განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310117001824443 (3/ბ-371-2018წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - დ--–----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - ზ-----------–----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 28 თებერვალს დ--–----------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N4--- ბრძანების და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის №4--- ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–-------------–- მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. ბრძანების გამოცემა მოხდა კანონის დარღვევით, ვინაიდან სამშენებლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ.ქუთაისში, ჯ-----–---–--------ზე ანუ, ტერიტორია მიეკუთვნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №127 დადგენილებით განსაზღვრულ მეორე ზონას, ხოლო საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის №153 დადგენილების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ მე-3 ზონაში. აღნიშნული მშენებლობით ირღვევა მოსარჩელის უფლება, ვინაიდან ავტოგასამართი სადგური მდებარეობს მის საცხოვრებელ სახლთან იმდენად ახლოს, რომ შეუძლებელია იქ ცხოვრება, ობიექტი საფრთხის შემცველია, ამასთან დარღვეულია სანიტარული ნორმები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ-----------–----.
მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის ზ-----------–----ს წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დ--–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის N153 დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი. აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად: 1) ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების უფლებრივი ზონირება, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს ორ ძირითად ეტაპად, რომლებიც აისახება უფლებრივ ზონირების შესაბამის რუკებში; 2) უფლებრივი ზონირების პირველი ეტაპი - ზოგადი უფლებრივი ზონირება ეფუძნება მოქმედი გენერალური გეგმით დადგენილ ქალაქმშენებლობით ზონირებას და ასახავს გენერალურ გეგმის მოთხოვნებსა და ზოგადი უფლებრივი ზონირებისათვის, ამ წესებით განსაზღვრულ პირობების შედარება-შეჯერების შედეგებს; 3) ზოგადი უფლებრივი ზონირების მოთხოვნები ისახება უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში (შემდგომში - ზოგად რუკაში); 4) ზოგადი რუკა შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს, როგორც ერთი, ასევე რამდენიმე გრაფიკული ნახაზის ფორმით; 5) უფლებრივი ზონირების მეორე ეტაპი - დეტალური უფლებრივი ზონირება, მოქმედი გენერალური გეგმით დადგენილი ცალკეული ქალაქმშენებლობითი ზონებისათვის, ადგენს ამ წესებით განსაზღვრულ ქვეზონების შესაძლო სახეობებს და მათი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პარამეტრებს; 6) დეტალური უფლებრივი ზონირების მოთხოვნები ისახება უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებში.
დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციისა და ნორმატივების, მათ შორის წინამდებარე წესების საფუძველზე განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის ტერიტორიის/ან ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი ზონირება, რომელიც ახდენს ერთი ან რამდენიმე ფაქტორით, ერთგვაროვანი ტერიტორიული ერთეულების - ზონების იდენტიფიცირებას. უფლებრივი ზონირების განხორციელებისათვის ქალაქ ქუთაისის ტერიტორია, როგორც წესი, იდენტიფიცირებულ უნდა იქნეს: ა) ფუნქციური დანიშნულების მიხედვით - ფუნქციური ზონები; ბ) ტერიტორიულ-სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით - ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონები; გ) გეგმარებითი შეზღუდვების მიხედვით - გეგმარებითი შეზღუდვების ზონები; დ) ქალაქმშენებლობითი ღირებულების მიხედვით - სხვადასხვა - ქალაქმშენებლობითი ღირებულების ზონები.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები დანართი N1, N2, N3-ის, ხოლო ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკა - დანართი N4-ის შესაბამისად.
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის N153 დადგენილების მე-2 დანართის თანახმად, განისაზღვრა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი. კერძოდ, დადგენილების N2 დანართის მე-3 ნაწილის (განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)) მე-2 პუნქტის თანახმად, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ,,ზონალურ ნებართვას’’: ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; ბ) საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები; გ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობები; დ) მოხუცთა ინტერნატები; ე) საავადმყოფოები; ვ) საცურაო აუზები; ზ) თეატრები; თ) საქალაქო ბიბლიოთეკები; ი) არქივები; კ) მუზეუმები; ლ) საცეკვაო დარბაზები-დისკოტეკები; მ) რესტორნები; ნ) ჯიხურები, დროებითი პავლიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის; ო) ბანკები; პ) მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები; ჟ) ოფისები და კანტორები; რ) სასამართლოები; ს) საეკლესიო ობიექტები; ტ) პოლიციის განყოფილებები; უ) სახანძრო დეპოები; ფ) სასტუმროები; ქ) საზოგადოებრივი ტუალეტები; ღ) ავტოგასამართი სადგურები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N93 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტში და სიტყვები: ,,ავტოგასამართი სადგურები’’ შეიცვალა ფრაზით: ,,ავტოგასამართი კომპლექსი, ავტოგასამართი სადგური, კონტეინერული სადგური, მოძრავი სადგური, აირგასამართი სადგური, აირსავსები საკომპრესორო სადგური’’.
დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის შენიშვნა: ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი სადგურის, კონტეინერის სადგურის, მოძრავი სადგურის, აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის გაზმომარაგების შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების განთავსება (გაყვანა) ნებადართულია მე-3 საცხოვრებელ ზონაში.
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა N1 დანართის შესაბამისად. მე-2 მუხლის თანახმად, ასევე დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური N2 დანართის შესაბამისად.
დანართი N1-ის თანახმად, ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდი, აქედან, საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით - 9 აპრილის ქუჩის გავლით - მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–-- ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–--------ს. ჯ-----–---–-- ქუჩით, მიემართება ჭონქაძის ქუჩამდე. ჭონქაძის ქუჩას გასდევს ვასილ ბარნოვის ქუჩამდე, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით, ვასილ ბარნოვის ქუჩით, უერთდება იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩას, იოანე პეტრიწის ქუჩის მეოთხე შესახვევამდე, ამავე შესახვევით უერთდება ვაჟა-ფშაველას ქუჩას და აღმოსავლეთის მიმართულებით, გრძელდება დები იშხნელების ქუჩამდე, რომლის მცირე მონაკვეთის გავლით უერთდება ცაცხვების ქუჩას. ცაცხვების ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გასდევს ანტონ კათალიკოსის ქუჩას, შემდეგ უერთდება ჩანჩიბაძის ქუჩას, მცირე მონაკვეთის გავლით, გადადის მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩაზე, მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩით უერთდება დავით და კონსტანტინეს ქუჩას, რუას ქუჩის მონაკვეთის გავლით უერთდება ბოტანიკური ბაღის საზღვარს, გაივლის ლესელიძის ქუჩის პირველ ჩიხს და აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძის ქუჩას ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევამდე. ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევის გავლით კვეთს მდინარე რიონს და მწვანეყვავილას ქუჩით უერთდება კიბულას ქუჩას, აქედან გადადის გელათის ქუჩაზე, შემდეგ გელათის ქუჩის მეექვსე შესახვევით კვეთს დავით კლდიაშვილის ქუჩას და ამავე ქუჩით ეშვება საფიჩხიის მოედანზე. საფიჩხიის მოედნიდან გაივლის წმინდა სამებას ქუჩის მცირე მონაკვეთს და უერთდება ევდოშვილის ქუჩას გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიგოლ აბაშიძის ქუჩის მცირე მონაკვეთის გავლის შემდეგ, სამხრეთის მიმართულებით უერთდება ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩას და ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევით გადადის ლეონიძის ქუჩაზე, გაივლის მცირე მონაკვეთს და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთის წერტილიდან ამავე გამზირით უერთდება ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ საზღვარი უკავშირდება ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევს, ამავე შესახვევის გავლით, კვეთს ნიკეას ქუჩას და ლომოურისა და ოცხელის ქუჩებით გასდევს სადერივაციო არხის ნაპირს, კვეთს თაბუკაშვილის ქუჩას და „ბროწეულა – ქუთაისის“ რკინიგზის ხაზით უკავშირდება საწყის წერტილს. ამასთანავე, მეორე ზონის საზღვარში მოქცეულია ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტობრივი განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიანი ზოლით.
დანართი 2-ის შესაბამისად, მეორე ზონა /შუალედური/ ა. პირველი ქვეზონა - ტერიტორია, რომელიც მოქცეულია შემდეგ საზღვრებში: ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდიდან, ჩრდილო-დასავლეთით - 9 აპრილის ქუჩის გავლით - მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–-- ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–--------ს. ჯ-----–---–-- ქუჩიდან ბუხაიძის ქუჩის გავლით უერთდება ირაკლი აბაშიძის გამზირს, ირაკლი აბაშიძის გამზირიდან დასვლეთით შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე, შარტავას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირამდე და ზვიად გამსახურდიას გავლით სრულდება გზაგამტარ ხიდთან. ასევე რუსთაველის გამზირი სხირტლაძის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით გზაგამტარ ხიდამდე, ილია ჭავჭავაძის გამზირის განაშენიანების ზოლი მდინარე რიონამდე. ნოდარ დუმბაძის ქუჩა გრიშაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირამდე, დავით აღმაშენებლის გამზირი გრიგოლ ხანცთელის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, ცენტრალური სტადიონი მიმდებარე ქუჩებით/აკ. ხორავას ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი/კუპრაძის ქუჩა სოლომონ პირველის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩამდე, გრიგოლ აბაშიძის ქუჩა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ლონიძის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის გადაკვეთიდან ახალგაზრდობის გამზირამდე, 26 მაისის ქუჩა საფიჩხიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან საფიჩხიის მოედნამდე.
დადგენილია, რომ ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 22 თებერვლის N159 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა N1 დანართის შესაბამისად. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური N2 დანართის შესაბამისად. მე-3 მუხლის თანახმად კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილება.
დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის N176 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ,,ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებაში, კერძოდ: დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. - დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის საზღვრების (ქუჩების მიხედვით) ჩამონათვალი დანართი N5-ის შესაბამისად.
დღეისათვის მოქმედი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №159 დადგენილებით ჯ-----–---–-------- მიკუთვნებულია მე-2 ზონას.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის N176 დადგენილების დანართი N5-ის მე-2 მუხლით განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა - 2-ის საზღვრები: ...ბარნოვის ქუჩის N9-დან ჩამოდის ჯ-----–---–-- ქუჩის N2-მდე, გაივლის რუსთაველის გამზირის N101-მდე და რუსთაველის გამზირის VII ჩიხის N8-მდე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის წერილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები დანართი N1, N2 და N3-ის, ხოლო ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკა-დანართის N4-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ზონირების სავალდებულო რუკის საზღვრების (ქუჩების მიხედვით) ჩამონათვალი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს დანართი N2-ის სახით არ ახლდა. იგი მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 26 აპრილის N176 დადგენილებით ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის დანართი N5-ის სახით. ამავე წერილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებისათვის 2008 წლიდან სავალდებულოა თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის გამოყენება დანართი N4-ის შესაბამისად, რომლის მიხედვით შუალედური ზონა (მე-2 ზონა) მთავრდება ჯ-----–---–-- ქუჩის N2-თან (გამარჯვების მოედანი), ხოლო ჯ-----–---–-- ქუჩის შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა), სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში მდებარე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 4138.00 კვ. მეტრი, ს/კ 0-----------) საკუთრების უფლებით ირიცხება ზ-----------–----ს სახელზე.
2016 წლის 2-----------ს ზ-----------–----მ განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთში (მის: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-- N---ში) დაპროექტებული ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ამასთან წარადგინა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ განაცხადის თანახმად: მიწის ნაკვეთების მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში - ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრები; ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ - საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 0-----------; მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები - უბანი საერთო გეოლოგიური მონაცემებით მდგრადია და მშენებლობისთვის კარგ პირობებში იმყოფება; მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით. საქ. მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილების მე-3 თავის მე-6 მუხლის შესაბამისად - სზ-3; მითითება მიწის ნაკვეთის ზოგადად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ - საცხოვრებელი ზონა; მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ - პერიფერიული; საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სხვა ინფორმაცია - II კლასის ობიექტი, თხევადი ნივთიერების საცავი პროექტით გათვალისწინებულია 900 ლიტრიანი ტევადობით X3 ცალ მიწის ქვეშა ავზზე, რაც წარმოადგენს 27-30 მ კუბამდე მოცულობას. მარიგებელი სვეტების კონსტრუქციული მალი აღებულია 4 მეტრი; ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები: აღმოსავლეთით-ბეტონის გზა და მდ. ოღასკურა, დასავლეთით ს/კ 0----------- ნაკვ. განლაგებული 4სრ-ანი ად.შენობა, ჩრდილოეთით სასაფლაოს მიწის ნაკვეთი, სამხრეთით ჯ-----–---–--------. შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის გაანგარიშება: H=6.00; გრაფიკული ინფორმაცია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების თაობაზე. საზოგადოებრივი საზღვრების, წითელი და ლურჯი ხაზების ჩვენებით, მიჯნის ზონების განსაზღვრებით მასშტაბი 1:500 - გენგეგმის მიხედვით; მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 - 0,8 მიწისქვეშა საწვავის რეზერვუარები 6,00X2,50X3ც=45მ.კვ.მ მარიგებელი სვეტების პლატფორმა 6,00 X1,5=9 კვ.მეტრი, სულ 54,00 კვ.მ. 54,00 (საპ)+1535,43 (არს)=1589,43/4138=0,38; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 – 0,3.
საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით დადგენილია, რომ: 1. გამოკვლეულ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა - განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. საინჟინრო - გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით, თანახმად, ს.ნ. და წ. 1.02.07.87 სავალდებულო მე-10 დანართისა უბანი მიეკუთვნება 1 (მარტივი) კატეგორიას; 2. გეომორფოლოგიურად უბანი წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მონაკვეთს, კერძოდ მდ. რიონის მარცხენა ნაპირის ჭალისზედა ტერასული საფეხურის ნაწილს სამხრეთ-დასვლეთით ოდნავ დახრილი რელიეფით; 3. გაყვანილი გამონამუშევრებით მიწისქვეშა წყლები არ გადაიკვეთა; 4. უბანზე გავრცელებული ძირითადი გრუნტების (თიხნარები) საანგარიშო წინაღობად, თანახმად, მიღებული იქნას -1,50 კგ/ძ/სმ2-ის ტოლად; 6. ს.ნ და წ. ,,სეისმოლოგიური მშენებლობა სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით უბანი მდებარეობს 8 მილიონი სეისმურობის ზონაში. იმავე ნორმატიული დოკუმენტის ცხრილი 1-ის თანახმად, სეისმური თვისებების მიხედვით სამშენებლო ფართში გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: სგე I-ნაყარი და სგე II-თიხნარი - III კატეგორიას; 7. დამუშავების სიძნელის მიხედვით უბანზე გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: ნაყარი და თიხნარი - III ჯგუფს, საშუალო მოცულობითი წონით - 1800 კგ/მ3; 8. გრუნტის გაყინვის ნორმატიული სიღრმე 0,00სმ; 9. თოვლის საფარის წონა - 0.50 კპა; 10. ქარის წნევის ნორმატიული მნიშვნელობა - 0.48 კპა.
დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 2----------ის N0------- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და აცნობა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა ზ-----------–----მ განცხადებით ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქუჩის N---ში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის უფლებისათვის არსებული წესით, შესაბამისი სტადიების გავლით, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია და დაცულია ზემოაღნიშნული წესების და რეგლამენტის მოთხოვნები, - ავტოგასამართი სადგური მიეკუთვნება რისკის შემცველ ობიექტს. ამასთანავე, საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ განთავსებულია სასაფლაო (ოღასკურა), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი თუ სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ითხოვა საკითხის განხილვა და მოსაზრების წარმოდგენა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 14 დეკემბრის N0------ წერილით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას (მერიის 28.11.2016 წლის N0------- წერილის პასუხად) ეცნობა, რომ აღნიშნული ობიექტი (ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-------- N---ში) ავტოგასამართი სადგურის ორი მარიგებელი სვეტის შესახებ) არ განეკუთვნება IV კლასის ნაგებობას, შესაბამისად სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში. დამატებით ასევე ეცნობათ, რომ განხილული იქნა პროექტი, რომლის მიმართ გააჩნიათ შენიშვნა, კერძოდ, პროექტში გათვალისწინებული სალექარიდან წყალი არ უნდა გადაედინებოდეს სანიაღვრე სისტემაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის N0------ წერილით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, 2016 წლის 2----------ის N0------- წერილის პასუხად (რომელიც ეხება ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-------- N---ში, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების საკითხს) ეცნობა, რომ პროექტის განმარტებით ბარათში მოხსენებულია მცირე ზომის მიწის ქვეშა გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს ზედაპირზე დაღვრილი ნავთობპროდუქტების ნარჩენების მიღებას სპეციალურ კასრში, ხოლო სუფთა წყალი გადაედინება ნიაღვარსადენში, რომელიც განთავსებულია ტერიტორიაზე, ხოლო პროექტში მოცემულია სალექარის ტიპის ნაგებობა (ტპ 101-15,64-88), შერჩეულია ს.ნ.წ. 11-3476 მიხედვით, რომელიც აღნიშნულ საკითხს არ არეგულირებს. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ კონსულტაციის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული ნაგებობა წარმოადგენს ნავთობპროდუქტდამჭერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს ნავთობდამჭერის მოწყობას შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N4--- ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის №4--- ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–-------------–- მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის №4--- ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 23 დეკემბერს გაიცა №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
2017 წლის 13 თებერვალს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს და აცნობა, რომ საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება სზ-3-ს, სადაც დაშვებულია ასევე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაშია გათვალისწინებული და დაცულია ზემოაღნიშნული წესებისა და რეგლამენტების მოთხოვნები - ავტოგასამართი სადგური მიეკუთვნება რისკის შემცველ ობიექტს, ამასთანავე საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ განთავსებულია სასაფლაო (ოღასკურა), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი თუ სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. აღნიშნულის გათვალისწინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2----------ის N0------- წერილით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შემდგომი განხილვისა და თავიანთი მოსაზრების წარდგენის მიზნით, საკითხი გაგზავნილი იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში. სააგენტომ, 2016 წლის 14 დეკემბრის N0------ და 2016 წლის 20 დეკემბრის N0------ წერილებით საპროექტო დოკუმენტაციაში მიუთითა შენიშვნა, რაც შესწორებული იქნა პროექტის ავტორის მიერ, რის შემდეგ შეთანხმდა სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 2-------ის N2-------- ბრძანებით მიღებული იქნა ექსპლუატაციაში ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქუჩის N---ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში მშენებლობადასრულებული ავტოგასამართი სადგური (ორ მარიგებელ სვეტზე) საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზების მიხედვით 9.00 კვ.მ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით), რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) გამგებლის/მერის ბრძანება; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; დ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის ბრძანება; ე) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N4--- ბრძანება და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული 2016 წლის 2-----------ის N0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ შეამოწმა მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლოს აღნიშვნით, მოსარჩელე სადავო აქტების ბათილობის წინაპირობად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქუჩის N---ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა წარმოებულია კანონის დარღვევით, ვინაიდან ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილების დანართის მიხედვით ქ.ქუთაისში, ჯ-----–---–-------- N-- მიეკუთვნება მეორე ზონას, მაშინ როდესაც ამავე საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის დადგენილების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა დასაშვებია მესამე ზონაში.
საქალაქო სასამართლომ იმსჯელა თუ რომელ ზონას მიეკუთვნება ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-------- N---ში მდებარე ტერიტორია, რაც ქალაქ ქუთაისის უფლებრივი ზონირების დაყოფის საფუძვლების გათვალისწინებით კონკრეტულ ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების საკითხის გარკვევას ემსახურება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები; ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწათსარგებლობის დაგეგმვა არის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს მიწის (დასახლებათა ტერიტორიების) გამოყენების სახეობას, ინტენსივობას და პირობებს ზონირების მეთოდით; ამავე მუხლის ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს; განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;
მითითებული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად). ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების და ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი განისაზღვრება „განაშენიანების ძირითადი დებულებებით“ ან/და „განაშენიანების რეგულირების წესებით“ და აისახება მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განაშენიანების რეგულირების წესები“ ადგენს მიწათსარგებლობის ზონებისათვის შემდეგ ძირითად პარამეტრებს: ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს; გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ მოქმედებს ან შემუშავების სტადიაზეა, ქალაქთმშენებლობითი პროცესი შეიძლება დარეგულირდეს უფლებრივი ზონირების რუკებით (უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი რუკები). 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას. მისი შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თუ უფლებრივი ზონირების რუკა განსაზღვრავს ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს, და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის N153 დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი. აღნიშნული დადგენილების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წამოადგენდა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების უფლებრივი ზონირება, რომლებიც აისახა უფლებრივ ზონირების შესაბამის რუკებში. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ზოგადი უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში (შემდგომში - ზოგად რუკაში), რომელიც წარმოდგენილი იქნა გრაფიკული ნახაზის ფორმით. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ დეტალური უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებში.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები დანართი N1, N2, N3-ის, ხოლო ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკა-დანართი N4-ის შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების მე-2 დანართით განისაზღვრა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი. N2 დანართის მე-3 ნაწილის (განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)) მე-2 პუნქტის თანახმად, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ,,ზონალურ ნებართვას’’ წარმოადგენს - (ღ) ავტოგასამართი სადგურები;
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N93 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტში და სიტყვები: ,,ავტოგასამართი სადგურები’’ შეიცვალა ფრაზით: ,,ავტოგასამართი კომპლექსი, ავტოგასამართი სადგური, კონტეინერული სადგური, მოძრავი სადგური, აირგასამართი სადგური, აირსავსები საკომპრესორო სადგური. დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის შენიშვნა: ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი სადგურის, კონტეინერის სადგურის, მოძრავი სადგურის, აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის გაზმომარაგების შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების განთავსება (გაყვანა) ნებადართულია მე-3 საცხოვრებელ ზონაში.
ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა ქალაქ ქუთაისის ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების თვალსაზრისით დასაშვებია, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის შესაბამისად, განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3).
რაც შეეხება ჯ-----–---–-- ქუჩის N---ის ზონალურ მდებარეობას, აღნიშნულთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, ჯ-----–---–-------- N-- მდებარეობს ქალაქის საცხოვრებელ ზონა 3-ში, რაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 04 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის - დანართი N4-ით, რომლის თანახმად, შუალედური ზონა (მე-2 ზონა) მთავრდება ჯ-----–---–-- ქუჩის N2-თან (გამარჯვების მოედანი), ხოლო ჯ-----–---–-- ქუჩის შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა) (სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა). ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადგილი აქვს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას საცხოვრებელ ზონა 2-ში, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლომ აქვე მიუთითა ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური (N2 დანართის შესაბამისად). მითითებული დადგენილების დანართი N1 და დანართი N2 განსაზღვრავს ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალს და საზღვრების აღწერას, რომლების მიმართაც მოხდა საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა 1 კვ.მ-ზე /ლარი/, სადაც /შუალედური/ მეორე ზონას მიეკუთვნება ,,...სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–-- ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–--------ს...“, ხოლო საპრივატიზებო საფასურს მითითებული მონაკვეთისათვის განისაზღვრა 1 კვ.მ-ზე 125 ლარით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი ზონალური დაყოფა ეხებოდა მხოლოდ ქალაქ ქუთაისის ქუჩების ზონალურ დაყოფას საწყისი საპრივატიზებო საფასურის თვალსაზრისით. ქუჩების ზონებად დაყოფა, ამ კონკრეტულ შემთხვევისათვის, განპირობებულია უძრავი ნივთის პრივატიზაციის შემთხვევაში ქონების ღირებულების დადგენის კუთხით, რაც არ გულისხმობს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისათვის განხორციელებულ და დადგენილ ზონალურ დაყოფას.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე, რომლის მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. 54-ე პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს.
საქმეში წარმოდგენილია, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, ზ-----------–----ს მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი - საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, მშენებლობის გენგეგმა.
2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობის სახეობა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქუჩის №---ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში, მხარემ აწარმოა ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობა.
2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქუჩის N---ში წარმოებული მშენებლობა მიეკუთვნება მე-2 კლასის მშენებლობას. იმავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად; ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
ზ-----------–----მ მშენებლობის განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგინა მშენებლობის შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემობა, რომ დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველჰყო შესაბამის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 35-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება. დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.
საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის თანახმად, 1. გამოკვლეულ უბანზე (ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-- ქ. N-- - ზ-----------–----ს მიწის ნაკვეთი) და მის ახლოს, მიმდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა-განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით, თანამხად, ს.ნ. და წ. 1.02.07.87 სავალდებულო მე-10 დანართისა უბანი მიეკუთვნება 1 (მარტივი) კატეგორიას; 2. გეომორფოლოგიურად უბანი წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მონაკვეთს, კერძოდ მდ. რიონის მარცხენა ნაპირის ჭალისზედა ტერასული საფეხურის ნაწილს სამხრეთ-დასვლეთით ოდნავ დახრილი რელიეფით; 3. გაყვანილი გამონამუშევრებით მიწისქვეშა წყლები არ გადაიკვეთა; 4. უბანზე გავრცელებული ძირითადი გრუნტების (თიხნარები) საანგარიშო წინაღობად, თანახმად, მიღებული იქნას -1,50 კგ/ძ/სმ2-ის ტოლად. 6. ს.ნ და წ. ,,სეისმოლოგიური მშენებლობა სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით უბანი მდებარეობს 8 მილიონი სეისმურობის ზონაში. იმავე ნორმატიული დოკუმენტის ცხრილი 1-ის ტანახმად, სეისმური თვისებების მიხედვით სამშენებლო ფართში გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: სგე I-ნაყარი და სგე II-თიხნარი - III კატეგორიას. 7. დამუშავების სიძნელის მიხედვით უბანზე გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: ნაყარი და თიხნარი - III ჯგუფს, საშუალო მოცულობითი წონით - 1800 კგ/მ3. 8. გრუნტის გაყინვის ნორმატიული სიღრმე 0,00სმ; 9. თოვლის საფარის წონა - 0,50 კპა; 10. ქარის წნევის ნორმატიული მნიშვნელობა - 0,48 კპა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-- ქ. N-- მიეკუთვნება პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა), სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, II კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე. ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის N4--- ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქუჩის N---ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2016 წლის 2-----------ს განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში, მდებარე მიწის ნაკვეთში, ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება ითხოვა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 2-----------ის N4--- ბრძანებით, შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–-------------–- მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და ამავე ბრძანების საფუძველზე გაიცა №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია თუ რას უნდა მოიცავდეს II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი, კერძოდ: ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს: ა.ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესახებ; ა.ბ) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ა.გ) განმარტებით ბარათს; ა.დ) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ა.დ.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ა.დ.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ა.დ.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ა.დ.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ა.დ.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ბ) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; გ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები), მასშტაბი 1:500; დ) შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში; ე) შენობა-ნაგებობის ფასადებს; ვ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონასა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟს და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალების და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ისე ციფრული სახით ჩაწერილი კომპაქტდისკზე JPG ფორმატის ფაილებით), ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირების თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერის კატალოგის მიხედვით დაკონკრეტებით; ზ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით); თ) შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); ი) საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და ნაგვის ურნების განთავსების ადგილს; კ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ლ) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობას; მ) თვალსაჩინო ადგილზე საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელ ფოტოსურათს (გადაღებული შორი და ახლო მანძილიდან); ნ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით; ო) ინფორმაციას შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს და პირად ნომერს;
საქმეში წარმოდგენილია შეთანხმებული სამშენებლო პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია დასახელებული საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნებთან და აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N4--- ბრძანებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობის - ქ. ქუთაისში, მდებარე, მოქალაქე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა სამშენებლო ნებართვის კანონშესაბამისობა, ხოლო მოსარჩელე დ--–----------ის მიერ ვერ იქნა მითითებული სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ისეთი ვითარება, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება სხვა პირს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო განიხილავდა რა ზ-----------–----სათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს, ცხადია ვერ დაადგენდა იმ პირთა წრეს ვისაც შეიძლება ინტერესი გასჩენოდა განსახილველი საკითხის მიმართ. აღნიშნულზე მოსარჩელეს შეეძლო და ვალდებულიც იყო ეზრუნა თავად, ხოლო ის გარემოება, რომ მისი სახლის მომიჯნავედ იგეგმებოდა მშენებლობა, მისთვის ცნობილი იყო სამშენებლო ადგილზე განთავსებული ინფორმაციით მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაინტერესებული პირი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი განცხადებით დ--–----------ეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის არ მიუმართავს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ამ აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობისას. კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტის მიმართ არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამგვარი აქტის ბათილად ცნობას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ აქტის არსებობით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა რომ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N4--- ბრძანება, რომლითაც შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში მდებარე, ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი არის აღმჭურველი ხასიათის, მის საფუძველზე დაწყებული მშენებლობა დასრულებულია.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, შესაბამისად სარჩელი არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ--–----------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 4.1.3. პუნქტი (უდავო ფაქტობრივი გარემოებები) აშკარად უსწოროა. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის წერილი, რომელიც აყალბებს საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ტერიტორია მდებარეობს მე-2 საცხოვრებელ ზონაში, რაც უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სასამართლომ და გადაწყვეტილების 4.1.2. პუნქტში არაერთგზის აღნიშნა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №122 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორილი ზონების საზღვრების აღწერა №1 დანართის შესაბამისად.
დანართი №1-ის თანახმად, ჩამოთვლილია ქუჩები და "სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–-- ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–--------ს. ჯ-----–---–-- ქუჩით მოემართება ჭონქაძის ქუჩამდე’’. დანართი №2-ის შესაბამისად, მეორე (შუალედური) ზონის ტერიტორიაში შედის - "სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–-- ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–--------ს, ჯ-----–---–-- ქუჩიდან ბუხაიძის ქუჩის გავლით უერთდება ირაკლი აბაშიძის გამზირს...’’
აპელანტის განმარტებით, დღეისათვის მოქმედი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვესაზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №159 დადგენილებით, ჯ-----–---–-------- მიკუთვნებულია მეორე ზონას. რაც შეეხება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის №176 დადგენილების დანართი №5-ის მე-2 მუხლს, იგი გაყალბებულია დაინტერესებული პირის მიერ იმ დონეზე, რომ ქუჩების ჩამონათვალიდან ამოღებულია №2-ის შემდეგ ჯ-----–---–-------- მთლიანად, ისე, რომ სადავო ტერიტორია ამოღებულია ქუჩის ჩამონათვალიდან, რის გამო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ასეთი დონის გაყალბებული დოკუმენტით გადაწყვეტილების მიღებისას. მითუმეტეს, რომ აღნიშნული საკითხი მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული იყო სარჩელის განხილვის ეტაპზე და წარდგენილი იყო სასამართლოზე როგორც რეალური დანართი, ასევე მის მიერ საკრებულოდან გამოთხოვილ გაყალბებული ცვლილება, სადაც ჯ-----–---–-------- შეკვეცილია 2 ნომრამდე.
ამდენად საინტერესოა, თუმცა გაუგებარიც, რას მიიჩნევს სასამართლო უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რადგან დადგენილად მიიჩნევს საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, რომ ჯ-----–---–-------- მთლიანად მე-2 საცხოვრებელ ზონაში შედის. თუმცა, დადგენილად მიიჩნევს ასევე ჯ-----–---–-- ქუჩის შეკვეცას და №2-ის შემდეგ დანარჩენი ქუჩის ამოღებას ჩამონათვალიდან, რაც უკანონოა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 4.1.6 პუნქტში მოცემული გარემოება, რომ ქუთაისის მერმა 2016 წლის 2----------ის №0------- წერილით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, სასამართლოს არ უნდა გაემყარებინა გადაწყვეტილებაში მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, ვინაიდან მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე სასამართლოსათვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ აღნიშნული წერილი გაყალბებულია და ეკონომიკის სამინისტროს ყალბი მონაცემები მიაწოდეს. კერძოდ, როგორც აღნიშნული, ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ნოდარ მიქიაშვილის 1-----2017წ.ის №0------ წერილში აღნიშნულია, თითქოს იმ დროისათვის საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნებოდა სზ-3-ს და დაშვებული იყო ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა, სინამდვილეში, იმ დროისათვის საკრებულოს გადაწყვეტილება არ იყო გაყალბებული და აღნიშნული საკითხის გახმაურების შემდეგ, 2017 წლის აპრილში მოხდა გაყალბება, რომ ჯ-----–---–-------- ამოიღეს სიიდან და გააქვრეს ქუთაისიდან, რაც სასამართლოსათვის ცნობილი გახადა აპელანტმა მხარემ და არ უნდა გამოეყენებინა მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, თუმცა, რაიმე რეალური საფუძველი ვერ მისცა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად და ამიტომ გამოიყენა სასამართლომ ასეთი უსაფუძვლო გარემოებები, მით უმეტეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს პასუხი მხოლოდ ტექნიკური საკითხების დარეგულირების მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი მნიშვნელობის მქონე არ იყო მოცემული სარჩელის გადასაწყვეტად, გადაწყვეტილების გასაბევრებლად და გასართულებლად, ზედმიწევნითაა გადატანილი გადაწყვეტილებაში, ხოლო საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ეკონომიკის სამინისტრო შეცდომაში შეიყვანეს და ამ დროისათვის არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, სადაც სადავო ტერიტორია სზ-3-ში იქნებოდა აღნიშნული, სასამართლო შეგნებულად უვლის გვერდს.
აპელანტის განმარტებით, ასევე არასწორია გადაწყვეტილების 4.1.8 პუნქტი, რადგან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2016 წლის №4--- ბრძანების საფუძველზე იმავე დღეს გაცემული №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა ყალბია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ იმ დროისათვის სადავო ტერიტორია სზ-3-ს მიეკუთვნებოდა – და გაუგებარია, თუ რის საფუძველზე იყენებს ამას სასამართლო მტკიცებულებად.
ასევე არასწორად აღნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილებაის 4.2.1. პუნქტში ფაქტობრივ გარემოებას, თითქოს მოსარჩელის მიერ არ არის წარდგენილი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, რადგანაც, დაწყებული იქედან, რომ ყალბი ცნობის საფუძველზე იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებული, შეცდომაში რომ იქნა შეყვანილი ეკონომიკის სამინისტრო. ნებართვის გაცემის დროისათვის არ არსებობდა საკრებულოს გაყალბებული გადაწყვეტილება, მოსამართლე მოსარჩელე (აპელანტ) მხარეს აყენებდა არათანაბარ მდგომარეობაში, აჩუმებდა და არ აძლევდა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთან პაექრობის საშუალებას, ავალებდა მტკიცებუელბათა წარდგენას, რაც მოპასუხეს ევალებოდა, მოპასუხის და მესამე პირის წარმომადგენლები და მოსამართლეც, ერთ მხარეს წარმოადგენდნენ მოსარჩელის წინააღმდეგ და მიიღეს აშკარად არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N4--- ბრძანება და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, რომელიც არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს (მუხლი პირველი).
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები; ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწათსარგებლობის დაგეგმვა არის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს მიწის (დასახლებათა ტერიტორიების) გამოყენების სახეობას, ინტენსივობას და პირობებს ზონირების მეთოდით; ამავე მუხლის ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს; განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;
მითითებული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად). ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების და ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი განისაზღვრება „განაშენიანების ძირითადი დებულებებით“ ან/და „განაშენიანების რეგულირების წესებით“ და აისახება მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განაშენიანების რეგულირების წესები“ ადგენს მიწათსარგებლობის ზონებისათვის შემდეგ ძირითად პარამეტრებს: ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს; გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ მოქმედებს ან შემუშავების სტადიაზეა, ქალაქთმშენებლობითი პროცესი შეიძლება დარეგულირდეს უფლებრივი ზონირების რუკებით (უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი რუკები). 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას. მისი შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თუ უფლებრივი ზონირების რუკა განსაზღვრავს ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს, და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის (აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) გამგებლის/მერის ბრძანება; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; დ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის ბრძანება; ე) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი. აღნიშნული დადგენილების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წამოადგენდა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების უფლებრივი ზონირება, რომლებიც აისახა უფლებრივ ზონირების შესაბამის რუკებში. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ზოგადი უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში (შემდგომში - ზოგად რუკაში), რომელიც წარმოდგენილი იქნა გრაფიკული ნახაზის ფორმით. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ დეტალური უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებში. დადგენილების მე-2 დანართით განისაზღვრა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი. N2 დანართის მე-3 ნაწილის (განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)) მე-2 პუნქტის თანახმად, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებულ სახეობას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ,,ზონალურ ნებართვას’’ წარმოადგენს - (ღ) ავტოგასამართი სადგურები;
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N93 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 04 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტში და სიტყვები: ,,ავტოგასამართი სადგურები’’ შეიცვალა ფრაზით: ,,ავტოგასამართი კომპლექსი, ავტოგასამართი სადგური, კონტეინერული სადგური, მოძრავი სადგური, აირგასამართი სადგური, აირსავსები საკომპრესორო სადგური. დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის შენიშვნა: ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი სადგურის, კონტეინერის სადგურის, მოძრავი სადგურის, აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის გაზმომარაგების შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების განთავსება (გაყვანა) ნებადართულია მე-3 საცხოვრებელ ზონაში.
ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა ქალაქ ქუთაისის ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების თვალსაზრისით დასაშვებია, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის შესაბამისად, განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3).
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისში, ჯ-----–---–-------- N-- მდებარეობს ქალაქის საცხოვრებელ ზონა 3-ში, რაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის - დანართი N4-ით, რომლის თანახმად, შუალედური ზონა (მე-2 ზონა) მთავრდება ჯ-----–---–-- ქუჩის N2-თან (გამარჯვების მოედანი), ხოლო ჯ-----–---–-- ქუჩის შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა) (სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა). ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადგილი აქვს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას საცხოვრებელ ზონა 2-ში, საქმის მასალებით არ დასტურდება.
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილებით დამტკიცებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური (N2 დანართის შესაბამისად). მითითებული დადგენილების დანართი N1 და დანართი N2 განსაზღვრავს ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალს და საზღვრების აღწერას, რომელთა მიმართაც მოხდა საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა 1 კვ.მ-ზე /ლარი/, სადაც /შუალედური/ მეორე ზონას მიეკუთვნება ,,...სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–-- ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–--------ს...“, ხოლო საპრივატიზებო საფასური მითითებული მონაკვეთისათვის განისაზღვრა 1 კვ.მ-ზე 125 ლარით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 14 დეკემბრის N0------ წერილით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას (მერიის 28.11. 2016 წლის N0------- წერილის პასუხად) ეცნობა, რომ აღნიშნული ობიექტი (ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-------- N---ში) ავტოგასამართი სადგურის ორი მარიგებელი სვეტის შესახებ) არ განეკუთვნება IV კლასის ნაგებობას. შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ 2016 წლის 2-----------ის N4--- ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის N0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ დავა ამ ნაწილშიც კანონის მოთხოვნათა დაცვით, ფაქტების სრულყოფილი გამოკვლევისა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების მართებული გამოყენებით არის გადაწყვეტილი.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
დადგენილია, რომ 2016 წლის 2-----------ს ზ-----------–----მ განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და მის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთში (მის: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-- N---ში) დაპროექტებული ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ამასთან წარადგინა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
აღნიშნული დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 39-ე მუხლი ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურისაგან განსხვავებით, აირჩიოს ორსტადიანი ადმინისტრაციული წარმოება. I სტადიას წარმოადგენს – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, ხოლო II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობის სახეობა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
დადგენილია, რომ ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. №---ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მხარემ აწარმოა ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობა.
2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ.N---ში წარმოებული მშენებლობა მიეკუთვნება მე-2 კლასის მშენებლობას. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/ შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად; ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ ზ-----------–----მ მშენებლობის განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგინა მშენებლობის შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემობა, რომ დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყო შესაბამის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 35-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.
საქმეში წარმოდგენილია საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ჩატარებული იქნა 2016 წლის ოქტომბერში ინდ. მეწარმე ,,რ----------–----ის’’ დაკვეთით და ჩატარდა საინჟინრო გამოკვლევა ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში ზ-----------–----ს მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის.
ამასთან დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-- ქ. N-- მიეკუთვნება პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა), სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის N4--- ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ზ-----------–----მ 2016 წლის 2-----------ს განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–-- ქ. N---ში, მდებარე მიწის ნაკვეთში, ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება ითხოვა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 2-----------ის N4--- ბრძანებით, შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–-------------–- მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და ამავე ბრძანების საფუძველზე გაიცა №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია თუ რას უნდა მოიცავდეს II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი, კერძოდ: ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს: ა.ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესახებ; ა.ბ) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ა.გ) განმარტებით ბარათს; ა.დ) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ა.დ.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ა.დ.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ა.დ.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ა.დ.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ა.დ.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ბ) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; გ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები), მასშტაბი 1:500; დ) შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში; ე) შენობა-ნაგებობის ფასადებს; ვ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონასა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟს და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალების და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ისე ციფრული სახით ჩაწერილი კომპაქტდისკზე JPG ფორმატის ფაილებით), ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირების თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერის კატალოგის მიხედვით დაკონკრეტებით; ზ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით); თ) შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); ი) საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და ნაგვის ურნების განთავსების ადგილს; კ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ლ) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობას; მ) თვალსაჩინო ადგილზე საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელ ფოტოსურათს (გადაღებული შორი და ახლო მანძილიდან); ნ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით; ო) ინფორმაციას შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს და პირად ნომერს;
საქმეში წარმოდგენილი შეთანხმებული სამშენებლო პროექტი სრულ შესაბამისობაშია ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნებთან და აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის №4--- ბრძანება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----------ის №0----- მშენებლობის სანებართვო მოწმობა კანონიერია. ამასთან, ხსენებული ატები აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მესამე პირმა ზ.ფილიპიამ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (ობიექტის მშენებელობა), ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა ან, რომ მათი გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომელთა არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი (მოსარჩელის სასარგებლო) გადაწყვეტილება.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ დ--–----------ეს, მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი არ დაუბრუნდება, სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ--–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე