განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002371390, №1/ბ-1549-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---- მე--------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - რა--- ზა----ის ძე მა-------ი, დაბადებული 197--–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–-------–----–---–---------------------;
ადვოკატი - ომ----------------–---ი.
თარჯიმანი - მა------------–--ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, სამი ეპიზოდი).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ რა--- მა-------ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა რა--- მა-------ის ბრალეულობა. პირველი ინსტანციის განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე ზე------- ნა---------ის მიერ მიცემულ ჩვენებას და ამ უკანასკნელის თანამშრომლობის საფუძველზე გამოძიების მიერ ბუნდოვან და უწყვეტობის პრინციპის დაუცველად წარმოებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერებს, სადაც რა--- მა-------ის მიერ ზე------- ნა---------ისთვის ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ გადაცემის ფაქტი არ ფიქსირდება.
▪ 2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ზე------- ნა---------ის ჩვენება, რაც არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისთვის.
▪ გამოძიების მიერ რა--- მა-------ისგან არ ამოღებულა ფულადი თანხა - კუპიურები, რომელიც დაინომრა და საკონტროლო შესყიდვისთვის გადაეცა ზე------- ნა---------ის.
▪ ჩატარებული არ არის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა ზე------- ნა---------ისგან ამოღებულ პოლიეთილენის პაკეტზე რა--- მა-------ის ხელის კვლების არსებობას.
▪ ნარკოტიკული საშუალების ამოღებამდე გასულია საკმაო დრო. დაცული არ არის ფარული ვიდეო ჩანაწერების უწყვეტობა, რაც ბადებს ეჭვს, ნამდვილად ის ნივთიერება წარუდგინა თუ არა ზე------- ნა---------იმ გამოძიებას, რაც რა--- მა-------მა გადასცა და ხომ არ შეცვალა იგი ,,ჰეროინით“.
▪ 2018 წლის 3 თებერვლის ამოღების ოქმში მითითებულია, რომ ზე------- ნა---------ისგან ამოღებული იქნა რა--- მა-------ისგან შეძენილი ხუთი ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თავზე მომწვარის სახით. ასევე მითითებულია, რომ ობიექტი N1 მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა მცირე ზომის, თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული, ლურჯი ფერის პოლიეთილენის ხუთი ცალი ნაჭერი, ხუთ ცალად დაფასოებული თერმულად დამუშავებული ბოლოთი, რომელშიც მოთავსებული იყო სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება. თეთრი ფერის ქაღალდი ამოღების ოქმში დაფიქსირებული არ ყოფილა, რაც მიუთითებს მტკიცებულების სიყალბეზე (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, რა--- მა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
რა--- მა-------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0376 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 28 იანვარს უკანონოდ გაასაღა ზე------- ნა---------იზე.
იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზე------- ნა---------ისაგან ამოიღეს შს სა---ისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქ.თბ--–--–-----------–-----–----------------------------------------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რა--- მა-------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა დიდი ოდენობით 0,2416 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 3 თებერვალს 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ზე------- ნა---------იზე.
იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზე------- ნა---------ისგან ამოიღეს შს სა---ისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მა-------––---–------------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე.
რა--- მა-------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 5 თებერვალს 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ზე------- ნა---------იზე.
იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზე------- ნა---------ისგან ამოიღეს შს სა---ისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მა-------––---–------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რა--- მა-------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,144 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 7 თებერვალს 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ზე------- ნა---------იზე.
იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზე------- ნა---------ისგან ამოიღეს შს სა---ისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მა-------––---–------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენით:
რა--- მა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რა--- მა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რა--- მა-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.
რა--- მა-------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ზე------- ნა---------იმ განმარტა, რომ მა-------–ის ბაზარში შემთხვევით შეხვდა დიდი ხნის ნაცნობს - რა--- მა-------ს, რომელმაც შეთავაზა დახმარებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში, რითაც ორივე მათგანი მიიღებდა სარგებელს. ამასთან, რა--- მა-------მა ავტომანქანის საფერფლეში ჩაუდო ლურჯ ცელოფანში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილი, მისივე განმარტებით ნარკოტიკული საშუალება და ურჩია მოეძებნა მყიდველები. მომხდარის გაცნობიერების შემდეგ მა-------–იდან პირდაპირ გაემართა თბილისში და მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაწერა განცხადება და გამომძიებელ ჯა-----------ეს უამბო მომხდარის შესახებ. გამომძიებელმა მისივე თანხმობით ავტომანქანიდან ამოიღო რა--- მა-------ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება და ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა. ამის შემდეგ დაიგეგმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და იმ მიზნით, რომ მას მოეხდინა რა--- მა-------თან შეხვედრების და მისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება, იგი პირადად, ასევე მისი ჩანთა და ავტომანქანა აღჭურვეს შესაბამისი მოწყობილობით, რის შემდეგაც განხორციელდა ნარკოტიკული საშუალების სამი საკონტროლო შესყიდვა რა--- მა-------ისგან. კერძოდ, 2018 წლის 3 თებერვალს, გამომძიებლის მიერ გადაცემული 500 ლარით, რა--- მა-------ისგან შეიძინა ხუთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც მა-------–შივე ამოიღო მისგან გამომძიებელმა. გარდა ამისა, 2018 წლის 5 თებერვალს, გამომძიებლის მიერ გადაცემული 500 ლარით, მან კვლავ შეიძინა რა--- მა-------ისგან ერთი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც მა-------–ში ამოიღო მისგან გამომძიებელმა. 2018 წლის 7 თებერვალს, გამომძიებლის მიერ გადაცემული 500 ლარით, რა--- მა-------ისგან შეიძინა ერთი ცალი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც ასევე მა-------–ში ამოიღო მისგან გამომძიებელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლებს ნება დაერთოთ ფარული საგამოძიებო მოქმედების - ზე------- ნა---------ის და რა--- მა-------ის შეხვედრების და საუბრების „ფარული ვიდეოჩაწერის და აუდიოჩაწერის“ განხორციელება.
აღნიშნული განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 3, 5 და 7 თებერვალს მოხდა ზე------- ნა---------ის და რა--- მა-------ის შეხვედრების გადაღება, რაც ასახულია ვიდეოჩანაწერებში და ე.წ. ,,კრებსებში“.
2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზე------- ნა---------ი, ბოლო შეხვედრისას - 28 იანვარს შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობასა და ხარისხზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. ამავე საუბარში აკონკრეტებენ ნარკოტიკული საშუალების სახეობას, კერძოდ, ზე------- ნა---------ი ამბობს - „ძალიან ცოტა იყო... იმ დღეს რომ მომეცი ის სულაც არ იყო ჩეკი, რაღაც პატარა ის იყო...“ „სირეცი იყო თან სულ რაღაც ორი ზახოდი“, რა დროსაც რა--- მა-------ი უდასტურებს, რომ იყო „სირეცი“. ამასთან, ზე------- ნა---------ი უკმაყოფილებას გამოთქვამს ფასთან დაკავშირებით, რადგან როგორც საუბრიდან ირკვევა, ბოლო შეხვედრისას - 28 იანვარს, მას რა--- მა-------მა ერთი ჩეკის ღირებულებად დაუსახელა 400 ლარი, ხოლო შემდეგ გაზარდა 450 ლარამდე და ეუბნება „ოთხასად ხომ მითხარი 1 გრამი?“ (ბრალდებული ეთანხმება)... შენ ყოველდღე რატომ უმატებ.“ ამავე შეხვედრისას რა--- მა-------ი განუმარტავს, რომ მუშაობს მხოლოდ „ჩეკებით“, ხოლო ზე------- ნა---------ი დაჟინებით მოითხოვს ნარკოტიკული საშუალების გრამობით შეძენას. ზე------- ნა---------ი ასევე ინტერესდება 3-4 გრამის ერთდროულად შეძენისას ექნება თუ არა გარკვეული ფასდაკლება, მაგალითად 1 გრამი 250 ლარად, რაზეც რა--- მა-------ი პასუხობს, რომ აღნიშნული უნდა შეათანხმოს „ბიჭებთან“. ზე------- ნა---------ი ასევე აზუსტებს ნარკოტიკული საშუალების ხარისხს და რა--- მა-------ს მიმართავს კითხვით - „კარგი საქონელია?“, რაზეც რა---ი აცხადებს თანხმობას, ზე------- კი აფრთხილებს, რომ „თუ კარგი წამალი არ გამოდგება,“ მაშინ აღარ იყიდის მისგან. ამავე შეხვედრისას, ზე------- ნა---------ი რა--- მა-------ს საყვედურობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად უწევს ძალიან დიდხანს ლოდინი, რის გამომწვევ მიზეზად რა--- მა-------ი ასახელებს ზე-------ს მოთხოვნას, რომ ნივთიერება იყოს გრამებით და არა „ჩეკებად“ და ეუბნება „ჩეკები რომ წაგეღო, 5 წუთში მოგიტანდი, ერთ ჩეკს 100 ლარად“. 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზე------- ნა---------ი რა--- მა-------ისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ ამ უკანასკნელს ეკითხება „მაშინდელი ჩეკია რაც იყო?“ რაზეც იგი პასუხობს, რომ ეს უკეთესია. ამასთან, რა--- მა-------ი ზე------- ნა---------ის მოუწოდებს სატელეფონო საუბრისას სიფრთხილისკენ - „ისეთი დროა, რომ ადამიანი კონკრეტულ თემაზე უკვე აღარ ლაპარაკობს ტელეფონში, რა“. ამასთან, გამოთქვამს წუხილს, რომ აღარ ჰყავს ავტომანქანა და ეუბნება - „ერთი მანქანა მყავდა და ისიც წავაგე... ძალიან დამენანა, იცი რა მაგარი მანქანა იყო, BMW“. მათი საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ რა--- მა-------ი დაკავებულია საქმიანობით, რომელსაც ადრე, როდესაც ავტომანქანა ჰყავდა, ფონიჭალაშიც ახორციელებდა და რომელიც ზე-------ს შეფასებით საშიშია. ამ შეხვედრისას რა--- მა-------ი საუბრობს „ჩეკსა“ და „ბაშს“ შორის განსხვავებაზეც - „5 ცალი ჩეკი გამოდის 1 გრამი, 1 ჩეკი - 100 ლარი... ბაში კი არ არის ანუ არ არის გრამობით.“
რაც შეეხება 2018 წლის 5 თებერვლის ფაქტს, ხსენებულ დღეს შეხვედრისას, ზე------- ნა---------ი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რადგან რა--- მა-------ი მას ერთი ჩეკის შესაძენად თხოვს 500 ლარს, შეპირებული 400-450 ლარის ნაცვლად. ამავე შეხვედრისას მხარეები თანხმდებიან მომდევნო კვირაში 4-5 გრამის 450-500 ლარად შეძენაზე.
2018 წლის 7 თებერვლის შეხვედრისას რა--- მა-------ი კვლავ ზრდის ნარკოტიკული საშუალების ფასს და ითხოვს 550 ლარს, თუმცა ზე------- ნა---------ი ეუბნება, რომ არ აქვს 500 ლარზე მეტი. თანხის სანაცვლოდ, რა---ი ზე-------ს გადასცემს ბაშს, მისივე განმარტებით 0,9 გრამიანს, თუმცა პირდება, რომ მომდევნო დღეს იქნება ერთ გრამიანი.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 იანვარს 19:25-19:42 საათზე, თბილისში, კ----–----------------------------------------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, რა დროსაც ზე------- ნა---------ის კუთვნილი ავტომანქანიდან სახ.ნომრით Z--------, ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის ერთი ცალი წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მასში არსებული ფხვნილისებრი მასებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ჯა-----------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, მოქალაქე ზე------- ნა---------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მას რა--- მა-------მა რეალიზაციაში დახმარების მიზნით გადასცა ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, განმცხადებელი გამოთქვამდა მზადყოფნას გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამის შემდეგ, მან ზე------- ნა---------ის თანხმობით, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოიღო რა--- მა-------ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება. მანვე დაადასტურა, საგამოძიებო ოქმის სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 იანვრის ექსპერტის N1----------ქრ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი 2018 წლის 28 იანვარს, ზე------- ნა---------ისგან ამოღებული თერმულად დამუშავებული (მილღობილ) ლურჯი ფერის, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 0,0577 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 0,0376 გრამი. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნი---------–---–მა და სო-------–-------ამ.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 თებერვალს, სისხლის სამართლის N0----------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, გამომძიებელ ზუ-----------–-–--ლის მიერ ზე------- ნა---------ის, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 თებერვალს, 17:40-17:55 საათზე მა-------––---–------------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ზე------- ნა---------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ 2018 წლის 3 თებერვალს რა--- მა-------ისაგან შეძენილი 5 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები (თავებზე მომწვარი სახით), თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით, რაც დაილუქა სათანადო წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 05 თებერვლის ექსპერტის N1---------/ქრ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2018 წლის 3 თებერვალს, ზე------- ნა---- კიზისაგან ამოღებული რა--- მა-------ისაგან შეძენილი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის 5 ცალ ნაჭერში, 5 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 0,4278 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 0,2416 გრამს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თა------------–---–მა და სო-------–-------ამ.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 თებერვალს, სისხლის სამართლის N0----------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, გამომძიებელ ზუ-----------–-–--ლის მიერ ზე------- ნა---------ის, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 5 თებერვალს, 17:45-18:02 საათზე ზე------- ნა---------ისგან ამოღებულ იქნა 2018 წლის 5 თებერვალს მის მიერ რა--- მა-------ისაგან შეძენილი 1 ცალი მოვარდისფრო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი (თავზე მომწვარი სახით), მასში არსებული ფხვნილისებრი მასით, რაც დაილუქა სათანადო წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 07 თებერვლის ექსპერტის N2---------/ქრ დასკვნით, მოვარდისფრო პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით გამოშრობის შემდეგ - 0,35 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,14 გრამი. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ინ----------ამ და ალ---------------------ემ.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს, სისხლის სამართლის N0----------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, გამომძიებელ ზუ-----------–-–--ლის მიერ ზე------- ნა---------ის, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ამოღების ოქმით, 2018 წლის 7 თებერვალს, 18:34-18:53 საათზე, ქ.მ--------––---–-----------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზე------- ნა---------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ 2018 წლის 7 თებერვალს რა--- მა-------ისაგან შეძენილი 1 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი (თავზე მომწვარი სახით), მასში არსებული ფხვნილისებრი მასით, რაც დაილუქა სათანადო წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 09 თებერვლის ექსპერტის N2---------/ქრ დასკვნით, მოლურჯო პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით გამოშრობის შემდეგ - 0,36 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,144 გრამი. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ინ----------ამ და ალ---------------------ემ.
დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს 15:35 საათზე, მა-------–ში, შ------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რა--- ზა----ის ძე მა-------ი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 12 თებერვლის გამოკვლევის N7----- დასკვნით, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად რა--- მა-------ს, 2018 წლის 12 თებერვალს, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. გამოკვლევის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა----------–---–მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის დადგენილებით, რა--- მა-------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 ივნისის ექსპერტის N2--------- დასკვნით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „Rec1_000“ ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ გამოკვლევაზე წარმოდგენილი რა--- მა-------ის ფოტოსურათზე არსებულ პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი----------------ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის ექსპერტის N1----- დასკვნით, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხმის ნიმუშზე (სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერები) საიდენტიფიკაციო გამოკვლევა პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა და---- გრ-----–---–მა და ელ-----------–-----მა.
საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ზუ-----------–-–--ლმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ რა--- მა-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, მოქალაქე ზე------- ნა---------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ რა--- მა-------მა მასზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება და შეთავაზა დახმარებოდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში. ამასთან, ზე------- ნა---------ი გამოთქვამდა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს. აღნიშნულის შემდეგ ზე------- ნა---------ი და მისი ავტომანქანა აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამჯერ ჩატარდა რა--- მა-------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ზე------- ნა---------იმ რა--- მა-------ისაგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი შეიძინა სამჯერ გამომძიებლის მიერ წინასწარ, ოქმის საფუძველზე გადაცემული თანხით, რაც ამოღებული იქნა ნებაყოფლობით. ზე------- ნა---------ის მიერ რა--- მა-------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის სამივე ფაქტი განხორციელდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ჩატარდა რა--- მა-------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა: თა-----------–--------–------------–--------–---------------------–--------------–---–----------–------–---–----------–-----------–-------------------------ემ დაადასტურეს რა--- მა-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
რა--- მა-------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი არის ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მომხმარებელი. ზე------- ნა---------ისთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა. მანვე დაადასტურა 2018 წლის 28 იანვარს და ვიდეოჩანაწერებზე ასახული შეხვედრების, საუბრების და ზე------- ნა---------ისათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტები, თუმცა განმარტა, რომ მოცემულ ყველა შემთხვევაში მან ზე------- ნა---------ის გადასცა არა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, არამედ მარიხუანა. მისი მხრიდან გარკვეული თანხის სანაცვლოდ რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია, ზე------- ნა---------ის „გაუმასპინძლდა“ მეგობრულად. ფარულ ვიდეოჩანაწერებში ასახული თანხის გადაცემისას ზე------- ნა---------ი მას უბრუნებს ვალის ნაწილს, რადგან ამ უკანასკნელის თხოვნით, მან დაალომბარდა კუთვნილი ავტომანქანა და 5000 ლარი ვალის სახით გადასცა ზე-------ს, რომელმაც დაუბრუნა ვალის მხოლოდ ნაწილი - 1500 ლარი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც რა--- მა-------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, მათ შორის ზე------- ნა---------ის თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, რა--- მა-------ის მიერ ოთხჯერ იქნა გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ზე------- ნა---------იზე.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, ამასთან, ამოღების ოქმების კანონიერება შემოწმებული აქვს სასამართლოს. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ჰაბიდოსკოპიური, ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, უტყუარად დგინდება, რომ ჩანაწერის მთლიანობა დარღვეული არაა და მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეზე არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ის გარემოება, რომ ნარკოტიკული საშუალების ამოღება განხორციელდა არა დაუყოვნებლივ, არამედ რამდენიმე წუთის შემდეგ, უპირობოდ არ მიუთითებს ნარკოტიკული საშუალების შეცვლაზე. მოწმეებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ ზე------- ნა---------ი მათი თვალთახედვის არედან არ გამქრალა, გარდა ამისა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სავსებით გამორიცხავს დაცვის მხარის მოსაზრების მართებულობას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ზე------- ნა---------ის ჩვენების საფუძველზე, რის შემდეგაც დაიგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 3 თებერვალს, 2018 წლის 5 თებერვალს და 2018 წლის 7 თებერვალს განხორციელდა კიდეც ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა ზე------- ნა---------ის და რა--- მა-------ს შორის.
ზე------- ნა---------ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მისივე მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან - მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალასთან (ვიდეო ჩანაწერები) და ე.წ. კრებსებთან. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ 2018 წლის 3, 5 და 7 თებერვლის ვიდეოჩანაწერებში და ე.წ. ,,კრებსებში“, ნათლად არის ასახული ზე------- ნა---------ისა და რა--- მა-------ის შეხვედრები და ავტომანქანაში მათი საუბრები ნარკოტიკული საშუალების ოდენობის, ხარისხისა და ფასის თაობაზე, ასევე ზე------- ნა---------ის მიერ რა--- მა-------ისათვის ფულადი თანხის სამჯერ გადაცემის და ამ უკანასკნელის მიერ, ნარკოტიკული საშუალების წონაკებად გადაცემის სამი ფაქტი.
აღნიშნული ჩანაწერები აბათილებს დაცვის მხარის არგუმენტებს ვალის და ნარკოტიკული საშუალების გამოცვლის თაობაზე. ჩანაწერებში ასახულია, რომ საუბარია არა მარიხუანაზე, არამედ ნარკოტიკულ საშუალება ე.წ. სირეცზე. გარდა ამისა, სწორედ აღნიშნული ჩანაწერები და რა--- მა-------ის ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიუთითებენ 2018 წლის 28 იანვრის გასაღების ფაქტზეც. კერძოდ, 2018 წლის 3 თებერვლის ჩანაწერში, ზე------- ნა---------ი გამოთქვამს უკმაყოფილებას. რა--- მა-------ს ეუბნება, რომ „იმ დღეს“ გადაცემული იყო ძალიან ცოტა, სულაც არ იყო „ჩეკი“, რომ იყო „სირეცი“, თან სულ ორი „ზახოდი“.
ჩანაწერებში საუბარია ფულადი თანხის გადაცემაზე, ვაჭრობაზე, ნაკლებ ფასად მეტის შეძენაზე, რაც წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის პოზიციასთან. მაგალითისთვის, „ოთხასად ხომ მითხარი 1 გრამი?“, „შენ ყოველდღე რატომ უმატებ.“ აღნიშნულზე რა--- მა-------ის განმარტება, რომ ზე------- ნა---------ის სურს გრამი, თვითონ კი მუშაობს „ჩეკებით“ და სხვა მსგავსი საუბრები, ასევე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანით“ „გამასპინძლებას“ და პირდაპირ მიუთითებს, რომ მათ შორის საუბარია ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ გასაღებაზე.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. საგამოძიებო ოქმებში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ზე------- ნა---------ისგან ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია, როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არა----არი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთა----ვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
დაცვის მხარე უთითებს, რომ 2018 წლის 3 თებერვლის ამოღების ოქმში და ექსპერტიზის დასკვნაში არსებული არსებითი ხასიათის უზუსტობის გამო, აღნიშნული მტკიცებულებები საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
2018 წლის 3 თებერვლის ამოღების ოქმში აღნიშნულია, რომ ზე------- ნა---------ისგან ამოღებული იქნა მის მიერ 2018 წლის 3 თებერვალს რა--- მა-------ისაგან შეძენილი 5 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თავებზე მომწვარი სახით, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით. ამავე ოქმში მითითებულია, რომ ამოღებული წონაკები (ობიექტი 1) მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა შსს ცკპდ N19 ლუქის ბეჭდებით, რომელსაც დაესვა შესაბამისი ხელმოწერები და თარიღი. 2018 წლის 5 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N1---------/ქრ დასკვნაში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო 1 პაკეტი, რომელიც დალუქული იყო N19 ლუქის ბეჭდებით და მასზე აღნიშნული იყო ხელმოწერები. პაკეტზე ასევე აღინიშნებოდა ხელნაწერი - ზე------- ნა---------ისგან ამოღებული 5 ცალი წონაკი. პაკეტის და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა: მცირე ზომის, თეთრი ფერის ქაღალდში გადახვეული ლურჯი ფერის პოლიეთილენის 5 ნაჭერი, ხუთ ცალად დაფასოებული, თერმულად დამუშავებული ბოლოთი, რომლებშიც მოთავსებული იყო სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით. დაცვის მხარე უთითებს მცირე ზომის თეთრი ფერის ქაღალდზე, რაც არ იყო მითითებული ამოღების ოქმში, და რაც, მათი ვერსიით, წარმოადგენს მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს.
პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც აღინიშნა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა. აღსანიშნავია, რომ გამომძიებლის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ამოღებული ნივთიერებები დალუქული ერთ ცალ პაკეტში გადაიგზავნა საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად. ის გარემოება, რომ 5 ე.წ. წონაკი დამატებით გადახვეული იყო თეთრი ფერის ქაღალდში, რომელი ქაღალდიც არ ყოფილა მითითებული ამოღების ოქმში, არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სხვა საექსპერტო კვლევები და საგამოძიებო მოქმედებებიც, რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება რა--- მა-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
პალატას რა--- მა-------ის მიერ ზე------- ნა---------იზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ოთხი ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმე ზე------- ნა---------ის ჩვენებით, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. აღსანიშნავია, რომ თავად რა--- მა-------მა დაადასტურა ზე------- ნა---------ისთან შეხვედრის ფაქტი არამხოლოდ 2018 წლის 3, 5 და 7 თებერვალს, არამედ ასევე 2018 წლის 28 იანვარსაც. რა--- მა-------ის პოზიცია, რომ მხოლოდ მარიხუანით, „მეგობრულად უმასპინძლდებოდა“ ზე------- ნა---------ის, წარმოადგენს მსჯავრდებულის მცდელობას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები უშუალოდ და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდების საფუძვლიანობასა და სისწორეზე.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამაევ მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რა--- მა-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ომ----------------–---ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი.
რა--- მა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რა--- მა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რა--- მა-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.
რა--- მა-------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სა---ისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა---ისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა---ისტროს, საქართველოს თავდაცვის სა---ისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
რა--- მა-------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
● ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 8 (რვა) დისკი, სხდომის ოქმის ამსახველი 1 (ერთი) დისკი და 1 (ერთი) დისკი ბრალდებულის ფოტოსურათებით, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე