განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002376208, №1/ბ-1017-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლე------------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ზვ---- მუ---–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4---------2, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----–--------------------–---------, მცხოვრები: ქ------–---------------------.
ადვოკატი - კა------ ჩუ-----ე;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის, განზრახ მკვლელობის მცდელობა).
სასჯელი:
16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ ზვ---- მუ---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კა------ ჩუ-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ ზვ---- მუ---–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
▪ ზვ---- მუ---–---–თან დაპირისპირების შედეგად დაზარალებულებმა ბასრი საგნის, სავარაუდოდ დანის გამოყენებით, მიიღეს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები, თუმცა ზვ---- მუ---–---–ს დანა ბინაში მისვლისას თან არ ჰქონდა და არ ახსოვს საიდან გაჩნდა მის ხელში. ასევე დაუდგენელია, საიდან გაიგო ზვ---- მუ---–---–მა ფა----- ფა–-–--ს მისამართი, რომელსაც დაზარალებული ვითომდა ,,საგულდაგულოდ“ მალავდა. კონფლიქტი პროვოცირებული იყო ფა----- ფა–-–--ს მიერ, ვინაიდან მითითებულ დროს და ადგილზე მან დაიბარა ზვ---- მუ---–---–ი ვითომდა ბავშვების საკითხის გადასაწყვეტად და ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დახვდა უცხო მამაკაცთან ერთად. გი------ დ---–ი არის სამხედრო მოსამსახურე, რომლის მეშვეობითაც სურდა ფა----- ფა–-–--ს ზვ---- მუ---–---–ის დაშინება, რათა ამ უკანასკნელს ერჩინა, როგორც შვილები, ასევე ფა----- ფა–-–-- საყვარლებთან ერთად.
▪ იმ შემთხვევაში, თუ ზვ---- მუ---–---–ს სურდა დაზარალებულების მოკვლა, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მას არაფერი უშლიდა ხელს.
▪ მოწმე ელ---- გა-----ის ჩვენებით სახლიდან პირველი გაიქცა ზვ---- მუ---–---–ი, რომელსაც მისდევდა გი------ დ---–ი. გაურკვეველია, თუ რატომ არ დაეხმარა გი------ დ---–ი ფა----- ფა–-–--ს ან რატომ არ უხმო საშველად ვინმეს.
▪ ფა----- ფა–-–--მ განაცხადა, რომ მამაკაცების წასვლისთანავე მოვიდა გონზე და დახმარების სათხოვნელად გავიდა სახლის მეპატრონესთან. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ მძიმედ დაჭრილმა ადამიანმა, რომელიც იცლებოდა სისხლისგან და დაკარგა გონება, მოახერხა ჩხუბის დამთავრებისთანავე გონზე მოსვლა, გადაადგილება და სახლის მეპატრონისთვის დახმარების თხოვნა.
▪ თავდასხმის მოგერიების შემდეგ ზვ---- მუ---–---–ი შეეცადა შემთხვევის ადგილის დატოვებას, რა დროსაც იატაკზე დააგდო დანა და გავიდა სახლიდან. მას არ დაუმალავს დანაშაულის იარაღი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზვ---- მუ---–---–ი ფიქრობდა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე და არა დაზარალებულთა მოკვლაზე.
▪ დაზარალებულ ფა----- ფა–-–--ს ჩვენება არის ურთიერთსაწინააღმდეგო და აბსურდული, რადგან იგი ზვ---- მუ---–---–ს ხან დესპოტ პიროვნებად მოიხსენიებდა და ხან კი კეთილ მამად. მას იზიდავდა ახალი თავგადასავლები, ამასთან, სურდა ჰქონოდა მარტივი შემოსავალი და ყოფილ მეუღლეს ერჩინა.
▪ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ სამზარეულოს ფანჯარაზე იმდენად მჭიდროდ იყო ჩამოფარებული სქელი ფარდა, რომ შეუძლებელი იყო ეზოში მყოფ პირს საძინებელ ოთახში მიმდინარე პროცესი დაენახა, შესაბამისად ვერც ზვ---- მუ---–---–ი დაინახავდა ეზოს მხრიდან რამეს.
▪ გამოძიებამ არ დაკითხა ფა----- ფა–-–--ს დედა, რომელთანაც ზვ---- მუ---–---–მა განახორციელა სატელეფონო ზარი და უთხრა, რომ ფა-----მა გააბა მახეში, ძლივს გადაურჩა მას და მის საყვარელს, რა დროსაც სავარაუდოდ დაიჭრა ფა----- ფა–-–--, თავად კი გაექცა ფა-----ის საყვარელს და უნდა დამალულიყო.
▪ ზვ---- მუ---–---–ს ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ამასთან, იგი ძალიან უყვართ შვილებს და სურთ მასთან ცხოვრება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით, ზვ---- მუ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, წ------ ბ-------ეს უ-------------------ის პირველ სართულზე, ზვ---- მუ---–---–მა ყოფილ მეუღლეს - ფა----- ფა–-–--სა და გი------ დ---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანის გამოყენებით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, კერძოდ - ფა----- ფა–-–--ს ერთი ჭრილობა მარცხენა დუნდულზე, 3 გამჭოლი ჭრილობა მარცხენა მხარზე, ერთი გამჭოლი ჭრილობა მარცხენა წინამხარზე, ორი ჭრილობა მარჯვენა მკლავზე, ერთი ჭრილობა მარცხენა თეძოს ძვლის ფრთასთან, ხოლო გი------ დ---–ს ერთი შემავალი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, ჭიპის მარჯვნივ, ქვემოთ. ზვ---- მუ---–---–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან გი------ დ---–მა შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა გი------ დ---–ისა და ფა----- ფა–-–--ს სიცოცხლის გადარჩენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით, ზვ---- მუ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ფა----- ფა–-–--მ განმარტა, რომ ზვ---- მუ---–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებოდა 2004-2017 წლებში და მასთან შეეძინა ორი შვილი. მათი დაშორების მიზეზი გახდა ზვ---- მუ---–---–ის მხრიდან ეჭვიანობა და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება. თანაცხოვრების პერიოდში ზვ---- მუ---–---–ი სახლიდან არ უშვებდა მარტო, არ აძლევდა ტელეფონით კომუნიკაციის საშუალებას, უმოწმებდა სატელეფონო ზარებს და უკრძალავდა მეზობელთან კონტაქტს. ამ მიზეზით წავიდა სახლიდან, თუმცა დედამთილის თხოვნით მალევე დაბრუნდა სახლში. ამის შემდეგ ზვ---- მუ---–---–მა საუბრისას ხელი ჰკრა და დააგორა კიბიდან. ამ ფაქტის გამო მეორე დღესვე წავიდა სახლიდან და ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა ნათესავთან, შემდეგ კი იქირავა ბინა. მას ზვ---- მუ---–---–ი უთვალთვალებდა გადაცმული და დაჰყვებოდა უკან, ამასთან ბავშვებს ეუბნებოდა, რომ დედას ყელს გამოჭრიდა. ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, იგი აპრილის თვეში კვლავ დაბრუნდა სახლში. თავდაპირველად ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ზვ---- მუ---–---–მა კვლავ დაიწყო ეჭვიანობა. 2017 წლის 2 მაისს კვლავ წავიდა სახლიდან. ზვ---- მუ---–---–ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის გამოც სასამართლოს მიერ გამოიცა 6 თვიანი დამცავი ორდერი, რომლითაც მის ყოფილ მეუღლეს ბავშვებთან კონტაქტიც აეკრძალა. ხუთი თვის მანძილზე ცხოვრობდა თავშესაფარში, შემდეგ კი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისი, წ------ ბ-------ეს ქ----------ში, თუმცა ეს მისამართი ზვ---- მუ---–---–ისთვის იყო უცნობი. 2018 წლის 9 იანვარს ბავშვები გაუშვა მამასთან. 11 იანვარს, ზემოხსენებულ მისამართზე, მეგობართან - გი------ დ---–თან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, დააპირა გი------ დ---–ის გაცილება, რა დროსაც სამზარეულო ოთახის კარის გაღებისას ზვ---- მუ---–---–მა შეანგრია კარი და გი------ დ---–ს მუცლის არეში დაარტყა დანა. დანის დარტყმის შედეგად გი------ დ---–ი დაეცა ძირს, რა დროსაც ზვ---- მუ---–---–მა მასაც დაარტყა დანა, თუმცა მან პირველი დარტყმის შემდეგ ტკივილი ვეღარ იგრძნო, მხოლოდ ის ახსოვს, რომ ზვ----ი ურტყამდა სწრაფად და ეუბნებოდა მომკვდარიყო, რა დროსაც გაითიშა. გონს მოსვლისას ნახა, რომ სისხლისგან იცლებოდა, ამიტომ დახმარების სათხოვნელად გავიდა გარეთ. დაზარალებულის ჩვენებით, რამდენიმე დღის განმავლობაში უგონოდ იმყოფებოდა საავადმყოფოში და შეერთებული იყო აპარატზე. მიყენებული ჰქონდა 12 ჭრილობა, კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა სწორი ნაწლავი, ასევე საშვილოსნო, რომელიც ამოკვეთეს, გაუკერეს შარდის ბუშტი. დღემდე ვერ იყენებს დაზიანებულ ხელს, არ აქვს გრძნობა და ვერ წევს სიმძიმეს, სვამს წამლებს და უჭირს ფიზიკურად დატვირთვა. მისივე განმარტებით, ზვ---- მუ---–---–ი იგინებოდა შესვლისას, თუმცა არ ახსოვს რას ამბობდა და ასევე არ ახსოვს საიდან აიღო დანა ამ უკანასკნელმა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------------------------------- დასკვნით, წარმოდგენილი შპს პირველი საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბ-------------ის ჩანაწერების მიხედვით, ფა----- ფა–-–-- აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 11.01.18 წლიდან 22.01.18 წლამდე. სამედიცინო ჩანაწერებით, ფა----- ფა–-–--ს აღენიშნებოდა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა მტევანზე; სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხრის შუა და ქვედა მესამედში, ორთავა კუნთის და იდაყვის ნერვის დაზიანებით; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში და მარცხენა თეძოს ზედა წვეტთან; ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა დუნდულის მიდამოში, შემავალ მცირე მენჯის ღრუში სწორი ნაწლავის არტერიების, საშვილოსნოს და შარდის ბუშტის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებული ტრამვის მიღების (11.01.18) თარიღს. დაზიანებები მარცხენა დუნდულოს მიდამოში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, შემავალი მცირე მენჯის ღრუში სწორი ნაწლავის არტერიების, საშვილოსნოს და შარდის ბუშტის დაზიანებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ვინაიდან მარცხენა თეძოს ზედა წვეტთან არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის მუცლის ღრუში შემავლობა, არ არის დადასტურებული სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მარცხენა მხრის შუა და ქვედა მესამედში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, ორთავე კუნთის და იდაყვის ნერვის დაზიანებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარცხენა წინამხრის შუა მესამედში და მარჯვენა მტევანზე, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა სო------ ბ--–---იამ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე გი------ დ--------–-ილი, რომელმაც განმარტა, რომ არის ქირურგი და 2018 წლის 11 იანვარს მუშაობდა პირველ საავადმყოფოში, რა დროსაც ფა----- ფა–-–--ს გაუკეთა ოპერაცია. პაციენტი საავადმყოფოში შეყვანილი იქნა შოკური-უგონო მდგომარეობით, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, გამჭოლი და შემავალი ჭრილობებით. მას აღენიშნებოდა მუცლის ღრუს სწორი ნაწლავის მკვებავი არტერიების, საშვილოსნოს და შარდის ბუშტის დაზიანებები. მოხდა ფა----- ფა–-–--ს საშვილოსნოს ამპუტაცია და გაკერილ იქნა შარდის ბუშტი. პაციენტს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, მხარის წინა მხარეში ნერვების დაზიანებით, რაც იქნა აღდგენილი. ამის შემდეგ პაციენტი მკურნალობას განაგრძობდა რეანიმაციაში, მოგვიანებით კი გაიწერა საავადმყოფოდან. დაზიანებული მყესების გამო საჭირო გახდა ფა----- ფა–-–--სთვის განმეორებითი ოპერაციის ჩატარება.
დაზარალებულ გი------ დ---–ის ჩვენებით, ფა----- ფა–-–-- გაიცნო 2017 წლის ივლისში, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 11 იანვარს იგი სტუმრად იმყოფებოდა ფა-----თან სახლში. წასვლისას კართან დახვდათ პიროვნება, რომელიც იყო აგრესიული, შევარდა სახლში, აიღო დანა და ისე, რომ არაფერი უთქვამს, ძლიერად დაარტყა მუცელში, რის შედეგადაც გადავარდა მეორე ოთახში. თავდამსხმელმა იმავდროულად რამდენჯერმე დაარტყა დანა ფა-----ს. თავად შეეცადა წამოდგომას, რა დროსაც ზვ---- მუ---–---–მა კვლავ მოუქნია დანა, თუმცა შეძლო დაეჭირა ამ უკანასკნელის ხელი, რა დროსაც ზვ----ს დანა გაუვარდა ხელიდან. ამ დროს წაიქცა საწოლზე, რა დროსაც ზვ---- მუ---–---–ი ურტყამდა მუშტებს, თუმცა მან შეძლო თავდამსხმელის ფეხით მოგერიება, გაიქცა სახლიდან და გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს თხოვა დახმარება. იგი იყო დაჭრილი და ნაწლავები ეჭირა ხელით, ამიტომ ბიჭებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, აპარატზე შეერთებული. სახლიდან გაქცევისას ფა----- ფა–-–-- იყო უგონო მდგომარეობაში და ეგონა გარდაცვლილი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------------------------------- დასკვნით, სს „ი. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მოქ. გი------ დ---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 11.01.18წ-18.01.18წ. დიაგნოზით: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში-წვრილი, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის და დიდი ბადექონის დაზიანებით, სწორი კუნთის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, განავლოვანი პერიტონიტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქე------ ბ------–---–მა.
მოწმე ნო----- გა-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 იანვარს იმყოფებოდა ქ. თბილისში, წ------ ბ-------ეს ქუჩაზე მ--------------ე სამარშუტო ტაქსების გაჩერებასთან, რა დროსაც გაჩერების წინ მდგარი სახლიდან გაიგო ყვირილის ხმა და დაინახა, რომ სახლიდან გამოვარდა მამაკაცი, როგორც შემდეგ შეიტყო გი------ დ---–ი, და ითხოვდა შველას. ახლოს მისვლისას მამაკაცმა უთხრა, რომ იყო დაჭრილი და წაიქცა. მან დაჭრილს ხელი ამოუდო თავქვეშ, რა დროსაც მაისურის ქვეშ დაინახა, რომ მამაკაცს მუცლის მარჯვენა არეში მიყენებული ჰქონდა ერთი ჭრილობა. ჭრილობის სიდიდის განსაზღვრა ვერ შეძლო, რადგან ნაწლავი იყო გადმოვარდნილი და ჭრილობას ეფარებოდა. მან დარეკა სსიპ ,,112-ში“, თუმცა მათთან მალევე გაჩერდა ავტომანქანა, რომლითაც გადაიყვანეს დაჭრილი. მას გი------ დ---–მა უთხრა ენახათ ქალი, რომელიც სავარაუდოდ იყო მკვდარი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, წ------ ბ-------ეს უ-------------------ში. საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რაც ამოღებულ იქნა. დათვალიერების შედეგად სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტების მიერ ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი შავ ტარიანი დანა, მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც მოთავსებული იყო სამზარეულო ოთახის წინ მდებარე თეთრი ფერის პლასტმასის ნაგვის ურნაში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ------ დ---–---–--ემ დაადასტურა მეწყვილესთან - ლევან კ-------ესთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა და ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
მოწმე ჟ--–---- ხ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მისი სახლის პირველ სართულზე მდგმურად ცხოვრობდა ფა----- ფა–-–--, რომელიც შემთხვევის დღეს სისხლიანი მივიდა მასთან და თხოვა დახმარება, რადგან კვდებოდა. მან დაიწყო ყვირილი, ხოლო მისმა რძალმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ფა----- ფა–-–-- შეიძლება მომკვდარიყო, რადგან იყო სისხლიანი და კარგავდა გონებას. მანვე ნახა, რომ მისაღები ოთახი იყო სისხლიანი, თუმცა იქ ფა-----ის გარდა არავინ უნახავს. სამზარეულოს დანა კი, რომლიც იდო ოთახში, ჩააგდო ნაგავში, თუმცა დანა სისხლიანი არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხა ელ---- გა-----ი, რომლის ჩვენებით, ფა----- ფა–-–-- იყო მისი მდგმური, რომელიც 2017 წლის ოქტობერ-ნოემბრის თვიდან ცხოვრობდა მის მიერ გაქირავებულ ბინაში ორ შვილთან ერთად. 2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 20:00-20:30 საათამდე პერიოდში, დაბრუნდა სახლში, რომელთან მიახლოებისას გაიგო დედამთილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. ასევე დაინახა, რომ ეზოდან ქუჩაში უცნაურად გავიდა ორი პირი, რომლებმაც კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, არ გასცეს პასუხი და განაგრძეს გზა. ეზოში და კიბეებზე იყო სისხლის კვალი, ხოლო ნაქირავები ოთახები მოსვრილი იყო სისხლით. მას დედამთილმა უთხრა, რომ ფა----- ფა–-–-- იყო სისხლიანი, ვერ საუბრობდა და ესაჭიროებოდა დახმარება. მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მათ მისვლამდე კი, ფა----- ფა–-–--ს დაალევინა ,,კორსიზი“. ამ დროს მას დაზარალებულმა უთხრა, რომ მისი ქმარი იყო მისული.
მოწმე სო------ მუ---–---–მა განმარტა, რომ ზვ---- მუ---–---–ი არის მისი ძმა, რომელიც დაქორწინებული იყო ფა----- ფა–-–--ზე, თუმცა ისინი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ზვ---- მუ---–---–ს ძალიან უყვარდა მეუღლე და შვილები და ეხმარებოდა მათ. 2018 წლის 11 იანვარს, მასთან მივიდა ზვ---- მუ---–---–ი, რომლისთვისაც რაიმე უცნაური არ შეუნიშნავს, იგი მხოლოდ ნერვიულობდა. სახლში მისვლიდან დაახლოებით ორ საათში კი მისი ძმა დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
მოწმე მა------ გ------–---–ის ჩვენებით, ზვ---- მუ---–---–ი და ფა----- ფა–-–-- არიან მისი შვილის კლასელის მშობლები. 2018 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, მას დაურეკა ფა----- ფა–-–--ს დედამ და უთხრა, რომ დაურეკა ზვ---- მუ---–---–მა და უთხრა, რომ ფა-----ს და მის თანმხლებ პირს რამდენჯერმე დაარტყა დანა და ყურადღება მიექცია არ მომკვდარიყო. მას შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა დაუდასტურა მომხდარი, მან კი მისთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს.
ბრალდებულმა ზვ---- მუ---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით ცამეტი წლის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ფა----- ფა–-–--სთან, რომელსაც დაშორდა ორი წლის წინ. ურთიერთობის დაძაბვის გამო, გაცემულ იქნა დამცავი და შემაკავებელი ორდერი, თუმცა მას მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მან მეუღლის ტელეფონში და სოციალურ ქსელ ,,Facebook-ში“ ნახა შეტყობინებები გულებით, მეუღლე კი იმართლებდა თავს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წავიდა სახლიდან და მას სამი დღის განმავლობაში ეძებდა, პოლიციაშიც კი განაცხადა აღნიშნულის შესახებ და ბოლოს იპოვა მეგობარ მა------ გ------–---–თან, რა დროსაც მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა და უთხრა, რომ მასთან არ იცხოვრებდა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ უთქვამს. თავად უთხრა ფა----- ფა–-–--ს, რომ წაართმევდა ბავშვებს, რადგან არ იყო მათი ღირსი. ფა----- ფა–-–--მ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს უთხრა ტყუილი, თითქოსდა მას ჰყავდა ჩაკეტილი და ცემდა. იგი ორი დღით დააკავეს, რის შემდეგაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი ექვსი თვის ვადით. აღნიშნულის მიუხედავად ყოველთვის ზრუნავდა მეუღლეზე. ვინაიდან ფა----- ფა–-–-- დილით ადრე გადიოდა და ღამით ბრუნდებოდა სახლში, ბავშვები კი იყვნენ მარტო, გადაწყვიტეს, რომ შვილებს გაზრდიდა მამა. ამიტომ ფა----- ფა–-–--მ უთხრა მისამართი და თხოვა 11 იანვარს 20:00 საათზე მისულიყო მასთან. იგი მივიდა მითითებულ მისამართზე და კარის გაღებისას დაინახა ფორმიანი მამაკაცი და ნახევრად შიშველი ფა----- ფა–-–--, რამაც ძალიან გააბრაზა, დაიწყო გინება, კითხა, რატომ იყო მის სახლში უცხო მამაკაცი. ვინაობა ჰკითხა მამაკაცსაც, რომელმაც უპასუხა, რომ იყო თანამშრომელი და მათ დაიწყეს ჩხუბი, რა დროსაც ფა-----ი ეხმარებოდა მამაკაცს, კერძოდ, ყოფილ მეუღლეს შეახტა ზურგზე და სამივენი დაეცნენ ძირს. ფეხზე წამოდგომისას დაინახა, რომ ფა----- ფა–-–-- იყო სისხლიანი, თავად კი ხელში ეჭირა დანა. ამის დანახვაზე დანა დააგდო ძირს და გავიდა გარეთ, რა დროსაც დაურეკა სიდედრს, რომელსაც უთხრა, რომ სავარაუდოდ დანა დაარტყა ფა-----ს და მიეხედა შვილისთვის. მისივე განმარტებით, ფა----- ფა–-–-- ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მას არ მიუცია ბინის მისამართი და არ დაუბარებია სახლში. მართალია, არ ახსოვს დანა საიდან აიღო ან ვის დაარტყა პირველად, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ძალიან უყვარდა მეუღლე და დარტყმის დროს არ ეტყოდა მომკვდარიყო, ხოლო სიკვდილის სურვილის შემთხვევაში სიდედრს არ დაურეკავდა და არ ეტყოდა მიეხედა ფა-----ისთვის.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე დადასტურდა როგორც მოწმეების ვი----–--------–-ას და ერ---–-------------–ის ჩვენებებით, ისე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ზვ---- მუ---–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის, განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
თავდაპირველად, პალატა მიუთითებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
აღნიშნული კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. კონვენციის 35-ე მუხლით დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება. 42-ე მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები ან ადათ-წესები.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს ყოფილი მეუღლე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - ფა----- ფა–-–-- არის ზვ---- მუ---–---–ის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზვ---- მუ---–---–ის გამართლებას და მისი ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემას. ამასთან, უთითებს გი------ დ---–თან დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე და ზვ---- მუ---–---–ის გამოქცევაზე, ზვ---- მუ---–---–ის მხრიდან განზრახვის არარსებობაზე და დარტყმების დროს მსჯავრდებულის მეხსიერების დაბინდვაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:
1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;
3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;
4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
უდავოა ის ფაქტი, რომ 2018 წლის 11 იანვარს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო როგორც ფა----- ფა–-–--მ, ისე გი------ დ---–მა. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ფა----- ფა–-–--ს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით აღენიშნებოდა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა მტევანზე, სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხრის შუა და ქვედა მესამედში, ორთავა კუნთის და იდაყვის ნერვის დაზიანებით, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში და მარცხენა თეძოს ზედა წვეტთან, ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა დუნდულის მიდამოში, შემავალი მცირე მენჯის ღრუში სწორი ნაწლავის არტერიების, საშვილოსნოს და შარდის ბუშტის დაზიანებით. გი------ დ---–ს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად მიყენებული ჰქონდა მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში-წვრილი, მსხვილი ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის და დიდი ბადექონის დაზიანებით, სწორი კუნთის დაზიანებით.
გარდა დაზარალებულთა ჩვენებებისა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა გამოირიცხა თავად ზვ---- მუ---–---–ის ჩვენებითაც. ბრალდებულის სახით დაკითხვისას ზვ---- მუ---–---–მა განმარტა, რომ მან და გი------ დ---–მა დაიწყეს ჩხუბი, რა დროსაც ფა-----ი ეხმარებოდა გი------ დ---–ს, შეახტა ზვ---- მუ---–---–ს ზურგზე და სამივენი დაეცნენ ძირს. ფეხზე წამოდგომისას დაინახა, რომ ფა----- ფა–-–-- იყო სისხლიანი, თავად კი ხელში ეჭირა დანა. ამის დანახვაზე დანა დააგდო ძირს და გავიდა გარეთ, რა დროსაც დაურეკა სიდედრს, რომელსაც უთხრა, რომ სავარაუდოდ დანა დაარტყა ფა-----ს და მიეხედა შვილისთვის. დაცვის მხარემ საჩივარში ისიც მიუთითა, რომ თითქოს სახლიდან პირველი გაიქცა ზვ---- მუ---–---–ი, რომელსაც მისდევდა გი------ დ---–ი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით.
დაკავების ოქმის მიხედვით (ზვ---- მუ---–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 12 იანვარს 01:00 საათზე), ვიზუალურად ზვ---- მუ---–---–ს სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ფა----- ფა–-–--ს და გი------ დ---–ს კი დანით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის თავდასხმას დაზარალებულთა მხრიდან, რაც გამოიწვევდა ზვ---- მუ---–---–ის მიერ დანის გამოყენების აუცილებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით კრიმინალიზებულია მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მკვლელობა გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ.
მართალია, ზვ---- მუ---–---–ი უთითებს, რომ თითქოს მას არ ახსოვს საიდან აიღო დანა და როგორ მიაყენა ჭრილობები გი------ დ---–ს და ფა----- ფა–-–--ს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული საკმარისი არ არის. საქმეზე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა აფექტის მდგომარეობას, შესაბამისად, პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ზვ---- მუ---–---–ის ყოფნას უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზვ---- მუ---–---–მა, როგორც გი------ დ---–ს, ისე ფა----- ფა–-–--ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები სწორედ მოკვლის განზრახვით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლო განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ზვ---- მუ---–---–ს შეეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა (გამოჭრიდა ყელს), გარდა ამისა, ის მივიდოდა შეიარაღებული და წინასწარ მომზადებული.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ზვ---- მუ---–---–მა განმარტა, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ჩაიცვამდა სპეციალურ ტანსაცმელს, დაელოდებოდა გი------ დ---–ის წასვლას, შევიდოდა და მოკლავდა ფა----- ფა–-–--ს, სახლში კი დარჩენილი იქნებოდა გი------ დ---–ის კვლები, რომელსაც გაასამართლებდნენ მკვლელობისთვის და გაუპატიურებისთვის.
თავდაპირველად პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე არ ედავება ზვ---- მუ---–---–ს რამდენიმე კვირით ან დღით ადრე დაგეგმილი მკვლელობის მცდელობას. ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია დანაშაულის მცდელობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განზრახი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და რასაც ედავება ბრალდების მხარე ზვ---- მუ---–---–ს.
მოცემულ შემთხვევაში, ზვ---- მუ---–---–ის განზრახი ქმედების დასადგენად აუცილებელია დადგინდეს მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულების სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, დაზარალებულთა სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება.
როგორც დაზარალებულები, ისე ზვ---- მუ---–---–ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მითითებულ დროს სახლში სხვა პირი არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენდა შემთხვევის თვითმხილველ მოწმეს და სასამართლო შეაფასებს დაზარალებულების და ზვ---- მუ---–---–ის ჩვენებებს, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
დაზარალებულმა ფა----- ფა–-–--მ სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 იანვარს, გი------ დ---–ის გაცილებისას, სახლში შევარდა ზვ---- მუ---–---–ი, რომელმაც ჯერ გი------ დ---–ს დაარტყა დანა მუცლის არეში, შემდეგ კი მას დაარტყა რამდენჯერმე და ეუბნებოდა მომკვდარიყო, რა დროსაც დაკარგა გონება. ფა----- ფა–-–--ს ჩვენება შესაბამისობაშია დაზარალებულ გი------ დ---–ის ჩვენებასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ზვ---- მუ---–---–მა ჯერ მას დაარტყა დანა, შემდეგ ფა----- ფა–-–--ს, შემდეგ ისევ მასთან მიბრუნდა და კვლავ მოუქნია დანა დასარტყმელად, თუმცა მან ხელი დაუჭირა და დანა ძირს დავარდა. ამის შემდეგ ზვ---- მუ---–---–ი ურტყამდა მუშტებს, თუმცა მან შეძლო თავდამსხმელის ფეხით მოგერიება, გაიქცა სახლიდან და გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს თხოვა დახმარება.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაზარალებულ გი------ დ---–ის ჩვენებას ამყარებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებაც. მოწმე ელ---- გა-----ი აღნიშნავს, რომ სახლში დაბრუნებისას გაჩერებაზე გაიგონა დედამთილის ყვირილი და გაეშურა სახლისკენ, ამ დროს ორი მამაკაცი დაინახა ერთმანეთის მიყოლებით, რომლებიც გამოვიდნენ ჭიშკრიდან და ეტყობოდათ აგრესიულობა, რადგან ჭიშკარი მიიჯახუნეს. სახეზე არ დაუნახავს და ცნობა არ შეუძლია, ასევე არ შეუძლია იმის თქმა, რომელიმეს ჰქონდა თუ არა ჭრილობა. ისინი თითქოს ბილწსიტყვაობდნენ ერთმანეთში. 2-3-ჯერ დაუძახა ამ მამაკაცებს თუ რა ხდებოდა, თუმცა მათ რეაქცია არ ჰქონიათ და გზა გააგრძელეს გაჩერებისკენ. მოწმის ჩვენებით, ოთახებში, სადაც ფა----- ფა–-–-- ცხოვრობდა, დალეწილი იყო ყველაფერი, კარი იყო შენგრეული, ლოგინიდან დაწყებული ყველაფერი სისხლში ცურავდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელ---- გა-----ს ჩვენების მიცემისას არ უთქვამს, რომ ჭიშკრიდან ჯერ გამოვიდა ზვ---- მუ---–---–ი და შემდეგ გი------ დ---–ი, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს. მოწმე ნო----- გა-----ა ის პირია, რომელიც 2018 წლის 11 იანვარს იმყოფებოდა ქ.თბილისში, წ------ ბ-------ეს ქუჩაზე მ--------------ე სამარშუტო ტაქსების გაჩერებასთან, რა დროსაც გაჩერების წინ მდგარი სახლიდან გაიგო ქალის და მამაკაცის ყვირილის ხმა და დაინახა, რომ სახლიდან გამოვარდა მამაკაცი, რომელიც ითხოვდა შველას. ახლოს მისვლისას მამაკაცმა უთხრა, რომ იყო დაჭრილი და წაიქცა. მოწმის ჩვენებით, მან დაინახა, რომ მამაკაცს მუცლის მარჯვენა არეში მიყენებული ჰქონდა ერთი ჭრილობა, საიდანაც გადმოვარდნილი იყო ნაწლავი, რის გამოც ჭრილობის სიდიდის განსაზღვრა ვერ შეძლო. გი------ დ---–მა კი უთხრა ენახათ ქალი, რომელიც სავარაუდოდ იყო მკვდარი.
ზვ---- მუ---–---–ის ჩვენებით, ჩხუბის დროს გი------ დ---–ს ეხმარებოდა ფა----- ფა–-–--, რომელიც ზურგზე შემოახტა მას და სამივე წაიქცა, რა დროსაც დაიჭრა ფა----- ფა–-–--, თუმცა მას არ ახსოვს დანა საიდან ან როდის აიღო ან ვის დაარტყა პირველს, რაც წინააღმდეგობაშია დაზარალებულების ჩვენებებთან და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახ გარემოებებთან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანდართულ ფოტოებზე კარგად ჩანს სისხლის კვალი ეზოში და სახლში, არაერთ ადგილას, რაც შესაბამისობაშია დაზარალებულთა ჩვენებებთან.
დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დაზარალებულებს დაზიანებები მიაყენა ზვ---- მუ---–---–მა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას არ ჰქონია მოკვლის განზრახვა, რაც ვერ იქნება გაზიარებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს იმის დადასტურება, გააჩნდა თუ არა ზვ---- მუ---–---–ს ორი პირის: ფა----- ფა–-–--ს (ყოფილი მეუღლის) და გი------ დ---–ის მოკვლის განზრახვა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ზვ---- მუ---–---–ს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა გი------ დ---–თან, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებენ ზვ---- მუ---–---–სა და ფა----- ფა–-–--ს ურთიერთობაზე, მათ შორის დაშორების შემდეგაც. ფაქტია, რომ ფა----- ფა–-–--ს ეშინოდა ზვ---- მუ---–---–ის, რასაც მოწმობს სასამართლოს მიერ გაცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერები. დამცავი ორდერში, რომელიც გაცემული იყო 2017 წლის 8 ივნისს, 6 თვით, მითითებულია, რომ ფა----- ფა–-–--ს განმარტებით ზვ---- მუ---–---–ის მხრიდან არ შეწყვეტილა მუქარა და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.
ფაქტია, რომ გაცემულმა ორდერებმა ვერ უზრუნველყო მიზნების შესრულება. ზვ---- მუ---–---–ი არ აძლევდა დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას ფა----- ფა–-–--ს და ისიც ფაქტია, რომ 2018 წლის 11 იანვარს მიაკითხა კიდეც ყოფილ მეუღლეს ნაქირავებ ბინაში, სადაც დახვდა შემდეგი სურათი: ფა----- ფა–-–-- იმყოფებოდა მამაკაცთან ერთად. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების უფლება, ზვ---- მუ---–---–მა ვერ აიტანა ყოფილი მეუღლის პირადი ცხოვრება, რაც ჩანს კიდეც მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში - დანის არაერთი დარტყმით სურდა სიცოცხლე მოესპო ყოფილი მეუღლისთვის და მისი მეგობრისთვის.
არადამაჯერებელია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს ზვ---- მუ---–---–მა იცოდა, რომ ფა----- ფა–-–-- იყო ცოცხალი და განზრახვის არსებობის შემთხვევაში კვლავ მიაყენებდა სასიკვდილო ჭრილობას. დაცვის მხარემ, ერთის მხრივ ისაუბრა იმაზე, რომ ზვ---- მუ---–---–ს არ ახსოვდა მრავალჯერადი დარტყმებით ყოფილი მეუღლისთვის დაზიანებების მიყენების გარემოებები, ხოლო მეორეს მხრივ უთითებდა, რომ შეეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და ეს მაშინ, როდესაც ფა----- ფა–-–--მ გონება დაკარგა დარტყმების დროს და თავად გი------ დ---–საც ეგონა გარდაცვლილი, რაც დასტურდება კიდეც მოწმის ჩვენებით. დაზარალებული გი------ დ---–ი უთითებს წინააღმდეგობის გაწევაზე და გამოქცევაზე, რაც დასტურდება როგორც ელ---- გა-----ის, ისე მოწმე ნო----- გა-----ას ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. გი------ დ---–ის ჩვენებას ამყარებს შემთხვევის ადგილზე არსებული მისი სისხლის კვლების ადგილმდებარეობა, რაც შესაბამისობაშია მის ჩვენებასთან და ამყარებს რწმენას მისი უტყუარობის შესახებ. რაც შეეხება ელ---- გა-----ის ჩვენებას, უნდა აღინიშნოს, რომ ჭიშკრიდან გამოსული ორი მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მამაკაცები იქნებოდნენ ზვ---- მუ---–---–ი და გი------ დ---–ი, უნდა მოხდეს მსჯელობა ჰქონდა თუ არა ზვ---- მუ---–---–ს მისი მოკვლის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მას აღარ ჰქონდა ცივი იარაღი და გარდა ამისა, ეზოსკენ მოემართებოდა სახლის მეპატრონე ელ---- გა-----ი, ხოლო ახლოს მდებარეობდა სამარშრუტო ტაქსების გაჩერება. გარდა ამისა, მოწმე ნო----- გა-----ას ჩვენებით, ჭიშკრიდან გამოვარდა მამაკაცი, რომელსაც სხვა პირი არ ახლდა, ეს მამაკაცი კი დაჭრილი გი------ დ---–ი იყო. ელ---- გა-----ის ჩვენებით, სახლში მისვლისას მას უცხო მამაკაცი არ დახვედრია.
მოცემულ შემთხვევაში, ფაქტია, ზვ---- მუ---–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანის გამოყენებით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები ყოფილ მეუღლეს - ფა----- ფა–-–--ს და მის მეგობარს - გი------ დ---–ს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, რომელსაც მკვლელობის მცდელობისაგან განასხვავებს განზრახვის მიმართულება, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.
გარდა დაზარალებულთა ჩვენებებისა, უნდა შეფასდეს ზვ---- მუ---–---–ის ბრალდებულის სახით სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მან არ იცის საიდან აიღო დანა, თუმცა იმ დროს, როდესაც დაზარალებულები უტევდნენ, ჭიდაობაში და ძიძგილაობაში, შემთხვევით დაჭრა ფა----- ფა–-–--. მას შემდეგ კი, რაც მიხვდა, რომ ხელში დანა ეჭირა, დააგდო და დატოვა შემთხვევის ადგილი. ზვ---- მუ---–---–ის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან, პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და შემთხვევით არაერთი ჭრილობის მიყენების შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ დანა იყო ზვ---- მუ---–---–ის ხელში, ხოლო დაზარალებულებს სხვა რაიმე ბასრი საგანი თუ ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ. ფა----- ფა–-–--ს და გი------ დ---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაოდენობა, ლოკალიზაცია, ხარისხი, თავად ზვ---- მუ---–---–ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი მეტყველებს განზრახვაზე. ფა----- ფა–-–--ს მიყენებული ჰქონდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, რომელთაგან ჭრილობა შემავალი მცირე მენჯის ღრუში სწორი ნაწლავის არტერიების, საშვილოსნოს და შარდის ბუშტის დაზიანებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. გი------ დ---–ისთვის მიყენებული ჭრილობაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
პალატას მიაჩნია, რომ ზვ---- მუ---–---–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან გი------ დ---–მა შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და გამოქცევა. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის გარეთ განვითარებულ მოვლენებს, შორიახლოს მდებარე გაჩერებიდან დასახმარებლად გამოემართა ნო----- გა-----ა. ისიც ფაქტია, რომ სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა გი------ დ---–ისა და ფა----- ფა–-–--ს სიცოცხლის გადარჩენა.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ფა----- ფა–-–--ს დედასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ არ დაკითხა მ---- ფა–-–--, არ მიუთითებს ზვ---- მუ---–---–ის უდანაშაულობაზე. მ---- ფა–-–-- არ წარმოადგენს შემთხვევის თვითმხილველ მოწმეს, ხოლო სასამართლო საქმეს იხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. რაც შეეხება ფა----- ფა–-–--ს დახასიათებას, დაზარალებულის დედის პოზიციაში კარგად ჩანს სტერეოტიპული წარმოდგენები, რაც შედეგია ადათ-წესების, კულტურის, ტრადიციის, რელიგიის და სხვა გარემოებების. ის, რომ ფა----- ფა–-–--ს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, არ შეიძლება გახდეს მასზე ძალადობის გამართლების მიზეზი. სწორედ ასეთი ძალადობა განხორციელდა ფა----- ფა–-–--ს მიმართ, რამაც გამოიწვია ახალგაზრდა ქალისთვის მძიმე შედეგი - ხელში მგრძნობელობის დაკარგვა და საშვილოსნოს ამოკვეთა. სწორედ ასეთი ძალადობაა გამართლებული საკუთარი დედის მიერ იმ განცხადებით, რაც დაცვის მხარემ წარმოადგინა.
მოწმე მა------ გ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, მას დაურეკა ფა----- ფა–-–--ს დედამ და უთხრა, რომ დაურეკა ზვ---- მუ---–---–მა და უთხრა, რომ ფა-----ს და მის თანმხლებ პირს რამდენჯერმე დაარტყა დანა და ყურადღება მიექცია არ მომკვდარიყო. დაცვის მხარე უთითებს, რომ აღნიშნული ქმედებიდან ჩანს ზვ---- მუ---–---–ის სურვილი - არ მომკვდარიყვნენ მის მიერ დაჭრილი პირები, რასაც სასამართლო არ იზიარებს. დაცვის მხარის პოზიციითვეა დადასტურებული, რომ ზვ---- მუ---–---–ი უშვებდა ორივე პირის გარდაცვალების შესაძლებლობას, ჰქონდა მათი დახმარების შესაძლებლობა და ამისთვის არაფერი მოუმოქმედებია. შესაბამისად, ქმედების შემდეგ გამოხატული ქმედება, რომელიც სინანულის გამომხატველიც კი არ არის, სწორედ მის მოტივირებულ განზრახვაზე მიუთითებს და არა მართლწინააღმდეგობისა თუ ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებებზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ზვ---- მუ---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, ზვ---- მუ---–---–ს განსაზღვრული აქვს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზვ---- მუ---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კა------ ჩუ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი.
ზვ---- მუ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ზვ---- მუ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
სასჯელის ვადის ათვლა ზვ---- მუ---–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
● ზვ---- მუ---–---–ის ტანსაცმელი, ზვ---- მუ---–---–ის მობილური ტელეფონი, პლასტიკური ბარათები, ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა, ,,მეტრომანის“ ბარათი, ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მოლურჯო ფერის ხელჩანთა, მასში არსებული მოწითალო ფერის საფულით, პლასტიკური ბარათები, დაბადების მოწმობით და ფულადი თანხით, რომლებიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
● გი------ დ---–ის სამედიცინო ისტორია, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
● ზვ---- მუ---–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, შავ ტარიანი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, 4 ცალი სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდი, საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, რომლებიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე