განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002553073
საქმე N3/ბ-346-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 აგვისტო, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი - კა------–---
წარმომადგენელი - ზუ---------------
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს მ------------ს პოლიციის განყოფილება
მოპასუხე - ირ--------–---–-
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2018 წლის 20 ივლისს ხ--–---------ს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა კა------–---მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს მ------------ს პოლიციის განყოფილების და ირ--------–---–-ს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს მ------------ს პოლიციის განყოფილების მიერ 2018 წლის 06 ივლისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა, ხოლო მოტივად ორდერში მითითებული ფაქტის დაუსაბუთებლობაზე მიუთითა.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს მ------------ს პოლიციის განყოფილების წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.
მოპასუხე ირ--------–---–- არ დაეთანხმა მოსარჩელე კა------–---- სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით კა------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა შსს ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს მ------------ს პოლიციის განყოფილების 2018 წლის 06 ივლისის №0----- შემაკავებელი ორდერი.
ამ დასკვნამდე რაიონული სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განმარტებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია" (საქართველოსთვის ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან) ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.
მითითებული კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.
ამავე ნორმის მე-3 პუნქტით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე ნორმის 38 ნაწილის მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
სასამართლოს აღნიშვნით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ კანონის მე-4 მუხლით განიმარტა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობა, სახელდობრ: ფსიქოლოგიური ძალადობა - არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას (,,ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ოჯახის წევრს ამ კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს - დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (,,ზ“ ქვეპუნქტი.)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე ნორმის მე-8 ნაწილით, მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებლი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებლი ოდერის მოქმედებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან, დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, მოწმის სახით დაკითხული ბ----------–--ის ჩვენებითაც დგინდებოდა, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაცია, იყო შემთხვევა, როცა კონფლიქტის გამო ირ--------–---–- ვერ დარჩა ღამის გასათევად მეუღლესთან ერთად და მასთან გადავიდა სახლში.
დაინტერესებული მხარის ირ--------–---–-ს მტკიცებით კა------–---- მხრიდან სისტემატიურად ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას, უკმაყოფილების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ იყო ფეხმძიმედ, რისი წინააღმდეგი იყო კა------–---.
სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო კა------–---- სარჩელი და უცვლელად უნდა დარჩენილიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს მ------------ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის რო---------------- მიერ 2018 წლის 06 ივლისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი.
ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა კა------–---- მიერ, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით 2018 წლის 06 ივლისის შემაკავებელი ორდერის გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი არასწორად მიიჩნია ფსიქოლოგიური ძალადობის ჩამდენ პირად, მაშინ როდესაც ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.
საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ დარღვეული იქნა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან მტკიცების ტვირთი დაეკისრა მხოლოდ მას, ხოლო მოპასუხე სრულიად იქნა განთავისუფლებული მტკიცების ტვირთისაგან, მითუმეტეს მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს სამართალწარმოების ძლიერ მხარეს და მას ევალება ადასტუროს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ კა------–---- საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობად განიხილება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი იძულება არის ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. პალატა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს მ------------ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის რო---------------- მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის მიხედვით პალატას დადგენილად მიაჩნია კა------–---- მიერ ირ--------–---–ზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. პალატის მოსაზრებით შემაკავებელო ორდერში ფიქსირებული ფაქტის უტყუარობა გარდა მსხვერპლის - ირ--------–---–-ს მიერ მიცემული ჩვენებისა, დასტურდება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბ----------–--ის ჩვენებითაც, რაც ერთობლიობაში სასამართლოს აძლევს იმის მტკიცების საფუძველზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობა, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება კა------–---- მხრიდან ირ--------–---–-ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტი, რა მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები დასაბუთებულია, ხოლო საჩივრის ავტორის არგუმენტები არის უსაფუძვლო. შესაბამისად კა------–---- საჩივარი შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კა------–---- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე