მუხლი 3761. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე
თავი XLVI — საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში
1. თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
2. თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
3. თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-1423-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2026
…და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (იხ. სუსგ საქმე №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წელი). საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე…
საქმე №ას-978-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
…ხდის ასევე სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული პრეტენზია არ წარმოადგენს დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის…
საქმე №ას-1054-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
…პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც მას წაერთვა საკუთარი პოზიციის დაცვის უფლება. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის…
საქმე №ბს-499(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…მნიშვნელობის მქონე, ანუ საქმესთან შემხებლობაში მყოფ ფაქტებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროების შესახებ და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული…
საქმე №ას-286-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2025
…მითითებას, რომ სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სააპელაციო საჩივარი და მას მოთხოვნის დაზუსტების საშუალება არ ჰქონდა პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე „...... აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების,…
საქმე №ას-1369-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
საქმე №ას-955-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
საქმე №ას-774-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2024
საქმე №ას-1537-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
საქმე №ას-1073-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
საქმე №ას-423-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
საქმე №ას-451-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
საქმე №ას-1018-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
საქმე №ას-905-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2024
საქმე №ბს-828(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2024
საქმე №ას-492-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2024
საქმე №ას-522-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
საქმე №ას-573-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
საქმე №ას-505-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2024
საქმე №ას-579-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2024
საქმე №ას-342-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
საქმე №ას-101-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2024
საქმე №ას-1395-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2024
საქმე №ას-226-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2024
საქმე №ას-1508-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
საქმე №ას-1022-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
საქმე №ას-1399-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2023
საქმე №ას-911-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
საქმე №ას-950-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2023
საქმე №ას-1098-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
საქმე №ას-533-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2023
საქმე №ას-637-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
საქმე №ას-606-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2023
საქმე №ას-530-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
საქმე №ას-270-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
საქმე №ბს-1073(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
საქმე №ას-340-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
საქმე №ას-81-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
საქმე №ას-128-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-1472-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2023
მუხლი 37. ზეპირი მოსმენა და გადაწყვეტილების მიღება— ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ