განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
180100118002530331
ინსტანცია
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #180100118002530331

საქმე №1/ბ-222-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, ნასამართლევის, დაოჯახებულის, უმუშევრის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ–--------------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქ/პუნქტებით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:

 

გ----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გ----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი სასჯელზე - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის ნახევარი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

გ----------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 20 აპრილის 22 საათი და 01 წუთიდან.;

 

გაუქმდა გ----------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;

 

გ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ----------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე მ–------------------------–-------–-- საცხოვრებელ სახლში, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარსულში ნასამართლევმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ----------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების მოტივით, მეუღლეს, მ-------------–-–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 29 მარტს დაბადებულ ნ----------–---–-ს თანდასწრებით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მოულოდნელად გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა თავის არეში, რის შემდგომა გ----------–---–მა დაიჭირა სახლიდან გაქცეული მეუღლე მ-------------–-–---–ი და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი. გ----------–---–-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ-------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე მ–------------------------–-------–-- საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი გ----------–---–- ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს, მ-------------–-–---–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ კი - მ-------------–-–---–ის სისხლში ბანაობით. ამასთანავე, გ----------–---–მა სახლში სამი ცალი ბოთლით შეიტანა ბენზინის ტიპის საწვავი და მეუღლეს მისი გამოყენებით ემუქრებოდა დაწვით. აგრეთვე, გ----------–---–მა დაიჭირა რა ძალადობის გამო, სახლიდან გაქცეული მ-------------–-–---–ი, ყელში ხელის ძლიერად მოჭერით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მ-------------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–-ა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენების განხორციელებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით მსჯავრდებულისათვის დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას, რათა სხვა პირებმაც არ ჩაიდინონ მსგავსი სახის დანაშაული. ასევე, პროკურორის განმარტებით, ხსენებული დანაშაულისათვის და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ გ----------–---–ს ორჯერ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული პირობით გამოსაცდელ ვადაში და მსუბუქი სახის სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი გამოსწორება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ----------–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ----------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - მ-------------–-–---–ის, ნ----------–---–-ს, მოწმეების - ა-----------------–---–--------------------–---–-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის ავადმყოფობა, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ----------–---–მა დანაშაული პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა, პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება მხედველობაში იქნა მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და გ----------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სამართლიანი სასჯელი. ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს, გ----------–---–-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და მას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატა.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი გ----------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი გ----------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ----------–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გ----------–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი სასჯელზე - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით,ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის ნახევარი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

გ----------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აპრილის 22 საათი და 01 წუთიდან .

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ----------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის

ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დაზარალებულ მ-------------–-–---–ისგან ამოღებული დანა და პლასტმასის სამ ცალ ბოთლში მოთავსებული ბენზინი, რომლებიც ინახება მცხეთის რაიონულ სასამართლოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი