლი (რომლის სურათებიც წარუდგინა იპოთეკარებს მ---------–----ემ), დასტურდება 2016 წლის 13 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, საიდანაც დგინდება, რომ ქალაქ ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) საბაზრო ღირებულება 2010 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 19 300 ლარს; ხოლო ქ----------–-----–----–---–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) საბაზრო ღირებულება 2010 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 62 800 ლარს. თუკი მ---------–----ე იპოთეკარებთან არ წარადგენდა ასეთი მაღალი ღირებულების მქონე, კეთილმოწყობილი სახლის ფოტოსურათებს, ბუნებრივია იგი ვერ მიიღებდა იმ ოდებობის სესხს, რაც განზრახული ქონდა რომ მიეღო. ცხადია, რომ მ-----------------ს კუთვნილი სახლი, რომლის ღირებულება იყო 19 300 ლარი, 17 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ვერ დაიტვირთებოდა, ვინაიდან სესხის თანხა გაცილებით აღემატებოდა უძრავი ნივთის ღირებულებას. აღნიშნული კი მ---------–----ემ განახორციელა იმისდა მიუხედავად, რომ მ------–-----–-----იამ და მ-----------------მ მათ საკუთრებაში არსებული სახლის იპოთეკით დატვირთვა შესთავაზეს მხოლოდ 4 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად.
ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია მსჯავრდებულ მ---------–----ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, აშკარად მოკლებულია მყარ დასაბუთებას და ვერ იქნება გაზიარებული. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები კი ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, უტყუარად ადასტურებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, შესაბამისად, სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ---------–----ე მსჯავრდებულად იქნა ცნობილი.
პალატა აქვე განმარტავს, რომ ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ მ---------–----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ---------–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არის შვიდი შვილის დედა; არის ნასამართლობის არმქონე; გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, პალატა თვლის, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მ---------–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განაჩენი მ---------–----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებს გააჩნიათ პრეტენზიები მსჯავრდებულ მ---------–----ის მიმართ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ მ---------–----ისა და მისი ადვოკატის ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განაჩენი;
მ---------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მ---------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე