განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210017001852518
საქმე №2ბ/3787-18
განჩინება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტები - ხ----–-------ი, ა--------------ა, ლ---–----------ა, ჯ----------------ა
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ----–----------ი, კ-----------------ი, ს-----------------ა
წარმომადგენელი - გ------------------–---–ი
დავის საგანი - აუცილებელი გზის გამოყოფა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელეების მ-----------ის (უფლებამონაცვლე ხ----–-------ი), ა--------------ას, ლ---–----------ას, ჯ----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემობები
2.1. მ--------–----------ის სოფელ პ------------–----ში მდებარე უძრავი ქონება-მიწის ნაკვეთი, სკ 8----------- წარმოადგენს მოსარჩელე მ-----------ის (უფლებამონაცვლე ხ----–-------ის) საკუთრებას.
2.2. მ--------–----------ის სოფელ პ------------–----ში, მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, სკ 8-----------, 1350.00 კვმ, წარმოადგენს მოსარჩელეების ა--------------ას, ლ---–----------ას და ჯ----------------ას თანასაკუთრებას.
2.3. მ--------–----------ის სოფელ პ------------–----ში, სკ 8-----------, უძრავი ქონება-მიწის ნაკვეთი, 1760.00 კვმ, წარმოადგენს მოპასუხე ქ----–----------ის საკუთრებას.
2.4. მ--------–----------ის სოფელ პ------------–----ში, სკ 8-----------, უძრავი ქონება-მიწის ნაკვეთი, 1440.00 კვმ, წარმოადგენს მოპასუხეების კ-----------------ის და ს-----------------ას თანასაკუთრებას.
2.5. მოსარჩელეები თავიანთ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მოჰყავთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები.
2.6. მოსარჩელე მ-----------ი გარდაიცვალა 20---–-–------------–ს. ხ----–-------ი არის მ-----------ის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე.
2.7. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელეები მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებიდან საჯარო გზას უკავშირდებიან საფეხმავლო გზით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. საქმეში წარმოდგენილი ლ----------------–---------–------------------–-----------------------------–----------- 2015 წლის 13 თებერვლის ექსპერტის N 0-------- დასკვნის მიხედვით მ--------–----------ში, სოფელ პ------------–----ში ჯ----------------ას, ლ---–----------ას და ა--------------ას საკუთრებაში არსებული N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთიდან უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის ჩრდილოეთით, სადაც მდებარეობს დაურეგისტრირებელი სივრცე. მ--------–----------ში სოფელ პ------------–----ში მ-----------ის საკუთრებაში არსებული N 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთიდან უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის ჩრდილოეთით, სადაც მდებარეობს დაურეგისტრირებელი სივრცე.
საქმეში წარმოდგენილი ლ----------------–---------–------------------–-----------------------------–----------- 2017 წლის 22 ნოემბრის ექსპერტის N 0-------- დასკვნის მიხედვით მ--------–----------ში, სოფელ პ------------–----ში N 8----------- და N 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზის მოწყობა 2015 წლის 13 თებერვალს გაცემულ N 0-------- დასკვნაში განხილული ვარიანტის მიხედვით, დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ტექნიკურად შესაძლებელია. აღნიშნული გზის ნაწილი დღეის მდგომარეობით გაივლის საჯარო რეესტრში N 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნაწილი N 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ნაწილი აღნიშნული პერიოდისათვის საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით არსებულ დაურეგისტრირებელ სივრცეზე. (სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში ექსპერტმა ლ------ე კი--------ისმა განაცხადა, რომ დღეისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღარ წარმოადგენს დაურეგისტრირებელ სივრცეს, არის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული). აღნიშნული ვარიანტით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებული იქნება მხარეთა შეთანხმებით და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე. საჭირო იქნება N 8----------- და N 8----------- მიწის ნაკვეთების აღმოსავლეთით და ამავე მიწის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული ქვის ღობის ნაწილის და N 8----------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N2-ის ნაწილის დემონტაჟი, რომელიც ასევე უნდა განხორციელდეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო პირობების მოთხოვნების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი ლ----------------–---------–------------------–-----------------------------–----------- 2018 წლის 26 იანვრის ექსპერტის N 0-------- დასკვნის თანახმად, მ--------–----------ში, სოფელ პ------------–----ში N 8----------- და N 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნიათ დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს დამოუკიდებელი კავშირი (ისე რომ არ გაიარო სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები) საჯარო გზასთან გააჩნიათ მხოლოდ საფეხმავლო მოძრაობისათვის, რომელიც მდებარეობს მათ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს საფეხმავლო გრუნტის ბილიკს. N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს აღმოსავლეთ ნაწილიდან N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ ნაწილიდან N 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. მოცემული მიმართულებით გზის მოწყობა არ იწვევს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის აუცილებლობას.
მოსარჩელე მხარეს რაიმე მტკიცებულება, რომ სარგებლობდა იმ გზით, რომლის დადგენასაც ითხოვს აუცილებელ გზად, არ წარმოუდგენია.
სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში უნდა შეფასდეს მხარეთა და მოწმეთა განმარტებების ობიექტურობა და სიმყარე. მხარეთა განმარტება მყარია მხოლოდ მაშინ, თუ მათი განმარტებები დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოს შინაგან რწმენას უყალიბებს სწორედ შეკრებილი მტკიცებულებები. მათი ანალიზი სასამართლოს უნდა უქმნიდეს ფაქტების არსებობის უმაღლესი ხარისხის ალბათობას, რაც გონივრული ეჭვის საფუძველზე შემოწმებით დადასტურდება და უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენს ფაქტობრივ გარემოებებს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისათვის ერთადერთ აუცილებელ კავშირს საჯარო გზასთან. ამდენად სახეზე არ არის მოპასუხეების მიწის ნაკვეთების აუცილებელი გზით დატვირთვის აუცილებლობა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, რომ მ--------–----------ის სოფელ პ------------–----ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სკ 8----------- წარმოადგენს მოსარჩელე მ-----------ის (უფლებამონაცვლე ხ----–-------ის) საკუთრებას. მიწის ნაკვეთი, სკ 8-----------, 1350.00 კვ.მ, წარმოადგენს მოსარჩელეების ა--------------ას, ლ---–----------ას და ჯ----------------ას თანასაკუთრებას. მიწის ნაკვეთი, 1760.00 კვ.მ, წარმოადგენს მოპასუხე ქ----–----------ის საკუთრებას. მიწის ნაკვეთი, 1440.00 კვ.მ, წარმოადგენს მოპასუხეების კ-----------------ის და ს-----------------ას თანასაკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ მ--------–----------ში, სოფელ პ------------–----ში N 8----------- და N 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნიათ დამოუკიდებელი საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან გააჩნიათ მხოლოდ საფეხმავლო მოძრაობისათვის, რომელიც მდებარეობს მათ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს საფეხმავლო გრუნტის ბილიკს.
N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს აღმოსავლეთ ნაწილიდან N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ ნაწილიდან N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. დადგენილია, რომ ამ მიმართულებებით გზის მოწყობა არ იწვევს შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მიმართულებით გზის დადგენის შემთხვევაში, საჭირო იქნება N 8----------- და N 8----------- მიწის ნაკვეთების აღმოსავლეთით და ამავე მიწის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული ქვის ღობის ნაწილის და N 8----------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N2-ის ნაწილის დემონტაჟი. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დგინდება, რომ მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ამასთანავე, მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულებას, მაშინ როდესაც იკვეთება სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელეებს მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა არ აქვთ, მაგრამ ეს არ აძლევს მათ საფუძველს, აიძულონ მოპასუხეები ისარგებლონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით და მოაწყონ მასზე აუცილებელი გზა, მაშინ როდესაც შესაძლებელია ასეთი გზის მოწყობა სხვა მხრიდანაც, რასაც მოსარჩელე არ მიმართავს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით დადგენილი აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ექსპერტიზის ე---------–----------- დასკვნით დადგენილია, რომ აპელანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებიდან საჯარო გზამდე უმოკლესი კავშირი შესაძლოა მოეწყოს ნაკვეთის ჩრდილოეთით, სადაც მდებარეობდა დაურეგისტრირებელი სივრცე. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხეებმა გააყალბეს თავიანთი კუთვნილი უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და შეცვლილი კონფიგურაციით დაირეგისტრირეს კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ამგვარი ქმედებით მიიტაცეს დაურეგისტრირებელი სივრცე. 2017 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილ იქნა რომ შესაძლებელია მოწყობილიყო გზა მოპასუხეთა კუთვნილ მიწაზე გავლით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი განსაზღვრავს აუცილებელი გზის გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ დანაწესს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ნორმით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში. ამდენად, განსახილველი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ: N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს აღმოსავლეთ ნაწილიდან N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ ნაწილიდან N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. დადგენილია, რომ ამ მიმართულებებით გზის მოწყობა არ იწვევს შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მიმართულებით გზის დადგენის შემთხვევაში, საჭირო იქნება N 8----------- და N 8----------- მიწის ნაკვეთების აღმოსავლეთით და ამავე მიწის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული ქვის ღობის ნაწილის და N 8----------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N2-ის ნაწილის დემონტაჟი. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დგინდება, რომ მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ამასთანავე, მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულებას, მაშინ როდესაც იკვეთება სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელეებს მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზა არ აქვთ, მაგრამ აღნიშნულის მოწყობა შესაძლებელია სხვა მხრიდანაც, გარდა მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთისა.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით დადგენილი აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ----–-------ის, ა--------------ას, ლ---–----------ასა და ჯ----------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია