განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2019
საქმის ნომერი
330100118002495214
ინსტანცია
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002495214

საქმე №1ბ/1343-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ცო-----–---–---ის

ადვოკატ - ბე-------–-----ის

გამართლებულ - გო--------------–---–ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გო--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 07 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 4----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ყ------–---------------–---–-------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–-------–-----------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენით გო--------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გო--------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ---–--–-----–---------------------------------------------------------ში გო--------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ელ------–----ეს, კერძოდ: დაარტყა ხელი სახის არეში, წაუჭირა ყელში ხელები ძლიერად, რის შედეგად ე-–------–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, აშკარა, დამაჯერებელი, საკმარისი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ გო--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ცო-----–---–---ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გო--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ გო--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე შა-–----------–---–ი, რომელმაც ნაწილობრივ დაადასტურა გო--------------–---–ის მიერ განხორცილებული ძალადობის ფაქტი. აპელანტი აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა; მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ელ------–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი გო--------------–---–ის დარტყმის შედეგად. ოჯახური ძალადობა არის სპეციფიური დანაშაული, რასაც თავისთავად ვერ ეყოლება ბევრი მოწმე, აქედან გამომდინარე მსგავსი ტიპის საქმეებში არ უნდა არსებობდეს ისეთი მაღალი სტანდარტი მტკიცებულებების სახით, როგორც სხვა კატეგორიის საქმეებზე. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით შინაგანი რწმენის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გო--------------–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გო--------------–---–მა მისი ოჯახის წევრის, მეუღლის - ელ------–----ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისის პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ელ------–----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: შა-–----------–---–ის და და-----------------–--ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

დაზარალებულმა ელ------–----ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მეუღლის წინააღმდეგ.

ბრალდებულმა გო--------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 13 მაისს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა დაღლილი, ბავშვი ტიროდა და ითხოვდა მეუღლის ცარიელი სუნამოს ბოთლს, რომელსაც დედამისი არ აძლევდა. ე-–---ს სთხოვა შვილი გაეჩუმებინა, მიეცა სუნამოს ბოთლი და მეორე დღეს ახალს მოუტანდა, რაზეც მისი მეუღლე გაბრაზდა, დაარტყა ხელი სახეში და დაკაწრა ფრჩხილებით. ბავშვი უარესად გაღიზიანდა და შელაპარაკება ფიზიკურ ძალადობაში, რომ არ გადაზრდილიყო თავად გაერიდა მეუღლეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმე შა-–----------–---–მა განმარტა, რომ უშუალოდ შეესწრო გო--------------–---–სა და ელ------–----ეს შორის მომხდარ კამათს, რომელიც წარმოიშვა ბავშვის ტირილის გამო. გაჩუმების მიზნით, გ-------მ ბავშვი მიიყვანა კარადასთან და მისცა ე-–---ს სუნამოს ბოთლი, რის გამოც ე-–--- ძალიან გაბრაზდა, პარფიუმერია გ-------ს შეაყარა სახეში და ხელი გაარტყა. მოწმის განმარტებით გო--------------–---–ს ე-–---სთვის ხელი არ დაურტყამს და კამათი, რომ არ გაგრძელებულიყო თავად წავიდა სახლიდან.

მოწმე და-----------------–--ის გამოკითხვის ოქმით თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, იგი ცხოვრობს ქ. გ-–-------------------------------------------------ში, ამავე სადარბაზოს მე-5 სართულის ბინა N112-ში მცხოვრებ ოჯახს არ იცნობს, ასევე არ გაუგია ჩხუბისა და ყვირილის ხმა, არც 2018 წლის 13 მაისს და არც სხვა დროს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მაისს მოქალაქე ელ------–----ეს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 14.05.2018 წელს მოქალაქე გო--------------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით მარცხენა ქვედაყბის მიდამოში და კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე. ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

შესაბამისად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გო--------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ოჯახური ძალადობა არის სპეციფიური დანაშაული, რომელსაც ვერ ეყოლება ბევრი მოწმე და მსგავსი ტიპის საქმეებში არ უნდა არსებობდეს ისეთი მაღალი სტანდარტი მტკიცებულებების სახით, როგორიც სხვა კატეგორიის საქმეებზე.

პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას და ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად, რსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გო--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გო--------------–---–ი გამართლებულდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გო--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.

გო--------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე