განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
330100118002341039
ინსტანცია
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002341039

საქმე №1ბ/613-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–-----------ს

მსჯავრდებულის: ს-----–------------ის

ადვოკატის: ნ----------–--ის

თარჯიმნის: გ---------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს-----–------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ს-----–------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------–------–------------–---–-------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----–------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 00:45 საათზე, ს-----–-------------მა დაურეკა მობილურ ტელეფონზე თავის დას - ლ------------------ს, რომელიც იმყოფებოდა რესტორანში და მოსთხოვა, დროულად დაბრუნებულიყო სახლში, მისამართზე: ქ-------–-----------------------------–------–------------–---–-------------ში, რის გამოც იკამათეს ერთმანეთში. დაახლოებით 45 წუთში, ლ------------------ი დაბრუნდა სახლში დებთან - კ------ და ნ------------------ებთან და დედასთან, ს----------------თან ერთად. სახლში მისვლისას ს-----–-------------მა ლ------------------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კი სახეში გაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად ლ------------------ი დაეცა იატაკზე, ხოლო ს-----–------------მა ხელებით, თავისა და ზურგის არეში კვლავ განაგრძო მისი ცემა, რა დროსაც ლ------------------ი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. დის დახმარებას შეეცადნენ კ------ და ნ------------------ები, თუმცა მათი ქმედებით გაღიზიანდა ს-----–------------ი და მათაც დაუწყო ცემა, კერძოდ, თავდაპირველად კ------ ვ----------ს სახეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო შემდგომ ხელში ჩაარტყა ნ------------------ს, თუმცა იგი მაინც ცდილობდა გაშველებას, რის შემდგომაც ს-----–------------მა ხელი ჰკრა და წააქცია, რა დროსაც ნ------------------მაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ს-----–------------მა თავისი აგრესიული ქმედება გააგრძელა შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. კერძოდ, როდესაც ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ ლ------------------ს, ს-----–------------მა იქვე მყოფ მის დას - კ------ ვ----------ს თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც კ------ ვ----------მა კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ს-----–-------------ი ადგილზევე იქნა დაკავებული პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რითაც აღკვეთილი იქნა მისი ძალადობრივი ქმედებები ოჯახის წევრების მიმართ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით:

 

ს-----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს-----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 7 თებერვლიდან - 8 თებერვლის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს-----–------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----------–--ემ.

 

სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ს-----–------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს-----–------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ს-----–------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის კუთხით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს-----–------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ლ------------------ის, ნ------------------ის, კ------ ვ----------ის, ს----------------ის, ბ--------------ის, მ----------------ს გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ს-----–------------ის გამოკითხვის ოქმების და მის მიერ დანაშაულის აღიარების, პაციენტის სამედიცინო ბარათის, შემაკავებელი ორდერების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს-----–------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს-----–------------ს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა.

 

პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს-----–------------ისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის“.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ს-----–------------ისთვის სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენებას. მართალია, ს-----–------------ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, თუმცა პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, კერძოდ, მოცემულ საქმეზე ზემოხსენებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ს-----–------------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ოჯახის სამი წევრის მიმართ, მისი მხრიდან წარსულშიც ძალიან ხშირი იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები ოჯახის წევრების მიმართ, ხოლო დაზარალებულ კ------ ვ----------ის მიმართ წარსულშიც განუხორციელებია ფიზიკური ძალადობა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ს-----–------------ი პოლიციელთა მისვლის შემდეგაც არ დაწყნარდა და სამართალდამცავების თვალწინ თავი ჩაარტყა სახეში კ------ ვ----------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ცხვირის დაზიანება, წამოუვიდა სისხლი და დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მითითებულ დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯელობას, რომ სწორედ გენდერული ნიშნით ჩათვალა ს-----–------------მა, რომ იყო ოჯახის მმართველი და უფლება ჰქონდა, ეკონტროლებინა ოჯახის წევრ ქალთა ქცევა, ეძალადა მათზე და აეკრძალა ღამის საათებში გარეთ ყოფნა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმების ანალიზით სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს, რომ ს-----–------------მა დანაშაული ჩაიდინა გენდერული ნიშნით, რომ მისი მხრიდან დების მიმართ განხორციელებული ძალადობა ნაკარნახევი იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ ქალს არ აქვს უფლება გვიანობამდე იყოს რესტორანში, არამედ ღამის საათებში სახლში დაბრუნებულმა ს-----–------------მა მოიკითხა რა ოჯახის წევრები - დედა და დები და უთხრა მათ, რომ, ვინაიდან იყო გვიანი, დროზე დაბრუნებულიყვნენ სახლში, ხოლო უშუალოდ ძალადობა ს-----–------------ის მხრიდან ლ------------------ის მიმართ გამოიწვია ამ უკანასკნელის ტელეფონზე საუბრისას უხეშად ნათქვამმა, რომ მისი (ს-----–-ს) საქმე არ იყო, სად იქნებოდნენ ისინი (ს-----–------------ის დები).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ს-----–------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს-----–------------ს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა. სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას მიუთითებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებზე, კერძოდ, ს-----–------------მა როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამას გარდა, სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ მათ დღეის მდგომარეობით ძმის, ს-----–------------ის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნიათ. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულ ს-----–------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შეუმცირდეს ექვსი თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, პალატის დასკვნით, არ იქნება უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს-----–------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა - მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ს-----–------------ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-----–------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–--ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ს-----–------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ს-----–------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ს-----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 19 აპრილიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 7 თებერვლიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე