განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100116001413585
საქმე №1ბ/957-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის: თა-------------–---ს
გამართლებულების: გრ-----–----------------–--------------------------------–---ს
ადვოკატების: და-----------------------------------ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თა-------------–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გრ-----–---–---------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ლა---------------------------–---------–------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–--–-----------–-----------------------–--------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ნი--------------------–--–--------- მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ლ--–-----------–------------–-----------–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–------–--–-----------–----------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ვარ--------------------–-----------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–--–-----------–------------–-----------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით, გრ-----–------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნი----–-------ა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვა----------------–--ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გრ-----–-------ს, ნი----–-------ას და ვა----------------–--ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: ნი----–-------ა და ვა----------------–--ე ქ-------–------–--–-------–-------------------------------–---------------------------------–-------–---- კუთვნილ მაღაზიებში მუშაობდნენ გამყიდველად, ხოლო გრ-----–------- ო-–-------–---- დასაქმებული ჰყავდა მზიდავად. ისინი, ასევე ო-–-------–---- დავალებით, სისტემატურად „-–--–-------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საწყობებიდან, შპს „----------- კუთვნილ საქონელს კერძოდ „ოთახის ჩუსტებს“, რომლებიც იყო ყუთებში დაფასოებული, სარეალიზაციოდ გრ-----–-------- ურიკით შპს „----------- მაღაზიებში გადატანას ახორციელებდნენ, რა დროსაც 2013 წლის მარტიდან - 2013 წლის 23 ივნისის ჩათვლით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, შპს „----------- საწყობებიდან დაეუფლნენ 59307,11 ლარის ღირებულების ოთახის ჩუსტებს. გრ-----–--------, ნი----–-------ასა და ვა----------------–--ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „----------- მესაკუთრეს ო-–-------–---- მიადგა 59307,11 ლარის ქონებრივი ზარალი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–----- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გრ-----–----------------–--------------------------------–---ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აპელანტის აზრით, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ო-–-------–----, თ-----------------------------------------------------------------–---------–-----------–----------------------–-------------–------------------------------------------------ ჩვენებებით, ასევე ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულების გრ-----–--------, ვა----------------–--ისა და ნი----–-------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებები ადასტურებენ ერთის მხრივ იმ გარემობას, რომ 2013 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით შპს „-----------საბუღალტრო დანაკლისმა შეადგინა 59 237 ლარი, ხოლო მეორეს მხრივ დგინდება ივნისის თვეში ო-–-------–---- კუთვნილი ერთი ყუთი ოთახის ფეხსაცმელების ქურდობის ფაქტი. თუმცა, დაზარალებულს რომ უშუალოდ გრ-----–----------------–--------------------------------–---ს მიერ ჩადენილი ქმედებით მიადგა ზემოხსენებული მატერიალური ზიანი, მტკიცებულებათა ერთობლიობითა არ დგინდება,პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ო-–-------–---- განაცხადა, რომ არის შპს „----------- დამფუძნებელი და დირექტორი. ხსენებული კომპანია ეწევა საშინაო ფეხსაცმელების იმპორტსა და გაყიდვას საქართველოში. ბრალდებულები ნი----–-------ა და ვა----------------–--ე იყვნენ გამყიდველები შპს „----------- მაღაზიებში, ხოლო გრ-----–------- - მზიდავი. მათი სავაჭრო ობიექტები და საწყობები განთავსებულია ქ. თბილისში, კ----------------–--–-------–-----–----–--–---------------- ტერიტორიაზე. იმ პერიოდისათვის ჰქონდა 3 საწყობი და 4 მაღაზია. საწყობში არსებული ნივთები - ოთახის ჩუსტები მუყაოს ყუთებში იყო განთავსებული. საწყობების გასაღები ჰქონდა თავად მოწმეს, ხოლო ასლი არავის ჰქონია. იგი პერიოდულად ხვდებოდა, რომ მისი საქონელი განიცდიდა დიდ დანაკლისს, მაგრამ ვერ გაერკვია თუ რაში იყო საქმე. იცის რომ საქონელი მაღაზიიდან არასოდეს დაკარგულა, როგორც ხვდება საწყობიდან გამოტანისა და განაწილების დროს იკარგებოდა. იგი თვითონ აღებდა საწყობის კარს და ნი----–-------ას ან ვა----------------–--ეს აწვდიდა ყუთებს, რომლებსაც აწყობდნენ ურიკაზე და შემდეგ გრ-----–------- არიგებდა გასაყიდ ობიექტებზე. 2013 წლის ივნისის თვეში, როდესაც დაზარალებული, გრ-----–------- და ნი----–-------ა იმყოფებოდნენ საწყობში პროდუქტის გამოსატანად, გარკვეული პერიოდის გასცვლის შემდეგ შენიშნა, რომ გ-------–- იქ აღარ იყო და არ ეხმარებოდა მათ ყუთების გატანაში. მის კითხვაზე ნი----–-------ამ უპასუხა გ------- ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად წავიდაო. ამ დროს მოწმემ მოპირდაპირე საწყობის მხარეს შეამჩნია თავისი ნაცნობი ო-–-----------–-, რომელიც უყურებდა დაჟინებით. მოწმე მიესალმა მას, თუმცა ო-–---- არ უპასუხა და ახალაიას საწყობს კვლავ დაჟინებული მზერით უყურებდა. მოწმემ აღნიშნული საწყობი დაკეტა, ნი----–-------ა და გრ-----–------- მიდიოდნენ საქონლით დატვირთული ურიკით, ხოლო თვითონ სხვა საწყობისაკენ მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ფანჯრის მინა ჩაწია და ახლოდან მოიკითხა ო-–-----------–-- ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ აი ამ მამაკაცმა, ცისფერი მაისური რომ აცვია, შენი საწყობიდან გამოტანილი ყუთი დამალაო (მოწმე ბრალდების მხარის შეკითხვაზე აზუსტებს, რომ იქ ცისფერი მაისური გრ-----–-------ს ეცვა). მოწმემ გადაამოწმა ო-–---- ნათქვამი და დაინახა, რომ საწყობის გვერდით არსებული კონტეინერებისა და ბეტონის ფილების შუაში ეგდო მისი ყუთი, რომელიც სავსე იყო მამაკაცის საშინაო ფეხსაცმელებით. ყუთი იყო შეფუთული და მისი თვითღირებულება აღემატებოდა 170 ლარს. ო-–-------–---- ამის შესახებ იმავე დღეს უამბო თავის მეუღლეს თ-------------------------- მას უნდოდა პირველ რიგში გ---------–------------ გაერკვია ყველაფერი, თუმცა მან უთხრა, რომ ვერ შეხვდებოდა ვინაიდან წავიდა ლ--------–-- მოწმემ გადაამოწმა საწყობებში არსებული საქონელი დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში და აღმოაჩინა, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე დავალიანება აღემატებოდა 55 000 ლარს. მისი განმარტებით, სარეალიზაციო საქონლის აღწერა პირველ ჯერზე ხდებოდა საწყობში განთავსებისას, ხოლო შემდეგ, როდესაც საწყობიდან გაიტანდნენ. უშუალოდ საწყობში დათვლას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ საწყობიდან უკვე გატანილს აღწერდნენ, რის შემდეგაც ალაგებდნენ ურიკაზე და მაღაზიებში გადაჰქონდა გრ-----–-------ს. როდესაც გრ-----–------- დაბრუნდა მასთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა მოწმეს სხვადასხვა პირების თანდასწრებით, მათ შორის შეხვედრებს ესწრებოდნენ მოწმის მეულე, ძმა და სხვა პირები. ასევე მოწეს საუბარი ჰქონდა გრ-----–-------ის მეუღლესთანაც. გრ-----–-------მ საუბრისას აღიარა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში პარავდა მას საქონელს, რომელსაც აკეთებდა ვა----------------–--ისა და ნი----–-------ას დავალებით. დეტალურად აუხსნა თუ როგორ ჰქონდათ ორგანიზებული მას, ნი----–-------ასა და ვა----------------–--ეს ყუთების გადამალვის პროცესი. მოწმემ აღნიშნული აღიარების აუდიო ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც წარუდგინა შემდეგ პოლიციას. როგორც გრ-----–-- უთხრა თანხას სამივე ინაწილებდა, თუმცა თითოეულს რამდენი შეხვდა, მისთვის უცნობია. მოწმემ ასევე საწყობის დაცვის წევრის შ--–-------–-----–---–----- გაიგო, რომ მოცემულ ფაქტამდე მან დაინახა თუ როგორ გამოიტანა გრ-----–-------მ ყუთი საწყობიდან და მანქანაში ჩაუდო ნი----–-------ას მეუღლეს, რაზეც მას ან მის მეუღლეს ნებართვა არასოდეს გაუციათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ქ------------------------------------------------------ განაცხადეს, რომ მათ ო-–-------–----გან შეიტყვეს ამ უკანასკნელის კუთვნილი საშინაო ფესხაცმელების გრ-----–----------------–--------------------------------–---ს მიერ დაუფლების შესახებ, რომელთა ღირებულებამაც 6 თვის განმავლობაში 55 000 ლარზე მეტი შეადგინა. ასევე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ო-–-------–------- ერთად შეხვდნენ გრ-----–-------ს, რომელმაც საუბრისას აღიარა ჩადენილი ქმედება და აღნიშნა, რომ იგი ვა----------------–--ისა და ნი----–-------ას დავალებით იპარავდა ჩუსტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-–-----------–-- განაცხადა, რომ მუშაობს კომპანიაში, რომელსაც ჩამოაქვს ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში. როგორც ახსოვს ო-–-------–---- ერთხელ ან ორჯერ მიიღო მისგან საქონელი და აქედან ეცნობა, თუმცა მისი გვარი იმ დროისათვის არ იცოდა. 2013 წლის 23 ივნისს დილის 6 საათზე მოწმე მივიდა „-–--–-------–--- ტერიტორიაზე, საწყობებთან გააჩერა მანქანა და უნდა შესულიყო ბაზრობაზე. ამ დროს დაინახა, რომ ო-–--- საწყობიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელსაც ყუთი ეჭირა ხელში, სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ძველი კონტეინერებისკენ საწყობის გვერდით და ისევ სწრაფად დაბრუნდა უკან, მაგრამ ხელში უკვე აღარაფერი ეჭირა. მოწმეს ეჭვი გაუჩნდა და მივიდა ხსენებულ კონტეინერებთან გადასამოწმებლად, რა დროსაც დაინახა, რომ იქ ერთი ცალი დასკოჩილი ყუთი ეგდო, რა იყო შიგნით მისთვის უცნობია. გამოსვლის დროს დაინახა, რომ ო-–-------–---- მანქანა იყო იქ, მივიდა მასთან და უთხრა, რომ ყურადღება მიექცია მომხდარისთვის. ო-–-------–---- უთხრა, რომ ამ პიროვნებას გ-- ერქვა, რომელიც მუშაობდა მასთან და მისი სურათიც აჩვენა. მოწმეს მანამდე თუ ჰყავდა ნანახი ეს პირი, არ ახსოვს და იმ მომენტში ვერ იცნო, თუ ვინ იყო. ამასთან, არ მომხდარა მოწმის მიერ ამ პირის ამოცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------–---- განაცხადა, რომ იგი არის ო-–-------–---- ძმა. 2013 წლის 23 ივნისს მოწმეს დაურეკა ო-–-------–---- და უთხრა, რომ როგორც ვინმე ო-–---- მოახსენა, ლ--–--- ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მისი კომპანიის საწყობიდან ხდებოდა მისი საქონლის მოპარვა, ასევე ამ უკანასკნელს მისი დისთვის უჩვენებია იქვე საწყობთან ახლოს დამალული, მისი საწყობიდან გამოტანილი ყუთი. დაახლოებით შუადღე იქნებოდა, როდესაც მოწმე მივიდა ლ--–--- ბაზრობის ტერიტორიაზე და მისმა დამ აჩვენა ადგილი, სადაც გრ-----–-------ს ყუთი ჰქონდა გადანახული, თუმცა იმ მომენტში იქ ყუთი კვლავ იდო თუ არა, მოწმეს არ ახსოვს. ამის შემდეგ მოწმე რამდენჯერმე შეხვდა გრ-----–-------ს, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ბოლო სამი თვის განმავლობაში იპარავდა საქონელს ნი----–-------ასა და ვა----------------–--ესთან ერთად. მათ შეხვედრებს ო-–-------–---– ესწრებოდა. მათ შორის ზიანის ანაზრაურებაზეც შედგა საუბარი, თუმცა გადასახდელი თანხის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----------------–---- განაცხადა, რომ ო-–-------–--- არის მისი ნათესავი. 2013 წლის ივლისის თვეში მას დაურეკა ო-–-------–---- და უთხრა, რომ ლ--–--- ტერიტორიაზე არსებული მისი საწყობიდან გრ-----–-------- და ვა----------------–--ის მიერ მოპარული იყო საქონელი. მოწმე თავის ნათესავებთან - ტ------–------------------–-------------–---- ერთად მაშინვე წავიდა ლ--–--- ბაზრობის მიდებარე ტერიტორიაზე გრ-----–-------- სანახავად. რა დროსაც ჩ------ აღიარა, რომ ნამდვილად იპარავდა ო-–-------–---- საქონელს - ოთახის ჩუსტებს. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე შ--–-----------–-- გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მზ----–--------------მა განაცხადა, რომ იგი ლ--–--- ბაზრობაზე, ო-–-------–---- მაღაზიათან ახლოს მდებარე მარაზიაში მუშაობს გამყიდველად. ო-–-------–---- ხსენებულ მაღაზიაში გამყიდველი იყო ნი----–-------ა. მოწმის განმარტებით, 2013 წელს ნი----–-------ამ მასთან მიიტანა ყუთი, დაუტოვა და უთხრა, რომ მის წასაღებად მივიდოდა გრ-----–-------, რომელიც ურიკაზე მუშაობდა ლ--–--- ბაზრობაზე. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მასთან მივიდა გრ-----–------- და ხსენებული ყუთი წაიღო. მოწმისათვის უცნობია რა იდო ყუთში და არც ის იცის ვის ეკუთვნოდა იგი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შა-–-------–-----–---–-- განაცხადა, რომ იგი 2013 წელს მუშაობდა შპს „-–----------ში დაცვის თანამშრომლად და ევალებოდა საწყობებისა და მაღაზიების დაცვა ლ--–--- ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2013 წლის დაახლოებით ივნისი-ივლისის პერიოდში, დაცვის ოთახში შევიდა ქალბატონი ო-–---- და ჰკითხა, 2-3 დღის წინ დილის საათებში საწყობიდან გატანილი ჰქონდა თუ არა მისი საქონელი გ--ს, რომლის გვარი არ ახსოვს მოწმეს. გ-- ურიკაზე მუშაობდა ო-–-------–----თან წლების განმავლობაში. მოწმემ უპასუხა, რომ გ--მ დილის საათებში საწყობიდან გამოიტანა ერთი ყუთი საქონელი და ჩადო მომწვანო-მოლურჯო ფერის ავტომანქანაში. მოწმემ მძღოლის ვინაობა არ იცის, თუმცა ეცნობოდა იგი, ვინაიდან ისიც ო-–----სთან ჰყავს ნანახი. როდესაც საქონელს იღებდა ხოლმე ო-–----, ეს პიროვნებაც ეხმარებოდა დაცლაში. ქალბატონმა ო-–----მ შემოუტანა ლეპტოპი, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აჩვენა პირის სურათი და ჰკითხა იყო თუ არა ეს ის პიროვნება, რომელიც ჩაჯდა მანქანაში. მოწმე ხსენებული პიროვნების სახელსა და გვარს სოციალურ ქსელში არ დაკვირვებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------------------------- განაცხადა, რომ იგი 2011 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე შპს „-----------რომლის დამფუძნებელი დირექტორი იყო ო-–-------–---- უწევდა ბუღალტრულ მომსახურებას. კომპანია ეწეოდა სახლის ჩუსტებით ვაჭრობას. როგორც მოწმეს ახსოვს, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდში კომპანიის საბუღალტრო დანაკლისმა შეადგინა 59 237 ლარი. მოწმემ დაადასტურა, რომ ამასთან დაკავშირებით მან გამოძიებას წარუდგინა ხსენებული კომპანიის საბუღალტრო დოკუმენტაცია, რაზეც შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა.
2015 წლის 10 თებერვლის ფინანსური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე შპს „-----------ში შეტანილია 575714 ლარის ღირებულების საქონელი. წარდგენილი მასალების მიხედვით, 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 ივლისამდე შპს „---------–-- რეალიზაცია გაუკეთდა სავარაუდოდ - 410872,30 ლარის (თვითღირებულების) საქონელს, რამაც სარეალიზაციო ფასებით შეადგინა 493046,70 ლარი. წარდგენილი მასალების მიხედვით, 2013 წლის 01 ივლისის მდგომარეობით დანაკლისი სავარაუდოდ შეადგენს 59307,11 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ა---------–-–-------–---–- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად წარდგენილ ბრალდებებში გრ-----–----------------–--------------------------------–---ს დამნაშავედ ცნობისათვის, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და განმარტავს, რომ აპელანტის პოზიცია ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მიმოიხილავს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მათი ანალიზის შედეგად შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ გრ-----–------- ვა----------------–--ესა და ნი----–-------ასთან ერთად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შპს „----------- საწყობებიდან დაეუფლა 59307,11 ლარის ღირებულების ოთახის ჩუსტებს.
დაზარალებულ ო-–-------–---- განმარტებით, მას ო-–-----------–-- მოახსენა, რომ მამაკაცმა, რომელსაც ეცვა ცისფერი მაისური, მისი საწყობიდან გამოტანილი ყუთი საწყობთან ახლოს კონტეინერებთან გადამალა. ო-–-------–---- ჩვენებით, იმ დროს ცისფერი მაისური გრ-----–-------ს ეცვა. თუმცა, როგორც მოწმე ო-–-----------–- მიუთითებს მან ო-–-------–---- უთხრა, რომ მისთვის უცნობი მამაკაცი გამოვიდა ო-–--- საწყობიდან ყუთით ხელში, სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ძველი კონტეინერებისკენ და უკან დაბრუნებისას ხელში აღარაფერი ეჭირა. მისი განმარტებით, დაზარალებულს ურჩია ყურადღება მიექცია ამ ფაქტისთვის. ხოლო იმ პირის ვინაობა, ვინც მოახდინა დაზარალებულის კუთვნილი ყუთის გადამალვა, თავად ო-–-------–---- უთხრა ო-–-----------–-ს. კერძოდ განუმარტა, რომ მას გ-- ერქვა. მოწმემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მას არ იცნობს, ჰყავდა თუ არა ნანახი ეს პირი მანამდე, არ ახსოვს, ვერ იცნო იმ მომენტში, ვინ იყო და არც პირის ამოცნობა ჩატარებულა მასთან. ამდენად, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა, რომ ო-–-------–---- საწყობიდან ერთ ყუთ ოთახის ჩუსტებს დაეუფლა და საწყობთან ახლოს გადამალა ბრალდებულმა გრ-----–-------მ.
მოწმეებმა თ-----------------------------------------------------------------–---------------------------–---- ო-–-------–----აგან შეიტყვეს მომხდარის შესახებ, შესაბამისად მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბი ხასიათის მტკიცებულებებს და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად პალატა ვერ იხელმძღვანელებს მხოლოდ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. როგორც ხსენებულ მოწმეთა, ასევე დაზარალებულის მითითებით გრ-----–------- მათთან საუბრებში აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულის ნი----–-------ასთან და ვა----------------–--ესთან ერთად ჩადენის ფაქტს. თუმცა, პალატა განმარტავს, რომ თავად გრ-----–-------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ხოლო საბოლოო სიტყვის თქმის ეტაპზე განმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ თვლის და გამოძიების ეტაპზე მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება გამოწვეული იყო დაზარალებულის ახლობლების მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად.
რაც შეეხება მოწმეების მზ----–--------------ის და შ--–-------–-----–---–-- ჩვენებებს, ერთ შემთხვევაში დასტურდება, რომ მზ----–--------------ისათვის ნი----–-------ას მიერ მიბარებული ყუთი გარკვეული პერიოდის შემდეგ მისგან წაიღო გრ-----–-------მ, ხოლო შ--–-------–-----–---–-- თქმით, ო-–-------–------- მომუშავე პიროვნებამ, ვინმე გ--მ, რომლის გვარიც მოწმეს არ ახსოვს, ერთ დილას მომწვანო-მოლურჯო ფერის ავტომობილში ჩადო ერთი ყუთი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ავტომობილის მძღოლიც მუშაობს დაზარალებულთან. მზ----–--------------ის და შ--–-------–-----–---–--ათვის უცნობია, თუ რა იდო მათ მიერ ხსენებულ ყუთებში. ამდენად, მათი ჩვენებებიდან არც ერთ შემთხვევაში არ ვლინდება ისეთი გარემოებები, რაც დაკავშირებული იქნებოდა ო-–-------–---- კუთვნილი ოთახის ფეხსაცმელების მართლსაწინაარმდეგოდ მისაკუთრებასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–--------------–---- განაცხადა, რომ მან ო-–-------–----გან შეიტყო გრ-----–-------- და ვა----------------–--ის მიერ მისი კუთვნილი სახლის ფეხსაცმელების მოპარვის ფაქტი, ხოლო მოწმე ი-----–--–------- განმარტებით, მას ჭორის დონეზე აქვს გაგონილი, რომ გრ-----–-------მ, რომელიც ურიკაზე მუშაობდა, ო-–-------–---- მოპარა ჩუსტები. რაც შეეხება მოწმეებს: ქ-----------------------------------------------------------–---–------–--------------------------------–------–----------–--–---–-------------–---–--------------------–---–-- მათ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება. ამდენად, აღნიშნული პირებიც არ არიან უშუალო ფაქტის შემსწრეები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად, მათი ჩვენებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას და თავის მხრივ ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა დაცვის მხარის ვერსიაში, რომ გრ-----–-------, ნი----–-------ა და ვა----------------–--ე არიან უდანაშაულოები. მხოლოდ დაზარალებულ ო-–-------–---- ჩვენება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ ო-–-----------–-- მიუთითა ცისფერ მაისურიან მამაკაცზე, როგორც ქურდზე, რომელიც მისი კუთვნილი საწყობიდან დაეუფლა საქონელს, ხოლო იმ მომენტში ცისფერ მაისურს ატარებდა გრ-----–-------, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბრალდების მხარე გრ-----–-------ს, ნი----–-------ას და ვა----------------–--ეს ედავება შპს „----------- საწყობებიდან 59307,11 ლარის ღირებულების ოთახის ჩუსტების დაუფლებას. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კი ეხება მხოლოდ და მხოლოდ შპს „----------- საწყობიდან ერთი ყუთი ოთახის ჩუსტების ქურდობის ფაქტს, რომლის თვითღირებულებაც, როგორც თავად დაზარალებულმა მიუთითა, დაახლოებით 170 ლარს შეადგენს. იმ გარემოებებზე, თუ რა ვითარებაში განიცადა დაზარალებულმა ო-–-------–---- ბუღალტრული აღრიცხვის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი გარდა 170 ლარისა, არ მიუთითებს საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გრ-----–----------------–--------------------------------–---ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ გრ-----–----------------–--------------------------------–---ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თა-------------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.ნი----–-------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნი----–-------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და ასევე გაუქმდეს გირაოს უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით დადგენილი ყადაღა უძრავ ქონებაზე: ქ. თ---–-------–-----------–-----------------–------------–-------------------------------------------- 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების პროპორციულ წილს.
4.ვა----------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვა----------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
5. გრ-----–------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გრ-----–-------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
6. გამართლებულებს გრ-----–-------ს, ნი----–-------ას და ვა----------------–--ეს განემარტოთ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
7.ნივთიერი მტკიცებულებები:
- ო-–-------–---- მიერ წარდგენილი ქვითრები დალუქული სახით - დაუბრუნდეს ო-–-------–----;
- 3 (სამი) ცალი დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი