განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210017001814217
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210017001814217

2ბ/1194-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

“07” ნოემბერი, 2018წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ქ-------–----------–----–------------------–--------------------------–-----------–---------------–---------------- თ------------ ა-–-----------–---–ი ი-----–-----------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.12.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, შესაბამის პროგრამაში აღდგენა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. ა-–------------------ სარჩელის დაკმაყოფილდა სრულად;

2. ბათილად იქნა ცნობილი ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის მეირ გამოვლენილი ნება

(წერილი №-------------), რომლითაც მ–--------–- ა-–------------–---–ი ამოღებულ იქნა ამავე სამსახურის მიერ დაფინანსებულ „მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამიდან”;

3. მოპასუხეს, ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–------------------–----------------- დაეკისრა მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავალის სახით თვეში 625 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე, ა-–-----------–---–ი ეწევა ს--–--------–-- საქმიანობას, კერძოდ ის გახლავთ ძ----------–--------–-. მისი წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე ის ჩარიცხული იქნა თ---–-----------------------------–--------------------------------–---–-----– „მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამაში”, რის საფუძველზეც იგი ღებულობდა 625 ლარს თვეში, წახალისების მიზნით. 2.2. ძ----------–--------–-, ა-–-----------–---–ი, 2----–-–-----, თ---–-------------------------------–------------------- უფროსის გადაწყვეტილებით ამოღებული იქნა „მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამიდან“, რასაც საფუძვლად დაედო თ---–----------–----–------------------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- მონიტორინგის და შეფასების დასკვნა. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.3. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ამოღებულ იქნა პროგრამიდან თ---–----------–----–------------------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- მონიტორინგის და შეფასების დასკვნის თანახმად, სადაც აღნიშნული იყო, რომ ა-–-----------–---–ი 2----–-–-- მეოთხე კვარტალში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში შემოწმებულ იქნა 2----–-–-- 2- ნოემბერს და 2----–-–-- 14 დეკემბერს, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსარჩელე 2- ნოემებერს არ ატარებდა ვ------–-, ასევე არ აწარმოებდა ს----------–- ცენტრის აღრიცხვის ჟურნალს და არ ჰქონდა აღსაზრდელთა ჯანმრთელობის ცნობები, ხოლო 14 დეკემბერს არ იმყოფებოდა ”ძ--------------–--------------–--- ”მიერ მოწოდებული ვ------–---- განრიგით გათვალისწინებულ დროს მითითებულ ლოკაციაზე. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio” - “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. განსახილველ სამართალურთიერთობაში მოსარჩელე ამორიცხულ იქნა მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამიდან იმ მიზეზით, რომ ის დანიშნულებისამებრ არ ეწეოდა მის ს--–--------–-- საქმიანობას; კერძოდ, მონიტორინგისა და შეფასების სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა-–-----------–---–ი არ იმყოფებოდა ლოკაციის ადგილზე და არ ატარება ვ------–- 2----–-–-- 2- ნოემბერსა და 14 დეკემბერს. მოპასუხე მხარე ასევე იშველიებს თ---–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის ბრძანებას №-- – ”მ–--------–--- მხარდაჭერისა” და წარმატებული ს------------ ბავშვების წახალისების პროგრამების სამსახუროებირივი კონტროლის დამტკიცები შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ მ–-------–---------–-- გაცდენის შემთხვევაში ვალდებულია მოახდინოს შესაბამისი ფ-------–--- ინფორმირება, რის შემდგომაც მნიშვნელოვანია დროულად ეცნობოს აღნიშნულთან დაკავშირებით თ---–----------–----–------------------------–--------------------------–-----------–---------------–----------------, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქალაქო სასმახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მიერ დარღვევის დაფიქსირებისას, მ–--------–- ამოირიცხება ზემოხსენებული პროგრამიდან. ასევე მოპასუხე აღნიშნავს, რომ ა-–-----------–--–მა აღნიშნული პროცედურები არ დაიცვა და არ შეატყობინა ვ------–-- გაცდენის შესახებ ძ------------------–---. მოსარჩელე, თავის მხრივ უარყოფს ხსენებულ ფაქტს და აღნიშნავს, რომ 2----–-–-- 2- ნოემბერს ლ------------–---–ი მის ს----------------- ერთად გაემგზავრა ყ--------–-, ქ--–----------–-, ს----------–-–----------, ხოლო 2----–-–-- 14 დეკემბერს ის იმყოფებოდა მის ს----------------- ერთად ვ------–--- და აღნიშნავს, რომ ოთხშაბათ დღეს ს-------------------- დანიშულია გ----–------------–- ე.წ ”-------- სხვადასხვა ლოკაციებზე და 2----–-–-- 14 დეკემბერს ის იმყოფებოდა კ-----------, სადაც იმართებოდა გ----–------------–-. სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული - ძ------------------–------------------ს - დ-----------–---–ის ჩვენების გათვალისწინებით დაადგინა, რომ მოსარჩელე, იმყოფებოდა 2----–-–-- 14 დეკემბერს გასვლით ვ------–-, ხოლო, 2----–-–-- 2- ნოემბერს მოსარჩელე და მისი ს-------------- ნამდვილად გაემგზავრნენ ყ--------–-, ს----------– შეჯიბრებაზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.4. სასამართლოს, სურს აღნიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარებს შორის არსებული ურთიერთობა, მართალია არ არის შრომითი ურთიერთობა, თუმცა თავის მხრივ შესაძლოა ვთქვათ, რომ მათ შორის არსებულ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ლ---- ღ------–---–-- საქმიანობა, რომელიც აკავშირებს მას უშუალოდ ძ------------------–---თან და რომელიც არის შრომით-სამართლებრივი ხასიათის. ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მოსარჩელეს წარმატებით მოღვაწეობის შედეგად დაენიშნა ე.წ დანამატი/წახალისება, რომელიც ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის მიერ შესაბამისი ბრძანებით იქნა დანიშნული. აღნიშნული წახალისების გზით დაწესებული ფულადი გასამრჯელო შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მ–--------–- შესაძლოა შეწყვეტოდა თუ დამოუკიდებლად, ყოველგვარი გაფრთილების გარეშე გააცდენდა აღსაზრდელებთან ვ------–- და აღნიშნულთან დაკავშირებით არ მოახდენდა ინფორმირება შესაბამისი ფ-------–---. ვინაიდან, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა (დ-----------–---–ი) ჩვენების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელეს მიერ სარჩელში მოყვანილი ფაქტები შეესაბამებოდა სიმართლეს და რომ მას ნამდვილად ჰქონდა გასამართლებელი საფუძველი სადავო დღეებში ვ------–-- ”არ ჩატარების” კერძოდ ის, რომ 2------–-–-- 2- ნოემბერს ლ-------------–---–ი მის ს----------------- ერთად გაემგზავრა ყ--------–-, ხოლო 2-----–-–-- 14 დეკემბერს ის იმყოფებოდა კ-----------, სადაც იმართებოდა გ----–------------–- და შესაბამისად მისი ამორიცხვა ”მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამიდან” მოხდა ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, მოცემული მსჯელობის საფუძვლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–--------–---–-ს მიერ არ დარღვეული ის ვალდებულებანი, რომელთა შესრულების სანაცვლოდაც ირებდა ის ზემოაღნკშნულ თანხას. მაშასადამე, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს ”მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამაში” და შესაბამისად მას უნდა აუნაზღაურდეს ის თანხა, რომელიც მან ვერ მიიღო ზემოთ ხსენებული პროგრამიდან ამორიცხვის შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს სურს განავითაროს მსჯელობა, რომელიც მეტ წილად შეესაბამება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ლ-----------–---–ი ქ--–---------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ღებულობდა ე.წ წახალისების მიზნით დამატებით ანაზღაურებას, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამომდინარეობდა იქიდან, რომ ის კეთილსინდისიერად და წარმატებით ართმევდა თავს მასზედ დაკისრებულ ს--–--------–-- პასუხისმგებლობას. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N-/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათმქუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N-/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. ჩვენი აზრით, გამორიცხულია იმსჯელო შრომის თავისუფლებაზე, ისეთ პირობებში როდესაც გარანტირებული არ იქნებოდა შრომის შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურების უფლება. ზედმეტია საუბარი თავისუფლებაზე, თუ ის გამყარებული არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტით - გასამრჯელოს მიღების უფლებით. დავის გადაწყვეტისათვის აქტუალურ სამართლის წყაროს ასევე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლები. მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს უფლება მიიღოს მის მიერ გაწეული შრომის დაფასების შედეგად დაწესებული დამატებითი შემოსავალი, რომელიც მას, როგორც წარმატებულ მ–--------–- დაენიშნა ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის ბრძანების საფუძველზე და რომლის შეწყვეტის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე, რომელიც სარგებლობდა „მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამით“, შემოწმებული იქნა 2---------–. და 1---------–.. მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ ა-–-----------–---–ი 2- ნოემბერს არ ატარებდა ვ------–-, არ აწარმოებდა ს----------–- ცენტრის აღრიცხვის ჟურნალს, არ ეცვა ს--–---–--------------, არ ჰქონდა აღსაზრდელთა არკვეული ნაწილის ჯანმრთელობის ცნობები. ამასთან, 14 დეკემბერს არ იმყოფებოდა ვ------–--- გათვალისწინებულ მისმართზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მონტორინგისა და შეფასების განყოფილების საფუძველზე მოსარჩელე ამოიღეს პროგრამიდან. 3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ 1---------–. მოსარჩელე ს----------------- ერთად იმყოფებოდა კ-----------, ხოლო ავიაბილეთების საფუძველზე - ის გარემოება, რომ იგი იმყოფებოდა ყ--------–-. ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- N-- ბრძანების შესაბამისად, ვ------–-- გაცდენის შემთხვევაში მ–--------–- ვალდებულია მოახდინოს ფ-------–--- ინფრომირება მიზეზის მითითებით. ფ-------–--, თავის მხრივ, ვალდებულია, რომ აღნიშნულის თაობაზე დროულად აცნობოს სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვევის დაფიქსირებისას მ–--------–- ამოირიცხება პროგრამიდან. აღნიშნული ბრძანება გადაეცა ყველა ს----------– ფ-------–--ს, რომლებმაც ხელმოწერით დაადასტურეს თანხმობა და აიღეს პასუხისმგებლობა, ბრძანება გაეცნოთ მ–--------–--------- არაუგვიანეს 2---------–. აღნიშნული ბრძანების გაცნობა მოსარჩელემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. აპელანტის მითითებით, არცერთ შემთხვევაში ფ-------–--- ინფორმირება არ განხორციელებულა და არსებობდა მოსარჩელის პროგარამიდან ამირიცხვის საფუძველი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. უდავოა და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ მოსარჩელე, როგორც ძ----------–--------–-, ირიცხებოდა თ---–-----------------------------–----------------- „მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამით” მოსარგებლეთა სიაში და როგორც პროგრამით მოსარგებლეს ერიცხებოდა თვეში 625 ლარი (ტ.1, ს.ფ. 26,27, 36-46). 4.2. თ---–-------------------------------–------------------- უფროსის გადაწყვეტილებით ა-–-----------–---–ი 2----–-–----- ამოღებული იქნა „მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამიდან“, რასაც საფუძვლად დაედო თ---–----------–----–------------------------–--------------------------–-----------–---------------–---- სამსახურის მონიტორინგის და შეფასების დასკვნა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე 2----–-–-- მეოთხე კვარტალში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში შემოწმებულ იქნა 2----–-–-- 2- ნოემბერს და 2----–-–-- 14 დეკემბერს, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსარჩელე 2- ნოემებერს არ ატარებდა ვ------–- ასევე არ აწარმოებდა ს----------–- ცენტრის აღრიცხვის ჟურნალს და არ ჰქონდა აღსაზრდელთა ჯანმრთელობის ცნობები, ხოლო 14 დეკემბერს არ იმყოფებოდა ”ძ--------------–--------------–---” მიერ მოწოდებული ვ------–---- განრიგით გათვალისწინებულ დროს მითითებულ ლოკაციაზე (იხ.: 0---------–. წერილი, ტ.1, ს.ფ. 26-27). მოპასუხე მხარე მიუთითებს თ---–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის 1---------–---- ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც მ–-------–---------–-- გაცდენის შემთხვევაში ვალდებულია მოახდინოს შესაბამისი ფ-------–--- ინფორმირება, რის შემდგომაც დროულად უნდა ეცნობოს საქალაქო სამსახურს. მოპასუხის მითითებით, ა-–-----------–--–ის მიერ აღნიშნული პროცედურები დაცული არ ყოფილა (იხ.: 0---------–. წერილი, ტ.1, ს.ფ. 26-27, ბრძანება, ტ.1, ს.ფ. 73-79). 4.3. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქალაქო სამსახურის 2---------–- წერილში აღწერილ გარემოებებს და განმარტავს, რომ იგი 2----–-–-- 2- ნოემბერს ს----------------- ერთად გაემგზავრა ყ--------–-, ქ--–----------–-, ს----------–-–----------. რაც შეეხება 2----–-–-- 14 დეკემბერს, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ოთხშაბათ დღეს ს-------------------- დანიშულია გ----–------------–- ე.წ ”-------- სხვადასხვა ლოკაციებზე და იგი ს----------------- ერთად იმყოფებოდა კ-----------, სადაც იმართებოდა გ----–------------–- (ტ.1, ს.ფ. 1-11). 4.4. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. განსახილველ სამართალურთიერთობაში მოსარჩელე ამორიცხულ იქნა მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამიდან იმ მიზეზით, რომ ის დანიშნულებისამებრ არ ეწეოდა მის ს--–--------–-- საქმიანობას. სარჩელს ერთვის საქართველოს ძ------------------–--- მიერ 3---------–- გაცემული ცნობა მასზედ, რომ ა-–-----------–---–ი 2----–-–-- 2- ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გაემგზავრა ყ--------–- საერთაშორისო ტურნირზე, რის შესახებაც შეატყობინა ძ------------------–--- (ტ.1, ს.ფ. 12-13). საქმეში წარმოდგენილია ა--------------------–---------------–---------- მდივნის მიერ 0---------–- წერილი, რომელშიც აღნიშნულია, როკ ა-–-----------–---–ი ვ------–--- ატარებს ყოველ დღე კვირის გარდა 15:30 სთ-დან 19:00 საათამდე მ--------–---–-- N---ში, კ-–----–---------------------–-. ოთხშაბათს და შაბათს ფ------------------------ ვ------–---- გამო მისი ჯგუფი იმყოფება ს--------–----------------–- ან კ----------- (ტ.1, ს.ფ. 84). 2----–-–-- 14 დეკემბერი იყო ოთხშაბათი დღე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ძ------------------–------------------ დ-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ა-–-----------–---–ი ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მ–--------–-ა. ფ-------–------------------- განმარტებით, მოსარჩელე დისციპლინირებული, ორგანიზებული მ–--------–-ა და ნამდვილად იმსახურებს, სარგებლობდეს მერიის მხარდაჭერის პროგრამით. მოწმემ დაადასტურა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოთხშაბათ დღეს ს-------------------- დანიშულია გ----–------------–- და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე 2----–-–-- 14 დეკემბერს იმყოფებოდა გასვლით ვ------–---. რაც შეეხება 2----–-–-- 2- ნოემბერს, მოწმის ჩვენებით, მოსარჩელე და მისი ს-------------- ძ------------------–--- მხარდაჭერით გაემგზავრნენ ყ--------–-, ს----------– შეჯიბრებაზე (05.12.2015წ. სხდომის ოქმი, 11:39:01 - 11:50:03). ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია სარჩელში მითითებული გარემოებები მასზედ, რომ იმ თარიღებში, რა დროსაც მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა მ–--------–-ს შემოწმება, ერთ შემთხვევაში მოსარჩელე ს----------------- ერთად იმყოფებოდა ს----------– შეჯიბრებაზე ყ--------–-, ხოლო მეორე შემთხვევაში გასვლით ვ------–---, რომელიც დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, როგორც წესი, იმართება ოთხშაბათ დღეს. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის. 4.5. მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას საფუძვლად უდევს მოსარჩელის საქმიანობა, რომელიც აკავშირებს მას უშუალოდ ძ------------------–---თან და რომელიც შრომით-სამართლებრივი ხასიათისაა. მოსარჩელეს ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის მიერ შესაბამისი ბრძანებით დაენიშნა ე.წ დანამატი. დაწესებული ფულადი გასამრჯელო, რომელიც მ–--------–- შესაძლოა შეწყვეტოდა თუ დამოუკიდებლად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააცდენდა აღსაზრდელებთან ვ------–- და აღნიშნულთან დაკავშირებით არ მოახდენდა ინფორმირება შესაბამისი ფ-------–---. შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. 4.6. გათვალისწინებით იმისა, რომ დადასტურებულია სარჩელში მითითებული გარემოებები და დადგინდა, რომ ორივე სადავო შემთხვევაში მოსარჩელე კონკრეტული და საპატიო მიზეზების გამო არ იმყოფებოდა უშუალოდ იმ ლოკაციაზე, სადაც მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა შემოწმება და ა-–------------------ მიერ არ დარღვეული ის ვალდებულებანი, რომელთა შესრულების სანაცვლოდაც იღებდა ის პროგრამით გათვალისწინებულ თანხას, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის ამორიცხვა ”მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამიდან” მოხდა ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს ”მ–--------–--- მხარდაჭერის პროგრამაში” და უნდა აუნაზღაურდეს ის თანხა, რომელიც მან ვერ მიიღო ზემოთ ხსენებული პროგრამიდან ამორიცხვის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოსარჩელეს აქვს უფლება მიიღოს დამატებითი შემოსავალი, რომელიც მას, როგორც წარმატებულ მ–--------–- დაენიშნა ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- უფროსის ბრძანების საფუძველზე და რომლის შეწყვეტის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები 6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი შუამდგომლობს წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია ორდერი, რომელიც ადვოკატ ი-----–-----------ეს უფლებას ანიჭებს წარმოადგინოს და დაიცვას ა-–------------------ ინტერესები სასამართლოში. პალატას მიაჩნია, რომ დავის საგნის ღირებულების პროპორციულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, აპელანტს უნდა დაეკისროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ადვოკატის ი------------ მიერ გაცეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–----------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.12.2017წ. გადაწყვეტილება; . 3. ქ-------–----------–----–----------------–--------------------------–-----------–---------------–---------------- ა-–------------------ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი