განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210118001862182
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-982-2018 21 თებერვალი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი დავის საგანი - - - - - შპს ,,ჩ----------“ ა------ ც-–--–--ე ააიპ ,,იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“ მ-----– ქო------–---–ი თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
- შპს „ჩ--------–-“ დაეკისრა ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს სასარგებლოდ 18 744,73 ლარის გადახდა მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად;
- შპს „ჩ--------–-“ დაეკისრა ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 595,35 ლარის ოდენობით, ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 760,21 ლარის ოდენობით და წარმომადგენელთა მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება 865,79 ლარის ოდენობით.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს საკუთრებაში ირიცხება ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N--.2-.2-.0--;
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეზობლად, კერძოდ ქ. ბ-------, თ----–---–-- ქ.N---ში (საკადასტრო კოდი: 0-.2-.2-.0--.0-.1--) მდებარეობს მოპასუხე შპს „ჩ----------ს“ საკუთრებაში არსებული, მის მიერვე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული;
2.3. დადგენილია, რომ შპს „ჩ----------“-ს მიერ ზ/აღნიშნული მრავალსართულიანი კორპუსი აშენებული იქნა პროექტის დარღვევით, რის გამოც მისი აშენების დროს მიმდინარეობდა არაერთი სასამართლო დავა შპს „ჩ--------–-“ და ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს შორის, რომელიც ეხებოდა როგორც შპს „ჩ----------ს“ მიერ პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობას, ასევე მშენებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას;
2.4. 2017 წლის 01 თებერვალს შპს „ჩ----------“-ს საკუთრებაში არსებული და მის მიერ ქ.ბ-------, თ----–---–-- ქ.N---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სა--–-ს სახურავიდან გადმოცვივდა თოვლის დიდი მასა, რომელმაც ჩაანგრია მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული რელიგიური შეკრებებისათვის გათვალისწინებული შენობა;
2.5. მო–----- ჩვენებებით და ქ. ბ-------ს საქალაქო სამმართვლოს პოლიციის მ------ განყოფილებიდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომდევნო დღეებშიც ცვიოდა ქ. ბ-------, თ----–---–-- ქ.N---ში მდებარე მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან თოვლი, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი. კერძოდ დადგენილია, რომ შპს „ჩ----------“-ს სახურავიდან თოვლის დიდი მასის ჩამოვარდნის შედეგად ჩამოინგრა ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს საკუთრებაში არსებული შენობის სახურავი, დაზიანდა შენობის მეორე სართული და მასში არსებული ავეჯი. ასევე წყლის ჩაჟოვნის გამო დაზიანდა შენობის პირველი სართულიც, რის გამოც მოსარჩელეს ხელი შეეშალა რელიგიური შეხვედრების ჩატარებაში;
2.6. სასამართლომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2--- წლის 21 თ-------–-- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. N---ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ორსართულიან შენობა-ნაგებობაზე მეზობელი კორპუსიდან თოვლის ცვენის შედეგად მიყენებული ზიანის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დღგ-ს და სხვა ნორმატიული ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 17 864,73 ლარს;
2.7. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2--- წლის 14 თ-------–-- სასაქონლო ექსპერიზის დასკვნით კი დგინდება, რომ ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ.N---ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაში მეზობელი კორპუსიდან თოვლის დიდი მასის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ავეჯის აღდგენა-რესტავრაციის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 880 ლარს;
2.8. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლების მტკიცება იმის თაობაზე, რომ ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. N---ში მდებარე ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს საკუთრებაში არსებულ შენობაზე მეზობელი შენობიდან ჩამოცვენილი თოვლის დიდი მასის გამო მოსარჩელეს მიადგა სულ 18 744,73 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი;
2.9. 2017 წლის 22 მარტის სპეციალისტების ერთობლივი დასკვნით და ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „ჩ----------ს“ მიერ ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ.N---ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მოწყობილი იქნა 2015 წლის 20 აპრილის N--- კორექტირებული პროექტის დარღვევით. აღნიშნული სახურავის პროექტის დარღვევით მოწყობამ კი გამოიწვია სახურავზე თოვლის დიდი მასის წარმოქმნა და ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ.N---ში მდებარე ორსართულიანი შენობის დაზიანება მრავალსართულიანი კოპრუსის პროექტის დარღვევით მოწყობილი სახურავიდან თოვლის ჩამოცვენის შედეგად;
2.10. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია რომ მოსარჩელის მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაწეული იქნა მთელი რიგი ხარჯები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 760,21 ლარს, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელთა მგზავრობის ხარჯი შეადგენს 865,79 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.12. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი;
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის;
2.14. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, სწორედ შპს ,,ჩ----------’’-ს მიერ ქ. ბ------–-, თ----–---–-- N---ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სა--–-ს სახურავის პროექტის დარღვევით მოწყობამ გამოიწვია აღნიშნული სა--–-ს სახურავიდან თოვლის დიდი მასის ჩამოცვენა, რომელიც დაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული შენობის და იქ არსებული ინვენტარის დაზიანება. ასევე დადგენილია, რომ ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. N---ში მდებარე ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს საკუთრებაში არსებულ შენობაზე მეზობელი შენობიდან, კერძოდ შპს „ჩე-- სა--–-“ მიერ აშებებული შენობის სახურავიდან ჩამოცვენილი თოვლის დიდი მასის გამო მოსარჩელეზე მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა სულ 18 744,73 ლარი;
2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
2.16. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1000 მუხლის დანაწესზეც, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ „თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი“, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ „თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი’’.
2.17. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა ყველა ზ/აღნიშნული გარემოება, რის გამოც საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 18 744,73 ლარის დაკისრების თაობაზე.
2.18. ამდენად, სასამართლომ სსკ-ის მე-3, მე-4 და 105-ე მუხლებიდან გამომდინარე შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნია, რომ მოსარჩელე ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს სარჩელი საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა.
3. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შპს ,,ჩ---- სა--–-“-ს მიერ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სასამართლომ აბსოლუტურად არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად და სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა სარჩელი;
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით არის ერთმნიშვნელოვნად უსწორო. სასამართლომ გამოიყენა კანონები რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ააიპ ,,იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს საკუთრებაში ირიცხება ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №0-.2-.2-.0-- (იხ. ამონაწერი, ტომი 1, ს/ფ 21-22);
4.2. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეზობლად, კერძოდ ქ. ბ-------, თ----–---–-- ქ. №---ში (საკადასტრო კოდი: 0-.2-.2-.0--.0-.1--) მდებარეობს მოპასუხე შპს „ჩ----------“-ს საკუთრებაში არსებული, მის მიერვე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი (იხ. ფოტოსურათები, ტომი 1, ს/ფ 146-153);
4.3. დადგენილია, რომ შპს „ჩე-- სა--–-“-ს მიერ ზ/აღნიშნული მრავალსართულიანი კორპუსის აშენების დროს მიმდინარეობდა არაერთი სასამართლო დავა შპს „ჩე-- ს---–-“ და ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს შორის, რომელიც ეხებოდა როგორც შპს „ჩ----------“-ს მიერ პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობას, ასევე მშენებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილებები, ტომი 1, ს/ფ 30-65);
4.4. 2017 წლის 22 მარტის სპეციალისტების ერთობლივი დასკვნით დგინდება, რომ შპს „ჩ----------“-ს მიერ ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. №---ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მოწყობილი იქნა 2015 წლის 20 აპრილის №314 კორექტირებული პროექტის დარღვევით. აღნიშნული სახურავის პროექტის დარღვევით მოწყობამ კი გამოიწვია სახურავზე თოვლის დიდი მასის წარმოქმნა და ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. №---ში მდებარე ორსართულიანი შენობის დაზიანება მრავალსართულიანი კოპრუსის პროექტის დარღვევით მოწყობილი სახურავიდან თოვლის ჩამოცვენის შედეგად (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილებები, სპეციალისტების დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 30-65, 139-142);
4.5. დადგენილია, რომ ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-მ 2017 წლის 0- თებერვალს, 19:07 საათზე, 19:41 საათზე და 19:54 საათზე შეტყობინება გააკეთა სსიპ ,,112“-ში მრავალსართულიანი შენობიდან თოვლის მასის ვარდნის გამო ქ. ბ------–-, თ----–---–-- №---ში მდებარე უძრავი ქონების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით;
4.6. საქმეში წარმოდგენილი ა.გ------–იას და დ.კ----------ის გამოკითხვის ოქმებით და მათ მიერვე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 თებერვალს ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს შენობის მეორე სართულის სახურავის ძირითადი ნაწილი იყო ჩამონგრეული, რის შედეგადაც დაზიანდა მეორე სართულის რამოდენიმე ოთახის რემონტი და ავეჯი, ოთახში ეყარა დიდი რაოდენობით თოვლი. მათ უშუალოდ დაინახეს, რომ 02 თებერვალს მეზობელ შპს ,,ჩ----------“-ს კორპუსიდან ჩამოცვენილი თოვლის შედეგად დაზიანდა ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს შენობის სახურავი. გაყინული თოვლის ვარდნის გამო მათ რამოდენიმე დღე ვერ შეძლეს დაზიანებულ ოთახებში შესვლა. ამდენად, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ თ----–---–-- ქ. №---ის სახურავზე თოვლი მთლიანად არ დადნა (იხ. გამოკითხვის ოქმები, ტომი 1, ს/ფ 69-73; იხ. 02.05.2018წ. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი 16:23-16:34, ს/ფ 154);
4.7. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2--- წლის 21 თ-------–-- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. №---ში მდებარე ორსართულიან შენობა-ნაგებობაზე, დამკვეთის მიერ მითითებულ თოვლის ჩამოცვენის შედეგად მიყენებული ზიანის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დღგ-ს და სხვა ნორმატიული ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 17 864,73 ლარს.; ექსპერტის მითითებით, ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი განცხადების თანახმად, გამოსაკვლევი ობიექტი მდებარეობს ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. №---ში და წარმოადგენს იმავე მისამართზე მდებარე ორ სართულიან შენობა-ნაგებობას, სადაც დასადგენია მეზობლად მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სა--–-დან გადმოცვენილი თოვლის მასის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 74-105);
4.8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2--- წლის 14 თ-------–-- სასაქონლო ექსპერიზის დასკვნით კი დგინდება, რომ ,,ქ. ბ------–-, თ----–---–-- ქ. №---ში მდებარე, ექსპერტიზაზე დამკვეთის მიერ გამოსაკვლევად წარმოდგენილი დაზიანებული ავეჯის აღდგენა-რესტავრაციის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 880 ლარს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 106-116);
4.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო წარმოებისათვის ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს მიერ წარმომადგენლის მ-----– ქო------–---–ისათვის გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯი წარმოადგენს 2000 ლარს, ხოლო საწვავის ხარჯი 59.20 ლარს, რის დაკისრებაც მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა შპს ,,ჩ----------“-სათვის;
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
4.12. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018);
4.13. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047-2017 და საქმეზე №ას-189-189-2018);
4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი;
4.15. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით პალატა უთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია;
4.16. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე;
4.17. სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვალს განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018);
4.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლომ მო–----- ჩვენებეზე დაყრდნობით სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ზიანი გამოწვეული იქნა უშუალოდ შპს ,,ჩ----------ს“ მიერ საკუთრებაში არსებული, მის მიერვე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ჩამოცვენილი თოვლის შედეგად. შესაბამისად, სახეზეა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა კომპონენტი, რაც მოპასუხეზე ზიანის დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც ვერანაირი სარწმუნო მტკიცებულებით ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხე მხარის მიერ;
4.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
4.20 იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ჩ----------“-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჩ----------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
6.3. მოცემული შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;
6.4. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეული იქნა შემდეგი ხარჯები: სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის ურიდიული მომსახურების საფასური 2000 ლარი და წარმომადგენლის მგზავრობის ხარჯი 59,20 ლარი.
6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით აპელანტ შპს ”ჩე-- სა--–-”-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის ურიდიული მომსახურების საფასური - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, რაც შეადგენს 749,80 ლარს; ასევე წარმომადგენლის მგზავრობის ხარჯი 59,20 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჩ----------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. შპს ,,ჩ----------“-ს ააიპ „იე------ მო–----- ქრ----------–- ორ-------–-- სა---------–--–-“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო (სასამართლოსგარეშე) ხარჯის - იურიდიული მომსახურების თანხის - 749,80 ლარის და წარმომადგენლის მგზავრობის ხარჯის - 59,20 ლარის ანაზღაურება;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე