განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210117002097120
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/177-18 26 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები/მოწინააღმდეგე მხარეები – კ-------–-–---–------------–-–---–-------------------------
წარმომადგენელი – პა-------------–---–-,მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი – სს-----------------
წარმომადგენელი – ლ-------------
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის კ-------–-–---–-------------–-–---–------------------------------------ 2017 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების 14403,67 (თოთხმეტი ათას ოთხას სამი აშშ დოლარი და სამოცდაშვიდი ცენტი) აშშ დოლარის ს--------------------ს სასარგებლოდ, სოლიდარულად გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7650 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 6076,24 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა შეადგენს 300,69 აშშ დოლარს, წლის საკომისიო შეადგენს 198,59 აშშ დოლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 178,15 აშშ დოლარს.
1.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართობი 966,00 კვ.მ. და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობანი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი) საერთო ფართით 109,9 კვ.მ. ობიექტი N2, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 6------------ სარეალიზაციოდ მიქცევა.
1.3 . იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხეთათვის დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინების განხორციელება მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ- მოძრავი ქონებებიდან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს------------------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1 მოპასუხეებს კა------–-–---–-------------------, ნ--------–-–---–------------------- და მარ------------------------------------ მოსარჩელე ს--------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სულ 9847,61 აშშ დოლარი (ძირი 7650 აშშ დოლარი, პროცენტი 1799,48 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 178,5 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 21,39 აშშ დოლარი, წლის საკომისიო 198,59 აშშ დოლარი).
2.2. დადგინდა, რომ დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს ნ--------–-–---–-- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, მდებარე: ქ. ბ----------, რ------------------------------------.
2.3. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს ს-------------------“ უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცეს კა-------–-–---–----------------------- ნ--------–-–---–-- (პ--------------- და მ---------------------------------------- სხვა უძრავ მოძრავ ქონებაზე.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე 418-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე მუხლების საფუძველზე.
4.1. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
4.2. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე, მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კ-------–-–---–-ს, ნ--------–-–---–--, მ---------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის განმარტებით, 20---–-–----------------- საკრედიტო სესხის ხელშეკრულების 2.3. და 3.8. მუხლები პირდაპირ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უშუალოდ ამ ხელშეკრულების საფუძველზე საკრედიტო თანხები ვერ გაიცემოდა და ისინი არც გაცემულა, რასაც არც მოსარჩელე მხარე უარყოფს. მოსარჩელე თავის მოთხოვნის საფუძვლად უთითებს 2----–-–----- აგვისტოს სესხის ხელშეკრულებას და აცხადებს, რომ 2----–-–----- აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 2-------, რომლითაც კა------–-–---–-- სესხის სახით მიიღო 8600 (რვაათასექვსასი) აშშ დოლარი. სასარჩელო მოთხოვნას არ ახლავს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ბანკის მიერ 2----–-–----- აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის (თანხების) გაცემის ფაქტს. საქართველოში მოქმედი საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად, ფულადი სახსრების გაცემა ამა თუ იმ პირის საბანკო ანგარიშიდან ან სალაროდან შეიძლება მოხდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული საანგარიშსწორებო დოკუმენტების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ბანკს ფულადი სახსრები კა------–-–---–--- შეიძლება გაეცა რამდენიმე გზით. კერძოდ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ნაღდი ანგარიშსწორებით მოსარჩელე ბანკის სალაროდან და ნაღდი ანგარიშსწორებით გამსესხებლის საბანკო ანგარიშიდან. შესაბამისად, მოსარჩელეს კა------–-–---–--- საკრედიტო სახსრების გაცემის დასადასტურებლად უნდა წარმოედგინა საანგარიშსწორებო ან სალაროს ოპერაციების (საკასო ოპერაციების) ამსახველი დოკუმენტი. სხვანაირად კრედიტის გაცემის ფაქტის დადასტურება შეუძლებელია. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ზემოაღნიშნულ დოკუმენტები, ვინაიდან ფულადი სახსრები 2----–-–----- აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე კა------–-–---–--- არ გაცემულა. ამდენად, სადავო ხელშეკრულება ბანკის მხრიდან არ შესრულებულა, შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს რაიმე საპასუხო შესრულება მოპასუხეებისაგან სარჩელში მითითებული საფუძვლებით.
5.2. აპელანტების მოსაზრებით, ბანკის მიერ 20-------- წელს გაცემულ ცნობას, რომ მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 14 403,67 აშშ დოლარის ოდენობით, არანაირი მტკიცებულებითი ღირებულება არ გააჩნია, ვინაიდან იგი გაცემულია თვით მოსარჩელე მხარის მიერ.
5.3. ვინაიდან, არ დასტურდება სესხის სახით მოპასუხე კ-------–-–---–-ს მიერ თანხის მიღების ფაქტი, აღნიშნული გამორიცხავს ასევე, თავდების პასუხისმგებლობასაც. იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს 2013 წლის 3 ივნისის N---------- ხელშეკრულების უზრუნველყოფას, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნები ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
5.4. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი სასარჩელო თანხების გაანგარიშება.
სს------------ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად გაათავისუფლა მხარე ორგანიზაციის მიერ სამომავლოდ მისაღები პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის და წლის საკომისიოს გადახდის ვალდებულებისაგან.
6.2. სს------------ წარმომადგენლის მოსაზრებით, ხელშეკრულების შეწყვეტა არ წარმოშობს იმის საფუძველს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრებაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, მოსარჩელე მიიღებდა სრულად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს, ძირ თანხას, მომსახურების საკომისიოს და სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ თანხებს.
გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. 2----–-–----------------- შ----------------------------------–------------“ და კ-------–-–---–- შორის დაიდო ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ სესხის ხაზის მოქმედების ვადა იყო 2033 წლის 16 დეკემბრამდე, ხოლო სესხად შესაძლო გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს.
10.2. 2016 წლის 09 სექტემბერს განხორციელდა შ------------–---------------–------------------------------- გარდაქმნა, რეორგანიზაციის შედეგად მიღებულ სუბიექტს წარმოადგენს სა--–------------------------------, რომელიც არის შპს------------ სამართალმემკვიდრე/უფლებამონაცვლე.
10.3. 2----–-–----------------- შ------------------------------------–------------- და ნ--------–-–---–- შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს და კ-------–-–---–- შორის დადებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ქალაქი ბ----------, რ------------------–- მდებარე, ნ--------–-–---–-- საკუთრებაში რეგისტრირებული, 966,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული ობიექტი N1 (საცხოვრებელი) საერთო ფართობით 109,9 კვ.მ. და ობიექტი N2, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 6------------
10.4. 2----–-–----- აგვისტოს შ----------------------------------–------------“ და კ-------–-–---–- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N2------------. რომლითაც კა------–-–---–--- სესხის სახით გაიცა 8600 (რვაათას ექვსასი) აშშ დოლარი, სესხი ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდას, ხოლო სესხის საპროცენტო სარგებელი, ძირი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა მსესხებელს უნდა გადაეხადა მხარეთა ხელმოწერილი გადახდის გრაფიკის შესაბამისად 61 თვის ვადაში; აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და კ-------–-–---–- შორის 2----–-–----------------- დადებული სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და ფარგლებში. იგი ხელმოწერილია კ-------–-–---–-ს (პ/ნ 1----------) მიერ.
10.5. 2----–-–----- აგვისტოს შ----------------------------------–------------“ და კ-------–-–---–- შორის დადებული N2------------ სესხის ხელშეკრულების 5.1-5-5 პუნქტის შესაბამისად, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ბანკის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა, რისთვისაც უნდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის პრემია სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილი ოდენობითა და წესით.
10.6 . 2----–-–----- აგვისტოს შ----------------------------------–------------“ და ნ--------–-–---–------------------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ--------–-–---–-- მოსარჩელის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კ-------–-–---–-ს მიერ 2----–-–----- აგვისტოს N2------------ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ძირითადი თანხის, პროცენტის პირგასამტეხლოს, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასა და მომსახურების ყოველწლიურ გადასახადების) სრულად და ჯეროვნად შესრულებაზე 18778,67 (თვრამეტიათას შვიდას სამოცდათვრამეტი აშშ დოლარი და სამოცდაშვიდი ცენტი) აშშ დოლარის ფარგლებში.
10.7. 2----–-–----- აგვისტოს შ----------------------------------–------------“ და მარ------------------------------------ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ---------------------- მოსარჩელის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კ-------–-–---–-ს მიერ 2----–-–----- აგვისტოს N2------------ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ძირითადი თანხის, პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასა და მომსახურების ყოველწლიურ გადასახადების) სრულად და ჯეროვნად შესრულებაზე 18778,67 (თვრამეტი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი აშშ დოლარი და სამოცდაშვიდი ცენტი) აშშ დოლარის ფარგლებში.
10.8. იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის ან კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
10.9. სესხის ხელშეკრულების 3.10 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
10.10. მოპასუხის მიერ 2----–-–----- აგვისტოს N2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დაფარულია სესხის ძირი თანხა 950 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი 3258,78 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის პრემია 344,31 აშშ დოლარი, ჯარიმა 38,22 აშშ დოლარი.
10.11. 2017 წლის 31 აგვისტოს მოპასუხეებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები, რითაც ეცნობათ, რომ დარღვეული იყო კ-------–-–---–-ს მიერ მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მოეთხოვათ დაეფარათ დავალიანება, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ბანკმა 2017 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს.
10.12. სარჩელის თანახმად, მოპასუხის დავალიანება 2----–-–----- აგვისტოს N2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 9847,61 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7650 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1799,48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 178,15 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 21,39, წლის საკომისიო 198,59 აშშ დოლარი;
11. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ კა------–-–---–--- საკრედიტო თანხები არ გაცემულა, საფუძველს მოკლებულია და არ უნდა იქნეს გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. სადავო არ არის გარემოება, რომ 2----–-–----------------- შპს „მ------------------------------–------------“ და კ-------–-–---–- შორის დაიდო ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ სესხის ხაზის მოქმედების ვადა იყო 2033 წლის 16 დეკემბრამდე, ხოლო სესხად შესაძლო გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულებით დადგინდა, რომ მის საფუძველზე და ფარგლებში შეეძლოთ მხარეებს მომავალში დაედოთ სესხის თუ იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთან დაკავშირებითაც მხარეთა ურთიერთობები უნდა მოწესრიგებულიყო ხაზის ხელშეკრულებით. წორედ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა 2----–-–----- აგვისტოს სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ სესხის ძირითად პირობებზე, კერძოდ განისაზღვრა სესხის თანხა, საპროცენტო განაკვეთი, პირგასამტეხლოს ოდენობა, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ამასთან, მხარეთა შორის შედგა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლითაც მოპასუხეს განესაზღვრა ვალდებულება გრაფიკში მითითებულ ვადაში და მითითებული ოდენობით მოეხდინა თანხების გადახდა.
11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
11.3. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია სესხის ნაწილობრივ დაფარვის ამსახველი მტკიცებულებები, კერძოდ, უდავო გარემოებაა, რომ კ-------–-–---–- მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში გადახდილი აქვს 4591,31 აშშ დოლარი. (აქედან, სესხის ძირი თანხა 950 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი 3258,78 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის პრემია 344,31 აშშ დოლარი, ჯარიმა 38,22 აშშ დოლარი). ამდენად, სახეზეა მოპასუხის კონკლუდენტური მოქმედებები ვალდებულების შესრულების შესახებ, რაც ადასტურებს სასესხო ურთიერთობის არსებობას და სესხის თანხის მიღებას. აღნიშნული გარემოების საპირისპირო მტკიცება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ გამსესხებლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი თანხის მიღება, საფუძველს მოკლებულია.
11.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ასევე, ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელზე არ წარმოადგინა კვალიფიციური შესაგებელი. (კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მითითებებს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებზე და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთი შესაგებელი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“), მოპასუხეს სარჩელის საპირისპირო არგუმენტებზე არც მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითებია (მაგალითად იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისაგან სესხის თანხა საერთოდ არ მიუღია). მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები კი, სასამართლომ არ მიიღო იმ საფუძვლით, რომ მხარემ ვერ დაადასტურა მათი მთავარ სხდომამდე (მოსამზადებელ სხდომაზე) წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობა.
11.5. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეცილება სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახალ გარემოებაზე მითითებით არ ქმნის მისი შეფასებისა და გაზიარების საფუძველს, რადგან ასეთი საფუძველი მხარეებს გააჩნიათ მხოლოდ საქმის მომზადების სტადიაზე, ხოლო ამ ეტაპზე მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტთა (მოპასუხე მხარის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მოპასუხეთა არგუმენტებისა და მტკიცებულებების სასამართლოს მთავარ სხდომამდე წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, თუმცა მოპასუხე მხარემ სააპელაციო პალატას ასეთი მტკიცება ვერ წარუდგინა, რაც მოპასუხეთა სააპელაციო შედავების საფუძვლიანობას გამორიცხავს.
13. რაც შეეხება, სს------------ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას, რომლითაც აპელანტი მოპასუხეთათვის სამომავლოდ მისაღები პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის და წლის საკომისიოს გადახდის დაკისრებას მოითხოვს, პალატა ასევე არ იზიარებს შემდეგი დასაბუთებით:
13.1. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
13.2. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
13.3. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
13.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
13.5. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით.
13.6. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის შედეგად განმარტოს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა.
13.7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საკრედიტო ხელშეკრულებებით კრედიტისათვის გათვალისწინებული სარგებლის (როგორც მიუღებელი შემოსავლის) მოვალისათვის დაკისრებას ხელშეკრულების სრული ვადისათვის ითხოვს. არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე პერიოდისათვის გადასახდელი სარგებლის მოვალისათვის დაკისრების ნაწილში. შესაბამის პერიოდში კრედიტის სახით გაცემული თანხის გამოყენების შეუძლებლობა საკრედიტო დაწესებულებისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი. რაც შეეხება, კრედიტის თანხის დაბრუნების შემდგომ პერიოდს, მისთვის სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობის გამო. კრედიტის გამცემის განმარტების შესაბამისად, მისთვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს თანხა, რასაც იგი მიიღებდა კონკრეტული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების - მისი ვადის ბოლომდე კრედიტისა და სარგებლის გადახდის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საშუალება და საკრედიტო დაწესებულების მიერ მისი ფლობა ქმნის ჩვეულებრივ საქმიანობის განხორციელებით სარგებლის მიღების უპირობო ვარაუდს, თანხის დაბრუნების მიუხედავად, შემოსავლის მიღების შეუძლებლობაზე მითითება გაუმართლებელია, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. (საქმე №ას-841-805-2014, 23 მარტი, 2015 წელი).
13.8. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოპასუხეთა მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა რამდენიმე თვის ვადაში აღსრულდეს, მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა კვლავ გასცეს აღნიშნული თანხა სესხად და მიიღოს სარგებელი. შესაბამისად, ამ ვითარებაში მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის არსებობაზე მითითება და მოპასუხეთათვის სამომავლოდ მისაღები პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის და წლის საკომისიოს გადახდის დაკისრების მოითხოვნა საფუძველს მოკლებულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად არ იქნა გაზიარებული.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
15. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს------------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. კ-------–-–---–-ს, ნ--------–-–---–--, მ---------------------- სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;
4. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი