განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
120100117002223285
ინსტანცია
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002223285

საქმე №1ბ/01-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ------------–---–---–ის,გამართლებულ: ჯ-------–---–-----ის,ადვოკატ: ო-------------–--ის

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ-------–---–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------------–-- საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ---------------------–---–--------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ-------–---–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გენდერული მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ჯ-------–---–-----ი დ-----------ში გ-------–---–-------------–- მდებარე თავისივე სახლში, სისტემატიურად აყენებდა შეურაცყოფას, დამცირებას, მეუღლე ნ----------ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალმა არ უნდა იმუშაოს, არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი და შეხედულება და უნდა იყოს სახლში, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე დ-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯ-------–---–-----მა ალკოჰოლური სასმელით ზემოქმედების ქვეშ მყოფმა იმავე მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა მეუღლეს ნ----------ს, რა დროსაც მან ორჯერ დაარტყა ხელი მეუღლეს სახის არეში, რამაც გამოიწვია ნ----------ს ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ჯ-------–---–-----ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბერის განაჩენის გაუქმება და ჯ-------–---–-----ის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ჯ-------–----–-----ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული, შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლითაც დადასტურებულია როგორც ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ასევე ტკივილის განცდა. სასამართლო-სამედიცინო დასკვნაში მითითებული გარემობა, რომ გამოსაკვლევ პირს ჩივილები ტკივილებზე არ გააჩნია, არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტის არსებობას და ყურადღების გამახვილება ტკივილის განცდაზე 6 ნოემბერს, როდესაც ფაქტი მოხდა 2 ნოემბერს არასწორია. ჯ-------–---–-----ის ბრალეულობას, ექსპერიმენტთან და შეტყობინებებთან ერთად, ცალსახად ადასტურებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების ნ---------------------–---------------ვენებები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ-------–---–-----ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ჯ-------–---–-----ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოწმების ნ---------------------–---------------ვენებებს და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულმა ნ----------მ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მეუღლეს ჯ-------–---–-----ს.

 

მოწმე ნ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულის და. მან თავის დისგან გადმოცემით იცის, რომ ჯ-------–---–-----ის და ნ-----------ს კონფლიქტის მიზეზი იყო ბრალდებულის მიერ ალკოჰოლური სასმელის სისტემატიურად მოხმარება, თავისი დისგან ნ----------სგან გადმოცემით იცის, რომ ბრალდებული აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოას, რაც ასევე დაკავშირებული იყო ნ----------ს მიერ სამუშაოს დაწყებასთან. თავად ნ------------ც ურჩევდა თავისივე დას, რომ დაენებებინა სამსახურისათვის თავი და მიეხედა მცირეწლოვანი შვილისთვის, რაც ნ----------მ არ გაითვალისწინა და ამის გამო დებს ხშირად აღარ ჰქონდათ ურთიერთობა. იყო შემთხვევა, როდესაც ჯ-------–---–-----ი ეძებდა ნ----------სა და მათ მცირეწლოვან შვილს, რადგან არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. შემთხვევის დღეს ნ---------- დაუკავშირდა ნ------------ს და უთხრა, რომ მეუღლემ ჯ-------–---–-----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ კონფლიქტს პირადად არასდროს არ შესწრებია.

 

მოწმე მ--–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულის მეუღლის ნ----------ს დის - ნ------------ს მეუღლე. ჯ-------–---–-----ი და ნ---------- დაახლოებით 4 წელია ცოლ ქმარი არიან, როგორც გადმოცემით იცის ჯ-------–---–-----ი სვამს ალკოჰოლურ სასმელს სისტემატურად, რის გამოც მეუღლესთან ნ----------სთან აქვს კონფლიქტი. ბოლო პერიოდში ნ----------მ დაიწყო რესტორანში მიმტანად მუშაობა, ჯ-------–---–-----ი კი უშლიდა რაც მათი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზიც იყო. 2017 წლის 2 ნოემბერს, დილით, ჯ-------–---–-----თან ერთად აპირებდა ტყეში შეშის მოსატანად წასვლას, მაგრამ, მისი მეუღლისგან შეიტყო, რომ უთანხმოება მოსვლიათ ერთმანეთში ცოლ ქმარს და მეზობელს დაურეკევს 112-ში. ნ----------მ უთხრა, რომ ჯ-------–---–-----მა ხელი დაარტყა, ჯ------მა კი უარყო. თავად მომხდარ ფაქტს არ შესწრებია.

 

ჯ-------–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან ნ----------სთან კონფლიქტური დამოკიდებულება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან დაიწყო მუშაობა რესტორანში. ურთიერთობა არ დაძაბულა იმის გამო, რომ მეუღლე რესტორანში მუშაობდა, არამედ იმიტომ, რომ მისი სამუშაო გრაფიკი შეუთავსებელი იყო ოჯახურ პირობებთან. კერძოდ, იგი დილით ადრე გადიოდა სახლიდან და ბრუნდებოდა გვიან ღამით, შესაბამისად, არანაირ ყურადღებას არ აქცევდა არც ოჯახს და არც მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ითხოვდა დედასთან ყოფნას. დედის ვალდებულებად მიაჩნია, რომ ბავშვს ეცვას სუფთად, არ იყოს მშიერი. იგი ყოველთვის მუშაობდა ფიზიკურად, მაგალითად, მშენებლობაზე და იმის გამო, რომ ბავშვი ბაღიდან არ გამოჰყავდა დედას, იძულებული იყო თავად მას წამოეყვანა სამი წლის ბავშვი და ჰყოლოდა თავისთან მშენებლობაზე. ასე ხდებოდა ხშირად. ამის გამო ხშირად კამათობდა მეუღლესთან. ეუბნებოდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის, რადგან ხელი არ ეწყობოდათ ოჯახში, მას იმდენი შემოსავალი ჰქონდა, რომ ოჯახის სარჩენად საკმარისი ყოფილიყო. აღნიშნული ფაქტების გამო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასდროს არ მიუყენებია, კონფლიქტისათვის თავის არიდების მიზნით ყოველთვის სახლიდან გადიოდა ხან ბავშვთან ერთად ხან მარტო. ამ რესტორნის მეპატრონესთანაც ჰქონდა საუბარი იმის გამო, რომ უარი ეთქვა მისი მეუღლის დასაქმებაზე, რადგან ამის გამო ოჯახში ეძაბებოდა სიტუაცია.

2018 წლის 2 ნოემბერს დილით ადრე მეუღლის დის ქმართან ერთად აპირებდა ტყეში შეშის მოსატანად წასვლას. წინა ღამით მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იყო ნაბახუსევ მდგომარეობაში. მეუღლისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან ბავშვი წაიყვანა ბაღში და გავიდა სახლიდან, თავად კი ბენზოხერხს ამზადებდა. მისთვის გაურკვეველია მეუღლის პრეტენზია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიციას დააჭერინებდა მის თავს იმისათვის, რომ ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. ჯ-------–---–-----ი კი ღიმილით პასუხობდა, რომ კი სვამდა, მაგრამ არაფერს აშავებდა.

ასევე გაურკვეველია მისთვის დაზარალებულის ნ----------ს პრეტენზია, რომ მეუღლე მას უშლიდა რაიმეს, რადგან იგი არასდროს აყენებდა ქმარს საქმის ყურში მაშინაც კი თუ მაგალითად, ბავშვთან ერთად მიდიოდა რამოდენიმე დღით სახლიდან. ამის გამო უწევდა ნათესავებთან და მეგობრებთან მისი ძებნა. ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახის დანაზოგი შეშის ფული აუღია და წასულა სახლიდან რამოდენიმე დღით ნათესავებთან სტუმრად. ამის გამო მას აძლევდა რჩევა-დარიგებებს, საქმის ყურში აყენებდა მის მშობლებს და ახლო ნათესავებს, ეუბნებოდნენ, რომ ასაკით პატარა იყო და გამოსწორდებოდა. ყოფილა შემთხვევა თავად ნ----------ს მიუყენებია შეურაცხყოფა, უწოდებდა ბებერს რაც ბრალდებულისათვის იყო შეურაცხმყოფელი. ოჯახში ასეთი ვითარების გამო ცდილობდა გარიდებოდა მეუღლეს და ეძალებლოდა ალკოჰოლურ სასმელს. განქორწინებაზეც ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ გაშორებულიყვნენ, მაგრამ მისი პასუხისგებაში მიცემის გამო ვეღარ მოახერხეს.

ამჟამად, დაძაბული ურთიერთობა არ აქვთ, შეგუებულები არიან, რომ ერთად აღარ ცხოვრობენ, ბავშვის გამო ერთმანეთთან უწევთ ურთიერთობა. ნ---------- ცხოვრობს დროებით საცხოვრებელ ადგილას. ამის გადაწყვეტილებაც მან თავად მიიღო და მიუხედავად მისივე მშობლების რჩევისა, რომ დაბრუნებულიყო მშობლებთან ერთად სახლში, იგი არ დასთანხმდა და გამოიძახა პოლიცია რათა არ დაეძალებინათ ქ-------იდან მშობლებთან ერთად წასვლა. ხელით არასდროს შეხებია, არც შეურაცხყოფა მიუყენებია, ხმამაღალი საუბარი ჰქონიათ, მაგრამ საბოლოოდ ამჩნევდა, რომ აზრი არ ჰქონდა, მათი ურთიერთობა აღარ იყო ისეთი როგორც ადრე, რაც მისი აზრით იყო ვინმე მესამე პირის არსებობის მიზეზით გამოწვეული. ამჟამად, ნ---------- აღარ მუშაობს იმავე რესტორანში, ხოლო ბავშვი ხშირად არის მამასთან. ნ----------ს ადგილსამყოფელი კი არ იცის. გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმის შინაარსი არ იცის, მაშინ ძალიან აღელვებული იყო და გამოკითხვის ოქმი მთლიანობაში არ წაუკითხია.

 

2017 წლის 06 ნოემბრის N6--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ----------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამასთან, სუბიექტური მონაცემების თანახმად, გამოსაკვლევ პირს ჩივილები ტკივილებზე არ გააჩნია. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 02 ნოემბერს ჯ-------–---–-----ის მიერ ნ----------ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

2017 წლის 11 დეკემბრის N0-------- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ---------- მისი ქმრის ჯ-------–---–-----ის მხრიდან სისტემატიური შეურაცყოფის და დამცირების გამო განიცდიდა ტანჯვას.

 

ექსპერტ-ფსიქოლოგმა მ-------------–---–-ა, თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამოსაკვლევი პირი ნ----------, გამოსაკვლევად საექსპერტო ბიუროში წარადგინა პოლიციის თანამშრომელმა. ესწრებოდა თუ არა პოლიციელი გამოკვლევას არ ახსოვს თუმცა იგი დაზარალებულთან გასაუბრებაში არ ჩარეულა. ექსპერტმა დასკვნა გასცა თავად ნ----------სთან გასაუბრების, პოლიციის თანამშრომლის დადგენილებისა და საქმის მასალების საფუძველზე. გაცემული დასკვნა ემყარება ნ----------სთან გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მეუღლის მიმართ პრეტენზიას, რომ არ აძლევდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, უშლიდა მუშაობას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამასთან, კვლევა არ ჩაუტარებია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჯ-------–---–-----ი ნ----------ს რესტორანში მუშაობისათვის თავის დანებებას სთხოვდა ბავშვისა და ოჯახის ინტერესიდან გამომდინარე და არა იმ მოტივით, რომ არ სიამოვნებდა მეუღლის უშუალოდ რესტორანში მუშაობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ნ----------ს ექსპერტისათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც საქმის მასალები შეიცავდა ამგვარ ინფორმაციას.

 

2017 წლის 17 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ-----------მ გამომძიებელს განუმარტა და მიუთითა ის ადგილი სადაც 2017 წლის 02 ნოემბერს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ-------–---–-----მა. ექსპერტ-კრიმინალისტმა ფ------------------მ, თავისი ჩვენებით დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული 2017 წლის 17 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გ---------------ის მიერ ოქმის შედგენა დაიწყო 2017 წლის 02 ნოემბერს 13:20 საათზე და დასრულდა 13:40 საათზე. შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--------------ის მიერ 12:50 საათზე დ-----------ში გ-------–---–-------------–- ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯ-------------–----------–---–-------------------–-------–-–-----------------ს. ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ--------–---–-----ის პირადი ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, საგანი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.

მოწმე გ---------------------–-----–------–---–--, გ--------------ემ ჩვენებებით დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ნოემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ნ---------- ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმების ნ------------ს და მ--–-----------ის ჩვენებებით და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება ჯ-------–---–-----ის ბრალდება, ვინაიდან მითითებული ჩვენებები, საგამოძოებო ექსპერიმენტის ოქმი და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" პუნქტის შესაბამისად, მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ჯ-------–---–-----მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ჯ-------–---–-----ის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება.

 

გარდა ამისა, ნ----------ს მიერ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმით სასამართლომ ვერ მიიღო ინფორმაცია ჯ-------–---–-----ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. საქმეში მოთავსებული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადგენს, რომ დაზარალებული ნ---------- მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო განიცდიდა ტანჯვას, ძირითადად ემყარება ნ----------ს ჩვენებას, რომელმაც, როგორც აღინიშნა, არ მოისურვა შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ემხილა ჯ-------–---–-----ი. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია შესაძლებლობა გადაამოწმოს იმ ინფორმაციის წყარო, რომელსაც ემყარება ექსპერტის დასკვნა. ამასთან, არსებობს წინააღმდეგობები, რომელიც ეჭვსქვეშ აყენებს ექსპერტიზის მიერ გაკეთებული დასკვნების სისწორეს. კერძოდ, დასკვნის თანახმად, ექსპერტმა ჯ--------–---–-----ის მიერ ნ-----------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე ინფორმაცია მიიღო საგამოძიებო ორგანოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან, ნ-----------ს გამოკითხვის ოქმიდან, თავად ნ----------სგან და საქმის მასალებიდან, თუმცა, უშუალოდ რომელი დოკუმენტიდან და რომელ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ექსპერტმა, დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნული არ არის. რიგი გარემოებებისა, რომლის შესახებაც ნ----------მ ინფორმაცია მიაწოდა ექსპერტს, და რომელმაც შემდეგში ამ ინფორმაციაზე დაამყარა დასკვნა, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. მაგალითად, ნ---------- ექსპერტთან გამოკითხვის დროს უთითებს, რომ მეუღლე ჯ-------–---–-----ი მას უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, არ აძლევდა უფლებას ხშირი კავშირი ჰქონოდა თავის დასთან ნ------------სთან, ვერ მიდიოდა სტუმრად, არ აძლევდა უფლებას ემუშავა, რადგან გენდერული სტერეოტიპის გავლენით ჯ-------–---–-----ს მიაჩნდა, რომ ქალს არ უნდა ემუშავა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, თავად ჯ--------–---–-----ის, მოწმეების ნ------------სა და მ--–-----------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ნ---------- მეუღლის გაუფრთხილებლად, მცირეწლოვან შვილთან ერთად არაერთხელ გაემგზავრა სტუმრად ნათესავებთან რამოდენიმე დღით, ამასთან, მეუღლისათვის ხშირად არ იყო ცნობილი ნ----------ს ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც ჯ-------–---–-----ი მას ეძებდა ახლობლებში. ჯ-------–---–-----ი მეუღლეს სთხოვდა, რომ არ ემუშავა იმ ეტაპისათვის, რადგან მცირეწლოვან ბავშვს სჭირდებოდა დედის მზრუნველობა, ხოლო ჯ-------–---–-----ს, რომელიც ოჯახის შექმნის დროიდანვე მუშაობდა ხელოსნად, ერთდროულად არ შეეძლო ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებაც და სამსახურეობრივად აღებული ვალდებულებების შესრულებაც, შედეგად, კი მცირეწლოვან ბავშვს უწევდა მშენებლობაზე ყოფნა ვიდრე მამა დაასრულებდა სამუშაოს. ნ----------ს სამსახურისათვის თავის დანებებას ასევე უშედეგოდ ურჩევდნენ მისი ნათესავებიც (ნ------------ და მ--–-----------ე) რომელთანაც შეხედულებების შეუთავსებლობის გამო ჰქონდა უკმაყოფილება და მათთან არჩევდა ჰქონოდა ნაკლები კავშირი. ეს გარემოებები ექსპერტისათვის ცნობილი არ იყო დასკვნის გაცემის დროს. სასამართლოში საქმის განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად არ დადგენილა იმ ფაქტების რეალურად არსებობა, რომელსაც ემყარება ექსპერტის დასკვნა, ხოლო გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტების მხედველობაში მიღების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნა გაცემული არ არის.

 

გამოძიებით არ გადამოწმებულა ნ----------ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის რეალობა, მაგალითად, თუ ჯ-------–---–-----ი ნ----------ს მუდმივად აძალებდა მეზობლებისაგან მიეტანა ალკოჰოლური სასმელი და კონკრეტულად 2017 წლის 2 ნოემბერსაც ამ მოტივით მოხდა მათ შორის კონფლიქტი, გამოძიებას არ დაუდგენია რომელი მეზობლისგან მიჰქონდა ნ----------ს ალკოჰოლური სასმელი ჯ-------–---–-----ისათვის და მათ, ხომ არ ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია შესაძლო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რომელიც სისტემატიურად ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჯ-------–---–-----ის მიერ ნ----------ს მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტის უტყუარად დადგენის გარეშე, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ნ---------- ჯ-------–---–-----ის ქმედებებით განიცდიდა ტანჯვას.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ჯ-------–---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია გამოძიებისას გამოკვლეული, შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ჯ-------–---–-----ის მხრიდან ნ----------ს მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ჯ-------–---–-----მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ჯ-------–---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ჯ-------–---–-----ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ჯ-------–---–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ჯ-------–---–-----ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდენილ ბრალდებაში.

 

ჯ-------–---–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ა---–---–-------------------------, ჯ-------–---–-----ის (--------------- და ლ--------------------------------- თანასაკუთრებიდან ა---–---–------------------------- და ლ--------------------------------- საკუთრებაში რიცხულ უძრავი ქონების წილს, მდებარე დ-----------------------------------------------2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება N12/002-17).

 

ჯ-------–---–-----ს განემარტა, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი