განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001238698
საქმე №1ბ/1006-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ე-------------–---–----------------------ის
მსჯავრდებულ: დ---------–-–---–ის
ადვოკატ: ნ-----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–ის და მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) დ-----------–---------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, რეგისტრირებულის: ქ-------–--------------–------------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------–--------------–------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ---------–-–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, - დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ---------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ. თბილისში, ვაზისუბნისა და ვარკეთილის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, ,,ჩინელები“-ს ახალ დასახლებასთან, ვარკეთილის მხრიდან ვაზისუბნის მიმართულებით დაახლოებით 85 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა ,,ბ--“ ს----–-–------------------------ რომელსაც მართავდა დ---------–-–---–ი. აღნიშნულ გზაზე ვარკეთილის მხრიდან რიგით 23-ე ელ-განათების ბოძის მიმდებარედ მსვლელობისას, ავტომანქანა ,,ბ--“ დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ვ--------–----------–---–ს, რის შემდეგაც გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მყოფმა ქ--------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ვ--------–----------–---–ი გარდაიცვალა.
აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ვ--------–----------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა რა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მძღოლმა დ---------–-–---–მა, რომელსაც ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა, დატოვა შემთხვევის ადგილი და მიატოვა იგი განსაცდელში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით:
დ---------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
დ---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და „სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ე-------------–---–მა და მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-----------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ---------–-–---–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ---------–-–---–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მასვე საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ-----------------ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ---------–-–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში დ---------–-–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება დ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ------–----------–---–-ა განმარტა, რომ გარდაცვლილი ვ--------–----------–---–ი მისი შვილი იყო. შემთხვევის დღეს სახლში მისვლისას თავისი ვაჟი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დახვდა. მოწმის განმარტებით, მასთან, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან ბრალდებულის მხრიდან არავინ მისულა.
მოწმე ა---------–---–--ს ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 7 ივნისს, საღამოს საათებში, თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისის ზღვაზე, ფესტივალ ,,Open air”-ზე. დაახლოებით ღამის 12:00 საათზე ისინი წამოვიდნენ ფესტივალიდან, ჩამოვიდნენ ქვევით და მანქანის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ შუაში, რათა გადასულიყვნენ მეორე მხარეს, გაეჩერებინათ ტაქსი და სახლში წასულიყვნენ. ისინი გზის სავალ ნაწილზე შუაში გაჩერდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: მოწმე, მისი მეგობარი ა------------------------ და უცნობი ბიჭი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ვ--------–----------–---–ი. ამ დროს გზაზე მუქი ფერის მანქანა მოდიოდა და გზაზე მდგომებმა გადაწყვიტეს გაჩერებულიყვნენ და გაეტარებინათ ავტომანქანა, თუმცა როდესაც მანქანა მათ მიუახლოვდა, უცნობმა ბიჭმა (ვ--–----------–---–მა) სავარაუდოდ ჩათვალა, რომ გადაასწრებდა ავტომანქანას და ნელი ნაბიჯით დაიწყო გზაზე გადარბენა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მას ავტომანქანა შეეჯახა და რამდენიმეჯერ ამოატრიალა. შეჯახებამდე ავტომანქანამ ცოტა მოწმის მხარისკენ გაიწია, მოწმის ვარაუდით მძღოლმა იფიქრა, რომ შ----------–---–ს ააცილებდა ავტომანქანას, თუმცა მაინც დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან. ავტომანქანაში ორი სტუდენტი გოგონა აღმოჩნდა, რომლებსაც მან (მოწმემ) გაუწია გარკვეული დახმარება, ამის შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარება, რა დროსაც მოწმისთვის ცნობილი გახდა, რომ შეჯახების შედეგად ვ--------–----------–---–ი გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, შემთხვევამდე ავტომანქანას ფარები ანთებული ჰქონდა და ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შემდეგ მოწმეს ავტომანქანის მძღოლი ადგილზე არ უნახავს.
მოწმე ა--------------მ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს თავის მეგობრებთან (ა---------–---–--სთან, მ-------------------------------- ნათესავთან) ერთად იმყოფებოდა თბილისის ზღვაზე ფესტივალ ,,open air”-ზე. დაახლოებით ღამის 12:00 საათზე ისინი წამოვიდნენ ფესტივალიდან, გადმოვიდნენ ვაზისუბნის მხარეს, რა დროსაც მათ უკან მიდიოდა უცნობი ბიჭი (რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ვ--------–----------–---–ი). მათ გადაწყვიტეს, რომ გზის სავალი ნაწილი ფეხით გადაეკვეთათ და გადასულიყვნენ მეორე მხარეს, რათა შემდეგ იქ ტაქსი გაეჩერებინათ და სახლში წასულიყვნენ. როდესაც გზის შუა ნაწილში იმყოფებოდნენ, გზაზე გამოჩნდა მათი მიმართულებით მომავალი ავტომანქანა. მოწმემ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს გაჩერებულიყვნენ და გზა დაეთმოთ ავტომანქანისთვის. ამ დროს ხსენებული უცნობი ბიჭი იდგა ა---------–---–--ს გვერდით, რომელმაც მოულოდნელად დაიწყო გზაზე გადასვლა, მან ოთხი-ხუთი ნაბიჯი გადადგა, რის შემდეგაც მას ავტომანქანამ დაარტყა. მან (მოწმემ) დარეკა 112-ში და იმავდროულად უცნობ ბიჭთან მივიდა პულსის გასასინჯად, თუმცა პულსი ვერ უპოვა. ამავე დროს მასთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა პულსის მოძებნას, რადგან ის გარდაცვლილი იყო. მოწმე და მისი მეგობრები დაეხმარნენ მანქანაში მყოფ გოგონებს გადმოსვლაში, რომლებსაც დაზიანებები ჰქონდათ მიღებული. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია. მოწმის განმარტებით, ინციდენტამდე ავტომანქანას ფარები ანთებული ჰქონდა და დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა. შეჯახების შემდეგ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მოწმეს ავტომანქანის მძღოლი არ დაუნახავს შემთხვევის შემდეგ.
2015 წლის 12 ოქტომბრის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილი ,,ბ--“ D------- რომელსაც მძღოლი დ---------–-–---–ი მართავდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა 85 კმ/სთ სიჩქარით და გაცილებით მეტით, საექსპერტო დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილი მიზეზების გამო. მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ ,,ბ--“-ს მძღოლ დ---------–-–---–ს უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------------–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული 2016 წლის 7 ივლისის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,---------------- მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა,რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----------–-----მა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2017 წლის 24 აპრილის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გამოძიების მიერ დადგენილ ვითარებაში, თუ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,---------------- მძღოლი დ---------–-–---–ი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ნაცვლად მანევრისა იხმარდა დამუხრუჭებას, ტექნიკური თვალსაზრისით ქვეითზე შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----------–-----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
2017 წლის 20 მარტის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ მოცემულ პირობებში, ავტომობილ ,,ბ--“-ს (სახელმწიფო ნომერი D------- მძღოლ დ---------–-–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ--------–--–-----------------------–-–---–მა და დ------------–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას. მოწმე დ------------–მა დამატებით განმარტა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში საფრთხე შეიქმნა მაშინ, როდესაც ქვეითად მოსიარულემ (ვ--–----------–---–მა) დაიწყო გადარბენა.
2017 წლის 13 ნოემბრის კომისიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ვ--------–----------–---–ის გვამს აღენიშნებოდა: ,,...სახის მარჯვენა ნახევარში, გარდამავალი კისრის მარჯვენა ნახევარში წინა და უკანა ზედაპირებზე მრავლობითი - ნაჭდევი; ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა; შუბლის არეში მარჯვნივ უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ირგვლივ ნაჭდევებით; კისრის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ჭრილობა, ირგვლივ ნაჭდევით; მრავლობითი ნაჭდევები: გულმკერდის და მუცლის წინა ზედაპირზე, მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის ქვედა მესამედის გარეთა ზედაპირზე, კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, წვივის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოზე, წელის არეში მარცხნივ დუნდულოზე გადასვლით,გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ და უკანა ზედაპირზე; მრავლობითი ნაჭდევები - წელის არეში მარჯვნივ; გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ; სისხლნაჟღენთები - მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე მტევნის უკანა ზედაპირზე გადასვლით, მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, შუბლის არეში მარცხნივ, ქვედა ტუჩის არეში მარჯვნივ, კისრის ყველა ზედაპირის ყველა მესამედში, მარჯვენა წვივის ზედა და შუა მესამედების გარეთა ზედაპირზე; მარჯვენა ორივე წვივის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობები ზედა მესამედის დონეზე; მარცხენა ბარძაყის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობები ზედა მესამედის დონეზე; მარცხენა ბარძაყის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა ქვედა მესამედში; დიფუზური სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები თავის ტვინის, ნათხემისა და მოგრძო ტვინის რბილ გარსში, მაგარი გარსის გაგლეჯა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა; გულმკერდის ბლაგვი დახურული ტრამვა - ორმხრივ ნეკნების მოტეხილობა, პლევრისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება, მრავლობითი უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომები ორივე ფილტვის უკანა ზედაპირზე...“.
დაზიანებები განვითარებულნი არიან სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით.
თუ რა ვითარებაში მიიღო ვ--------–----------–---–მა მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღნიშნულის ზუსტად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
ავტომობილ ,,ბ--“-ზე (სახ #D------- არსებულ დაზიანებათა ხასიათის, ლოკალიზაციის, მოქ. ვ--------–----------–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვ--–----------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი უნდა იყვნენ ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილის შეჯახებით სხეულის მარჯვენა ნაწილთან.
მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ ,,B-----------------ის მძღოლს დ---------–-–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა რ-------–--------------------------–-----–---–------------------------------------–------------ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებასთან მიმართებით მტკიცებულებები - დაზარალებულ ქ---------------------–--------------------–---–---–--------------–-–--–--–---–------------------–-–---–-----–--–------–--–-------------------------------------–---–---–----------------------–--–----–-------------------------–---–-------------–--–---–-------------–---–--------------------–-–-----------------------------–---–------–---------------------------–---------------------------–------–--–------–-----–---–---------------------------------------–-------–---------------------------------------------------–-–---–---------------–--------------–---–---–-------------–-–---–------------------ ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული მასალებით არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, მხარეთა მიერ წარდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სააპელაციო პალატამ სავალდებულოა დაადგინოს დ---------–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას; დადგა თუ არა შედეგი, - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ამავე დროს არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. თავის მხრივ ექსპერტიზის პრეროგატივას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, დაადგინოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, ავტომობილი ,,ბ--“, რომელსაც დ---------–-–---–ი მართავდა დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ვ--------–----------–---–ს, შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მყოფმა ქ--------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ვ--------–----------–---–ი გარდაიცვალა. პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მესამე სავალდებულო პირობა, - უტყუარად არ არის დადგენილი, რომ დ---------–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას; აღნიშნული გარემოების
დამადასტურებელ მტკიცებულებად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკნებთან, რომელთა ერთობლივი ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ,,ავტომობილ ,,B-----------------ის მძღოლს დ---------–-–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება“. აგრეთვე, ,,შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,---------------- მძღოლი დ---------–-–---–ი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ნაცვლად მანევრისა იხმარდა დამუხრუჭებას, ტექნიკური თვალსაზრისით ქვეითზე შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა“.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში გამართლების შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნას სააპელაციო პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128–ე მუხლით დადგენილ, დასჯად ქმედებას წარმოადგენს დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის მოვალეობა, მას შეეძლო ამ მოვალეობის შესრულება და ეს მან არ შეასრულა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს მაშინაც დაეკისრება, როდესაც იგი სათანადო დახამარების აღმოჩენითაც ვერ გადაარჩენდა დაზარალებულის სიცოცხლეს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ავტომანქანა ,,ბ--“, რომელსაც დ---------–-–---–ი მართავდა დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ვ--------–----------–---–ს, შესაბამისად დ---------–-–---–ს მისი წინარე მოქმედებიდან გამომდინარე წარმოეშვა განსაცდელში მყოფი ვ--------–----------–---–ის დახმარების სპეციალური ვალდებულება, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე მას შეეძლო დახმარების განხორციელება, თუმცა დ---------–-–---–მა მისი წინარე ქმედებიდან გამომდინარე განსაცდელში მყოფ ვ--------–----------–---–ს არ აღმოუჩინა დახმარება. დაცვის მხარე აპელირებს, რომ დ---------–-–---–მა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა შემთხევის ადგილი, რაც შეიტყო, რომ ვ--------–----------–---–ი გარდაცვლილი იყო. დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმეების - ა---------–---–--ს და ა-------------ის ჩვენებებს, რომელთა განმარტებით შემთხვევის შემდეგ ავტომაქანის მძღოლი ადგილზე არ
უნახავთ.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნებს და იგი უნდა შეიცვალოს რეალური თავისუფლების აღკვეთით. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსაცდელში მიტოვება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს, ამასთან დ---------–-–---–ი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, მართალია მან არ სრულად არ აღიარა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა თუმცა დაადასტურა, რომ დ----- შ----------–---–ს სწორედ ის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც თავად მართავდა, მანვე აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ნახა დ----- შ----------–---–ი, მაგრამ შემთხვევის ადგილი დატოვა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის #2კ-75აპ.-17 გადაწყვეტილება სასჯელის განსაზღვრის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით). პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დ---------–-–---–ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდეს და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი. პალატან მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის ამგვარი ფორმით გამკაცრება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში დ---------–-–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო
საჩივრი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში დ---------–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
დ---------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
დ---------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ---------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა - 7000 ლარი, დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციისა ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანა ,,ბ--“ ს----–-–------------------------ ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ვ--–----------–---–ის ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფეხსაცმელი, ავტომობილიდან ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი