განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
200210015000648942
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200210015000648942

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/4437-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი, გვანცა კომბეგაშვილი, ელენე ომანიძე

 

აპელანტი - თ--- მ-------–-–---–-, მ---- ტ--–----- (ლ---- ქ-----–---–-ს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - თ----------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ------- დ-------–---–-

წარმომადგენელი - ჯ------------–-–---–-

 

დავის საგანი - სასაზღვრო მიჯნის დადგენა, კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენის დავალდებულება, სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღების დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს სარჩელის მოთხოვნა: დავალდებულებული იქნეს მოპასუხე ლ------- დ-------–---–- ცვლილებები შეიტანოს კუთვნილი უძრავი ნივთის (მდებარე ა-----ის მუნიციპალიტეტი სოფელი მ------, ს/კ №------------) საკადასტრო აზომვით ნახაზებში - არ იქნა დაკმაყოფილებული; თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს სარჩელის მოთხოვნა: დადგინდეს მოპასუხე ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ა-----ის მუნიციპალიტეტი სოფელი მ------, ს/კ №------------), თ--- მ-------–-–---–სა და ლ---- ქ-----–---–-ს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფი საზღვრები - არ იქნა დაკმაყოფილებული; თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს სარჩელის მოთხოვნა: დავალდებული იქნეს მოპასუხე ლ------- დ-------–---–- აღადგინოს ლ---- ქ-----–---–-ს დაზიანებული სასაზღვრო მიჯნა და მონაწილეობა მიიღოს თ--- მ-------–-–---–-ს და ლ---- ქ-----–---–-ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში - არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 04 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურს №------------ განცხადებით მიმართა თ--- მ-------–-–---–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე, სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 08 აგვისტოს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 8-------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხოლო, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დაფიქსირდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადების თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება დაფიქსირდა ლ------- დ-------–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №------------ (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 09.07.2014წ.)

 

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, რის გამოც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 1 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით, შეწყვეტილი იქნა სარეგისტრაციო წარმოება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურს 2014 წლის 29 აგვისტოს №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ---- ქ-----–---–მა და მოითხოვა ა-----ის რაიონში სოფელ მ-----ში მდებარე 1261 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 04 სექტემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მეზობელი რეგისტრირებული მიწის ნაკვთის საზღვრებში და დაინტერესებულ პირს მოსთხოვა სახელის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ლ---- ვ-------–---–- და ლ---- ქ-----–---–- ერთი და იგივე პირია. ლ---- ქ-----–---–- არ დაეთანხმა სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას და 2014 წლის 16 სექტემბერს გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2014 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

ლ---- ქ-----–---–-ს საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 04 სექტემბრის სარეგისტრაციო სამსახურის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე ლ---- ქ-----–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, აგრეთვე ა-----ის რაიონში, სოფელ მ-----ში მდებარე სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი

№------------ (ლ------- დ-------–---–-ს) საკუთრების მიწის ნაკვეთი) საკადასტრო საზღვრების ცვლილებას არ დააკმაყოფილა. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი აგრეთვე ითხოვდა განსახილველი ადმინისტრაციული საჩივრის გაერთიანებას საჯარო რეესტრში თ--- მ-------–-–---–-ს მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლ---- ქ-----–---–-ს წარმომადგენელს თ----------------–- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

თ--- მ-------–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 08 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას, არ დააკმაყოფილა, ძალაში დარჩა ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და 2014 წლის 01 ოქტომბრის №------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

ლ------- დ-------–---–-ს სახელზე საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო ნახაზით რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით

№------------ ((უფლების რეგისტრაციის თარიღი: 09.07.2014წ.)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები სასამართლო სხდომაზე;

-საჯარო რეესტრის ამონაწერი, განაცხადის რეგისტრაცია №------------ 09/07/2014წ.), ს/კ №------------;

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება №--------------- (08.08.2014);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-----ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება №--------------- (04.09.2014);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება;

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. მხარეთა შორის დავას იწვევს არა მარტო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, არამედ საკუთრების უფლებაც სადავო მიწაზე. ამ თავისებურების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია სწორი დასკვნების გამოტანა საქმეზე მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორის დადგენის გზით.

 

მოსარჩელეების: თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს მოთხოვნაა, დაევალოს მოპასუხე ლ------- დ-------–---–ს შეიტანოს ცვლილება მისი დაკვეთით, ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწაზე (ს/კ №------------) შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში, თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაფარვის ფარგლებში. მოსარჩელეთა აზრით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მათ საკუთრებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნით არ მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის ინტერესიც გააჩნიათ მოსარჩელეებს. მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი მიმართულია სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თავიანთ საკუთრებად რეგისტრაციისაკენ. ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრმა მოსარჩელეებს უარი უთხრა სადავო მიწის ფართობების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე, რადგან ეს ფართი რეგისტრირებულია მოპასუხე ლ------- დ-------–---–-ს სახელზე, ამ უკანასკნელის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

 

გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან არც საჯარო რეესტრის მიერ მათ სახელზე მიწის ნაკვეთის დარჩენილი ფართის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე უარის შესახებ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას და არც ამ ფართის ლ------- დ-------–---–-ს სახელზე რეგისტრაციის ფაქტს, ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი ადგენს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რასაც ასევე ითვალისწინებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის

15 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის რომ ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკადასტრო აზომვითი ნახაზში ცვლილებების განხორცილება არ იწვევს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეებს.

 

მოსარჩლეები სადავოდ ხდიან მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რაც თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) საფუძველს (,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლი).

 

მითითებული ნორმის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის განხორცილების სამართლებრივი ნორმები წარმოადგენენ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლების ერთ-ერთ მარეგულირებელ მექანიზმს, რითაც განისაზღვრება საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული თავისებურებები. ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. აღნიშნული დანაწესი უზრუნველყოფს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის რეალიზაციას (,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). აქედან გამომდინარე, საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ პირობებს, რომლის თანახმად, საკადასტრო აზომვით ნახაზს უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობისა და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ (,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი და არა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს ნორმატიული ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ანდა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო საკადასტრო მონაცემები წარმოადგენენ რეგისტრაციის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) საფუძველს. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უფლებამოსილი პირის მიერ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი და არა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ხარვეზიანობის დადგენა არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ თავისი უფლების რეალიზაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ უსწორობით ილახებოდეს მოსარჩელის უფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის) მე-2 მუხლი), რომლის დაცვას უნდა ახორციელებდეს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული მიგვითითებს იმაზე, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო მასში სასამართლო გადაწყვეტილებით განხორცილებული ცვლილებები არ არის საკმარისი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცისათვის მოსარჩელეების: თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს მიერ წარდგენილი საარქივო ცნობის მონაცემები (კომლის სახელზე რიცხული მიწის ფართობის თაობაზე) არ იძლევა სამართლებრივ საფუძველს, დადგენილი იქნეს კონკრეტულად, თუ რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ფართობს ფლობენ ისინი მოპასუხე ლ------- დ-------–---–-ს მეზობლად. (№A-------------- 29.07.2014წ. საარქივო ცნობის თანახმად, თ--- მ-------–-–---–-ს კომლს ერიცხება 0,35 ჰა მიწა, ხოლო (№A-------------- 11.08.2014წ. საარქივო ცნობის თანახმად, ლ---- ვ-------–---–-ს კომლს ერიცხება 0,29 ჰა მიწა). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს კომლის სახელზე რიცხული მიწის ფართობები (შესაბამისად: 0,35 ჰა და 0,29 ჰა) აღემატება ლ------- დ-------–---–-ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ 808.00 კვ.მ. და მის მეზობლად მოსარჩელეების: თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს კომლების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის (საკარმიდამოს) ფართობს - ერთად აღებულს.

 

ლ------- დ-------–---–-ს მეზობლად, თ--- მ-------–-–---–-სა და ლ---- ქ-----–---–-ს კომლების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ოდენობის დადგენა შესაძლებელია, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გაცემული: ცნობა-დახასიათებით და ბინის (საცხოვრებელი სახლის) ტექნიკური პასპორტის მონაცემების მეშვეობით, რაც მათი მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა არც საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან ერთად და არც სასამართლოში.

 

მოპასუხე ლ------- დ-------–---–თან მიმართებაში, საჯარო რეესტრში სადავო მიწის ფართობზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილი იქნა, სწორედ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გაცემული ცნობა-დახასიათება და ბინის (საცხოვრებელი სახლის) ტექნიკური პასპორტის მონაცემები. შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით ისინი მომიჯნავედ მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ. თ--- მ-------–-–---–-ს განმარტებით მისი და მოპასუხის უფლებრივი წინამორბედის, ამჟამად კი მოპასუხე მხარის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გარდა იმისა, რომ ერთმანეთისგან გამოყოფილია ბუნებრივი ადგილმდებარეობით, სამეზობლო გამყოფ საზღვარს წარმოადგენს მიწაზე არსებული შენობა - ნაგებობები. აპელანტების მითითებით მათი და ლ------- დ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები იმდაგვარდაა განთავსებული, რომ ამ უკანასნკნელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ტერასულადაა მათ საკუთრებაში მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან. თ--- მ-------–-–---–-ს მომიჯნავედ განთავსებულია დამხმარე ნაგებობა აქვს, რომელსაც ეს უკანასკნელი პირუტყვის სადგომად იყენებს. ხოლო ლ---- ქ-----–---–-ს ოჯახს გააჩნდა სამჭედლო, რომელიც რამდენიმე წლის უკან ჩამოიქცა.

 

აპელანტების განმარტებით ლ------- დ-------–---–-ს განცხადების საფუძველზე 17.07.2014 წელს ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.07.2014 წლის ამონაწერში და ლ------- დ-------–---–-ს მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე შეიცვალა არა მხოლოდ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, არამედ შეიცვალა ნაგებობების ფართებიც. აპელანტების, მითითებით ერთ შემთხვევაში 04.08.2014 წელს და მეორე შემთხვევაში 29.08.2014 წელს განცხადებებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულს სააგენტოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზეც შეჩერდა წარმოება, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება. აღნიშნულის საფუძველზე მათ მიმართეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნის და მისი დანართების შესაბამისად დგინდება, როგორც მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების საზღვრები, ასევე ლ------- დ-------–---–-ს მხრიდან მათი საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ გამოუკვლევია, ამასთან არ გამოუყენებია ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც უნდა გაევრცელებინა მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე. შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები საქმეზე არ არის დადგენილი. ამასთან, პალატა შენიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოცემულ საქმეზე ადგილზე დათვალიერების შესახებ საპროცესო მოქმედების განხორციელება, აღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი ოქმი არ არის შედგენილი. ამდენად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

4.1.2. პირველ რიგში სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე. მოსარჩელეთა ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ერთის მხრივ, მოსარჩელეებისა და მეორეს მხრივ, მოპასუხე ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მეზობელი მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის, მიჯნის დადგენა.

 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ლ------- დ-------–---–-ს მიერ 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზის საფუძველზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები იჭრება მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთების ფარგლებში, რის გამოც მათ ვერ მოახერხეს მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში (მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხის მიერ არასწორად დარეგისტრირებული საზღვრის გამო მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა სწორედ ლ------- დ-------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო). პალატა აქვე დასძენს, რომ მოსარჩელეებმა უკვე მოგვიანებით (საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე) განახორციელეს მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მოპასუხესთან სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილების (იმ ნაწილების რომელზეც ხდებოდა მოსარჩელის რეგისტრირებულ ნაკვეთთან გადაფარვა) გამოკლებით (იხ. ტ2, ს.ფ. 107, 145-146).

 

რამდენადაც მოსარჩელეთა ძირითადი მოთხოვნაა მეზობელ მიწის ნაკვეთებს შორის მიჯნის დადგენა, მოსარჩელეთა ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 181-ე, და 174-ე მუხლები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე ნაწილის თანახმად, თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო).

 

4.1.3. უდავოა, რომ თ--- მ-------–-–---–-, მ---- ტ--–----- (ლ---- ქ-----–---–-ს უფლებამონაცვლე) და ლ------- დ-------–---–- მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს წარმოადგენენ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება მდებარე რაიონი ა------, სოფელ მ-----ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი: 808.00 კვ.მ., შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: საერთო ფართით #- – 173.7 კვმ. #- – 31.7 კვ.მ., #3- 22.7 კვ.მ #4 – 33.7 კვ.მ., რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ს------------–-------------------------------------------------------–------------------ წარმოადგენს ლ------- დ-------–---–-ს საკუთრებას. (ტ.1.ს.ფ. 51)

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება მდებარე რაიონი ა------, სოფელ მ-----ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი: 1213.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #----, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 410.00, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზ-------------------------------------------------–------------------, წარმოადგენს მ---- ტ--–-----ს საკუთრებას. (ტ.2.ს.ფ.107)

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება მდებარე რაიონი ა------, სოფელ მ-----ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი: 1039.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #----, #------------ რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზ-------------------------------------------------–------------------, წარმოადგენს მ---- ტ--–-----ს საკუთრებას სხვა თანამესაკუთრებთან ერთდ. (ტ.2.ს.ფ. 145-146)

 

4.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.10.2014 წლის # 0-------- დასკვნის თანახმად

1. ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, ლ------- დ-------–---–-ს, თ--- მ-------–-–---–-ს და ლ---- ქ-----–---–-ს მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მდებარეობა, საქართველოში მოქმედ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, მითითებულია დასკვნის დანართ #- და დანართ #--ზე მწვანედ გაფერადებულ ნაწილში.

2. ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, ლ---- და მ-----– ვ-------–---–ების მიერ 2014 წლის 04 ივლისს რეგისტრირებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთი (ს/კ #------------) არ შეესაბამება დღევანდელი მდგომარეობით ლ------- დ-------–---–-ს (წინა მესაკუთრე: ლ---- და მ-----– ვ-------–---–ები) მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. მნიშვნელოვანი სხვაობაა მიწის ნაკვეთის მდებარეობაში (რეგისტრაციის მიხედვით მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივისგან განსხვავებით, 32,0/43,0 მ-ით არის წანაცვლებული ჩრდილოეთით). ასევე შეუსაბამობაა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციაში, გვერდების სიგრძეებსა და საერთო ფართობში. (იხ. დასკვნის დანართი #3.) (შედარება 23.07.2014 წელს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და ფაქტობრივად არსებულ მიწის ნაკვეთს შორის დანართი #-)

3. ა) ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 04 ივლისს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთსა და თ--- მ-------–-–---–-ს მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას შორის ფიქსირდება გადაფარვა. გადაფარვის ფართობი შეადგენს 28.5 კვ.მ.-ს (დასკვნის დანართი #4 - ყვითლად გაფერადებული ნაწილი). (შენიშვნა: მიწის ნაკვეთები მდებარეობით თითქმის ემთხვევა ერთმანეთს).

ბ) ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, საჯარო რეესტრის მიერ, 2014 წლის 23 ივლისს მომზადებულ საკადასტრო გეგემაზე დატანილ მიწის ნაკვეთსა (ს/კ 5-----------/ მესაკუთრე ლ------- დ-------–---–-) და თ--- მ-------–-–---–-ს მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას შორის ფიქსირდება გადაფარვა. გადაფარვის ფართობი შეადგენს 15.7 კვ.მ.-ს. (დასკვნის დანართი #- ყვითლად გაფერადებული ნაწილი).

4. ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 04 ივლისს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის (ს/კ #------------/ მესაკუთრე - ლ------- დ-------–---–-) მდებარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ამავე სააგენტოს მიერ 2014 წლის 23 ივლისს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის მდებარეობისგან (განსხვავება არის 32,0/43,0მ). ასევე სხვაობები ფიქსირდება ნაკვეთების კონფიგურაციაში და გვერდების სიგრძეებში. (დასკვნის დანართი #6)

5. ა) ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 04 ივლისს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთსა (ს/კ 5-----------/ მესაკუთრე: ლ------- დ-------–---–-) და ლ---- ქ-----–---–-ს მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს შორის არ ფიქსირდება გადაფარვა. (დანართი #7)

ბ) ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 04 ივლისს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთსა (ს/კ #------------/მესაკუთრე ლ------- დ-------–---–-) და თ--- მ-------–-–---–-ს მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ მიწის ნაკვეთს შორის ფიქსირდება გადაფარვა. (დანართი #8)

4.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.02.2018 წლის საოქმო განჩინებით იმ მიზნით, რომ სასამართლოს დაედგინა ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში მ---- ტ--–----თან და თ--- მ-------–-–---–თან ლ------- დ-------–---–-ს სასაზღვრო მიჯნა, სპეციალისტების მონაწილეობით ადგილზე დათვალიერება დაინიშნა. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილია, რომ თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთი რელიეფურად მდებარეობს ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთთან შედარებით, დაახლოებით სამი მეტრით მაღლა. შესაბამისად, ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთის ნულოვან წერტილსა და თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთის ნულოვან წერტილს შორის დაახლოებით სამ მეტრიანი სხვაობაა (თვალსაჩინოებისათვის იხ. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა ტ.1 ს.ფ. 79, 80). მეზობელი ნაკვეთების სიმაღლის დონის ასეთი მკვეთრი სხვაობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკვეთები მომიჯნავედ არიან განლაგებული, ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი ნაკვეთი განთავსებულია თ--- მ-------–-–---–-ს ნაკვეთის დაბლა ტერასულად და ბუნებრივად წარმოშობილია ამ ნაკვეთებს შორის გამყოფი მიჯნა. ლ------- დ-------–---–-ს სახლის ჩრდილოეთ კედელი განთავსებულია ამ მიჯნის გასწვრივ და მანძილი ამ ბუნებრივ მიჯნასა და ლ------- დ-------–---–-ს სახლს (ჩრდილოეთ კედელს) შორის, ძირში არის 120 სმ., ხოლო შუა ნაწილში 160 სმ. ჩრდილოეთ კედელსა და მითითებულ მიჯნას შორის მანძილი ზოგიერთ ადგილას უფრო ვიწროა (კერძოდ, სამანქანე (მთავარი) გზის მხარეს ლ------- დ-------–---–-ს სახლის ჩრდილოეთ კედელთან აშენებულია თ. მ-------–-–---–-ს გომური. გომურის გასამაგრებლად ლ------- დ-------–---–-ს მხრიდან მიშენებული აქვს ბეტონის კედელი. მანძილი ლ------- დ-------–---–-ს სახლის (ჩრდილოეთ) კედელსა და თ--- მ-------–-–---–-ს გომურს (გასამყარებელ კედელს) შორის ძირში (მიწის ზედაპირზე) არის 55 სმ, ხოლო გასამყარებელი კედლის ზემოთ - არის 75 სმ). ასეთი მკვეთრი სხვაობა არ არის ლ------- დ-------–---–-სა და მ---- ტ--–-----ს ნაკვეთების ნულოვან წერტილებს შორის.

 

4.1.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ზუსტი საზღვრრების დადგენა (არც მოსარჩელეებს და არც მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველადი უფლების წარმოშობის დროისათვის არსებული მიწის ნაკვეთის ისეთი ნახაზი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ზუსტი საზღვრის დადგენა). ამგვარად მოხმობილი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევაში მეზობელი მიწის ნაკვეთებს შორის საზღვარი უნდა დადგინდეს ფაქტობრივი მფლობელობის მიხედვით. ამ თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის გასაბათილებლადაც მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

4.1.6.1. 2014 წლის 23 ივლისს ექსპერტიზის დასკვნის დასკვნითი ნაწილის 1-ლი პუნქტის და დასკვნაზე თანდართული დანართი #- და #--ის საფუძველზე სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო გეგმის საფუძველზე ლ------- დ-------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ #------------) საზღვრები არ შეესაბამება ლ------- დ-------–---–-ს მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, კერძოდ თ--- მ-------–-–---–-ს ნაკვეთთან მიმართებაში ხდება გადაფარვა და ლ------- დ-------–---–-ს 2014 წლის 23 ივლისის საკადასტრო გეგმის მიხედვით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ჩრდილოეთი) საზღვარი იჭრება თ--- მ-------–-–---–-ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის ფარგლებში, რის გამოც ხდება თ--- მ-------–-–---–-ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგარი დამხმარე შენობის (გომურის) გადაფარვა. კერძოდ ექსპერტიზის დასკვნის დასკვნითი ნაწილის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილია, რომ ლ------- დ-------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთსა და თ--- მ-------–-–---–-ს მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ დამხმარე შენობა ნაგებობას შორის ფიქსირდება გადაფრვა და რომ გადაფარვის ფართობი შეადგენს 15,7 კვ.მ-ს.

 

მიწის ნაკვეთზე ლ------- დ-------–---–-ს რეგისტრირებულ და ფაქტობრივად დაკავებულ მდგომარეობას შორის არსებული განსხვავების ფაქტს, რაც როგორც აღინიშნა მომიჯნავედ მდებარე თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთის გადაფარვას იწვევს, მეტად თვალსაჩინოს ხდის ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობების (დაშტრიხული მწვანე ფერით) და ამ უკანასკნელის სახელზე მარეგისტრირებელ ორგანოში უკვე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების (შავი ფერით აღნიშნული) ერთმანეთთან შეუსაბამობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სადავო აზომვითი ნახაზის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ------- დ-------–---–-ს საკუთრებად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები არ ემთხვევა მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობების საზღვრებს და ამ მიმართებით ჩრდილოეთის მიმართულებით წანაცვლების ხარჯზე შეინიშნება სამხრეთით დარჩენილი ნაწილის ჩამორჩენა, რაც საბოლოოდ იწვევს თ--- მ-------–-–---–-ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნავკეთის საზღვრებში შეჭრას (იხ.ტ.1.ს.ფ. 69). ექსპერტიზის დასკვნის დანართი #-). შესაბამისად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზი არ ასახავს სწორ მონაცემებს ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ნაგებობების მდებარეობასთან დაკავშირებით და რომ საკადასტრო ნახაზის მონაცემებით დაფიქსირებული, როგორც შენობა ნაგებობების მდებარეობა, ასევე მიწის ნაკვეთის ჩრდილოთის საზღვარი არასწორად გადანაცვლებულია ჩრდილოეთით და აცდენილია უძრავი ნივთის ფაქტობრივად არსებულ მონაცემებს, რაც საბოლოოდ იწვევს თ--- მ-------–-–---–-ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნავკეთის საზღვრებში შეჭრას.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ თ--- მ-------–-–---–-ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (სადავო ნაწილი) რომელსაც ფარავს 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზით ლ------- დ-------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (იხ. ექსპერტიზის დასკვნის დანართი #-, #-, #-, #-), იმყოფება ან როდესმე იმყოფებოდა ლ------- დ-------–---–-ს მფლობელობაში. ამის საპირისპიროდ კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული სადავო ნაწილი მიწის ნაკვეთისა ყოველთვის იყო თ--- მ-------–-–---–-ს მფლობელობაში. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ნაწილზეა განთავსებული დამხმარე ნაგებობა (გომური), რომელსაც თ--- მ-------–-–---–- იყენებდა საქონლის სადგომად. ასევე ფაქტია, რომ სადავო ნაწილი მიწის ნაკვეთისა რელიეფურად არ წარმოადგენს ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთის გაგრძელებას, არამედ, როგორც უკვე აღინიშნა მდებარეობს ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთის დაახლოებით სამი მეტრით მაღლა. სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას იმ უმნიშვნელოვანეს და უდავო გარემოებას, რომ თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთი ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთთან შედარებით რელიეფურად მდებარეობს და ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთის ნულოვან წერტილსა და თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთის ნულოვან წერტილს შორის დაახლოებით სამ მეტრიანი სხვაობაა. მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების ამგვარი განლაგების პირობებში, მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი სამხრეთით მის ბუნებრივ გაგრძელებასთან შედარებით დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და არ დასტურდება ამ ორ ნაკვეთს შორის კავშირის დამყარების საშუალებების არსებობა. უფრო მეტიც, უდავოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე თ--- მ-------–-–---–-ს გომურია განთავსებული, ამ გარემოებათა საწინააღმდეგოდ, ლ------- დ-------–---–-ს მიერ დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის სარწმუნოდ დადასტურებმდე იქმნება პრეზუმფცია, რომ ლ------- დ-------–---–- რელიეფურად დაბლა მდებარე მიწიდან ტერასულად სამი მეტრით მაღლა მდებარე მიწის ნაკვეთის მფლობლობას ვერ განახორციელებდა/ განახორციელებს. ამ მიმართებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ლ------- დ-------–---–მა ზემოაღნიშნული გარემოებების გაქარწყლების ტვირთს თავი ვერ გაართვა. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ლ------- დ-------–---–ს სადავო მიწის ნაკვეთთან წვდომისთვის ალტერნატიული საშუალებები/გზები არ გააჩნია. რეალურად ლ------- დ-------–---–-ს მხრიდან მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობა ხორციელდება მისსა და თ--- მ-------–-–---–-ს ნაკვეთებს შორის ბუნებრივად წარმოშობილ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.5. პუნქტი) მიჯნამდე (ვინაიდან ფიზიკურად ვერ განახორციელებს ფლობას სამი მეტრით მაღლა მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე), ისევე როგორც თ--- მ-------–-–---–-ს მფლობელობა ხორციელდება ამ ბუნებრივად წარმოშობილ მიჯნამდე (ვინაიდნა თ--- მ-------–-–---–-ც ფიზიკურად ვერ განახორციელებს მისი ნაკვეთიდან სამი მეტრით დაბლა მდებარე ნაკვეთზე მფლობელობას.)

 

ამგვარად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზი (რომლის შესაბამისადაც არის რეგისტრირებული ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი) არასწორად ადგენს თ--- მ-------–-–---–-ს ნაკვეთთან მიმართებაში ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარს და არაკანონიერად ხდება ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეჭრა მოსარჩელე თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლო საბოლოოდ მიდის დასკვნადე, რომ რამდენადაც ამ მეზობელ ნაკვეთებს შორის ზუსტი საზღვრის დადგენა შეუძლებელია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.6. პუნქტი) ლ------- დ-------–---–-ს და თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთების გამიჯვნა უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთებზე მათი ფაქტობრივი მფლობელობის მიხედვით, როგორც ეს ასახულია 2014 წლის 23 ოქტომბრის (#---------) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის დანართებში #-, #- და #-.

 

საპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ მართალია, თ--- მ-------–-–---–მა ღობის აღმართვაში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მოხსნა, თუმცა სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად, მიიჩნევს მაინც მიუთითოს, რომ როგორც ადგილზე დათვალიერებისას გაირკვა, თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთთან გამყოფი საზღვრის გასწვრივ განთავსებულია ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი სახლის (ჩრდილოეთის) კედელი. პალატა შენიშნავს, რომ დაშორება ბუნებრივად წარმოშობილ მიჯნასა და ლ------- დ-------–---–-ს სახლის კედელს შორის მთელ გაყოლებაზე საკმაოდ მცირეა (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1.5 პუნქტი). კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან აღნიშნული მონაკვეთი ლ------- დ-------–---–ს ესაჭიროება სახლის უკანა კედელთან მისადგომად, რის გამოც მიწის ნაკვეთის ეს მონაკვეთი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ლ------- დ-------–---–-სათვის. შესაბამისად, შემდგომში ამ საზღვარზე ღობის ამოშენების შემთხვევაში, რომელსაც ასევე სავარაუდოდ ექნება დამცავი ფუნქციაც (რათა არ ჩამოიშალოს მიწის მასა, რომელიც ჰყოფს მომიჯნავე ნაკვეთბს), ღობის ამოშენების შედეგად, კიდევ უფრო არ უნდა შემცირდეს ის მანძილი (დაშორება), რაც არსებობს დღეისათვის ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი სახლის ჩრდილოეთის კედელსა და ბუნებრივად წარმოშობილ მიჯნას შორის;

 

4.1.6.2. განსხვავებით თ--- მ-------–-–---–-საგან, მეორე მოსარჩელის, მ---- ტ--–-----ს შემთხვევაში არ იკვეთება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.10.2014 წლის #--------- დასკვნით არ დგინდება, რომ ლ------- დ-------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მ---- ტ--–-----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში არღვევს მ---- ტ--–-----ს ნაკვეთის საზღვრებს. დასკვნა არ შეიცავს მითითებას მასზედ, რომ 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზის მონაცემებით დარეგისტრირებული ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარი შეჭრილია მ---- ტ--–-----ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. სხვა მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მ---- ტ--–-----ს მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრის დადგენას, რომელიც მოგვცემდა ექსპერტიზის დასკვნის დანართი #- და დანართი #--ზე ასახული ფაქტობრივი მფლობელობისაგან განსხვავებულ მოცემულობას მ---- ტ--–-----ს სასარგებლოდ, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო პალატა აქვე შენიშნავს, რომ როგორც ექსპერტიზის დასკვნის დანართი #- და დანართი#--ის ასევე დასკვნითი ნაწილის 1-ლი პუნქტის ანალიზიდან ირკვევა, მ---- ტ--–-----ს შემთხვევაში მისი მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციაზე უარი გამოწვეული იყო არა იმით, რომ ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მის ნაკვეთში და ამ სახით ხდებოდა მეზობელ ნაკვეთთან ზედდება, არამედ იმიტომ, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ მიწოდებული მისი მიწის ნაკვეთის ნახაზის საზღვრები, (რაც, #- და #- დანართზე მონიშნულია ლურჯი ფერის ხაზებით) სცდება მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საზღვრების (რაც#- და #- დანართზე მონიშნულია მწვანე ფერის ხაზებით) ) ფარგლებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მ---- ტ--–----- მოითხოვს მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისაგან განსხვავებული საზღვრის დადგენას ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთთან მიმართბაში. ამის დამადასტურებლი შესაბამისი მტკიცებულება კი მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის დანართი #- და დანართი #- -ის მიხედვით, სადაც წითელი ფერით აღნიშნულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, მწვანე ფერით მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი საზღვრები, ლურჯი ფერით კი სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი, ირკვევა, რომ მ---- ტ--–-----ს მიერ ფაქტობრივად დაკავებული და ლ------- დ-------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთთან მიმართებით თანხვედრაშია და ერთმანეთს ფაქტობრივად არ ფარავს. (ტ.1.ს.ფ. 69-70) მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მ---- ტ--–-----ს მხარეს ლ------- დ-------–---–-ს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს ემთხვევა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ლ------- დ-------–---–-ს რეგისტრირებული საკუთრების უფლება მ---- ტ--–-----ს მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთში გადადის, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნახაზები, ექსპერტის დასკვნა) არ იძლევა ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

ამგვარად, ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრების ამსახველი, 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზი მ---- ტ--–-----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთთან მიმართბაში არ შეიცავს არასწორ მონაცემებს და არ არსებობს მ---- ტ--–-----ს მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ახალი საზღვრის დადგენის და 2014 წლის 23 ივლისის საკადასტრო ნახაზში ცვლილების შეტანის ფაქტობრივი საფუძველი. რამდენადაც მ---- ტ--–-----ს ეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, სააპელაციო პლატა მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობს სასაზღვრო ღობის მოწყობაში ლ------- დ-------–---–-ს დავალდებულების საფუძველიც, ვინაიდან ეს უკანასკენლი გამომდინარეობს ძირითადი მოთხოვნიდან (საზღვრის დადგენის შესახებ), და რაც თავის მხრივ გულისხმობს, იმას რომ სწორედ ახალი საზღვრის დადგენის შემთხვევაში ახალი ღობის მოწყობაში მონაწილეობის დავალდებულებას მოითხოვს მოსარჩელე. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საზღვრის და ფაქტობრივი მფლობელობისაგან განსხვავებული საზღვრების დადგენის საფუძველი არ არსებობს ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, შესაბამისად არც ამ ახალი საზვარზე ღობის მოწყობაში მოპასუხის ჩართვის ფაქტობრივი საფუძველიც არ არის სახეზე.

 

4.1.7. ამგვარად, სააპელაციო პალატა ზემო პუნქტებში და ქვეპუნქტებში მითითბული ფაქტობრივი გარემეობების და მსჯელობის საფუძელზე საბოლოოდ ასკვნის, რომ მ---- ტ--–-----ს სარჩელი ფაქტობრივი საფუძვლების არ არსებობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება თ--- მ-------–-–---–-ს სარჩელს სასაზღვრო მიჯნის დადგენის და კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენის დავალდებულების შესახებ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მომიჯნავე (მეზობელ) მიწის ნაკვეთებს, კერძოდ, ერთი მხრივ თ--- მ-------–-–---–-ს თანასაკუთრებაში მყოფ (საკადასტრო კოდი #------------) მიწის ნაკვეთს და მეორე მხრივ ლ------- დ-------–---–-ს საკუთრებაში მყოფ (საკადასტრო კოდი #------------) მიწის ნაკვეთს შორის სასაზღვრო მიჯნა უნდა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 23 ოქტომბრის (#---------) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის დანართი #-, დანართი #-, დანართი #--ის შესაბამისად, კერძოდ, დანართებზე მითითებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი საზღვრის (მწვანე ფერით მონიშნული ხაზის) შესაბამისად. ამასთან, რამდენადაც 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზი (რომლის შესაბამისადაც არის რეგისტრირებული ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი) არასწორად ადგენს თ--- მ-------–-–---–-ს ნაკვეთთან მიმართებაში ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარს და არაკანონიერად ხდება ლ------- დ-------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეჭრა მოსარჩელე თ--- მ-------–-–---–-ს მიწის ნაკვეთის ფარგლებში, ლ------- დ-------–---–-ს სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, თ--- მ-------–-–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების და მ---- ტ--–-----ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ--- მ-------–-–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარს შეადგენს (ტ.1.ს.ფ. 94) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 160 ლარი. (ტ.2. ს.ფ. 160) საქმის მასალებით დასტურდება ასევე ექსპერტიზის ჩატარებისთვის 1020 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, თ--- მ-------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი დამაყოფილდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ------- დ-------–---–-ს თ--- მ-------–-–---–-ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 160 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 120 ლარის, ხოლო სასამართლოსგარეშე გაწეულის ხარჯისთვის ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 450 ლარი და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის 500 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. ამ ნაწილში მოთხოვნის ნაწლობრივ დაკმაყოფილებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით მხოლოდ თ--- მ-------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--- მ-------–-–---–-ს და მ---- ტ--–-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. თ--- მ-------–-–---–-ს სარჩელი სასაზღვრო მიჯნის დადგენის და კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენის დავალდებულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

3.1. მომიჯნავე (მეზობელ) მიწის ნაკვეთებს, კერძოდ, ერთი მხრივ თ--- მ-------–-–---–-ს თანასაკუთრებაში მყოფ (საკადასტრო კოდი #------------) მიწის ნაკვეთს და მეორე მხრივ ლ------- დ-------–---–-ს საკუთრებაში მყოფ (საკადასტრო კოდი #------------) მიწის ნაკვეთს შორის სასაზღვრო მიჯნა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 23 ოქტომბრის (#---------) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის დანართი #-, დანართი #-, დანართი #--ის შესაბამისად, კერძოდ, დანართებზე მითითებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი საზღვრის (მწვანე ფერით მონიშნული ხაზის) შესაბამისად.

3.2. ლ------- დ-------–---–-ს სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის კორექტირება მოხდეს წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1. პუნქტის შესაბამისად.

 

4. მ---- ტ--–-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ლ------- დ-------–---–ს თ--- მ-------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 160 ლარის გადახდა.

 

6. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ლ------- დ-------–---–ს თ--- მ-------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა.

 

7. იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში ლ------- დ-------–---–ს თ--- მ-------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

 

8. ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში ლ------- დ-------–---–ს თ--- მ-------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის გადახდა.

 

9. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /