განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2018
საქმის ნომერი
330210016001367926
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/638-17 05 ივნისი, 2018 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ხათუნა არევაძე

მოსამართლეები - ანა გოგიშვილი

ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია

 

აპელანტი - შპს ,,G-----”

წარმომადგენელი - დ-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- კ-----ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ''G-----''-ს მოსარჩელე გ------- კ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 95 798.42 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შპს ''G-----'', შპს ''კ-----------+''-სთან 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მის დაქვემდებარებაში მყოფი კაზინო ''ა---------ის'' მეშვეობით ახორციელებდა სხვადასხვა სახის მომგებიან აზარტულ გათამაშებებს (მათ შორის ე.წ. ''რ---–-----'') ცოცხალი და ელექტრონული სახით.

 

2.2. თამაშის წესები შეთანხმებულია და მასზე დადებითი პასუხი გაცემული აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურს.

 

2.3. კაზინო ''ა---------ის'' ინტერნეტ გვერდზე მომხმარებელმა სახელით ''G--------'', ID N4----- და ''I--------'', ID N1------ სახელით 2013 წლის ივნისის თვეში მოიგო გარკვეული ოდენობის თანხები, მოგებული თანხებიდან მოპასუხე მხარეს დაბლოკილი აქვს გ-------–--------ის მიერ მოგებული თანხა ჯამში - 95 798.42 ლარი.

 

2.4. შპს ''G-----''-ის დირექტორის წერილით დგინდება, რომ ორივე ''ნიკით'' ''G--------'', ID N4----- და ''I--------'', ID N1------ თამაში მიმდინარეობდა ერთი და იგივე IP მისამართიდან: 1--------------, რომელიც ეკუთვნის - გ-------–--------ეს.

 

2.5. დადგენილია, რომ გ-------–--------ემ ვერ შეძლო მოგებული თანხის მიღება, ვინაიდან იგი დაბლოკილ იქნა ა---------ის ინტერნეტ გვერდზე.

 

2.6. 2013 წლის 14 ივლისს შპს ''G-----''-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ-------–--------ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის - 60 000 ლარის ანაზღაურება.

 

2.7. დადგენილია, რომ შპს ''G-----''-ის რეგლამენტის თანახმად, სათამაშო სიტუაცია გაუქმებული ფსონი განიმარტება, როგორც სიტუაცია, როდესაც ბურთულის ამოძრავებიდან ფსონის დახურვამდე ბურთულა ციფრში ჩავარდება და მას შემდეგ მოთამაშე ამ ან სხვა ციფრზე (ციფრებზე) ფსონს დადებს. ასეთ შემთხვევაში უქმდება მოთამაშის მიერ განხორციელებული ფსონი და მას დადებული თანხა უკან უბრუნდება.

 

2.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ''G-----''-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაააჩივრა შპს ''G-----''-მა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს ''G-----''-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მართებული იყო და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ''G-----''-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით შპს ''G-----''-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

 

2.10. 2016 წლის 19 მაისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, გ-------–--------ემ მოსარჩელე გ------- კ-----ს დაუთმო 2013 წლის ივნისის თვეში მოგებული და მიუღებელი თანხების - 53 433.42 ლარის და 42 365 ლარის გადახდევინებაზე მოთხოვნის უფლება შპს ''G-----''-ის მიმართ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელემ თანხები მოიგო მაშინ, როდესაც პროგრამას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი; კერძოდ, ''ლაივ რულეტკის'' თამაშის დროს ფსონების მიღების დაწყების შემდეგ ბურთი რულეტში ვარდებოდა მანამ, სანამ დამთავრდებოდა ფსონების მიღება, ანუ მოცემულ მომენტში მოთამაშემ გ-------–--------ემ წინასწარ იცოდა მოგებული ციფრი, ამდენად, მოთამაშე გ-------–--------ემ ისარგებლა პროგრამის მექანიკური შეცდომით და ფსონები დადო წინანსწარ ცნობილ მოგებულ ციფრებზე - აღნიშნულ სადავო გარემოებასთან მიმართების სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

სასამართლომ მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 აპრილის განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- შპს ''G-----'' კაზინო ''ა---------ის'' საშუალებით ატარებს სხვადასხვა სახის მომგებიან აზარტულ თამაშობებს.

 

- 2012 წლის ივნისის თვეში გ-------–--------ემ მოპასუხის მიერ მოწყობილ თამაშობებში მოიგო - 179 900 ლარი.

 

- შპს ''G-----''-ის რეგლამენტის თანახმად, სათამაშო სიტუაცია გაუქმებული ფსონი განიმარტება, როგორც სიტუაცია, როდესაც ბურთულის ამოძრავებიდან ფსონის დახურვამდე ბურთულა ციფრში ჩავარდება და მას შემდეგ მოთამაშე ამ ან სხვა ციფრზე (ციფრებზე) ფსონს დადებს. ასეთ შემთხვევაში უქმდება მოთამაშის მიერ განხორციელებული ფსონი და მას დადებული თანხა უკან უბრუნდება.

 

- საქმის მასალებით არ დამტკიცდა, რომ გ-------–--------ეს რაიმე კავშირი ჰქონდა დილერ-ისნპექტორ გ------- ო--------–-–---–თან. მეტიც, საქმის მასალებით არც ის დადგინდა, რომ გათამაშების დროს გ-------–--------ემ დაარღვია თამაშის წესები.

 

- რეგლამენტიდან ამონარიდით დადგენილ იქნა, რომ ფსონის გასაუქმებლად აუცილებელი იყო ერთდროულად ორი პირობის არსებობა: ბურთულა ციფრში უნდა ჩავარდნილიყო ფსონის დახურვამდე და მოთამაშეს ფსონი უნდა დაედო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ.

 

- სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიწვეული სპეციალისტის დახმარებით გამოკვლეული, აპელანტის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით გათამაშების ცხრილებით არ დადგინდა, რომ გ-------–--------ემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმუდგენია.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილებით და განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ''ბ'' პუნქტისა; ამასთან, სასამართლომ შეაფასა მხარეთა მოსაზრებები, შეისწავლა საქმეზე არსებული წერილობითი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პროგრამული ხარვეზის გამო სათამაშო სიტუაცია ''გაუქმებული ფსონის'' არსებობა მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, კერძოდ, მოთამაშე გ-------–--------ის მიერ დადებული ფსონები არ იქნა გაუქმებული მის მიერ და მოთამაშეს დადებული თანხა უკან არ დაბრუნებია. ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ არ დასტურდება ''გაუქმებული ფსონის'' შემთხვევაში ერთდროულად ორი გარემოების არსებობა, რომ ბურთულა ციფრში ჩავარდა ფსონის დახურვამდე და მოთამაშემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდგომ, რამდენადაც, წარმოდგენილი გათამაშების ცხრილებით არ დადგინდა, რომ მოთამაშე გ-------–--------ემ ფსონები დადო ციფრში ბურთულის ჩავარდნის შემდეგ, ანუ საქმის მასალაბით არ დგინდება მოთამაშის მიერ ფსონების დადების ზუსტი დრო, გათამაშების ცხრილებში მითითებულია მხოლოდ ფსონის მიღების დასრულების დრო და არა კონკრეტულად მოთამაშე გ-------–--------ის მიერ ფსონის დადების დრო.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ''affirmanti, non negati, incumbit probatio'' -''მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს''. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. სასამართლო მიუთითებს რომ სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ გ-------–--------ემ დაარღვია თამაშის წესები და ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ, ეკისრებოდა შპს ''G-----''-ს, რაც ვერ დადასტურდა ვერც 2013 წლის 14 ივლისს აღძრული სარჩელით და ვერ მოცემული საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და ახსნა-განმარტებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის თანახმად, ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

 

,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' პუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია: ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ''G-----''-ს მოპოვებული აქვს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა, თამაშის წესები შეთანხმებულია და მასზე დადებითი პასუხი გაცემული აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია.

 

,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მესამე მუხლის ''ვ'' პუნქტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც განთავსებულია სათამაშო აპარატები. სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო აპარატი არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან.

 

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ გარიგება პირობითად ჩაითვლება, როდესაც მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ,,სამომავლო და უცნობ მოვლენაზე''. ე.ი ისეთ მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა დადგეს და ჯერ კიდევ გაურკვეველია დადგება თუ არა ეს მოვლენა მომავალში. გარიგება გადადების პირობით კი, მაშინ ითვლება დადებულად, თუკი გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე. ამ დროს გარიგებით გათვალისწინებული შედეგი დადგება მხოლოდ პირობის შესრულებით, ე.ი გარიგების შესრულება გადაიდება პირობის შესრულებამდე. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის თამაშობის პირობითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში მესამე პირი ხდება თავდაპირველი მფლობელის სამართლებრივი უფლებამონაცვლე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, გ-------–--------ემ გ------- კ-----ს დაუთმო 2013 წლის ივნისის თვეში მოგებული მიუღებელი თანხები - ჯამში 95 798.42 ლარის გადახდევინებაზე მოთხოვნის უფლება შპს ''G-----''-ს მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელე გ------- კ-----ი უფლებამოსილია შპს ''G-----''-სგან მოითხოვოს მოგებული თანხის გადაცემა.

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ''ბ'' პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის (სხვა სარჩელის) მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციული მნიშვნელობის შემოწმების დროს ყურადღება ექცევა როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ისევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს და ითხოვდა მოგებული თანხის გადაცემის მოპასუხისათვის დავალებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ საერთო წესისგან გამონაკლისს აწესებს ამავე კოდექსის 106-ე მუხლის ''ბ'' პუნქტი. ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო არ იკვლევს იმ ფაქტებს, რომელიც დადგენილია იმავე მხარეების მონაწილეობით სხვა სამოქალაქო საქმეზე. აღნიშნულით რეალიზდება უმთავრესად პროცესის ეკონომიურობის პრინციპი და ასევე ემსახურება მხარის ინტერსს, მისთვის წინასწარ განჭვრეტადი იყოს საქმის (დავის) შესაძლო შედეგი. სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და მხარე მოკლებულია შესაძლებლობას სადავო გახადოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ------- კ-----ის მოთხოვნა მოგებული თანხის გადაცემის შესახებ ეფუძნებოდა გ-------–--------ესა და შპს ''G-----''-ს შორის დადებული თამაშობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტს.

სასმართლოს მიერ საქმის მასალების შესწავლისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უდავოდ იქნა დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რაც განაპირობებს განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობას და მიუთითებს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე:

 

- შპს ''G-----''-ი კაზინო ''ა---------ის'' საშუალებით ატარებს სხვადასხვა სახის მომგებიან - აზარტულ თამაშობებს.

 

- 2012 წლის ივნისის თვეში გ-------–--------ემ აპელანტის მიერ მოწყობილ თამაშობებში მოიგო - 179 900 ლარი.

 

- შპს ''G-----''-ს რეგლამენტის თანახმად, სათამაშო სიტუაცია გაუქმებული ფსონი განიმარტება, როგორც სიტუაცია, როდესაც ბურთულის ამოძრავებიდან ფსონის დახურვამდე ბურთულა ციფრში ჩავარდება და მას შემდეგ მოთამაშე ამ ან სხვა ციფრზე (ციფრებზე) ფსონს დადებს. ასეთ შემთხვევაში უქმდება მოთამაშის მიერ განხორციელებული ფსონი და მას დადებული თანხა უკან უბრუნდება.

 

- რეგლამენტიდან ამონარიდით დადგენილ იქნა, რომ ფსონის გასაუქმებლად აუცილებელი იყო ერთდროულად ორი პირობის არსებობა: ბურთულა ციფრში უნდა ჩავარდნილიყო ფსონის დახურვამდე და მოთამაშეს ფსონი უნდა დაედო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ.

 

- სასამართლოს სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის დახმარებით გამოკვლეული, მხარის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით გათამაშების ცხრილებით არ დადგინდა, რომ გ-------–--------ემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება კი მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

- შპს ,,G-----''-ს სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

- განსახილველ შემთხვევაში, პროგრამული ხარვეზის გამო სათამაშო სიტუაცია ''გაუქმებული ფსონის'' არსებობა მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, კერძოდ, მოთამაშე გ-------–--------ის მიერ დადებული ფსონები არ იქნა გაუქმებული მის მიერ და მოთამაშეს დადებული თანხა უკან არ დაბრუნებია.

 

- საქმის მასალებით არ დასტურდება ''გაუქმებული ფსონის'' შემთხვევაში ერთდროულად ორი გარემოების არსებობა, რომ ბურთულა ციფრში ჩავარდა ფსონის დახურვამდე და მოთამაშემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდგომ.

 

- წარმოდგენილი გათამაშების ცხრილებით არ დადგინდა, რომ მოთამაშე გ-------–--------ემ ფსონები დადო ციფრში ბურთულის ჩავარდნის შემდგომ, ანუ საქმის მასალებით არ დგინდება მოთამაშის მიერ ფსონების დადების ზუსტი დრო, გათამაშების ცხრილებში მითითებულია მხოლოდ ფსონის მიღების დასრულების დრო და არა კონკრეტულად მოთამაშე გ-------–--------ის მიერ ფსონის დადების დრო.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------- კ-----ის სარჩელი მოგებული თანხის გადაცემის შესახებ საფუძვლიანი იყო და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა იგი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა გაუქმებული ფსონის განმარტება, რის საფუძვლადაც მოიშველია შპს ''G-----''-ის რეგლამენტი; აპელანტის მტკიცებით, გაუქმებული ფსონის განმარტებას ხსენებული რეგლამენტი არ შეიცავს და მასში მითითებულია მხოლოდ ფსონის გაუქმების საფუძვლები; ამდენად, გაურკვეველია, თუ რას დაეყრდნო სასამართლო; ამავდროულად, აპელანტმა მიუთითა ა---------ის წესებსა და რეგლამენტზე და განმარტა, რომ ფსონის გაუქმების უფლებას იტოვებს ,,თამაშის ორგანიზატორი“ ნებისმიერი სახის ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზისას; ანუ, აპელანტის შეფასებით, ფსონის გაუქმების საფუძველს სწორედ ტექნიკური და მექანიკური გაუმართაობა წარმოადგენს.

 

ამავდროულად, აპელანტმა მიუთითა მასზედ, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ფსონის გაუქმების ორ კუმულატიურ პირობაზე აკეთებს მინიშნებას; კერძოდ, სასმართლო მიუთითებს - პროგრამულ გაუმართაობასა და მოთამაშისთვის თანხის უკან დაბრუნებაზე, რაც აპელანტის განმარტებით არ მოდის შესაბამისობაში შპს ''G-----''-ის რეგლამენტთან, რომლის მიხედვითაც ფსონის გაუქმების არსებით პირობას არ წარმოადგენს თანხის დაბრუნება; მეტიც - რეგლამენტის 6.1 მუხლის თანახმად, მექანიკური თუ ტექნიკური ხარვეზისას ა---------ი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და ფსონს გაუქმებულად მიიჩნევს.

 

აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ პროგრამას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, მოწინააღმდეგე მხარემ ისარგებლა რა აღნიშნული ხარვეზით, დადო ფსონები და მოიგო თანხა; იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა პოგრამული გაუმართაობა, ორგანიზატორი აუქმებს სფონს; მოპასუხემ გამოიყენა რა თავისი უფლებები, გააუქმა ფსონები; შესაბამიასდ, აპელანტის განმარტებით, იმ შმთხვევაშიც კი, მოსარჩელეს რომ მოეგო სადავო თანხა, მას მოთხოვნის უფლება, ფსონების გაუქმების გამო, არ გააჩნდა; აღნიშნულის დასადასტურებლად აპელანტი მიუთითებს ა---------ის რეგლამენტის 2013 წლის რედაქციაზე და ორ შიდა აქტზე, რასაც მისი განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასება არ მისცა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ''G-----'' შპს ''კ-----------+''-სთან 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მის დაქვემდებარებაში მყოფი კაზინო ''ა---------ის'' მეშვეობით ახორციელებდა სხვადასხვა სახის მომგებიან აზარტულ გათამაშებებს (მათ შორის ე.წ. ''რ---–-----'') ცოცხალი და ელექტრონული სახით.

 

_ თამაშის წესები შეთანხმებულია და მასზე დადებითი პასუხი გაცემული აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურს.

 

- კაზინო ,,ა---------ის'' ინტერნეტ გვერდზე მომხმარებელმა სახელით ''G--------'', ID N4----- და ''I--------'', ID N1------ სახელით 2013 წლის ივნისის თვეში მოიგო გარკვეული ოდენობის თანხები, მოგებული თანხებიდან მოპასუხე მხარეს დაბლოკილი აქვს გ-------–--------ის მიერ მოგებული თანხა ჯამში - 95 798.42 ლარი.

 

- შპს ''G-----''-ის დირექტორის წერილით დგინდება, რომ ორივე ''ნიკით'' ''G--------'', ID N4----- და ''I--------'', ID N1------ თამაში მიმდინარეობდა ერთი და იგივე IP მისამართიდან: 1--------------, რომელიც ეკუთვნის - გ-------–--------ეს.

 

- დადგენილია, რომ გ-------–--------ემ ვერ შეძლო მოგებული თანხის მიღება, ვინაიდან იგი დაბლოკილ იქნა ა---------ის ინტერნეტ გვერდზე.

 

- 2013 წლის 14 ივლისს შპს ''G-----''-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ-------–--------ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის - 60 000 ლარის ანაზღაურება.

 

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ''G-----''-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაააჩივრა შპს ''G-----''-მა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 აპრილის განჩინებით შპს ''G-----''-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მართებული იყო და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ''G-----''-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით შპს ''G-----''-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

 

- 2016 წლის 19 მაისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, გ-------–--------ემ, მოსარჩელე გ------- კ-----ს დაუთმო 2013 წლის ივნისის თვეში მოგებული და მიუღებელი თანხების - 53 433.42 ლარის და 42 365 ლარის გადახდევინებაზე მოთხოვნის უფლება შპს ''G-----''-ის მიმართ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატა მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 აპრილის განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- შპს ''G-----'' კაზინო ''ა---------ის'' საშუალებით ატარებს სხვადასხვა სახის მომგებიან აზარტულ თამაშობებს.

 

- 2012 წლის ივნისის თვეში გ-------–--------ემ მოპასუხის მიერ მოწყობილ თამაშობებში მოიგო - 179 900 ლარი.

 

- შპს ''G-----''-ის რეგლამენტის თანახმად, სათამაშო სიტუაცია გაუქმებული ფსონი განიმარტება, როგორც სიტუაცია, როდესაც ბურთულის ამოძრავებიდან ფსონის დახურვამდე ბურთულა ციფრში ჩავარდება და მას შემდეგ მოთამაშე ამ ან სხვა ციფრზე (ციფრებზე) ფსონს დადებს. ასეთ შემთხვევაში უქმდება მოთამაშის მიერ განხორციელებული ფსონი და მას დადებული თანხა უკან უბრუნდება.

 

- საქმის მასალებით არ დამტკიცდა, რომ გ-------–--------ეს რაიმე კავშირი ჰქონდა დილერ-ისნპექტორ გ------- ო--------–-–---–თან; მეტიც, საქმის მასალებით არც ის დადგინდა, რომ გათამაშების დროს გ-------–--------ემ დაარღვია თამაშის წესები.

 

- რეგლამენტიდან ამონარიდით დადგენილ იქნა, რომ ფსონის გასაუქმებლად აუცილებელი იყო ერთდროულად ორი პირობის არსებობა: ბურთულა ციფრში უნდა ჩავარდნილიყო ფსონის დახურვამდე და მოთამაშეს ფსონი უნდა დაედო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ.

 

- სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის დახმარებით გამოკვლეული, აპელანტის მიერ მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით _ გათამაშების ცხრილებით, არ დადგინდა, რომ გ-------–--------ემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ. თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

_ უდავოა, რომ შპს ''G-----''-ის ატარებს სხვადასხვა სახის მომგებიანი აზარტული თამაშობები სახელმწიფო მიერ არის ნებადართული; ამიტომ იგი წარმოშობს ვალდებულებას; ეს კი ნიშნავს, რომ გ-------–--------ეს თანხა უსაფუძვლოდ არ მიუღია;

 

სასამართლომ (სამოქალაქო საქმეზე 2ბ/-1180-2013) მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 952-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ გ-------–--------ე არ არის ვალდებული გადაუხადოს შპს ''G-----''-ს 60 000 ლარი დასახლებული ნორმით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

 

4.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა, პირველ ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგენილია ზემოაღნიშნული ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე მიუთითებს მტკიცებულებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ ფსონის გაუქმების საფუძვლად მითითებული ,,no spin” გარემოება ნიშნავს ისეთ სათამაშო სიტუაციას, როდესაც ელექტრონული პროგრამის მიერ შეუძლებელი ხდება მოგებახვედრილი ციფრის განსაზღვრა და ეკრანზე გატანა; როდესაც დილერის მიერ მოძრაობაში მოყვანილი სათამაშო ბურთულა მოძრაობაში მოყვანის შემდეგ რჩება ერთ ადგილას და არ ვარდება არცერთ ციფრში; როდესაც ბურთულის მოძრაობაში მოყვანიდან ფსონის დახურვამდე მოხდება ბურთულის ციფრში ჩავარდნა და მას შემდეგ მოხდება მოთამაშის მიერ ამ ან სხვა ციფრზე ფსონის დადება.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სათამაშო სიტუაციის ,,გაუქმებული ფსონი” არსებობის დადასტურებისთვის, წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს, რომ ბურთულა ციფრში ჩავარდა ფსონის დახურვამდე და მოთამაშის მიერ ფსონის დადება განხორციელდა ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ;

 

განსახილველ შემთხვევაში, მოცემულ საქმეში, აპელანტის მიერ ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღდეგოდ, წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება და პრეიუდიციულად დადგენილია, რომ მხარის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით გათამაშების ცხრილებით არ დადგინდა, რომ გ-------–--------ემ ფსონი დადო ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ.

 

4.3. სააპელაციო პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ ფსონის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა ტექნიკური და მექანიკური ხარვეზები. აპელანტის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ შპს ,,ჯ--------ს“ წარმომადგენელი მექანიკურ ხარვეზში დილერის - გ------- ო--------–-–---–ის ბრალეულობას გულისხმობს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ საერთო წესისგან გამონაკლისს აწესებს ამავე კოდექსის 106-ე მუხლის ''ბ'' პუნქტი. ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო არ იკვლევს იმ ფაქტებს, რომელიც დადგენილია იმავე მხარეების მონაწილეობით სხვა სამოქალაქო საქმეზე. აღნიშნულით რეალიზდება უმთავრესად პროცესის ეკონომიურობის პრინციპი და ასევე ემსახურება მხარის ინტერსს, მისთვის წინასწარ განჭვრეტადი იყოს საქმის (დავის) შესაძლო შედეგი. სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და მხარე მოკლებულია შესაძლებლობას სადავო გახადოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ს.ფ. 28-55) დადგენილია, რომ გ-------–--------ეს არ ჰქონია კავშირი დილერ-ისნპექტორ გ------- ო--------–-–---–თან; იქვე სასამართლო მიუთითებს, მეტიც საქმის მასალებით არც ის დადგინდა, რომ გათამაშების დროს გ-------–--------ემ დაარღვია თამაშის წესები; ამასთან, აპელანტის ახსნა-განმარტების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გ------- ო--------–-–---–ის ბრალეულობა არ დადასტურდა და მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მექანიკური ხარვეზის არსებობის თაობაზე, რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზს, პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნულის დასტურად აპელანტს წარმოდგენილი აქვს შპს ,,ჯ--------ს“ აქტები, რომელიც აპელანტი კომპანიის მიერ შედგენილი დოკუმენტებია და მისსავე ინტერესებს ემსახურება, რის გამოც მისი, როგორც მტკიცებულების ძალა, უთანაბრდება მხარის ახსნა-განმარტებას და ამდენად, ხსენებული აქტები სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადო, უტყუარ და შესაბამის მტკიცებულებად ვერ იქნება გაზიარებული.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,G-----”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/

 

/ეკატერინე ცისკარიძე/