განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001922001
საქმე №1ბ/1482-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის, ელენე ომანაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ნუ-------------ის
ადვოკატების - მა---------ის, ინ-------–---------ის
გამართლებულ - გი-------–------ის
მონაწილეობით,ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორ ნუ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი-------–------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, გი------ მ-------–------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით გი-------–------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გი-------–------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 მარტს, ქ. თბილისში, გი------ მ-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი-------–------ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლესთან - ქე-------–------თან. აღნიშნული შელაპარაკების დროს გი-------–------მა ქე-------–------ს ჯერ მარცხენა თვალის არეში მიაყენა თავით დაზიანება, შემდეგ კი უკბინა მარჯვენა ხელზე და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც ქე-------–------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გი-------–------ის ბრალეულობას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გი-------–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გი-------–------ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა გი-------–------ის ბრალეულობა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მხარე აპელირებს დაზარალებულ ქე-------–------ის და მოწმეების: არ---------------ის, ლე-–----------–---–ის, ან---------–------ას, რო-------–------ის, ირ----------ის ჩვენებებზე.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შეიცვალა საერთო სასამართლოების პრაქტიკა, სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ სხვა ირიბ მტკიცებულებებს მიიჩნევდა არასაკმარისად და არასანდოდ პირის მსჯავრდებისათვის. განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სასამართლო საკმარისად მიიჩნევს მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებსაც, როგორიცაა: დაზარალებულის თავდაპირველი შეტყობინება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ; გამომძიებლის ჩვენება, რომელიც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე პოლიციის გამოძახების ფაქტს და აღწერს დაზარალებულის მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ასევე, ადასტურებს დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების ნამდვილობას; სამედიცინო დოკუმენტაცია; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია ძალადობის ფაქტი და განსაზღვრულია მიყენებული დაზიანების ხარისხი; ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომ კვლევის ჩატარებამდე მსხვერპლმა ექსპერტს განუცხადა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ; შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ გი-------–------ს ჩადენილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა სასამართლომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს არასწორი შეფასება მისცა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გი-------–------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გი-------–------მა მეუღლის - ქე-------–------ის მიმართ განახორციელა ძალადობა.
პალატა შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს. აპელანტი აპელირებას აკეთებს დაზარალებულის ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება სრულ შესაბამისობაში საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:
დაზარალებულმა ქე-------–------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გი-------–------თან და ჰყავთ ორი საერთო შვილი. მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიცნო ან---------–------ა (მეორე მეუღლე). გი-------–------ი ქე------ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, იშვიათად მიდიოდა სახლში და ბავშვებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. 2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 4 საათისთვის, დაზარალებულის თხოვნით, გი-------–------ი მივიდა სახლში და მიიტანა ბავშვის საკვები, 5 წუთი გაჩერდა და წავიდა, ქე------ი მას უკან გაჰყვა. გი------ს მცდელობის მიუხედავად, თავიდან აერიდებინა ქე------ისა და ან--------ს შეხვედრა, გარეთ გასულმა დაზარალებულმა დაინახა ბორდიურთან გაჩერებულ ა/მანქანაში ან---------–------ა, რის გამოც პასუხი მოსთხოვა მეუღლეს. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულზე გაღიზიანებულმა გი------მ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თვალის არეში და თავი - შუბლის მიდამოში. გაბრაზებულმა ქე-------–------ამ ან---------–------ას თმებში ჩაავლო ხელი, გი------ს მოთხოვნის მიუხედავად, ხელს არ უშვებდა, რის გამოც გი------მ მას ხელზე უკბინა. დაზარალებულის განმარტებით, მას ან---------–------ასათვის არ დაურტყამს, თავად კი გი-------–------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასაწყისში მეზობლები ა/მანქანასთან არ ყოფილან, ისინი მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.
ბრალდების მხარემ გი-------–------ის მიერ ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოში მოწმის სახით დაკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები: არ---------------ი, ლე-–----------–---–ი, ან---------–------ა, რო-------–------ი და ირ----------ე. აფასებს რა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, კონფლიქტი მოხდა გი-------–------ის პირველ და მეორე მეუღლეს შორის, რა დროსაც გი------ ცდილობდა მათ გაშველებას, ამასთან არცერთი მოწმე ადასტურებს გი-------–------ის მხრიდან ქე-------–------ისათვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, კერძოდ:
მსჯავრდებულისა და დაზარალებულის მეზობელმა ლე-–----------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში დაინახა მ-------–-- ქუჩაზე მიმავალი გი------ და ქე-------–------ები. ცოტა ხანში შემოესმა კივილის ხმა და რო-------–------თან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ, დაინახა ბორდიურთან გაჩერებული ა/მანქანა, რომელშიც იჯდა ახალგაზრდა გოგო, ქე-------–------ი კი ნახევრად შესული იყო მანქანაში, ხელი გოგონას თმებში ჰქონდა ჩავლებული და სცემდა მას, რა დროსაც გი------ ცდილობდა მეუღლის შეკავებას. ქე------თან ახლო მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, მოწმემ იფიქრა, რომ შეძლებდა მის შეჩერებას, თუმცა დაზარალებული იმდენად გაავებული იყო, რომ მასაც ძლიერად ჰკრა ხელი და გვერდით გაისროლა. მოწმის ჩვენებით, კონფლიქტის დროს შეიკრიბნენ სხვა მეზობლებიც, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ქე------ის შეჩერებას, რომელიც საკმაოდ ძლიერი გოგოა და წინააღმდეგობას უწევდა ყველას. საბოლოოდ, ქე------ი განარიდეს ან---------–------ას და გვერდით გაიყვანეს, ქე------ი ძალიან აღშფოთებული და ანერვიულებული იყო, არაფერს ამბობდა. მხოლოდ დაზარალებულის გაყვანის შემდეგ შეძლო ან--------მ მანქანიდან გადმოსვლა და მანაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ლე-–----------–---–მა დაზარალებული სახლში წაიყვანა, რა დროსაც გზაში ქე------მა უთხრა, რომ ფეხი გადაუბრუნდა და ტკიოდა, მას არ უთქვამს მოწმისათვის, რომ გი------მ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმე ლე-–----------–---–მა დაადასტურა, რომ გი-------–------ს ქე------ისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იგი მხოლოდ ცდილობდა მეუღლის შეჩერებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი სცემდა ან--------ს.
მოწმე რო-------–------მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 26 მარტს, მისი რძლის, ქე-------–------ის თხოვნით, გი-------–------მა ბავშვის საკვები მიიტანა სახლში, დაახლოებით 5 წუთი გაჩერდა და წავიდა, ქე------ი კი მას უკან გაჰყვა. მოწმემ რამდენიმე წუთში გაიგონა ქალის კივილი, რომელიც შველას ითხოვდა რუსულ ენაზე, სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაინახა, რომ ქე------ს ა/მანქანაში მჯდომი ან--------ს თმებში ჰქონდა ხელი ჩავლებული და ახრჩობდა. კონფლიქტის განეიტრალებას და ქე------ის გაყვანას ცდილობდა გი-------–------ი (რომელიც იდგა ქე------სა და ან--------ს შორის), აგრეთვე მეზობელი ქალბატონები და თავად რო-------–------იც, თუმცა დაზარალებული მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, უწევდა მათ წინააღმდეგობას. როგორღაც შეძლეს ქე------ის მოშორება ან--------საგან და სახლში წაიყვანეს, რა დროსაც ან--------მაც დატოვა შემთხვევის ადგილი. რო-------–------ის განმარტებით, ქე------ს რაიმე დაზიანების კვალი არ ემჩნეოდა, ან-------- კი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და ტიროდა; გი-------–------ს ქე------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იგი მხოლოდ ქალბატონების გაშველებას ცდილობდა. რო-------–------მა 3 დღის შემდეგ შეიტყო, რომ ქე------ს ტკიოდა ფეხი და ჰქონდა დალურჯებები.
მოწმე არ--------–-------მა სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებული და დაზარალებული მისი მეზობლები არიან. 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში სახლში მყოფს, მოესმა ქალის კივილის ხმა, (ქ----ს ხმარ არ იყო) დახმარებას ითხოვდა. გარეთ გასულმა დაინახა, რომ ქე-------–------ი ნახევარი ტანით იყო შესული გი-------–------ის ავტომანქანაში და იქ მჯდომი უცნობი გოგონას თმები ეჭირა ერთი ხელით, მეორე ხელით კი ყელში უჭერდა, მათ შორის როგორღაც იდგა გი------ და ცდილობდა დაზარალებულის გაყვანას. ქე------ს მანქანასა და ბორდიურს შორის ისე ჰქონდა ფეხი განზრახ ჩაჭედილი, რომ მისი ა/მანქანიდან გაყვანა შეუძლებელი ყოფილიყო. არ--------–-------მა მანქანას მეორე მხრიდან შემოუარა და შეეცადა ან--------ს გაყვანას, რომელიც ყვიროდა, რომ იხრჩობოდა, მოწმის შეფასებით იგი მართლაც იხრჩობოდა; არ--------–-------ი მეზობელ ლე-–----------–---–თან ერთად ცდილობდა ქე------ის განცალკევებას ან--------სგან, მხრებში ეკიდათ ხელი და უკან ქაჩავდნენ, ქე------მა ლელას ისე ჰკრა ხელი, რომ გვერდზე გადაისროლა. გი------საც ხელი ეკიდა მეუღლის მკლავებში და აწვებოდა, რომ როგორმე გაეშვა ხელი ან--------სთვის, თან თხოვდა ხელი გაეშვა. მოწმემ შეძლო ქე------სა და ან--------ს შორის ჩადგომა და როგორღაც ერთობლივი ძალებით ქე------ი მოაშორეს ან--------ს. ქე------ი ფეხს იტკივებდა. არ--------–-------მა დაადასტურა, რომ გი-------–------ის მხრიდან მეუღლის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა არ გამორიცხა ქე------ის მიერ დაზიანების მიღების შესაძლებლობა გაშველების დროს, როდესაც რამდენიმე ადამიანი ცდილობდა დაზარალებულის განცალკევებას ან--------სგან. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ან-------- გათავისუფლდა ქე------ისგან და ა/მანქანიდან გადმოვიდა, ბორდიურზე ჩამოჯდა და თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.
მოწმე ირ---------ის ჩვენების თანახმად ბრალდებული და დაზარალებული მისი მეზობლები არიან. 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში სეირნობდა შვილიშვილთან ერთად. გაიგონა ქალის კივილის ხმა, მიუახლოვდა გი-------–------ის ა/მანქანას, რომელშიც იჯდა უცნობი გოგონა, გი------ს მეუღლე ქე------ი კი ნახევარი ტანით შესული იყო მანქანაში, თმით ათრევდა და ახრჩობდა ან--------ს, რომელსაც მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ ჰქონდა და შველას ითხოვდა, დაზარალებული კი რუსულად ეუბნებოდა მოგკლავო, რა დროსაც გი------ ცდილობდა როგორმე განერიდებინა ქე------ი ან--------სგან. მოწმის განმარტებით, მასთან ერთად ქე------ის შეკავებას ცდილობდნენ შემთხვევის ადგილზე შეკრებილი პირები: ლე-–----------–---–ი, არ--------–-------ი და რო-------–------ი. ყველა მათგანი სთხოვდა ქე------ს დამშვიდებულიყო და ცდილობდა როგორმე მოეშორებინათ ან--------სგან, თუმცა ეს უკანასკნელი იმდენად აღელვებული იყო, რომ მისი შეკავება შეუძლებელი იყო. როგორღაც შეძლეს ქალბატონების ერთმანეთისგან განცალკევება, დაეხმარა ან--------ს მანქანიდან გადმოსვლაში, რომელიც საკმაოდ ნაცემი იყო, ფერი არ ჰქონდა სახეზე, ეტყობოდა დაზიანებები და დასისხლიანებული იყო, შეუძლოდ გრძნობდა თავს და ბორდიურზე ჩამოჯდა. მოწმის განმარტებით, გი------ს ქე------ისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა შექმნილ სიტუაციაში, როდესაც რამდენიმე ადამიანი ხელით ცდილობდა ქე------ის შეკავებას და თან კონფლიქტი მიმდინარეობდა სივიწროვეში (ბორდიურთან მდგომ ა/მანქანასა და შენობის კედელს შორის), არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულმა მიიღო დაზიანება მით უფრო, რომ თავადაც ყველაფერი ტკიოდა დაზარალებულთან ჭიდილში, განსაკუთრებით კი ხელები და თითები, ასევე ხელი მოხვდა ხან მხარში, ხან თავში. მოწმის ჩვენებით, ქე------ი ლე-–----------–---–მა წაიყვანა სახლისკენ, რა დროსაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ფეხი სტკიოდა.
მოწმე ან---------–------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 მარტს, მეუღლეს გი-------–------ს დაურეკა პირველმა მეუღლემ ქე-------–------მა და სთხოვა ბავშვის საკვების მიტანა. გი------მ ა/მანქანა გააჩერა სახლიდან მოშორებით და ავიდა ბინაში საკვების ასატანად, თავად კი იქვე ელოდებოდა. დაახლოებით 5 წუთში, მოულოდნელად ა/მანქანის კარი გაიღო და ან--------მ დაინახა ქე------ი, რომელიც ნახევრად შევიდა ტანით მანქანაში, ერთი ხელით თმებში სწვდა, მეორეთი კი - ყელში. ქე------ს კვალდაკვალ მიჰყვა გი------ც, რომელიც ცდილობდა მის მოშორებას ან--------სგან, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან დაზარალებული იყო ძალიან აგრესიული და ძლიერი, მის ყვირილზე ხალხი შეიკრიბა და ყველა ცდილობდა დახმარებას; ქე------ს ისე ეკიდა მის თმებზე ხელი, რომ გამოგლეჯა შეუძლებელი იყო, რის გამოც სავარაუდოდ გი------მ ხელზე უკბინა, რომ როგორმე დაზარალებულს შეკრული ხელი გაეხსნა. საბოლოოდ, მეზობლებმა შეძლეს ქე------ის შეკავება და გვერდით გაყვანა, რითაც ისარგებლა ან--------მ და გაქცევით უშველა თავს; იგი თავად გახდა დაზარალებულის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი (თმა სულ ამოგლეჯილი ჰქონდა) და განცხადებაც სწორედ მას უნდა დაეწერა პოლიციაში ქე------ის წინააღმდეგ. მოწმის განმარტებით, გი------ს ქე------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხელზე კბენა კი განპირობებული იყო მისი დაცვის აუცილებლობით.
აპელანტი ასევე აპელირებს სამედიცინო დოკუმენტაციაზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და ექსპერტის ჩვენებაზე, რომელთა თანახმად დადგენილია შემდეგი:
სასამართლო-სამედიცინო N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: პირადი გასინჯვით, 27.03.2017 წ-ს ქე-------–------ს აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, მარჯვენა მხრის ქვედა მესამედში გარეთა ზედაპირზე, გარდამავალი მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე და მარცხენა მხრის თავის საპროექციოდ უკანა ზედაპირზე. მარცხენა წვივის ზედა მესამედიდან დისტალურად ტერფის ჩათვლით აღენიშნებოდა თაბაშირის ნახვევი (მიეცა რეკომენდაცია მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის ულტრასონოგრაფიული და/ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების ჩატარების თაობაზე).
ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „თ---–-----------------------–-”-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი NS1----------ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N2----ის ჩანაწერების მიხედვით, ქე-------–------ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2017 წლის 27 მარტს 12:59 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. დაუდგინდა დიაგნოზი: კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა და გადაძაბვა. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ქ. შამოევს აღენიშნება ჰემატომა მარჯვენა იდაყვის სახსრის და მარცხენა ზედა ქუთუთოს მიდამოში.
ექსპერტიზაზე წარდგენილი ქე-------–------ის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ამსახველი CD დისკი შეისწავლა თ.ს.ს.უ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ი. ა-----–---–მა. დასკვნის თანახმად: „შესწავლილ იქნა მოქალაქე ქე-------–------ის CD დისკზე ჩაწერილი მარცხენა (პროექციის მიხედვით) კოჭ-წვივის სახსრის პირდაპირი რენტგენოგრამა, გადაღებული 27.03.17.წ. წარდგენილ რენტგენოგრამაზე ტრავმული დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები გამოხატული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა, გადაძაბვის დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა სო----------–----ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო დასკვნის სისწორე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს შემდეგს: როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ქე-------–------ამ მიიღო დაზიანებები, ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ გი-------–------ის მიერ აღნიშნული დაზიანებების მიყენების განზრახვას ცალსახად გამორიცხავენ სასამართლოში დაკითხული მოწმეები და მიუთითებენ, რომ დაზიანებები ქე-------–------ამ მიიღო ან---------–------ასთან მომხდარი კონფლიქტის დროს, როცა გი------ ცდილობდა მათ გაშველებას.
აპელანტი ასევე მიუთითებს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს და აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის N°527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.
აპელანტის მოსაზრებას პალატა იზიარებს, მაგრამ თვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გი-------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი-------–------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
განემარტოს გი-------–------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გი-------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე