განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001161661 (N 3ბ/342-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ეტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე
მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ------ მ-------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ---- გ------–-–---–ი;
მესამე პირი - მ--- კ-----–---ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ---- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად ზ---- გ------–-–---–ის არ წარდგენას; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №9-- ბრძანება „იმ კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ ქალაქ თბილისის №1---ე საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატს, მოსარჩელე - ზ---- გ------–-–---–ს; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანება „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №555/კ ბრძანებით, ზ---- გ------–-–---–ი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის №1-- სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №555/კ ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. თბილისის 1-- სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ზ---- გ------–-–---–ის დანიშვნის შესახებ“ (ტ. 1, ს.ფ. 23).
2.2.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №543 ბრძანებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და შესაბამისი სამეურვეო საბჭოების მიერ დირექტორთა არჩევის თაობაზე დადგენილების წარდგინების საფუძველზე რეგისტრირებული იქნა დანართი №1-ში ჩამოთვლილი პირები შესაბამისი საჯარო სკოლების დირექტორებად, მათ შორის ქ. თბილისის №1-- სკოლის დირექტორად - ზ---- გ------–-–---–ი.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №543 ბრძანება „საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორთა რეგისტრაციის თაობაზე“ (ტ.1., ს.ფ. 25-26).
2.2.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის №1------ ბრძანებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზ---- გ------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) დაინიშნა სსიპ - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის 25 ივლისიდან. საფუძველი: ზ---- გ------–-–---–ის 2013 წლის 23 ივლისის №3----- განცხადება.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის №1------ ბრძანება „სსიპ - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ზ---- გ------–-–---–ის დანიშვნის შესახებ“ (ტ.1., ს.ფ. 21-22).
2.2.4. 2014 წლის 6 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ზ---- გ------–-–---–ის სახელზე გაიცა საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- 2014 წლის 6 თებერვლის სერთიფიკატი (ტ.1., ს.ფ. 28).
2.2.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის №1------ ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ - ზ---- გ------–-–---–თან (პ/ნ: 0----------) შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის №1------ ბრძანება - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ - ზ---- გ------–-–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (ტ.1., ს.ფ. 27).
2.2.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით დგინდება, რომ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით შეიქმნა კომისია. ამავე ბრძანებით კომისიას დაევალა დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენად გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანება „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ (ტ.1., ს.ფ. 65-66).
2.2.7. „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმით დგინდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით გასაუბრება გაიმართა 2014 წლის 27 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ოქმით დგინდება, რომ კომისიამ გასაუბრება განახორციელა კონკურსანტ - ზ---- გ------–-–---–თან, რომელმაც უარი განაცხადა გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელებაზე, რაც დაადასტურა უარის თქმის ფურცელზე ხელწერილით. კანდიდატს არჩეული ჰქონდა ორი საჯარო სკოლა: სსიპ - ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლა და სსიპ - ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლა. კანდიდატმა პრიორიტეტულობის მიხედვით თითოეულ სკოლაზე წარადგინა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა. კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს კანდიდატის მიერ წარდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზ---- გ------–-–---–ი არ წარდგენოდა ასარჩევად არც ერთ მის მიერ არჩეულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმი (ტ.1., ს.ფ. 67-78);
- კანდიდატ - ზ---- გ------–-–---–ის 2014 წლის 27 აგვისტოს უარის თქმის ფურცელი (ტ.1., ს.ფ. 79).
2.2.8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №9-- ბრძანებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების, „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-201 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2014 წლის 29 აგვისტოს №6----- სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით, დანართის შესაბამისად დამტკიცდა იმ კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს.
ზემოთაღნიშნული სიის შესაბამისად, სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად დირექტორობის არცერთი კანდიდატი არ ყოფილა წარდგენილი.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №9-- ბრძანება „იმ კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს“, დანართი (ტ.1., ს.ფ. 93-100).
2.2.9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის №1------ ბრძანებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ა----- ხ---------–---–ი დაინიშნა სსიპ - ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. საფუძველი: დიდუბე-ჩუღურეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის №3---- მომართვა და თანდართული დოკუმენტები.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის №1------ ბრძანება „სსიპ - ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ა----- ხ---------–---–ის დანიშვნის შესახებ“ (ტ.1., ს.ფ. 101).
2.2.10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №3-- ბრძანებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების, „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-201 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2015 წლის 18 მარტის №2----- სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით, დანართის შესაბამისად დამტკიცდა ქ. თბილისის ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების სია, ასევე ქ. თბილისის იმ საჯარო სკოლების სია, რომლების სამეურვეო საბჭოებსაც დირექტორობის კანდიდატები წარედგინებიან ასარჩევად. ბრძანებაზე დართული დანართით დგინდება, რომ სსიპ - ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორად წარდგენილი იქნა მ--- კ-----–---ი (პ/ნ: 6----------).
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №3-- ბრძანება - „ქალაქ თბილისის ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების სიის, ასევე ქალაქ თბილისის იმ საჯარო სკოლების სიის დამტკიცების თაობაზე, რომლის სამეურვეო საბჭოებსაც დირექტორობის კანდიდატები წარედგინებიან ასარჩევად“, დანართი (ტ.2., ს.ფ. 16-18).
2.2.11. სსიპ ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 25 მარტის №12 სხდომის ოქმით დგინდება, რომ 2015 წლის 25 მარტს ჩატარდა სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც კენჭი ეყარა სსიპ ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატებს, მათ შორის მ--- კ-----–---ს, რომელმაც მიიღო სამეურვეო საბჭოს 7 ხმა. ოქმით დგინდება, რომ სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ვერ გამოავლინა გამარჯვებული.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- სსიპ ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 25 მარტის №12 სხდომის ოქმი (დირექტორის არჩევნების შესახებ) (ტ.2., ს.ფ. 78-80).
2.2.12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მ--- კ-----–---ი (პ/ნ: 6----------) დაინიშნა სსიპ - ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის 27 აპრილიდან 6 (ექვსი) წლის ვადით, 2021 წლის 27 აპრილამდე. ბრძანების მიღების საფუძველია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის - ლ-----------ის 2015 წლის 27 აპრილის №3----- მოხსენებითი ბარათი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ლ--–-----–ის 2015 წლის 24 აპრილის №3----- წერილი და თანდართული მ--- კ-----–---ის 2015 წლის 24 აპრილის განცხადება.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანება „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“ (ტ. 2., ს.ფ. 15).
2.2.13. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით საქართველოს განათლების მინისტრს ასევე მიმართა მოსარჩელე - ზ---- გ------–-–---–მა, მაგრამ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტება. (სასამართლოს სხდომის ოქმი. ტ. 2. ს.ფ.150)
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლა (შემდეგომში - სკოლა) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 დანართების შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) შესარჩევი კონკურსის (შემდგომში – შესარჩევი კონკურსი) ჩატარების პირობებს. შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, შესარჩევი კონკურსის მიზანია დირექტორობის მსურველის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანებასთან შესაბამისობის დადგენა.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სერტიფიცირებული დირექტორია (ტ.1., ს.ფ. 28). შესაბამისად, მის მიერ გავლილია კონკურსის პირველი ეტაპი, რის შედეგადაც უნდა შეფასდეს კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა/არ წარდგენის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას ატარებენ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები. ამავე ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს. თანხმობის განაცხადში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა კომისიამ დირექტორობის კანდიდატად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, დირექტორობის უფლების მქონე პირი გადის გასაუბრებას მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.
ამავე ბრძანების მე-201 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით - დირექტორობის უფლების მქონე პირი კომისიის წინაშე, გასაუბრებაზე წარადგენს განაცხადში მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია: ა) შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად. ბ) დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან შეარჩევს საჯარო სკოლას, რომლის სამეურვეო საბჭოსაც დირექტორობის უფლების მქონე პირი წარედგინება ასარჩევად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ თანხმობის განაცხადი წარდგენილი იქნა ორი საჯარო სკოლის მიმართ - სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლა და სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლა.
ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომაზე კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზ---- გ------–-–---–ი არ წარდგენოდა ასარჩევად მის მიერ არჩეულ არცერთ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ის გარემოება, აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელის მიერ სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის მიმართ წარდგენილი სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა შესაბამის სტანდარტს.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ კომისიამ მოიწვია კონკურსანტი - ზ---- გ------–-–---–ი, რომელმაც დაიკავა მისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. მან უარი განაცხადა გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორცილებაზე, რაც დაადასტურა უარის თქმის ფურცელზე ხელმოწერით. აღნიშნული უარის თქმის ფურცელი დაერთო კომისიის სხდომის ოქმს. კანდიდატს არჩეული ქონდა ორი საჯარო სკოლა - სსიპ ქ. თბილისის №1-- და №1-- საჯარო სკოლები. გასაუბრების პროცესი მიმდინარეობდა 15-20 წუთი. კანდიდატმა პრიორიტეტულობის მიხედვით თითოეულ სკოლაზე წარმოადგინა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა. კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ,,ზ---- გ------–-–---–ი არ წარედგინოს ასარჩევად არც ერთ მის მიერ არჩეულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს".
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ოქმიდან არ დგინდება მოპასუხე მხარემ რა ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზ---- გ------–-–---–ი არ ყოფილიყო წარდგენილი ასარჩევად მოცემული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მართალია მოსარჩელემ უარი განაცხადა სხდომის ოქმის აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე და მოხდა მხარის ინტერესების გათვალისწინება, თუმცა ეს ფაქტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებდა იმ ვალდებულებისაგან, რომ ოქმში მიეთითებინა შეკითხვები და კონკურსანტის მიერ გაცემული პასუხები და შემდგომ დაესაბუთებინა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არჩეული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენა/არ წარდგენის შესახებ. მოპასუხე მხარის მიერ არა თუ სამართლებრივი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული სადავო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ არ არის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული საკითხის ირგვლივ. კერძოდ, არ არის მითითებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხედვა როგორი იყო კონკრეტული სკოლის მიმართ და რომელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა იგი. ამასთან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული აქტი, ან უბრალოდ სამინისტროს ხედვა, ზოგადად საქართველოში საჯარო სკოლების სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებით, ანუ ის ხედვა, რასთან მიმართებაშიც უნდა მომხდარიყო კომისიის წევრების მიერ კონკურსანტების მიერ წარდგენილი ხედვის შედარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუშვებელია მხარისათვის უცნობი იყოს ის, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო მოპასუხე მხარემ სადავო გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლომ მიიჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი კომისიის სხდომის შეფასება შეუძლებელია მისი შინაარსის გათვალისწინებით, სადავო გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღებულად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად ზ---- გ------–-–---–ის არ წარდგენას.
ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ასევე ცნობილი მოცემული ოქმის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, 2014 წლის 29 აგვისტოს მიღებული №9-- ბრძანება „იმ კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ ქალაქ თბილისის №1---ე საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატ მოსარჩელეს - ზ---- გ------–-–---–ს, ვინაიდან აღნიშნული აქტი გამოიცემა მას შემდეგ, როდესაც კომისიის მიერ შეირჩევა ის კანდიდატები, რომელთა სკოლის განვითარების სტრატეგიული ხედვა კონკრეტული სკოლის მიმართ დადებითად იქნება გადაწყვეტილი კომისიის მიერ.
მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მოპასუხეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ზ---- გ------–-–---–ი შევა იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან სსიპ ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს და დაევალოს მოპასუხეს სადაო აქტების ბათილად ცნობიდან 5 დღის ვადაში დანიშნოს ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნების დღე.
აღნიშნულ მოთხოვნასთნ დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მას წინ უნდა უსწრებდეს განათლების მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს განათლების მინისტრი თავისი ბრძანებით წარუდგენს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს დირექტორად ასარჩევი კანდიდატების სიას.
მართალია სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად ზ---- გ------–-–---–ის არ წარდგენას და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №9-- ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც ასევე ეხება ამავე სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატ - ზ---- გ------–-–---–ს, რადგან სასამართლოსთვის გაუგებარია საიდან გამომდინარე მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნობილი აქტები, მაგრამ ამასთან განმარტავს, რომ მანამდე, ვიდრე მოპასუხე მხარე არ იმსჯელებს მოსარჩელის სსიპ ქალაქ თბილისის №1---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის დირექტორად ასარჩევად წარდგენის საკითხზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაავალოს მოპასუხე მხარეს ზ---- გ------–-–---–ი შეიყვანოს იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან აღნიშნული სკოლის სამეურვეო საბჭოს და დაავალოს ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნების დღის დანიშვნა.
მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მ--- კ-----–---ი.
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანების 21-ე მუხლით გათვალისწინებულია დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა და შედეგების გასაჩივრება. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონულად შევსებულ თანხმობის განაცხადში, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი დირექტორად, რაც სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.
შესაბამისად საქართველოს განათლების მინისტრი, იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ვერ შეარჩია სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებიდან ვერცერთი, უფლებამოსილი იყო ზემოთ მითითებული წესის შესაბამისად თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაენიშნა სკოლის დირექტორი.
მაგრამ ამასთან ერთად, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია აქტის დასაბუთების წესი, რომელიც ერთიანია ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის და რომლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იქნას ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობოის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებუოლია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფაარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემობებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, რადგან დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს განათლების მინისტრის მიერ ისე იქნა გამოცემული სადავო ბრძანება მ--- კ-----–---ის სკოლის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით, რომ არ ჩაუტარებია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, რადგან საქმის განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მინისტრის დისკრეციის ფარგლებში დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით განცხადებით მიმართული ქონდა არა მარტო მ--- კ-----–---ს, არამედ ზ---- გ------–-–---–საც, რაც მხარეების მიერ სადაოდ არ გამხდარა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ მიუწვევიათ და შესაბამისად მას არც მიუღია მონაწილეობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა თუ რა სახის დისკრეციული უფლებამოსილებით იხელმძღვანელა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილებით არ დგინება რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია მოპასუხე მხარემ მ--- კ-----–---ის და არა ზ---- გ------–-–---–ის კანდიდატურა ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული ის სამართლებრივი წინამღვრები, რომლებიც საფუძვლად დაედო მ--- კ-----–---ის და არა ზ---- გ------–-–---–ის სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანება - „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“
3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, სწორად გამოიყენა კანონი ("საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის № 25/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-16, მე-20, მე-20 პრიმა მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, მე-60 პრიმა მუხლები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი), მაგრამ არასწორად განმარტა ისინი, შემდეგ გარემოებათა გამო:
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
"საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მიზანია, დირექტორობის მსურველის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებასთან შესაბამისობის დადგენა. ამავე წესის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორობის უფლების მქონე პირი გადის გასაუბრებას, მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.
"საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-20 პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დირექტორობის უფლების მქონე პირი კომისიის წინაშე, გასაუბრებაზე, წარადგენს განაცხადში მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.“ გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია: ა) შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად. ბ) დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან შეარჩევს საჯარო სკოლას, რომლის სამეურვეო საბჭოსაც დირექტორობის უფლების მქონე პირი წარედგინება ასარჩევად.
"დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N9-- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, 2014 წლის 27 აგვისტოს N5 სხდომის ოქმის შესაბამისად, ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ზ---- გ------–-–---–ი არ წარედგინოს ასარჩევად არც ერთ მის მიერ არჩეულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.
"საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-20 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N9-- ბრძანების პირველი პუნქტით, ამავე ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდა იმ კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს. აღნიშნული ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2014 წლის 29 აგვისტოს N6----- სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N948, N949, N950, N9-- და N952 ბრძანებებით შექმნილი კომისიების სხდომის ოქმების შესაბამისად გაეგზავნა დირექტორთა შესარჩევი კოკნურსის მეორე ეტაპის გასაუბრების საბოლოო შედეგები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს N5 სხდომის ოქმის გამოცემა, სსიპ - ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად ზ---- გ------–-–---–ის არ წარდგენის ნაწილში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N9-- ბრძანების გამოცემა, სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატის ნაწილში, მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.
აპელანტი აღნიშნავს, ვინაიდან "დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს N5 სხდომის ოქმის გამოცემა, სსიპ - ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად ზ---- გ------–-–---–ის არ წარდგენის ნაწილში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N9-- ბრძანება, სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატის ნაწილში, არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტს მიაჩნია, რომ ამავე საკითხზე სასამართლო არასწორ განმარტებას აკეთებს. კერძოდ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელის მიერ სსიპ ქ. თბილისის N1-- საჯარო სკოლის მიმართ წარდგენილი სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა შესაბამის სტანდარტს. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აქტების ბათილად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილისა (სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით) და 32-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ) შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არა სტრატეგიული განვითარების ხედვის შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილება, არამედ სადავო აქტების კანონთან შესაბამისობა.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ოქმში მიეთითებინა შეკითხვები და კონკურსანტის მიერ გაცემული პასუხები და შემდეგ დაესაბუთებინა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არჩეული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენა/არ წარდგენის შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, კონკურსანტი კომისიის წინაშე წარადგენს მის მიერ არჩეული სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვას, ხოლო სადავო ოქმში მითითებულია, რომ კომისიის წევრებმა გააანალიზეს და შეაფასეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება. ამდენად გაურკვეველია რის საფუძველზე ავალდებულებს სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ოქმში კითხვა-პასუხის მითითებასთან დაკავშრებით.
აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასამართლოს მსჯელობა მიმართულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ფორმულირებისკენ, თუ დავუშვებთ, რომ სასამართლოს მსჯელობა სწორია, გადაწყვეტილების მიღებისას მან გამოიყენა არასწორი ნორმა და არ გამოიყენა მისივე მსჯელობის შესაბამისი ნორმა, რომლის შესაბამისად აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო საკითხის გადაუწვეტლად.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა უპირველესად ყურადღებას მიაქცევს სასარჩელო მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსარჩელე ზ---- გ------–-–---–ი ითხოვს „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმის ნაწილობრივ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №9-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც ზ---- გ------–-–---–ი შევა იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქ. თბილისის სსიპ №1---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს და დაევალოს მოპასუხეს სადაო აქტების ბათილად ცნობიდან 5 დღის ვადაში დანიშნოს ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნების დღე. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანების - „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“ ბათილად ცნობას. ამდენად, სადავოდ არის გამხდარი როგორც კონკურსის შედეგები, ასევე მინისტრის მიერ, დისკრეციის ფარგლებში, გამოცემული აქტი (მ--- კ-----–---თან დაკავშირებით). საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილებით, კონკურსის შედეგად გამოცემული აქტები, ასევე, მინისტრის გადაწყვეტილებით კონკრეტულ საჯარო სკოლაში დირექტორის დანიშვნის შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნულ პირობებში იქმნება სამართლებრვი მდგომარეობა, რომლის თანახმად, კონკურსის ჩატარების მიუხედავად მის შედეგებზე ძალაში მყოფი აქტი არ არსებობს, ასევე N1---ე სკოლაში აღარ იქნება დანიშნული დირექტორი, ამასთან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოეშვება ვალდებულება ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და იმსჯელოს როგორც კონკურსის შედეგებზე, ასევე N1---ე სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნის შესახებ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი აღსრულების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტები ბათილად არის ცნობილი, მოსარჩელისთვის იურიდიული შედეგის მომტანი ვერ იქნება. სამინისტროს არ წარმოეშვება ვალდებულება კვლავ იმსჯელოს მის კანდიდატურაზე. ყოველივე აღნიშნული კი მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მოსარჩელე მხარეს, მას სადავოდ ხდის მოპასუხე სამინისტრო, რომელიც ითხოვს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სადავო აქტების ძალაში დატოვებას. ამასთან, განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით სადავო აქტები ექვემდებარეობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოუშობდა საკითხის ხელახლა განხილვის ვალდებულებას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმჯელოს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხზე, ხოლო ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის საგანია საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის კანონიერება მოსარჩელესთან მიმართებაში.
სააპელაციო პალატა მიუთითებს „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ახდენს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ისეთი პრინციპების რეგლამენტაციას, როგორიცაა საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. ამასთან, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობები დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის შესახებ“, რომლის თანახმად, შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას (პირველი მუხლი). სერტიფიცირების ეტაპი გულისხმობს დირექტორობის უფლების მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ხსენებეული წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დირექტორობის უფლების მოპოვება დასტურდება მართვის სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ პირი მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ---- გ------–-–---–ს 2014 წლის 06 თებერვალს მოპოვებული აქვს საჯარო სკოლის დირექტორის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ მოსარჩელის მიერ კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით იქნა გადალახული. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის შედეგები.
დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით, დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით შეიქმნა კომისია. ამავე ბრძანებით კომისიას დაევალა დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენად გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით. კომისია ჩამოყალიბდა ოთხი ხმის უფლების მქონე წევრისა და ხმის უფლების გარეშე ერთი კომისიის მდივნისგან.
ზემოაღნიშნული წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს. თანხმობის განაცხადში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა კომისიამ დირექტორობის კანდიდატად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, დირექტორობის უფლების მქონე პირი გადის გასაუბრებას მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.
ამავე წესის მე-201 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით - დირექტორობის უფლების მქონე პირი კომისიის წინაშე, გასაუბრებაზე წარადგენს განაცხადში მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია: ა) შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად. ბ) დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან შეარჩევს საჯარო სკოლას, რომლის სამეურვეო საბჭოსაც დირექტორობის უფლების მქონე პირი წარედგინება ასარჩევად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ თანხმობის განაცხადი წარდგენილი იქნა ორი საჯარო სკოლის მიმართ - სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლა და სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლა.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომაზე კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზ---- გ------–-–---–ი არ წარდგენოდა ასარჩევად მის მიერ არჩეულ არცერთ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.
საპელაციო პაალტა მიუთითებს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტებზე”, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. ამავე სტანდარტის მე-9-10 მუხლებით დადგენილია თუ რას მოიცავს საჯარო სკოლის საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო თეორიული ცოდნა და საქმიანობის შესრულებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი „კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მიზანია დირექტორობის მსურველის შესაბამისობის დადგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან.
სააპელაციო პალატა ზემოთ აღნიშული საკანონმდებლო დანაწესების საფუძველზე განმარტავს, რომ სადავო კონკურსის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა ცალსახად ითხოვს დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი კომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას სამეურვეო საბჭოსთვის დირექტორობის კანდიდატად წარსადგენი კანდიდატის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე, რაც თავისთავად გულისხმობს უარყოფითი გადაწყვეტილების დასაბუთების დირექტორობის კანდიდატის სტანდარტებთან შეუსაბამობის თვალსაზრისით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღებისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით, ვინაიდან კომისიის წინაშე წარმდგარი რამოდენიმე კანდიდატისგან, მას უნდა შეერჩია მათგან ერთ-ერთი და მიეღო გადაწყვეტილება კანდიდატის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის თაობაზე. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას პალატას არსებითად მიაჩნია განიმარტოს დისკრეციული უფლებამოსილების მნიშვნელობა, მისი გამოყენების მიზანი და აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ აქტზე კონტროლის დაწესების მექანიზმები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მოცემული ნორმის საფუძველზე პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მმართველობით ორგანოებს გარკვეულ შემთხვევებში ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას - გადაწყვეტილების მიღების გარკვეულ თავისუფლებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილებიდან თავად შეარჩიოს მიზნის შესრულებისათვის ყველაზე შესაბამისობაში მყოფი გადაწყვეტილება. ამასთან მმართველობისადმი გარკვეული თავისუფლების მინიჭებასთან ერთად მას ასევე ეკისრება ვალდებულებაც, განახორციელოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება ისე, რომ მის თვალსაწიერში მუდმივად იყოს ძირითადი უფლებების რეალიზაციის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დისკრეცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სრულ თავისუფლებასა და თვითნებობას, იგი შეზღუდულია აქტის დასაბუთების ვალდებულებითა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.
ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. ,,სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს“ (სუსგ №ბს-1655-1627(კ-11)).
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ,,საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში და მიუთითებს, რომ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე -კანონიერებაზე, ვინაიდან დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სადავო აქტის მიზანშეწონილობის საკითხი სცილდება სასამართლოს კონტროლის ფარგლებს, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს აქტის მიზანშეწონილობის საკითხზე. სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ აქტის კანონიერების შემოწმებით“ (სუსგ 290-288(კ-17)).
განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული, კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ კომისიამ მოიწვია კონკურსანტი - ზ---- გ------–-–---–ი, რომელმაც დაიკავა მისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. მან უარი განაცხადა გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორცილებაზე, რაც დაადასტურა უარის თქმის ფურცელზე ხელმოწერით. აღნიშნული უარის თქმის ფურცელი დაერთო კომისიის სხდომის ოქმს. კანდიდატს არჩეული ქონდა ორი საჯარო სკოლა - სსიპ ქ. თბილისის №1-- და №1-- საჯარო სკოლები. გასაუბრების პროცესი მიმდინარეობდა 15-20 წუთი. კანდიდატმა პრიორიტეტულობის მიხედვით თითოეულ სკოლაზე წარმოადგინა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა. კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ,,ზ---- გ------–-–---–ი არ წარედგინოს ასარჩევად არც ერთ მის მიერ არჩეულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს".
წარმოდგენილი სადავო აქტით არ დგინდება თუ რის საფუძველზე მიიღო კომისიამ კონკრეტული სახის გადაწყვეტილება, რა გარემოებამ განაპირობა მოსარჩელისთვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება და რატომ მიენიჭა სხვა კონკურსანტს მასთან შედარებით უპირატესობა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარლებში მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველთვის ეკისრება მაღალი პასუხისმგებლობა დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა მხარისთვის ცხადი იყოს თუ რა გარმოებამ განაპირობა მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან მნიშვნელოვანია აღნიშნული სახის უფლებამოსილების არსებობის პირობებში, არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება და უპირატესობის მინიჭება პირადი შეხედულების მიხედვით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დაცლილი ყოველგვარი სუბიექტური მოტივისაგან, აქტი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ გარემოებებს.
პალატა მიუთითებას საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, მან არ დაასაბუთა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლისგან იგი არ ყოფილა განთავისუფლებული. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მითითებული სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და დაეკისროს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი, დასაბუთებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და შეფასების შემდეგ.
დადგენილია, რომ კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმი, რომელიც პალატას კანონდარღვევით გამოცემულად მიაჩნია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ 2014 წლის 29 აგვისტოს N2-------6----- სამსახურებრივი ბარათით გაუგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N9-- ბრძანებით წრდგენილი დანართის შესაბამისად დამტკიცდა იმ კანდიდატების და შესაბამისი სკოლების სია, რომელიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს. პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან ამ უკანასკნელი ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა კომისიის ის ოქმი, რომელიც პალატამ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო, პალატას მიაჩნია, რომ ასევე სახეზეა მითითებული ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი იგივე მოტივაციით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №3-- ბრძანებით, დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქ. თბილისის ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების სია, ასევე ქ. თბილისის იმ საჯარო სკოლების სია, რომლების სამეურვეო საბჭოებსაც დირექტორობის კანდიდატები წარედგინებიან ასარჩევად. ბრძანებაზე დართული დანართით დგინდება, რომ სსიპ - ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორად წარდგენილი იქნა მ--- კ-----–---ი.
სსიპ ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 25 მარტის №12 სხდომის ოქმით დგინდება, რომ 2015 წლის 25 მარტს ჩატარდა სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც კენჭი ეყარა სსიპ ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატებს. სამეურვეო საბჭოს ხმები გადანაწილდა შემდეგი სახით: მ--- კ-----–---ი - 7 ხმა, ნ--------------ე - 1 ხმა, ლ----------–---–ი - 5 ხმა, დანარჩენმა კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ვერც ერთი ხმა. ოქმით დგინდება, რომ სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ვერ გამოავლინა გამარჯვებული.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესზე“, რომლის თანახმად, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო დირექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭო შედგებოდა 14 წევრისგან, შესაბამისად, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საბჭოს წევრთა სიითი შემადგენობის ნახევარზე მეტი ხმა, თუმცა აქვე პალატა ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ--- კ-----–---ს, მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, დააკლდა მხოლოდ ერთი ხმა.
მითითებული წესის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი დირექტორად, რაც სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა. განსახილველ შემთხვევაში, სამინისტრომ მ--- კ-----–---ი სადავო აქტის საფუძველზე დანიშნა N1---ე საჯარო სკოლის დირექტორად სწორედ ხსენებული ნორმის საფუძველზე, რომლის უფლებამოსილებაც მინისტრს გააჩნდა. აქვე პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება ეჭვქვეშ არ დგება ვინაიდან, ცხადია თუ რა გარემოებებს დაეყრდნო მინისტრი აქტის გამოცემისას. მ--- კ-----–---მა მის კონკურსანტებთან შედარებით მოიპოვა ყველაზე მეტი დადებითი ხმა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მ--- კ-----–---ის მიმართ დადებითი აქტის გამოცემით არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ზ---- გ------–-–---–ის მიერ გავლილი კონკურსის შედეგები არსებითად კანონსაწინააღმდეგოდ არ არის ცნობილი და იგი საჭიროებს დამატებით კვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, უსაფუძვლოა მ--- კ-----–---ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ამ ეტაპზე ბათილად ცნობა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ მ--- კ-----–---ის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილების კანონიერება საბოლოოდ დამოკიდებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე პალატის მიერ ზ---- გ------–-–---–ის ნაწილში გაბათილებული „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №9-- ბრძანების კანონიერებაზე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, ვინაიდან მითითებული აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად არის ბათილად ცნობილი და ადამინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ მათი შედეგების გათვალისწინებით, თავად უნდა იმსჯელოს „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანების კანონიერების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები, გარდა მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ აქტისა და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან დაკავშირებით.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ---- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი: 1) „დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 27 აგვისტოს №5 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად ზ---- გ------–-–---–ის არ წარდგენას; 2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №9-- ბრძანება „იმ კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ ქალაქ თბილისის №1---ე საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატ - მოსარჩელეს ზ---- გ------–-–---–ს.
5. სააპელაციო საჩივარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის №1------ ბრძანების - „სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მ--- კ-----–---ის დანიშვნის შესახებ“ ნაწილში დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ---- გ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით;
7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები : შოთა გეწაძე
მანანა ჩოხელი