განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2019
საქმის ნომერი
330100117002113880
ინსტანცია
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002113880

საქმე №1b/643-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ეკ-------ს

ადვოკატის: ნა---------------ს

მსჯავრდებულის:შე----–---------ს და მი----–--------–---–-ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ შე----–---------ს, ასევე მსჯავრდებულ მი----–--------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შე----–---------ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-----–--------------------–---------------------------------------------–-------------------–------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

მი----–--------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი #43---------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქა----–--------------------–------------------------------–-----------------–---–-------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის

განაჩენით, მი----–--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მი----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან.

ამავე განაჩენით, შე----–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, შე----–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

მსჯავრდებულ შე----–--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან.

მი----–--------–---–ს და შე----–--------ეს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ-----– მარ---–---–ი 2011 წლის 21 ივნისის ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ხოლო შე----–--------ე 2002 წლის 22 ნოემბრის ქ-----–-------------–- სასამართლოს განაჩენით გასამართლებულნი იქნენ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის.

2017 წლის 29 აგვისტოს დაახლოებით 20:00 საათზე ქ. თბილისში, წ-----------–---–------------ მდებარე რესტორან ,--------- მიმდებარე ტერიტორიაზე შე----–--------ემ, მი----–--------–---–მა და ალ--------------------–---–-- ქ-----––- წასვლის მიზნით შეაჩერეს ტაქსი, რომელსაც მართავდა თე-------------ა, მორიგდნენ მგზავრობის თანხის გადახდაზე და გაემართნენ ქ-----–------ გზაში შ-----–------------ თითქოსდა მისი დის დამგზავრების მიზნით მძღოლს სთხოვა ლ----–----- ქუჩაზე გავლა. მძღოლი დაემორჩილა მის თხოვნას და ქ.თბილისი, დ----------------–----–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას შე----–--------ემ და მი----–--------–---–მა დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით თე-------------ას მოსთხოვეს ფულადი თანხა და მისი კუთვნილი OP----------- მოდელის ავტომანქანის სახ. ნომრით T---------

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შე----–--------ემ, ასევე მსჯავრდებულმა მი----–--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტების მტკიცებით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ადასტურებენ მი----–--------–---–-სა და შე----–---------ს ბრალეულობას. სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები და სათანადად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულისა და მოწმე ა-–-------------------–---–-- არასანდო ჩვენებები, ვინაიდან ის მიღებული იქნა ბრალდების მხარის მიერ მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში აპელანტებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

მსჯავრდებულებმა მი----–--------–---–მა და შე----–--------ემ, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში. მათ არ უარყვეს ის ფაქტი, რომ დზარალებულთან ნამდვილად მოუვიდათ კონფლიქტი, თუმცა მათი მხრიდან მანქანის ან ფულის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

მსჯავრდებულ მი----–--------–---–-ს განმარტებით, შემთხვევის დღეს შე----–--------ესთან და ალ--------------------–---–---ნ ერთად იმყოფებოდა თბილისში. დღის მეორე ნახევარში ისინი იყვნენ ნასვამები და გადაწყვიტეს ქ-----––- წასვლა. ტაქსის მძღოლს - თე-------------ას ქ-----––- წაყვანაზე შეუთანხმდა შე----–--------ე, რის შემდეგაც სამივე მათგანი ჩაჯდა მანქანაში და წავიდნენ. გზაში მას(მარ---–---–ს) ჩაეძინა, ხოლო როდესაც გაეღვიძა, დაინახა, რომ მძღოლი არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ამის გამო მან ტაქსის მძღოლს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა გაეჩერებინა მანქანა. ამის შემდეგ მძღოლის გვერდით მჯდომმა შე----–--------ემ მძღოლს გაუთიშა მანქანა და გამოაძრო მანქანის პულტი. მძღოლი დაუყოვნებლივ გადავიდა მანქანიდან, მივიდა იქვე მდგარ მიკროავტობუსთან და მის მძღოლს სთხოვა პოლიციაში დაერეკა. მსჯავრდებულის განმარტებით, თავად მივიდა იმავე მძღოლთან და აუხსნა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო და პოლიციაში დარეკვის საჭიროება არ არსებობდა. მანქანიდან გადმოსვლამდე ა-–--------------------–---–- ეძინა, ხოლო მას შემდეგ, რაც ის და შე----–--------ე დაზარალებულს გადაჰყვნენ მანქანიდან, ალ--------------------–---–--ც მაშინ გაიღვიძა და მანამდე არაფერი გაუგია. ამის შემდეგ, თე--------------ა ისევ დაბრუნდა თავის მანქანაში და წავიდა მანქანით, ხოლო მისი ჩანთა, რომელშიც იდო დანა, დარჩა ტაქსში. მსჯავრდებულმა მი----–--------–---–მა სააპელაციო სასამართლოში მიუთითა, რომ მას კონფლიქტის დროს დანა ჩანთიდან არ ამოუღია. ის და შე----–--------ე არ დამუქრებიან დაზარალებულს. მანვე დაადასტურა. რომ კონფლიქტის დროს, მანქანიდან გადასვლის შემდეგ შე----–--------ემ ერთხელ ჩაარტყა სახეში თე-------------ას. ამის შემდეგ, მათ გააჩერეს სხვა ტაქსი და წავიდნენ ბორჯომის რაიონის სოფელ ც--–- მის დასთან, სადაც მეორე დღეს მოხდა მათი დაკავება.

სააპელაციო სასამართლოში ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მსჯავრდებულმა შე----–--------ემაც.

მსჯავრდებულების სასამართლოსათვის შეთავაზებული ვერსია სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო დაზარალებულის, არამედ მათი თანმხლები პირის ა-–-------------------–---–-- სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა თე-------------ამ თანმიმდევრულად უჩვენა შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირდაპირ მიუთითა მსჯავრდებულებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე და განმარტა, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 19:50 საათზე ის საკუთარი ,,-------------- მოდელის ავტომანქანით - სახ. ნომრით T--------- მოძრაობდა ქ. თბილისში, წ-----------–---–----------- და აპირებდა სახლში წასვლას, რა დროსაც იქვე მდებარე სასადილო ,---------ს წინ გააჩერა ერთმა მამაკაცმა, ხოლო ორი მამაკაცი იჯდა ბორდიურზე. ხსენებულმა მამაკაცმა დაზარალებულს უთხრა, რომ მეგობრებთან ერთად სურდა ქ-----––- წასვლა, რაზეც ის დათანხმდა 40 ლარად წაყვანაზე. აღნიშნული მამაკაცი იყო შე----–--------ე, რომელიც მძღოლის გვერდით დაჯდა, მისი ორი მეგობრიდან ერთ-ერთი იყო მ-----– მარ---–---–ი, ხოლო მეორე მეგობარი სახეზეც ვერ დაინახა. ხსენებული ორი პირი უკანა სკამზე დასხდნენ. როდესაც მიუახლოვდნენ დ. ა----–-----–-- ხეივანზე მდებარე ,------------------------ შენობას, მი----–--------–---–მა მას(დაზარალებულს) უთხრა, რომ გაევლოთ ლ----–----- ქუჩაზე საავადმყოფოების მხრიდან, რაზეც დაზარალებული დათანხმდა. ამ დროს უკან მჯდომმა უცნობმა პირმა, მის გვერდით მჯდომ მი----–--------–---–ს უთხრა: ,,კარგი კაცი ჩანს და ნუ გააკეთებთ ამასო“, ხოლო შე----–--------ემ აღნიშნულ იმავე მამაკაცს უთხრა: - ,,დაანებე მაგ ჩანთას თავი, მანდ საჩუქრები დევსო“. დაზარალებულის განმარტებით, ჟ------ სახელობის კლინიკის უკანა ჭიშკრამდე შემავალ გზაზე ყოფნის დროს მგზავრებს შეეკითხა, თუ საითკენ წასულიყო, რა დროსაც მის უკან მჯდომმა მი----–--------–---–მა უკანა მხრიდან მარცხენა ხელი მოკიდა გულის ჯიბეზე და დაუყვირა ,,შენ რამდენს ლაპარაკობო!“ და მარჯვენა ხელით ყელზე მიადო დანა. თან უყვიროდა: ,,დროზე ფული მოგვეცი და მანქანაც დაგვიტოვეო“. მან მი----–--------–---–ს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ხელზე ჭრილობა მიიღო. ამ დროს მის გვერდით მჯდომმა შ-----–------------– ამოიღო დანა და დაემუქრა : ,,შენ რა დღეში ხარო?!“ მან(დაზარალებულმა) მოახერხა მანქანიდან გადასვლა და გაიქცა კლინიკის ეზოსკენ, მას გამოეკიდნენ შე----–--------ე და მი----–--------–---–- და უყვიროდნენ: ,,მანქანის გასაღები ჩვენ გვაქვს, სად გარბიხარო?“. მისივე თქმით დაინახა, რომ ერთ-ერთ მათგანს გასაღების მხოლოდ ნაწილი - ე.წ.,,პულტი“ ეჭირა ხელში, ხოლო ძირითადი ნაწილი ისევ მანქანაში იყო და მისით დაქოქვა შეიძლებოდა. დაზარალებულმა უჩვენა, რომ იქვე მდგარ მიკროავტობუსთან მიირბინა, რომელშიც მძღოლი იჯდა და მას დახმარება სთხოვა. ამავე დროს, ხსენებულ მძღოლთან მივიდა შე----–--------ე და უბრძანა წასულიყო იმ ადგილიდან, რადგან რაც ხდებოდა ეს მისი საქმე არ იყო. მძღოლმა მანქანა დაქოქა და სწრაფად დატოვა ტერიტორია. მან მი----–--------–---–ს და შე----–--------ეს უთხრა, რომ აეღოთ ფული და მანქანაც წაეყვანათ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დანიანი ხელი დაარტყა მას ტუჩებში. დაზარალებულის განმატებით, ის გაიქცა, ჩაჯდა თავის მანქანაში, კარები ჩაკეტა და სწრაფი სვლით გავიდა ბ--–--–---–-- ქუჩისკენ. ამის შემდეგ მან დარეკა 112-ზე და შეატყობინა შემთხვევის შესახებ, მან ავტომანქანა გააჩერა ბ--–--–---–-- ქუჩაზე. მასთან მივიდნენ სამართალდამცავები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც ავტომანქანიდან ამოიღეს ჩანთა, რომელიც უკანა სკამზე იდო. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ მან გამოძიების ეტაპზე ამოიცნო შე----–--------ე და მი----–--------–---–-, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირები.

დაზარალებულის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაში მოდის მოწმე ალ--------------------–---–-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ იგი 2017 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდა ქ-----––-, თავის საცხოვრებელ სახლში. ხსენებულ დღეს დილის საათებში მასთან მივიდნენ მისი მეგობრები მი----–--------–---–- და შ-----–----------- რომელთან ერთადაც დალია ალკოჰოლური სასმელი. ამის შემდეგ ისინი თავიანთი პირადი საქმეების გამო სამარშუტო ტაქსით ჩავიდნენ თბილისში, მოგვიანებით კი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ კიდევ მიეღოთ ალკოჰოლური სასმელი და წავიდნენ სასადილო ,,ჭურში“, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი და თანხა გადაიხადა მან, ვინაიდან შე----–--------ესა და მი----–--------–---–ს სავარაუდოდ თანხა არ ჰქონდათ. სასადილოდან გამოსულებმა გადაწყვიტეს ისევ ქ-----––- დაბრუნება, ამასთან დაკავშირებით მათ ქუჩაში გააჩერეს გამვლელი ტაქსი, რომლის მძღოლსაც შეუთანხმდნენ ქ-----––- წაყვანაზე და ჩასხდნენ მანქანაში. გზაში მას (ა-–--------------------–---–-) ჩაეძინა, ხოლო დიღომთან გაეღვიძა ხმაურის გამო. ხმაური გამოწვეული იყო მანქანაში მყოფ პირთა შორის გარკვეული ჩხუბიდან, კერძოდ, შე----–--------ე და მი----–--------–---–- ფულს და ავტომანქანას სძალავდნენ მძღოლს. ამ დროს მი----–--------–---–-ს და შე----–--------ეს ხელში ეჭირათ დანები. მოწმე ცდილობდა ბრალდებულთა დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ. შეშინებულმა მძღოლმა გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა და გაიქცა, მას გადაყვნენ შე----–--------ე და მი----–--------–---–-ც, რომლებიც გაეკიდნენ მძღოლს, მანქანიდან გადავიდა თავადაც. ამის შემდეგ მძღოლი დაბრუნდა, ჩაჯდა ისევ თავის მანქანაში და წავიდა, ხოლო მან და მისმა მეგობრებმა გააჩერეს სხვა ტაქსი და წავიდნენ ქ-----––-. როგორც მოწმემ განმარტა, ამ მომენტში მათ ჩანთა აღარ ჰქონდათ, რომელიც მანამდე ჰქონდათ მანქანაში, ხსენებული ჩანთა გაჰყვა ტაქსის მძღოლს. გზაში შე----–--------ემ და მი----–--------–---–მა უსაყვედურეს თუ რატომ უშლიდა ხელს ტაქსის მძღოლისთვის ფულის წართმევაში. მათი თქმით, მძღოლისთვის ფულის წართმევა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ფული არ ჰქონდათ.

სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას მჯავრდებულები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდების მხარემ გარკვეული ზემოქმედება მოახდინა ღნიშნულ მოწმეზე, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებუილება არ წარმოუდგენიათ.

- 2017 წლის 31 ივლისის პირის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა თე-------------ამ ამოიცნო მი----–--------–---–- და შე----–--------ე.

- 2017 წლის 5 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ თე-------------ას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ერთი უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობის, სისხლნაჟღენთების და ნაკაწრის სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–---

- 2017 წლის 2 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებულ სპორტულ ჩანთაზე და შიგ მოთავსებულ ნივთებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტურია მი----–--------–---–-ს და შე----–---------ს გენეტიკური პროფილის. ჩანთაში მოთავსებულ შარვალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----–--------–---–ს.

- 2017 წლის 29 აგვისტოს ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ბ--–--–---–--------------ის მიმდებარედ გზაზე მდგარი ,,ო---–------------ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------- ავტომანქანის უკანა სავარძელზე დევს მუქი ფერის ნაჭრის სპორტული ჩანთა, რომელსაც აქვს სხვადასხვა განყოფილებები, რომლებიც იკვრება ელვაშესაკრავით. ასევე მძღოლის უკანა მხარეს დევს შავტარიანი მუქი ფერის მჭრელპირიანი დანა. ავტომანქანის მფლობელის თე-------------ას განმარტებით, იმ სამი პიროვნებიდან, ვინც ის დააყაჩაღა ერთი პიროვნება იჯდა მის გვერდით სავარძელზე, ხოლო დანარჩენი ორი ისხდნენ მის უკან. უშუალოდ მის უკან მჯდომმა პიროვნებამ დაადო მას ყელის არეში ის დანა, რომელიც შემდგომ აღმოჩენილი იქნა უკანა სავარძელზე. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სპორტული შავი ფერის ნაჭრის ჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, მიკრონაწილაკები მწებავ ლენტზე, კომპანია ,,ჯეოსელის“ განაცხადი, შავტარიანი დანა, 13 ცალი ხელის კვალი დაქტილოფირებზე, სუნის კვლები და ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე.

- 2017 წლის 30 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა თე-------------ამ ქ. თბილისში, წ-----------–---–----------- მდებარე რესტორანი ,--------- მიმდებარე ტერიტორიაზე გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც მას ჩაუსხდნენ სამი მისთვის უცნობი პიროვნება, რომლებიც შეუთანხმდნენ ქ-----––- წაყვანაზე. დაზარალებულმა ასევე ლ----–---------------- ში მიუთითა ადგილი, სადაც მანქანაში მის გვერდით და უკან მჯდომმა მამაკაცებმა დანების მუქარით მას მოსთხოვეს ფული და ავტომანქანა, რა დროსაც იგი გადმოხტა მანქანიდან მივიდა იქვე მდგარ მიკროავტობუსთან დახმარების სათხოვნელად, ამ უკანასკნელს კი შეეშინდა გაეცალა იქაურობას, მ-------- კი მოახერხა ისევ მანქანაში ჩაჯდომა და გაქცევა, რის შემდეგაც ბ--–--–---–-- ქუჩიდან დარეკა პოლიციაში.

- 2017 წლის 31 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მი----–--------–---–მა ქ.თბილისში, წ-----------–---–--------------ში მდებარე დუქანი ,--------- მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითა ადგილი, სადაც შე----–--------ემ გააჩერა ,,ოპელის“ მარკის ტაქსი. მან ასევე ჟ------ სახელობის კლინიკის უკანა მხრიდან შესასვლელ ჭიშკართან მიუთითა ადგილი, სადაც მან და შე----–--------ემ ტაქსის მძღოლს მიადეს დანები და სთხოვდნენ ავტომანქანასა და ფულს.

- 2017 წლის 31 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ შე----–-----------მ ქ. თბილისში, წ-----------–---–--------------ში მდებარე დუქანი ,--------- მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითა ადგილი, სადაც მან გააჩერა,,ოპელის“ მარკის ტაქსი. მან ასევე ჟ------ სახელობის კლინიკის უკანა მხრიდან შესასვლელ ჭიშკართან მიუთითა ადგილი, სადაც მი----–--------–---–მა მანქანაში ამოიღო დანა ტაქსის მძღოლს დაუწყო გინება.

აღნიშნული ოქმებს ხელს აწერს ორივე მსჯავრდებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა:პ------------–---–-----------------------------------–------------------------–--------–---------–------------------------------–---–---------------–----------------------------------------–---–-----------------–----------------------------- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

გარდა ამისა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სერეოლოგიური) ტრასოლოგიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის ექსპერტიზის დასკვნები.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შე----–---------სა და მი----–--------–---–-ს ქმედებებს და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შე----–--------ემ და მ-----– მარ---–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება და არ არსებობს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მი----–--------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ შე----–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. მი----–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ მი----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან.

6. მხედველობაში ქინეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მი----–--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

7. შე----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, შე----–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.

8.მსჯავრდებულ შე----–--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან.

9. მხედველობაში ქინეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ შე----–---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

10.საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- 13 ცალი ხელის კვალი, შავტარიანი დანა, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, რაც ინახება დ----------------------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- შავი ფერის ჩანთა მასში არსებულ ნივთებთან ერთად, ჯეოსელის მუყაოს ყუთი და შიგ არსებული განაცხადი, დაზარალებულ თ----------- ტანსაცმელი, რაც ასევე ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

11. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

 

მ.კაპანაძე