განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
140100118002447546
ინსტანცია
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002447546

საქმე №1ბ/1252-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების - ოთ-------------–---–ის, ნა----------–-ას,მი----–-------–---–ის

ადვოკატების - მა--------–-–---–ის, გი------------------–ის

გამართლებულ - გი-----------–--–---–ის

მონაწილეობით

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი-----------–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების მისამართზე: გ------------------------–-------ი, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით გი-----------–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გი-----------–--–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით;

მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ------------------------–------ში მდებარე გი-------–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გი-----------–--–---–მა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ბებიას - ზე---------–--–---–ს ხელი ჰკრა ტანის არეში, იმავდროულად პაპას - გი-------–--–---–ს სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი. გი-----------–--–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ზე---------–--–---–მა და გი-------–--–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ------------------------–------ში მდებარე გი-------–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გი-----------–--–---–ი პაპას - გი-----------–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გი-----------–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და გი-----------–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებული, ვინაიდან გი-----------–--–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მა--------------ის, მი----–-----–--–---–ისა და გუ------------–--–ის გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულების - ზე---------–--–---–ისა და გი-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ გი-----------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ფოტოცხრილით; გი-------–--–---–ის კუთვნილი ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით; გი-----------–--–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით; საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით.

 

გამართლებულმა გი-----------–--–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გი-----------–--–---–ის მიერ 2018 წლის 9 აპრილს, პაპის - გი-------–--–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის და 2018 წლის 9 აპრილს, ბებიის - ზე---------–--–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.

ამასთან, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დასტურდება გი-----------–--–---–ის მიერ პაპის - გი-------–--–---–ს მიმართ ძალადობის - სახის არეში რამოდენიმეჯერ მუშტის დარტყმის ფაქტი, რის შემდეგაც გი-------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ:

 

პალატა ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ გახადა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს, შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

დაზარალებულებმა: გი-------–--–---–მა და ზე---------–--–---–მა, ასევე მოწმე მი----–-----–--–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, გი-----------–--–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმეები: გუ------------–--–ი, ინ-------------ე არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი, კერძოდ: გუ------------–--–ი გამოკითხვის ოქმში მხოლოდ გი-----------–--–---–ის დაკავების შესახებ საუბრობს, რომლის საფუძველიც დაზარალებულების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყო; ინ-------------ისთვის კი მეზობლისგან გახდა ცნობილი, რომ ზე---------–--–---–ი შეუძლოდ გახდა და დახმარება აღმოუჩინა მას.

2018 წლის 21 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ზე---------–--–---–ს 2018 წლის 10 აპრილს 18:09 წუთზე, კისერზე, სახეზე და ხელის მტევნებზე რაიმე ფიზიკური დაზიანებები ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, მისი განცხადებით დაფარულ ადგილებში დაზიანებები არ მიუღია.

შესაბამისად თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა რომ გი-----------–--–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გი-------–--–---–ს და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე ვერ დადასტურდა გი-----------–--–---–ის მიერ ბებიის - ზე---------–--–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

რაც შეეხება გი-----------–--–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს ბაბუის - გი-------–--–---–ის მიმართ, პალატა დადგენილად მიიჩნევს, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს, რომ მართალია დაზარალებულმა გი-------–--–---–მა სასამართლოში უარი განაცხადა შვილიშვილის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, როგორც ბრალდებულის ახლო ნათესავმა, მაგრამ გი-----------–--–---–ის მიერ ბაბუის მიმართ ძალადობის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

მოწმე მა--------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რაც უდავოდ არის ცნობილი, დასტურდება, რომ მოწმემ 2018 წლის 9 აპრილს გაიგო მეზობლის - გი-----------–--–---–ის ყვირილის ხმა ამ უკანასკნელის სახლიდან, მიხვდა, რომ გი-----------–--–---–ი სახლში ჩხუბობდა, ოთახში შესულმა დაინახა, რომ გი-----------–--–---–ი სიტყვიერად ეჩხუბებოდა პაპას - გი-------–--–---–ს, რომელსაც სახე სისხლიანი ჰქონდა და დაზიანებები ემჩნეოდა, გი-----------–--–---–ის ბებია - ზე---------–--–---–ი ცუდად იყო და ხმას არ იღებდა, მას დაზიანებები არ ემჩნეოდა. მოწმის განმარტებით, გი-----------–--–---–ი ნასვამი იყო და იგინებოდა გი-------–--–---–ის მისამართით, თავად გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან და სთხოვა წასულიყო.

ამდენად, მართალია, მა--------------ე უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, თუმცა გახდა თვითმხილველი ძალადობის დასრულებისთანავე შექმნილი სიტუაციის, რა დროსაც დაზარალებულ გი-------–--–---–ზე განხორციელებული ძალადობის კვალი თვალნათლივ შესამჩნევი იყო. ამასთან, გი-------–--–---–ისათვის მოცემული შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებების უტყუარად არსებობას ადასტურებს ბრალდების მხარის არაერთი მტკიცებულება, კერძოდ:

სტაციონარული პაციენტის სამედიცინო N2--- ბარათი, რომლის თანახმად გი-------–--–---–ი სტაციონარში მიყვანილია ტრავმის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, მას სტაციონარში შესვლისას აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა მარჯვნივ შუბლ-თხემის არეში, თავის და სახის მრავლობითი ექსკორაციები. ასევე დასტურდება, რომ პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, ჩატარებული მკურნალობის ფონზე კი ტკივილი კუპირებულ იქნა სრულად.

2018 წლის 21 აპრილის №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ გი-------–--–---–ს დაუდგინდა თავის ზედაპირული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა მარჯვნივ შუბლ-თხემ-საფეთქლის არეში. თავის და სახის არის მრავლობითი ექსკორაციები, 2018 წლის 10 აპრილს პირადი გასინჯვისას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

პალატა ასევე მხედველობაში იღებს, გი-----------–--–---–მა სააპელაციო სასამართლოში დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ გი-------–--–---–მა დაზიანებები თვალის მიდამოში, შუბლის მიდამოში და წარბთან რამდენიმე დღის წინ მიიღო, ვაზის მაკრატლით ტოტის მოჭრის შედეგად. რაც წინააღმდეგობაში მოდის უდავოდ ცნობილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან.

გი-----------–--–---–ის მიერ ბაბუის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დადასტურებულია ირიბი მოწმეების: სასწრაფო დახმარების ექიმის - სა-–-----------ას და უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის - ნი----–--------–---ის გამოკითხვის ოქმებით, საიდანაც ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს გი-------–--–---–მა უთხრათ, რომ შვილიშვილმა - გი-----------–--–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება გი-----------–--–---–ის მამის - ზა--------–--–---–ის ჩვენებას, რომ იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმე მა--------------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა /რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ/, შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ გი-----------–--–---–ი, ზე---------–--–---–ი და გი-------–--–---–ი იმყოფებოდნენ, ხოლო ჩხუბის ხმის გაგონების შემდეგ შემთხვევის ადგილზე თავად მივიდა.

საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი-----------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც გამოიხატა მასში, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ------------------------–------ში მდებარე გი-------–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გი-----------–--–---–მა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, პაპას - გი-------–--–---–ს სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი. გი-----------–--–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად გი-------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გი-----------–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. გი-----------–--–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის დროს, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულის პოზიცია, რომ მან აპატია მომხდარი, შერიგებულია შვილიშვილთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პალატას მიაჩნია, რომ გი-----------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2018 წლის 13 ივნისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით ჩაეთვალოს მოხდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

გი-----------–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გი-----------–--–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გი-----------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2018 წლის 13 ივნისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით ჩაეთვალოს მოხდილად.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება გი-------–--–---–ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე