განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150100118002246919
საქმე №1ბ/72-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
8 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: რ------–--------ის (პირადი ნომერი: №3----------), დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს--------ო, ს------–---------------–--.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბერის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ და მსჯავრდებულ რ------–--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ-------------–--ემ.
სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას გასაჩივრებულ განჩენში და მსჯავრდებულ რ------–--------ისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
დაცვის მხარე, ადვოკატი კ-------------–--ე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ რ------–--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის აგვისტოს თვეში, ნ----–-----ის რაიონში საზაფხულო საძოვრებიდან, კ---------- მ--------ის ვალის ამოღების მიზნით, რ----- შ--------მა თვითნებურად გაყიდა კ--------------------ისა და ზ----- ხ--–--–---ის მიერ მისთვის მიბარებული ზ---------–--–---ის კუთვნილი 283 სული ცხვარი, რითაც ზ---------–--–---ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით:
დაზარალებულ ზ---------–--–---ის ჩვენებით დადგენილია, 2017 წლის ივლისის თვეში ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–-, ვინმე ზ------სგან იყიდა 289 სული ცხვარი, რაშიც მან გადაიხადა დაახლოებით 44.000 ლარი. რადგანაც ამ საქმეში გამოუცდელი იყო, მეგობრის კ--------------------ს დახმარებით, რომელიც ადრე დაკავებული იყო მეცხვარეობით, ცხვარი განათავსა ს--------ოს რაიონში, ნ----- მ--------ის ფერმაში. ივნისის თვის ბოლოს მას დაურეკა კ----------ამ და უთხრა, რომ დიდი სიცხეების გამო ცხვარი იკლებს წონაში და მთაში, ჩემს მეგობართან რ------–--------თან უნდა წავიყვანოო. ზ---------–--–---მა კ--------------------ს უთხრა, რომ შეხვედროდნენ და მოელაპარაკათ აღნიშნულთან დაკავშირებით. კ--------------------მა რ------–--------ი ქ. თბილისში ჩაიყვანა ზ---------–--–---ის ოფისში, სადაც მოილაპარაკეს და ზ---------–--–---ი დათანხმდა რ------–--------ის შეთავაზებას. აღნიშნულის სანაცვლოდ რ------–--------ს არაფერი მოუთხოვია. ზ-----მა კ----------ას უთხრა, რომ ორგანიზება გაეწია და ცხვარი აეყვანა ნ----–------ში რ-----თან. რამდენიმე დღეში კ----------ა მას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცხვარი უკვე აყვანილი იყო. ამ ამბიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კ--------------------ი და რ------–--------ი ერთად სულ სხვა საქმეზე იყვნენ მასთან ოფისში მისულები და როდესაც თავისი ცხვრის ამბავი იკითხა, მათ უთხრეს, რომ ცხვარი მომჯობინებული და კარგ მდგომარეობაში იყო. 6 აგვისტოს მან კ----------ასგან შეიტყო, რომ ნ----- მ--------ს ცხვრის ნაწილი გაეკრიჭა და დანარჩენსაც მალე გაკრეჭდა. 2017 წლის 23 აგვისტოს, საღამოს მას დაურეკა კ--------------------მა და შეატყობინა, რომ მას დაუკავშირდა რ------–--------ი, რომელმაც აცნობა, რომ ძველი ვალის გამო მისი საზაფხულო სადგომიდან რ-----ის დედას ცხვარი გაუტანებია მისთვის უცნობი პიროვნებისთვის. ზ---------–--–---მა სთხოვა კ--------------------ს დაეზუსტებინა თუ რა მოხდა სინამდვილეში და მიემართა პოლიციისთვის. ამის შემდეგ ისევ დაუკავშირდა კ----------ა, რომლისგანაც შეიტყო, რომ მომხდართან დაკავშირებით იმყოფებოდა იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში. 2017 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, მის კუთვნილ მობილურზე დაუკავშირდა რ------–--------ი ტელეფონის ნომრიდან 5---------- და პირდაპირ უთხრა, რომ მისთვის არანაირი ცხვარი არ ჩაუბარებია, მასსა და კ----------ას შორის დავა მისი საქმე იყო და მან ცხვარი ვალში წაიყვანა. ზ---------–--–---ი, სიტუაციის უკეთ გარკვევის მიზნით, კ--------------------თან ერთად წავიდა ქ.ნ----–------ში, სადაც გზაში სოფელ გ---ასთან მათ შეხვდათ რ------–--------ი, მასთან ერთად იყო, ასევე მისთვის უცნობი, ორი პიროვნება. კ----------ამ მათ მიმართა კითხვით თუ რატომ წაიყვანეს ზ-----ის ცხვარი, მათ კი უპასუხეს რომ ცხვარი მათ არ წაუყვანიათ. მის კითხვაზე თუ ვინ წაიყვანა ზ-----ის ცხვარი რ------–--------მა უპასუხა, რომ ცხვარი მან წაიყვანა, რადგანაც კ--------------------ს ჰქონდა ვალი და ცხვარი მოეკითხათ კ----------ასთვის. კ--------------------ი და ზ---------–--–---ი მიხვდნენ, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და ერთად წავიდნენ ნ----–-----ის პოლიციაში.
მოწმე კ--------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისის თვეში მისმა მეგობარმა ზ---------–--–---მა ყვარელის რაიონის სოფელ შ--–---–- იყიდა 289 სული ცხვარი, რაშიც ზ-----მა გადაიხადა დაახლოებით 44.000 ლარი, რადგან ადრე კ--------------------ი დაკავებული იყო მეცხვარეობით ამიტომ ზ-----მა თხოვა რომ მიხმარებოდა ცხვრის მოვლაში. აღნიშნული ცხვარი ყვარელის რაიონიდან გადაიყვანეს ს--------ოს რაიონში არსებულ მისი ბიძაშვილის - ნ----- მ--------ის ფერმაში. ცხვარი კ--------------------ის დახმარებით უნდა გაეყიდა ზ---------–--–---ს. კ. მ--------ი ს--------ოს რაიონში თუ კი ვინმე ცხვრის ბიზნესით იყო დაკავებული გაავრცელა მათში ინფორმაცია, რომ ცხვარს ყიდდნენ. მასთან მივიდა მისთვის კარგად ნაცნობი მეზობელ სოფელში მცხოვრები რ------–--------ი, რომელთანაც ადრეც იყო დაკავებული ანალოგიური საქმიანობით. რ------–--------მა ცხვარი რომ ნახა უთხრა, რომ ცხვარი სუსტია, ზ-----ი ცოდოა და ორი კვირით მასთან აერეკათ ნ----–-----ის მთაში, რათა მოსუქდესო და მერე გაყიდეთო. კ--------------------მა აღნიშნული შეთავაზების შესახებ ზ-----ს შეატყობინა, მან კი უთხრა რომ შეხვედრილიყვნენ და მოელაპარაკათ. კ--------------------მა რ------–--------ი ქ. თბილისში ჩაიყვანა ზ---------–--–---ის ოფისში, სადაც მოილაპარაკეს და ზ. ხ--–--–---ი დათანხმდა რ------–--------ის შეთავაზებას. კ--------------------მა დაურეკა მის ბიძაშვილს - ნ----- მ--------ს, რომელმაც 2017 წლის 27 ან 28 ივნისს, ზუსტად არ ახსოვს მძღოლს რ------ გ-----------ს 289 სული ცხვარი გაატანა ქ. ნ----–------ში რ------–--------ის საზაფხულო საძოვარზე. ცხვრის გატანებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 6 აგვისტოს ნ----- მ--------მა თავის ოჯახის წევრებთან ერთად ქ.ნ----–------ში, რ----- შ--------ის ბინაში გაპარსა ზ-----ის დაახლოებით 120 სული ცხვარი, რადგან დანარჩენი ვერ მოასწრეს და აპირებდენ დანარჩენი ცხვრის შემდეგ გაპარსვას. 2017 წლის 23 აგვისტოს მობილურზე დაურეკა რ------–--------მა და უთხრა, რომ მასთან ბინაში მისულა მათი მევალე ა---- გ--------ი და ვალის მაგივრად წაუყვანიათ ცხვარი. აღნიშნულთან დაკავშირებით კ--------------------ი რ------–--------ს შეხვდა 24 აგვისტოს სოფელ იორმუღანლოს ერთ-ერთ კაფეში, სადაც შ--------ი მივიდა ფ-----– გ-------თან ერთად, ვინც ცხვარი გარეკა, რომელმაც მას უთხრა, რომ სულ არ იცოდა თუ მისი ცხვარი იყო. მისთვის ა----- კ--------ს უთქვამს რომ რ------–--------ს აქვს ფული მოსაცემი, ცხვარს მაძლევს და წამოდი წამომაყვანინეო. კ. მ--------მა რ.შ--------ს უთხრა, რომ ორივეს ერთად ა---- გ--------ზე მისაცემი ჰქონდათ 8.500 ლარი, ხოლო მან კი წაიყვანა ზ-----ის 289 სული ცხვარი ვალში, რომლის ღირებულებაც სულ შეადგენს 46.240 ლარს, რადგანაც სული ცხვარი ღირს 160 ლარი. მომხდარის შესახებ კ. მ--------მა შეატყობინა ზ-----ს და ისინი წავიდნენ ქ. ნ----–------ში, სადაც გზაში სოფელ გ---ასთან შეხვდათ რ------–--------ი, მასთან ერთად იყვნენ ასევე ა---- კ--------ი და ფ-----– გ-------ი. კ----------ამ მათ მიმართა კითხვით, თუ რატომ წაიყვანეს ზ-----ის ცხვარი, მათ კი უპასუხეს რომ ცხვარი მათ არ წაუყვანიათ. მის კითხვაზე თუ ვინ წაიყვანა ზ-----ის ცხვარი რ------–--------მა უპასუხა, რომ ცხვარი მან წაიყვანა, რადგანაც კ--------------------ს ჰქონდა ვალი. კ. მ--------ი და ზ. ხ--–--–---ი მიხვდნენ რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და ერთად წავიდნენ ნ----–-----ის პოლიციაში.
მოწმე ნ----- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ივლისის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, კ--------------------მა, რომელიც არის მისი ნათესავი უთხრა, რომ მის მეგობარ ზ-----ს უნდოდა ცხვრის ყიდვა და ცხვრის ყიდვაში და გაყიდვამდე მოვლაში გარკვეულ თანხას გადაუხდიდა მათ. მან ხალხში გაკითხვა დაიწყო თუ ვის ჰყავდა გასაყიდი ცხვარი და შეიტყო, რომ ყვარელის რაიონის სოფელ შ--–---–- ერთ-ერთ ფერმერს, რომლის სახელიც არ ახსოვს ჰყავდა ცხვარი გასაყიდი. აღნიშნულის შესახებ ნ----- მ--------მა კ--------------------ს შეატყობინა. კ----------ას დავალებით მან იშოვა სატვირთო ავტომანქანა მძღოლთან ერთად და წავიდნენ სოფელ შ--–---–-, კ----------ა თავისი ნივის მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა, ზ-----ი კი მერსედესის მარკის ავტომანქანით. ზ-----მა ცხვარი იყიდა და ნ----- მ--------მა ცხვარი სატვირთო ავტომანქანით გადაიყვანა ს--------ოს რაიონში, მის სარგებლობაში არსებულ ფერმაში. მის ფერმაში ცხვარი დაახლოებით 10 დღე იყო გაჩერებული. ამ დროში მასთან ფერმაში მივიდნენ კ--------------------ი და რ------–--------ი, სადაც რ-----მა კ----------ას უთხრა რომ ცხვარი დასუსტებულია და ზ-----მა რომ არ იზარალოს საჭიროა ცხვრის მთაში წაყვანაო. კ--------------------მა მაშინვე ზ-----ს დაურეკა, რომელსაც შეატყობინა რ-----ის შეთავაზების შესახებ. ამის შემდეგ დაახლოებით 2 დღეში ნ-----ს დაუკავშირდა კ----------ა, რომელმაც უთხრა, რომ რ------ გ-----------ი მივიდოდა ავტომანქანით და ცხვარი გაეტანინებინა ნ----–------ში. მართლაც რ------ გ-----------ი მივიდა მასთან, ნ----- მ--------მა მას დაუტვირთა 289 სული ცხვარი, რომელმაც თავისი ტრაილერით წაიყვანა ცხვარი ნ----–------ში. 4 აგვისტოს ნ----- მ--------ი იმყოფებოდა ნ----–-----ის რაიონში. ქაჩალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდებოდა დღესასწაული, სადაც მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ კ--------------------ი, ზ---------–--–---ი და რ------–--------ი. ზ-----მა ჰკითხა რ-----ს თუ როგორ იყო მისი ცხვარი, რ-----მა კი უპასუხა რომ გასაპარსიაო. ზ-----მა ნ-----ს სთხოვა იქნებ ვინმე დაეხმარებინა და ცხვარი გაეპარსათ. ნ-----მა მის მეგობრებს რ---- მ--------ს, მ------- ნ-----სა და ვ----- ჰ-----------ს სთხოვა მიხმარებოდნენ და გაპარსეს 124 სული ცხვარი. დანარჩენი კი დარჩა გასაპარსი. ამის შემდეგ მოგვიანებით ნ-----მა კ----------ასგან შეიტყო რომ რ------–--------ს ზ-----ის ცხვარი გაუყიდია. ნ----- მ--------ისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ცხვარი ეკუთვნოდა ზ---------–--–---ს.
მოწმე ა---- კ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის თებერვლის თვეში მასთან მივიდა მეზობელ სოფელ იორმუღნალოში მცხოვრები ს----- შ--------ი, რომელმაც უთხრა, რომ 23.000 ლარი ჭირდებოდა მას და აღნიშნულ თანხას დაუბრუნებდა რამოდენიმე თვეში. ა---- კ--------მა, რადგანაც ს-----ს კარგად იცნობდა და მეგობრობდა მასთან, ასესხა 23.000 ლარი, რომელიც მოგროვილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის შესაძენად. როდესაც გავიდა 6 თვე და ს-----მა თანხა არ დაუბრუნა, ა---- კ--------მა მას საზღვარგარეთ დაურეკა, რადგანაც ს----- შ--------ი ყაზახეთში იმყოფებოდა და შეახსენა ვალის შესახებ. მან კი უპასუხა, რომ თანხა აიღო კ--------------------ის ვალის გამო და აღნიშნულ საკითხს კ----------ასთან გაარკვევდა. აღნიშნული საუბრიდან რამოდენიმე დღეში მასთან მივიდნენ ს------ს ძმა რ------–--------ი და კ--------------------ი. კ----------ამ უთხრა რომ 23.000 ლარი, რომელიც შენ ასესხე ს----- შ--------ს, მან ჩემს გამო ისესხა და ს-----ს აღარ მოსთხოვო, მაგ თანხას მე გადაგიხდიო. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ვალს 23.000 ლარს კ--------------------ი გადაუხდიდა ა---- კ--------ს. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და კ----------ას მისთვის ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია, რის შემდეგაც ა---- კ--------ი რ----- და ს----- შ--------ებს სთხოვდა აღნიშნულ ვალს. 2017 წლის 24 აგვისტოს დაურეკა რ------–--------მა და უთხრა, რომ მისი 23.000 ლარი იშოვნა და დაბრუნება უნდოდა. ა---- კ--------ი მივიდა რ------–--------თან სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ფ-----– კ-------ი. რ-----მა უთხრა, რომ ცხვარი გაყიდა და რადგან თავისი ავტომანქანა არ ჰყავდა, თანხა ვერ ჩამოიტანა. ა---- კ--------მა მაშინვე დაიქირავა ტაქსი და რ------–--------თან და ფ-----– გ-------თან ერთად წავიდა ნ----–------ში, შ--------ის საზაფხულო ბინაში, სადაც რ------–--------მა მას გადასცა 23.000 ლარი. ამის შემდეგ, 26 აგვისტოს, როდესაც იგი რ------–--------თან და ფ-----– კ-------თან ერთად რ-----ის ავტომობილით ს--------ოში მიდიოდა, გზაში, წალკის რაიონში, შეხვდათ ნ----–-----ისკენ მიმავალი კ--------------------ი, მისთვის უცნობ ორ პიროვნებათან ერთად. ერთ-ერთმა, რომელსაც როგორც მოგვიანებით გაიგო ზ-----ი ერქვა, რ-----ს ა-----ბაიჯანულად უთხრა: „ჩემი ცხვარი სად არისო“, რ------–--------მა კი უპასუხა: „შენ ჩემთვის არაფერი მოგიბარებია, მე ცხვარი კ----------ამ მომცაო, წავიდეთ და თბილისში დავილაპარაკოთო“. მათ არაფერი უპასუხეს და წავიდნენ ნ----–-----ის მიმართულებით.
მოწმე ჰ------ შ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულის დედა. ჰ------ შ--------ი, 2017 წლის მაისის თვიდან, იმყოფება ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ---აში არსებულ საზაფხულო საძოვარზე, სადაც მის შვილს რ------–--------ს ეხმარება ცხვრის მოვლაში. ივლისის თვის ბოლოს რ-----ი წასული იყო იორმუღანლოში და იქიდან დარეკა, რომ კ----------ას ცხვარი უნდა ჩაეყვანა მათთან ცოტა ხნით და მისი შვილი, ფ------ შ--------ი და მათი მწყემსი, სოფელ გ---ასთან დახვედროდნენ ავტომანქანას და ცხვარი წაეყვანათ. ფ------ი და მწყემსი ი-----–ი მართლაც წავიდნენ და წაიყვანეს სახლში ცხვარი, რომელიც მათი თქმით იყო 288 სული. აღნიშნული ცხვარი მათთან დაახლოებით 20 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული, შემდეგ კი რ-----მა გაყიდა და გაისტუმრა კ----------ას ვალი. ჰ------ შ--------ის განმარტებით, კ----------ას აქვს მისი შვილის ვალი დაახლოებით 120.000 ლარი, რის გამოც სახლი აქვს ჩადებული ბანკში. 4 აგვისტოს, მთაში, ქაჩალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ღონისძიება და იმ ღამით კ----------ა დარჩა მათთან სახლში, რა დროსაც ჰ------მა და მისმა შვილმა რ-----მა მას ჰკითხეს თუ როდის აპირებდა მათი ვალის გადახდას, რაზეც მან უპასუხა, რომ ცხვარი რომელიც მათთან იყო ვალში დაეტოვებინათ და დარჩენილ თანხასაც რაღაც ბიზნესი ჰქონდა დაწყებული და მალე გადაუხდიდათ. რ-----მა უთხრა, რომ ცხვარი ხომ შენი არააო, რაზეც კ----------ამ უპასუხა რომ ცხვრის პატრონთან პასუხისმგებელი მე ვარო, ცხვარი მე მოგიყვანე და პასუხსაც მე ვაგებო. ამის შემდეგ რ-----მა კ----------ას 283 სული ცხვარი გაყიდა. ჰ------ შ--------მა ცხვრის წარმომავლობის შესახებ არაფერი არ იცის, მისთვის არავის არაფერი უთქვამს.
მოწმე ფ-----– გ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულ რ------–--------ის ბავშვობის მეგობარი, მათ ოჯახებით აქვთ ახლო ურთიერთობა ერთმანეთთან. ასევე იცნობს კ--------------------საც. დაახლოებით 3-4 წლის წინ კ--------------------მა წამოიწყო ცხვრის ბიზნესი და როგორც მისთვის ცნობილია, მან სოფელ იორმუღანლოდან ცხვარი სხვადასხვა მოქალაქეებისაგან წაიყვანა ვალად, რომლის თავდებიც გახდა რ------–--------ი. აღნიშნული ბიზნესი კ----------ამ მისი გადმოცემით ვერ ააწყო, ვეღარ შეძლო ცხვრის მეპატრონეებისათვის თანხის გადახდა და ისინი ვალის დაბრუნებას, როგორც თავდებისგან რ------–--------ისგან ითხოვდნენ. აღნიშნულის გამო რ------–--------ს მოუხდა საკუთარის სახლის ბანკში ჩადება და კ--------------------ის ვალების გასტუმრება. ასევე, რ------–--------ის ძმამ ს----- შ--------მა, რომელიც ცხოვრობს ყაზახეთის რესპუბლიკაში, სოფელ თულარის მაცხოვრებლისგან, ა----ასგან, აიღო 23.000 ლარი, რომელიც მისცა მის ძმას რ-----ს, კ--------------------ის ვალის დასაფარად. 2017 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში ფ-----– გ-------ი იმყოფებოდა ნ----–-----ის რაიონში, სადაც საზაფხულო საძოვრებზე, კერძოდ ქაჩალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება, სადაც კ--------------------მა, მისი თანდასწრებით, რ------–--------ის კითხვაზე თუ როდის გაისტუმრებდა ვალს, უპასუხა და ხელით უჩვენა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც იდგა დაახლოებით მათგან 20 მეტრში, სახელად ზ-----ი და თქვა, რომ მან, ზ-----თან და ნ-----ასთან ერთად დაიწყო ბიზნესი და ვალს მალე გაუსტუმრებდა. ამის შემდეგ, დაახლოებით 20 დღეში, ფ-----–ს რ-----მა დაურეკა და კაფეში შეხვედრა სთხოვა. იგი მივიდა რ-----თან სახლში, საიდანაც წავიდნენ სოფლის ერთ-ერთ კაფეში. გზაში რ------–--------ისგან შეიტყო, რომ მას გაეყიდა კ--------------------ის ცხვარი, ვალის სანაცვლოდ და აღიშნულ თემაზე უნდა ესაუბრა კ----------ასთან. კაფეში რომ მივიდნენ მათ იქ დახვდნენ კ--------------------ი და ნ----- მ--------ი. მისვლისას კ----------ამ რ-----ს უთხრა: „ხომ იცოდი ცხვარი ჩემი არ იყო და რატომ გაყიდეო?“ რ-----მა კი უპასუხა, რომ მან თავად უთხრა ნ----–------ში მასთან სტუმრობისას რომ ცხვარი ვალში დაეტოვებინა და დანარჩენ ფულსაც გაუსტუმრებდა. კ----------ამ რ-----ს ცხვრის უკან დაბრუნება ან მეპატრონისათვის ფულის გახდა მოსთხოვა, რაზეც რ------–--------ნმა უპასუხა, რომ გაყიდული ცხვრისგან აღებული ფულით ძველი ვალი - 23.000 ლარი გადაუხადა ა----ს. როგორც მერე შეიტყო, რ-----ს ა----ისათვის 23.000 ლარი ჯერ არ ჰქონდა გადახდილი და შემდგომ გადასცა მთაში, თავის საზაფხულო საძოვარზე. როდესაც ნ----–-----იდან უკან ბრუნდებოდნენ ნ----–-------წალკის გზაზე მათ შეხვნენ კ----------ა, ზ-----ი და მისთვის უცნობი პიროვნება. ზ-----მა რ-----ს ჰკითხა, თუ სად იყო მისი ცხვარი, რაზეც მან უპასუხა, რომ რა ცხვრებს სთხოვდა, მისთვის არაფერი მიუბარებია, ცხვარი იყო კ----------ასი და მაგიტომ გაყიდა. ფ-----– გ-------ის ჩვენებით თუ სწორად ახსოვს რ-----სა და კ----------ას შორის კაფეში საუბარი იყო 285 სულ ცხვარზე, ხოლო თუ რა ფასად გაყიდა აღნიშნული ცხვარი შ--------მა, მან არ იცის.
მოწმე პ---–- მ-----–--ის ჩვენებით დადგენოლია, რომ იგი არის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი. მან დაადასტურა, რომ ცხვარი იყო ზ---------–--–---ის და არა კ--------------------ის. კ--------------------ი რ------–--------ს მისი გაყიდვის ნებართვას არ მისცემდა. შ--------ი კი ამბობდა რომ ცხვარი კ----------ას ნებართვით გაყიდა და ვალი გადაიხადა.
დაცვის მხარის მოწმის ა----- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხვარი მისგან ნისიად რ------–--------მა წაიყვანა და არა კ--------------------მა. რ-----ს რომ ვეღარ უკავშირდებოდა, ამიტომ კ----------ას დაურეკა, რომელიც შეჰპირდა, რომ ფულს გადაუხდიდნენ. საბოლოოდ ცხვრის ღირებულება რ------–--------მა გადაუხადა 6-7 თვის მერე, 2014 წელს, 12.000 ლარი.
დაცვის მხარის მოწმის ს--–--- ე----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს კ--------------------ს. მისთვის ცნობილია, რომ კ--------------------მა რ------–--------ს უთხრა ცხვარი რაც შეიძლება ძვირად გაყიდე, ვალები რომ გადავიხადოთო. ეს იყო 2017 წლის 6 აგვისტოს ქორწილში. რ------–--------მა მოწმეს უთხრა, რომ რაც ქორწილში მოისმინა უნდა ეთქვა. თავის ჩვენებაზე, რომელიც ადვოკატმა აჩვენა, ს--–--- ე----------მა განმარტა, რომ ჩვენებაზე მისი ხელმოწერა არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა. გამოკითხვას თარჯიმანიც ესწრებოდა, რომლის სახელი და გვარიც არ ახსოვს. ამ გამოკითხვის შემდეგ იგი კ--------------------ს კაფეში შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ სასამართლოში ყურანზე დაგაფიცებენო, რაზეც მან უპასუხა, რომ ამას არ გააკეთებდა.
ბრალდებულმა რ------–--------მა წარდგენილი ბრალდება არ აღიარა და განმარტა, რომ ის და დაზარალებული კ--------------------ი ძალიან ახლობლები არიან. ერთად იზრდებოდნენ. ადრე კ----------ა თაღლითობაზე იყო დაჭერილი. 3 წელი იხდიდა სასჯელს. მანამდე 1500 ლარი ჰქონდა კ--------------------ს მისი ვალი, რომელიც აპატია და აღარ გამოართვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველის დამზადება დაიწყეს, მაგრამ ვალი დაედოთ 60,000 ლარი და გადაწყვიტეს ცხვრის ბიზნესი დაეწყოთ. რ-----მა მოქალაქეებისგან ცხვარი იყიდა და კ----------ას მისცა გასაყიდად, 116,000 ლარი დაიდო ვალი, რაც 1 თვეში უნდა გაესტუმრებინა კ----------ას, მაგრამ არ გადაიხადა. ხალხი ფულს რ-----ს სთხოვდა. 2 თვის მერე მან კ--------------------ს მიაკითხა ბათუმში და ნახა, რომ 300 სული ცხვარი ჰყავდა პოლიგონზე შეყრილი. კვლავ შეჰპირდა ფულის მიცემას, მაგრამ არ მისცა. მეორედაც წავიდა ბათუმში, ისევ დაამშვიდა, რომ ფულს მალე მისცემდა და უკან გამოუშვა. ამის შემდეგ რ-----ის ძმა ჩამოვიდა რუსეთიდან, რომ შეიტყო მომხდარის შესახებ წავიდა კ----------ას სანახავად. უკან ერთად დაბრუნდნენ. კ--------------------მა შესთავაზა ფული ბანკიდან გამოეტანა და ხალხი გაესტუმრებინა. მართლაც 2014 წლის ზამთარში რ------–--------მა ბანკიდან თავისი სახელით 61.000 ლარი გამოიტანა, ამ თანხიდან 60.000 ლარი გაისტუმრა. მერე სახლი დაუყადაღეს და აუქციონზე გაიტანეს. ადვოკატად კ--------------------ი აიყვანა, მაგრამ სახლი 2018 წლის 7 თებერვალს გაიყიდა. რაც შეეხება აღნიშნულ საქმეს 2017 წლის ივლისის თვეში კ--------------------მა უთხრა, რომ მას ნაყიდი ჰყავდა 288 სული ცხვარი, რომელიც ს--------ოს რაიონში, ბიძაშვილის ნ----- მ--------ის ფერმაში ჰყავდა მიბარებული და უთხრა, რომ მისი ვალის სანაცვლოდ აღნიშნული ცხვარი წაეყვანა. რადგანაც წლების მანძილზე რ------–--------ი არ უბრუნებდა ვალს, ამიტომაც რ------–--------ი დასთანხმდა კ----------ას შეთავაზებას. ბრალდებულის განმარტებით, მას თავისი ცხვარი ზაფხულობით მიჰყავს ხოლმე ნ----–-----ის რაიონში საზაფხულო საძოვარზე ე.წ. ქაჩალგორასთან და რადგანაც ცხვარი დასუსტებული იყო გადაწყვიტა ცხვრის თავის საზაფხულო საძოვარზე წაყვანა. აღნიშნული ცხვარი ს--------ოს რაიონიდან თავისი სატვირთო ავტომანქანით ჩამოიყვანა ნ----–-----ის რაიონში სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებმა რ------მა, რომლის გვარიც არ ახსოვს. ცხვარი ჩაიბარა მისმა 13 წლის ბიჭმა ფ----- შ--------მა და მისმა მწყემსმა ი-----–მა. ცხვარმა ნ----–-----ის რაიონში დაჰყო დაახლოებით 15-20 დღე, როცა მომჯობინდა რ------–--------მა ცხვარი გაყიდა 26.970 ლარად. აღნიშნული თანხიდან 23.000 ლარი გადაუხადა თავის თანასოფლელ ა----ს, რომლის გვარიც არ იცის, ხოლო დანარჩენი 3.970 ლარის მიცემა დააპირა ფ------- მ-------ისთვის და უთხრა, რომ დანარჩენ თანხასაც შემდეგ გადაუხდიდა, რაზეც ფ-------მა უთხრა, რომ მას უკვე სასამართლოში ჰქონდა სარჩელი შეტანილი და იქ ილაპარაკებდნენ. ცხვრის გაყიდვიდან რამოდენიმე დღეში, რ------–--------მა დაურეკა კ--------------------ს და უთხრა, რომ ცხვარი გაყიდა, ერთი მევალე ა----ი გაისტუმრა, ხოლო ფ------- მ-------თან თანხა დააკლდა და ვერ მოილაპარაკა, რაზეც კ----------ამ უთხრა, რომ ფ-------ას თავად მიხედავდა. მოწმის განმარტებით, მას როდესაც კ--------------------მა დაურეკა და ცხვარი შესთავაზა, მან უთხრა, რომ ცხვარი იყო მისი და სხვა არანაირი პიროვნება არ უხსენებია. რ------–--------ი ზ---------–--–---ს მხოლოდ შორიდან იცნობს და მასთან არანაირი ახლო ურთიერთობა არა აქვს. ზ---------–--–---ს კ--------------------თან ერთად შეხვდა მაშინ, როდესაც ნ----–-----იდან თბილისის მიმართულებით მიდიოდა. მათ ჰკითხეს ცხვარი რატომ გაყიდეო და მაშინ გაიგო, რომ აღნიშნული 288 სული ცხვარი ზ---------–--–---ის ყოფილა და არა კ--------------------ის. ზემოაღნიშნული 288 სული ცხვარი მან მიჰყიდა შემთხვევით მყიდველებს, რომლებსაც იგი არ იცნობს და რა ბედი ეწია გაყიდულ ცხვარს მისთვის უცნობია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ------–--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ რ------–--------ის გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულ რ------–--------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებულ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
ის რომ მსჯავრდებული რ------–--------ი მოქმედებდა თვითნებურად დადგენილია, დაზარალებულ ზ---------–--–---ის, მოწმეების - კ--------------------ის და ნ----- მ--------ის ჩვენებებით, რითაც დადგენილია, რომ ზ---------–--–---ის კუთვნილი ცხვარი, რ------–--------ის რჩევით, დროებით განთავსებული იქნა მისივე კუთვნილ ცხვრის საზაფხულო საძოვარზე. მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ აღნიშნული ცხვარი, რ------–--------მა მესაკუთრის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად გაასხვისა ა---- გ--------ის ვალის დასაფარად, რასაც არც თვითონ მსჯავრდებული უარყოფს. ხოლო, რ------–--------ისათვის ცნობილი რომ იყო, ცხვარი ზ---------–--–---ს ეკუთვნოდა, დასტურდება დაზარალებულ ზ---------–--–---ის, მოწმეების - კ--------------------ის, ნ----- მ--------ის ჩვენებებით, კერძოდ: კ--------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---------–--–---ს ცხვარი მისი დახმარებით უნდა გაეყიდა. მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხვარს ყიდდნენ. მასთან მივიდა რ----- შ--------ი, რომელმაც ცხვარი რომ ნახა უთხრა, რომ ცხვარი სუსტია, ზ-----ი ცოდოა და ორი კვირით მასთან აერეკათ ნ----–-----ის მთაში, რათა მოსუქდესო და მერე გაყიდეთო. კ--------------------მა აღნიშნული შეთავაზების შესახებ ზ---------–--–---ს შეატყობინა. ასევე, ზ---------–--–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ--------------------მა რ------–--------ი მიიყვანა მის ოფისში, სადაც მოილაპარაკეს და ზ---------–--–---ი დათანხმდა რ------–--------ის შეთავაზებას, ცხვარი მის საძოვრებზე აერეკათ. ნ----- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხვარი ზ-----მა იყიდა და მან გადაიყვანა ს--------ოს რაიონში, მის სარგებლობაში არსებულ ფერმაში. მის ფერმაში ცხვარი დაახლოებით 10 დღე იყო გაჩერებული. ამ დროში მასთან ფერმაში მივიდნენ კ--------------------ი და რ------–--------ი, სადაც რ-----მა კ----------ას უთხრა, რომ ცხვარი დასუსტებულია და ზ-----მა რომ არ იზარალოს საჭიროა ცხვრის მთაში წაყვანაო. კ--------------------მა მაშინვე ზ-----ს დაურეკა, რომელსაც შეატყობინა რ-----ის შეთავაზების შესახებ.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ------–--------მა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ------–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, რალდების მხარეს, სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი, რ------–--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ რ------–--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ------–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ვადით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი, ყოველდღიური ხანგრძლივობის და პროცედურების განსაზღვრა, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს - კახეთის პრობაციის ბიუროს.
მსჯავრებულ რ------–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაია თეთრაული