განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100117002191711
საქმე №1ბ/1062-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ლე----------–----ს
ადვოკატების: ტა-----–---------ს, ოთ---------–---ს
მსჯავრდებულის: გო------------ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლე----------–----ს და მსჯავრდებულ გო------------ს ადვოკატის ოთ---------–---ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გო------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------------------–----------–--------------------------- უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–------------------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით, გო-----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ამავე განაჩენით, გო-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ გო-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 24 ოქტომბრიდან.
გო-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 16 მარტს, გო-----------ემ დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი „–-----–--------- გამშვები პუნქტიდან, რის შემდეგაც დაუდგენელ დროს, სახელმწიფო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და დაბრუნდა საქართველოში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად არ ცნო გო------------ს ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდების მიხედვით გო------------ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 ოქტომბერს, ქ.თბილისი, ნ--–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გო-----------ემ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ნი------------ს ხელიდან გასტაცა 580 ლარად ღირებული „აიფონის“ მოდელის მობილური ტელეფონი და მიიმალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლე----------–---მა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და გო------------ს დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში, გო------------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გო------------ს გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ გო-----------ემ დაზარალებულ ნი------------ს ტელეფონი გასტაცა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით. აპელანტი მიუთითებს, რომ მისაკუთრების განზრახვა არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული და ის შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური დაინტერესებით. ნი------------მ სასამართლოში განმარტა, რომ მისი ტელეფონით სარგებლობის და მასში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება არავის ჰქონია, მათ შორის არც გო-----------ეს, თუმცა, ამ უკანასკნელმა სწორედ ამ მიზნით გასტაცა მობილური ტელეფონი. გო-----------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვა მისი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობა, როგორც საკუთარის. მან მოიპოვა ტელეფონში არსებული სხვისი პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც არ ჰქონდა, ანუ მან ტელეფონი გამოიყენა როგორც საკუთარი, შესაბამისად, ტელეფონის დაუფლებას ჰქონდა მისაკუთრების მიზანი. მოგვიანებით, თუ გო-----------ე ნებაყოფლობით დააბრუნებდა ტელეფონს, ამას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს და ნებაყოფლობითი დაბრუნება მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება შეიძლება გახდეს. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ გო-----------ეს, თუ სურდა ტელეფონის დაბრუნება, ამისათვის საკმარისზე მეტი დრო და შესაძლებლობა გააჩნდა, თუმცა არ გამოუყენებია.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნი------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 6 დეკემბრიდან იმყოფება ქორწინებაში გო-----------ესთან, ისინი 2012 წლიდან იცნობენ ერთმანეთს. იგი 2017 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით არ ელაპარაკებოდა ბრალდებულს, ვინაიდან ნი------------ დადიოდა გადაღებებზე, გო-----------ეს კი ეს არ მოსწონდა. ხსენებულ დღეს დაზარალებული მეგობრებთან თამ------------–---–--------------------------------ნ ერთად მიდიოდა ტაქსით საყიდლებზე, რა დროსაც გო-----------ემ გააჩერებინა ტაქსის მძღოლს მანქანა და უნდოდა მასთან ლაპარაკი. მოწმემ საუბარზე უარი განუცხადა, რაზეც გო-----------ე ძალიან გაბრაზდა. მან იცოდა, რომ ნი------------ უნდა ყოფილიყო გადაღებაზე და ამ ფოტოების ნახვის მიზნით გამოართვა ტელეფონი. მისაკუთრების მიზანი მას არ ჰქონია. პოლიციაში თა-------------–---–მა დარეკა, რომელმაც ადგილზე მისულ სამართალდამცავებს უთხრა, რომ ნი------------ს ტელეფონი წაართვეს. ამის შემდეგ თვითონაც იმეორებდა სიტყვას, რომ წაართვეს ტელეფონი. მისი ერთადერთი სურვილი იყო პოლიციას მობილური დაებრუნებინა, რათა გო-----------ეს არ ენახა ფოტოები და ,,ესემესები’’. მოწმემ მის გამოძების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა ახსნა იმ ვითარებით, რომ იმ დროს ძალიან აღელვებული იყო და არ ახსოვს, რა უთხრა გამომძიებელს. მან ვერ გააცნობიერა, რომ დაკავებამდე მივიდოდა საქმე; მისი მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ მობილური მალე დაებრუნებინათ. ზოგადად გო-----------ე იყენებდა მის ტელეფონს, მაგრამ შემთხვევის დროს, ვინაიდან არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მისთვის ტელეფონის განკარგვის უფლება არ ჰქონდა მიცემული. ნი------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სიმართლე არის ის რასაც სასამართლოში ამბობს. იგი თავს დაზარალებულად არ ცნობს. არ უნდოდა გო-----------ეს მის ტელეფონში არსებული ინფორმაცია ენახა. სხვა შემთხვევაში ტელეფონს რომ არ მიისაკუთრებდა, ისედაც იცოდა.
პირველი ინტსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნო-----------მ განმარტა, რომ გო-----------ე 2017 წლის 6 დეკემბრიდან არის მისი სიძე, შვილის - ნი------------ს ქმარი. მას იცნობს უკვე 6 წელია და ახასიათებს დადებითად. როგორც მისთვის ცნობილია, შემთხვევის დრომდე გო-----------ე და ნი------------ იყვნენ ნაჩხუბრები. გ---- აპირებდა შეხვედრას, რათა გაერკვიათ მათ შორის არსებული ვითარება. ამის შემდეგ 2017 წლის 24 ოქტომბერს გ----მ დაურეკა მას ტელეფონზე, უთხრა, რომ ნი---ს მობილური ჰქონდა და აინტერესებდა, სად შეიძლება დაეტოვებინა. როგორც მოწმემ განმარტა ის ამ დროს არ იმყოფებოდა თბილისში. გ----ს უპასუხა, თუ რატომ ჩქარობდა ტელეფონის დაბრუნებას. ამასთან, განუმარტა, რომ მისი მეორე ქალიშვილი - რო----ა ლექციაზე იქნებოდა გვიანობამდე და მერე მიეცა მისთვის ნი---ს ტელეფონი. მას თამ------------–---–მაც დაურეკა და შეატყობინა მომხდარის შესახებ, ასევე განუმარტა, რომ პოლიციაში ჰქონდა დარეკილი. ამის შემდეგ მოწმემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ თა-------------–---–ის შეტყობინება გაეუქმებინათ, ვინაიდან გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ნი------------ს სააგენტოში გადაღებული ფოტოები ჰქონდა ტელეფონში, რაც არ უნდოდა გ----ს ენახა, თუმცა ამ დრომდე გ----ს და ნი---ს არაერთხელ ჰქონიათ ერთმანეთის ტელეფონები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თა-------------–---–მა განმარტა, რომ არის დაზარალებულ ნი------------ს მეგობარი. ისინი დაახლოებით 7 თვეა იცნობენ ერთმანეთს. კერძოდ, არიან ერთი რეგიონიდან და თბილისში ერთად ცხოვრობენ ქირით. ბრალდებული გო-----------ე სამჯერ ჰყავს ნანახი. 2017 წლის 24 ოქტომბერს მოწმე, ნი------------ და მ------------------ კარფურში საყიდლებზე ტაქსით მიდიოდნენ. მათ გო-----------ე მანქანით უკან მიჰყვებოდათ, შემდეგ გზა გადაუჭრათ და გააჩერა ტაქსი. მივიდა მათთან და ნი------------ს ჩვეულებრივი ტონით რამდენჯერმე სთხოვა სასაუბროდ მანქანიდან გადასულიყო, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ გ----მ ნი---ს მკლავზე მოკიდა ხელი და უნდოდა მანქანიდან ძალით გადაეყვანა, თუმცა ნი------------ გაუძალიანდა. ნი---ს ხელში ეკავა ტელეფონი, რომელზეც ,,ესემესის’’ ხმა გაისმა. გ----მ ტელეფონი გამოსტაცა და მანქანისკენ წავიდა. ნი--- გაეკიდა მას და სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, თუმცა გ---- არ უბრუნებდა. ამ დროს მოხდა შეხლა-შემოხლაც, რა დროსაც გ----ს თავიდან ჩამოუვარდა მუქი ფერის სათვალე და გატყდა. მოწმეს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის საუბარი არ გაუგონია. თვითონაც გადავიდა მანქანიდან და გო-----------ეს სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, რადგან მისი საკუთრება არ იყო, მაგრამ გ---- ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მოწმემ წასვლისას ფოტო გადაუღო ტელეფონით გო------------ს ავტომანქანას, შემდეგ კი მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. თა-------------–---–მა დანამდვილებით არ იცის, რა მიზნით უნდოდა გო-----------ეს მობილური ტელეფონი. ასევე, არ იცის, იმ მომენტში რა ურთიერთობა ჰქონდათ დაზარალებულსა და ბრალდებულს, ვინაიდან დაახლოებით 12 დღე იყო გასული, რაც იგი ნი------------სთან ერთად ცხოვრობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე მ--------------------
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გუ---------------მ განმარტა, რომ მუშაობს კომპანია „იანდექსში“ ტაქსის მძღოლად. შემთხვევის დროს მიიღო გამოძახება კონკრეტული მისამართიდან, საიდანაც წამოიყვანა სამი გოგონა. დიდი გზა არ ჰქონდა გავლილი, როდესაც ერთმა ავტომობილმა გააჩერებინა მანქანა, იქიდან გადმოსული მძღოლი მივიდა მათთან და ერთ-ერთ გოგონას უთხრა, რომ თვითონ წაიყვანდათ მანქანით. ისინი წყნარად საუბრობდნენ, რის შემდეგაც მან ტელეფონი გამოართვა გოგონას, ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა. გოგონა გადავიდა მანქანიდან და სთხოვდა ტელეფონი დამიბრუნეო. მოწმეს მათ შორის არსებული სხვა საუბარი არ გაუგია. როგორც მგზვარებმა ახსენეს, ამ პირს ერქვა გ----. გუ--------------ის განმარტებით, ის პიროვნება არც მაშინ და არც ეხლა სახეზე არ ახსოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული მტკიცებულებებისა და ასევე სხვა გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ გო-----------ემ დაზარალებულ ნი------------ს აშკარად გასტაცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით მისგან სამართალდამცავების მიერ იქნა ამოღებული. აღნიშნული ფაქტი არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს გო-----------ეს ჰქონდა თუ არა დაზარალებულის მობილური ტელეფონის მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. ძარცვის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც ხდება მოძრავი ნივთის დაუფლება აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, რაშიც მოიაზრება ნივთის მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. ამდენად, ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების დროს პირის მიზანია იგი განკარგოს როგორც საკუთარი. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვის ქონებას მისი დროებითი გამოყენებისა და კვლავ მესაკუთრეზე დაბრუნების მიზნით, სახეზე არ გვაქვს ძარცვის სუბიექტური შემადგენლობა.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ მართლსაწინააღმდეგო მისკუთრების მიზანი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური დაინტერესებით და იმ პირობებშიც, როდესაც პირი ტელეფონს დაეუფლა მასში არსებული სხვისი პერსონალური ინფომაციის გაცნობის მიზნით, რომლის გაცნობის უფლებაც არ ჰქონდა, დადასტურებულად მიიჩნევა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ვინაიდან მან ტელეფონი განკარგა და გამოიყენა როგორც საკუთარი.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას აპელანტმა თავისი პოზიციის დასაბუთებისას გარკვეული შედარება გააკეთა სატრანსპორტო საშუალებისა და ტელეფონის ძარცვას შორის.
პალატა აღნიშნავს, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ძარცვის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს არ შეიძლება მივანიჭოთ ისეთი ვიწრო განმარტება, რომ იგი სახეზეა მაშინ, როდესაც პირი სხვის ქონებას ეუფლება მხოლოდ და მხოლოდ მის საკუთრებაში საბოლოოდ დარჩენის მიზნით. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა დადასტურებულია იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა უკანონოდ მოისურვა სხვისი მატერიალური სიკეთის საკუთარი მიზნებისა და შეხედულბისამებრ გამოყენება და განკარგვა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას სურვილი საბოლოოდ მის საკუთრებაში დარჩენილიყო აღნიშნული ქონება. თუმცა, ყველა შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის ანგარებითი მოტივი, რაშიც იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, როდესაც პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ქონებაზე უფლება ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება. მოცემულ შემთხვევაში კი დადასტურებული ფაქტია, რომ გო-----------ე არ აპირებდა ნი--- მ--------აგან დაუფლებული ნივთით არც მატერიალური გამორჩენის მიღებას და არც ამ ნივთის თავის სასარგებლოდ განკარგვას, მისი ერთადერთი მოტივი იყო, ენახა მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია, რის შემდეგაც თავისი ნებით დაუბრუნებდა მესაკუთრეს მობილურ ტელეფონს. აღნიშნული კი გამორიცხავს მის ქმედებაში მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნის და თავის მხრივ ძარცვის შემადგენლობის არსებობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნი------------მ უჩვენა, რომ გო-----------ემ ტელეფონი გამოართვა იმ მიზნით, რომ წერილები და სურათები ენახა და მას მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია. იმ მომენტში მისი ერთადერთი სურვილი იყო, რომ მალე დაებრუნებინა საკუთარი მობილური ტელეფონი, რათა გო-----------ეს არ ენახა მასში არსებული ფოტოსურათები და შეტყობინებები.
რაც შეეხება მოწმე ნ---- მ-------- ჩვენებას, მისი განმარტებით, გო-----------ე მომხდარიდან ძალიან მოკლე პერიოდში შეეცადა მისი მეშვეობით დაებრუნებინა ნი--- მ--------ათვის გამორთმეული მობილური ტელეფონი.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას აღნიშნული მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის არასარწმუნოობასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული მისი შვილის მეუღლეა. ამასთან, ლოგიკას მოკლებულია იმის მტკიცება, რომ მსჯავრდებულს თავისივე ნაყიდი ტელეფონი წაერთმია დაზარალებულისათვის, რომელიც ფაქტიდან ერთ თვეში მისი მეუღლე გახდა და ამით რაიმე მატერიალური სარგებელი მიეღო.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გო------------ს მიერ ნი------------სათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ტელეფონის გატაცების ფაქტი ვერ დასტურდება მოწმეების თა-------------–---–ის, მ------------------- და გუ--------------ის ჩვენებებითაც. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა და უტყუარად დაადასტურებდა, რომ გო-----------ე მოქმედებდა არა ტელეფონში დაცული ინფორმაციის გაცნობისა და ნივთის დაზარალებულისათვის უკან დაბრუნების, არამედ ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ წარმოადგენენ იმ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გო------------ს მსჯავრდებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში სასჯელის კუთხით არის არასამართლიანი, ვინაიდან სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ უნდა მიეღო გო------------ს წარსულში ნასამართლობის ფაქტი და არ უნდა ემსჯელა მასზე, რადგანაც გო-----------ე წარმოადგენს ნასამართლობის არმქონე პირს. ასევე სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს არ უნდა ემსჯელა სხდომის დარბაზში მსჯავრდებულის ქცევის ფაქტებზე, ვინაიდან ეს არ გამომდინარეობს სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისებიდან. სასამართლო სხდომებზე გო------------ს არასათანადო ქცევა სასამართლოს მხრიდან შეფასებული იქნა არაეთხელ და მის მიმართ გამოყენებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხდეველობაში არ მიიღო გო------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და არ გაითვალისწინა იგი სასჯელის დანიშვნის დროს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გო------------ს ქმედებას. მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტი, გარდა მისი აღიარებისა, დასტურდება საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: დ-------------------------------------–---–--------------------------- ჩვენებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.
პალატა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედებლობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ქმედების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელიც მასზეა დამოკიდებული და რამაც ფაქტობრივად განაპირობა მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.
პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში მიზანშეწონილია მსჯავრდებულ გო-----------ეს დანიშნული სასჯელი შეეცვალოს პირობით და არა ჯარიმით, რასაც ითხოვს დაცვის მხარე, რაც იქნება მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენში ამ მიმართებით უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლე----------–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ გო------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენში, გო------------ს მიმართ, სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება;
4. გ---- ვ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გო-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
5.მსჯავრდებული გო-----------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გო------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
7. პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ გო------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სათვალის ნაწილები, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- გო------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნი--- მ-------- მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- ნი--- მ-------- ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება დაზარალებულთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- დ------------–---- მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება დ------------–--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
-დ------------–---- ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი