განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
330100117002166074
ინსტანცია
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002166074

საქმე №1ბ/1227-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნინ---–------–-ს

მსჯავრდებულის: ინ----------–---–-ს

ადვოკატის: კა-------------ს

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნინ---–------–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ინ----------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პ-------------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: თ---–--–------------–-------------–---------------------–----------------–--–-------------–------------–--------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით, ინ----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ნი-----–-----ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (მა--------–---–-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(მა-------------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ნი-----–-----ს ეპიზოდი) ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (მა--------–---–-ს ეპიზოდი) ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯარიმა 3 000(სამი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(მა-------------ს ეპიზოდი) ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოსსსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ინ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15.000(თხუთმეტი ათასი)ლარის ოდენობით.

ამავე განაჩენით, ნა--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(მა-------------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თვისუფლების აღკვეთა.

ნა--------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ორი ეპიზოდი).

მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;

მსჯავრდებულ ინ----------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2015 წლის თებერვალში, ინ----------–---–- ნი-----–-----ს გაეცნო როგორც შპს „----–-----------–------------ თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ აუქციონზე იაფად აყიდინებდა ბინებს. 2015 წლის მაისში, ინ----------–---–- დაუკავშირდა ნი-----–-----ს და მოატყუა, თითქოსდა ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე იყიდებოდა თბილისში, ბ--------- ქუჩის N---ში მდებარე ბინა N-------------------------------- და დაეხმარებოდა მის შეძენაში 20 000 ლარად. ნი-----–----- ენდო რა ინ----------–---–ს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს, შპს „----–-----------–------------ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 20 000 ლარი, რის შედეგადაც ინ----------–---–მა კომპანიის დირექტორის - ნა--------–-–---–ის მეშვეობით, გამოიტანა ნი-----–-----ს კუთვნილი 20 000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას.

- ინ----------–---–- მა--------–---–ს გაეცნო, თითქოს იყო ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ 25 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე შეაძენინებდა თბილისში, ნ--–----------------------------–----------------------------------–------------------------------------------------ ამ მიზნით 2016 წლის 28-29 იანვარს, მა--------–---–მა ინ----------–---–ს, როგორც საგარანტიო თანხა, ხელზე ორ ეტაპად გადასცა 5 000 ლარი. 2016 წლის თებერვალში, ინ----------–---–მა მოატყუა მა--------–---–-, თითქოს მონაწილეობა მიიღო აუქციონში და მისთვის შეიძინა უძრავი ქონება, მაშინ, როცა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მითითებული უძრავი ქონება უკვე შეძენილი ჰქონდა სხვა პირს. ინ----------–---–მა მა--------–---–ს დამატებით მოსთხოვა 18 000 ლარის გადახდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით. მა--------–---–- ენდო ინ----------–---–ს და 2016 წლის 13 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე მდებარე სს ,,თიბისი ბანკის“ ფილიალში შპს ,,ა---–-----------–-----------“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 18 000 ლარი, რის შედეგადაც ინ----------–---–მა კომპანიის დირექტორის - ნა--------–-–---–ის მეშვეობით, გამოიტანა მა--------–---–-ს კუთვნილი 18 000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას.

- 2015 წლის აგვისტოში, თბილისში, ი------------–---- ქუჩაზე ინ----------–---–მა შპს „--------------- სახელზე რეგისტრირებული, ,----------ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: L--------- როგორც მისი საკუთრება, 2 500 აშშ დოლარად მიჰყიდა მა-------------ს. ამ გზით თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მა-------------ს კუთვნილ ფულად თანხას 2 500 აშშ დოლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

- 2015 წლის აპრილის დასაწყისში, ინ----------–---–- და ნა--------–-–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდნენ მა-------------ს კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინ----------–---–მა მა------------- დაარწმუნა, რომ შპს „----–-----------–------------ დირექტორის ნა--------–-–---–ის მოადგილედ მუშაობდა და დაეხმარებოდნენ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე მისთვის სასურველი ბინის იაფად შეძენაში. მეტი სარწმუნოობისთვის 2015 წლის 14 აპრილს, ინ----------–---–მა და ნა--------–-–---–მა მა------------- მიიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და რეგისტრაცია გაატარეს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე. იმავე დღეს, თბილისში, გ--------–--------------ში მდებარე სს „------- ბანკის“ ორთაჭალის სერვისცენტრში, ინ----------–---–მა და ნა--------–-–---–მა შპს „----–-----------–------------ ანგარიშზე, მა-------------ს მოტყუებით შეატანინეს ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, თითქოსდა, აუქციონზე 200 000 ლარად ღირებული, თბილისში, ყ----------------------ა-ში მდებარე ბინის შეძენის მიზნით. აღნიშნული თანხა ეტაპობრივად გაანაღდეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მოქმედებდნენ რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, ზემოხსენებული ბინის შეძენის მიზნით, 2015 წლის აგვისტოდან - იმავე წლის დეკემბრამდე პერიოდში, ინ----------–---–- თანამონაწილე ნა--------–-–---–თან ერთად, მოტყუებით, დამატებით დაეუფლა მა-------------ს კუთვნილ 1 300 აშშ დოლარს. ნა--------–-–---–მა და ინ----------–---–მა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულ მა------------- მიაყენეს 31 300 აშშ დოლარის (70 314 ექვივალენტით ლარებში) დიდი ოდენობით ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ინ----------–---–-ს მიმართ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი----–------–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ინ----------–---–-სათვის სასჯელის დამძიმება და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ინ----------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მა-------------ს, გ----------------------------------------------------–-------------- ჩვენებებით, წერილობითი და ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინ----------–---–მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მან სრულად აუნაზღაურა დაზარალებულებს მა-------------ს და ნი-----–-----ს მიყენებული ზიანი, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ნოტარიალურად დამოწმებული, დაზარალებულების განცხადებებით და გადახდის ქვითრებით. დაზარალებულ მ---------–---–---- დაკავშირებით მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ის მზადაა მასაც აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. გარდა ამისა, მსჯავრდებული არის სამი მცირეწლოვანი შვილის დედა.

პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ ინ----------–---–-ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მიზანშეუწონელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორ ნინ---–------–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ინ----------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. ინ----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ნი-----–-----ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (მა--------–---–-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მა-------------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ნი-----–-----ს ეპიზოდი) ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (მა--------–---–-ს ეპიზოდი) ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯარიმა 3 000(სამი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მა-------------ს ეპიზოდი) ჯარიმა 15 000(თხუთმეტი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოსსსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ინ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი)ლარის ოდენობით.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ინ----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და ვალდებულება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე პასპორტის ჩაბარების თაობაზე, გაუქმებულია.

- ასევე გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ინ----------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------–----------------------------------------- მდებარე, ნი------------–-–---–-ს (პირადი ნომრით: 0----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.

5. მსჯავრდებულ ინ----------–---–-ს მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი