განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002259359
საქმე №1/ბ-87-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--–--------ს, აგრეთვე, მსჯავრდებულ მ--------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–------–----–-------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
მ--------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
მ--------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ-------------–---–ი 2008 წლის 15 ნოემბრიდან ქორწინებაში იმყოფებოდა მ--------------------ესთან. 2017 წლის 24 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, დ------------–----–----–--------------------------------------ში მ--------------------ემ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ-------------–---–ზე, კერძოდ, მოქაჩა თმა და მარჯვენა წინამხრის მიდამოში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–--–--------მ, მსჯავრდებულ მ--------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-----------ემ.
პროკურორმა ა-–--–--------მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ მ--------------------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული ქმედების ხასიათი, დაზარალებულის ინტერესი იცხოვროს მშვიდ გარემოში.
მსჯავრდებულ მ--------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-----------ემ
სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ--------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ დაზარალებულმა ნ-------------–---–მა განცხადებით მიმართა პოლიციას, მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა და დააფიქსირა, რომ ფიზიკურ დაზიანებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნდა. დაზარალებულ ნ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა და პოლიციის თანამშრომელი შემოიფარგლა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემით. აპელანტი აღნიშნავს, რომ გაუგებარია მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი რეაგირება რატომ განხორციელდა შემთხვევიდან მერვე თვეს, პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიუხედავად იმ დროს, როცა მისი პირობები არ დარღვეულა რვა თვის შემდეგ მოხდეს ბრალის წარდგენა. აპელანტი მიიჩნევს, რომ გამომძიებელ მ------–-----ის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი და არ უნდა იქნას გაზიარებული. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაზარალებულის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან დაზაიანებათა ხანდაზმულობის უტყუარად განსაზრღვრა შეუძლებელია. დაცვის მხარის პოზიციით, მოწმე ხ------------–--–-–---–ის ჩვენება მიკერძოებული და ტენდენციურია. ასევე, მიკერძოებულია დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენება. დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები აბსურდული და არარეალურია, შეთხზულია თავად დაზარალებულის მიერ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--–--------ს, აგრეთვე, მსჯავრდებულ მ--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ--------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ნ-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2008 წლის 15 ნოემბრიდან ქორწინებაში იმყოფებოდა მ--------------------ესთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მეუღლეები განქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში მ--------------------ე ხშირად ეჭვიანობა და მის მიმართ ახორციელებდა ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატებოდა ნ----------–---–ის კუთვნილი ხელფასის ზედმიწევნით დათვლასა და დანახარჯის კონტროლში. მ-------------ე ნ----------–---–ს უზღუდავდა უფლებებს, აუკრძალა ი------–-----------–--------–-ში სწავლის პერიოდში ქალაქ ს------------ში სავალდებულო ვიზიტით წასვლა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მ--------------------ე მეუღლეს დაემუქრა სახელგამტეხი ცნობების გავრცელებით, რითაც ხელს შეუშლიდა სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში. მუქარის მიუხედავად, ნ-------------–---–ი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა ქალაქ ს------------ში. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დაზარალებულმა შეიტყო, რომ მ--------------------ეს შეუცვლია ბინაში შესასვლელი კარის საკეტი. პირადი და შვილების საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური ნივთების წაღების მიზნით, ნ-------------–---–ი წინასწარ შეუთანხმდა მ--------------------ეს, რომ მივიდოდა სახლში და ნივთებს წაიღებდა. 2017 წლის 24 მაისს, ნ-------------–---–ი მეზობლის ხ------------–--–-–---–ის (ბ--–--------) თანხლებით მივიდა მეუღლის საცხოვრებელ ბინაში. სახლში, მეუღლეებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მ--------------------ე კატეგორიულად მოითხოვდა ოქროს სამკაულების დაბრუნებას, რომელიც მან და მისმა ოჯახმა აჩუქა ნ-------------–---–ს. აღნიშნულ და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე დავის დროს, მ--------------------ემ დაზარალებული დააგდო ძირს და თმებით ათრევდა. თმის მოქაჩვის გამო დაზარალებულს სტკიოდა თავი და ძლიერი ტკივილისგან თვალთ უბნელდებოდა. მის ყვირილზე, ინციდენტის ოთახში შევიდა მეზობელი ხ------------–--–-–---–ი, რომელმაც მ--------------------ეს ხელი გააშვებინა ნ-------------–---–ის თმებიდან. თმის მოქაჩვის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა, მეორე ეტაპის დროს, მ--------------------ე რამდენიმე წუთი თმებით მიათრევდა იატაკზე მას (ნ-------------–---–ს). ხ------------–--–-–---–მა აქტიური ჩარევით, ხელი გააშვებინა მ--------------------ეს. ძალადობის შედეგად ნ-------------–---–ს თავიდან ბღუჯა თმები დასცვივდა, ხოლო დაზიანება მიიღო მხრის არეში. დაზარალებულის განმარტებით, ძალადობის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმის ხ------------–--–-–---–ის (ბ--–--------) ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 მაისს, გახდა თვითმხილველი, თუ როგორ იძალადა ფიზიკურად მეზობელმა მ--------------------ემ მეუღლეზე ნ-------------–---–ზე. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 24 მაისს, ნ-------------–---–ის თხოვნით იგი შევიდა მეზობლად მცხოვრებ მ--------------------ის სახლში, რათა დაზარალებულს დახმარებოდა პირადი და შვილების ნივთების ჩალაგებაში. ნივთების ჩალაგების პროცესში მეუღლეები შეკამათდნენ, მ--------------------ე ნ-------------–---–ისგან მოითხოვდა ნაჩუქარი ოქროს სამკაულების დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მისცემდა პირადი ნივთების წაღების შესაძლებლობას. კამათით გადაინაცვლეს სამზარეულოში, ხოლო მოწმე თანმხლებ მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად დარჩა ჰოლში. ხ------------–--–-–---–მა გაიგონა ტელევიზორის დავარდნის ხმა, რასაც მოჰყვა ნ-------------–---–ის ყვირილი „დამანებე თავი, შე მხეცო“. მოწმე შევიდა სამზარეულოში, დაინახა ნ-------------–---–ი, რომელიც იატაკზე ეგდო, ხოლო მ--------------------ეს მის თმაში ხელი ქონდა ჩავლებული და ქაჩავდა. მოწმე ჩაერია ინციდენტში და სცადა კონფლიქტის განეიტრალება. ამ დროს მის ყვირილზე ბავშვმა დაიწყო ტირილი და ის გაბრუნდა ჰოლში. ცოტა ხანში მეორე ეტაპად გაგრძელდა ძალადობა, ნ-------------–---–ი კვლავ იატაკზე იწვა, ხოლო მ--------------------ე თმებით ექაჩებოდა და არ აძლევდა თავის აწევის საშუალებას, დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა, რაც გამოიხატა მასში, რომ ცდილობდა როგორმე გაეთავისუფლებინა მ--------ის ხელი მისი თმებიდან. მოწმის ჩვენებით, იმდენად შემზარავი იყო ძალადობის კადრები, რომ მას შეეშინდა დაზარალებულს ტკივილისგან გული არ წასვლოდა, ამიტომ ეხვეწებოდა ბრალდებულს შეეწყვიტა ძალადობა. ხ------------–--–-–---–ის ყვირილზე მ--------------------ემ ძალადობა შეწყვიტა.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, ნ-------------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა წინამხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით - 2017 წლის 24 მაისს მეუღლემ მიაყენა დაზიანება. ხოლო პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად შესამოწმებელ პირს მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში აღენიშნებოდა მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, რომლის ფონზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის, კანის ზედაპირის დონეზე ნაჭდევები, ზომებით: 0,6X0,1 სმ და 0,3X0,1 სმ; შესამოწმებელი უჩიოდა თავის ტკივილს და ტკივილს მარცხენა ბეჭის და მხრის მიდამოში, მარჯვენა ზემო კიდურის დაჭიმულობას. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ თავად არის მეუღლის ნ-------------–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 2017 წლის 24 მაისს, ნ-------------–---–ი მივიდა მასთან სახლში პირადი და შვილების ნივთების წასაღებად. აღნიშნულ ვიზიტამდე მან (მ--------------------ემ) მეუღლეს წაუყენა ულტიმატუმი, - საკუთარი ნივთების წაღებას შეძლებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის (მ--------------------ის) მიერ ნაჩუქარ ოქროს სამკაულებს დააბრუნებდა. ნ-------------–---–მა პირობა არ შეასრულა, რის გამოც მან (მ--------------------ემ) ხელი შეუშალა პირადი ნივთების წაღებაში, შედეგად ისინი შეკამათდნენ. კამათის დროს ნ-------------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კისრის და ხელის არეში, ძალადობის განეიტრალების და თავდაცვის მიზნით, მან (მ--------------------ემ) მეუღლეს თმებში ჩაავლო ხელი და ამ ფორმით დასვა იატაკზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს მ--------------------ის ბრალეულობას, რადგან სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ ნ-------------–---–ის, შემთხვევის უშუალო შემსწრე პირის ხ------------–--–-–---–ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 24 მაისს, მ--------------------ემ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, დაზარალებულ ნ-------------–---–ზე. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად ადასტურებს მ--------------------ის ბრალეულობას. შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია დაცვის მხარის განცხადება, იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ ნ-------------–---–ის, მოწმე ხ------------–--–-–---–ის ჩვენებები არის მიკერძოებული.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება აპელირებას თუ რატომ მოხდა მ--------------------ისათვის ბრალის წაყენება რვა თვის შემდეგ, გამომძიებელ ჩ---–-----ი იყო არაუფლებამოსილი პირი და, რომ დაზარალებულის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს საკმაოდ ვრცელ და არგუმენტირებულ მსჯელობებს.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მ--------------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ასეთს პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს დაენიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ამასთან, პროკურორის სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.
სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.
აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ მ--------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
ორი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი