განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
080210018001508273
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001508273

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-967-18 16 იანვარი 2019 წელი

ქ.ქუ-----ი

 

ქუ-----ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,უ---------–--გ’’ ა-–---------- თ-----–-–---–ი შპს ,,ე-------------------2---’’ დ-------- ტ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, შპს ,,ე------------------ 2---„-სთვის, შპს ,,უ---------–- გ“-ს სასარგებლოდ, 5500 ლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელeს მითითებით, 2015 წლის 27 ივნისს, შპს ,,უ---------–--გ’’-ს და შპს ,,ე-------------------2---’’-ს შორის გაფორმებული იქნა მომსახურების ხელშეკრულება #2------01, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ.ქუ-----–ი, რ---------–-ს გა------ის #----–ი, მოპასუხის კუთვნილ მიწაზე, შენობის დანგრევა-ნაგვის გატანისა და საძირკვლის მოჭრის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით-14650 ლარი, ხოლო ხელშეკრულების დანართი #1-ში მითითებულ იქნა შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, მოცულობა და ღირებულება. გარდა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მომსახურებისა მოსარჩელემ, მოპასუხეს, 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში მიაწოდა ,,შებენი’’ და ,,ხრეში’’ 5500 ლარის ღირებულების, რაც დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, თუმცა მოპასუხემ ეს თანხა არ გადაიხადა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს მოსარჩელეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, პროდუქციის შეძენის ღირებულების- 5500 ლარის გადახდა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარდა მომსახურების ხელშეკრულებისა, სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება მხარეებს შორის არ წარმოშობილა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ყველა სამუშაო აღწერილი და დადასტურებულია 2015 წლის 15 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები. თუ მოსარჩელეს, იმავე ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა განხორციელებული დამატებითი სამუშაო ან დამატებითი მიწოდება, შეეძლო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას შეეტანა შესრულებულ სამუშაოთა ნუსხაში ან/და დაეყენებინა მოთხოვნა, რაც არ განუხორციელებია. გარდა ამისა, შენობის დემონტაჟს „შებენი“ და „ხრეში“ არ სჭირდება, ის თავად მოსარჩელემ გამოყენა ვალდებულების შესრულებისათვის, კერძოდ, 1.80 მ სიღრმეზე მიწის მოჭრისას ესტაკადის მოსაწყობად, რათა მანქანა ჩასულიყო და მიწა გამოეტანა. ამდენად, აღნიშნული არ წარმოადგენდა შპს ,,ე------------------ 2---’’-ის გადასახდელ ხარჯს. ამ შესრულების ფასი განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით. თუ როგორ მოახდენდა მხარე ამ ვალდებულების შესრულებას, ზემოდან მიწის გატანით, თუ ქვემოდან- ესტაკადის მოწყობით, მოპასუხის პრეროგატივას მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, სარჩელი, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. შპს ,,უ---------–--გ’’-ს (წარმომადგენელი ა-–---------- თ-----–-–---–ი) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელე, შპს ,,უ---------–--გ’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 27 ივნისს, შპს ,,უ---------–--გ’’-ს და შპს ,,ე-------------------2---’’-ს შორის გაფორმდა (ფიქსირებული ღირებულებით) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „უ---------–- გ“ იღებს ვალდებულებას, ქ. ქუ-----–ი, რ---------–-ს გა------ზე #----–ი, შპს ,,ე------------------ 2---’’-ის კუთვნილ მიწაზე შეასრულოს შემდეგი სამუშაოები: ა) შენობის დანგრევა - ნაგვის გატანა; ბ) საძირკვლის მოჭრა (ხელშეკრულების 1-ლი პუნქტი). წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენს 14 650 (თოთხმეტიათას ექვსასორმოცდაათი) ლარს. შემსრულებლის მიერ, სამუშაოს დასრულებისას, მხარეთა შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაო ჩაითვლება შესრულებულად (ხელშეკრულების მე-2 პუნქტი). შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ღირებულება, კონკრეტული ეტაპების მიხედვით, განისაზღვრება დანართი #1-ის შესაბამისად და იგი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ხელშეკრულების 2.3. პუნქტი). ანგარიშსწორების ფორმა იქნება ნაღდი ან უნაღდო. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია გადასცეს დამკვეთს თანხის გადახდის დამადასტურებელი ,,ჩეკი’’ და სალაროს შემოსავლის ორდერი (ხელშეკრულების 2.4. პუნქტი). შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების მე-3 პუნქტი), ხოლო დამკვეთი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემსრულებელს სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და წესით (ხელშეკრულების 4.3.1. პუნქტი) . ხელშეკრულება ძალაში შედის, მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე (ხელშეკრულების მე-6 პუნქტი). 2.2. მხარეები არ დაობენ იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული იქნა, დამკვეთმა მიიღო 2015 წლის 15 ოქტომბერს და გადაიხადა მისი ღირებულება 14650 ლარი. 2.3. 2015 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა, თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურეს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს დამკვეთის მიერ მიღების ფაქტი. 2.4. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, 2015 წლის ივლისში, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა შებენი და ხრეში, რომლის თანხამ შედგინა 3480.75 ლარი, ხოლო 2015 წლის აგვისტოში, ასევე მიაწოდა შებენი და ხრეში, რომლის ღირებულებამ შეადგინა 2858.36 ლარი. 2.5. საქონლის ტრანსპორტირების ზედნადებების თანახმად, სულ ტრანსპორტირებულია 112 მ3. ხრეში და 191 მ3. შებენი... რომელიც საქმეში განთავსებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესასრულებლად იყო შეტანილი (ს/ფ 21-65). 2.6. მოწმის სახით დაკითხულმა, შპს ,,უ---------– გ’’-ს ბუღალტერმა, ა--- აბ---–--ემ, ასევე საზოგადოების იურისტმა ა-----–--- თვ-----ემ აჩვენეს, რომ მხარეებს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება ხრეშზე და შებენზე, რომლის ღირებულება-5500 ლარი არ გადაუხდიათ. ვინმეს პრეტენზია ამ მიწოდებაზე არ გამოუთქვამს. მანქანების რეისებიც იქნა აღრიცხული და სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შედგა ერთი მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება ორგანიზაციის ბეჭედს, ის ყოველთვის ჰქონდა მის ხელმძღვანელს, აწ გარდაცვლილ მ--------- ჩი--–--ეს და სხვა პირზე მისი გადანდობა არ ხდებოდა. 2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ,,2015 წლის 15 ოქტომბრით (ს/ფ 129), მარჯვენა ქვედა კუთხეში, გრაფაში ,,მომსახურება ჩავაბარე’’ განთავსებული მოიისფრო საღებავი ნივთიერებით დატანილი #2-------- ბეჭდის ანაბეჭდი არ არის შესრულებული რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, არამედ დასმულია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით’’ (ს/ფ 193-199). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 629-ე, 649-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2015 წლის 27 ივნისს, ფიქსირებული ღირებულებით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებიდან. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. 2.9. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოპასუხისთვის დამატებით მიწოდებული (მიყიდული) საქონლის ღირებულების ანაზღაურებას 5500 ლარის ოდენობით, რაც მისი მითითებით ასახული იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურებში და რაც დადასტურებული იქნა მოპასუხის მიერ. მოპასუხემ, შესაგებელზე თანდართული, 2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების დედანი აქტის საფუძველზე აღნიშნა, რომ სარჩელით მოთხოვნილი საქონელი („შებენი“ და „ხრეში“) თავად მოსარჩელეს სჭირდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის და სწორედ, მისი ღირებულების გათვალისწინებით განისაზღვრა 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების ფასი- 14650 ლარი. ამ შესრულებას მოიცავდა ხელშეკრულებაც და მისი დანართი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახული შინაარსი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, მასში არ არის მისი მარწმუნებლის ნება გამოხატული, მასზე არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ხოლო ბეჭედი გაყალბებულია. მხარეთა შეთანხმებით შედგენილი იყო, მხოლოდ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც არაა და ვერც იქნებოდა მითითება „ხრეშის“ და „შებენის“ შეტანაზე, რადგან აღნიშნულზე მხარეები შეთანხმდნენ დამატებით. 2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, რომელშიც ასახული იყო შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, სხვა სამუშაოებთან ერთად, ასევე მოიცავდა, შენობის საძირკველში 112 მ/კუბ. ხრეშისა და 191 მ/კუბ. შებენის შეტანას. ვინაიდან, ეს აქტი ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული იყო უფლებამოსილ პირთა მიერ და მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამოკვეთილა, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია, რომ 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით შესრულებული მომსახურების ღირებულების-14650 ლარის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე მხარეებს შორის შეთანხმება არ ყოფილა. „ხრეშის“ და „შებენის“ შეტანა, თავად მოსარჩელეს სჭირდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საძირკველის მოწყობითი სამუშაოს შესრულებისათვის, რომლის ღირებულება მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. 2.11. მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: ვინაიდან, მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ადასტურებენ, რომ „შებენის“ და „ხრეშის“ მიწოდება მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად, სავსებით შესაძლებელია, რომ პირველად შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში მომხდარმა უზუსტობამ, გამოიწვია იმავე თარიღით მეორე აქტის შედგენა, რათა მასში ასახული ყოფილიყო რეალურად შესრულებული სამუშაოების ოდენობა. მით უფრო, როდესაც, ხელშეკრულება და მისი დანართი მოიცავდა კიდეც ამ შესრულებას. ამ მსჯელობას ამყარებს, მოწმეთა ჩვენებაც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ საზოგადოების ბეჭედს ფლობდა, მხოლოდ შპს ,,უ---------–-გ’’-ს დირექტორი, აწ. გარდაცვლილი მ--------- ჩი--–--ე და სხვას მისი გამოყენება არ შეეძლო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ, მართალია უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ „2015 წლის 27 ივლისს, შპს „უ---------–--გ“-ს და შპს „ე------------------ 2---“-ს შორის გაფორმდა მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენდა 14 650 ლარს, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულების დანართი #1-ში მითითებული მთლიანი ღირებულება 14.650 ლარი მოიცავდა, ამავე დანართი #1-ში მითითებულ იმ 8 (რვა) სამუშაოს დასახელებას, რაც მათი კომპანიის მიერ უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. 3.2. სასამართლომ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ სარჩელზე დართული საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით დასტურდებოდა, 2015 წლის ივლისის და აგვისტოს თვეში შპს „უ---------–--გ“-ს მიერ, შპს„ე------------------2---“-სთვის „ხრეშის“ და „შებენის“ მიყიდვის ფაქტი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5.500 ლარს. ინერტულ საშენ მასალებთან დაკავშირებით, შპს „ე------------------2---“-ს გაეგზავნა ზედნადებები და ანგარიშფაქტურები, რაც დადასტურებული იქნა მოპასუხე საზოგადოების მიერ, რომლის მიხედვითაც შპს „უ---------–--გ“-მ გადაიხადა დღგ და მოგება. მოპასუხეს თანხის კორექტირება არ მოუხდენია და არც პრეტენზია გამოუთქვამს. 3.3. სარჩელის მიხედვით, დავის საგანი იყო, 2015 წლის ივლისის და აგვისტოს თვეში, მათი კომპანიის მიერ, მოპასუხისათვის მიყიდული საქონლის - ხრეშის და შებენის ნასყიდობის საფასურის დაკისრება. შესაბამისად, გაუგებარია როგორ დაადგინა სასამართლომ ის ფაქტი, რომ ხრეში და შებენი თავად მოსარჩელე საზოგადოებას სჭირდებოდა ხელშეკრულების შესასრულებლად და, რომ თითქოსდა ხელშეკრულების დანართი მოიცავდა კიდეც ამ შესრულებას. მთავარი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნას, სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურებია, რასაც არასწორი შეფასება მიეცა. 3.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორი შეფასება მიეცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ასევე არასწორად იქნა წარმოდგენილი მოწმის, ა--- აბ---–--ის ჩვენების ნაწილი. კერძოდ, ა--- აბ---–--ეს არ უთქვამს, რომ შებენი ხელშეკრულებაში არ ეწერა, რადგან არ იყო აუცილებელი. მოწმემ განცხადა, რომ შებენის და ხრეშის ყიდვა-გაყიდვას არ სჭირდებოდა წერილობითი ხელშეკრულება. 3.5. სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მოსარჩელეს, მიყიდული ჰქონდა თუ არა მოპასუხისათვის შებენი და ხრეში, რაც დადასტურებული იყო შესაბამისი მტკიცებულებებით, თუმცა გამოიტანა რადიკალურად განსხვავებული, იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „უ---------–--გ“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.7 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.8-2.11 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 629-ე, 649-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2015 წლის ივლისი- აგვისტოს თვეში, მოპასუხისათვის 5500 ლარის ღირებულების „შებენი“ და „ხრეში“, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იქნა მიწოდებული, თუ 2015 წლის 27 ივლისის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ შესრულებას წარმოადგენდა (ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 14 650 ლარს), რამაც შემსრულებლისათვის გადახარჯვა გამოიწვია. 4.4. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ასეთ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში, მოპასუხისათვის 5500 ლარის „ხრეშის“ და „შებენის“ მიწოდება ნასყიდობის ხელშეკრულების (სკ-ის 477-ე მუხლი) საფუძველზე განხორციელდა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია. 4.5. სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.6. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის დასადასტურებლად, მოსარჩელემ მიუთითა სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებზე: 1. სასაქონლო ზედნადებებზე, რომლითაც განხორციელდა 2015 წლის ივლისი-აგვისტოში შპს ,,უ---------–--გ’’-ს მიერ, 112 მ/კუბ. „ხრეშისა“ და 191 მ/კუბ. „შებენის“ შპს ,,ე-------------------2---’’-სთვის მიწოდება; 2. საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, რომლითაც ელექტრონულად დადასტურებული იქნა 112 მ/კუბ. „ხრეშისა“ და 191 მ/კუბ. „შებენის“ მიწოდება; 3. 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების N1 დანართზე, სადაც შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალში დაფიქსირებული არ არის საძირკვლის მოწყობისათვის „ხრეშისა“ და „შებენის“ შეტანა; 4. 2015 წლის 15 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის ასლზე, სადაც ასევე დაფიქსირებული არ არის საძირკვლის მოწყობისათვის „ხრეშისა“ და „შებენის“ შეტანა; 4.7. აპელანტის (მოსარჩელეს) მიერ მითითებული ფაქტების და მტკიცებულებების უარსაყოფად, მოპასუხემ წარმოადგინა: 1. 2015 წლის 15 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, სადაც მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის ასლისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია, რომ შპს ,,უ---------–--გ’’-მ, შპს ,,ე-------------------2---’’-ის მიწის ნაკვეთზე, ასევე შეასრულა 112 მ/კუბ. „ხრეშისა“ და 191 მ/კუბ. „შებენის“ შეტანის სამუშაოები და, რომ მისი გათვალისწინებით, მთლიანი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა-14 650 ლარი. 2. მიუთითა 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების N1 დანართზე, სადაც გარდა კონკრეტულად გათვალისწინებული სამუშაოებისა, დაფიქსირებულია „გაუთვალისწინებელი ხარჯები“-1154 ლარი; 3. მიუთიუთა სასაქონლო ზედნადებებზე გაკეთებულ ჩანაწერებზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ „ხრეშისა“ და „შებენის“ მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესასრულებლად. 4.8. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის სასაქონლო ზედნადებებზე გაკეთებული ჩანაწერების შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ 2015 წლის ივლისი-აგვისტოში, 5500 ლარის ღირებულების „ხრეშის“ და „შებენის“ შპს ,,ე-------------------2---’’-ისთვის მიწოდება, შპს ,,უ---------–--გ’’-მ განახორციელა სწორედ, 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის, რომლის ღირებულებაც განსაზღვრული იყო მყარი ხარჯთაღრიცხვით და შეადგენდა 14 650 ლარს. მართალია, 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების N1 დანართის სამუშაოთა ჩამონათვალი არ შეიცავს ჩანაწერს 5500 ლარის „ხრეშისა“ და „შებენის“ მიწოდებაზე, თუმცა იგი მიჩნეულ უნდა იქნეს „გაუთვალისწინებელი ხარჯების“ შესაბამისად განხორციელებულ შესრულებად, რომლის ღირებულებაც გადაჭარბებულია და რაც ასახული იქნა კიდეც, 2015 წლის 15 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის დედანში, რომლის სიყალბეც ვერ დადასტურდა. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 631.1 მუხლის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს, მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ვინაიდან, 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების საგანი იყო შენობის დანგრევა - ნაგვის გატანა და საძირკველის მოჭრა, პალატა მიიჩნევს, 1,80 სმ. სიღრმეზე საძირკველის მოჭრისა და მიწის გატანის სამუშაოს შესრულებისათვის, თუნდაც ესტაკატის მოსაწყობად „ხრეშისა“ და „შებენის“ გამოყენების აუცილებლობა მენარდისათვის წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს წინასწარ შეთანხმებულ საზღაურზე (მყარი ხარჯთაღრიცხვა) გადახარჯვას. ასეთ შემთხვევაში, სკ-ის 631.1 მუხლის შესაბამისად, 5500 ლარის, როგორც დამატებითი ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება უსაფუძვლოა. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს ,,უ---------–--გ“-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,უ---------–--გ“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,უ---------–--გ“-ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-220 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,უ---------–--გ“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადსახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე