განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 140100117002360257
საქმე №1b/585-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნა----------–--ს
ადვოკატის: და--------------–---ს
მსჯავრდებულების: კო---------------------–-–---–ის და გი----------------–-–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულების, კო---------------------–-–---–ის და გი----------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გი----------------–-–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------------------------------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ს------–--------------------------–-----–--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მსჯავრდებულ კო---------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–--------------------------- ნასამართლევი, მცხოვრები: თბილისი, ს------–--------------------------–-----–---------, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით, გი----------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გი----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან.
ამავე განაჩენით, კო---------------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2(ორი)წელი და საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი)წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კო---------------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კო---------------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან.
გი----------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა - თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად;
კო---------------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა - თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.
კო---------------------–-–---–ისა და გი----------------–-–---–ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 5 საათზე,-------------------------–--------–- გი----------------–-–---–ი და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ნასამართლევი კო---------------------–-–---–ი, ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხნენ ოთ-----------–---–ს. გი----------------–-–---–მა მას ყელზე მიადო დანა, კო---------------------–-–---–მა ყელზე მოუჭირა ხელები და მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყაზე. ამასთან, ოთ-----------–---–ს ორივე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოთ-----------–---–ის 1 200 ლარად ღირებულ ,,ჰუავეის” ფირმის მობილურ ტელეფონს და 170 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მსჯავრდებულებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გი----------------–-–---–ისა და კო---------------------–-–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ოთ-----------–---–ის, ი-------------–---- ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გი----------------–-–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, პირის ამოცნობის ოქმებით, შპს „--------------–--- ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გი----------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მართალია მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას მუხლის სანქციით გათვალისწინებული ისედაც მინიმალური სასჯელის ვადა განუსაზღვრა.
ამდენად, პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულს კიდევ უფრო შეუმსუბუქოს დანიშნული სასჯელი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ კო---------------------–-–---–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში დანაშაულის აღიარების გათვალისწინებით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ამ თვალსაზრისით მას გარკვეულწილად შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გი----------------–-–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ კო---------------------–-–---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულების კო---------------------–-–---–ის და გი----------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გი----------------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ კო---------------------–-–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება;
3. გი----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ გი----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი----------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
6. კო---------------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი 2(ორი)წელი და საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კო---------------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. მსჯავრდებულ კო---------------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან.
8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კო---------------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
9. ნივთმტკიცება:
- ავტომანქანა ,------------- მობილური ტელეფონები, ტელეფონის ყუთი, ქაღალდის კუპიურა, ლითონის ფული, ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელჩანთა და საფულე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
-დანები, მიკრონაწილაკები და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს;
- ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
10. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლ.თევზაძე
მ.კაპანაძე