განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
160141318002258204
ინსტანცია
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160141318002258204

საქმე №1ბ/1182-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

7 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ნინო სოლომნიშვილი, ოთარ ჯუგაშვილი, სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი-–-----------ი, (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------------------ში.

კვალიფიკაცია: კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებული: ზ---------------ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–---------------–---–-------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: რ---------–----ე

 

თარჯიმანი: ა---------–--------ი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ზ---------------მა და ი-–-----------მა და ითხოვეს მათ მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და დანიშნული სასჯელის 1/3 ნაწილი ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად. ი-–-----------მა ასევე მოითხოვა სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ძ---–----––- მდებარე თ-----------------ას საცხოვრებელი სახლიდან ი-–-----------მა ზ----------------თან ერთად, რომელთანაც წინასწარ იყო შეთანხმებული, ცოლად შერთვის მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში თ-----------------ა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცეს.

 

2018 წლის 6-7 იანვრის ღამეს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წ--–------ში მდებარე გ----------------ას საცხოვრებელ სახლში, ი-–-----------მა, ფიზიკური ძალის გამოყენებით დაძლია თ----------------ას წინააღმდეგობა, თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით შეაღწია თ----------------ას სასქესო ორგანოში და მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზ---------------ისა და ი-–-----------ის მიერ მათზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა , გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: თ-----------------ას, ი-–-------–---ას, ლ-----------------ის, ბ--------------------ის, ზ-----------–---ის, ა-------------ას, გ--------------------ას, ს------------ას, ს---–-----------------ას, გ----------------ას, მ-----------------ას, ა--------–--–---ის, ნ--------------ის, ს-----–-------–--–---ას, ე-–------–-----ის, ნ--------------ის, ა-------------ის, ზ----------------ის, ნ-------------------ას გამოკითხის ოქმებით, ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, გრაფიკული ექსპერტიზის N------- დასკვნით, ამოღებული ნივთებით, ამოცნობის ოქმით, სამედიცინო დოკუმენტაციით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ი-–-----------ისა და ზ----------------მის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–-----------მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ზ---------------მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-–-----------ის და ზ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ხოლო, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, რომ მსჯავრდებულ ზ---------------ის მიმართ გამოყენებული იქნას სასჯელის მინიმუმი, ხოლო ორივე მსჯავრდებულის მიმართ ასევე, გამოყენებული იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს ქალთა უფლებებზე, კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია), რომელიც გვთავაზობს ღონისძიებათა თანმიმდევრულ კომპლექსს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც ადამიანის უფლების დარღვევად, აგრეთვე, დისკრიმინაციის ფორმად.

ამავე კონვენციის განმარტების მიხედვით, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას, თუმცა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ი-–-----------ისა და ზ---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, ასევე, ი-–-----------ისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმადე შემცირება. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი, ი-–-----------ისა და ზ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულების ი-–-----------ის და ზ----------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-–-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი ) წლის ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ი-–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 იანვრიდან.

 

ი-–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ზ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

ზ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან.

 

ზ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

ავტომანქანა ოპელ ვექტრა (გასაღებით) და ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (გასაღებით) - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; სავარძლის ბალიში დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; ღია მოყავისფრო ჯემპრი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; ს------------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს ს------------ას; თეთრი და ჭრელი ტრუსი, ვარდისფერი საღამური პერანგი, 1 წყვილი წინდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; ნაცრისფერი გრძელი მაისური (საღამური) და შავი ფერის უთათებო წელწინდა (ამოღებული ი-–-------–---ასგან) დაუბრუნდეს ი-–-------–---ას; 1 წყვილი დაბალყელიანი შავი ფერის ჩექმა ე.წ. „შუზი“ (ამოღებული ი-–-------–---ას საცხოვრებელი სახლიდან ) დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; თ----------------ას ტანსაცმელი - (ჟაკეტი, ჯემპრი, მაისური, წელწინდა (კოლგოტი), ჯინსის შარვალი, აზღუდი, ტრუსი, 1 წყვილი წინდა ) დაუბრუნდეს თ----------------ას; 1 წყვილი ქოში დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; ზ---------------ის ტანსაცმელი (ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი) დაბრუნდეს ზ----------------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობთ აღჭურვილ პირს; ი-–-----------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ი-–-----------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ხელწერილის დედანი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; თ----------------ას ხელწერის ნიმუშები დაერთოს სისხლის სამართლი საქმეს;

ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტის“ სავარძლის ქსოვილის ნიმუშები, ა/მანქანა „ოპელის“ სავარძლის ქსოვილის ნიმუშები, ა/მანქანა ოპელის სავარძლებიდან აღებული მიკრონაწიკლაკები, ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტის“ სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, წებოვანი ფირები, თეთრი ქსოვილის ნაჭერი სისხლის მაგვარი ლაქებით,ზეწარი, საბნის და ბალიშის შალითა, გატეხილი ჭიქის ნატეხები, ანაწმენდები ა/მანქანა „ოპელის“ საჭიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ საჭიდან, ანაწმენდები ა/ მანქანა „ოპელის“ კარების სახელურებიდან, ანაწმენდები ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის „კარების შიდა სახელურებიდან, ი-–-----------ის ფრჩხილების ნიმუშები, ზ---------------ის ფრჩხილების ნიმუში, ზ---------------ის ნერწყვის ნიმუში, ი-–-----------ის თმის ნიმუშები, ზ---------------ის თმის ნიმუშები, ი-–-----------ის ნერწყვის ნიმუში, თ----------------ას ნერწყვის ნიმუში, ნაცხის ნიმუშები საშოდან და უკანა ტანიდან, თ----------------ას მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, თ----------------ას თმის ნიმუში, თმის ღერები ა/ მანქანა „ოპელის“ უკანა მარცხენა სავარძლიდან, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/