განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3099-18 7 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნ-----–-- ნაზღაიძე
მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ზ-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ-----------------ი
წარმომადგენელი - ქ--------------–---ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
ქ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დადებულად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება ნ-----–--------–---–სა და ბ-------------–--–---–ს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ-------–--–---–-----------------------------, ლიტერი „ა“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 97.00 კვ.მ., ლიტერი „ბ-ბ1 ვ-კ“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 42.90 კვ.მ და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქ------------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში.
ზ-----------–---–ის სარჩელის მოთხოვნა:
2.1. მოპასუხე ქ-----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელე ზ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-----–----------------------- და გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2.2. გადაწყვეტილება ქ-----------------ის მიმართ გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
3.1. დადებულად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება ნ-----–--------–---–სა და ბ-------------–--–---–ს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ-------–--–---–----------------------------, ლიტერი „ა“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 97.00 კვ.მ., ლიტერი „ბ-ბ’ვ-კ“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 42.90 კვ.მ და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ-----------------ის (პ/ნ N0----------) საკუთრებაში.
3.2. მოსარჩელე ზ-----------–---–ის სარჩელი უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ-----------–---–მა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ-----------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დაუმოწმებელი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ: მყიდველი - ბ-----–-------–--–---–ი, არასრულწლოვანი - ნ--–--------–---–ი და არაუფლებამოსილი პირი - ი------------შვილი.
5.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელწერილში მყიდველად ფიქსირდება ბ-----–-------–--–---–ი, მემკვიდრეობა კი გაცემულია ბ-------------–--–---–ის ქონებაზე. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბინაო წიგნის მიხედვით, სადავო მისამართზე ჩაწერილია ვ-------------–--–---–ი, ხოლო მოსამართლემ ამ სამი პიროვნების იდენტურობა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ისე დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა.
5.3. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ნასყიდობის ხელწერილი დადასტურებულია უბნის სამეულის მიერ, რაზეც ხელს აწერს ვინმე მაზმიაშვილი, ხოლო ხელწერილს სამკუთხა ბეჭდის მაგივრად დასმული აქვს ლენინის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის მრგვალი ბეჭედი, მაშინ როდესაც, როგორც მსგავსი საქმეების პრაქტიკიდან არის დადგენილი, სამეულს ჰქონდა სამკუთხა ბეჭედი.
5.4. სასამართლო არამართებულად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ 1962 წლის 10 თებერვალს ლენინის რაიონის დაზღვევის უფროსის სახელზე შედგენილ განცხადებას, რომლითაც ნ-----–--------–---–ი ადასტურებს, რომ სადავო ბინა ს---–-----------–--–---–ს მიჰყიდა, მაშინ როდესაც ნასყიდობის ხელწერილში სოლომონი არ ფიგურირებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელწერილს ხელს აწერს არა ნ-----–--------–---–ი, არამედ ნ-----–---------–---–ი, ასევე ი-------------–---–ი, რაც არ შეესაბამება მათ ნამდვილ გვარებს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დოკუმენტი გაყალბებულია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-----–----------------------- აღრიცხულია ნ-----–--------–---–ის საკუთრებად.
9.2. 2011 წლის 13 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ა-–-------------–---–ი (სახელის შეცვლის შემდგომ - ზ-----------–---–ი) წარმოადგენს ნე-–---------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს. ასევე, 2017 წლის 13 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ზ-----------–---–ი წარმოადგენს 1999 წლის 27 ოქტომბერს გარდაცვლილი ნ--–--------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს. ამავე სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოხდა სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე, ქ-------–-----–-------------------- -ზე, რომელიც ირიცხება ნ-----–--------–---–ის სახელზე და რომლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს წარმოადგენდა ნ--–--------–---–ი (ზ-----------–---–ის მამკვიდრებელი - დედა).
9.3. 2017 წლის 16 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 1976 წლის 02 თებერვალს გარდაცვლილი ს---–-----------–--–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეს და 2017 წლის 15 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 1981 წლის 07 ივლისს გარდაცვლილი ბ-------------–--–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს ქ-----------------ი, რომლის ქორწინებამდელი გვარი იყო ძ---–--–---–-.
9.4. დადგენილია, რომ ნ-----–--------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ც----------------ს ქ. N235, ფაქტობრივად ფლობს ქ-----------------ი და მისი ოჯახი. მოსარჩელე იხდის ყველა კომუნალურ გადასახადს.
10. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ-----------------ის მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია და იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. საქმეში წარმოდგენილი 1947 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული ნასყიდობის ხელწერილის თანახმად, ნ-----–-- (სიმონის ასული) ჩ----–---–მა გაყიდა, ხოლო ბაბულია იოსების ასული ძ---–--–---–მა შეიძინა საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ.------–-------–--------------------------------, 25 000 მანეთად. თანხის გადახდა მოხდა სრულად, ხელწერილის გაფორმების დროს. მითითებული ნასყიდობის ხელწერილის გაფორმებაზე შესაბამისი თანხმობა აქვთ გაცემული მ-----------–---–ს, ნელი ჩ----–---–ს და ი------------შვილს.
10.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის 2017 წლის 16 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, თ---–--–---–-------------------5 -ში მდებარე უძრავი ნივთის მისამართად სააღრიცხვო მასალებში ასევე ფიქსირდება - თ---–-------------------- და თ---–--------------------------. ამავე ცნობის თანახმად, თბილისში, საბჭოს ქუჩის ერთ მონაკვეთს 1957 წელს დაერქვა ოქტომბრის ქუჩა, ხოლო 1990 წელს კი ოქტომბრის ქუჩას ეწოდა ც----------------ს ქუჩა.
10.3. მოწმეთა განმარტებით, 1981 წლის 07 ივლისს გარდაცვლილი ბ-------------–--–---–ი, რომელიც 2017 წლის 15 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად არის ქ-----------------ის მამკვიდრებელი, წარმოადგენს 1947 წლის 17 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში შემძენად მოხსენიებულ - ბ-----–-----------------–-----–--–---–ს, იგივე ვ-------------–--–---–ს, რომელსაც ახლობლები და მეზობლები ეძახდნენ ხან ბ--------ს, ხან ბ-----–-----------------ს.
10.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ქ-----------------ი 1973 წლის 21 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ------–-----–--------------------------
ქ-----------------ისა და მისი ოჯახის სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 1962 წლის 10 თებერვალს ლენინის რაიონის სახლის დაზღვევის უფროსის სახელზე შედგენილი განცხადებით, სადაც ნ-----–--------–---–ი ადასტურებს, რომ 1947 წელს მან ბინა ს---–-----------–--–---–ს (ქ-----------------ის მამას) მიჰყიდა და მას შემდეგ ამ ბინაში აღარ ცხოვრობს, რის გამოც ითხოვა სადაზღვევო გადასახადის ძ---–--–---–ზე გადატანა.
10.5. ქ-----------------ისა და მისი ოჯახის ქ------–--–---–--------------------------ში მდებარე ბინაში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სადაზღვევო ქვითრებით, შენობის გადასახადის, მიწის რენტის, სს „თელასის“ ქვითრებით და საბინაო წიგნების ჩანაწერებით.
11. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
12. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ 1947 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული ნასყიდობის ხელწერილი ყალბია. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის თანახმად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი ზ-----------–---–ის მხარეზეა, თუმცა მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული გარემოების საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ქ-----------------ი წარმოადგენს ქ-------–--–---–--------------------------ში მდებარე უძრავი ნივთის მოსარგებლეს, რომლის მამკვიდრებელმა - ბ-----------------–--------–--–---–მა, ქონების მესაკუთრესთან - ნ-----–--------–---–თან სანოტარო წესის დაუცველად გააფორმა წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ-----------------ის ოჯახი ნასყიდობის საგნით - სადავო უძრავი ნივთით უწყვეტად სარგებლობს 1947 წლიდან (30 წელზე მეტი დროის განმავლობაში).
13. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამავე კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მოსარგებლეა – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.
14. ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მოსარგებლის უფლებამონაცვლე კანონით განსაზღვრული ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდრო აქტივად წოდებული ქონებრივი უფლება გულისხმობს პირის ყველა სამოქალაქო უფლებას, მათ შორის, ცხადია მფლობელობის (სარგებლობის) უფლებასაც.
15. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი). ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.
16. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ქ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა (დადებულად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება ნ-----–--------–---–სა და ბ-------------–--–---–ს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ-------–--–---–-----------------------------, ლიტერი „ა“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 97.00 კვ.მ., ლიტერი „ბ-ბ1 ვ-კ“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 42.90 კვ.მ და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქ-----------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
17. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული სამართლებრივი დასკვნა შედეგობრივად გამორიცხავსს ზ-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, ვინაიდან, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია მოსარჩელე იყოს ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ ჰქონდეს ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი, მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) კი, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ქ-----------------ი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო უძრავი ქონებით, რაც ზ-----------–---–ის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
18. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
19. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლისსასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ნ-----–-- ნაზღაიძე
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ირაკლი ბონდარენკო