განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
140100118002454419
ინსტანცია
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100118002454419

საქმე №1ბ/76-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ-------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა-–-------–-----ე, (პირადი ნომერი №4----------), დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------–----–---------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

ადვოკატები: მ--------------ე, ლ--------------ე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა-–-------–-----ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ--------------ემ და ლ--------------ემ.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ-------------–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ვ-–-------------------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ ა-–-------–-----ისა და პროკურორ ნ-------------–---–ს შორის 2019 წლის 15 თებერვალს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმები, შუამდგომლობა.

 

მხარეებმა ითხოვეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 12:30 საათზე, ა-–-------–-----ემ, ქ-------––----–--------------ში მდებარე, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, განზრახ მკვლელობის მიზნით, მის ხელთ არსებული ნაჯახის გამოყენებით თავის არეში ჭრილობები მიაყენა ი-----------–---–ს, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებით, ა-–-------–-----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ი-----------–---–ის, ლ--–--–--------–ის, დ--–-------------–---–ის, დ--------------ის, თ------------–-----–---–ის, მ-------------ის, 2018 წლის 24 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, მიხედვით, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ექსპერტების ჩვენებებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ა-–-------–-----ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ა-–-------–-----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა; მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

 

შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატამ მიიჩნია, რომ ა-–-------–-----ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნ-------------–---–სა და მსჯავრდებულ ა-–-------–-----ეს შორის.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ა-–-------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა-–-------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 თებერვლიდან.

 

ა-–-------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ ა-–-------–-----ის მიმართ კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მსჯავრდებულს დაევალოს - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

საქმეზე არსებული ნივთეირი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, სისხლისმაგვარი ლაქები, სისხლის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ხელის ანაბეჭდები, ანაწმენდები, ნერწვის ნიმუშები, კედლის ანაფხეკი სისხლისმაგვარი ლაქებით, ცული, მინის ქილა მასში მოთავსებული თესლისებრი მარცვლები განადგურდეს; ხოლო ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათებით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ.ბარბაქაძე/

 

/გ.ჯეირანაშვილი/