განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
240210118002309296
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210118002309296

საქმე №2/ბ-1097-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტები (მოპასუხეები) - კ--- კ------ე, თ------- შ-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----–- ქ------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,კ------- ბანკი“

წარმომადგენელი - ქ------- ყ---–----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. მოსარჩელის მოთხოვნა

2018 წლის 16 თებერვალს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკმა“ სარჩელი წარადგინა სენაკის რაიონულ სასამართლოში კ--- კ------ის, ი----- კ------ის, თ------- შ-------–---–ის, ე----- ა------ისა და ნ-------- ა------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

სარჩელის საფუძვლები:

1.1.1. 2016 წლის 09 ნოემბერს ს.ს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“–სა და მოპასუხე კ--- კ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 18000.00 (თვრამეტი ათასი) ლარი 48 თვით, 2.18 % კლებადი თვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის ჯარიმა 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით 275 დღის განმავლობაში.

1.1.2. 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებებმა ი----- კ------ემ, თ------- შ-------–---–მა, ე----- ა------ემ და ნ-------- ა------ემ სოლიდარული თავდებობა იკისრეს კ--- კ------ის სესხზე.

1.1.3. 2016 წლის 09 ნოემბერს მსესხებელ კ--- კ------ესა და ს.ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება № W------------- ბარათის ლიმიტის მოცულობა შეადგენდა 390.00 აშშ დოლარს, ხოლო ბარათის მოქმედების ვადა 48 თვეს. ასევე 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება № W------------- ბარათის ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 920.00 აშშ დოლარით, ხოლო ბარათის მოქმედების ვადა 48 თვით, ხელშეკრულებების თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ხელშეკრულება № W--------------ს შემთხვევაში პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 275 დღისა, ხოლო ხელშეკრულება № W--------------ის შემთხვევაში პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში;

1.1.4. მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეებს მათ მიმართ ერიცხებათ დავალიანება 22 104.51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა -14755.59 ლარი, სარგებელი - 6506.48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787.50 ლარი, ჯარიმა - 21.74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33.20 ლარი, ხოლო კ---ბერ კ------ეს დამატებით განვადების ბარათზე ერიცხება დავალიანება 267.92 ლარი - საიდანაც ძირი თანხა არის 172.58 ლარი. ჯარიმა -41.59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა -6.84 ლარი, პროცენტი - 4.91 ლარი.

1.2. მოპასუხეთა პოზიცია

1.2.1. მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) ნაწილში. ხოლო მოპასუხე კ--- კ------ემ ცნო ბარათზე არსებული დავალიანება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ მოთხოვნა მოპასუხეების - კ--- კ------ის, ი----- კ------ის, თ------- შ-------–---–ის, ე----ი ა------ისა და ნ-------- ა------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - კ--- კ------ეს, ი----- კ------ეს, თ------- შ-------–---–ს, ე----- ა------ესა და ნ-------- ა------ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 22 104,51 (ოცდაორი ათას ასოთხი ლარისა და ორმოცდათერთმეტი) ლარის ანაზღაურება; მოპასუხე კ--- კ------ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა ბარათზე არსებული დავალიანების - 267.92 (ორასსამოცდაშვიდი ლარი და 92 თეთრი) ლარის ანაზღაურება; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 220.48 (ორასოცი ლარი და 48 თეთრი) ლარს; მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდა 442,66 (ოთხასორმოცდაორი ლარი და 66 თეთრი) ლარი, მის მიერ 2018 წლის 09 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 663.14 (ექვასასსამოცდასამი ლარი და 14 თეთრი) ლარიდან (საგადახდო დავალება №117474); ასევე დაუბრუნდა 2018 წლის 09 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადახდო დავალება №117475); მოპასუხეებს -კ--- კ------ეს, ი----- კ------ეს, თ------- შ-------–---–ს, ე----- ა------ესა და ნ-------- ა------ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის აღძვრისათვის, სარჩელის უზრუნველყოფისა და უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინების აღსრულების მიზნით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 514 (ხუთასთოთხმეტი) ლარის ოდენობით.

 

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2016 წლის 09 ნოემბერს სს ,,კ------- ბანკ“ -სა და მოპასუხე კ--- კ------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №1-------------, რომლის საფუძველზე მსესხებელ კ--- კ------ეზე გაიცა სესხი 18 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, 2.18%-ის ოდენობით ყოველთვიური კლებადი სარგებლის დარიცხვით. მოპასუხე კ--- კ------ემ იკისრა ვალდებულება სესხის დაბრუნება უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოზე, პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2016 წლის 09 ნოემბერს სს ,,კ------- ბანკი“ -სა და მოპასუხე კ--- კ------ეს შორის გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება №W-------------, ბარათის ლიმიტის მოცულობა შეადგენდა 390.00 აშშ დოლარს, ხოლო ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ ჯარიმაზე შემდეგი წესით: პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულება №WCC-5a23068862 შემთხვევაში - პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის - გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %- ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება - №1------------- (იხ.ს. ფ. 23-26);

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 27;

- სესხის ხელშეკრულება - № W------------- (იხ. ს. ფ. 28-34);

- სესხის ხელშეკრულება - № WCC-5a23068862 (იხ.ს. ფ. 35-41);

 

2.1.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელმა კ--- კ------ემ იკისრა

ვალდებულება უზრუნველეყო სიცოცხლის დაზღვევა, გამსესხებლის მიერ

რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იქნებოდა გამსესხებელი. მსესხებელმა კი იკისრა ვალდებულება სრულად და დროულად დაეფარა სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება

 

2.1.3. 2016 წლის 09 ნოემბერს სს ,,კ------- ბანკ“ს კ--- კ------ის თავდებობის თაობაზე განცხადებებით მიმართეს ი----- კ------ემ, თ------- შ-------–---–მა, ე----- ა------ემ და ნ-------- ა------ემ. იმავე დღეს, ი----- კ------ესთან, თ------- შ-------–---–თან, ე----- ა------ესთან და ნ-------- ა------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ი----- კ------ემ, თ------- შ-------–---–მა, ე----- ა------ემ და ნ-------- ა------ემ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კ--- კ------ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თავდებობის ხელშეკრულებები (იხ. ს. ფ. 42-49);

- თავდებთა განცხადებები (იხ.ს. ფ. 50-53);

 

2.1.4. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობაზე (იხ. ს. ფ. 58-60);

- გაფრთხილებები ვალდებულების შესრულებაზე(იხ. ს. ფ. 62-63);

 

2.1.5. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო , მოპასუხეებს კ--- კ------ეს, ი----- კ------ეს, თ------- შ-------–---–ს, ე----- ა------ესა და ნ-------- ა------ეს დაერიცხათ დავალიანება 22 104,51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 14755,59 ლარი, სარგებელი - 6506,48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი. მოპასუხე კ---ბერ კ------ის ბარათზე ჯამურმა დავალიანებამ შეადგინა 267,92 ლარი - საიდანაც ძირი თანხა არის - 172,58 ლარი. ჯარიმა 41,59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა 6,84 ლარი, პროცენტი 4,91 ლარი. მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) ძირითადი მოვალისათვის დაკისრების ნაწილში.

 

2.1.6. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 22 104,51 ლარს, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხა 14755,59 ლარი, სარგებელი - 6506,48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი. ხოლო კ--- კ------ის ბარათზე ჯამური დავალიანება შეადგენს 267,92 ლარს - საიდანაც ძირი თანხა არის - 172,58 ლარი. ჯარიმა 41,59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა 6,84 ლარი, პროცენტი 4,91 ლარი. მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოება სადაოდ არ გაუხდია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

2.2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-625-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე, 411-ე, 361-ე, 286-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის სესხისა და სოლიდარული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

2.2.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე კ--- კ------ეზე გასცა სესხი, შესაბამისი სარგებლის დარიცხვის პირობით. კ--- კ------ემ კი იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სესხის დაბრუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

2.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა -ი----- კ------ემ, თ------- შ-------–---–მა, ე----- ა------ემ და ნ-------- ა------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ი----- კ------ის მიერ სს ,,კ------- ბანკი“ს მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

2.2.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კ--- კ------ესთან ერთად ი----- კ------ის, თ------- შ-------–---–ის, ე----- ა------ისა და ნ-------- ა------ის სოლიდარული ვალდებულება სს ,,კ------- ბანკი“-ს წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

2.2.4.სასამართლომ მიუთითა, რომ თავდებთა პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სადაზღვევო თანხის ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

2.2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. იმავდროულად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და ხანგრძლივობის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობისა და იმ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც დაერიცხა პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი არ არის და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2.6. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე აპელირებით მიუთითა, რომ მოპასუხეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მათ ვალდებულების დარღვევის საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. ერთადერთი გარემოება, რაზეც ისინი აპელირებდნენ იყო ის, რომ მათ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

 

2.2.7. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 22 104,51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 14 755,59 ლარი, სარგებელი - 6506,48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი. ხოლო მოპასუხე კ--- კ------ეს ბარათზე ჯამური დავალიანება შეადგენს 267,92 ლარს - საიდანაც ძირი თანხა არის - 172,58 ლარი. ჯარიმა 41,59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა 6,84 ლარი, პროცენტი 4,91 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ--- კ------ემ და თ------- შ-------–---–მა შემდეგზე მითითებით:

 

3.1. აპელანტთა განმარტებით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია უსამართლო გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ დააკმაყოფილა სს „კ------- ბანკი“-ს მოთხოვნა სრული მოცულობით და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება განაპირობა მოსარჩელეს დაპირებამ იმის შესახებ, რომ სესხის გადახდიდან ერთი წლის შემდეგ ბანკი მოახდენდა რესტრუქტურიზაციას, გაუზრდიდა სესხის გადახდის ვადას და შეუმცირებდა პროცენტს. აღნიშნულის გათვალისწინებით გააფორმა სესხის ხელშეკრულება სს „კ------- ბანკ“-თან 2016 წლის 03 ნოემბერს, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 18 000 ლარის ოდენობით 03 წლის ვადით.

 

3.2. სესხის თანხას იხდიდნენ ყოველთვიურად გრაფიკის შესაბამისად 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით. ერთი წლის განმავლობაში გადახდილი აქვთ 8449 ლარი. ფინანსური პრობლემების გამო იანვრის თვეში ვერ გადაიხადეს სესხის თანხა, რის გამოც მოსარჩელემ შეუწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა სესხის სრული დაფარვა.

 

3.3. სენაკის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სრულად გაიზიარა ბანკის მოთხოვნა, არ მისცა სწორი შეფასება იმ გარემოებას, რომ სესხის თანხიდან- 18000 ლარიდან, გადახდილი აქვთ ჯამში 8449 ლარი. ძირ თანხაში ბანკმა ჩაუთვალა გადახდილი თანხიდან მხოლოდ 3245 ლარი, ხოლო 5204 ლარი -სარგებელში, რაც საგრძნობლად აღემატება სესხის გადახდილ ძირ თანხას. სასამართლომ მათ გადასახდელად დააკისრა 22 104 ლარის გადახდა, საიდანაც 14 755 ლარი არის გადაუხდელი ძირი თანხა, 6506 ლარი - სარგებელი. გაუგებარია და საფუძველს მოკლებული თუ რატომ დააკისრა სასამართლომ სარგებლის 6506 ლარის გადახდა, როდესაც სარგებლის სახით გადახდილი აქვთ 5204 ლარი და დააკისრა ჯარიმისა და სესხით გადაუხდელი ძირი თანხის 14755 ლარის ერთდროულად გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.5 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ:

4.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 09 ოქტომბერს კ--- კ------ემ სს,,მიკროსაფინანო ორგანიზაცია კ-------სგან“ (ამჟამად -სს ,,კ------- ბანკი“) №1------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ისესხა 18000 (თვრამეტი ათასი) ლარი.

4.1.3. სესხის ხელშეკრულება დაიდო 48 თვის ვადით -2020 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით. სესხის სარგებელი ხელშეკრულების 3.14. პუნქტის თანახმად შეადგენდა კლებადი განაკვეთით ყოველთვიურად 2.18%. აპელანტს ვალდებულება პერიოდული, თანაბარი გადახდებით უნდა შეესრულებინა.

4.1.4. ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აპელანტს უნდა გადაეხადა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის ჯარიმა 5% , ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაგრამ მხოლოდ 275 დღის განმავლობაში.

4.1.5.ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით აპელანტს უნდა განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

4.1.6.აპელანტ კ--- კ------ის მიერ ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა იკისრეს ი----- კ------ემ, თ------- შ-------–---–მა, ე----- ა------ემ და ნ-------- ა------ემ, სახელდობრ მათ აიღეს ვალდებულება სოლიდარულად პასუხი აგონ გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის ფიზიკურ პირ კ--- კ------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირ თანხაზე (18000.00 ლარი), მასზე დარიცხულ პროცენტებზე (11161.91 ლარი) სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე-(1080.00ლარი), საკომისიო გადასახდელებზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 30241.91 (ოცდაათი ათას ორასორმოცდაერთი ლარი და 91 თეთრი), შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

4.1.7.აპელანტმა კ--- კ------ემ სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია და თანხა 2017 წლის 06 დეკემბრის შემდეგ არ გადაუხდია.

4.1.9.სს ,,კ------- ბანკმა“ კ--- კ------ის, ი----- კ------ის, თ------- შ-------–---–ის, ე----- ა------ისა და ნ-------- ა------ის მიმართ სარჩელი აღძრა 2018 წლის 16 თებერვალს.

4.1.10. სარჩელის აღძვრის დროისათვის აპელანტების დავალიანება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ №1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იყო სესხის ძირითადი თანხა 14 755,59 ლარი, გადაუხდელი სარგებელი 549.26 ლარის ოდენობით (2018 წლის იანვრის თვე 349,53 ლარი + 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით 199,73 ლარი), სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი.

 

4.2.სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.1.სააპელაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს.

 

4.2.2. მოცემულ შემთხვევაში აპელანტები კ---ბერ კ------ე და თ------- შ-------–---–ი გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მათთვის პროცენტის სახით 6506 ლარის დაკისრების ნაწილში. აპელანტები აღიარებენ პროცენტის გადახდის ვალდებულებას, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორც ამას ბანკი უთითებს.

 

4.2.3. ზემოხსენებულის შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლო მას ვერ შეამოწმებს.

 

4.2.4. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო თანხის გადახდის ვალდებულებას აპელანტები სადავოდ არ ხდიან, სადაოდ ხდიან მის ოდენობას.

 

4.2.5. სააპელაციო საამართლო ეთანხმება აპელანტებს, რომ რაიონულმა სასამართლომ მათ მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეცდომით განსაზღვრა.

 

4.2.6. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებს კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ე.ი. 2020 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით გადასახდელი სარგებლის ანაზღაურება დაეკისრა ,რაც ნიშნავს, რომ აპელანტმა უნდა გადაიხადოს იმ პერიოდის სარგებელი, რა პერიოდშიც მას სესხით არ უსარგებლია, რაც დაუშვებელია.

 

4.2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცენტი შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სესხისათვის,შესაბამისად, სესხის გარეშე პროცენტი არ არსებობს და მოვალეს მისი გადახდა მხოლოდ სესხით სარგებლობისას ეკისრება.

 

4.2.8. სს ,,კ------- ბანკმა“ სარჩელი 2018 წლის 16 თებერვალს აღძრა და სესხის სრულად დაბრუნება მოითხოვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტებმა კრედიტორს უნდა აუნაზღაურონ ძირითადი თანხა 14 755,59 ლარი და 2018 წლის 16 თებერვლამდე გადასახდელი პროცენტი 549.26 ლარის ოდენობით.

 

4.2.9. 2018 წლის 16 თებერვლის შემდეგ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, აპელანტებმა მოსარჩელეს (ს.ს. ,,კ------- ბანკი“) უნდა აუნაზღაურონ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი, ე.ი. ის თანხა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა აპელანტებს მისთვის ვალი დროულად რომ დაებრუნებინათ.

 

4.2.10 პალატა აღნიშნავს, რომ სესხის გაცემის დროისათვის მოსარჩელე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, ხოლო ამჟამად კომერციული ბანკია და მისი საქმიანობის ძირითადი საგანი სესხად გაცემული თანხიდან სარგებლის მიღებაა. შესაბამისად, ყოველთვის ივარაუდება, რომ სესხად გაცემული თანხის დაუბრუნებლობით იგი ვერ იღებს შემოსავალს, ყოველ შემთხვევაში, სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მაინც.

 

4.2.11. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 1-ელ კვარტალში გაცემულ სესხებზე წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 17,8 %-ია, ამგვარად, ივარაუდება, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს თანხის წლიური 17,8%-ის ოდენობით მაინც.

 

4.2.12. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აპელანტებმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადონ სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის წლიური 17,8%, ე.ი. კ--- კ------ეს, თ------- შ-------–---–თან ე----- ა------ესთან და ნ-------- ა------ეთან ერთად სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ 2018 წლის 16 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ყოველთვიურად ძირი თანხის - 14 755.99 (თოთხმეტი ათას შვიდასორმოცდათხუთმეტი ლარი და 99 თეთრი) ლარის 1.48%-ის (წლიური 17,8 პროცენტი) გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 6506.48-549.26= 5957.22 (ხუთი ათას ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 22 თეთრი) ლარისა.

 

4.2.13. სიცოცხლის დაზღვევის თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 417-ე მუხლის საფუძველზე აპელანტებმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადონ სადაზღვევო პრემია - 787.50 ლარი, ჯარიმა - (21.74+33.20)=54.94 ლარი

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 463-464-ე, 895-ე და 898-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ წინაშე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი მსესხებელ კ--- კ------ის დავალიანების გადახდის ანაზღაურება ამ უკანაკსნელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სოლიდარულ თავდებებს ი----- კ------ეს, თ------- შ-------–---–ს, ე----- ა------ესა და ნ-------- ა------ეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1.ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--- კ------ისა და თ------- შ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

5.2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც კ--- კ------ეს, თ------- შ-------–---–ს, ე----- ა------ესა და ნ-------- ა------ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 09 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-22 104.51 (ოცდაორი ათას ასოთხი ლარი და 51 თეთრი) ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

5.3. სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი კ--- კ------ის, თ------- შ-------–---–ის, ე----- ა------ისა და ნ-------- ა------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5.4. კ--- კ------ეს თ------- შ-------–---–თან ე----- ა------ესთან და ნ-------- ა------ესთან ერთად სს,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს ძირი თანხის -14 755.99 (თოთხმეტი ათას შვიდასორმოცდათხუთმეტი ლარი და 99 თეთრი)ლარის, სიცოცხლის დაზღვევის-787.50 (შვიდასოთხმოცდაშვიდი ლარი და 50 თეთრი) ლარის, პირგასამტეხლოს-54.94(ორმოცდათოთხმეტი ლარი და 94 თეთრი) და ასევე 2018 წლის 16 თებერვლამდე გადაუხდელი საპროცესო სარგებლის-549.26 (ხუთასორმოცდაცხრა ლარი და 26 თეთრი) ლარის გადახდა.

5.5.კ--- კ------ეს, თ------- შ-------–---–თან ე----- ა------ესთან და ნ-------- ა------ეთან ერთად სს,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ 2018 წლის 16 თებერვლიდან ვალდებულების შერულებამდე სოლიდარულად უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ძირი თანხის -14 755.99 (თოთხმეტი ათას შვიდასორმოცდათხუთმეტი ლარი და 99 თეთრი) ლარის 1.48%-ის (წლიური 17,8 პროცენტი) გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 5957.22 (ხუთი ათას ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 22 თეთრი) ლარისა;

5.6.დანარჩენ ნაწილში სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

დადგენილია, რომ აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგეს ნაწილობრივ, ამასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. კ--- კ------ისა და თ------- შ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კ--- კ------ეს, თ------- შ-------–---–ს, ე----- ა------ესა და ნ-------- ა------ეს სს,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 09 ნოემბრის №1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 22 104.51 (ოცდაორი ათას ასოთხი ლარი და 51 თეთრი)ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3.სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი კ--- კ------ის, თ------- შ-------–---–ის, ე----- ა------ისა და ნ-------- ა------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. კ--- კ------ეს თ------- შ-------–---–თან ე----- ა------ესთან და ნ-------- ა------ესთან ერთად სს,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ძირი თანხის -14 755.99 (თოთხმეტი ათას შვიდასორმოცდათხუთმეტი ლარი და 99 თეთრი)ლარის, სიცოცხლის დაზღვევის-787.50 (შვიდასოთხმოცდაშვიდი ლარი და 50 თეთრი) ლარის, პირგასამტეხლოს-54.94(ორმოცდათოთხმეტი ლარი და 94 თეთრი) და ასევე 2018 წლის 16 თებერვლამდე გადაუხდელი საპროცესო სარგებლის-549.26 (ხუთასორმოცდაცხრა ლარი და 26 თეთრი) ლარის გადახდა;

5. კ--- კ------ეს, თ------- შ-------–---–თან ე----- ა------ესთან და ნ-------- ა------ეთან ერთად სს,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ 2018 წლის 16 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე სოლიდარულად დაეკისროს ყოველთვიურად ძირი თანხის -14 755.99 (თოთხმეტი ათას შვიდასორმოცდათხუთმეტი ლარი და 99 თეთრი)ლარის 1.48%-ის (წლიური 17,8 პროცენტი) გადახდა, მაგრამ არაუმეტეს (6506.48-549.26)= 5957.22 (ხუთი ათას ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 22 თეთრი) ლარისა.

6. დანარჩენ ნაწილში სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

7. აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გაადწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლაურა მიქავა თამარ სვანიძე