განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002282363, №1/ბ-1316-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-----ი მუ-------ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ზა----ი მა-----ს ძე ქე-------ი - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის არმქონე (გაქარწყლებული), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–------------–-, თ---------–------------------;
ადვოკატი - თე-------ზ მა--------–--ე.
თარჯიმანი - ას--------–--------ი.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, 3 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება).
სასჯელი:
7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ზა---- ქე-------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ზა---- ქე-------ის ბრალეულობა, რის გამოც წარდგენილი ბრალდების ნაწილში იგი უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზა---- ქე-------ი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მას ნარკოტიკული საშუალებები არც 2017 წლის 16 ნოემბერს გაუსაღებია.
▪ 2017 წლის 8 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკის და დაკითხვის შემდეგ, მი----ნ ჭი---–-–---–მა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში დაადანაშაულა ზა---- ქე-------ი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აღნიშნული მოგონილია მი----ნ ჭი---–-–---–ის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
▪ ზა---- ქე-------ი მეგობრობდა მი----ნ ჭი---–-–---–თან და ისინი ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განხორციელებულ ჩანაწერებში არ ფიქსირდება ზა---- ქე-------ის მიერ მი----ნ ჭი---–-–---–ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.
▪ გამოძიება ცდილობდა შეექმნა საქმე და მათ მი----ნ ჭი---–-–---–ის ცრუ ბრალდების საფუძველზე, უკანონოდ მისცეს პასუხისგებაში ზა---- ქე-------ი, რომელიც არის დაავადებული და მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ზა---- ქე-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის დანიშვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ ზა---- ქე-------ი უსაფუძვლოდ იქნა გამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
▪ უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება, თითქოსდა ზა---- ქე-------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - მოწმე მი----ნ ჭი---–-–---–ის ჩვენება. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ზა---- ქე-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა.
▪ ჩვენების მიცემისას მოწმე მი----ნ ჭი---–-–---–მა განმარტა, რომ ზა---- ქე-------ი ნარკოტიკულ საშუალებას მუდმივად ასაღებდა მოლურჯო ფერის წონაკებში დაფასოებულს. ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას კი დადასტურდა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დაფასოებულია სწორედ ასეთ წონაკებად.
▪ 2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედების ჩანაწერში ფიქსირდება ზა---- ქე-------ის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა, რომლითაც ზა---- ქე-------ი მივიდა ბენზინგასამართ სადგურ „ევროოილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და შეხვდა მი----ნ ჭი---–-–---–ს, რომელმაც ზა---- ქე-------ისგან 100 ლარად შეიძინა ერთ წონაკად დაფასოებული 0,0274 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება. მი----ნ ჭი---–-–---–ის განმარტებით მითითებული ადგილი შეხვედრის ადგილად დაუსახელა ზა---- ქე-------მა.
▪ ზა---- ქე-------ისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული არის განსაკუთრებით სპეციფიკური, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები, როგორც წესი, მიმართავენ სპეციალურ ხერხს, რათა მაქსიმალურად შენიღბონ მათ მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. ამ შემთხვევაშიც, ზა---- ქე-------ი ცდილობს მაქსიმალურად აარიდოს თავი ნარკოტიკული საშუალების შემძენთან კომუნიკაციას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზა---- ქე-------ს ბრალად წარედგინა:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი);
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზა---- ქე-------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,51331 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები, საიდანაც 2017 წლის 08 ნოემბერს, ქ.თბილისში, ს------–----------–-–-, 0,4276 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 11 წონაკად, 1000 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი----ნ ჭი---–-–---–ზე.
2017 წლის 14 ნოემბერს, ქ.თბილისში, ს------–----------–-–-, რ------------------–--–--- მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ევროოილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზა---- ქე-------მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0234 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი----ნ ჭი---–-–---–ზე.
2017 წლის 15 ნოემბერს, ქ.თბილისში, ს------–----------–-–-, რ------------------–--–--- მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ევროოილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზა---- ქე-------მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0274 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი----ნ ჭი---–-–---–ზე.
2017 წლის 16 ნოემბერს, ქ.თბილისში, ს------–----------–-–-, რ------------------–--–--- მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ევროოილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზა---- ქე-------მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0225 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი----ნ ჭი---–-–---–ზე, ხოლო 0,01241 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ზა---- ქე-------მა შეინახა ქ.თბილისი, ს------–-----------–-, თ---------–------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ზა---- ქე-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია ზა---- ქე-------ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების 2017 წლის 8 ნოემბრის, 2017 წლის 14 ნოემბრის და 2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდებში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზა---- ქე-------მა ჩაიდინა:
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 ნოემბერს ქ.თბილისში, ს------–----------–-–-, რ------------------–--–--- მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ევროოილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზა---- ქე-------მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0225 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი----ნ ჭი---–-–---–ზე, ხოლო 0,01241 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, ზა---- ქე-------მა შეინახა ქ.თბილისი, ს------–-----------–-, თ---------–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზა---- ქე-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენით:
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზა---- ქე-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ზა---- ქე-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
ზა---- ქე-------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის რო------ ლო----ს მიერ შედგენილი 2017 წლის 08 ნოემბრის პატაკით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მი----ნ ჭი---–-–---–ი და ზა----------ე, რომლებიც არიან ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ,,M------------“, სახ. ნომრით A------ უნდა იმყოფებოდნენ ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც პირადად, ასევე ავტომანქანაში უნდა ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას.
სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა რო------ ლო----მ განმარტა, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მი----ნ ჭი---–-–---–ი და ზა----------ე, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „მ-------------–---“ იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, ორთაჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც პირადად, ისე ავტომანქანაში ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა მოწმის სახით.
პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 08 ნოემბერს, 15:15 საათიდან 15:42 საათამდე პერიოდში, ქ.თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მი----ნ ჭი---–-–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ნოემბერს 15:50 საათიდან 16:35 საათამდე პერიოდში, ქ.თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ზა----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,M------------“, სახ. ნომრით A-------ის ჩხრეკა. ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძელთან, ფეხის დასადები ხალიჩის ე.წ. ,,კოვრიკის“ ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდში მოთავსებული 11 (თერთმეტი) ცალი მოლურჯო ფერის წონაკი, მასში მოთავსებული ფხვიერი მასით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 10 ნოემბრის ექსპერტიზის N1--------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2017 წლის 08 ნოემბერს ზა----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მ---------ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 11 ცალად დაფასოებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის ორმაგ და თავმილღობილ ნაჭერში დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება ფხვნილის სახით (წონებით: 0,1326 გრ; 0,0999 გრ; 0,0922 გრ; 0,127 გრ; 0,0993 გრ; 0,0690 გრ; 0,1428 გრ; 0,1043 გრ; 0,1083 გრ; 0,0891 გრ; 0,1212 გრ;), სულ საერთო წონით - 1,1677 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს - 0,4276 გრამს. საკვლევი ობიექტი ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.
მოწმე ნო----- თო-–-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 8 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან: მა-----რ მე-----–-–---–თან და ოთ----–-------–--ლთან ერთად გამოცხადდა ქ.თბილისი, ორთაჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც „მ---------ის“ ფირმის ავტომანქანაში შენიშნეს ზა----------ე და მი----ნ ჭი---–-–---–ი. აღნიშნულ პირებს გამომძიებლის მიერ განემარტათ უფლებები და ჩატარდა ზა----------ის პირადი ჩხრეკა, თუმცა პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. ასევე ჩატარდა „მ---------ის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის პარკში გახვეული 11 ცალი ე.წ. „წონაკი“, რომელიც მი----ნ ჭი---–-–---–ის განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“, რომელიც ეკუთვნოდა მას და ინახავდა პირადი მოხმარების მიზნით. ანალოგიური დაადასტურეს მა-----რ მე-----–-–---–მა და ოთ----–-------–--ლმა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მი----ნ ჭი---–-–---–მა განმარტა, რომ ფ-------–აში გაიცნო პიროვნება, მეტსახელად „მა-–-–ა“, იგივე ზა---- ქე-------ი, რომლისგანაც ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ, თითო ე.წ. „ბაშს“ 100 ლარად. მისივე განმარტებით, ზა---- ქე-------ისგან ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ხდებოდა კაფეში ან ბენზინგასამართ სადგურზე. 2017 წლის 08 ნოემბერს, ზა----------ესთან ერთად ავტომანქანით იმყოფებოდა ფ-------–აში, რა დროსაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ლურჯ პაკეტში მოთავსებული 11 ე.წ. „ბაშად“ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიძინა დაახლოებით 1000 ლარად. ამის შემდეგ მას წარედგინა ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, რომელზეც შენიშვნის სახით დააფიქსირა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მას. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოკითხვისას თანხმობა განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, კერძოდ, ტექნიკით აღჭურვაზე და ფარულ ჩაწერაზე. საკონტროლო შესყიდვისას აღჭურვილი იყო გამოძიების მიერ და ფარულ ჩაწერას ახდენდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ნარკოტიკული საშუალების შესაძენ თანხას კი აძლევდა გამომძიებელი. ზა---- ქე-------ისგან სულ ოთხჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომლებსაც აძლევდა გამომძიებელს და დგებოდა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ადასტურებდნენ ხელის მოწერით.
მოწმე რო------ ლო----ს განმარტებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, მას დაევალა ფ-------–აში მცხოვრები, ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცის - ვინმე „მა-–-–ას“ ვინაობის დადგენა. დაადგინა, რომ „მა-–-–ა“ იყო ფ-------–აში, თ---------–------------------ში მცხოვრები ზა---- მა-----ს ძე ქე-------ი, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ნება დაერთოთ 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე ჩაეტარებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება - ზა---- ქე-------ის და მი----ნ ჭი---–-–---–ის შეხვედრების და საუბრების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 13 ნოემბერს დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 400 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, თორმეტი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ექვსი ცალი 10 ლარიანი კუპიურა.
ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, სისხლის სამართლის N0---------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მი----ნ ჭი---–-–---–ს, ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, კერძოდ, ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა და 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა.
ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N----ით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისი, ს------–-----------–-, რ------------------–--–---, 2017 წლის 14 ნოემბერს 13:37:05 საათიდან 2017 წლის 14 ნოემბრის 13:37:10 საათამდე პერიოდში მი----ნ ჭი---–-–---–ის მიერ განხორციელდა მასზე დამონტაჟებული ფარული ვიდეოაპარატურის ჩართვა და გამორთვა.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს 13:45-14:00 საათზე, ქ.თბილისი, ს------–-----------–-, რ-------ის გ-------–-ლი, ს----------------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მი----ნ ჭი---–-–---–ის მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოლურჯო პოლიეთილენის პარკის წონაკი, რომელშიც მოთავსებულია მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის ექსპერტიზის N1------------ქრ დასკვნით, 2017 წლის 14 ნოემბერს მი----ნ ჭი---–-–---–ისგან ამოღებული ზა---- ქე-------ისგან შეძენილი პოლიეთილენის ნაჭრებში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით 0,0680 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 0,0234 გრამს.
ფულადი თანხის დაბრუნების და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს სისხლის სამართლის N0---------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მი----ნ ჭი---–-–---–მა, ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაცემული ფულადი თანხიდან უკან დააბრუნა ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა.
ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს, სისხლის სამართლის N0---------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მი----ნ ჭი---–-–---–ს, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 140 ლარის ოდენობით, კერძოდ, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, სამი ცალი 20 ლარიანი კუპიურა და სამი ცალი 10 ლარიანი კუპიურა.
ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების N--- შუალედური ოქმის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისი, ს------–-----------–-, რ------------------–--–--- არსებული კაფე ,,კ-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილში, 2017 წლის 15 ნოემბრის 14:47:35 საათიდან 2017 წლის 15 ნოემბრის 15:08:10 საათამდე პერიოდში, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს 15:15-15:35 საათზე, ქ.თბილისი, ს------–-----------–-, რ-------ის გ-------–-ლი, ს----------------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მი----ნ ჭი---–-–---–ისგან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის ერთი ცალი თავმომწვარი წონაკი, რომელშიც მოთავსებულია ფხვნილისებრი ნივთიერება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის N1-----------/ქრ დასკვნით, 2017 წლის 15 ნოემბერს მი----ნ ჭი---–-–---–ისგან ამოღებული ზა---- ქე-------ისგან შეძენილი პოლიეთილენის ნაჭრებში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით 0,0772 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 0,0274 გრამს.
ფულადი თანხის დაბრუნების და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს სისხლის სამართლის N0---------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მი----ნ ჭი---–-–---–მა, ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაცემული ფულადი თანხიდან უკან დააბრუნა ფულადი თანხა 40 ლარის ოდენობით, კერძოდ ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 10 ლარიანი კუპიურა.
სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ოთ----------–მა განმარტა, რომ დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში. ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით მან მი----ნ ჭი---–-–---–ს გადასცა ფულადი თანხა 140 ლარის ოდენობით. 2017 წლის 15 ნოემბერს კი, მი----ნ ჭი---–-–---–ის ხელიდან ამოღებული იქნა ზა---- ქე-------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ მან დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს დათვალიერდა 2017 წლის 15 ნოემბერს მოპოვებული ვიდეო მასალა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი (მ) სავარაუდოდ არის მოლოდინის რეჟიმში და მოძრაობს ნელი ნაბიჯით, რა დროსაც მას უახლოვდება BMW-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით JJ-----. მამაკაცი (მ) დაჯდა ავტომობილის უკანა სავარძელზე. საჭესთან ზის ახალგაზრდა მამაკაცი (მ1) და მათ შორის გაიმართა საუბარი. ავტომობილის დაძვრის შემდეგ მამაკაცი (მ) - ,,აჰა 100 ლარი და ერთ საათში დაგირეკავ. აჰა.“ მამაკაცი (მ) ითვლის ქაღალდის კუპიურებს და რამდენიმე კუპიურას აწვდის მამაკაცს (მ1). მამაკაცი (მ) - ,,და ისა, ხელფასი მაქვს ასაღები და იმასაც მოგცემ და მომეცი ისა, რა“. რამდენიმე წამით მამაკაცი (მ) ფარავს კამერას და ჩანაწერში არ ჩანს არაფერი. ამის შემდეგ მამაკაცი (მ) - ეუბნება, რომ და----ეკავს ერთ საათში და მოკლე საუბრის შემდეგ ჩადის ავტომანქანიდან.
ფულადი თანხის გადაცემის და დათვლიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს, სისხლის სამართლის N0---------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მი----ნ ჭი---–-–---–ს, ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 130 ლარის ოდენობით, კერძოდ, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, სამი ცალი 20 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 10 ლარიანი კუპიურა.
ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N----ით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისი, ს------–-----------–-, რ------------------–--–--- არსებული ავტოგასამართი სადგური ,,ევრო ოილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 2017 წლის 16 ნოემბერს 14:46:50 საათიდან 2017 წლის 16 ნოემბრის 14:52:56 საათამდე პერიოდში, ავტომობილში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს მი----ნ ჭი---–-–---–ის მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, რომელშიც მოთავსებულია ფხვნილისებრი ნივთიერება. აღნიშნულ ოქმზე დაფიქსირებულია შენიშვნა, რომ „ჩემგან ამოღებული ნივთიერება არის სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი,“ რომელიც დღეს შევიძინე ზა---- ქე-------ისგან.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N1----------- /ქრ დასკვნით, მი----ნ ჭი---–-–---–ისგან ამოღებული, ზა---- ქე-------ისაგან შეძენილი: თერმულად დამუშავებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის ორმაგ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,0409 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 0,0225 გრამის ოდენობით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნა----–------ემ და სო----- ცქ------ამ.
ფულადი თანხის დაბრუნების და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს სისხლის სამართლის N0---------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მი----ნ ჭი---–-–---–მა, ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაცემული ფულადი თანხიდან უკან დააბრუნა ფულადი თანხა 30 ლარის ოდენობით, კერძოდ, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა და ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერდა 2017 წლის 16 ნოემბერს მოპოვებული ვიდეო მასალა. ვიდეოჩანაწერში მამაკაცი (მ) ქუჩაში მოძრაობს ფეხით, რომელიც გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩერდება ბენზინგასამართ სადგურთან, რა დროსაც მასთან მიდის მამაკაცი (მ1) ,,ჟიგულის“ მარკის ავტომობილით. მამაკაცი უჯდება მანქანაში უკანა სავარძელზე. მისალმების შემდეგ მამაკაცი (მ1) აძლევს რამდენიმე ქაღალდის კუპიურას (ლარებს) და თხოვს გაჩერებასთან ჩაყვანას, რაზეც (მ1) უარს ეუბნება. მ - „ჰა, მა-–-–!“ (გადასცემს თანხას) მ1-„ვალები არა?“ მ-„ჰა? ვალს მერე მოგცემ, ბიჭო. არ მყოფნის ესა.“ მამაკაცი (მ1) იღებს სპორტული ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან პატარა შეკვრას და გადასცემს მამაკაცს. მ-„ნახე რა პატარა არის, რა, ნახე რა პატარა არის (უჩვენებს ერთ პატარა შეხვეულს, ჩეკს). ძაან ცოტა არის, მა-–-–, ეს გეროინი, რომ იყოს კიდევ ჰო და ცოტა რაღაცა მოუმატე, მაგის დედა ვატირე, რა“. ამის შემდეგ მამაკაცი გადადის მანქანიდან.
საცხოვრებელი ბინის და ეზოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, 05:55 საათიდან 07:50 საათამდე პერიოდში, ქ.თბილისი, ს.ფ-------–ა თ---------–------------------ში ჩატარდა ზა---- ქე-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელი ოთახის შესასვლელთან ხელმარცხნივ არსებული მოშავო ფერის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ორი ცალი თავდახურული მინის ფლაკონი მათში არსებული მოშავო-მოყავისფრო სითხით და ლაქებით. ამავე მაგიდის პირველი უჯრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი კაფსულა მათში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებებით და უჯრებიან ქაღალდში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 22 დეკემბრის ექსპერტიზის N2----------- /ქრ დასკვნით, ზა---- ქე-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული:
• უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში (მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ხუფით) მოთავსებული 0,4 მლ მოყავისფრო ფერის სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,00973 გრამის ოდენობით;
• უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელ ფლაკონში (მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ხუფით) მოთავსებულ ბამბის ტამპონზე და ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული ყავისფერი ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს - 0,00268 გრამის ოდენობით;
• ექსპერტიზაზე წარდგენილ ხსნარში და დანაშრევში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,01241 გრამს;
• უჯრედებიანი ქაღალდის ნაჭერში გადახვეული სპეციფიკური სუნის მქონე - მომწვანო ფერის მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) – 0,39 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნა----–------ემ და გრ----ლ ქუ--–----ემ.
მოწმე ნო----- თო-–-------ს ჩვენებით, 2017 წლის 22 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანამშრომელ ლუ--------–----–---–თან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისში, ს------–-----------–-, თ---------–-------------------ში მდებარე ზა---- ქე-------ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც მათ ჩაატარეს ზა---- ქე-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ. ზა---- ქე-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი, ოთახში არსებული ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი ერთი ცალი მჭიდით და ხუთი ვაზნით, ხოლო მეორე ოთახში განთავსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ორი ფლაკონი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერებით, უჯრიდან კი ამოღებული იქნა ორი კაფსულა ფხვნილისებრი ნივთიერება და მომწვანო ფერის მცენარეული მასა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ზა---- ქე-------ი დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.
საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა, მოწმე ლუ--------–----–---–მა ჩვენების მიცემისას დამატებით განმარტა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა ზა---- ქე-------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ზა---- ქე-------ის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, ხოლო ბინის ჩხრეკისას საძინებელი ოთახიდან, კერძოდ, ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი მჭიდით და ხუთი ცალი ვაზნით, ხოლო მეორე ოთახის ჩხრეკისას მაგიდიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მინის ფლაკონი მასში არსებული მოყავისფრო-მოშავო ფერის სითხით და ლაქებით. უჯრიდან კი ამოღებული იქნა ორი ცალი კაფსულა მათში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებით და ფურცელში გახვეული მცენარეული მასა. ამოღებული ნივთები დაილუქა ზა---- ქე-------ის თანდასწრებით. ამის შემდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თარჯიმნის მონაწილეობით მათ მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ზა---- ქე-------ი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კო----------ე კო--------–---–მა.
საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა, მოწმე გუ---- თა---------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ საკონტროლო შესყიდვის მიზნით მი----ნ ჭი---–-–---–ს გადასცა ფულადი თანხა, რომლის ასლი და----თო ოქმს. მის მიერ, ავ-------ლ გი-----აძესთან და ოთ----–-------–--ლთან ერთად, 2017 წლის 14 და 16 ნოემბერს, მი----ნ ჭი---–-–---–ისგან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის თითი-თითო ე.წ. „წონაკი“, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მი----ნ ჭი---–-–---–ის განმარტებით საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეიძინა ზა---- ქე-------ისგან. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით მი----ნ ჭი---–-–---–ი გამოკითხული იქნა მოწმის სახით. ამის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანამშრომლების ლუ--------–----–---–ის და ნო----- თო-–-------ს, ასევე თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარდა ზა---- ქე-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. ასევე, ჩატარდა ზა---- ქე-------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ერთ-ერთი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის იარაღი, ხოლო მეორე საძინებელ ოთახში მდებარე შავი ფერის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მინის ფლაკონები ნარჩენებით, კაფსულა მასში არსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებით და მომწვანო მცენარეული მასა, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და დაინიშნა ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზები. მათ მიერ ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ზა---- ქე-------ი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 05 თებერვლის ექსპერტიზის N2--ფ დასკვნით, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა და-------------–---–მა.
თავად ზა---- ქე-------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. იგი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და არა გამსაღებელი. ჭი---–-–---–თან ერთად ნარკოტიკულ საშუალებას ყიდულობდა „მა-–-–ასგან“ - იგივე ავ-------ლ ას-------ისგან, ასევე სოფელში ბიჭებისგან და იხდიდა 80 ან 100 ლარს. ნარკოტიკული საშუალება თავად არასდროს გაუსაღებია.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ზა---- ქე-------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი), ხოლო 2017 წლის 8 ნოემბრის, 2017 წლის 14 ნოემბრის და 2017 წლის 15 ნოემბრის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდებში გამართლდა.
გარემოებები, რაც სადავო გახადეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა, პალატას მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაპირველად პალატა მიუთითებს მტკიცების სტანდარტზე, რომელიც უნდა არსებობდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მი----ნ ჭი---–-–---–ის და ზა----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა 11 ცალ ე.წ. „ბაშად“ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ფხვნილი, რაზეც მი----ნ ჭი---–-–---–მა განაცხადა, რომ იყო მისი. ამასთან, მი----ნ ჭი---–-–---–ის ჩვენებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ზა---- ქე-------ისგან.
მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მი----ნ ჭი---–-–---–მა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა სწორედ ზა---- ქე-------ისგან, შესაბამისად, ბრალდების ამ ნაწილში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
როგორც აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ნება დაერთოთ 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე ფარული საგამოძიებო მოქმედების - ზა---- ქე-------ის და მი----ნ ჭი---–-–---–ის შეხვედრების და საუბრების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის განხორციელება.
შესაბამისად, 2017 წლის 14 ნოემბერს, 2017 წლის 15 ნოემბერს და 2017 წლის 16 ნოემბერს მი----ნ ჭი---–-–---–ი აღჭურვილი იყო სპეციალური აპარატურით, რომელსაც უნდა დაეფიქსირებინა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტი.
2017 წლის 14 ნოემბრის ჩანაწერზე ფაქტობრივად არაფერია ასახული, მით უფრო არაა ასახული ზა---- ქე-------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. როგორც ოქმითაა დადგენილი, 2017 წლის 14 ნოემბერს 13:37:05 საათიდან 2017 წლის 14 ნოემბრის 13:37:10 საათამდე პერიოდში მი----ნ ჭი---–-–---–ის მიერ განხორციელდა მასზე დამონტაჟებული ფარული ვიდეოაპარატურის ჩართვა და გამორთვა. ის გარემოება, რომ აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში მი----ნ ჭი---–-–---–მა წარადგინა ლურჯი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილი, რაც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, უტყუარად არ ადასტურებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ზა---- ქე-------ისგან შეძენის ფაქტს.
2017 წლის 15 ნოემბრის ჩანაწერზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაფიქსირებულია შემდეგი: მი----ნ ჭი---–-–---–ს, რომელიც აღჭურვილია ჩამწერი მოწყობილობით, უახლოვდება BMW-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით JJ-----, სადაც ჯდება ავტომობილის უკანა სავარძელზე. საჭესთან ზის ახალგაზრდა მამაკაცი და მათ შორის მიმდინარეობს შემდეგი საუბარი: მი----ნ ჭი---–-–---–ი ეუბნება: ,,აჰა 100 ლარი და ერთ საათში დაგირეკავ. აჰა.“ ითვლის ქაღალდის კუპიურებს და რამდენიმე კუპიურას აწვდის მეორე მამაკაცს, ასევე ეუბნება: ,,და ისა, ხელფასი მაქვს ასაღები და იმასაც მოგცემ და მომეცი ისა, რა“. შემდეგ რამდენიმე წამით კამერის ჩანაწერი იფარება და არ ჩანს არაფერი. მი----ნ ჭი---–-–---–ი ამბობს, რომ და----ეკავს ერთ საათში და მოკლე საუბრის შემდეგ ჩადის ავტომანქანიდან.
ამ ჩანაწერში ასევე არ არის დაფიქსირებული ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი. ასევე არ ისმის საუბარი ნარკოტიკულ საშუალებაზე. მხოლოდ 100 ლარის გადაცემა, იმის მიჩნევის შემთხვევაშიც კი, რომ მეორე მამაკაცი იყო ზა---- ქე-------ი, არ ადასტურებს, რომ მი----ნ ჭი---–-–---–ს სწორედ მან გადასცა ნარკოტიკული საშუალება. მოცემულ დღეს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს ასევე არ ადასტურებს სიტყვები ,,და ისა, ხელფასი მაქვს ასაღები და იმასაც მოგცემ და მომეცი ისა, რა“. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მწირი მტკიცებულებები ვერ გახდება ბრალდების ამ ნაწილში ზა---- ქე-------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
ბრალდების მხარის განმარტება, რომ ყველა შემთხვევაში ზა---- ქე-------ი ასაღებდა ლურჯ პოლიეთილენის პარკებში შეხვეულ ნარკოტიკულ საშუალებებს, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მისი დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლები არ წარმოადგენენ 2017 წლის 8 ნოემბრის, 2017 წლის 14 ნოემბრის და 2017 წლის 15 ნოემბრის გასაღების ფაქტის უშუალო შემსწრე პირებს. როგორც აღინიშნა, გასაღების ფაქტი არ არის დაფიქსირებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებზეც. მი----ნ ჭი---–-–---–ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება კი არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც საფუძველი გახდებოდა ზა---- ქე-------ის დამნაშავედ ცნობისათვის 2017 წლის 8 ნოემბრის, 2017 წლის 14 ნოემბრის და 2017 წლის 15 ნოემბრის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ეპიზოდებში.
რაც შეეხება ზა---- ქე-------ის მსჯავრდებას - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს და 2017 წლის 16 ნოემბრის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს, პალატას მიაჩნია დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით.
2017 წლის 16 ნოემბრის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
როგორც მტკიცებულებების აღწერისას აღინიშნა, 2017 წლის 16 ნოემბრის ჩანაწერში ნათლად ჩანს ერთის მხრივ თანხის გადაცემის, ხოლო მეორეს მხრივ პატარა შეკვრის გადმოცემის ფქტი. გარდა აღნიშნულისა, ისმის უკმაყოფილებაც, რომ შეკვრა პატარაა. „ძაან ცოტა არის, მა-–-–, ეს გეროინი რომ იყოს კიდევ ჰო და ცოტა რაღაცა მოუმატე, მაგის დედა ვატირე, რა“ - ამბობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული პირი - მი----ნ ჭი---–-–---–ი.
პალატა ვერ გაიზიარებს ზა---- ქე-------ის განმარტებას, რომ მას არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება საპირისპირო. ფაქტია, რომ მი----ნ ჭი---–-–---–მა ფულის გადახდის სანაცვლოდ ზა---- ქე-------ისგან მიიღო ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც ასახულია მოსამართლის განჩინებით ჩატარებულ ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ჩანაწერში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ინფორმაცია უტყუარია, რაც ადასტურებს ზა---- ქე-------ის ბრალდებას.
ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით ასევე წარმოადგინა: ზა---- ქე-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება, ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ეს ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და მოწმეთა ჩვენებები. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს ქ.თბილისში, ს------–----------–-–-, რ------------------–--–--- მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ევროოილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზა---- ქე-------მა, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0225 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა მი----ნ ჭი---–-–---–ზე, ხოლო 0,01241 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება შეინახა ქ.თბილისი, ს------–-----------–-, თ---------–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზა---- ქე-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
პალატა აღნიშნავს, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება და მისი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მის დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გარდა ამისა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, ამასთან, ჩხრეკის და ამოღების ოქმების კანონიერება შემოწმებული აქვს სასამართლოს. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები, მათ მიერ გაცემული დასკვნების ირგვლივ, სასამართლოს აძლევს საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში.
პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ მი----ნ ჭი---–-–---–ი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების და შეღავათების მიღების მიზნით ამხელს ზა---- ქე-------ს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში, რამაც განაპირობა ზა---- ქე-------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაში ნათლადაა ასახული ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. ის გარემოება, რომ მხოლოდ მი----ნ ჭი---–-–---–ის ჩვენება არ აღმოჩნდა საკმარისი ბრალდების სხვა ნაწილის დასადასტურებლად, ვერ გახდება წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ზა---- ქე-------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და 2017 წლის 16 ნოემბერს მისი ნაწილის გასაღების ფაქტს. რაც შეეხება ზა---- ქე-------ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია სამართლიანად, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულს საბოლოოდ სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ნარკოტიკული საშუალების სახე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და წარსული ცხოვრება. მოცემულ შემთხვევაში, ზა---- ქე-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი, პალატის მოსაზრებით, არ არის მკაცრი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გი-----ი მუ-------ის და მსჯავრდებულ ზა---- ქე-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენი.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ზა---- ქე-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზა---- ქე-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზა---- ქე-------ს დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
ზა---- ქე-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაყადაღებულ ზა---- ქე-------ის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მისამართზე - ქ. თბილისი, ფ-------–----------------------------; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო - სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 3--------------–--------------------------------–----------------.
ნივთიერი მტკიცებულებები:
● ნარკოტიკული ნივთიერებები დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
● ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები დალუქულ მდგომარეობაში, რომელებიც ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
● 3 ცალი DVD-R დისკი (ფარული აუდიო-ვიდეო მასალა), რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
● „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, სახ. N-------, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დაცულ ავტოსადგომზე და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
●„ვაზ 2---“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - X------, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დაცულ ავტოსადგომზე და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
● აიდი ბარათი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტები, რომლებიც ასევე ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე