განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120210118002572851
საქმე №2ბ/8168-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მომხსენებელი მოსამართლე (თავმჯდომარე)- დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
საქმის განხილვის ფორმა -- ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ნ----- ი--------ე
წარმომადგენელი - დ----------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----- ბ---ი’’
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 24 მაისს სს ,,თ----- ბ---სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო ს-----------------ის N-------------- ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე სესხის სახით გაიცა 6450 ლარი, წლიური 17.5% სარგებლის გადახდევინებით, 1447 დღის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი, ასევე დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ.
2. 2017 წლის 2 ივნისს სს ,,თ----- ბ---სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბართით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე გაიცა საკრედიტო ბართი - 770 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 16165 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. 2017 წლის 21 თებერვალს სს ,,თ----- ბ---სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე სესხის სახით გაიცა 1500 ლარი, კრედიტის სარგებლობის ვადა 365 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. 2018 წლის აპრილიდან მოპასუხე დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
5. ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „თ----- ბ---მა“ და მოითხოვა ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5795.18 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5 302.91 ლარი, სარგებელი 282.12 ლარი, პირგასამტეხლო 198,62 ლარი და დაზღვევა 11.53 ლარი. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5 302.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.33 ლარს. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 302.91 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 26.51 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1767 ლარისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1054.37 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 770 ლარი, სარგებელი – 52.7 ლარი და პირგასამტეხლო - 231.67 ლარი. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე – 770 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.55 ლარს. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 770 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.85 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 230 ლარისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 20 იანვრის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 806.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი. ნ----- ი--------ეს სს„ თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 20 იანვრის ს-----------------ით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 606.85 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.03 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 21 თებერვლის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 21 თებერვლისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 1500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.15 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 482,33 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 500 ლარის გადახდა.
6. სარჩელის საფუძვლები:
6.1. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 24 მაისს ნ----- ი--------ესა და სს „თ----- ბ---ს” შორის დაიდო ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბ---სა და მესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე, მესხებელზე გაიცა სესხი 6 450 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 17.5%-ით. ხელშეკრულების შესაბამისად სესხის გაცემა უნდა მომხდარიყო ორ ტრანშად. კრედიტით სარგებლობის ვადა – 1447 დღე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 17.5%–ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ. ნ----- ი--------ემ დაარღვია 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის აპრილის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 2 101.65 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა - 1 147,09 ლარი, სარგებელი – 907,51 ლარი და პირგასამტეხლო - 47.05 ლარი. 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5 795.18 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 5302.91 ლარი, სარგებელი - 282.12 ლარი, პირგასამტეხლო - 198.62 ლარი და დაზღვევა – 11.53 ლარი. 2017 წლის 02 ივნისს ნ----- ი--------ესა და სს „თ----- ბ---ს” შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესხებლზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 770 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 16 165 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18%-ით. ხელშეკრულების შესაბამისად, ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-დე უნდა შემცირდეს დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს ყოველ 30 დღეში. დაანგარიშების თარიღი განისაზღვრა ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვებიდან ყოველი მე–40 დღე ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2017 წლის 2 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1054.37 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 770 ლარი, სარგებელი - 52.70 ლარი, პირგასამტეხლო - 231.67 ლარი.
2018 წლის 20 იანვარს ნ----- ი--------ეს და სს „თ----- ბ---ს” შორის დაიდო ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველი, მსესხებელზე გაიცა სესხი 606.85 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა – 748 დღე (07.02.2020 წლამდე) ხელშეკრულების შესაბამისად კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებული ყოველ თვის 07 რიცხვში 27.19 ლარის გადახდით ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ნ----- ი--------ემ დაარღვია 2018 წლის 20 იანვრის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის აპრილის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 56.96 ლარი, რომლითაც დაიფარა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2018 წლის 20 იანვრის ს-----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 907.17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 300.32 ლარი. 2018 წლის 21 თებერვალს ნ----- ი--------ესა და სს „თ----- ბ---ს” შორის დაიდო ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი 1 500 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა - 365 დღე. ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 75 ლარი და ბოლო თვეს - 1575 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ნ----- ი--------ემ არ შეასრულა 2018 წლის 21 თებერვლის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2018 წლის 21 თებერვლის N--------------- ს-----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხაა - 1 500 ლარი და პირგასამტეხლო 806,96 ლარი. ს-----------------ის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან ს-----------------ის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბ---ი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბ---ი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
7. მოპასუხის შესაგებელი:
7.1. მოპასუხე ნ----- ი--------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში.
8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5616.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5 302.91 ლარი, სარგებელი 282.12 ლარი, პირგასამტეხლო 19.86 ლარი და დაზღვევა 11.53 ლარი. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5 302.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.33 ლარს. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 302.91 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.65 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 174.9 ლარისა, არაუმეტეს 66 დღისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 845.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 770 ლარი, სარგებელი – 52.7 ლარი და პირგასამტეხლო - 23.16 ლარი. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე – 770 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.55 ლარს. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 770 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.38 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 22.80 ლარისა, არაუმეტეს 60 დღისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 20 იანვრის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 636.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 30 ლარი. ნ----- ი--------ეს სს„ თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 20 იანვრის ს-----------------ით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 606.85 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.30 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 30 ლარისა. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 21 თებერვლის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1580.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი და პირგასამტეხლო - 80.6 ლარი. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 1500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.75 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 60.75 ლარისა. სს „თ----- ბ---ს“ უარი ეთქვა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად 75 ლარის საკომისიოს დაკისრების თაობაზე. ნ----- ი--------ეს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული საპროცესო ხარჯის 109.58 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და რეგისტრაციის აკრძალვის საფასურის - 20 ლარის გადახდა.
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ----- ი--------ემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2.-1.10 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სესხის ძირ თანხებზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე უარის თქმა.
9.1. აპელანტის განმარტებით, არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრება უნდა მოხდეს, ვინაიდან მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხები იგივე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტებია, მაშინ როცა ხელშკრულებები მხარეთა შორის უკვე შეწყდა, ამასთან მოსარჩელე მხარეს შესაძლო ზიანის სანაცვლოდ უკვე მოთხოვილი ჰქონდა პირგასამტეხლო, რომელიც დაუკმაყოფილდა კიდეც. დამატებით სარგებელთან ერთად პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც მოსარჩელის გამდიდრებას ემსახურება და არა მისთვის მიყენებული ფაქტობრივად არსებული ან შესაძლო ზიანის ან დანაკარგის ანაზღაურებას. გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოების და პროცენტების დაკისრება მოხდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, თუმცა უცნობია თუ როდის მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. მოვალის მიერ ბ---ისათვის კრედიტის ძირითადი თანხის გადახდა დამოკიდებულია შესაბამის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების როგორც ნებაყოფლობით შესრულებაზე, ასევე კრედიტორის ნებაზე, განახორციელოს იძულებითი აღსრულება ვალდებულების ნებაყოფლობით შუსრულებლობის შემთხვევაში. შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება თავად ხელშეკრულებების მოქმედების ვადასაც გასცდეს და კრედიტორი იმაზე დიდ სარგებელს მიიღებს ვიდრე ის ხელშეკრულების ვადის ბოლომდე მისი ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა. ასევე გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ პირგასამტეხლო დაკისრებულია ვალდებულების შესრულებამდე, თუმცა შეზღუდა კონკრეტული ვადით და თანხის ზედა ზღვარით, სარგებლის ნაწილში კი ანალოგიურად არ მოიქცა.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:
12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხები ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტებია, მაშინ როცა ხელშკრულებები მხარეთა შორის უკვე შეწყდა. დამატებით სარგებელთან ერთად პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც მოსარჩელის გამდიდრებას ემსახურება და არა მისთვის მიყენებული ფაქტობრივად არსებული ან შესაძლო ზიანის ან დანაკარგის ანაზღაურებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით პრეზუმირებულ ზიანს ძირითადად მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დავა შეეხება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას. რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბ---ო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ.,იხ., სუსგ №ას-992-950-2013, 4 მარტი, 2014 წელი). კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოთხოვნა ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ეფუძნება საბ---ო დეპოზიტებზე განთავსების ალბათობობას.
აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნამსჯელი აქვს არაერთ გადაწყვეტილებაში; მათ შორის, ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში (სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
ვინაიდან მოსარჩელის საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან შესაბამისი მოგების მიღება, თუმცა მის მიერ ვერ ხდება გაცემული ფულადი სახსრების დაბრუნება მისი შემდგომში დაკრედიტებისათვის და ვერ ხდება სარგებლის მიღება, ამასთან ზიანის სავარაუდობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მიუღებელ შემოსავლის სახით ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საფუძვლიანად იქნა დაკმაყოფილებული და შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველიც არ არსებობს.
13. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია, სესხზე დამატებით პროცენტების ან პირგასამტეხლოს დარიცხვა აღარ უნდა განხორციელდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უპირველესად პალატა მიუთითებს, რომ ნ----- ი--------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
ამასთან, 2017 წლის 24 მაისს სს ,,თ----- ბ---სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო ს-----------------ის N-------------- ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე სესხის სახით გაიცა 6450 ლარი, წლიური 17.5% სარგებლის გადახდევინებით, 1447 დღის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი, ასევე დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ.
2017 წლის 2 ივნისს სს ,,თ----- ბ---სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბართით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე გაიცა საკრედიტო ბართი - 770 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 16165 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლის 21 თებერვალს სს ,,თ----- ბ---სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო ს-----------------ის N--------------- ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე სესხის სახით გაიცა 1500 ლარი, კრედიტის სარგებლობის ვადა 365 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული სააკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა იქნა შემცირებული, შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო არის გონივრული და უფრო მეტად შემცირებას აღარ ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი დარღვევის მოცულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოახდინა მისი შემცირება პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე.
აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დამატებით არ უნდა განხორციელდეს სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
14. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ----- ი--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე,ბესარიონ ტაბაღუა