განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
330100115001142909
ინსტანცია
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001142909

]

საქმე №1/ბ-213-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ნ-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------------------–--------–-–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პ---------------------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–----------------–---–-------------------–-----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

 

თ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ------------–-–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

თ------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმდა;

 

თ------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, ასევე, დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლის დეკემბრის თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შპს მ---- „B კ----------ს მიმართა თ------------–-–---–მა და მოითხოვა სესხის, 15000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემა, ქ------–--–----------–---–-------------------–- მდებარე კუთვნილი უძრავი ქონების და კუთვნილი „M----------------”-ს ფირმის ა/მანქანის უზრუნველყოფით.

 

ვინაიდან თ------------–-–---–ს შპს მ---- „B-----------“-დან აღებული ჰქონდა სესხი 25000 აშშ დოლარის ოდენობით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვით მასზე არ მოხდებოდა დამატებით სესხის გაცემა, თ------------–-–---–მა მსესხებლად წარადგინა მეგობარი ნ------------–---–-.

 

2011 წლის 19 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შპს მ---- „B კ----------სა და ნ-------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ხოლო საფინანსო ორგანიზაციასა და თამარ მენთეშაშვილს შორის იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფინანსო ორგანიზაციამ ნ------------–---–ზე გასცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, ქ.თბილისში, პ-------–---–--------------------–- მდებარე თ------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების და თ--------------–-–---–ის კუთვნილი „M----------------”-ს ფირმის ა/მანქანის უზრუნველყოფით.

 

2012 წლის თებერვლის თვეში თ------------–-–---–ს კვლავ დასჭირდა ფულადი თანხა, რის გამოც მან კვლავ მსესხებლად წარადგინა მეგობარი ნ------------–---–- და 2012 წლის 1 თებერვალს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს მ---- „B კ----------სა და ნ------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ხოლო საფინანსო ორგანიზაციასა და თ------------–-–---–ს შორის იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფინანსო ორგანიზაციამ ნ------------–---–ზე გასცა კრედიტი 6000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, ქ.თბილისში პ-------–---–--------------------–- მდებარე თ------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფით. მიუხედავად იმისა, რომ თ------------–-–---–ს ყოველთვიურად შეჰქონდა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენატანი, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყო მთლიანი სესხის დაფარვა და რომ არ მომხდარიყო კუთვნილი უძრავი ქონებისა და ავტომანქანის რეალიზაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, გადაწყვიტა გაეგრძელებინა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებების ვადა ერთი წლით.

რადგან ნ------------–---–მა 2012 წლის 30 ივლისიდან დატოვა საქართველოს საზღვრები, თ------------–-–---–მა განიზრახა გაეყალბებინა შეთანხმებები შპს მ---- „B კ----------სა და ნ------------–---–ს შორის ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ. თ------------–-–---–მა ნ------------–---–-ს სახელით მოაწერა ხელი 2012 წლის 09 დეკემბრის შპს მ---- „B კ----------სა და ნ------------–---–ს შორის დადებულ შეთანხმებას, რომლითაც 2011 წლის 19 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2013 წლის 9 დეკემბრამდე. მანვე, ნ------------–---–-ს სახელით ხელი მოაწერა 2013 წლის 11 იანვარს შპს მ---- „B კ----------სა და ნ--------------–---–ს შორის დადებულ შეთანხმებას, რომლითაც 2012 წლის 1 თებერვალს მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2014 წლის 9 თებერვლამდე.

 

ვინაიდან თ------------–-–---–ის მიერ დარღვეული იქნა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდის ვადები, დაარღვია ხელშეკრულების პირობები სააღსრულებო წესით რეალიზებული იქნა თ------------–-–---–ის კუთვნილი „M----------------”-ს ფირმის ა/მანქანა და 2014 წლის 24 ივლისს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელ გ-----------------–----ა და გ-------------–-–---–ს (რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს თ------------–-–---–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება) შორის გაფორმდა ქ.თბილისში, პ-------–---–------------------------ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლითაც ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა გი----------------–---- ხოლო გამყიდველს მიეცა უფლება არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრამდე გამოესყიდა ნასყიდობის საგანი, მაგრამ თ------------–-–---–მა ვერ შეძლო უძრავი ქონების გამოსყიდვა და უარი განაცხადა ბინიდან გამოსვლაზე. 2014 წლის 25 ნოემბერს, მესაკუთრე გ-----------------–---მ თ------------–-–---–ის გამოსახლების მოთხოვნით მიმართა პოლიციას.

 

თ------------–-–---–ი იყო რა განაწყენებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს მ---- „B-----------“-ს წარმომადგენლებზე, გადაწყვიტა შური ეძია ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, შპს მ---- „B-----------“-ს წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ სამართალდამცავ ორგანოში ცრუ შეტყობინებით. ამ მიზნით 2015 წლის 10 თებერვალს და 06 აპრილს თ------------–-–---–მა მიმართა განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ 2012 წლის 09 დეკემბერს და 2013 წლის 11 იანვარს შპს მ---- „B კ----------სა და ნ------------–---–ს შორის დადებულ შეთანხმებებში ნ------------–---–-ს ხელმოწერა თითქოსდა გაყალბებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შპს მ---- „B-----------“-ს წარმომადგენლების მიერ. თ------------–-–---–ის ხსენებული განცხადების საფუძველზე ქ.თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა ნ-----------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ თ------------–-–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი. აპელანტის პოზიციით, დანიშნული არასამართლიანი და მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. თ------------–-–---–ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: დ----------–-------------------------–---–----------------–---–-ს, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების: - მ----------------–---------–----–---–--, ქ----------–---–---ის, 2011 წლის 7 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით, 2012 წლის 1 თევბერვლის სესხის ხელშეკრულებით, 2011 წლის 19 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით, 2011 წლის 7 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით, 2012 წლის 9 დეკემბრის შეთანხმებით სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, 2013 წლის 11 იანვრის შეთანხმებით სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, 2014 წლის 24 ივლისის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს მიერ გაცემული საზღვრის კვეთის მონაცემების და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელი განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სახელმწიფო ბრალმდებლი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული თ------------–-–---–ი არ აღიარებს და არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე, თ------------–-–---–ს შპს მ---- „B-----------“-სათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება არ უცდია. აღნიშნული არგუმენტები ვერ გახდება მსჯავრდებულ თ------------–-–---–ისათვის სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალტა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და თ------------–-–---–ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელის სახე. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ თ------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ნ-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი თ------------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

თ------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ------------–-–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღბული, რომ მსჯავრდებულ თ------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი