განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002151804
საქმე №1ბ/577-18
PP
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ც-------–---–----ს
მსჯავრდებულის: ი-–-----–-–-–---–ის
ადვოკატის: ა-----–-–---–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დ-------------–--ის, მსჯავრდებულ ი-–-----–-–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-----------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №001240917003) ი-–-----–-–-–---–ის მიმართ. ი-–-----–-–-–---–ი დაბადებულია 1--- წლის 4 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ-------–-------–-----------------–---–-------------------ში და ფაქტიურად მცხოვრები: ქ-------–-------–-----------------–---–-------------------–-
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
ი-–-----–-–-–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილების თანახმად ი-–-----–-–-–---–ს ბრალი წარედგინა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე თ---–--–---–---–-------------------ში მდებარე სახლში ი-–-----–-–-–---–მა მეუღლეს ნ-------------ეს 7 წლის შვილის მ---------–-–-–---–ის თანდასწრებით ერთხელ დაარტყა ხელი ხელში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. ი-–-----–-–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას მ-------–-–-–---–ს, რაც ასევე რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
ი-–-----–-–-–---–მა საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხის სარდაფში მოაწყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისათვის აუცილებელი პირობები, სადაც 2017 წლის ივნისში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, წონით 2941,8 გრამი, ხოლო იმავე სარდაფში უკანონოდ ინახავდა 167,8 გრამ კანაფს გამომშრალ მდგომარეობაში და 98,2 გრამ ნედლ მარიხუანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით:
ი-–-----–-–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა.
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265- ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
ი-–-----–-–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 24 სექტემბრიდან.
ი-–-----–-–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ი-–-----–-–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ დ-------------–--ემ და მოითხოვა ი-–-----–-–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-------–-–-–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში ი-–-----–-–-–---–ის დამნაშავედ ცნობა.
განაჩენი ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-–-----–-–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-----------–---–მა. სააპელაციო საჩივარში მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2019 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბრალმდებლის - გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–----ს მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ი-–-----–-–-–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ც-------–---–----მ წერილობით წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმების ოქმში შეიტანა შესწორება და ითხოვა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და მსჯავრდებულ ი-–-----–-–-–---–თან წერილობით წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ი-–-----–-–-–---–მა ადვოკატ ა-----–-–---–---–თან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ და ეთანხმებიან დაზარალებულები ნ-------------ე და მ-------–-–-–---–ი.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ი-–-----–-–-–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-------–-–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ი-–-----–-–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ი-–-----–-–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ი-–-----–-–-–---–ს ჩამოერთვას 6 (ექვსი) თვით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი-–-----–-–-–---–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ი-–-----–-–-–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ი-–-----–-–-–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ი-–-----–-–-–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ნ-------------ის, მ-------–-–-–---–ის, მ---------–-–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დ---------------ის და მ-----–---------–--ის ჩვენებებით, ი-–-----–-–-–---–ის დაკავების ოქმით, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინების ოქმით, ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ი-–-----–-–-–---–ი, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის დ--------------–---–ის თანხმობით 2019 წლის 22 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც------–---–----ს, მსჯავრდებულ ი-–-----–-–-–---–სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა-----–-–---–---–ს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ი-–-----–-–-–---–ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-------–-–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი-–-----–-–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ი-–-----–-–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ი-–-----–-–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ი-–-----–-–-–---–ს ჩამოერთვას 6 (ექვსი) თვით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-–-----–-–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ი-–-----–-–-–---–ს დაეწყოს 2017 წლის 24 სექტემბრიდან;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულის ი-–-----–-–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ი-–-----–-–-–---–ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, ავტოფარეხიდან ამოღებული 3 ძირი გამომშრალი მცენარე კანაფი, 24 ძირი ნედლი მცენარე კანაფი, ნედლი მარიხუანა 5 პაკეტად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 01 დისკად, ამოღების ამსახველი ფოტოსურათები 01 დისკად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული