განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2019
საქმის ნომერი
330310018002292528
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002292528

საქმე N3ბ/135-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)- ნ--- ჩ------–---–ი;

წარმომადგენლები- ც------ წ--------–-, ნ-------- წ--------–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ი--------–--ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს ნ--- ჩ------–---–ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

2. ნ--- ჩ------–---–ის შეგებებული სარჩელო მოთხოვნა:

 

2.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M----------------- ბრძანების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ნ--- ჩ------–---–ის მიერ „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნას;

 

2.2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ნ--- ჩ------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მესამე დანაწესის (მხარეთა შეთანხმება) საფუძველზე.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე ნ--- ჩ------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ანაზღაურება; ნ--- ჩ------–---–ის შეგებებული სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1 2014 წლის 5 მაისს, ნ--- ჩ------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №--- ბრძანებით დამტკიცებული №--- კონტრაქტი, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის M---------------- ბრძანებით, ს-----------------–-----–--------–-----------------–--------------–---------–------------ის მსმენელი ნ--- ვ-------ის ძე ჩ------–---–ი გაწვეული და ჩარიცხული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“, 2014 წლის 5 მაისიდან. (ს.ფ. 14-18); (ს.ფ. 13).

 

3.2.2 ნ--- ჩ------–---–მა 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 19 ივნისამდე პერიოდში გაიარა სამხედრო-ს------–---- უ-–----- ოფიცერთა მომზადების პროგრამა და საგამოცდო კომისიის 2015 წლის 17 ივნისის №-- გადაწყვეტილებით მიენიჭა ძირითადი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრის კვალიფიკაცია სამხედრო-ს------–---- სპეციალობით. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა: 1. პირველი ს------–---- დახმარების საინსტრუქციო კურსს; 2. ზოგად საგნებს (კერძო დაზღვევის მიმოხილვა; საბრძოლო სტრესი; შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი); 3. ზოგად საე---ო გადამზადებას (სამხედრო ჰოსპიტალი); 4. პრევენციულ მედიცინასა და სამხედრო ჰიგიენას; 4. ს------–---- ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და დოკუმენტაციას; 5. ს------–---- უზრუნველყოფის დაგეგმვას. (ს.ფ. 140-141); (ს.ფ. 142); (ს.ფ. 182-183).

 

3.2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის M---------------- ბრძანებით, ლეიტენანტი ნ--- ვ-------ის ძე ჩ------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- მ--- ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე----ს (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №---------) თანამდებობაზე, 2015 წლის 19 ივნისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს-----------------–-----–--------–-----------------–--------------–---------–------------ის უ-–----- ოფიცერთა სკოლის მსმენელის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „ლეიტენანტი“). (ს.ფ. 74).

 

3.2.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 9 დეკემბრის M---------------- ბრძანებით, ლეიტენანტი ნ--- ვ-------ის ძე ჩ------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–----- ე----დ (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №---------) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის მ--- ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე----ს (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №---------) თანამდებობიდან. (ს.ფ. 19).

 

3.2.5 . საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე----, უფროსი ლეიტენანტი ნ--- ჩ------–---–ი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მივლინებული იქნა გენერალური შტაბის ს------–---- დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 7 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 9 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე----, უფროსი ლეიტენანტი ნ--- ჩ------–---–ი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მივლინებული იქნა გენერალური შტაბის ს------–---- დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 21 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე. (ს.ფ. 189); (ს.ფ. 190).

 

3.2.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–-----მა ე---მა ნ--- ჩ------–---–მა 2017 წლის 5 დეკემბრის M---------------- პატაკით მიმართა ამავე ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. პატაკში ნ--- ჩ------–---–მა აღნიშნა, რომ აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. პირად შემადგელობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის №--- ტელეფონოგრამას, რაზეც თანახმაა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნ--- ჩ------–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ნ--- ჩ------–---–ი გაფრთხილებული იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (18000 (თვრამეტიათასი) ლარის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის S-1-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 6 დეკემბერს ნ--- ჩ------–---–თან ჩაატარა გასაუბრება, რასთან დაკავშირებითაც შედგა გასაუბრების ფურცელი. გასაუბრების ფურცელში დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ--- ჩ------–---–ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით; ამასთან, ნ--- ჩ------–---–ი გაეცნო უფლება-მოვალეობას სამხედრო პირისათვის, რომლებიც ჯარიდან დაითხოვებიან აღნიშნული სტატუსით, მას მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია და თხოვნა არ გააჩნია. გასაუბრების ფურცლის გაცნობის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ნ--- ჩ------–---–მა. (ს.ფ. 21); (ს.ფ. 24); (ს.ფ. 28).

 

3.2.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე---- (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №---------), უფროსი ლეიტენანტი ნ--- ვ-------ის ძე ჩ------–---–ი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. (ს.ფ. 20).

 

3.2.8. სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის ნ--- ვ-------ის ძე ჩ------–---–ის ნამსახურობის პერიოდმა ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე შეადგინა 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 13 (ცამეტი) დღე. (ს.ფ. 22-23).

 

3.2.9. ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლის მიერ 2017 წლის 23 თებერვლის №44 ბრძანებით დამტკიცდა უ-–------ ე----ს ფუნქციონალური მოვალეობები, კერძოდ, მის ძირითად ფუნქციონალურ მოვალეობებად განისაზღვრა: ავადმყოფების დროული ევაკუაცია უახლოეს საევაკუაციო ეტაპებზე და პირველი ს------–---- დახმარების აღმოჩენა ევაკუაციის დროს; ხოლო დამატებით ფუნქციონალურ მოვალეობებად - ზემდგომის დავალების შესრულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში.

 

ნ--- ჩ------–---–ს საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე----ს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეუსრულებია ე----ს მოვალეობა და არ გასულა სადღეღამისო განწესში (ბრიგადის ლაზარეთი, ს------–---- პუნქტი), ასრულებდა მხოლოდ დანიშნული თანამდებობიდან გამომდინარე დამტკიცებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს და მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით აკმაყოფილებდა უ-–------ ე----ს თანამდებობას. (ს.ფ. 134); (ს.ფ. 104).

 

3.2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ------ მ--–--ემ განმარტა, რომ იგი მსახურობს შეირაღებულ ძალებში პირველი ქვეითი ბრიგადის ე----დ, მას შემდეგ რაც 2016 წელს მოხდა პირველი და მ--- ბრიგადების რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით. მითითებულ პერიოდში ნ--- ჩ------–---–ი უკვე დანიშნული იყო უ-–------ ე----ს თანამდებობაზე და იგი მ------ მ--–--ეს არ ექვემდებარებოდა. მას ჰყავდა მოწყობის მეთაური, ასმეთაური და ბატალიონის მეთაური. მ------ მ--–--ის განმარტებით, უ-–------ ე----ს ფუნქციებში შედის პირველადი დახმარების გაწევა და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ევაკუაცია დანიშნულების ადგილზე. მისივე განმარტებით, ნ--- ჩ------–---–ი საბრძოლო მორიგეობებზე, ლაზარეთში, ს------–---- ასეულში არ ყოფილა და ასრულებდა მხოლოდ უ-–------ ე----ს ფუნქციას, როდესაც მივლინებული იყო ს------–---- პუნქტში.

 

მოწმის განმარტებით, ნ--- ჩ------–---–ი საბრძოლო მორიგეობებს არ ასრულებდა, ვინაიდან უ-–----- ე---ს ეს უფლებამოსილება არ გააჩნია. მისივე განმარტებით, უ-–------ ე----ს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ევაკუაცია შესაბამისი ტრანსპორტით და პირველადი ს------–---- დახმარება, რაშიც იგულისხმება ჭრილობის შეხვევა, სისხლდენის შეჩერება, პაციენტის ვიზუალური დათვალიერება, პირველადი დახმარების გაწევა და დროული ევაკუაცია. ამასთან, პირველადი დახმარების აღმოჩენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაშია პაციენტი, რა აქვს დაზიანებული და ა.შ. შეიძლება ჭრილობა იყოს, შეიძლება სამხედრო მოსამსახურეს გული წაუვიდეს. მ------ მ--–--ის განცხადებით, პირველადი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი არ არის პირს ჰქონდეს უმაღლესი ს------–---- განათლება. მისი აღმოჩენა შეუძლია ჩვეულებრივ სამხედროსაც. მით უფრო, მათთან არიან ს------–---- განათლების არმქონე საბრძოლო მედიკოსები, რომლებსაც პირველადი დახმარების გაწევა ევალებათ.

 

მოწმემ აღნიშნა, რომ მის ფუნქციებში არ შედის დაადგინოს ნ--- ჩ------–---–ის განათლების უ-–------ ე----ს თანამდებობასთან შესაბამისობა, შესაბამისად, მისთვის არაა ცნობილი რამდენად შესაძლებელია მოსარჩელის განათლების მქონე პირი დაინიშნოს უ-–------ ე----ს თანამდებობაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ--- ჩ------–---–ი არ ეთანხმებოდა თავის თანამდებობას. ამის შესახებ მათ შორის საუბარი რამდენჯერმე იყო, მაგრამ ნ--- ჩ------–---–ის გადანიშვნა არ შედიოდა მის ფუნქციებში. ასევე აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა ს------–---- დეპარტამენტიც და მას ურჩიეს, რომ არ წასულიყო სამსახურიდან, დალოდებოდა სხვა თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის გამოჩენას. იყო შემთხვევები, როდესაც ნ--- ჩ------–---–ი მივლინებული იყო ს------–---- დეპარტამენტში, 4-5 თვით. ისინი ნ--- ჩ------–---–ს მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს გაევლო შესაბამისი კურსი. ამ მიზნით მივლინებული იყო ს------–---- დეპარტამენტში. ვინაიდან სათანადო თანამდებობის არქონის გამო, ნ--- ჩ------–---–ი ვერ გადაინიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებიდან წასვლის თაობაზე. მ------ მ--–--ის ინფორმაციით, ნ--- ჩ------–---–ი თავის თანამდებობას აპროტესტებდა დანიშვნისთანავე, რაზეც ინფორმირებული იყო ზემდგომი ს------–---- დეპარტამენტი.

 

მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ------ მ--–--ემ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული რა არის პირველადი ს------–---- დახმარება. სიტუაციიდან გამომდინარე, უ-–----- ე---ს შეიძლება მოუწიოს ნემსის გაკეთებაც. ნ--- ჩ------–---–ის შემთხვევაში, მისი განათლება არ იძლეოდა საშუალებას, რომ იგი დანიშნულიყო მორიგე, სადღეღამისო ე----დ. მისი განმარტებით, ვინც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრში „კ--–-----“ იღებს შესაბამის განათლებას, მას აუცილებლად შეუძლია პირველადი ს------–---- დახმარების აღმოჩენა და შესაძლებელია მისი უ-–------ ე----ს თანამდებობაზე დანიშვნა. თუმცა მ------ მ--–--ე არ ფლობს ინფორმაციას კონკრეტულად რა შეისწავლა ნ--- ჩ------–---–მა მივლინებებისა თუ კურსების გავლის დროს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა რ---–---- ძ---–---მ განმარტა, რომ იგი არის პირველი ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი და მის დაქვემდებარებაშია 3500 პირი. ამასთან, იგი წარმოადგენს ბოლო ხელმძღვანელ რგოლს და ნ--- ჩ------–---–ს ჰყავდა სხვა უშუალო უფროსები. რ---–---- ძ---–--- ნ--- ჩ------–---–ს იცნობდა ისე, როგორც სხვა სამხედრო მოსამსახურეებს. ბოლოს, როდესაც ნ--- ჩ------–---–მა წასვლა გადაწყვიტა, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და შეკითხვაზე, რით დახმარებოდა, ნ--- ჩ------–---–მა უპასუხა, რომ ის ვერ დაეხმარებოდა. რ---–---- ძ---–---მ ნ--- ჩ------–---–ი გააფრთხილა, რომ წასვლის შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევას ექნებოდა ადგილი. ნ--- ჩ------–---–მა მეთაურსაც დაუწერა პატაკი, რომ გაცნობიერებული ჰქონდა მისი მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი და თანახმა იყო პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის შემდეგ იგი მივლინებულიც იყო ს------–---- დეპარტამენტში.

 

რ---–---- ძ---–---მ განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს კონტრაქტის დადებაზე უფლებამოსილ პირს და აქედან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას ნ--- ჩ------–---–ისთვის მიეცა დაპირება, სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში პასუხისგებლობის დაკისრება/არდაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მას კონსულტაცია უნდა გაევლო ს------–---- დეპარტამენტთან ან შეიარაღებულ ძალებთან. მისი ინფორმაციით, წასვლის შემთხვევაში არსებობს პუნქტი „მხარეთა შეთანხმება“, რომლის დროსაც ადგილი უნდა ჰქონდეს ავადმყოფობას, მძიმე ოჯახურ პირობებს ან სხვა შესაბამის დასაბუთებულ გარემოებას.

 

რ---–---- ძ---–---მ აღნიშნა, რომ ფუნქციები არის ცენტრალიზებული და ნ. ჩ------–---–ის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მომხდარიყო ს------–---- დეპარტამენტის ან J-1 შემადგენლობის თანხმობით. ნ--- ჩ------–---–ს ჰყავდა ბატალიონის ხელმძღვანელი და როგორც რ---–---- ძ---–--- ფლობს ინფორმაციას, ნ--- ჩ------–---–ი არ ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციებს. იგი არსად არ დაფიქსირებულა, როგორც მორიგე ე---- და რაც შეეხება პირველად ს------–---- დახმარებას, მისი აღმოჩენა ნებისმიერ სამხედროს შეუძლია. ნ--- ჩ------–---–ი პირად საუბრებში წასვლის მიზეზად აცხადებდა, რომ არ იყო ე---- და როგორც ე---ს, იქ მომავალი არ გააჩნდა, ვერ განვითარდებოდა. როდესაც ნ--- ჩ------–---–მა მას მიმართა თხოვნით, რომ ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს, იგი მივლინებული იყო ს------–---- დეპარტამენტში. ამასთან, მათთან სხვასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა, თუმცა ეს უკანასკნელი აგრძელებს სამსახურს. რ---–---- ძ---–---მ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უ-–------ ე----ს ფუნქცია არის პირველადი ს------–---- დახმარების აღმოჩენა და პაციენტის ევაკუაცია, რომელიც ყველა ჯარისკაცს შეუძლია. ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობია, უ-–------ ე----ს თანამდებობაზე დანიშვნისათვის თუ რა მოთხოვნებია დაწესებული. ასევე, უცნობია ნ--- ჩ------–---–მა რა კურსი გაირა. მისი ინფორმაციით, ნ--- ჩ------–---–ი მივლინებული იყო ს------–---- დეპარტამენტში და ეს მივლინება შეწყვიტა სამსახურიდან წასვლის გამო. შესაბამისად, რ---–---- ძ---–---სთან მივიდა წასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით. იგი გაფრთხილებული იქნა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ნ--- ჩ------–---–ი არ ეთანხმებოდა მას, უნდა ეცნობებინა რ---–---- ძნელაძისთვის, რომელიც შესაბამის უწყებებს მიმართავდა. (ს.ფ. 160-176).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.1 სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ--- ჩ------–---–მა, რომელმაც 2014 წელს გააფორმა ექვსწლიანი კონტრაქტი, საქართველოს შეიარაღებული ძალებში იმსახურა 3 წელი 7 თვე და 13 დღე. ამასთან, მან 2017 წლის 5 დეკემბერს პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით, იმ დროს, როდესაც მას არანაირი პრეტენზია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს ნ--- ჩ------–---–ისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტის მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ნ--- ჩ------–---–ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე ნ--- ჩ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ჯარიმის სახით 18000 (თვრამეტითასი) ლარის ანაზღაურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--- ჩ------–---–ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- ბრძანების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ნ--- ჩ------–---–ის მიერ „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ნ--- ჩ------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მესამე დანაწესის (მხარეთა შეთანხმება) საფუძველზე.

 

სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ნ--- ჩ------–---–მა ხელმძღვანელობას მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ აღარ სურდა სამხედრო სამსახურის გაგრძელება. მისი განცხადების/პატაკის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოების მასალებში ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ--- ჩ------–---–ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამასთან, მას პირად შემადგენლობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია, მოთხოვნა არ გააჩნდა. იგი გაცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს, კერძოდ, მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 18000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია იმ გარემოებაზე, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა უნდა მომხდარიყო არა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, არამედ მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ეს უკანასკნელი კი გამორიცხავდა მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ--- ჩ------–---–სა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის რაიმე სახის შეთანხმებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ--- ჩ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის პირობების, კერძოდ, ვადის დარღვევას და ის ამის შესახებ ინფორმირებული იყო თავიდანვე, საფუძველს არის მოკლებული მითითებულ გარემოებაზე აპელირება.

 

ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ნ--- ჩ------–---–ს დაკისრებული ჰქონდა მისი განათლებისათვის შეუსაბამო ფუნქციები, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--- ჩ------–---–ს მინიჭებული ჰქონდა ძირითადი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრის კვალიფიკაცია სამხედრო-ს------–---- სპეციალობით, კერძოდ, მის მიერ გავლილი პროგრამა მოიცავდა: 1. პირველი ს------–---- დახმარების საინსტრუქციო კურსს; 2. ზოგად საგნებს (კერძო დაზღვევის მიმოხილვა; საბრძოლო სტრესი; შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი); 3. ზოგად საე---ო გადამზადებას (სამხედრო ჰოსპიტალი); 4. პრევენციულ მედიცინასა და სამხედრო ჰიგიენას; 4. ს------–---- ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და დოკუმენტაციას; 5. ს------–---- უზრუნველყოფის დაგეგმვას. ასევე, დადგენილი გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ--- ჩ------–---–ი დანიშნული იყო უ-–------ ე----ს თანამდებობაზე, რომლის ძირითად ფუნქციონალურ მოვალეობებად განისაზღვრებოდა: ავადმყოფების დროული ევაკუაცია უახლოეს საევაკუაციო ეტაპებზე და პირველი ს------–---- დახმარების აღმოჩენა ევაკუაციის დროს; ხოლო დამატებით ფუნქციონალურ მოვალეობებად - ზემდგომის დავალების შესრულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, ნ--- ჩ------–---–ს საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე----ს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეუსრულებია ე----ს მოვალეობა და არ გასულა სადღეღამისო განწესში (ბრიგადის ლაზარეთი, ს------–---- პუნქტი), ასრულებდა მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე დამტკიცებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს. აღნიშნული დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა პირებმა. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს კონკრეტულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ--- ჩ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. ნ--- ჩ------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ნ--- ჩ------–---–ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6. ნ--- ჩ------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უზუსტობად უთითებს იმ გარემოებებს, რომ ნ--- ჩ------–---–ს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ განცხადება საკუთარი ხელით არ შეუდგენია და დადგენილი ფორმით გადასცეს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა გადაეცათ მისთვის სხვა ფორმის შაბლონი ან თავისუფალი ფორმით მიეცათ შესაძლებლობა დაეწერა განცხადება, მას განუმარტეს, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მხოლოდ აღნიშნული ფორმით იწერებოდა.

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლის მიერ 2017 წლის 23 თებერვალს ყოველგვარი ფორმის დაუცველად გაცემული ბრძანება N44 „უ-–------ ე----ს ფუნქციონალური მოვალეობების დამტკიცების შესახებ“ არ შეესაბამებოდა ნ--- ჩ------–---–ის მიმართ დაკისრებულ მოვალეობებს და თავისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით ნ--- ჩ------–---–ი არ აკმაყოფილებდა უ-–------ ე----ს თანამდებობას.

 

მნიშვნელოვანია გენერალური შტაბის ს------–---- დეპარტამენტის უფროსის ვიცე - პოლკოვნიკი ა---------– ა--–--ის მიერ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ზ----- ო-----------ისათვის 2018 წლის 17 ივლისს გაგზავნილი წერილი N------------------, სადაც ნათლადაა აღნიშნული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ „წერილის შედგენის მომენტისათის“ ნ--- ჩ------–---–ის მსგავსი განათლების მქონე პირებს სამხედრო - ს------–---- მიმართულებით არ მიიღებდნენ, თუმცა წერილში ავტორი არ განმარტავს მიზეზს რატომ „შეიცვალა“ თავდაცვის სამინისტროს მიდგომა. ნ--- ჩ------–---–ი თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში რამდენჯერმე მივლინებულ იქნა სამხედრო პოლიგონზე. მოწმე მ------ მ--–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ნ--- ჩ------–---–ი დანიშვნის დღიდან აპროტესტებდა თავის თანამდებობას. თავდაცვის სამინისტრო ვალდებული კონტრაქტის საფუძველზე უზრუნველეყო ნ--- ჩ------–---–ი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი სოციალური პირობებით.

 

აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობად უთითებს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხ. 98, ნაწ.2 პ „გ“) და არც „საე---ო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხ. 5, პ. „ნ“), რომელშიც ერთმნიშვნელოვნადაა განმარტებული, რომ უ-–------ ე----ს თანამდებობის შესაბამისი პირი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი აკრედიტირებული ს------–---- სასწავლებლის დიპლომირებული კურსდამთავრებულია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ასევე ნ--- ჩ------–---–ისათვის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

7.2 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დარღვევის გამო, ნ--- ჩ------–---–ისათვის პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის დაკისრებას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი კერძო ავტონომიის თავისუფლებით, რამდენადაც მისი საქმიანობა მიმართულია საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად და მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის მხრივ ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. თუ არ არსებობს ორმხრივი ნება, შესაბამისად, არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით, განსაზღვრულია საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესები: საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის. დებულების I თავის მე-3 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე.

 

დებულების VI თავის პირველი და მე-11 პუნქტების მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამავე დებულების XVIII თავით დარეგულირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. ამ თავის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ: სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 5 მაისს, ნ--- ჩ------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №--- ბრძანებით დამტკიცებული №--- კონტრაქტი, რომლის ვადაც 2.1. პუნქტით განისაზღვრა 6 (ექვსი) წლით. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8., 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის ს------–---- ასეულის ს------–---- ოცეულის ს------–---- მ------------- ჯ------- უ-–------ ე---მა ნ--- ჩ------–---–მა 2017 წლის 5 დეკემბრის M---------------- პატაკით მიმართა ამავე ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ნ--- ჩ------–---–ი გაფრთხილებული იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (18000 (თვრამეტიათასი) ლარის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----- ჯ------- აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---- უზრუნველყოფის ბატალიონის S-1-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 6 დეკემბერს ნ--- ჩ------–---–თან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ნ--- ჩ------–---–ი, დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ--- ჩ------–---–ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამავე გასაუბრების ოქმის თანახმად, ნ--- ჩ------–---–ი გაეცნო უფლება-მოვალეობას სამხედრო პირებისათვის, რომლებიც ჯარიდან დათხოვნილნი იქნებიან აღნიშნული სტატუსით; ასევე, მას არანაირი პრეტენზია და თხოვნა არ გააჩნია მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ--- ჩ------–---–მა, რომელმაც 2014 წელს გააფორმა ექვსწლიანი კონტრაქტი, საქართველოს შეიარაღებული ძალებში იმსახურა 3 წელი 7 თვე და 13 დღე. ამასთან, მან 2017 წლის 5 დეკემბერს პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით, იმ დროს, როდესაც მას არანაირი პრეტენზია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ--- ჩ------–---–ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში - სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის ნ--- ჩ------–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 18000 (თვრამეტითასი) ლარის ანაზღაურების საფუძველს.

 

7.3 ნ--- ჩ------–---–ის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- ბრძანების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ნ--- ჩ------–---–ის მიერ „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოსს გამოსცეს ნ--- ჩ------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მესამე დანაწესის (მხარეთა შეთანხმება) საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

პალატა მიუთითებს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ნ--- ჩ------–---–ის პირადი პატაკის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას აღარ სურდა სამხედრო სამსახურის გაგრძელება. წარმოების მასალებში ფიქსირდება, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ--- ჩ------–---–ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამასთან, მას პირად შემადგენლობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია, მოთხოვნა არ გააჩნდა. იგი გაცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს, კერძოდ, მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 18000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

 

პალატა აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შესაძლოა ნ--- ჩ------–---–ს დაკისრებული ჰქონდა მისი განათლებისათვის შეუსაბამო ფუნქციები თუმცა განსახილველ დავის საგანს არ წარმოადგენს კონკრეტულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული არც თავის დროზე გაუხდია სადავოდ ნ--- ჩ------–---–ს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმ გარემოებაზე, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა უნდა მომხდარიყო არა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, არამედ მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ეს უკანასკნელი კი გამორიცხავდა მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას. აპელანტის მიერ საქის განხილვის არცერთ სტადიაზე არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ--- ჩ------–---–სა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის რაიმე სახის შეთანხმებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ--- ჩ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის პირობების, კერძოდ, ვადის დარღვევას და ის ინფორმირებული იყო შესაბამის შედეგებზე, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტით, საფუძველს მოკლებულია მითითებულ გარემოებაზე აპელირება.

 

7.4. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ნ--- ჩ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ნ--- ჩ------–---–მა ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე, შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ--- ჩ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -