განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002409975
საქმე №1ბ/1558-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
1 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი: ნინო სოლომნიშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----–----------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ხ-----------------ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–----------–-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები და სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
ადვოკატი: მ--------------ე
თარჯიმანი: ას--------–--------ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ხ-----------------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------ემ და ითხოვეს მსჯავრდებულს მიესაჯოს სასჯელის მინიმუმი და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ¾ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ¼ ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ - 1.6668 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 27 თებერვალს ფულადი თანხის 1600 ლარის სანაცვლოდ გაასაღა გ--------------–--ეზე - ქ. თ---–--–----------–----------–-ში.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 27 თებერვალს გ--------------–--ის პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული ქ. თბილისში, ს-------–---–-------------------------------- წინ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ - 1,8625 გრამის ოდენობით.
2018 წლის 2 მარტს ხ-----------------მა წინასწარი შეცნობით ე-–----------------თან ერთად, ფულადი თანხის 1600 ლარის სანაცვლოდ, აღნიშნული განსაკურებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ - 1,8625 გრამის ოდენობით გაასაღა გ--------------–--ეზე - ქ. თ---–--–----------–----------–-ში.
ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ – 0.6882 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 8 მარტს ფულადი თანხის 1000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა გ--------------–--ეზე - ქ. თ---–--–----------–----------–-ში.
ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ქ. თ---–--–----------–----------–-ში, კ---------------------------------------------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ - 1.9421 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 14 მარტს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხ-----------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მსჯავრდებულის აღიარებით, მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით, და ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, 2018 წლის 27 თებერვლის გ--------------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 28 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნით, ამოღების ოქმებით, 2018 წლის 3 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნით, 2018 წლის 10 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნით, 2018 წლის 14 მარტის ხ-----------------ის სახლის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 15 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N5------------ დასკვნით, 2018 წლის 15 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 25 აპრილის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N3-------- დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, თანხის წარდგენისა და დათვალიერების ოქმებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმებით, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ხ-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ხ-----------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ხ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ხ-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნას სასჯელის მინიმუმი და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ¾ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ¼ ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ვინაიდან, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ხ-----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენი, ხ-----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნერწყვის ნიმუშები და ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უნდა განადგურდეს; ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკები, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ-----------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ხ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ხ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
ხ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 მარტიდან.
ხ-----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის სამსახურებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ინახება შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში და შსს ცკპდ სპეციალურ საცავში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკები, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/