განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002420292
საქმე №1ბ/1416-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძის
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: მ-------------–---–--
მსჯავრდებულის: ი------------ძის
ადვოკატის: ც-----------------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ი------------ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც----------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1------------) ი------------ძის მიმართ. ი---------------------------- დაბადებულია 19---–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- საშუალო განათელების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–----------------------–--–----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი------------ძემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2018 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, ა-------------–----–----------------–-----–-ში ი---- ს------ე და გ------------ე ერთმანეთში შელაპარაკდნენ. აღნიშნულით განაწყენებულმა ი------------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, მოკვლის განზრახვით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გ------------ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
ი------------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი------------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 იანვრიდან.
მსჯავრდებულ ი------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი------------ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც---------------ემ. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, რადგან იგი ემყარება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შემცველ მოწმეთა ჩვენებებს. კერძოდ, სასამართლომ მ-----–------–---–ის და ლ-–--–----–----ს სრულიად განსხვავებული ვერსიები გაიზიარა, რომელთა თანახმად ი------------ძე მოქმედებდა შურისძიების მოტივით და მტკიცებულებათა შეფასებისას არ იმსჯელა ა---------–-------–-–---–ის, ფ--------------ის და ბ-----------–---–ის ჩვენებებზე, რომლებიც აშკარად გამორიცხავენ ი------------ძის მხრიდან რაიმე სახის აგრესიის გამოხატვას, უფრო მეტიც, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ------------ეს მიყენებული ჰქონდა ერთი დაზიანება მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე სიგრძივი ნაკვეთი ჭრილობის სახით ზომით 3.5 X 1.5 სმ. ჭრილობის მიმართულება იყო ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ანუ ბარძაყის ზემო მესამედში ირიბად მუცლის ღრუს საწინააღმდეგო მიმართულებით და ასეთ შემთხვევაში საშარდე ბუშტი ვერ დაზიანდებოდა. დაცვა ასევე მიუთითებს, რომ ექსპერტი შეეცადა, ისე წარმოედგინა სურათი, თითქოს სახეზე იყო საშარდე ბუშტში შეღწევა. ამით კი გააადვილებდა მკვლელობის კვალიფიკაციის დადგენას. ამასთან, დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ავითარებს მსჯელობას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ შეისწავლა ი------------ძის და გ------------ის ურთიერთდამოკიდებულება დანაშაულის ჩადენამდე, დაზიანებათა ხასიათი, რაოდენობა და მსჯავრდებულის ქმედება დანაშაულის ჩადენის შემდეგ. დაცვას მიაჩნია, რომ ი------------ძის ქმედების სამართლიანი და სწორი შეფასებისთვის აუცილებელია, ქმედება დაკვალიფიცირდეს არა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, არამედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი იმ შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც სახეზეა.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა ი------------ძის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი------------ძის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სააპელაციო პალატა აანალიზებს რა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს: აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი------------ძის მიერ ჩადენილი კონკრეტული ქმედება არის ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და არა განზრახ მკვლელობა, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში არ მოიპოვება დაცვის მხარის აღნიშნული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდებოდა. აღნიშნულ კონტექსტში პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს ვერ გაზიარებს, რადგან:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–------–---–მა და მისმა შვილმა ლ-–--–----–----მ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 14 იანვარს მ-----–------–---–ის სახლში ახალი წლის აღსანიშნავად მათთან ერთად იმყოფებოდნენ გ------------ე და ი------------ძე. სახლში ყოფნისას არანაირი უთანხმოება ან დაპირისპირება ურთიერთშორის არ ყოფილა. გ------------ეს დაურეკა ა---------–-------–-–---–მა და მიიპატიჟა თავის სახლში, რაზეც დათანხმდა გ------------ე, ხოლო ი------------ძე გაბრაზდა და დაუშალა გ------------ეს ა---------–-------–-–---–ის ოჯახში წასვლა. გ------------ის შეკითხვაზე, რატომ არ უნდოდა ა---------–-------–-–---–ის ოჯახში წასვლა, ი------------ძემ უპასუხა, რომ მას მარტოს ჰქონდა საქმე ა---------–-------–-–---–თან. მოწმე მ-----–------–---–მა ასევე დაადასტურა ი------------ძის ნათქვამი, რომ მის ბიძას პ---------–------ს ურეკავდა გ---------------------------–----------------–--- და ატყობინებდნენ, რომ ი------------ძე ბევრს სვამდა, ამიტომ იმუქრებოდა ჩამოთვლილი პირების მისამართით ,,მუხლების დახვრეტით“. მოწმის ჩვენების თანახმად, ა---------–-------–-–---–ის მიერ რამდენჯერმე განხორცილებული სატელეფონო ზარის შემდეგ მის სახლში სტუმრად ერთად წავიდნენ გ------------ე, ლ-–--–----–---- და თვითონ, ხოლო ი------------ძე წავიდა თავის სახლში. სტუმრად მისვლისას კ-----–-–---–თან ოჯახში დახვდათ თვითონ ა---------–-------–-–---–ი, მისი მეუღლე ფ--------------ი და ბ-----------–---–ი. რამდენიმე ხნის შემდეგ ა---------–-------–-–---–ის ოჯახში მივიდა ი------------ძეც, მაგრამ სუფრასთან არ დამჯდარა, გაბრაზებული იყო, ფეხზე მდგომმა დალია ერთი ჭიქა, თქვა, რომ ეს სიტუაცია არ მოსწონდა და გარეთ გავიდა. თან, მ-----–------–---–ს, ლ-–--–----–----ს და გ------------ეს უსაყვედურა, რომ არ დაუჯერეს და მაინც მივიდნენ სტუმრად კ-----–-–---–თან. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ლ-–--–----–----ც. ვინაიდან ი------------ძე გაღიზიანებული იყო, მ-----–------–---–მა სატელეფონო ზარი განახორციელა ი------------ძის ძმასთან გი----------ნ, მაგრამ არ უპასუხა და ამის შემდეგ დაურეკა თავის ძმისშვილს, რომელმაც უთხრა, რომ დაიანახა ი------------ძე, გაბრაზებული იგინებოდა და იძახდა, რომ ,,ყველას გამოყრიდა ა-----ს სახლიდან“. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ი------------ძემ დაურეკა ფ--------------ს და უთხრა, ყველა გასულიყო გარეთ, პირველი გავიდა გ------------ე და მას გაჰყვა ლ-–--–----–----, რომლის ყვირილზეც გასულმა მოწმე მ-----–------–---–მა დაინახა ჩაწოლილი გ------------ე, რომელმაც უთხრა, რომ ი------------ძემ დაარტყა დანა. მოწმე ლ-–--–----–----მ აჩვენა, რომ გარეთ გასულმა გ------------ემ ი----ს ჰკითხა, რა გინდაო, ხოლო ი----მ უპასუხა, რას ჰქვია რა მინდაო და მისკენ წამოვიდა. ისინი შეეჯახნენ ერთმანეთს და გ------ უკან გადავარდა. მოწმემ ხელი ჰკრა ი------------ძეს და გაიწია გ------სკენ. მან კი უთხრა, რომ დაჭრა ი----მ და დახმარება სჭირდებოდა. ამის შემდეგ მან დაუძახა დედამისს და სახლიდან გამოვიდნენ მ-----–------–---–ი, ბ-----------–---–ი და ფ--------------ი, ხოლო ბოლოს - ა---------–-------–-–---–ი. ყველა მოწმე ადასტურებს, რომ გარეთ გასულებს ჩაწოლილ მდგომარეობაში დახვდათ გ------------ე. იგი უგონოდ იყო თუ უკვე გარდაცვლილი, ვერ მიხვდნენ. მ-----–------–---–მა დაადასტურა, რომ დანა, რომელიც იქვე ეგდო, ეკუთვნოდა ი------------ძეს, ვინაიდან სხვა დროსაც ჰქონდა ნანახი მის ხელში და უკრძალავდა კიდეც ტარებას. მოწმის სახით დაკითხულმა ბ-----------–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 იანვარს ა---------–-------–-–---–თან იმყოფებოდა ოაჯხში, სადაც ასევე იმყოფებიდნენ მ-----–------–---–ი, ლ-–--–----–----, გ------------ე და ი------------ძე. ამ უკანასკნელმა 1 ჭიქა დალია და წავიდა, ხოლო მოგვიანებით ფ--------------ს დაურეკა და უთხრა, ყველანი გარეთ გასულიყვნენ. თავიდან გ------------ე და ლ-–--–----–---- გავიდნენ, ხოლო შემდეგ ლ-–--–----–---ის ყვირილზე ყველა გავიდა და დაიანახა, რომ გ------------ე ძირს იწვა. ლ-–--–----–----მ თქვა, რომ ი------------ძემ დაარტყა დანა. მოწმე ფ--------------მა დაადასტურა, რომ ი------------ძემ მობილურ ტელეფონზე დაურეკა და უთხრა, ,, გარეთ გამოდით ყველა“. თავიდან გ------------ე და ლ-–--–----–---- გავიდნენ, ხოლო ყვირილის ხმაზე ყველა გავიდა. მოწმემ დაინახა ძირს დაგდებული გ------------ე, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ანალოგიურ ჩვენებას იძლევა ამ ნაწილში მოწმის სახით დაკითხული ა---------–-------–-–---–ი. გარეთ გასვლისას გ------------ე ძირს იწვა და უკვე გარდაცვლილი იყო. ლ-–--–----–----მ უთხრა, რომ გ------ს დანა ი----მ დაარტყა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 15 იანვრის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა-------------------------–-----–-ში და წარმოადგენს ფ--------------ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზას. აღნიშნულ გზაზე, ცენტრალური გზის გადასახვევიდან დაახლოებით 50X60სმ-ზე ნანახი იქნა სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის მასა, ხოლო მისგან სამხრეთით დაახლოებით 1 მეტრში თოვლზე ნანახი იქნა დანა, სავარაუდოდ სანადირო დანიშნულების, დაახლოებით 30 სმ სიგრძის, რომელსაც პირი აქვს დაახლოებით 18 სმ სიგრძის და 3,5 სმ სიგანის, მოყავისფრო ხის სახელურით, სახელურზე ორივე მხრიდან აქვს ვერცხლის ფერი ოვალური ფორმის წვრილი გამოსახულებები. დანის სახელურზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, დანა არის თოვლიანი . 2018 წლის 15 იანვრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, სოფელ ნ---–-ში მდებარე ი--------------ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამზარეულოში მდგარი მაცივრის ზემოდან ამოღებული იქნა შავი ფერის ნაჭრის ქსოვილისგან დამზადებული თეთრი ფერის ძაფით შეკერილი დანის ჩასადები.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 15 იანვრის ოქმის თანახმად დაკავებულ ი------------ძეს მარჯვენა ხელის შუა თითზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ნაკაწრი, რაც მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ასევე აღენიშნებოდა მუცლის მიდამოში, მარჯვენა ფერდის არეში ძველი ნაოპერაციები ჭრილობა. დაკავებული მიყვანილი იქნა შსს ასპინძის პოლიციის რაიონულ სამმართველოში. ი--------------ისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც მისივე განმარტებით ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს, კერძოდ შავი ფერის სპორტული შარვალი, შავი ფერის უმკლავო ქურთუკი მოყავისფრო ბეწვით და შავი ფერის სვიტერი თეთრი ზოლებით, წინა მხარეს ვარსკვლავების გამოსახულების ნაქარგებით და იდაყვებზე განსხვავებული ფერის ნაჭრით.
2018 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. ა---––---ში, რ---------–-ს ქ. N1----ში მდებარე პროზექტურის შენობაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტ დ-------------–---–-სგან ამოღებულ იქნა: 1) თეთრი და შავი ზოლებით მკლავიანი მაისური, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 2) საცვალი წარწერით KALUD DENA, მარცხენა ფეხზე წარწერით OK, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და ასევე მარცხენა ფეხზე წინა მხრიდან აღენიშნება გაჭრილი. 3) ნაცრისფერი ჯემპრი, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 4) შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, მარცხენა ფეხზე ზედა მხარეს ბარძაყის არეში აღენიშნება გაჭრილი. 5) შავი ფერის ქურთუკი. 6) ნაცრისფერი მოკლე მკლავიანი მაისური, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 7) 2 ცალი შავი ფერის წინდა, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 8) 2 ცალი მუქი მწვანე ფერის რეზინის ბოტი, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, ი--------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ი------------ძის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 0,72% ეთილის სპირტი, რომელიც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, გ------------ის გვამს მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე აღენიშნება სიგრძივად მდებარე ნაკვეთი ჭრილობა ზომით 3,5X1,5 სმ-ზე. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. დაზიანება (ჭრილობა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ასევე გ------------ის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანება, შარდის ბუშტში შემავალი ჭრილობა, სისხლჩაქცევები მცირე მენჯის ღრუში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ი------------ძე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვებოდა გ------------ის სიკვდილი (რომლის ჩადენის მოტივი (შურისძიება) მას აღეძრა ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაიგო, რომ მის ბიძას პ---------–------ს ვიღაცამ და მათ შორის ერთ-ერთმა გ------------ემ მიუტანა ამბავი მისი ლოთობის შესახებ და ამას დაემატა გ------------ის მხრიდან ი------------ძის სიტყვის უგულვებელყოფა - არ სტუმრებოდნენ ა---------–-------–-–---–ს. პალატას მიაჩნია, რომ ი------------ძეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ქცევის მართლწინააღმდეგობა. მის მიერ წინასწარ მომზადებული დანა, მოწმე ფ--------------ზე განხორციელებული ზარი - ,,გარეთ გასულიყვნენ“, ა---------–-------–-–---–ის სახლიდან გამოსული გ------------ის კითხვაზე პასუხი ,,რას ქვია რა მინდა“ და განხორციელებული ქმედება (უცებ ერთმანეთზე შეჯახება) უდავოდ მიუთითებს ი------------ძის მხრიდან შურისძიების მოტივის არსებობაზე. ამასთან, სავალდებულოა, დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი განხორცილებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებები ხაზს უსვამს ი------------ძის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე. ა---------–-------–-–---–ის სახლიდან გამოსულ გ------------ეს დანით შეიარაღებული ი------------ძე პირდაპირ მიეჭრა და დანა დაარტყა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას. აღნიშნული ქმედება კი მიუთითებს ი------------ძის განზრახვას მოესპო გ------------ის სიცოცხლე. ამდენად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: „... შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------------ეს ; „.. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა სისხლის მაგვარი ლაქებით“, მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N2-ის გენეტიკური პროფილი და ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის გ-------------ეს. „.. „ი--------------ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოთეთრო ფერის ლაქაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----------------ს პაკეტი, წარწერით: „.ი------------ძის სისხლის ნიმუში..“). „..გ------------ის (გვამი) პირადი ტანსაცმელი“. მოთავსებულ შარვალზე, ზოლებიან მაისურზე, სვიტერზე, უსახელოებო მაისურზე, ტრუსზე, ერთ-ერთ წინდაზე, ერთ-ერთ მაღალყელიან ფეხსაცმელზე და მოსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო- მოშავო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------------ეს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, „გ------------ის“ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ქურთუკი; სვიტერი; გრძელსახელოებიანი მაისური; ბრეტელიანი მაისური; სპორტული შარვალი; ტრუსი; ერთი წყვილი წინდა; ერთი წყვილი ჩექმა) საერთო ექსპლუატაციის ფონზე, სპორტულ შარვალზე და ტრუსზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში არსებული-ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით მიყენებული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დანით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 1-2 ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის ჩასადები ბუდის ზედაპირზე აღინიშნება მოჩალისფრო შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--------------ის ქურთუკის მათბუნებლის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომელბსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--------------ის შარვლის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. დანის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება „გ--------------ის (გვამი) “შარვლის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ი--------------ის ქურთუკის მათბუნებლის ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო-მოყავისფრო შალის ბოჭკოები; ასევე სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მოთეთრო და მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება „გ-------------ის (გვამი) “სვიტერის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. „გ------------ის (გვამი) ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მოჩალისფრო შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი------------ძის ქურთუკის მათბუნებლის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; „გ---------------ის (გვამი)“ ქურთუკის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--------------ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;
მსჯავრდებულმა ი----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. მისი ჩვენების მიხედვით, ორი ადამიანი დაესხა თავს და თავის დაცვის მიზნით ფეხში დაჭრა გარდაცვლილი გ------------ე. იგი დაახლოებით 2 წელია, რაც სოფელში იმყოფებოდა საქმის წამოსაწყებად, კერძოდ საქონლის მოსამრავლებლად, დროთა განმავლობაში დაიწყო ხალხის გაცნობა. ი------------ძე ცხოვრობდა მ-----–------–---–ის სახლში, სადაც შ-----–----–--ძე და მათი შვილებიც ცხოვრობდნენ. ხალხი ჭორაობდა მათ ურთიერთობაზე, რის გამოც უთანხმოებაც მოუვიდა მ-----–-სთან, რადგან გ------სთვის მ-----–------–---–ს უთქვამს, რომ ი------------ძე მისი საყვარელი იყო და ი----ს კი, პირიქით ეუბნებოდა, რომ გ------------ე იყო მისი საყვარელი. ეს ყველაფერი, რასაც გ------ს ეუბნებოდა მ-----–-, ი----მ გაიგონა 14 იანვარს. აქედან გამომდინარე, ი------------ძეს გ------სთან უთანხმოება მოუვიდა. დაახლოებით 3 კვირით ადრე გზაზე დაუხვდა გ------------ე ი------------ძეს და უთხრა, რომ თავი უნდა დაენებებინა მ-----–-სთვის. 2018 წლის 14 იანვარს მ-----–------–---–მა დაპატიჟა ისინი, სადაც კვლავ განაგრძო თვალით ერთმანეთზე ნიშნება და წაქეზება გ------სა და ი----სი. ი------------ძე სახლში წავიდა ტელეფონის წამოსაღებად, რათა მუსიკისთვის მოესმინათ. გამოსვლისას დანა გამოიყოლა, ძაღლი ან მგელი რომ მოეგერიებინა და სწორედ ამ დანით მიაყენა გ------------ეს დაზიანება. დაბრუნებული ი------------ძე ვიდრე შევიდოდა ფ--------------ის სახლში, გაიგონა, თუ, როგორ ამბობდა მ-----–-------–---–ი, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი იყო და რატო მოვიდაო. 2018 წლის 14 იანვარს, საღამოს, ი------------ძე მეორედ მიბრუნდა ფ--------------ის სახლში, მ-----–------–---–ს დაურეკა და უთხრა, რომ მასთან უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ როცა მ-----–- გავიდა ეზოში თან ლ-–- და გ------ც გაყვნენ, რომლებიც თავს დაესხნენ, დაუწყეს ჩხუბი და გინება, ი---- წააქციეს და ამის საპასუხოდ მოგერიების მიზნით მან დანა ჩაარტყა ფეხში გ------ს. როცა წამოვიდა გზაში გაიგონა, რომ კაცი იყო დაჭრილი და სასწრაფოში დარეკა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ ი------------ძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თავდაცვას, არამედ მან განაწყენებულმა განზრახ მიაყენა დაზიანება გ------------ეს, თუმცა მისი მოკვლა არ სურდა. მიუხედავად ამისა, მიყენებული დაზიანება სასიკვდილო აღმოჩნდა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის იმ ტკიცებულებებზე, რომლებიც მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს: გ--------------------------------–----–-------–-----–----–-------–--–-----------------------------------–-------------------–---–-------------------–---–---–-------------------------------------------------–---------------------------------------–---------------------–---–-------------------–---–-------------–----–---–----------------–-----------ს, დ--------------ის, მ-------------–---–ის, ლ-----------–---–ის და ე-–--------------–--ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ისინი გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, როგორც პრეიუდიცია.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით ნათელია, რომ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე. რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ დადგენილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებების გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს, ვერ გაიზიარებს.
სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს ი------------ძის განაწყენება განაპირობა არა იმან, რომ მის მიერ ალკოჰოლური სასმელის ხშირად მოხმარების შესახებ შეატყობინეს მის ბიძას, არამედ მ-----–------–---–ის მორალურად გაუმართლებელმა ქმედებამ, როცა იგი ი------------ძეს და გ------------ეს შორის დაძაბულობას აღვივებდა - ი------------ძეს ეუბნებოდა, რომ გ------------ის საყვარელი იყო და პირიქით. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ი------------ძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენა და ამ ქმედების სამართლებრივი შეფასება არაა დამოკიდებული მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ განაწყენებულმა ი------------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მიაყენა დაზიანება გ------------ეს, რასაც არ უარყოფს თავად მსჯავრდებული. ამიტომ პალატა თვლის, რომ ქმედების კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ურთიერთშელაპარაკების დაწყების მიზეზს, რის გამოც არ შეაფასებს მტკიცებულებებს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენასთან მიმართებით, რომელიც წინ უსწრებდა ი------------ძესა და გ------------ეს შორის შელაპარაკებას და რომელმაც გამოიწვია ი------------ძის განაწყენება. მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რომ კონფლიქტის ინიციატორი თვითონ ი------------ძე იყო, რომელსაც გააჩნდა მის წამოსაწყებად პირადი მოტივი - განაწყენება და ამით გამოწვეული შურისძიების სურვილი (მიუხედავად იმისა, რამ გამოიწვია ეს განაწყენება). პალატა ასევე მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის ხერხს და მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციას - ჭრილობა ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების მიდამოშია მიყენებული. მისი მიყენება ი------------ძემ გადაწყვიტა შურისძიების მოტივით. ამ მიზეზით იგი მიეჭრა შენობიდან გამოსულ გ------------ეს და მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში დაარტყა დანა, რითიც დაუზიანა ბარძაყის არტერია და შარდის ბუშტი. ეს ქმედება განზრახია, თუმცა არაკონკრეტიზირებული - ი------------ძე ვარაუდობდა ნებისმიერი მძიმე შედეგის დადგომას, რომელთაგან მისთვის თითოეული მათგანი სასურველი იყო. ამიტომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და არ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში განგებ იქნა შეტანილი არასწორი მონაცემი შარდის ბუშტის ჭრილობის არსებობის შესახებ, რათა გაიოლებულიყო ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რომ თითქოს ი------------ძეს სურდა მხოლოდ გ------------ისთვის მძიმე დაზიანების მიყენება. პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის მითითებული ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი - თითქოს შარდის ბუშტი არ იყო დაზიანებული და ექსპერტმა განგებ არასწორად მიუთითა ამის შესახებ. აღნიშნულ მსჯელობას ადვოკატი ავითარებს დასკვნაში დაფიქსირებული ჭრილობის მიმართულებაზე მითითებით (წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ) მიიჩნევს, რომ მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში მარცხნიდან მარჯვნივ მიყენებული ჭრილობა მიემართება შარდის ბუშტის საწინააღმდეგო მიმართულებით და მას ვერ დააზიანებდაო. ცალსახაა, რომ ჭრილობის მიმართულება დაფიქსირებულია გვამისაგან - მის მიმართ მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულება და არა დამთვალიერებლის - ექსპერტის მიმართ, რაც საპირისპირო მიმართულებას გვაძლევს, ვინაიდან დათვალიერების დროს ექსპერტი გვამის მიმართ სახით დგას. ასეც რომ არ იყოს, ჭრილობის მიმართულების არასწორად დაფიქსირება ტექნიკური ხასიათის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. კიდეც რომ გავიზიაროთ ადვოკატის მითითება ექსპერტის მიერ დასკვნაში შარდის ბუშტის არარსებული დაზიანების დაფიქსირების შესახებ, ლოგიკური კითხვა ჩნდება: ასეთ შემთხვევაში რა შეუშლიდა ექსპერტს ხელს ჭრილობის მიმართულებაც არასწორად დაეფიქსირებინა და ამით თავიდან აეცილებინა წინააღმდეგობა დასკვნის შინაარსში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასევე ვერ გაზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ნაცვლად 108-ე მუხლისა, რადგან კონფლიქტური სიტუაციის წინარე გარემოებები და მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის დროს განხორციელებული მოქმედებები ცალსახად მიუთითებენ მასზედ, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის დადგენილი ყველა ობიექტური და სუბიექტური გარემოება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მსჯავრდებულის ბრალეულობაში მისთვის წარდგენილ ბრალდებაში - განზრახ მკვლელობაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ი------------ძის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი------------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ი------------ძის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი------------ძისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი ი------------ძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი------------ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც----------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი------------ძის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ი------------ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი------------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 იანვრიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია
ნივთმტკიცება:
დანა და დანის ჩასადები ბუდე, ი------------ძის სისხლის ნიმუში, გ-------------ის სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები, სიგარეტი, ნამწვი, პოლიეთილენის ბოთლი, გ------------ის ფრჩხილის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ------------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის უფლებამონაცვლეს;
მწვანე ფერის ფანარი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
ი------------ძის ტანსაცმელი, რომელიც იმყოფება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს ი---- ს-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული