განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001184897
საქმე №-ბ/304-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თ------------------–--ს, თ------------------ს
ადვოკატების: ზ----------------–---–ის, ლ--–-----–------ის
მონაწილეობით,გამართლებულის: ლ-----–-------ს
(მონაწილეობის გარეშე),დახურულ სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ლ-----–-------ს, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----–----------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-----–-------მ ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–------------------ს, შუადღის საათებში, ქ-------–--–-- მ-----------------ზე ავტომანქანით მოძრაობისას ლ-----–------- მიუახლოვდა და გამოელაპარაკა 2----–-–-----------–ს დაბადებულ ნ---------–--------ეს. საუბრისას ლ-----–-------მ 11 წლის ნ---------–--------ის თანდასწრებით შარვლიდან ამოიღო სასქესო ორგანო და მოახდინა მის წინ დემონსტრირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით:
ლ-----–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ლ-----–-------ს მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი გამართლებულ ლ-----–-------ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მ--- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №-6034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ-----–-------ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ-----–-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ლ-----–-------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---------–--------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ნი----–---------–---–-------------ში მშობლებთან და ორ დასთან ერთად. ა-----------------–------- კლასის მოსწავლე. სკოლაში ხანდახან მეზობლის ავტომანქანით დადის, პერიოდულად კი - ავტობუსით მეზობელ გ-------------------სთან ერთად. 2----–-–------------------ს სკოლიდან წამოვიდა გ-------------------სთან ერთად №--- ავტობუსით. ავტობუსიდან ჩამოვიდნენ მ------------ზე მდებარე გაჩერებაზე და გადაკვეთეს გზა, რის შემდეგ გ------------------- წავიდა ქვევით, ხოლო თვითონ - ზევით. როდესაც შესახვევს მიუახლოვდა, მის (ნ---------–--------ის) სიახლოვეს გაჩერდა ღია მ–---- ფერის დაბალი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, სალონი ჰ--------–------–---------ში გაწყობილი, ხოლო უკანა მხარეს საბარგულში ელაგა მ---------------ი. ყუთებს ჰქონდა თუ არა რაიმე წარწერა, არ შეუმჩნევია. ავტომანქანას უკან ჰქონდა სავარძლები. ავტომანქანაში მძღოლი იჯდა მარჯვენა მხარეს, რომელიც იყო საშუალო ასაკის, საშუალო სიმაღლის, ჰქონდა ქერა თმა, ღია ფერის თვალები, ნიკაპთან ჰქონდა ბუნებრივი ჩაღრმავება, შეტეხილი წარბები, პატარა წვერი, იყო გამხდარი, ხოლო ტანთ ეცვა მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მაისური. მძღოლს მინა ჰქონდა ჩამოწეული და ვინაიდან თვითონ (დაზარალებული) იდგა ტროტუარზე, ხედავდა სხეულის ზედა ნაწილს და ფეხებს მუხლამდე. მძღოლი შეეკითხა, ახლოს სად იყო სკოლა, რაზეც უპასუხა და აუხსნა, საით უნდა წასულიყო, რომ მისულიყო ჯერ ს--------------ს სკოლასთან, შემდეგ კი 1---ე საჯარო სკოლასთან. როდესაც დაასრულა საუბარი და შემობრუნდა ავტომანქანისკენ, დაინახა, რომ მძღოლმა ამოიღო სასქესო ორგანო, რომელზეც იკიდებდა ხელს და თან მას უყურებდა, თუმცა მას (დაზარალებულს) ელვაშესაკრავის გახსნის ფაქტი არ დაუნახავს. მას (ნ---------–--------ეს) სასქესო ორგანო მანამდე ნანახი ჰქონდა დაახლოებით ერთი წლის ბიძაშვილზე, რომელსაც დედა უცვლიდა საცვალს და სწორედ მაგ დროს დაინახა, თუმცა მისი ბიძაშვილის სასქესო ორგანო და მანქანაში მყოფი პირის სასქესო ორგანო განსხვავდებოდა ზომით. ბრალდებულის სასქესო ორგანოს ეტყობოდა ძარღვები, რომელიც იყო დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს ხანშიშესულ ადამიანს, თუმცა ესენი იყო უფრო წვრილი, ვიდრე ხანში შესული ადამიანის ძარღვები. სასქესო ორგანო იყო კანის ფერის, რომელზეც თმა არ ჰქონდა. სასქესო ორგანოს ნახვის შემდეგ იყო აღელვებული, მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ, ხოლო ავტომანქანა წავიდა სხვა მიმართულებით. სახლში დახვდნენ ოჯახის წევრები, თუმცა მათთვის არაფერი უთქვამს. რადგან დაღლილი და შეშინებული იყო, დასაძინებლად დაწვა. მეორე დღეს მამამ შეატყო უხასიათობა და ჰკითხა, რა დაემართა, რის შემდეგ მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ, ხოლო მამამ დედას მოუყვა. მშობლებმა გააფრთხილეს, რომ თუკი მომხდარი ფაქტი კიდევ განმეორდებოდა, ტელეფონში ჩაეწერა ავტომანქანის ნომერი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ორშაბათს სკოლაში არ წასულა, ვინაიდან შეშინებული იყო. როდესაც კვლავ დაიწყო სკოლაში სიარული, დედა ხვდებოდა შესახვევთან ახლოს, ან სკოლიდან მოდიოდა მეგობართან ერთად. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, კერძოდ, 2----–-–--------------ს, სკოლიდან წამოვიდა მარტო, გადაკვეთა გზა და იგივე ქუჩაზე, ოღონდ მოპირდაპირე მხარეს ტროტუართან დაინახა იგივე ავტომანქანა. ავტომანქანაში იჯდა იგივე მამაკაცი, რომელმაც ჰკითხა - „პატარა, ზემოთ ხომ არ ადიხარ“-ო, რაზეც უარყოფითი პასუხი გასცა. უარის მიღების შემდეგ მძღოლმა მოატრიალა ავტომაქანა და წავიდა ზემოთ. სწორედ ამ დროს შეხედა და დაიმახსოვრა ავტომანქანის ნომერი - A--------, რომელიც შემდეგ ჩაიწერა ტელეფონში. მშობლები არ დახვდნენ სახლში, თუმცა როდესაც დაბრუნდნენ, უამბო მომხდარი შესახებ, რის შემდეგაც დედამ დარეკა 112-ში. დარეკვიდან თხუთმეტ წუთში, დაახლოებით 18:00 საათზე, მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გამოკითხეს მომხდარი ფაქტის შესახებ, შეადგინეს ოქმი კალმით, თუმცა ხელი მოაწერა თუ არა, არ ახსოვს. ავტომანქანით წავიდნენ კ------ განყოფილებაში, რომელიც სად მდებარეობს, ზუსტად არ იცის. მან (დაზარალებულმა) სახლში ყოფნისას პოლიციელების საუბრიდან გაიგონა, რომ მიდიოდნენ კ------ პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით. რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ აღნიშნული საქმე არ იყო კ------ განყოფილების განსჯადი, რის გამოც დაიბარეს სხვა განყოფილებაში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც, სამი ერთმანეთის მსგავსი მამაკაციდან ამოიცნო მარცხენა მხარეს მდგომი მამაკაცი - ლ-----–-------. ასევე, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გ-----------–ს მიუთითა იმ ადგილების შესახებ, სადაც შ-------მ გაუჩერა ავტომანქანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ-------------------, რომლის განმარტებით, ოჯახთან ერთად ცხოვრობს მ------------ზე, სწავლობს №----ე საჯარო სკოლის მ--- კლასში. სკოლაში დადის ნ---------–--------ესთან ერთად, რომელიც არის მისი კლასელი და მეზობელი. 2----–-–---------------–ი, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, სკოლიდან ნ---------–--------ესთან ერთად წამოვიდა, ავტობუსმა გაასწრო, რის გამოც ორი გაჩერება გაიარეს ფეხით ავტობუსის გაჩერებამდე და მივიდნენ პოლიციის განყოფილებასთან არსებულ გაჩერებაზე, რის შემდეგ სახლამდე გაყვნენ №--- ავტობუსს. ჩამოვიდნენ ავტობუსიდან, გადაკვეთეს გზა, ნ---ს დამშვიდობების მიზნით დაუქნია ხელი და გზა სახლისკენ გააგრძელა, თუმცა გაიხედა ნ---ს მიმართულებით და დაინახა, რომ ნ---------–--------ე ესაუბრებოდა ღია მ–---- ფერის „ტ---------------“-ს მარკის ავტომანქანაში მჯდომ პირს. საუბარი გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში. მას (გ-------------------ს) საუბრის შინაარსი არ გაუგია, ვინაიდან იყო დაახლოებით ათი მეტრით დაშორებული. როცა დაასრულეს საუბარი, ავტომანქანამ ჩაუარა გვერდით და დაინახა, რომ ავტომანქანა იყო მარჯვენასაჭიანი, ხოლო მძღოლს ჰქონდა ქერა თმა. მივიდა ნ---სთან და ჰკითხა, რაზე ესაუბრებოდა ამ პიროვნებას, რაზეც ნ---------–--------ემ უპასუხა, რომ რომელიღაც ქუჩა აინტერესებდა. აღნიშნულის შემდეგ წავიდნენ სახლში. ნ---------–--------ე აღნიშნულ პირთან საუბრის შემდეგ იყო ჩვეულებრივად მშვიდად, შეშინებული არ ყოფილა, არ ტიროდა და არანაირი რეაქცია არ ჰქონია. მისივე (მოწმის) განმარტებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ნ---------–--------ეს სკოლა არ გაუცდენია.
დაზარალებულის მამის, მოწმე გ--------–--------ის ჩვენებით, მის შვილს, ნ---------–--------ეს სკოლაში სწავლა ეწყება 9:00 საათზე, სადაც დაჰყავს ხან მას, ხან - მეზობელს, ხანდახან კი დადის ავტობუსით მეგობარ გ-------სთან ერთად. 2----–-–------------------ს სახლში დაბრუნდა დღის მეორე ნახევარში. დაინტერესდა და იკითხა, სად იყო ნ---, რაზეც უპასუხეს, რომ ნ--- უხასიათოდ იყო და დაიძინა. როდესაც მეორე დღესაც ნ--- კვლავ უხასიათოდ იყო, ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზეც ნ---მ უპასუხა, რომ დაახლოებით 13:30 საათზე, გ-------სთან ერთად ბრუნდებოდა სკოლიდან, რა დროსაც მათ შესახვევთან არსებულ გაჩერებასთან გაჩერდა მ–---- ფერის ავტომანქანა, რომელშიც უკანა მხარეს ელაგა ცარიელი ყუთები. ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც ჰქონდა წვერი, ქერა თმა და იქნებოდა ოცდაორიდან ოცდაათ წლამდე მამაკაცი, ჰკითხა, სად იყო საჯარო სკოლა. ნ---მ ხელით აჩვენა, რა მიმართულებით უნდა წასულიყო, რა დროსაც მძღოლმა გაიხსნა ელვაშესაკრავი და აჩვენა თავისი სასქესო ორგანო, რის შემდეგაც ნ--- გაიქცა სახლისკენ. ვინაიდან კონკრეტული მონაცემები არ ჰქონდათ არც ავტომანქანის და არც მძღოლის შესახებ, ვერ განაცხადა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა ნ--- გააფრთხილა, რომ თუ კიდევ დაინახავდა აღნიშნულ ავტომანქანას, ჩაეწერა ავტომანქანის ნომერი. 2----–-–--------------ს იყო დასავლეთში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ ნ---მ მას და მის მეუღლეს უთხრა, რომ დაინახა იგივე ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც უთხრა, რომ სახლში აიყვანდა, რაზედაც უარი უთხრა, ტელეფონში ჩაიწერა ავტომანქანის ნომერი და გაიქცა სახლისკენ, ხოლო მძღოლმა ავტომანქანა მოატრიალა საპირისპირო მხარეს და წავიდა. მისმა მეუღლემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებიც მალევე გამოცხადდნენ ადგილზე და შეადგინეს გამოძახების ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი. აღნიშნული მასალები საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა რაიონის განყოფილებას, სადაც ნ---------–--------ე დაკითხული იქნა მოწმის სახით. მოწმის განმარტებით, ნ--- სახლში არ დაუკითხავთ, მაშინვე წაიყვანეს ნაძალადევის განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხული ზ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------------------ში მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დ-----------------–--–-------------–ის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ-----–-------ს, რომელიც ცხოვრობდა ქ------–--–--------------------ში და სარგებლობდა „ტ---------------“-ს მარკის ავტომანქანით, ჩადენილი უნდა ჰქონოდა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნულის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას, ხოლო 2----–-–--------------ს დაიკითხა მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული დ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------------------ში მუშაობდა გ-–-----------–-----ის განყოფილებაში დ---------------------–ის თანამდებობაზე. 2----–-–--------------ს, საღამოს საათებში, განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლის - ე------------------ის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება. მისი ხელმძღვანელი ესაუბრა დაზარალებულის დედას, რის შემდეგ, დაზარალებულის ჩვენების ადეკვატურობისა და სანდოობის დადგენის მიზნით, გამოცხადდა მისამართზე. დაზარალებული დახვდა დედასთან ერთად, რომელიც გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დედის თანდასწრებით გაესაუბრა დაზარალებულს, თუმცა ვინაიდან გვიანი იყო, დეტალურად არ გამოუკითხავს, რაზეც შეადგინა ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერს ხელი. ოქმზე შენიშვნა და პრეტენზია არ გამოუთქვამთ. არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვით და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც დაბარებული იქნა უწყების საფუძველზე, რომელთანაც დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული ლ-----–-------. მის (მოწმის) მიერ გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე ექსპერტების, ავტომანქანის მეპატრონე ბრალდებულის მეუღლის და კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ავტომანქანა, რომელიც იყო ღია მ–---- ფერის მარჯვენასაჭიანი „ტ--------“, სახ. N---------. ავტომანქანას ჰქონდა ღია ფერის სალონი, რომელშიც უკან სავარძლების ნაცვლად ელაგა ყუთები. დათვალიერების დასრულების შემდეგ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი. ოქმზე შენიშვნები და განცხადებები არ გაუკეთებიათ. დათვალიერების დასრულების შემდგომ მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულის მეუღლე, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო მისი საკუთრება, თუმცა ატარებდა მისი მეუღლე ლ-----–-------, რომელიც ეწეოდა სადისტრიბუციო საქმიანობას. აგრეთვე, დედის თანდასწრებით და მონაწილეობით მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულის მცირეწლოვანი თანაკლასელი, რომელმაც დაადასტურა, რომ მომხდარი ფაქტის დროს იყო ნ---------–--------ესთან ერთად, ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ წავიდა სახლისკენ, რა დროსაც დაინახა, რომ ნ--- ესაუბრებოდა ავტომანქანის მძღოლს. შედგენილი იქნა შესაბამისი გამოკითხვის ოქმი, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. მოწმის განმარტებით, ნ---------–--------ის დედამ განუმარტა, რომ თავდაპირველად იგი მისული იყო კ-----ზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, თუმცა გაირკვა, რომ აღნიშნული საქმე არ იყო კ------ განყოფილების ქვემდებარე, რის შემდეგ მიმართა გ-–-----------–-----ის პოლიციის მე-5 განყოფილებას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე გასაუბრების ოქმში არ მიუთითებია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–-----ის მე-5 განყოფილებაში დ-----------------–--–-------------–ის თანამდებობაზე. 2----–-–--------------ს განყოფილებაში ნ---------–--------ის დედის მიერ შევიდა შეტყობინება, რომ მ-----ის მ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე მისი არასრულწლოვანი შვილის ნ---------–--------ის მიმართ მომწვანო ფერის ავტომანქანის მძღოლის მხრიდან განხორციელებული იქნა გარყვნილი ქმედება. მის (მოწმის) მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული იქნა გამოძიება, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხა დაზარალებული ნ---------–--------ე, რომლისგანაც ჩვენების მიღების შემდეგ, უწყების საფუძველზე, დაბარებული იქნა ლ-----–-------, რომელიც გამოცხადდა მისი კუთვნილი ავტომანქანით. პროკურორის, დაზარალებულ ნ---------–--------ისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებული იქნა ამოცნობა. ნ---------–--------ემ ამოიცნო ბრალდებული ლ-----–-------, რის თაობაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. ამოცნობის დასრულების შემდგომ ლ-----–------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, გაეცნო დაკავების ოქმს და მოაწერა ხელი, შენიშვნა და პრეტენზია არ გამოუთქვამს. გ-–-----------–-----ის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული იქნა 2----–-–-----------------ის და 2----–-–-------------ის 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე შუალედის ვიდეო კამერების ჩანაწერი, რომელიც დათვალიერებული იქნა მის მიერ, თუმცა აღნიშნულ ჩანაწერში არ იშიფრებოდა მოძრავი ავტომანქანების სახელმწიფო ნომრები. შესაბამისად, ვერ დადგინდა აღნიშნული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი. მის მიერ დაკითხული იქნა ბრალდებული, მოწმის სახით დაკითხნენ წ--------ის ქარხნის თანამშრომლები, დაზარალებულის მამა, გ--–---------ა, სკოლის დირექტორი და ბრალდებულის მეუღლე, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე ეწეოდა სადისტრიბუციო საქმიანობას წ--------ში. ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა წ--------ში მდებარე ქარხანაში, სადაც თანამშრომლების მიერ დადასტურდა, რომ ლ-----–------- იმყოფებოდა ქარხანაში 2----–-–------------------ს და 2----–-–--------------ს. შედგენილი იყო შესაბამისი პროდუქციის შეძენის ზედნადებები, რომელიც ამოღებული იქნა და დაერთო საქმეს. მის მიერ ექსპერტების, დაზარალებულის და მისი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაზეც ასევე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მონაწილე პირები გაეცნენ და მოაწერეს ხელი. მის მიერ დანიშნული იქნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.
ამბულატორიული სასამართლო, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------------–-----–---–მა და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული იქნა ექსპერტიზა და ექსპერტების წინაშე დასმული იყო შემდეგი სახის შეკითხვები: ნ---------–--------ე მოცემულ დროს იყო თუ არა დაავადებული ფსიქიკურად, ფსიქიკის დროებითი მოშლის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფურ მდგომარეობაში, რის გამოც, ვერ გაუწევდა ანგარიშს თავის მოქმედებას და ვერ განაგებდა მას, დადებით შემთხვევაში რა დაავადება სჭირდა და რის ნიადაგზე იყო განვითარებული იგი და რა მდგომარეობაში იყო გამოკვლევის დროს? შეუძლია თუ არა ნ---------–--------ეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო სწორი ჩვენების მიცემა, საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება? ნ---------–--------ეს 2----–-–------------------ს და 5----------ს შეეძლო თუ არა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორად აღექვა მის მიმართ განვითარებული მოვლენები, ან თუ არ შეეძლო, რატომ? ნ---------–--------ე მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო თუ არა დაავადებული ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, ფსიქიკის დროებითი მოშლით, ჭკუასუსტობით ან ფსიქიკის სხვა ავადმყოფური მდგომარეობით. ნ---------–--------ეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია თუ არა სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს სწორი ჩვენება? ნ---------–--------ის გონებრივი განვითარების დონე შეესაბამება თუ არა მის ასაკს? გამომძიებლის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები და გამოსაკვლევი პირი დედასთან ერთად. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა: ნ---------–--------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს ჩვენება, ნ---------–--------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. მისი განვითარების დონე შეესაბამება ასაკს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქმის მასალები ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად დაუბრუნდა გ-----------–ს დალუქული სახით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ---------–--------ესთან გასაუბრებისას ნ---მ დაუდასტურა, რომ გაჩერების ცოტა ზემოთ დაშორდა გ-------ს და მარტო გააგრძელა გზა. შესაბამისად, როდესაც ესაუბრებოდა ავტომანქანის მძღოლს, გ------- არ იყო მასთან ერთად. ნ---ს მისთვის არ უთქვამს, რომ დაინახა, როგორ გახსნა ელვაშესაკრავი ბრალდებულმა. მან განუცხადა, რომ დაინახა სასქესო ორგანოზე როგორ იკიდებდა ხელს და მას უყურებდა, რის შემდეგ წავიდა სახლისკენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ოთხი წელია ცხოვრობს ქ-------–--–-- დ--------------ზე მეუღლესთან - ლ-----–-------სთან, დედამ---ლთან, დეიდასთან და შვილთან ერთად. ლ-----–-------ს დეიდას დარეგისტრირებული აქვს შპს, სადაც მუშაობს ლ-----–------- დისტრიბუტორის პოზიციაზე, რომელსაც ეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში. პროდუქციას ყიდულობენ წ--------ში, ხოლო რეალიზაციას ახდენენ სხვადასხვა ადგილზე, მაგ: ვ----------ში, სადაც მიდიან ხან ი---- და ხან ვ---- მხრიდან. პროდუქციას რეალიზაციას ახდენენ მისი (მოწმის) კუთვნილი ღია მ–---- ფერის „ტ-------- ვ---–-ს“, სახ: N--------- ავტომანქანით. 2----–-–------------------ს და ხუთ-ექვს ნოემბერს ლ-----–-------სთან ერთად მუშაობდა ჩვეულებისამებრ, შესაბამისად, იყვნენ ერთად. 2----–-–--------------ს დაიკითხა გამოძიებაში მოწმის სახით, თუმცა გ-----------–ს არ უკითხავს, იყო თუ არა შემთხვევის დღეს ლ-----–-------სთან ერთად. შესაბამისად, არც მისი ინიციატივით არ მოუყოლია აღნიშნულის თაობაზე. მოგვიანებით კვლავ დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე, რა დროსაც გ-----------–ს აინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გახსნილი. დაკითხვისას გ-----------–ს უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა ადვოკატს, თუმცა გ-----------–მა არ მისცა ადვოკატთან გასაუბრების საშუალება, რის გამოც უარი განაცხადა ჩვენებაზე ხელის მოწერაზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ლ------------მ განაცხადა, რომ ლ-----–------- 2012 წლიდან მუშაობს მათთან დილერად. ლ-----–------- დადიოდა იაპონური, ღია მ–---- ფერის „ტ--------“-ს მარკის ავტომანქანით ყოველდღე დილის საათებში 11:00 საათიდან - 13:00 საათამდე პერიოდში. ლ----ი გვიან არასოდეს მისულა. 2----–-–------------------საც მისული იყო ჩვეულებისამებრ და ჩაიბარა პროდუქცია. აღნიშნულის თაობაზე გაფორმებული იქნა ზედნადები L----------, რომლის ნამდვილობას ადასტურებს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ------–-----ს ჩვენებით, მუშაობს წ--------ში მდებარე შპს „ა---------------–----ში“ მენეჯერის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ზედნადებების გამოწერა და თანხის მიღება. შპს „ა--------------–----ი“ აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას. ლ-----–------- არის მათი კლიენტი, რომელიც ყიდულობს პროდუქციას და ახდენს რეალიზაციას. ლ-----–------- მოძრაობდა მ–---- ფერის ავტომანქანით. მის მიერ გ-----------–ს წარედგინა ორი ცალი სასაქონლო ზედნადები დათარიღებული 2----–-–------------------------------–-–-------------ით, რომელშიც ინდ. მეწარმედ მითითებულია მ----------ე, ხოლო ავტომანქანის მძღოლად ლ-----–-------. სასაქონლო ზედნადებების გამოწერა ხდება ან პროდუქციის ავტომანქანაზე დატვირთვამდე ან დატვირთვის შემდგომ, რომელშიც გააქტიურების შემდეგ მონაცემების შესწორება შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შესასრულებლად დაეწერა მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზე შპს „ჯ------–ი“-დან გათხოვილი იქნა ინფორმაცია ლ-----–-------ს კუთვნილ 5----------- სააბონენტო ნომერზე მომსახურე ანძების შესახებ, 2----–-–-----------------ის 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე პერიოდში და 2----–-–-------------ის 12:00 საათიდან - 16:00 საათამდე პერიოდში. მის მიერ, შპს „ჯ------–ი“-ს მენეჯერის დავალებით, მომზადებული იქნა 2015 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული N--- წერილი, თუმცა მოხდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც წერილში დროის გამიჯვნის თაობაზე არ იყო სწორად მითითებული, კერძოდ, ჩამოთვლილი ანძებიდან არ იშიფრებოდა, რომელი რომელ დროს ეკუთვნის. მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ მომზადებულ წერილში მითითებული პირველი ოთხი ანძა N-------------------------------------- მოიცავდა 2----–-–-----------------ის 13:00-16:00 საათამდე პერიოდს, ხოლო დანარჩენი ანძები - 2----–-–-------------ის 12:00-16:00 საათამდე პერიოდს. მესამე მონაცემში მითითებული გ-–-----------–-----ი კონკრეტულად რომელ ტერიტორიულ ერთეულს მოიაზრებს, გ-–---------–-------–------------------------------------–-----ს, ამის თქმა მას არ შეუძლია, ვინაიდან მის მიერ ხდება მხოლოდ იმ მონაცემების მიწოდება, რომელსაც აძლევს პროგრამა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური თანამშრომლის მიერ, რომელსაც უშუალოდ ბაზასთან აქვს შეხება. დანამდვილებით ვერ დაადასტურებს, რომ მითითებულ თარიღში და პერიოდში აღნიშნული აბონენტის მფლობელი აუცილებლად მოძრაობდა ამ ფარგლებში, ვინაიდან ანძის დაფარვის ზონა არის 30 კმ. იმ მომენტში შეიძლება აბონენტი იმყოფებოდა კონკრეტულ ადგილას, მაგრამ აქტიური ყოფილიყო რომელიმე სხვა ანძა. შპს „ჯ------–ის“ ტექნიკური სამსახური იძლევა იმის საშუალებას, რომ მოთხოვნის შემთხვევაში განისაზღვროს კონკრეტულ პერიოდში და საათში კონკრეტული ანძიდან განხორციელებული შემავალ-გამავალი სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მსგავსი მოთხოვნა გამოძიების მხრიდან არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, სატელეფონო ზარის განხორციელების შემთხვევაში, თუკი დატვირთულია ანძა, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აბონენტი, შეიძლება მიიღოს სხვა ახლო მდებარე ანძამ, რომელიც შედარებით თავისუფალია. შესაბამისად, დადგენა იმისა, კონკრეტულად რომელი ანძით ისარგებლა აბონენტმა, შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-----–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „ჯ------–ი“-ს ოფისში შესასრულებლად შევიდა სასამართლოს განჩინება, რომლითაც გათხოვილი იქნა ინფორმაცია ლ-----–-------ს კუთვნილ 5----------- სააბონენტო ნომერზე მომსახურე ანძების შესახებ 2----–-–-----------------ის 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე პერიოდში და 2----–-–-------------ის 12:00 საათიდან - 16:00 საათამდე პერიოდში. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, მის მიერ 2----–-–----------------ს ხელმოწერილი იქნა N--- წერილი, რომლის საფუძველზე გაიცა განჩინებით მოთხოვნილი ინფორმაცია. მათ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ არის დეტალურად მითითებული, რომელი ანძა რა დროს ემსახურებოდა სააბონენტო ნომერს, გამომდინარე იქედან, რომ განჩინებაში მითითებული იყო კონკრეტული თარიღები ზოგადად. შესაბამისად, მოხდა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და გაშიფვრა. მონაცემების გაშიფვრა კონკრეტული საათების მიხედვით არ მომხდარა, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით აღნიშნულის შესრულება შესაძლებელი იყო. მათი ანძები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, წ-----------–---–--------------ში, სამგორის დასახლებაში შპს „ს--------------“, ნ----–-----, გ-–-----------–-----ის რაიონში, ც------ დ-------------- ვ-----–----------–ი ქარხანაში, გ-------–---–ის გამზირზე. თოთოეული ანძა მოიცავს 30 კმ რადიუსს. შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული ანძა მოიცავდეს როგორც გ-------–---–ის ქუჩას, ასევე გ-------–---–ის ქუჩიდან 30 კილომეტრ რადიუსს. დეტალურ ამონაწერში დაფიქსირებულია, რომელ რიცხვში, რომელ საათზე და რომელი ანძიდან განახორციელა ამა თუ იმ პირმა ზარი, რამდენი წუთი ისაუბრა, ვინ დაურეკა, ვის დაურეკა. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იყო აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება, თუმცა განჩინებაში მითითებული იყო მხოლოდ ანძების ადგილმდებარეობა და სწორედ აღნიშნულის გამო არ მოხდა აღნიშნული დეტალების დაფიქსირება წერილში, ვინაიდან მათ მიერ ხდება მხოლოდ ინფორმაციის გაცემა იმ ფარგლებში, რაც მოთხოვნილია განჩინებით. მას (მოწმეს) კონკრეტულად არ შეუძლია თქვას, 2----–-–------------------ს და 5----------ს, რომელი სატელეფონო ზარი განხორციელდა, ვინაიდან მათ მიერ მომზადებული წერილის მონაცემებით შესაბამისი თარიღების განსხვავება შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ ლ-----–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა წ--------ის ქარხანაში დილერად. ყოველ დილით ქარხნიდან 12:00 საათამდე გამოაქვს პროდუქცია, რომელსაც გ-–-----------–-----ის ტერიტორიაზე ანაწილებს მეუღლესთან ერთად. 2----–-–------------------ს, დაახლოებით 12:00 საათზე, უკვე ქარხანაში იყო, დატვირთა პროდუქცია და ქარხანა დატოვა, როდესაც პირველს აკლდა წუთები. გაიარეს ნატახტარში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ჩააბარეს პროდუქცია, იქიდან წამოსვლისას დაეშვათ ავტომანქანის საბურავი, რის გამოც, ვერ იარა სწრაფად და თბილისში ჩამოსვლამდე დასჭირდა დაახლოებით ერთი საათი. შემდეგ მივიდნენ გ-–----ში და პროდუქცია ჩააბარეს ხუთ კლიენტს, რაშიც დასჭირდათ დაახლოებით საათნახევარი. დაახლოებით 14:00 საათზე გაიარეს გ-------–---–ზე, სადაც გაჩერდა დაახლოებით ნახევარ საათი, შემდეგ წავიდნენ ს--------ში და დაახლოებით 17:00 საათზე, ნ----–-----ში დაასრულეს მუშაობა. 2----–-–------------------ს, დაახლოებით 12:00 საათიდან - 18:00 საათამდე მოძრაობდა წ--------სა და ნ----–-----ს შორის. კ------ა და მ-----ას მხარეს მას ობიექტები არა აქვს. შესაბამისად, მ-----ას მ---ს ახალი გზით არ სარგებლობს და არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ მხარესთან. მოწმის განმარტებით, თბილისში მოძრაობს საკუთარი ავტომანქანით და შესაძლებელია, დაზარალებულს დაენახა სადმე. ლ-----–-------ს განმარტებით, იგი ახორციელებს ყ---–-ს რეალიზაციას. ყ---–-ს ჩალაგება მუყაოს ყუთში არ შეიძლება. ამის გამო შესაძლებელია დაჯარიმდეს, შესაბამისად, ყველს ალაგებს პლასტმასის სპეციალურ კონტეინერებში. ავტომანქანის დათვალიერებისას მას მანქანაში ედო ერთი-ორი მუყაოს ყუთი, რომელიც სჭირდებოდა მწვანილის ჩასალაგებლად. ლ-----–------- გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას არ დაეთანხმა.
2----–-–-------------ის გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილების დ----------------------–ი დ-----------–-–---–ი გაესაუბრა მ---------------------–-------–-–---–ს, რომელმაც განმარტა, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ნ--- გ--- ასული მ----–---------, დაბადებული 2----–-–-----------–ს, რომელიც ცხოვრობს მასთან ერთად და სწავლობს 1---ე საჯარო სკოლაში, არის მ--- კლასის მოსწავლე, სკოლაში წასვლის დროს ყოველ დილით გადის სახლიდან დაახლოებით 09:50 საათზე, სადაც მიდის მეზობლის ავტომანქანით და სკოლიდან ბრუნდება დაახლოებით 15:00 საათზე, №--- ავტობუსით. ასევე, გაესაუბრა ნ---------–--------ეს მისი დედის - მ-------------–-–---–ის თანდასწრებით. ნ---------–--------ემ გასაუბრებისას განმარტა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც ბრუნდებოდა სკოლიდან, ჩავიდა სახლთან ახლოს №--- ავტობუსიდან, გაიარა რამდენიმე მეტრი ფეხით, რათა მისულიყო თავის სახლის შესახვევთან, მაგრამ, სანამ მიუახლოვდებოდა შესახვევს, მას გაუჩერა მ–---- ფერის პატარა ზომის ავტომანქანამ, რომელშიც იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი და ჰკითხა, ახლო-მახლო სად იყო სკოლა, რაზედაც უპასუხა, რომ პოლიციასთან რომ შეუხვევდა, იქვე ახლოს იყო ს--------------ს სკოლა და იმის შემდეგ კი 1---ე სკოლა, რა დროსაც მიიხედა მანქანისკენ და დაინახა, რომ მძღოლი, რომელიც მანქანაში იჯდა მარტო, ხელში ეჭირა სასქესო ორგანო, მას არ ჰქონია შარვალი გახდილი. როგორც ნ---------–--------ე აღნიშნავს, მძღოლს ელვაშესაკრავი ჰქონდა გახსნილი და იქიდან ჰქონდა ამოღებული. როდესაც დაინახა, შემობრუნდა და წავიდა სახლისკენ აღელვებული, ხოლო როდესაც უკან მიიხედა, დაინახა, რომ აღნიშნული ავტომანქანაც წავიდა სხვა მიმართულებით. ნ---------–--------ის განმარტებით, იმის შემდეგ აკვირდებოდა აღნიშნულ ავტომანქანას, მაგრამ არსად შეხვედრია დღევანდელ დღემდე, რაც გამოიხატა იმაში, რომ როდესაც ნ---------–--------ე მიდიოდა სკოლიდან სახლში, მ-----ას ქუჩაზე ფეხით, შეამჩნია იგივე მანქანა, რომელმაც გაუჩერა და ჰკითხა, „ზევით თუ მიდიხარ პატარავ, წაგიყვანო“, რაზედაც უარი უთხრა. მან მოატრიალა მანქანა და წავიდა თავის გზაზე. აღნიშნულის შემდგომ მან (მ-------------–-–---–მა) გადაწყვიტა შეეტყობინებინა პოლიციისათვის. ნ---------–--------ემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო პატარა ზომის, რომლის მოდელი არ იცის, მაგრამ თავის ტელეფონში ჩაიწერა ავტომანქანის A-------- ნომერი. ნ---------–--------ის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლს არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც არაფერი არ შეუთავაზებია, არც ერთი კვირის წინ და არც დღეს. ნ---------–--------ე დარწმუნებულია მძღოლის და ავტომანქანის ამოცნობაში, ვინაიდან ორივე შემთხვევაში იყო იგივე ავტომანქანა და მძღოლი, რომელსაც ერთი კვირის წინაც ავტომანქანაში ეყარა მ---------------ი და დღესაც. ნ---------–--------ე აღნიშნავს, რომ ამ ამბავს არ ჰქონია სისტემატური ხასიათი. აღნიშნული ფაქტი მოხდა სულ ორჯერ. ნ---------–--------ე იყო შეშინებული აღნიშნული ფაქტით და მძღოლის არაადეკვატური საქციელით. ნ---------–--------ემ დაადასტურა, რომ მძღოლს მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ზედმეტი არაფერი უთქვამს.
2----–-–--------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ნ---------–--------ის მითითებით, წავიდნენ მ-----ის მ---ს ქუჩის მიმართულებით და დაახლოებით 600 მეტრის გავლის შემდეგ გაჩერდნენ გზის სავალი ნაწილიდან №- განათების ბოძთან, სადაც ნ---------–--------ემ განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილიდან ნახა 2----–-–--------------ს მისთვის უცნობი მამაკაცი მ–---- ფერის ავტომანქანით, სახ. №A--------, რომელმაც შესთავაზა მას სახლამდე მიყვანა. ამის შემდეგ, ნ---------–--------ის განმარტებით, გზა გააგრძელეს მ-----ის მ---ს ეკლესიის მიმართულებით, გაჩერდნენ ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც ნ---------–--------ემ განმარტა, რომ 2----–-–------------------ს სწორედ აღნიშნულ ავტობუსის გაჩერებასთან ნახა პირველად მ–---- ფერის ავტომანქანა სახ. №A--------, რომლის მძღოლმაც საუბრისას მას აჩვენა სასქესო ორგანო ავტომანქანიდან.
2----–-–-------------ის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ნ---------–--------ემ განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი მამაკაცი - ლ-----–-------. ნ---------–--------ემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო აღნაგობით, ქერა თმით, ოდნავი წვერით, სწორი ცხვირით, რომელიც ნესტოებში ოდნავ ფართოვდება, ცისფერი თვალებით, საშუალო ზომის შეტეხილი წარბებით, თხელი საშუალო ზომის ტუჩებით, ჩატეხილი ფორმის ნიკაპით.
2----–-–-------------ის ავტომანქანა „------------------“-ს დათვალიერების ოქმის მიხედვით, შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილების დ----------------–--–--------------– დ-----------–-–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა ავტომანქანა ,,ტ-------- ვითზი“ მ–---- ფერის, რომლის სახელმწიფო ნომერია A--------. ავტომანქანა არის მარჯვენა საჭით, ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ავტომანქანას გააჩნია ნ-–---------- წინა ე.წ. „ტორპედო“. ასევე, გააჩნია ნ-–---------- სალონი ნ-–---------- ნაჭრის სავარძლებით, უკანა სავარძელი არის ამოღებული, რომლის ადგილზეც დევს მ---------------ი, მარცხენა წინა სავარძელზე გადაკიდებულია შავი ფერის ქურთუკი, ასევე მარცხენა სავარძელზე დევს პ-–--–---- მასზე მოთავსებული ქაღალდით და საწერი კალამით, მანქანის ე.წ. „ტორპედოზე“ საჭის წინ დევს შ--------------–---------. დათვალიერებისას ექსპერტების მიერ „ნიკონი“-ს ფირმის ფოტოაპარატით გადაღებული იქნა 36 ფოტო კადრი, რომელიც გადატანილი იქნა CD დისკზე და დაერთო დათვალიერების ოქმს.
2----–-–---------------- ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილების გ-----------– ე------------------ის მიერ გ------- კ------–-–---–--გან ამოღებული იქნა ქ-------–--–---------------------------ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 2----–-–-----------------ისა და 2----–-–-------------ის 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და თარიღი.
2----–-–---------------- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილების დ-----------------–--–- გ-----------– ე------------------ის მიერ დათვალიერებული იქნა შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. კერძოდ, ლაზერული დისკი, დათვალიერების მიზნით, მოთავსებული იქნა სამსახურეობრივი კომპიუტერის დისკის წამკითხავში, რის შემდეგაც გახსნილი იქნა დისკი, სადაც ჩანს ჩანაწერის ფაილები. ჩანაწერი წარწერით N4--------------------- - გახსნისას მასში ჩანს ხ----------ის ქუჩისა და მ-----ის მ---სკენ ამავალი გზის კუთხე და ავტოსადგომი. ჩანაწერი იწყება 2----–-–------------------ს 14:00 საათზე. ჩანაწერის მარცხენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა ,,G---’’, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში ,,-------------------’’. საავტომობილო გზაზე ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ ავტომანქანები. 14:26:30 საათზე ხ----------ის ქუჩიდან პოლიციის მიმართულებით მოძრაობს ღია ფერის „ტ------------ის“ მსგავსი ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება და იგი უხვევს მ-----ის მ---სკენ ამავალ გზაზე. ასევე, 14:27.07 საათზე, ხ----------ის ქუჩაზე, პოლიციის წინ მოძრაობს ღია ფერის „ტ---------------ს“ მსგავსი ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება. 14:34:23 საათზე, მ-----ის მ---დან პოლიციის (ხ----------ის ქუჩის) მიმართულებით მოძრაობს ღია ფერის „ტ---------------ს“ მსგავსი ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება. ჩანაწერი სრულდება 15:00:00 საათზე. ასევე, დათვალიერებული იქნა მეორე ჩანაწერი წარწერით N----------------------. ჩანაწერის გახსნისას ჩანაწერში ჩანს ხ----------ის ქუჩისა და მ-----ას მ---სკენ ამავალი გზის კუთხე და ავტოსადგომი. ჩანაწერი იწყება 13:00 საათზე. ჩანაწერის მარცხენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა „G---“, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში ,,2--------- 13:00:00’’.13:02:03 საათზე მ-----ას მ---ს ქუჩიდან ჩამოდის ღია ფერის ,,ტ------------ის“ მსგავსი ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება. ჩანაწერი სრულდება 14:00:00 საათზე. ასევე, დათვალიერებული იქნა დანარჩენი ჩანაწერებიც, სადაც კონკრეტულად არ ჩანს ავტომანქანის მარკა, მოდელი, ფერი და სახელმწიფო ნომერი. ჩანაწერის დათვალიერების დასრულების შემდეგ გაკეთებული იქნა აღნიშნული ლაზერული დისკის ორი ასლი, ხოლო ორიგინალი ლაზერული დისკი მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების N2------ ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერა, თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი.
2----–-–----------------- დოკუმენტის - სასაქონლო ზედნადებების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილების დ-----------------–--–-------------–ის ე------------------ის მიერ დათვალიერებული იქნა ნ------–-----ს მიერ წარდგენილი, შპს „ა--------------–------–---------“-ს სასაქონლო ზედნადებების ფურცლები. კერძოდ: პირველი სასაქონლო ზედნადები ე-–-----------, რომელიც დათარიღებულია 2--------- წლით 12:27:00 საათით, სადაც გამყიდველად მითითებულია შპს „ა--------------–------–---------“, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------- ხოლო მყიდველად მ----------ე პ/ნ 3----------- საქონლის ტრანსპორტირებას ახდენს მძღოლი ლ-----–------- პ/ნ 0----------, ავტოტრანსპორტით სახ. ნომრით A--------, ასევე მითითებულია შეძენილი საქონლის დასახელება, რაოდენობა, კოდი, საფასური და მიწოდებული საქონლის ჩაბარების დრო 2---------–. 12:34:00 სთ. მეორე სასაქონლო ზედნადები ე-–-----------, რომელიც დათარიღებულია 0---------–. 10:55:00სთ. გამყიდველად მითითებულია შპს „ა--------------–------–---------“, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------- ხოლო მყიდველად - მ----------ე პ/ნ 3----------- საქონლის ტრანსპორტირებას ახდენს მძღოლი ლ-----–------- პ/ნ 0----------, ავტოტრანსპორტით სახ. ნომრით A--------, ასევე მითითებულია შეძენილი საქონლის კოდი, დასახელება, რაოდენობა, ფასი, მიწოდებული საქონლის ჩაბარების დრო 0--------- წლის 11:10:00სთ. დათვალიერების დასრულების შემდგომ ორი ცალი ზედნადები დაერთო დათვალიერების ოქმს.
2----–-–---------------- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-5 განყოფილების დ-----------------–--–-------------–ის ე------------------ის მიერ დათვალიერებული იქნა ლაზერული დისკი, რომელზეც ჩანს ხ----------ის ქუჩისა და მ-----ას მ---სკენ ამავალი გზის კუთხე და ავტოსადგომი. ჩანაწერი იწყება 2----–-–-----------------ის 14:00 საათზე. ჩანაწერის მარცხენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა „----“, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში „2--------- 14:00. საავტომობილო გზაზე ჩანს თუ როგორ მოძრაობენ ავტომანქანები. 14:26:30 საათზე ხ----------ის ქუჩიდან პოლიციის მიმართულებით მოძრაობს ღია ფერის „ტ---------------ს“ მსგავსი ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება და იგი უხვევს მ-----ის მ---სკენ ამავალ გზაზე. ასევე, 14:27:07 საათზე ხ----------ის ქუჩაზე პოლიციის წინ მოძრაობს ღია მ–---- ფერის „ტ---------------ს“ მსგავსი ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება. 14:34:23 საათზე მ-----ას მ---დან პოლიციის (ხ----------ის ქუჩის) მიმართულებით მოძრაობს ღია მ–---- ფერის „ტ---------------ს“ მსგავსი ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება. ჩანაწერი სრულდება 15:00:00 საათზე. ამის შემდეგ გახსნილი იქნა მეორე ჩანაწერი, წარწერით N---------------------- ჩანაწერის გახსნისას ჩანაწერში ჩანს ხ----------ის ქუჩისა და მ-----ას მ---სკენ ამავალი გზის კუთხე და ავტოსადგომი. ჩანაწერი იწყება 13:00 საათზე. ჩანაწერის მარცხენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა „----“, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში „2--------- 13:00:00“. 13:02:03 საათზე მ-----ას მ---ს ქუჩიდან ჩამოდის ღია ფერის „ტ---------------ს“ მსგავსი ავტომაქანა, რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იკითხება. ჩანაწერი სრულდება 14:00:00 საათზე. დათვალიერებული იქნა დანარჩენი ჩანაწერებიც, სადაც კონკრეტულად არ ჩანს ავტომანქანის მარკა, მოდელი, ფერი და სახელმწიფო ნომერი.
2----–-–-------------- ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ---------–--------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ნ---------–--------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს ჩვენება. ნ---------–--------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. ნ---------–--------ის გონებრივი განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ლ-----–-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ლ-----–-------ს ამხელს მოცემული დანაშაულის ჩადენაში, არის დაზარალებულ ნ---------–--------ის ჩვენება. სასამართლო აფასებს და აანალიზებს რა დაზარალებულის ჩვენებას, მიიჩნევს, რომ იგი დამაჯერებლობას და უტყუარობას მოკლებულია. თავდაპირველად პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულის ჩვენების იმ მნივნელოვან ნაწილზე, სადაც ის განმარტავს, რა ვითარებაში ნახა მან ღია მ–---- ფერის დაბალი მარჯვენა საჭიანი ავტომანქანა და მისი მძღოლი. საგულისხმოა, რომ დაზარალებული აღწერს რა შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნავს, რომ როდესაც მან და მისმა კლასელმა, - გ-------------------მ გზა გადაკვეთეს, გ------- ქვევით, ხოლო თვითონ ზემოთ წავიდა, როდესაც შესახვევს მიუახლოვდა, მასთან ახლოს გაჩერდა ავტომანქანა. დაზარალებული აღწერს მძღოლის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას და შემდეგ აცხადებს, რომ ავტომანქანის წასვლის შემდგომ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. საგულისხმოა, რომ დაზარალებული ჩვენებაში არ აღნიშნავს, რომ მანქანის წასვლის შემდეგ გ------------------- მასთან მივიდა და გარკვეული კითხვები დაუსვა მაშინ, როდესაც მოწმე გ------------------- მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ დაინახა, ნ--- როგორ ესაუბრებოდა ღია მ–---- ფერის მანქანაში მჯდომ პირს, საუბრის დასრულების შემდეგ მივიდა ნ---სთან და ჰკითხა, რაზე ესაუბრებოდა იმ პირს. მანვე განმარტა, რომ ნ--- აღელვებული და შეშინებული არ ყოფილა მაშინ, როდესაც ნ---------–--------ემ განმარტა, რომ მანქანის წასვლის შემდეგ იგი იყო აღელვებული. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულ ნ---------–--------ის განმარტებით, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მათთან სახლში მივიდნენ, გამოკითხეს, ნ---------–--------ის მამის - გ--------–--------ის განმარტებით კი პოლიციის თანამშრომლების მისვლისთანავე ნ--- გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში და ნ--- სახლში არ დაკითხულა. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობის შემოწმებისას პალატის გაკვირვება გამოიწვია დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილმა, სადაც 11 წლის ნ---------–--------ემ, მიუხედავად ძალიან ხანმოკლე კონტაქტისა, დეტალურად აღწერა სავარაუდო დამნაშავის გარეგნობა, სახის ნაკვთები, სიმაღლე, ჩაცმულობა და მისი სასქესო ორგანოს მახასიათებლებიც კი მაშინ, როდესაც პირი, ვისზეც დაზარალებული მიუთითებს, მანქანაში იჯდა. სააპელაციო პალატა დაზარალებულის ჩვენების ანალიზის შემდგომ მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით, მხარის მიერ მოპოვებული მასალის (ინფორმაციის) სასამართლოსათვის წარდგენა, ამ მასალას (ინფორმაციას) ავტომატურად არ აქცევს გასაზიარებელ მტკიცებულებად, რადგან, წარდგენის შემდეგ მტკიცებულებამ (მხარეთა მიერ მოპოვებულმა და სასამართლოსათვის წარდგენილმა მასალამ (ინფორმაციამ)) უნდა გადალახოს რამდენიმე ,,ბარიერი“, ანუ მტკიცებულება უნდა შეფასდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი), რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაძლოა, კონკრეტული მტკიცებულება აკმაყოფილებდეს ორ „ბარიერს“, მაგრამ მესამე „ბარიერის“ გადაულახაობის გამო, იგი არ იქნას გაზიარებული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ნ---------–--------ის ჩვენება განსახილევლ საქმესთან მიმართებით არის რელ----ტური და დასაშვები, თუმცა ზემოთმითითებული ალოგიკურობის, სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობისა და ნაკლებად დამაჯერებლობის გამო, ვერ ლახავს უტყუარობის ბარიერს.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის მამის - გ--------–--------ის მიერ ჩვენების მიცემის დროს მითითებულ გარემოებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ნ---მ მოუთხრო შემთხვევის შესახებ, მაგრამ, ვინაიდან ავტომანქანის და მძღოლის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ ჰქონდათ, ვერ განაცხადა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა ნ--- გააფრთხილა, რომ თუ კიდევ დაინახავდა აღნიშნულ ავტომანქანას, ჩაეწერა ავტომანქანის ნომერი. მოწმის აღნიშნული განმარტება დამაჯერებლობას და გონივრულ აზრს მოკლებულია, პალატისათვის გაუგებარია, მცირეწლოვანი შვილის მიმართ მსგავსი ხასიათის ქმედების განხორციელების შემთხევაში მშობელმა რა მიზეზით არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს ან/და როგორ არ ჩააყენა საქმის კურსში სკოლის დირექცია. უფრო მეტიც, დაზარალებული ბავშვის მეშვეობით როგორ შეეცადა დამნაშავის მანქანის იდენტიფიცირებას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შემთხვევიდან უმოკლეს დროში, - 2----–-–--------------ს ნ---------–--------ე სკოლიდან წამოვიდა მარტო, რაც სხვა ზემოთმითითებულ გარემოებებთან ერთად ასევე აჩენს უამრავ კითხვის ნიშანს. აგრეთვე, საქმეში არ არსებობს იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მაგ. დათვალიერების ოქმი), რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, რომ ამ უკანასკნელმა თავის მობილურ ტელეფონში ჩაიწერა შ-------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი.
სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა.
სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საკმარისად ვრცელ და არგუმენტირებულ მსჯელობებს იმასთან დაკაშირებით, რომ გამოკვლეული ვიდეოკამერის ჩანაწერებისა და შპს ,,ჯ------–ი“-ს მიერ გაცემული ინფორმაციით უტყუარად ვერ დასტურდება ლ-----–-------ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ლ-----–-------მ ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ-----–-------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ლ-----–-------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი ლ-----–-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი ლ-----–-------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ლ-----–------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ ლ-----–-------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულება:
საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები, დატანილი ერთ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, დატანილი ერთ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ-------–--–-- ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე