განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1575-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ქ--------------–---–ის,მსჯავრდებულ - გ----------------ის მონაწილეობით,ქ------–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ----------------ის მიმართ - დაბადებული - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (16 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (7 ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (16 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (7 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----–--–-----–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა-------–-–--–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა-–-----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ------------–----ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ-----------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი----------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი-------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა---------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ-----–------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–--------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი-----–-------------კის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ--------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ---------–---ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ--------–--–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ----------------ძის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა-----------------–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---------------ს ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---------------ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დაზარალებულების ი----------------ის, ნ-----–--–-----–--ის, ა-------–-–--–--ის, ა-–-----------------ის, ე------------–---–ის, ვ------------–----ის, ზ-----------------–---–ის, ი----------------–---–ის, ი--------------–---–ის, ი-------–---–ის, ა---------------ის, ე-–----------------ის, მ-----–------–---–ის, ლ---–--------–---–ის, ი-----–-------------კის, ი--------–--ის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების ლ--------------ის, გ---------–---ის, რ--------–--–---–ის, ზ---------------ის, ლ----------------ძის, ა-----------------–ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, გ----------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ----------------ემ ჩაიდინა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (16 ეპიზოდი);
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (7 ეპიზოდი);
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 25 ივნისს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ი----------------მა აიღო სესხი 650 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო, აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 19 ოქტომბრიდან, 2017 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ი----------------ს 130 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 130 ლარის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 15 აპრილს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ლ--------------ემ აიღო სესხი 650 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო, აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან, 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ლ--------------ეს 153 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 153 ლარის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 9 მარტს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ნ-----–--–-----–--ემ აიღო სესხი 605 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან, 2017 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, ნ-----–--–-----–--ეს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 100 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 27 მაისს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ნ--------–-–--–--ემ აიღო სესხი 465 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო, აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან, 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, ნ--------–-–--–--ის შვილს ა-------–-–--–--ეს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 93 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 93 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2015 წლის 06 ივლისს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ა-–-----------------ემ აიღო სესხი 400 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო, აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 21 დეკემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ა-–-----------------ეს 50 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 50 ლარის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 30 ივნისს შპს „4------------ნ“ მოქალაქე გ---------–---მა აიღო სესხი 450 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, გ---------–---ს 188 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 188 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2015 წლის 29 ივნისს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ე------------–---–მა აიღო სესხი 350 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2017 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ე------------–---–ს 133 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 133 ლარის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 27 აგვისტოს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ვ------------–----ემ აიღო სესხი 250 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ვ------------–----ეს 123 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 123 ლარის მატერიალური ზიანი.
2014 წლის 21 ნოემბერს შპს „4------------ნ“ მოქალაქე ზ-----------------–---–მა აიღო სესხი 300 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 22 სექტემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ზ-----------------–---–ს 52 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 52 ლარის მატერიალური ზიანი.
2016 წლის 18 მარტს შპს „4------------ნ“, მოქალაქე ი----------------–---–მა აიღო სესხი 350 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ი----------------–---–ს 50 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 50 ლარის მატერიალური ზიანი.
2016 წლის 18 მარტს, შპს „4------------ნ“ მოქალაქე ი--------------–---–მა აიღო სესხი 350 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 6 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, ი--------------–---–ს ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 105 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 105 ლარის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 10 აგვისტოს, სს „--------------------------“ მოქალაქე ი-------–---–მა აიღო სესხი 230 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 7 ნოემბრიდან, 2017 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით ი-------–---–ს 77 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 77 ლარის მატერიალური ზიანი.
2014 წლის 3 თებერვალს, სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე ა---------------ემ აიღო სესხი 220 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 12 დეკემბერს, ვითომდა ა---------------ეს სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით 53 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 53 ლარის მატერიალური ზიანი.
2014 წლის 31 იანვარს, სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე ე-–----------------ემ აიღო სესხი 170 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 29 ნოემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ე-–----------------ეს 31 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 31 ლარის მატერიალური ზიანი.
2015 წლის 28 იანვარს სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე რ--------–--–---–მა აიღო სესხი 250 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, რ--------–--–---–ს 153 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 153 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2013 წლის 27 მაისს, სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე მ-----–------–---–მა აიღო სესხი 400 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 16 ნოემბერს ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, მ-----–------–---–ს 51 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 51 ლარის მატერიალური ზიანი.
2013 წლის 18 ივლისს, სს „პ----------------------ნ“ მოქალქე თ-----------–---–მა აიღო სესხი 1700 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით თ-----------–---–ის მეუღლეს ზ---------------ეს 181 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 181 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2010 წლის 30 მარტს სს „პ----------------------ნ“ მოალაქე ლ---–--------–---–მა აიღო სესხი 5000 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან, 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ლ---–--------–---–ს 62 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 62 ლარის მატერიალური ზიანი.
2014 წლის 10 ივლისს სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე ლ----------------ძემ აიღო სესხი 2500 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ლ----------------ძეს 496 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 496 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2014 წლის 25 ივნისს, სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე ა-----------------–მა აიღო სესხი 1550 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 30 სექტემბრიდან, 2017 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით ა-----------------–ს 300 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2012 წლის 22 ნოემბერს, სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე ი-----–-------------კმა აიღო სესხი 1900 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ი-----–-------------კს 30 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 30 ლარის მატერიალური ზიანი.
2014 წლის 17 მარტს, სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე კ-------------ემ აიღო სესხი 150 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, კ-------------ის მეუღლეს ი--------–--ეს ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 97 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშებზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 97 ლარის მატერიალური ზიანი.
2014 წლის 30 მარტს, სს „პ----------------------ნ“ მოქალაქე ნ--------------ემ აიღო სესხი. გადაუხდელობის გამო, აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „პ--------------–--–----–--------–-----ს“. შპს „პ--------------–--–----–--------–-----ის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გ----------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე, ვითომდა ნ--------------ეს სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 544 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 544 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ------–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ--------------–---–მა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. აპელანტის განმარტებით, მართალია გ----------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა მან ზიანი აუნაზღაურა დაზარალებულების ნაწილს - მხოლოდ ექვს დაზარალებულს; იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად 23 დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი; ასევე, ჩადენილი დანაშაულის ხერხისა და ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და დაზარალებულთა პოზიციების გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს გ----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლას უფრო მკაცრი სახის სასჯელით.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ქ--------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა გ----------------ემ იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ------–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ი----------------ის, ლ--------------ის, ნ-----–--–-----–--ის, ა-------–-–--–--ის, ა-–-----------------ის, გ---------–---ის, ე------------–---–ის, ვ------------–----ის, ზურაბ ნარიდოშვილის, ი----------------–---–ის, ი--------------–---–ის, ი-------–---–ის, ა---------------ის, ე-–----------------ის, რ--------–--–---–ის, მ-----–------–---–ის, ზ---------------ის, ლ---–--------–---–ის, ლ----------------ძის, ა-----------------–ის, ი-----–-------------კის, ი--------–--ის და ნ---------------ს გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: დ------------–---–-------------–--------------------–------------------------------------------------–---------------------–--–--------–----------------–-–---–-------–-------------–---–-----–-----–----------------------–---–ის, რ--------–--–---–ის და დ-------------ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ოქმებით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; ხელწერის ნიმუშის აღების ოქმებით; გრაფიკული და დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით; ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით; ბრალდებულ გ----------------ის გამოკითხვის ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (16 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (7 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და გ----------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ----------------ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ----------------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია; გამოთქვამს მზადყოფნას, დანარჩენ დაზარალებულებსაც აუნაზღაუროს ზიანი; არ არის ნასამართლევი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება არის ადეკვატური და სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ------–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი;
გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (16 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (7 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----–--–-----–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა-------–-–--–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა-–-----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ------------–----ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ-----------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი----------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი-------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა---------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ-----–------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–--------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი-----–-------------კის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ--------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ---------–---ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ--------–--–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ----------------ძის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა-----------------–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---------------ს ეპიზოდი) - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---------------ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულების ი----------------ის, ნ-----–--–-----–--ის, ა-------–-–--–--ის, ა-–-----------------ის, ე------------–---–ის, ვ------------–----ის, ზ-----------------–---–ის, ი----------------–---–ის, ი--------------–---–ის, ი-------–---–ის, ა---------------ის, ე-–----------------ის, მ-----–------–---–ის, ლ---–--------–---–ის, ი-----–-------------კის, ი--------–--ის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების ლ--------------ის, გ---------–---ის, რ--------–--–---–ის, ზ---------------ის, ლ----------------ძის, ა-----------------–ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, გ----------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
4 ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე