განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117002144138-1ბ/644-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მურმან ისაევი
ვეფხვია ლომიძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ-------–---–-------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: შ---------------–-------------–---–---------------–----------–--------------------------- დაბადებული 1----–-–-----------------,რეგისტრირებული: გ-----------------------–-----------
ადვოკატი: გ-----------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ------------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----------–---–-- ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა ან უეცარი ძლიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად ქმედების გადაკვალიფიცირება, ამასთან მიუთითა მსჯავრდებულის მიმართ თუ ვერ დადგება გამამართლებელი განაჩენი, შეუმცირდეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
შ------------–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით.
სასამართლომ დაადგინა :
2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ-------–--–-----–----------------------------–- მდებარე შპს „------–---------------“ შენობაში მთავარ შესასვლელთან შ------------–---–-- თავის მეუღლე თე-------–---ს დანის გამოყენებით, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ჭრილობები გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში, რის შემდეგაც თე-------–--- გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა.
დაზარალებულ თ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 22 წელია ქორწინებაში იმყოფება შ---- ტ-----–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად კამათობდნენ, მსჯავრდებული ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ცემდა. ძალადობა იყო როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, მათ შორის ოჯახის წევრების თანდასწრებითაც. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს შვილის თანდასწრებით დანა დაადო ყელზე, ინციდენტში ჩაერთო შ---------–---–-- დედა, რომელმაც დანა გააგდებინა ხელიდან. შ------------–---–- მუდმივად უთვალთვალებდა და აკონტროლებდა მეუღლეს სამსახურში, ეჭვიანობდა სხვადასხვა მამაკაცზე, მათ შორის თანამშრომელ ნ----------–---–--ე. ეჭვიანობის ნიადაგზე ცდილობდა მის მიმართ უარყოფითად განეწყო მშობლები და ოჯახის წევრები, აქეზებდა მათაც, რომ ეძალადათ თ-------–---ზე, რომელიც თითქოს მეუღლეს ღალატობდა, მიზანს მიაღწია, თ-------–---- მამამ შ---------–---–ი წააქეზა ცოლზე ძალადობაში. ოჯახის წევრების წაქეზება, გახდა მოტივი, თ-------–---ს მიეღო განქორწინების გადაწყვეტილება, რის გამოც სახლიდან გააძევა მეუღლე.
მსჯავრდებულის დედამ მზ----------–---–-ა დაადასტურა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტის არსებობა.
თ-------–---მ უშუალოდ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დილით, სამსახურში მიაკითხა შ------------–---–--- მასთან ერთად იმყოფებოდა თანამშრომელი ლ---------–---–---–---------–---–მა მას უთხრა, იცოდა თუ არა მეგობარმა ლ. ბ-----–---–მა, რომ ოჯახს ანგრევდა, რაზედაც უპასუხა, რომ კიდევ ბევრ რამეს გაიგებდა, რაშიც იგულისხმა, ოფიციალური განქორწინება, რომელსაც ყველას შეატყობინებდა. ამის თქმის შემდეგ, შ---------–---–ი გავიდა წყლის დასალევად, უკან დაბრუნებული ზურგს უკან დაუდგა მას ნელა გადაუწია თმები, ეგონა ეფერებოდა, თუმცა უცებ, კისრის მარცხენა მხარეს, ყურის ქვემოთ წვა იგრძნო და ამავდროულად გაიგონა ლ---------–---–ის კივილი. შემოტრიალდა სახით თავდამსხმელისკენ და მიხვდა, რომ მეუღლემ დანა დაარტყა ყელის არეში. ამის შემდეგ შ------------–---–-- მსხვერპლს დანით, ზედიზედ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის მუცლის მიდამოში. დანით დაზიანებებს აყენებდა სწრაფად, უსიტყვოდ, განრისხებული სახის გამომეტყველებით. ცდილობდა გაქცევას, თუმცა მსჯავრდებული არ აძლევდა ამის შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც შენობაში მყოფმა მამაკაცმა შეაჩერა შ---------–---–ი, შეძლო თავის დაღწევა, თუმცა გაქცევის დროს, შენობის გასასვლელთან მსჯავრდებულმა უკნიდან, კიდევ ერთხელ დაარტყა დანა. დაჭრილი შენობის გარეთ, ეზოში დავარდა და გონება დაკარგა. მეუღლემ ჭრილობები მიაყენა დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის, შავტარიანი დანით, რომელიც მსჯავრდებულს სულ თან ჰქონდა ავტომანქანაში.
მოწმე ლ---------–---–-- განმარტა, რომ დაინახა შ------------–---–-ს მიერ მეუღლის, თ--------–--ის დანით დაჭრის ფაქტი. 2017 წლის 6 სექტემბერს, დილით, თე-------–---ს სამსახურში მიაკითხა მეუღლემ შ------------–---–--, რომელმაც გასაუბრების შემდგომ ჰკითხა თ--ს: „შენს დაქალს უთხარი, რომ ოჯახს ანგრევო?“, რაზეც თ--მ რაღაც უპასუხა. შ--------–---–- შევიდა გვერდით ოთახში წყლის დასალევად, ოთახიდან გამოსულმა, ჯიბიდან ამოიღო დანა და მარცხენა მხარეს ყელში დაუსვა თე-------–---ს. თ-------–--- ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ მსჯავრდებული სისასტიკით, დანით დაზიანებებს აყენებდა მუცლის, მკერდის და ღვიძლის არეში. ეზოში გაქცევისას თ-------–--- კიდევ ერთხელ, ზურგიდან დაჭრა მსჯავრდებულმა, იგი მიიწევდა თ--სკენ, თუმცა იქვე მყოფი პირები მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.
მოწმე გ--------------–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა M-------ში კურიერის პოზიციაზე. ხსენებული კომპანიის ოფისი მდებარეობდა თბილისში, ილ----------------------------ში მდებარე „პ-----–--- შენობაში მეორე სართულზე. შემთხვევის დღეს, დილის საათებში მოტოციკლეტით მივიდა „პ-----–--- შენობასთან, მოტოციკლეტი გააჩერა შენობის მარცხენა მხარეს, მთავარ შესასვლელთან. შენობაში შესვლის დროს მარცხენა მხარეს ისხდნენ შ------–----ს“ დაცვის თანამშრომლები, რომელთაგან ერთ-ერთს, სახელად ჰქვია თ--. შენობაში შესვლისას ისინი მოიკითხა და ავიდა მეხუთე სართულზე. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ გამოვიდა „პ-----–--- შენობის წინ, ტროტუართან, სადაც გაჩერებული ჰყავდა მოტოციკლეტი. მოულოდნელად გაიგონა ყვირილის ხმა და დაინახა, რომ „პ-----–--- შენობაში, გასასვლელ კართან მდგომ დაცვის სამსახურის თანამშრომელს თ--ს, ზურგის არეში დანას ურტყამდა მსჯავრდებული. ამ დროს დაინახა, რომ თ--ს სხეულის წინა მხარეს მოსდიოდა სისხლი და თან გამოდიოდა „პ-----–--- შენობიდან გარეთ. დაზარალებული გამოვიდა და ძირს დაეცა. მსჯავრდებულიც გამოვიდა გარეთ და მიიყენა თვითდაზიანება. დანა, რომელიც ხელში ეჭირა მსჯავრდებულს, იყო შავი ფერის, საშუალო ზომის.
მოწმე გ--------------------- განმარტა, რომ მუშაობს თბილისში, ილ----------------------------ში არსებული „პ-----–--- შენობის წინ, არეგულირებს ავტომანქანების გაჩერებას. ამავე შენობაში მუშაობდა თე-------–---. 2017 წლის 6 სექტემბერს ჩვეულებისამებრ მივიდა სამსახურში. გარეთ ტროტუარზე იდგა, როდესაც „პ-----–--- შენობის პირველი სართულიდან მოესმა ხმაური, შენობიდან გარეთ გამოვარდა თე-------–---, რომელიც სისხლით იყო მოსვრილი. ამის შემდეგ „პ-----–--- შენობიდან გამოვიდა თ--ს ქმარი შ------------–---–-, რომელიც ასევე სისხლით იყო მოსვრილი. ადგილზე მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თე-------–---ც და შ------------–---–-ც საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით შეიტყო, რომ შ------------–---–-- დანით დაჭრა მეუღლე თე-------–---, ხოლო შემდგომ თავად დანა ჩაირტყა ყელში. როდესაც შ---- გარეთ ცდილობდა გამოსვლას, ის და იქვე მყოფი ხალხი შეეცადნენ მის შეჩერებას. ამ დროს შ---- ითხოვდა მიეშვათ მის მეუღლესთან ახლოს.
მოწმე ნ-----–-------------–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს „პ-----–--- შენობაში. „პ-----–--- შენობას იცავენ დაცვის სამსახურის „ა-–-----“ თანამშრომლები. მათ შორის არის თე-------–---. ეს უკანასკნელი მის ქმარს შ------------–---–- ყოველ მორიგეობაზე მოჰყავდა და მორიგეობის შემდეგაც მიჰყავდა ავტომანქანით. 2017 წლის 6 სექტემბერს, სამსახურში თ--ს მისვლიდან რამდენიმე წუთში შ----ც მივიდა. იგი შევიდა თ--ს სამუშაო ობიექტზე და ცოლ-ქმარმა დაიწყეს საუბარი. იგი მაშინვე გარეთ გავიდა. უეცრად „პ-----–--- შენობის მთავარ შესასვლელთან ატყდა ხმაური და ხალხმა მოიყარა თავი. მან დაინახა დაჭრილი თ-------–---. შემთხვევამდე გარკვეული პერიოდის წინ, თ-------–---ს მობილურ ტელეფონზე ჩაურიცხა თანხა, რაც გაიგო შ------------–---–-- და იეჭვიანა. მას მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულთან და არა სასიყვარულო, რაც აუხსნა კიდევაც ამ საკითხზე მასთან მისულ შ------------–---–-.
მოწმე ა----------–---–-- განმარტა, რომ მუშაობს შპს „ა--------------------–---–--------“-ში რომელიც განთავსებულია თბილისში, ილ----------------------------ში მდებარე „პ-----–--- შენობის მეორე სართულზე. ის ხშირად სარგებლობს „პ-----–--- მთავარი შესასვლელით, სადაც მარცხენა მხარეს არის შ------–----ს“ დაცვის თანამშრომლების სამუშაო ობიექტი. 2017 წლის 6 სექტემბერს სამსახურში მივიდა დაახლოებით 11:15 საათზე და მაშინ როდესაც შედიოდა „პ-----–--- შენობის მთავარ შესასვლელთან, დაინახა, რომ იქ იყო დაახლოებით 5-6 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი მამაკაცი ცდილობდა ქალბატონთან მიახლოებას, რომელიც მიწაზე იწვა და მოსდიოდა სისხლი ზურგიდან. თუმცა მამაკაცს არ აძლევდნენ ამის საშუალებას იქ მყოფი პირები. მამაკაცს, რომელიც ცდილობდა ქალბატონთან მიახლოებას, აღენიშნებოდა ყელის არეში სისხლის კვალი. მოგვიანებით იქვე მყოფი პირებისგან გაიგო, რომ ქმარმა ცოლი დაჭრა.
მოწმე ვ----–--------- განმარტა, რომ მუშაობს თბილისში, ილ----------------------------ში მდებარე შპს „პ-----–--- შენობაში არსებულ შპს „პ-----–------------–-- ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე. 2017 წლის 6 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 11:20 საათზე, მან შეიტყო, რომ შენობის გარეთ იყო ხალხმრავლობა და ხმაური. ის მაშინვე გავიდა „პ-----–--- შენობის გასასვლელ კართან და ნახა, რომ შენობის წინ ტროტუარზე იწვა დაზარალებული, სისხლის გუბეში და მთლიანად სისხლით იყო დასვრილი. მის გარშემო შეკრებილი იყო ხალხი და მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თე-------–--- გადაიყვანეს საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე მყოფი თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ თ--ს მეუღლემ დანით მიაყენა სხეულზე დაზიანებები და შემდეგ თავადაც მიიყენა თვითდაზიანება.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, თე-------–---ს აღენიშნებოდა: სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, კერძოდ: 1) მარჯვენა ძუძუს ქვედა მედიალურ კვადრატში, 2) მარჯვნივ უკანა აქსილარულ ხაზზე მე-6-7 ნეკნთაშუა არეში (მარჯვნივ პლევრის და მუცლის ღრუში შემავალი - თორაკოაბდომინალური ჭრილობა დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის და ღვიძლის დაზიანებით), 3)მარცხენა პარავერტებრულ ხაზზე მე-3-4 ნეკნთაშუა სივრცეში, 4) მარცხენა სკაპულარულ ხაზზე მე-5-6 ნეკნთაშუა სივრცეში, 5)მარჯვენა სკაპულარულ ხაზზე მე-7-8 ნეკნთაშუა სივრცეში, 6)მარჯვენა პარავერტებრალურ ხაზზე წელის მე-3-4 მალის დონეზე, 7) კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, და 8-9) მარჯვენა წინამხრის ზემო ნახევარში, წინა ზედაპირზე ორი ჭრილობა. მარჯვნივ პლევრის და მუცლის ღრუში შემავალი (თორაკოაბდომინალური) ჭრილობა და მარჯვენა ძუძუს ქვედა მედიალურ კვადრანტში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი ჭრილობები - რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. მარჯვნივ პლევრის და მუცლის ღრუში შემავალი (თორაკოაბდომინალური) ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო დანარჩენი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები (ჭრილობები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 06.09.17 წ.
დანაშაულის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის პერიმეტრიდან ამოღებული სისხლის ლაქები, 2017 წლის 25 ოქტომბრის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად წარმოადგენს თ--------–--ის სისხლს. გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეების და მსჯავრდებულის ჩვენებებით დადგინა, რომ მსხვერპლის დაჭრის შემდეგ შ------------–---–-- დანით მიიყენა თვითდაზიანება, ამიტომ ამოღებულ ობიექტებზე სისხლისმაგვარ კვლებზე, აღმოჩნდა მისი სისხლიც.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლიანი დანა, 2017 წლის 18 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ცივ იარაღს. სწორედ აღნიშნული დანით მოხდა მსხვერპლის თ-------–---- დაჭრა, რასაც მოწმობს 2017 წლის 25 ოქტომბრის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, დანის პირსა და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. დანის პირზე არსებული გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის თე-------–---ს და მეორე წილი ეკუთვნის შ------------–---–-. დანის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ------------–---–-. დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ დანა, რითიც მოხდა მისი დაჭრა მსჯავრდებულს ეკუთვნოდა, შ---------–---–ი ყოველდღიურად ყოფითი დანიშნულებისთვის ავტომანქანაში ინახავდა აღნიშნულ შავტარიან დანას.
შპს„------–----------------ნ“ გამოთხოვილი 2017 წლის 6 სექტემბრის მიხედვით, დაჭრილი თე-------–--- გადის შენობის გარეთ და ეცემა მიწაზე, დაჭრილთან დასახმარებლად მიდიან მოქალაქეები. კადრში ასევე ჩანს მსჯავრდებული შ------------–---–-, რომელიც ცდილობს მიუახლოვდეს დაჭრილ მეუღლეს, მაგრამ მოქალაქეები ამის საშუალებას არ აძლევენ.
მსჯავრდებულმა შ------------–---–-- დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მეუღლის თ--------–--ის დანით დაჭრის ფაქტი, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ ქმედება ჩაიდინა აფექტის მდგომარეობაში. მეუღლე თ------–--ე მისი ქცევებიდან გამომდინარე, აძლევდა ეჭვიანობის საბაბს. ეჭვიანობა იყო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტების საფუძველი. იგი წინააღმდეგი იყო მეუღლეს გაეგრძელებინა მუშაობა შ------–----ს“ დაცვის სამსახურში, თუმცა ამის მიუხედავად, მასთან შეუთანხმებლად 2017 წლის 6 სექტემბერს თ------–--ე მაინც გამოცხადდა სამსახურში. მეუღლის ეს გადაწყვეტილება მისთვის გახდა მოულოდნელი, რის გამოც მივიდა ,---–------ დაცვის სამსახურში, სადაც მეუღლემ განუცხადა, რომ აპირებდა განქორწინებას, და იქვე დააყოლა, რომ განქორწინებასთან ერთად ,,კიდევ ბევრ რამეს გაიგებდა“. ბოლო ფრაზამ იგი გააბრაზა, აღელდა, დიაბეტიდან გამომდინარე ნერვიულობის ფონზე გაუშრა პირი, შევიდა წყლის დასალევად თანამშრომელთა მოსასვენებელ ოთახში. წყლის ბოთლის გვერდით ნახა შავტარიანი დანა, აიღო და დაბრუნდა დარბაზში. ამის შემდეგ არაფერი ახსოვს, არ ახსოვს თუ როგორ მიაყენა დაზიანებები თე-------–---ს, არ ახსოვს თვითდაზიანების ფაქტი. თ--------–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა,ვინაიდან უყვარს მეუღლე,დანაშაული ჩაიდინა სულიერი აღელვების გამო.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ,მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდესუტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა,რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ,აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მ----------–-- შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე შ------------–---–- ედავება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრებად ითვლება მეუღლე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დასჯადია განზრახ მკვლელობა. მკვლელობა მატერიალური დანაშაულია, რომლის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედებით, ამავე დროს უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ დაზარალებულ თ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს მეუღლე შ------------–---–-- დანა დაარტყა ყელის არეში, დანის გამოყენებით ასევე მიაყენა ზედიზედ რამდენიმე ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის მუცლის მიდამოში. დანით დაზიანებებს აყენებდა სწრაფად, უსიტყვოდ, განრისხებული სახის გამომეტყველებით. ცდილობდა გაქცევას, თუმცა შ------------–---–- არ აძლევდა ამის შესაძლებლობას. მან შეძლო თავის დაღწევა, მაგრამ გაქცევის დროს, შენობის გასასვლელთან შ------------–---–-- უკნიდან, კიდევ ერთხელ დაარტყა დანა. დაჭრილი შენობის გარეთ, ეზოში დავარდა და გონება დაკარგა.
დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია პირდაპირი მოწმე ლ---------–---–ის ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ შ------------–---–-- ჯიბიდან ამოიღო დანა და მარცხენა მხარეს ყელში დაუსვა თე-------–---ს. მსჯავრდებული სისასტიკით, დანით დაზიანებებს აყენებდა მეუღლეს მუცლის, მკერდის და ღვიძლის არეში. ეზოში გაქცევისას თ-------–--- კიდევ ერთხელ, ზურგიდან დაჭრა შ------------–---–--, იგი მიიწევდა თ--სკენ, თუმცა იქვე მყოფი პირები მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. მოწმე გ--------------–---–-- განმარტა, რომ მოულოდნელად გაიგონა ყვირილის ხმა და დაინახა, რომ გასასვლელ კართან მდგომ თ--ს, ზურგის არეში დანას ურტყამდა შ------------–---–-, თ--ს სხეულის წინა მხარეს მოსდიოდა სისხლი და თან გამოდიოდა „პ-----–--- შენობიდან გარეთ. დაზარალებული გამოვიდა და ძირს დაეცა, დანა რომელიც ხელში ეჭირა მსჯავრდებულს, იყო შავი ფერის, საშუალო ზომის.
მსჯავრდებულმა შ------------–---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ქმედება ჩაიდინა აფექტის მდგომარეობაში, მეუღლე აძლევდა ეჭვიანობის საბაბს. ამასთან მეუღლემ განუცხადა, რომ აპირებდა განქორწინებას და რომ განქორწინებასთან ერთად ,,კიდევ ბევრ რამეს გაიგებდა“. ბოლო ფრაზამ გააბრაზა, აღელდა, შევიდა წყლის დასალევად თანამშრომელთა მოსასვენებელ ოთახში. წყლის ბოთლის გვერდით ნახა შავტარიანი დანა, აიღო და დაბრუნდა დარბაზში. ამის შემდეგ არაფერი ახსოვს, არ ახსოვს თუ როგორ მიაყენა დაზიანებები თე-------–---ს, მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დანაშაული ჩაიდინა სულიერი აღელვების ნიადაგზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შ------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ის გარემოება რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, შპს „------–---------------“ შენობაში მთავარ შესასვლელთან შ------------–---–-- თავის მეუღლე თე-------–---ს დანის გამოყენებით, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ჭრილობები გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში, მოკვლის განზრახვით ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, თ--------–--ის, ლი--------–---–-------------------–---–----------------------------------–-------------–---–---------------–---–---------–--------- ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას, 2017 წლის 18 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლიანი დანა წარმოადგენს ცივ იარაღს. სწორედ აღნიშნული დანით მოხდა მსხვერპლის თ-------–---- დაჭრა, რასაც მოწმობს 2017 წლის 25 ოქტომბრის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა.აღნიშნული დაზიანებები კი მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
ამასთან პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას დანაშაულის იარაღის წარმომავლობაზე, მსჯავრდებულის განცხადება რომ მან დანა იპოვა ,,პ-----–--- შენობაში მდებარე დაცვის თანამშრომელთა მოსასვენებელ ოთახში, ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების ლ-------–---–------------------–---–-- ჩვენებებთან. მსჯავრდებულის მითითება პ-----–--- შენობაში, დაცვის თანამშრომელთა მოსასვენებელ ოთახში დანის შემთხვევით პოვნაზე, არის მცდელობა, გამოირიცხოს შენობაში წინასწარ განზრახვით, დანით მისვლის ფაქტი. შ------------–---–- დანით შეიარაღებული მივიდა მეუღლესთან, რათა იგი მზად ყოფილიყო მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის დანის გამოყენებისთვის მეუღლის წინააღმდეგ.
პალატა მიუთითებს, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობის სიმძიმე და ლოკალიზაცია უტყუარად ადასტურებს იმას, რომ შ------------–---–-, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მოსალოდნელი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (თ--------–--ის სიკვდილის დადგომას) უცილობლად ითვალისწინებდა. მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებული ეჭვიანობდა დაზარალებულზე და ამოძრავებდა შურისძიების გრძნობა. ამასთან, მსჯავრდებულის დედამ მზ----------–---–-ა დაადასტურა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტის არსებობა.
პალატის აზრით დანის გამოყენების მომენტში შ------------–---–- ითვალისწინებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა თ--------–--ის სიკვდილი და იმ მომენტში სურდა აღნიშნული შედეგის დადგომა. მსჯავრდებულმა რეალურად სასიკვდილოდ გაიმეტა თე-------–---, რადგანაც მას დანით ჭრილობა მიაყენა სასიცოცხლოდ ისეთ მნიშვნელოვან ადგილებში, როგორიცაა კისრის, მუცლისა და გულმკერდის არე. ამასთან აღსანიშნავია და მოკვლის განზრახვაზე მიუთითებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები რომლითაც დასტურდება, რომ მას შემდეგ რაც შენობაში მყოფმა მამაკაცმა შეაჩერა შ---------–---–ი, მსხვერპლმა შეძლო თავის დაღწევა, თუმცა გაქცევის დროს, შენობის გასასვლელთან მსჯავრდებულმა უკნიდან, კიდევ ერთხელ დაარტყა დანა თე-------–---ს. აღნიშნული უდაოდ მიუთითებს მსჯავრდებულის მყარ განზრახვაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგი არ დადგა, ვინაიდან დაზარალებულმა გაქცევით უშველა თავს, თვითმხილველმა პირებმა შეაჩერეს მსჯავრდებულის აქტიური ქმედება, ამასთან დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად დაზარალებულს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. მიყენებული დაზიანების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული მსხვერპლის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიყენება (კისრის, მუცლისა და გულმკერდის არეში) მოკვლის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. შ------------–---–-ს მოქმედება იყო თ--------–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, თუმცა შედეგი სიკვდილი, რასაც უშუალოდ მსჯავრდებულის განზრახვა მოიცავდა, ვერ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამდენად, შ------------–---–-ს ქცევა მიუთითებს განზრახ მკვლელობის მცდელობის ყველა სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტის არსებობაზე, რაც აუცილებელია მოცემული მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ შ------------–---–- გამართლებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მსჯავრდებულის განზრახვა არ მოიცავდა დაზარალებულის სიკვდილს და ეს იყო მხოლოდ სხეულის დაზიანება, ხოლო დაზიანებათა სიმრავლე, ლოკალიზაცია და დაუნდობელი განწყობა გამოწვეული და განპირობებული იყო მსჯავრდებულის აფექტური მდგომარეობით, დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ შ------------–---–- არ ჰქონდა მოკვლის განზრახვის მცდელობა საფუძველს მოკლებულია, საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რითაც მყარად დასტურდება შ------------–---–-ს მხრიდან თ--------–--ის სიცოცხლის როგორც უმაღლესი ღირებულების განზრახ ხელყოფის მცდელობა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ შ---- ტ-----–---–ს ქმედება არ განუხორციელებია უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ვინაიდან აფექტის შესაფასებლად აუცილებელია იურიდიული და სამედიცინო ელემენტების უპირობო არსებობა. ხოლო რაც შეეხება აფექტის იურიდიულ მხარეს, იმისათვის, რომ დადგინდეს აფექტის არსებობა, აუცილებელია აფექტი იყოს უეცრად აღძრული და სწრაფ წარმავალი სულიერი განცდა - ემოცია, რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას და გამოსავალს მოქმედებაში პოულობს, იგი შეიძლება განპირობებული იყოს სოციალური ურთიერთობის მართლსაწინააღმდეგო თუ ზნეობრივი ნორმების დარღვევით, ასევე ღირსების შემლახველი მიზეზებით ან/და მძიმე შეურაცხყოფით გამოწვეული.
პალატა განმარტავს, რომ არაზნეობრივ ქცევას უნდა ჰქონდეს განგრძობადი, არაერთგზისი ხასიათი, რათა მან გამოიწვიოს აფექტური მდგომარეობა, რაც გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მსხვერპლის გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ და ამ გადაწყვეტილების გასამყარებლად ნათქვამი სიტყვები ,,უფრო მეტსაც გაიგებ“ არ შეიძლება შეფასდეს ამორალურ ქცევად ან მძიმე შეურაცხყოფად, მით უფრო იმ პირობებში, როცა ეს გადაწყვეტილება 22 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაზარალებულს პირველად არ გაუჟღერებია. ამდენად, იურიდიული თვალსაზრისით, არ არსებობდა აფექტის გამომწვევი წინაპირობა, რასაც შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირება შეიძლება გამოეწვია შ---------–---–-- ცნობიერებაში. გარდა ამისა, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მსჯავრდებულის ემოცია არ იყო იმ წუთიერი და უწყვეტი ხასიათის, დიალოგის შემდეგ იგი გადის ოთახიდან, ბრუნდება რამდენიმე წუთში, განეიტრალებული ემოციით და დანით დაუნდობლად, ზედიზედ რამდენიმე დარტყმას აყენებს მსხვერპლს. რაც შეეხება სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში შ------------–---–- არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბრის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შ------------–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალადშერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს შ------------–---–- რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა, მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შ------------–---–- შეეძლო ანგარიში გაეწია თავისათვის და ეხელმძღვანელა მისთვის, მიეცა ჩვენება, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. შ------------–---–- გაცნობიერებული ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, შ------------–---–- დაავადებული არ არის და არც ყოფილა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შ------------–---–- იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დაუდასტურებლად მიიჩნია როგორც ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიური აფექტის არსებობა და დაასკვნა, რომ, შ------------–---–- იყო შერაცხადი თ--------–--ის მკვლელობის მცდელობის ჩადენისას და უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობას ადგილი არ ჰქონია.
პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს (სხვა ადამიანის სიცოცხლეს) უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს და რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე. ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ასევე მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, ჭრილობების რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, დამნაშავისა და დაზარალებულის მოქმედება დანაშაულის ჩადენის წინ, მათი ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანების მიყენების მომენტში.
პალატა განმარტავს, რომ უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს შ------------–---–- დანით შეიარაღებული მივიდა დაზარალებულის სამუშაო ადგილას. ეჭვგარეშეა და სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილ----------------------------ში მდებარე შპს „------–---------------“ შენობაში მთავარ შესასვლელთან შ------------–---–-- თავის მეუღლე თე-------–---ს დანის გამოყენებით, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ჭრილობები გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში. დაზიანების ხარისხი დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლის თანახმად მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შ------------–---–-ს სურვილი დაზარალებულის გარდაცვალებასთან (შედეგთან) დაკავშირებით აშკარაა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენში, სისხლის სამართლის №142აპ-13 საქმეზე, განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
2015 წლის 2 დეკემბრის N322აპ-15 გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ განზრახვის მიმართულების დასადგენად მნიშნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.
პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შ------------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახური დანაშაული, კერძოდ, მკვლელობის მცდელობის ჩადენა ოჯახის მეორე წევრის მიმართ, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას რომ მსხვერპლი არის ქალი და ქმედება ჩადენილია გენდერული ნიშნით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (ოჯახური დანაშაული, კერძოდ, მკვლელობის მცდელობის ჩადენა ოჯახის მეორე წევრის მიმართ, როგორც ეს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილში არის რეგლამენტირებული). ასევე პალატა ითვალისწინებს, იმ გარემოებას რომ მსხვერპლი არის ქალი და ქმედება ჩადენილია გენდერული ნიშნით, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის შემდეგომ არსებობას, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლის ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის და თავისუფალი არჩევანის უფლება და მას დაცვა სჭირდება.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ თუკი მსჯავრდებულის მიმართ ვერ დადგება გამამართლებელი განაჩენი, შეუმცირდეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი, პალატა განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში ლმობიერი სასჯელის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობის მცდელობა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, პირიქით ამ შემთხვევაში ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც მსხვერპლის, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. ამასთან სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. გარდა ამისა, მხედველობაში იქნა მიღებული მსხვერპლის სქესი, რაც დისკრიმინაციულ ხასიათზე მიანიშნებს.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ შ------------–---–-სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი, შ------------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები, ე.წ. სამედიცინო მოწყობილობის სისტემა, ქაღალდის ხელსახოცები სისხლისმაგვარი ლაქებით, შავი ფერის მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით, დოლბანდის ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით, ორი ცალი შავი ფერის ფეხსაცმელი სისხლისმაგვარი ლაქებით, დოლბანდის ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით, დოლბანდის გორგალი, დოლბანდის შესაფუთი, სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშები ცხრა ობიექტად, თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული შავტარიანი დანა სისხლისმაგვარი ლაქებით, მოწითალო ფერის ლაქებით დასვრილი ქაღალდები და შ------------–---–-სგან და თ--------–--ისგან აღებული სისხლის ნიმუშები - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცი--------------გან ამოღებული თ--------–--ის პერანგი, შარვალი, ქამარი, ბიუსჰალტერი და წინდები, შ------------–---–-ს შარვალი, ქამარი, ფეხსაცმელები და წინდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელჩანთა, შ------------–---–-ს ბეჭედი და ყელსაბამი, თ--------–--ის „გუდვილის“ პლასტიკური ბარათი, დაცვის სამსახური „ა-–-----“ მოწმობა, ერთი ცალი გასაღები, ერთი წყვილი საყურე, სამაჯური და მობილური ტელეფონი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, შპს--------–----------------ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დისკზე -შენახულ უნდა იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ შ------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
3. შ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
4. გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შ------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
5. მსჯავრდებულ შ------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 8 სექტემბრიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები, ე.წ. სამედიცინო მოწყობილობის სისტემა, ქაღალდის ხელსახოცები სისხლისმაგვარი ლაქებით, შავი ფერის მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით, დოლბანდის ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით, ორი ცალი შავი ფერის ფეხსაცმელი სისხლისმაგვარი ლაქებით, დოლბანდის ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით, დოლბანდის გორგალი, დოლბანდის შესაფუთი, სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშები ცხრა ობიექტად, თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული შავტარიანი დანა სისხლისმაგვარი ლაქებით, მოწითალო ფერის ლაქებით დასვრილი ქაღალდები და შ------------–---–-სგან და თ--------–--ისგან აღებული სისხლის ნიმუშები - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცი--------------გან ამოღებული თ--------–--ის პერანგი, შარვალი, ქამარი, ბიუსჰალტერი და წინდები, შ------------–---–-ს შარვალი, ქამარი, ფეხსაცმელები და წინდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელჩანთა, შ------------–---–-ს ბეჭედი და ყელსაბამი, თ--------–--ის „გუდვილის“ პლასტიკური ბარათი, დაცვის სამსახური „ა-–-----“ მოწმობა, ერთი ცალი გასაღები, ერთი წყვილი საყურე, სამაჯური და მობილური ტელეფონი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, შპს--------–----------------ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დისკზე -შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ. ისაევი
ვ. ლომიძე