განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №160100117002218549 -1ბ/279-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ე-–----------–-–-----------ი, დაბადებული 1----–-–--------------------------------–----------–--------------------------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: მარნეული, სო----–-------–----–----–-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
სასჯელი: ჯარიმა 1000 ლარი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე-–----------–-–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------სევე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------------.
მსჯავრდებულმა ე-–----------–-–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--- რ----მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა შეცვლილი იქნეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე-–----------–-–-----------ის მიმართ სასჯელის ნაწილში და ე-–----------–-–-----------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;
ე-–----------–-–-----------ს, ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა :
2016 წლის 9 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს ე-–----------–-–-----------მა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულა ყოფილი მეუღლე ს-----------–-----------ა, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არ მისულიყო მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე მარნეულის რაიონის ს------–-------–----–--ში, ჟ-----------------ში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს;
დაზარალებულმა ს-----------–-----------ის ჩვენების თანახმად, ე-–----------–-–-----------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, ერთად ცხოვრობდნენ 30 წლის განმავლობაში, მარნეულის რაიონის ს------–-------–----–--ში, ამჟამად 3 წლის დაშორებულები არიან. 2016 წლის 9 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ჰქონდათ სამოქალაქო საქმის განხილვა, როდესაც მოსამართლე შესვენებაზე გავიდა ე-–----------–-–-----------ი დაემუქრა მას რომ რა დროსაც სახლში მივიდოდა მოკლავდა. მუქარის დროს მოსამართლის გარდა დარბაზში იმყოფებოდნენ ე-–----------–-–-----------ი, მისი ადვოკატი, თავად და მისი ადვოკატი, სხდომის მდივანი, მანდატური, თარჯიმანი და მოწმე იუ------------–ოვი. მას მუქარის შემდეგ გაუჩნდა შიში. ე-–----------–-–-----------ის სახლში არის მისი ნივთები, სურს სახლში მისვლა, თუმცა მარტო ვერ მიდის, რადგან ეშინია. ე-–----------–-–-----------ი ცუდი მეუღლე იყო, სცემდა კიდეც, ამის შესახებ ნათესავებს არ ეუბნებოდა და არც პოლიციისთვის არ მიუმართავს, სურდა დაშორება, მაგრამ შვილების გამო არ შორდებოდა. დაშორების შემდეგ მიმართა პოლიციას, ე-–----------–-–-----------ის მიმართ შედგენილი იქნა შემ---ვებელი ორდერი. სასამართლოდან გამოითხოვა ჩანაწერები და წარადგინა მარნეულის პოლიციაში. მან არ იცოდა თუ ბოლნისის პოლიციისთვის უნდა მიემართა, შემდგომ მარნეულის პოლიციამ საქმე გამოაგზავნა ბოლნისში. ე-–----------–-–-----------ი მას დაშორების შემდეგაც დამუქრებია, ყველგან დაყვებოდა და ეუბნებოდა მაინც მოგკლავო. სასამართლოდან გამოთხოვილი დისკი დაათვალიერა გამომძიებელთან ერთად და ჩანაწერშიც ისმის მუქარა. მსჯავრდებული მათ აწ გარდაცვლილ შვილსაც სცემდა, რამოდენიმეჯერ თვითონაც შესწრებია როგორ სცემდა შვილს. სწორედ შვილის სიკვდილის შემდეგ დაშორდა, ეჭვი გაუჩნდა, რომ შვილი ე-–----------–-–-----------მა მოკლა, მასთან ერთად მარტო დარჩენის ეშინოდა.
მოწმე მ----------------- ჩვენების თანახმად, აღნიშნული საქმე გადმოიგზავნა მარნეულის რაიონული სამმართველოდან, საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები. მოწმე ს-----------–-----------ამ წარადგინა 3 ცალი დისკი, ერთ დისკზე იყო აუდიო ჩანაწერი, ხოლო ორ დისკზე ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო დისკზე ჩაწერილი იყო სასამართლო სხდომის მსვლელობა და ასევე შესვენებაც, ასევე შეიცავდა დისკზე ხმოვან ჩანაწერსაც. დისკების წარდგენის შემდეგ მოხდა მათი დათვალიერება, ჩანაწერის დათვალიერებას ესწრებოდნენ ს-----------–-----------ა და თარჯიმანი, ს-----------–-----------ას ადვოკატი არ დასწრებია დათვალიერებას, რადგან მისვლა ვერ მოახერხა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმიც. გამოძიების მიერ დანიშნული იქნა ჰაბითოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო წარდგენილი დისკები დალუქული სახით გადაგზავნილი იქნა ექსპერტიზაზე. თავადაც გამოითხოვეს სასამართლოდან სხდომის ოქმის აუდიო, ვიდეო ჩანაწერი, სასამართლომ გადასცა მხოლოდ აუდიო ჩანაწერი, ხოლო ვიდეოზე განუმარტეს, რომ დიდი დრო იყო გასული და სერვერზე ვიდეო ჩანაწერი არ ინახებოდა.
მოწმე გ---------------–---–-- ჩვენების თანახმად, მოსამართლის თანაშემწე თ------------ემ მოსთხოვა ვიდეოს დისკზე ჩაწერა, ვიდეოს ჩაწერა ხდება სასამართლოში არსებული სერვერიდან, მან ჩაწერა ვიდეო დისკზე და გადასცა თანაშემწეს.
მოწმე ს---------------–---–-- ჩვენების თანახმად, 2016 წლის 09 ნოემბერს იხილებოდა სამოქალაქო საქმე, მონაწილე მხარეები იყვნენ ე-–----------–-–-----------ი, მისი ადვოკატი ო----------------–---ი, ასევე ს-----------–-----------ა, მისი ადვოკატი იყო ქალბატონი, რომლის სახელი არ ახსოვს, მოსამართლე იყო პ-----------–-ძე, სხდომის მდივანი თ------------ე, ხოლო თვითონ თარჯიმანი. სხდომაზე რამდენი შესვენება გამოცხადდა არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ მხარეთა მორიგებასთან დაკავშირებით გამოცხადდა შესვენება, რა დროსაც მოსამართლე გავიდა სხდომის დარბაზიდან, ხოლო თვითონ დარბაზში იმყოფებოდა. შესვენებამდე სკამზე იჯდა და მხარეებს უთარგმნიდა პროცესის მიმდინარეობას, შესვენების გამოცხადების შემდეგ მივიდა სხდომის მდივანთან და მასთან საუბრობდა, დარბაზში რა ხდებოდა ყურადღება არ მიუქცევია, საერთოდ იყო საუბარი თუ არა არ გაუგია და არც დაუნახავს.
მოწმე ლ--–----–--–-ილის ჩვენების თანახმად, ს-----------–-----------ას იცნობს დაახლოებით 2014 წლიდან და ამ პერიოდიდან არის მისი ადვოკატი, ს-----------–-----------ას და ე-–----------–-–-----------ს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავები, იგი ს-----------–-----------ის წარმომადგენელია. 2016 წლის 9 ნოემბერს მიმდინარეობდა ერთ-ერთი სამოქალაქო საქმის განხილვა, მოსამართლე იყო პ-----------–-ძე, წარმოდგენილი იყო ს------------–---------------–----------–----------ვი და მისი ადვოკატი ო-----------------–----- დავის საგანი იყო ფერადი ლითონისა და ჯართის თანაბარწილად გაყოფა. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ რომ მათ შორის მოხდებოდა მორიგება და დაიწყეს მორიგების აქტის დაწერა. მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება და გავიდა დარბაზიდან. დარბაზში იმყოფებოდნენ ს-----------–-----------ა, ე-–------- ა-–----------ი, მისი წარმომადგენელი ო---- მ-----------–---ი, სხდომის მდივანი, თარჯიმანი და ერთ-ერთი მანდატური. შესვენების დროს მასსა და ე-–----------–-–-----------ს შორის შედგა საუბარი, მან შესთავაზა ე-–----------–-–-----------ს, რომ აღარ გაეწელათ პროცესები და სხვა დავაზეც, რომელიც შეეხებოდა სახლის, ავტომანქანისა და მიწების გაყოფას, საქმე ასევე მორიგებით დაესრულებინათ, რაზეც ე-–----------–-–-----------მა კატეგორიული უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ, მან ე-–----------–-–-----------ს უთხარა, რომ სახლის ½ ნაწილზე, ოთხ მანქანაზე და ორ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეს წარმოადგენს ს-----------–-----------ა და მას როცა უნდოდა მაშინ მივიდოდა ამ სახლში, რაზეც ე-–------- ა-–-–------პასუხა, რომ ს-----------–-----------ა ვერ მივიდოდა იმ სახლში და თუ მივიდოდა ის მოკლავდა. მათ შორის საუბარი მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, ეს სიტყვები გაიგო ს-----------–-----------ამაც და დაიწყო ტირილი. მან ე-–----------–-–-----------ს უთხარა, რომ ასე არ უნდა ელაპარაკა, ამ ყველაფერს ჩაიწერდა და შესაბამის ორგანოებს მიმართავდა. ე-–----------–-–-----------მა თითით მიანიშნა ს-----------–-----------აზე და თქვა მე შენ გაფრთხილებო, რომ როგორც კი სახლში შემოვა მოვკლავო. წარსულშიც შესწრებია მსგავს ფაქტებს, ორი ფაქტი შეუძლია დაასახელოს, რომელიც მართლა მტკივნეული იყო და იმდენად იმოქმედა ს-----------–-----------ზე, რომ ფიზიკურად გადაადგილებისაც ეშინია, როდესაც სახლის ½ წილის მესაკუთრე გახდა ს-----------–-----------ა, სურდა ნივთების წამოღება, ერთად მივიდნენ მარნეულის რაიონის, ს------–-------–----–--ში, სადაც ე-–----------–-–-----------ის მხრიდან დახვდათ აგრესია, ფიზიკურად არ შეუშვა სახლში, მუქარას ჰქონდა ადგილი, როგორც მასზე, ისე ს-----------–-----------აზეც. მეორე ფაქტი რაც ახსოვს იყო ის, რომ მოსამართლემ გადადო სასამართლო პროცესი და საქმე გააგზავნა ექსპერტიზაზე, ექსპერტებს უნდა დაედგინათ თუ შეიძლებოდა სახლის გაყოფა, მას დაურეკეს ექპერტებმა და სთხოვეს გაყოლა, სახლის ჭიშკართან დახვდათ ე-–----------–-–-----------ი, მისი მხრიდან იყო მუქარა, ექსპერტებს ეჩხუბა და სახლში არ უშვებდა, შემდეგ ექსპერტები დაელაპარაკნენ, რომ ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და აუხსნეს, რომ მეორეჯერ ვერ ჩამოვიდნენ, შემდეგ ექსპერტები შეუშვა, თუმცა სახლის მეორე სართული არ გააღო. ექსპერტებმა დააფიქსირეს, რომ ხელის შეშლის გამო ვერ ჩაატარეს ექპერტიზა და განმეორებით გახდა საჭირო ექსპერტიზის დანიშვნა. აღნიშნულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2016 წლის 9 ნოემბრამდე. 2016 წლის 09 ნოემბრის სხდომაზე მუქარის გაგონების შემდეგ ს-----------–-----------ა ატირდა სასამართლო სხდომის დარბაზში, დაემართა ისტერიკა, ძალიან ცუდად გახდა, დათრგუნული იყო და იმის გაფიქრებაც, რომ სახლში შესულიყო და ტანსაცმელი წამოეღო არ შეეძლო, თუ პოლიციის თანამშრომელი არ გაჰყვებოდა. მას ზუსტად ახსოვს რომ თითით მიანიშნა ს-----------–-----------აზე და სიტყვა ,,უბიუუ“ უთხრა. ს-----------–-----------ას და ე-–----------–-–-----------ის 23 წლის შვილი გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, აღნიშნულის შემდეგ მათ ერთად აღარ უცხოვრიათ.
მოწმე რ----------–-----ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის თვეში მარნეულის სამმართველოში შევიდა ს-----------–-----------ას განცხადება მუქარის ფაქტთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ს-----------–-----------ამ წარადგინა დისკი, მისი გადმოცემით ეს იყო ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო პროცესის ვიდეო ჩანაწერი, მან ს-----------–-----------ასა და თარჯიმნის თანდასწრებით დისკი მოათავსა კომპიუტერზე, თუმცა დისკზე ჩანაწერი ვერ გახსნეს, დისკი დაათვალიერეს, ვიზუალურად ემჩნეოდა, რომ იყო ჩანაწერი, მაგრამ არ იხსნებოდა. გამოძიების დაწყების შემდეგ ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხა მოწმეები. ს-----------–-----------ას ადვოკატის თ----- ლ------ს განცხადებაში მითითებული იყო მუქარის რამოდენიმე ფაქტთან დაკვშირებით, კერძოდ ერთი იყო ის, რომ ს-----------–-----------ა გასვენებიდან ბრუნდებოდა, მასთან ერთად 15-20 ქალბატონი იმყოფებოდა, როდესაც ე-–----------–-–-----------ი მოკვლით დაემუქრა, მეორე ფაქტი იყო შვილის გარდაცვალების პერიოდში, ხოლო მესამე იყო ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვის დროს განხორციელებული მუქარა. შემდგომ მოხდა საქმის გამოყოფა, ს-----------–-----------ამ განაცხადა, რომ მარნეულის ტერიტორიაზე განხორციელებული მუქარა რეალურად არ აღუქვია, ხოლო ბოლნისის სასამართლოში განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით საქმე გადმოგზავნილი იქნა ბოლნისის რაიონულ სამმართველოში.
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული N------ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი DVD-R დისკზე ჩაწერილი აუდიო -ჩანაწერი ვარგისია საექსპერტო კვლევებისათვის. 4.ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. 5. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა გაშიფრულია ტექსტობრივად 05სთ.:15წთ.:00წმ-დან 05სთ.:16წთ.:00წმ-მდე და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა აღნიშნული დანართიც.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N----- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თაახმად, 1.გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას სახელწოდებით: ,,2016-11-14 04.32.42 PM.ave" არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. 2. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას სახელწოდებით: ,,2016-11-14 04.32.42 PM.ave", დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტეროსო პირების გამოსახულება იდენთიპიკაციისათვის პირობითად ვარგისია.
მოწმე ე------------–-–---–-ა დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე და განმარტა, რომ მან ჩაატარა ტექნიკური ექსპერტიზა, აუდიო ჩანაწერზე. წარმოდგენილი იყო ლაზერული დისკი დალუქულ მდგო----ეობაში, მასზე არსებული ვიდე ჩანაწერით და კითხვაში მითითებული იყო კონკრეტული მონაკვეთის გაშიფვრა და მონტაჟზე გავლა. გამოიკვლიეს და არ არსებობდა მონტაჟის ნიშნები აუდიო ჩანაწერზე, ხოლო კრეფსითი ამონაწერი გააკეთა სხვა ექსპერტმა. ექსპერტიზის გაშიფვრა ჩაატარა აზერბაიჯანული წარმომავლობის ექსპერტმა.
მოწმე ე-–---------–------- დაკითხვისას განმარტა, რომ მათთან შევიდა საქმე, მას ევალებოდა გამომძიებლის მიერ მითითებული მონაკვეთის გაშიფვრა, რუსული და აზერბაიჯანული ენებიდან გადათარგმნა ქართულზე, ხოლო ქართულ ენაზე არსებული ჩანაწერი გაშიფრა.
მოწმე ვ--------------------- დადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე და განმარტა, რომ მან ჩაატარა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეო ჩანაწერზე არ აღინიშნებოდა რედაქტირებისა და მონტაჟის ნიშნები, წარმოდგენილი მასალა პიროვნების იდენტიფიკაციისათვის სავარაუდოდ ვარგისი იყო.
ქართულ-რუსული ენის თარჯიმნის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა 2016 წლის 09 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერის დისკი. ჩანაწერში ისმის ე-–----------–-–-----------ის ხმა, კერძოდ იგი ამბობს, რომ რა დღესაც მოვა იმ დღეს ,,უბიოუ იუ“.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს:
მოწმე იუ------------–ოვმა განმარტა, რომ აქვს სმენის პრობლემა, 2016 წლის 9 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე იმყოფებოდა, მივიდა სხდომაზე, დაჯდა დარბაზში და სხდომა ჩატარდა, თუმცა მისთვის არაფერი არ უკითხავთ, ს-----------–-----------ასა და ე-–----------–-–-----------ს შორის ჩხუბი არ გაუგია.
მოწმე ო-----------------–----ა დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე, მოსარჩელე იყო ს-----------–-----------ა, მოპასუხე ე-–----------–-–-----------ი და დავა შეეხებოდა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ჯართის გაყოფას. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, მორიგების აქტის დაწერის მიზნით მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება. შესვენების დროს ე-–----------–-–-----------ი და ს-----------–-----------ას ადვოკატი საუბრობდნენ რუსულ ენაზე, ე-–------- ა-–-----------მა იცის აზერბაიჯანული ენა, ქართული და რუსული ენა ესმის, მაგრამ არ იცის კარგად. მას არ გაუგია რაიმე მუქარა ე-–----------–-–-----------ის მხრიდან.
მოწმე გ-----------------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის შემოდგომა იყო, სასამართლოში ტარდებოდა სამოქალაქო პროცესი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, რაიმე ისეთ დაძაბულობას, რომ მანდატურის ჩარევა გამხდარიყო საჭირო, ადგილი არ ჰქონია, როგორც ახსოვს შესვენება გამოცხადდა მორიგების აქტის დაწერის მიზნით, ერთ-ერთი ადვოკატი წერდა მორიგების აქტს, ხოლო დანარჩენები ელოდნენ, ხოლო თვითონ, სხდომის მდივანი და თარჯიმანი საუბრობდნენ. მას როგორც ახსოვს შესვენების პერიოდში აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობდნენ, ზუსტად არ ახსოვს, შესაძლოა შესვენების პერიოდში გასულიყო სხდომის დარბაზიდან და უკან დავბრუნებულიყო, მაგრამ ამ ფაქტსაც ვერ იხსენებს.
მოწმე თ------------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ასრულებდა სხდომის მდივნის მოვალეობას, შესვენების დროს ესაუბრებოდა მის თანამშრომელ თარჯიმანს ს------ მ-------–---–ს და მხარეებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის მორიგებაზე მოლაპარაკება, რაიმე დაძაბულობა არ შეუმჩნევია. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის ჩაწერა მან მოახდინა, ხოლო ვიდეო ჩანაწერი ჩაწერა ქსელის ადმინისტრატორმა. ელ----------–------------- პროცესზე, როგორც ახსოვს აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი იღებდა ხოლმე მონაწილოებას.
მოწმე დ-------------–---–-- დაკითხვისას განმარტა, რომ აღსრულების პროცესში იმყოფებოდა მარნეულის რაიონის ს------–-------–----–--ში, მასთან ერთად იყო კრედიტორი ს-----------–-----------ა და ასევე ე-–----------–-–-----------ი, არანაირ დაძაბულობასა და ჩხუბს ადგილი არ ჰქონია, ხოლო 2016 წელს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ს-----------–-----------ასა და ე-–----------–-–-----------ს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავას არ დასწრებია.
მოწმე გი-------------–---–-- დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის აპრილის თვეში მუშაობდა მარნეულის რაიონულ სამმართველოში, შემოვიდა ე-–----------–-–-----------ის შეტყობინება, რომ მისი მეუღლე ს------- ა-–-----------ა აყენებდა შეურაცხყოფას. მის მიერ გამოკითხული იქნა როგორც ს------------–-----------, ისე ე-–----------–-–-----------ი. ე-–----------–-–-----------ი ამბობდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, წყევლიდა და ამყოფებდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, ხოლო ს-----------–-----------ა უარყოფდა შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ე-–----------–-–-----------ის გამოკითხვის გარდა, მისი მეზობლებიც ადასტურებენ, რომ ს-----------–------------ თავის ყოფილ ქმარს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებს. დღეის მდგო----ეობით ამ საქმის შედეგი მისთვის ცნობილი არ არის, რადგან სამუშაოდ გადმოსულია ბოლნისის რაიონულ სამმართველოში.
მსჯავრდებულმა ე-–----------–-–-----------მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-–----------–-–-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მ----------–-- შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ე-–----------–-–-----------ს ედავება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულებას, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულებას, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე და პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნულ შემთხვევაში კი ე-–------- ა-–-----------ი და ს-----------–-----------ა არიან ყოფილი მეუღლეები და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დანაშაულის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტურ მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა ადგილი აქვს უკანონო ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედების გზით პირისათვის კანონის ფარგლებში თავისუფალი მოქმედების ან უმოქმედების შეზღუდვას. აღნიშნული დანაშაული სახეზეა მაშინ, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედება ჩაიდენს თუ არა. სუბიექტურ მხრივ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, რაც შეეხება მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციას; 2.თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ დაზარალებულ ს-----------–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 09 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, როდესაც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა და გავიდა, ამავე პროცესზე მყოფი ე-–----------–-–-----------ი დაემუქრა მას და უთხრა, რა დროსაც სახლში მივიდოდა მოკლავდა, დამუქრების შედეგად მას გაუჩნდა შიში. ე-–----------–-–-----------ი დაშორების შემდეგაც დამუქრებია, ყველგან დაჰყვებოდა და ეუბნებოდა, რომ მაინც მოკლავდა, მისი ნივთები განთავსებულია ე-–----------–-–-----------ის სახლში თუმცა ეშინია და ვერ მიდის.
დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია პირდაპირი მოწმის ლ--–----–--–-ილის ჩვენებით, რომელმაც მიუთითა რომ 2016 წლის 09 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას იმყოფებოდა, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი, შესვენებისას მან ე-–----------–-–-----------ს უთხრა, რომ სახლის ½ ნაწილზე, ოთხ მანქანაზე და ორ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეს წარმოადგენდა ს-----------–-----------ა და მას როცა უნდოდა მაშინ მივიდოდა ამ სახლში, რაზეც ე-–----------–-–-----------მა უპასუხა, რომ ს-----------–-----------ა ვერ მივიდოდა იმ სახლში და თუ მივიდოდა ის მოკლავდა. 2016 წლის 09 ნოემბრის სხდომაზე მუქარის გაგონების შემდეგ ს-----------–-----------ა ატირდა სასამართლო სხდომის დარბაზში, დაემართა ისტერიკა, ძალიან ცუდად გახდა, დათრგუნული იყო და იმის გაფიქრებაც, რომ სახლში შესულიყო და ტანსაცმელი წამოეღო არ შეეძლო, თუ პოლიციის თანამშრომელი არ გაჰყვებოდა. მას ზუსტად ახსოვს რომ ე-–----------–-–-----------მა თითით მიანიშნა ს-----------–-----------აზე და სიტყვა ,,უბიუუ“ უთხრა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N----- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1.გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას სახელწოდებით: ,,2016-11-14 04.32.42 PM.ave" არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. 2. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას სახელწოდებით: ,,2016-11-14 04.32.42 PM.ave", დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირების გამოსახულება იდენთიპიკაციისათვის პირობითად ვარგისია. ექსპერტის მიერ დადასტურებული იქნა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული N------ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი DVD-R დისკზე ჩაწერილი აუდიო-ჩანაწერი ვარგისია საექსპერტო კვლევებისათვის. 4.ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. 5. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა გაშიფრულია ტექსტობრივად 05სთ.:15წთ.:00წმ-დან 05სთ.:16წთ.:00წმ-მდე და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით, გამოკვლეული იქნა აღნიშნული დანართიც. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადასტურებული იქნა ექსპერტის მიერ. ამასთან ქართულ-რუსული ენის თარჯიმნის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა 2016 წლის 09 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერის დისკი. ჩანაწერში ისმის ე-–----------–-–-----------ის ხმა, კერძოდ იგი ამბობს, რომ რა დღესაც მოვა იმ დღეს ,,უბიოუ იუ“.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ე-–----------–-–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულების ფაქტი, არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენდა, კერძოდ დასტურდება ის გარემოება რომ 2016 წლის 9 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს ე-–----------–-–-----------მა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულა ყოფილი მეუღლე ს-----------–-----------ა, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არ მისულიყო მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე მარნეულის რაიონის ს------–-------–----–--ში, ჟ-----------------ში, რაც ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმე ს-----------–-----------ას, მ-----------------, გ---------------–---–--, ს---------------–---–--, ლ--–----–--–-ილის, რ----------–-----ს, ე----- კ-----–-–---–ის, ე-–----- ა--–-----ას, ვ------- ბ----------ის გამოკითხვის ოქმებს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, ე-–----------–-–-----------ის ქცევა მიუთითებს იძულების ყველა სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტის არსებობაზე, რაც აუცილებელია საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ე-–----------–-–-----------ი გამართლებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, ვინაიდან განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, კერძოდ დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ უკანონოდ მოხდა DVD დისკების მოპოვება, რომლებზეც ასახული იქნა მსჯავრდებულ ე-–----------–-–-----------ის და დაზარალებულ ს-------- ა-–-–------დიევს შორის მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტი. აპელირებს იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზა კანონის დარღვევით იქნა ჩატარებული, რადგან ჩანაწერი შეიცავდა რუსულ ტექსტს, შესაბამისად საჭირო იყო ექსპერტიზის ჩატარებისას თარჯიმანი, ამასთან აპელირებს კვალიფიკაციასთან მიმართებაში და მიჩნია რომ მსჯავრდებულის ქმედება არ უნდა შეფასებულიყო, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რადგან დაზარალებული თავის ნებით გაშორდა მეუღლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულს თვითონ არ სურდა მსჯავრდებულთან ცხოვრება;
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე“.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ნათელია, რომ DVD დისკი, რომელზეც დაფიქსირებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი ფაქტი გამოთხოვილი იქნა თავად დაზარალებულ ს-----------–-----------ის მიერ, რომელიც წარმოადგენდა მხარეს სამოქალაქო საქმეზე, რისი უფლებაც მას ჰქონდა. ამავე დროს DVD დისკი სასამართლოდან გამოთხოვილი იქნა ბრალდების მხარის მიერაც, სწორედ ს-----------–-----------ის მიერ გამოთხოვილ დისკზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და დადგინდა, რომ დისკზე არსებული პიროვნება იყო ე-–----------–-–-----------ი და ასევე ხმა ეკუთვნოდა მას. დისკი გამოკვლეული იქნა სასამართლოში სადაც გარკვევით ჩანდა, როგორ ეუბნევოდა მსჯავრდებული ე-–----------–-–-----------ი დაზარალებულ ს-----------–-----------ას ადვოკატს ლ--–----–--–-ილს, რომ თუ ს-----------–-----------ა სახლში მივიდოდა ნივთების წამოსაღებად მსჯავრდებული მას მოკლავდა. აღნიშნული სიტყვები გაიგო დარბაზში მყოფმა ს-----------–-----------ამ, რომელსაც გაუჩნდა შიში და სახლში ვეღარ მიდიოდა მარტო რათა თავისი კუთვნილი ნივთები წამოეღო. პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეზე მორიგების პროცესი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებას და სასამართლო სხდომის დარბაზში ამ მოქმედების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის მხარისათვის გადაცემა პალატის აზრით არ წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნული ფაქტის დროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ არის კატეგორიული კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში, ხოლო სხვა მოწმეები არ არიან აღნიშნული ფაქტის თვითმხილველნი და მიუთითებენ სხვა დროს განვითარებულ მოვლენებზე, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მათ ჩვენებებს ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამართლებელ განაჩენს. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ე-–----------–-–-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის თაობაზე, ვინაიდან საპირისპირო იქნა დადასტურებული პროცესზე დაკითხული, დაზარალებულის ს-----------–-----------ას და მოწმე მ----------------- ჩვენებებით, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ელ----------–------------- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“),რომლის თანახმად ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია რომ ე-–----------–-–-----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ე-–----------–-–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–----------–-–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას რომ მსხვერპლი არის ქალი და ქმედება ჩადენილია გენდერული ნიშნით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ე-–----------–-–-----------ისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ ისეთი ჰუმანური სასჯელის დანიშვნა, როგორიცაა ჯარიმა შეიძლება გახდეს ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძველი, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დანაშაული თავისი ხასიათიდან და ჩადენის ხერხიდან გამომდინარე არის საფრთხის შემცვლელი და არ არის დანიშნული სასჯელის შესაბამისი, აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ე-–----------–-–-----------ს უნდა განესაზღვროს უფროს მკაცრი სასჯელი;
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე (2018 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქცია), პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას რომ მსხვერპლი არის ქალი და ქმედება ჩადენილია გენდერული ნიშნით), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, ე-–----------–-–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - DVD-R და CD-R დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე-–----------–-–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--- რ----ს, ასევე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ძ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
3.ე-–----------–-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
4.ე-–----------–-–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
5.განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - DVD-R და CD-R დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი