განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210117001926007
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5330-18 24 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები – ნ-------------------------------------------–----------------------------–------------
მოწინააღმდეგე მხარე – ს------------------
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, პოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის - ნ----------------------------------------–-----------------------------–----------------------------- - სოლიდარულად, ს------------------- სასარგებლოდ, 2--- წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 21657,22 აშშ დოლარის - გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 14358.15 აშშ დოლარი, პროცენტი - 6596.15 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 653,17 აშშ დოლარი, ჯარიმა - 49,55 აშშ დოლარი.
1.2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე, ქ.ბ----------, მ------------------------–------------------------- მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად ს----------------------- ასევე - ქ------------------------------ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 16.00კვ.მ ობიექტი N--------------------
1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინების განხორციელება მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადწყვეტილებით ს------------------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2.1. ნი---------------------------------------–-----------------------------–------------------ ს------------------- სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2--- წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 21657,22 აშშ დოლარის გადახდა, (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14 358,15 აშშ დოლარი, სესხის პროცენტია 6596,35 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 653,17 აშშ დოლარი, ჯარიმის თანხა შეადგენს 49,55 აშშ დოლარს).
2.2. ს------------------- წინაშე ნ------------ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ-------------- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ------------------------------- სართული 2, ფართი 74,70 კვ.მ, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად ს----------------------- ასევე ქ------------------------------ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 16.00 კვ.მ ობიექტი N--------------------
2.3. მოსარჩელეს უარი ეთქვა დავალიანების სრულად დასაკმაყოფილებლად, მოვალის კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2----–ლის 17 თებერვალს ს------------------- და ნ------------ შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გიხსნა სესხის ხაზი 50 000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად 2----–ლის 17 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე მ-------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- 2----–ლის 17 თებერვლის ხელშეკრულებები სესხის სახით მომსახურებაზე; 2----–ლის
17 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება N--------------- (დან.N1, N2.(ს.ფ.18-22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.23-24);
3.2 . მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ბოლო პერიოდის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადებს იხდიდა დაგვიანებით, 2017 წლის მარტის თვეში დაარღვია გრაფიკი და მას შემდეგ აღარ ასრულებს ჯეროვნად ნაკისრ ვალდებულებებს. მსესხებელი და თავდები არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 16 მაისს და მოსარჩელემ მიმართა სარჩელით სასამართლოს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- ცნობა დავალიანების შესახებ, სესხის გადახდის გრაფიკი, გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობაზე (ს.ფ.51-65);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.3 . 2----–ლის 17 თებერვლის და 2--- წლის 20 აპრილის მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 6.1. პუნქტში მითითებულია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/ კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- 2----–ლის 17 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ.20-22);
- 2--- წლის 20 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება N-----------------ს.ფ.26-28);
3.4. 2--- წლის 16 აპრილს ი-----------------------------–-----------------, ხოლო 18 აპრილს ი-------------–---------------------------- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. ასევე განისაზღვრა თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც შეადგენს მაქსიმუმ 26 800 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- თავდებების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.40-50);
3.5. 2--- წლის 19 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ-----------მ სესხის სახით მიიღო 16 000 აშშ დოლარი, 0.94 თვიური საპროცენტო სარგებლით, 60 თვის ვადით. მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხი გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- 1--------- წლის სესხის ხელშეკრულება N-------------- (დანართი N5, ს.ფ.32-35);
- 1---------წლის სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.37-38);
3.6. 2--- წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა მოსარჩელესა და ნ------------ შორის გაფორმებულ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ-------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ------------------------------ს მიმდებარედ, ს----------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- 2--- წლის 20 აპრილის მხარეთა შორის 2----–ლის 17 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში სესხის ხაზით მომსახურებაზე ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმება (ს.ფ.25);
- 20.04.2--- წ. იპოთეკის ხელშეკრულება N-----------------დანართი N4, ს.ფ.26-28);
3.7. მოსარჩელესა და მოპასუხე ნ------------ შორის 2--- წლის 19 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე - ნ----------- გაიცა სესხი 16 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 2--- წლის 19 აპრილს ნ-----------მ მიიღო 3664,26 აშშ დოლარი, ხოლო 20 აპრილს მიიღო 2800 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხიდან 8888,10 აშშ დოლარი წარმოადგენდა გადასაფარი სესხის ძირითად თანხას; სულ გამოსაქვით თანხას წარმოადგენდა 326,59 აშშ დოლარი (სესხზე დარიცხულ პროცენტს წარმოადგენდა 113,96 აშშ დოლარი, წინასწარ დაფარვის საკომისიო - 177,76 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემია 29,33 აშშ დოლარი, SMS პაკეტის საკომისიო - 6,59) და მომსახურების თანხას წარმოადგენდა 320 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- დოლარის განახლების ვაუჩერი (2 ცალი), (ტ.2.ს.ფ. 61-62 );
- გასავლის ორდერები (2 ცალი), (ტ.2.ს.ფ. 66-69 );
3.8. 2--- წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის სოლიდარულ ვალდებულებას მოსარჩელე მხარის წინაშე წარმოადგენს, სულ 21657,22 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 14358.15 აშშ დოლარი, პროცენტი - 6596.15 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 653,17 აშშ დოლარი, ჯარიმა - 49,55 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
- 1--------- წლის სესხის ხელშეკრულება N-------------- (დანართი N5, ს.ფ.32-35);
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს.
3.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში ს------------------- და მოპასუხე ნ------------ შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. დაუსაბუთებელია მოპასუხე ნ------------ პრეტენზია რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც მოპასუხე მიუთითებს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი და არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გარემოებები, რომ მოპასუხე ნ----------- პირადად აწერს ხელს ხელშეკრულებებზე, ასევე გასავლის ოპერაციის ამსახველ დოკუმენტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ახლად გაფორმებული სესხის მოცულობა - 16000 აშშ დოლარი ვერ იქნებოდა მისთვის ხელმისაწვდომი სრულად, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულით გადაიფარა მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება. შესაბამისად, აპელირება იმ საკითხზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხე ნ------------ მიერ სესხის თანხის სრულად მიღების ფაქტს, უსაფუძვლოა და არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, საბოლოოდ მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება (1---------–.) მოპასუხე მხარესთან და მიმართა სასამართლო.
3.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტისა და სადაზღვევო პრემიის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი და ასევე, სადაზღვევო პრემია.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებები გაფორმდა ასევე თავდებ პირებთან - ი-----------------------------–-----------------, ი-------------–----------------------------, რომელთაც იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის - ნ------------ მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე. იმ შემთვევაში თუ მსესხებელი არ შეასრულებს სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებას, თავდები პასუხისმგებელი იქნება როგორც ძირითადი თანხის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობაზე, რაც შეადგენს მაქსიმუმ 26800-27000 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს სრულად ანაზღაურებაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მ-------------- პოზიცია მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების სიყალბესთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებაში აღინიშნება თანხის ჩასწორება. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც არ აჩენს ბუნდოვანებას საკითხთან მიმართებაში. მთლიანობაში ხელშეკრულების ტექსტიდან ირკვევა თავდებობის ზღვრული ოდენობა, ამასთან, შესწორება არ არის წარმოდგენილი მოპასუხე მხარის საუარესოდ - შესწორების შედეგად თანხის ოდენობა შემცირებულია, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ინტერესი რაიმე უკანონო ქმედების ჩასადენად არ არსებობს. ასევე უსაფუძვლოა ხელშეკრულების სიყალბის მტკიცება იმ საფუძვლით, რომ 2--- წლის 16 აპრილს მ--------------თან დადებული თავდებობის ხელშეკრულება დათარიღებულია 16 აპრილით, ხოლო ხელმოწერილია 18 აპრილით. ბუნებრივია, რომ მხარეთა შორის სესხის, იპოთეკის, ასევე თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თავდებობის ხელშეკრულება შესაძლებელია მომზადდა იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მისი ხელმოწერა მოხდებოდა. ამასთან, ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღიდან - 2--- წლის 18 აპრილიდან, რაც არ ეწინააღმდეგება არსებულ მტკიცებულებებს და ზოგადად საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე თავდები პირების ი-------------------------–-----------------------------–--, მ-------------- პრეტენზია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ მოიქცა კეთილსინდისიერად, როდესაც ნ------------ სახელზე სესხის გაცემის დროს თავდებ პირებს არ გააცნო ნ------------ სახელზე არსებული ვალდებულებების შესახებ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაზე ბევრად მეტს. თავდებობის ხელშეკრულებით თავდებებმა გამოთქვეს თანხმობა, რომ სოლიდარულად პასუხს აგებდნენ გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის - ნ------------ სამომავლო ვალდებულებებზე. შესაბამისად, გაურკვეველია ბანკის მიმართ წარმოდგენილი პრეტენზია, ძირითადი მსესხებელი (ნ-----------) თავად იყო ვალდებული ბანკის წინაშე არსებული დავალიანების შესახებ ეცნობებინა თავდები პირებისათვის. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელით სადავო არ გაუხდია ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძლად სასამართლომ არ მიიჩნია დასახელებული გარემოებები.
3.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 302-ე მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შესაძლებელია მიექცეს აუქციონზე სარეალიზაციოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2----–ლის 17 თებერვალს ს------------------- და ნ------------ შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად 2----–ლის 17 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ------------------------------------------------------ 2--- წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა მოსარჩელესა და ნ------------ შორის გაფორმებულ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბო--------------------------ის მიმდებარედ, ს----------------
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორის მიმართ, დადგენილ ვადაში არ არის შესრულებული, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე შესაძლებელია დაკმაყოფილდეს – იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით იძულებით აუქციონზე გაყიდვის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე 11-ლი ნაწილით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნის დაფარვის სხვა წესი. კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას. ხელშეკრულებით არ იქნა დაკონკრეტებული, თუ რა ღონისძიებების გატარების უფლება აქვს გამსესხებელს ამ შემთხვევაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩანაწერი ბუნდოვანია, შესაბამისად, დაუსაბუთებელია და გაურკვეველია მოსარჩელის მოთხოვნა, როდესაც იგი უთითებს, რომ უნდა მიექცეს აღსრულება დავალიანების დასაფარავად მოვალეების (თუ მოვალის) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონებიდან (კონკრეტულად რომელი მოვალის და რომელი ქონების).
3.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 23 დეკემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 2--- წლის 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 14358,15 აშშ დოლარზე დასარიცხი პროცენტის 6596,35 აშშ დოლარის დაკისრებას, როგორც მიუღებელი შემოსავალი.
აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად ყოველთვიურად 0,94%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე დასარიცხი სარგებელი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში - 6596,35 აშშ დოლარი.
3.14 . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარიცხულ ჯარიმას წარმოადგენს 49,55 აშშ დოლარი, რაც არსებული ვალდებულების ოდენობის და ვადაგადაცილებული პერიოდის პროპორციულია და მისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს სოლიდარულად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიღო განსახილველად დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, მაშინ როდესაც მოსარჩელეს არაერთხელ აქვს გაჟღერებული, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ აზუსტებს და ითხოვს იმის დაკმაყოფილებას, რაც თავდაპირველი სარჩელით იყო წარმოდგენილი. ამავე დროს მოსარჩელე, დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებით - გადახდის ისტორიით ადასტურებს, რომ მოპასუხე ნ------------ შეტანილი აქვს 500 დოლარით მეტი თანხა და იმის ნაცვლად, რომ მოთხოვნა შეემცირებინა, პირიქით, გაზარდა, რაც დაუსაბუთებლად გაიზიარა სასამართლომ.
5.2. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს არ გაუცია ის თანხა, რასაც სარჩელით დავობს. უფრო მეტიც, მოსარჩელესთან და მოპასუხეებთან არ დადებულა არცერთი გარიგება, რასაც არასწორად ეყრდნობა სასამართლო. ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია შპ---------------------------------–------------------ რომელთანაც მოპასუხეებს ვალდებულება არ დაურღვევიათ, ხოლო ამ უკანასკნელმა კი თავიდანვე დაარღვია სესხის სახელშეკრულებო პირობა და არ გასცა ის თანხა, რაც უნდა გაეცა.
5.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ 2----–ლის 17 თებერვლის სესხის ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა მ-------------- საცხოვრებელი სახლი, გაფორმებულია შპს „მ-----------------------------–----------------- 2----–ლის 17 თებერვლის სესხის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაფარულია - რეფინანსირებულია. ახალ სესხზე კი, რომელზეც წარმოდეგენილია სარჩელი (2--- წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებაზე), 2--- წლის 20 აპრილს განხორციელებული ცვლილებით, სესხის ხაზში და ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ----------------------------------------------------------------------------------------------------------- შპს „მ-----------------------------–----------------- და არა ს---------------------. ეს უკანასკნელი მართალია, არის უფლებამონაცვლე პირი, მაგრამ არც ეს გარემოება დაუდგენია სასამართლოს, რაც უნდა დადგენილიყო შესაბამისი განჩინებით უფლებამონაცვლეობაზე. ამასთან, უფლებამონაცვლეს შეუძლია იდავოს, შპს-ს სახელით, დარჩენილ ვალდებულებებზე და არა შესრულებულზე; მოსარჩელე ს------------------ არ წყვეტს სესხის ხაზის ხელშეკრულებას დადებულს შპს „მ-----------------------------–----------------- და შეწყვიტა მხოლოდ 2--- წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულება. შპს--------------------------------–------------- 2----–-–------------–-- იპოთეკის ხელშეკრულებით შესრულებულ და დაფარულ ვალდებულებაზეც არ მოხსნა იპოთეკა.
5.4. აპელანტის განმარტებით, შპს და სააქციო საზოგადოება ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირებია. გარდა ამისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დროს მოქმედებს სულ სხვა კანონი და რეგულაციები, რაც დარღვეული აქვს მოსარჩელეს, ხოლო სააქციო საზოგადოებად (ბანკად) გარდაქმნის შემდგომ მოქმედებს სხვა კანონები და რეგულაციები, რომელსაც მიუხედავად მოპასუხის მოთხოვნისა, სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ და მათი რეგულაციები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოსდა გაიცა საბანკო კრედიტი, რაც უზუსტობაა. თვით მოსარჩელესაც კი არ უხსენებია, რომ გაიცა საბანკო კრედიტი ვინაიდან ასეთი არ მომხდარა.
5.5. სასამართლომ არამარტო გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, არამედ ისეთი ინტერპრეტირება გაუკეთა მას, რაც თვით მოსარჩელესაც არ მოუთხოვია და არ გამოუხატავს. გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტში სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის პოზიცია, რომ თითქოს 2017 წლის მარტის თვეში დაირღვა ვალდებულება და თითქოსდა არაერთხელ იქნენ მოპასუხეები ამაზე გაფრთხილებულნი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ისტორია კი მიუთითებს საპირისპიროს, რომ არა მარტო მარტში, არამედ აპრილის თვის ზედმეტი გადახდები გადმოვიდა მაისის თვეში, კერძოდ, 3 მაისამდე, სარჩელი კი წარდგენილია 16 მაისს, რისი უფლებაც მოსარჩელეს არ გააჩნდა.
5.6. სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ თავდებობის ხელშეკრულებები 2--- წლის 16 და 18 აპილს გაფორმდა. სარჩელში ნათლად და გარკვევით არის მითითებული და ასევე დაზუსტებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა 2--- წლის 16 აპრილს, თუმცა სინამდვილეში ორივე ხელშეკრულება, მათ შორის მ-------------- ხელშეკრულება, ეწინააღმდეგება დადგენილ მთელ რიგ კანონმდებლობას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ გადაკეთებულია. ასევე, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა 26800 აშშ დოლარი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არის განსაზღვრული, ვინაიდან აქვე მითითებულია, რომ გარდა 26 800 აშშ დოლარისა, ზღვრული ოდენობა ასევე ითვალისწინებს „შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს“. ე.ი ზღვრული ოდენობა სინამდვილეში განსაღზვრული არ არის, რის გამოც არ შეიძლებოდა ამ ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
5.7. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ-----------მ მიიღო 16000 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტით სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ სინამდვილეში გაიცა 3664,26 აშშ დოლარი და გადასაფინანსებელი 2800 აშშ დოლარი, რაზედაც წარმოდგენილია შესაბამისი ბუღალტრული ორდერები; თუმცა მოსარჩელემ ამ ნაწილშიც დაარღვია ხელშეკრულება და არ გასცა ის ოდენობა, რაც დამტკიცდა. რაც შეეხება, 8888,10 აშშ დოლარს, რომელზეც სასამართლო აკეთებს საკუთარი შეხედულებით ინტერპრეტირებას და განმარტავს, რომ იგი წარმოადგენდა გადასაფარ თანხას, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ჩეკი, რომლითაც დადასტურდებოდა მითითებული თანხის გაცემა, ვინაიდან აღნიშნული თანხა მოპასუხეზე არ გაცემულა.
5.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასეხე მხარის სოლიდარულ ვალდებულებას წარმოადგენს 21 657,22 აშშ დოლარი რა დროსაც დაეყრდნო მხოლოდ 1--------- წლის ხელშეკრულებას, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, თუ შპს „მი-------------“ მიერ რა თანხა უნდა გაცემულიყო მოპასუხეზე, რაც არ გაცემულა.
5.9. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, მუხლით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა, და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მი------------- მიერ გაცემული სესხი არ წარმოადგენდა საბანკო კრედიტს. მართალია, საბანკო კრედიტი არ გაცემულა მაგრამ სსკ 873-მუხლის ძალით სასამართლო თვითონვე განმარტავს, რომ თუ კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდება გადახდა. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება მისსავე განმარტებას და კანონს.
5.10. რაც შეეხება, სოლიდარულ ვალდებულებას, მ-------------- თავდებობის ხელშეკრულება გადაკეთებულია, რაც ეწინააღმდეგება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონს და ეროვნული ბანკის მითითებებს, რომ თანხის მაქსიმალური ოდენობა მკაფიოდ და ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული. ამასთან, სსკ 427-მუხლის ძალით თავდებებმა იცოდნენ, რომ ნ-----------მ სესხის სახით დამტკიცებული თანხიდან, კერძოდ 16 000 დოლარიდან მიიღო მხოლოდ 3664 დოლარი, რაც გადაიხადა კიდეც. შესაბამისად, თავდებობის ინტიტუტი გამოყენების საფუძვლები არ არსებობს ვინაიდან ვალდებულება დაფარულია.
5.11. სასამართლო გადაწყვეტილების 6.5 პუნქტით სსკ 411-მუხლის გამოყენება და სარჩელის დაკმაყოფილება სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან ზიანი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტითა და სასამართლოში სარჩელის წარმოდგენით მიადგა არა მოსარჩელეს, არამედ მოპასუხეებს. ამასთან, მოსარჩელეს ზიანის მიყენების ფაქტი არ აქვს დასაბუთებული. იგი აღნიშნავს რომ 2017 წლის 23 დეკემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებით სასამართლო მიუთითებს შეწყვეტის სხვა თარიღზე - 2017 წლის 16 მაისზე, რასაც სხდომაზე მოსარჩელეც ადასტურებდა, რომ სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტეს ხელშეკრულებები. აღნიშნულით დაირღვა ნ------------ უფლებები, რაც მოსარჩელეს მხრიდან წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობას, რომლითაც მოპასუხეებს ზიანი ადგებათ.
5.12. პირგასამტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოა, ვინაიდან მოპასუხეების მხრიდან ვალდებულება არ დარღვეულა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2----–ლის 17 თებერვალს ს-------------------’ და ნ------------ შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გიხსნა სესხის ხაზი 50000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად;
11.2. 2----–ლის 17 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ----------------------------, ს----------------------- 2--- წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა მოსარჩელესა და ნ------------ შორის გაფორმებულ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბო--------------------------ის მიმდებარედ, ს----------------
11.3. 2--- წლის 19 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ-----------მ სესხის სახით მიიღო 16 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, 0.94 თვიური საპროცენტო სარგებლით. მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხი გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძრითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
11.4. 2--- წლის 16 აპრილს ი-----------------------------–-----------------, ი-------------–---------------------------- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება.
11.5. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ბოლო პერიოდის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადებს იხდიდა დაგვიანებით, 2017 წლის მარტის თვეში დაარღვია გრაფიკი და მას შემდეგ აღარ ასრულებს ჯეროვნად ნაკისრ ვალდებულებებს. მსესხებელი და თავდები არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ საფუძვლებს.
13. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“) . სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება.
14. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების/თავდები პირების - მ--------------, ი-------------–---------------------------------–------------- მიერ სარჩელზე სარეთოდ არ არის წარმოდგენილი შესაგებელი, ხოლო მოპასუხე ნ------------ მიერ წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი, ანუ წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს რაიმე მითითებას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ასეთი შესაგებელი კი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“), რაც სრულად აცლის საფუძველს მოპასუხე მხარის ყველა სააპელაციო პრეტენზას.
15. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებმა სარჩელის საპირისპირო შედავება საქმის მთავარ სხდომაზე განახორციელეს, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
16. აღნიშნული საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არგუმენტირებული ახსნა-განმარტების წარმოდგენისას მოპასუხე მხარეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მტკიცებულებები საპატიო მიზეზით (სსკ-ის 215-ე მუხლი) ვერ წარმოადგინა, თუმცა მოპასუხეებს ასეთი მტკიცება არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს მოპასუხეთა მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
17.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია გარემოება, რომ 2----–ლის 17 თებერვალს ს------------------- და ნ------------ შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად 2----–ლის 17 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ------------------------------------------------------ 2--- წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა მოსარჩელესა და ნ------------ შორის გაფორმებულ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბო--------------------------ის მიმდებარედ, ს----------------
17.2. პალატას ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორის მიმართ, დადგენილ ვადაში არ არის შესრულებული, რის გამოც კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს – იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით იძულებით აუქციონზე გაყიდვის გზით.
17.3. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე, 867-ე, 873-ე, 463-ე, 891-ე, 895-ე, 286-ე, მე-300, 411-ე, 412-ე მუხლების სამართლებრივ საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
19. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ------------, მ--------------, ი-------------–------------------------------–------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი