განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002225536
საქმე № 3ბ/2356-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - საქართველოს მთავარი პროკურატურა;
წარმომადგენელი - ნ---------------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე - გ----------------ე;
წარმომადგენელი - გ--------–--------ა;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
.1. საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.3. მესამე პირს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრი. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–ის განჩინებით გ----------------ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით და გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 30 დღე.
4.2 . ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------ის განჩინებით (საქმე N------------) ბრალდებულ გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეიცვალა პატიმრობით. ბრალდებულ გ----------------ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------ის 1-----------------–---------. (ტ.1 ს.ფ. 124-127)
4.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2------–-–---------------ის წინასასამართლო სხდომაზე გ----------------ეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი - 2000 ლარის ოდენობით. (ტ.1 ს.ფ. 133-140)
4.4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით (საქმე N----------) გ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (მ-----------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა;
4.5. გ----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდა. (ტ.1 ს.ფ. 13-41)
4.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით (საქმე N-------------) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენი დარჩა უცვლელი; გ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ-ის 141-ე მუხლით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ-------------------ის ეპიზოდი), სსკ-ის 141-ე მუხლით (მ-----------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. (ტ.1 ს.ფ. 43-65)
4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------ის განჩინებით (საქმე N--------) საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. (ტ.1 ს.ფ. 66-69)
4.8. შპს ,,ჯ--------------–-ის“ ზესტაფონის ფსიქონარკოლოგიური ცენტრის მიერ 2----–-–------------ს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, გ----------------ეს აღენიშნება მსუბუქი ხარისხის გ------------------------------------------------------–-------------------------იით. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას ექიმის მეთვალყურეობას და დაკვირვებას დინამიკაში. (ტ.1 ს.ფ. 123)
4.9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2-----–-–----------------ის განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის 3.18 პუნქტის მიხედვით (საქმე N----------), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N------------ დასკვნის თანახმად, გ----------------ეს აღენიშნება მსუბუქი გ-----------------------–---- (კოდი----; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ----------------ეს აღენიშნებოდა მსუბუქი გ-----------------------–---- და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). გ-----------------------–---- განკურნებად დაავადებას არ მიეკუთვნება. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ----------------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს მოვლენები, ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ----------------ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამჟამად გ----------------ე იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-----------------ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ----------------ე იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-----------------ე შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. (ტ.1 ს.ფ. 13-41)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია პირის თავისუფლების უფლების დაცვის ვალდებულება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონით დადგენილი ვადებითა და წესით. პირის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ და აღნიშნული აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონშესაბამისად, რამეთუ თავისუფლების უფლებაში ჩარევა დაკავშირებულია მხარისთვის ნეგატიურ განცდებთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან, სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვასთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი უკანონოდ დაკავებულ პირს ანიჭებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. ამასთან, ზემოთ მითითებული ნორმები შეიცავს ზოგადი ხასიათის დანაწესს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას სამართლებრივი შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, თუმცაღა უშუალოდ სახელმწიფო მოსამსახურეზე პასუხისმგებლობის სოლიდარულად განაწილებისათვის, უნდა დადგინეს მისი ბრალეულობა - განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
სასამართლომ განმარტა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით (საქმე N----------) გ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (მ-----------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით (საქმე N------------) დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------ის განჩინებით (საქმე N--------) კი, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
5.2.სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ პროცესებზე დასწრება, პროცესების რაოდენობიდან გამომდინარე, ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ხარჯი იყო.
ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი,არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის ტრანსპორტირებისას გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. გ----------------ის სააპელაციო მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს 11000 (თერთმეტი ათასი) ლარის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება გ----------------ის სასარგებლოდ.
6.1. გ----------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის მოსამართლემ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ აპელანტი გ----------------ე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ასევე არ გაიზიარა ის წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტი დღესაც განაგრძობს მკურნალობას.
სასამართლომ გამოითხოვა რა გ----------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს სხდომის ოქმები, რითაც დასტურდებოდა, რომ გ----------------ე დედასთან - დ------------------სთან ერთად სასამართლო პროცესზე გადაადგილდებოდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
აპელანტმა 2018 წლის 10ოქტომბერს განცხადებით მომართა სასამართლოს და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა კერძიდ, მოითხოვა მორალური ზიანის ნაწილში 1000 ლარის ანაზღაურება, ხოლო მორალური ზიანის ნაწილში 5000 ლარის ანაზღაურება.
7. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, sisxlisamarTlebrivi devna da braldebulis mimarT gamoyenebuli iZulebis RonisZiebebi emsaxureba saxelmwifos legitimur mizans - sazogadoebis, misi wevrebis usafrTxoebis dacvas, amasTan, winaswar ver ganisazRvreba konkretuli saqmis Sedegi, vinaidan mtkicebulebaTa Sefaseba gamamtyunebeli ganaCenis gamotanisTvis sakmarisobis kuTxiT warmoadgens mxolod sasamarTlos prerogativas. rogorc warmodgenili saqmis masalebidan dgindeba, g------------is mimarT warmoebda sisxlis samarTlis saqme, mis mier savaraudod sisxlis samarTlis kodeqsiT gaTvaliswinebuli dasjadi qmedebis CadenasTan dakavSirebiT (danaSauli gaTvaliswinebuli saqarTvelos ssk-is 137-e muxlis me-4 nawilis "g" qvepunqtiT (ori epizodi) da saqarTvelos ssk-is 141-e muxliT (ori epizodi)), am mizniT da kanonis Sesabamisad, mis mimarT, zestafonis raionuli sasamarTlos 2016 wlis 13 aprilis ganCinebiT aRkveTiს RonisZiebis saxiT gamoyenebul iqna girao - 10 000 laris odenobiT, rac zestafonis raionuli sasamarTlos 2016 wlis 18 maisis ganCinebiT Seicvala patimrobiT (giraos Tanxis vadaSi gadauxdelobis gamo). 2016 wlis 20 ivnisis winasasamarTlo sxdomaze, ki aRkveTis RonisZieba patimroba Seicvala kvlav giraoTi -2 000 laris odenobiT. sagamoZiebo moqmedebebis Catareba efuZneboda kanons da kanonis safuZvelze miRebul saproceso dokuments - sasamarTlos ganCinebas. aRkveTis RonisZiebis saxis SerCevisas arsebobda faqtobrivi da formaluri safuZvlebi misi gamoyenebisaTvis, ris gamoc mosarCelis yofa ar unda iqnes miCneuli ukanonod. zogadad, ss saqmeze miRebuli sasamarTlo ganaCeniT wydeba piris pasuxismgeblobis sakiTxebi, am saproceso dokumentiT sasamarTlo adgens Caidina Tu ara pirma inkriminirebuli qmedeba da ra saxis sasjeli daekisros mas.
moraluri zianis sakiTxis ganxilvisas sasamarTlom garda mosarCelis ganmartebisa da dadgenili faqtobrivi garemoebebisa, mxedvelobaSi unda miiRos rogorc adamianis uflebaTa evropuli sasamarTlos mier saqarTvelosTan mimarTebaSi dadgenili praqtika, ise saqarTvelos saerTo sasamarTloebis praqtika.
yovelive zemoaRniSnulidan gamomdinare, apelanti miiCnevs, rom unda daakmayofildes saapelacio saCivari, gauqmdes gasaCivrebuli gadawyvetileba da axali gadawyvetilebiT uari eTqvas g------------es moTxovnis dakmayofilebaze.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
8.2. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–ის განჩინებით გ----------------ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით და გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 30 დღე. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------ის განჩინებით (საქმე N------------) ბრალდებულ გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეიცვალა პატიმრობით. ბრალდებულ გ----------------ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------ის 1-----------------–---------. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2------–-–---------------ის წინასასამართლო სხდომაზე გ----------------ეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი - 2000 ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით (საქმე N----------) გ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (მ-----------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა;
გ----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით (საქმე N-------------) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენი დარჩა უცვლელი; გ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ-ის 141-ე მუხლით (თ------------------ის ეპიზოდი), სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ-------------------ის ეპიზოდი), სსკ-ის 141-ე მუხლით (მ-----------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს კონტიტუცის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა მიეკუთვნება აბსოლიტური ხასიათის უფლებათა კატეგორიას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ხოლო ადმინისტრაციული სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის ადგენს კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობას. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა; გ----------------ის მარეაბილიტებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით (საქმე N----------). ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ ინდივიდსს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისათვის. ამ შემთხვევაში დგება საკითხი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებას შემდეგზე, რომ ,,მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია. შუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვა, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.“
სააპელაციო სასამართლოს თვლის, რომ გ----------------ის დაკავება, მის მიერ ციხეში გატარებული პერიოდი, გამამართლებები განაჩენი ერთობლიობაში ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს; ამასთან სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს: რა მოცულობისაც არ უნდა იყოს კომპენსაცია, ის ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულისათვის ხელყოფამდე არსებული სულიერი მდგომარეობის აღდგენას, ამდენად, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის ოდენობა სრულად პასუხობს ზემოაღნიშნულ მიზნებს, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრების მოთხოვნის გაზიარების საფუძველი, რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებებს და აღნიშნავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი შეიცავს ცალსახა დათქმას მართლსაწინააღმდეგობისა და ბრალეულობის თაობაზე, ამდენად, მითითებული მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ჩნდება მხოლოდ ქმედების ბრალეულობის პირობებში. რამდენადაც, დელიქტურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ,,ბრალეულობის“ განსაკუთრებული განმარტება წარმოდგენილი არ არის, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ადგენს როგორც ბრალეული ისე გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. შესაბამისად, ბრალეულად მოქმედებს ის, ვინც განზრახ ან შეგნებულად, საკუთარი ნებით ან გაუფრთხილებლობით ლახავს კანონით დაცულ ფასეულობებს.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ზოგადი განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ ზიანის არსებობას, სასამართლოს მოსაზრებით, საჭიროა დადგინდეს, რომ ზიანის მიმყენებლის, ამ შემთხვევაში პროკურატურის ქმედება ხასიათდება მართლსაწინააღმდეგობითა და ბრალეულობით. რაც წინამდებარე შემთხვევაში არ დასტურდება.
იმავდროულად სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ზიანის არსებობის ფაქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
რამდენადაც ფაქტის დადასტურებას ენიჭება არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ფაქტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული არახელსაყრელი შედეგი უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელმაც ვერ შესძლო მათი დამტკიცება. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე კანონით დადგენილ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ ადასტურებს ზიანის არსებობის ფაქტს, რაც ასევე გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრებში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა სახელმწიფო ბაჟისგან ათავისუფლებს სარჩელებს, რომლებიც გამომდინარეობს მოქალქისათვის მატერიალური ზიანის მიყენებიდან, რაც შეეხება მორალურ ზიანის მიყენებიდან გამომდინარე სარჩელების გათაბისუფლებას, მასთან დაკავშირებით კანონმდებლობა რაიმე სახის დათქმას არ იცნობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და გ----------------ის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება.
3. გ----------------ის მიერ, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა