განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002770377
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/258-19 28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ზვ----------------------------ი (პირადი №1----------), დაბადებული 19---–-–----- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–-----------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის განაჩენით:
ზ-----------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ზ-----------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზ-----------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ-----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ-----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
ზ-----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ-----------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-----------–---–მა და მოითხოვა ზ-----------------–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 ნოემბერს, დახლოებით 20:30 საათზე ქ. თბილისში, ც-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობოს ქვეშ მყოფმა ზ-----------------–მა ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს რ-----------------ს. ასევე მარჯვენა იდაყვის არეში მაგრად მოუჭირა ხელი და ორჯერ მიანარცხა კედელს, რა დროსაც რ-----------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ-----------------–ის ქმედებით რ-----------------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2018 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე ზ-----------------–ი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარით უკანონოდ შევიდა რ-----------------ის ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ც-----------------------ში, რითიც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა.
2018 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 02: 30 საათზე ქ. თბილისში, ც-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ზ-----------------–ი ქ------–-----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზ-----------------–ის ქმედებით ქ------–-----ეს მიადგა მორალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ-----------------–ის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების რ-----------------ის და ქ------–-----ის, მოწმეების - რ----------–--–-–---–ის, დ------------–---–ის, გ-------------იას, თ------------–-----ის, ზუ------------–---–ის, ზ---------–----ის, ზ--------------–---–ის, კ---------------------ის, ს--–-----–--------------------------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის სახით ზ-----------------–ის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის სახით ზ-----------------–ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამოღების ოქმებით, ზ-----------------–ის ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ზ-----------------–ის მიმართ 2018 წლის 21 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ-----------------–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ-----------------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით;
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-----------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას. დამაძიმებელი გარემობაა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, წარსულში მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების გამო გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რაც ამგვარი ქმედების ჩადენის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატის აზრით, ზ-----------------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს. გათვალისწინებული იქნა, რომ ზ-----------------–ი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენამდე იყო თვისობრივად და შინაარსობრივად იგივე ქმედების ჩადენისათვის გაფრთხილებული, გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. მართალია, ზ-----------------–მა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, თუმცა მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის განაჩენით ზ-----------------–ისთვის თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მოთხოვნას ზ-----------------–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების და პირობითი მსჯავრის პირობებში მისი სახლში დროულად დაბრუნების შესახებ მხოლოდ იმ მოტივით, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს ოჯახი: შვილები და შვილიშვილები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენით დადგენილი ქმედებების ჩადენამდე თვისობრივად და შინაარსობრივად იგივე ქმედების ჩადენისათვის მსჯავრდებულის მიმართ 2018 წლის 21 სექტემბერს გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და აღნიშნულ შემთხვევაში დაზარალებული კვლავ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რ-----------------ი იყო. როგორც ჩანს, მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა სამართლებრივმა ღონისძიებამ არ იქონია გავლენა და არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი ფაქტორი, რაც მსჯავრდებულის პიროვნებას უარყოფითად ახასიათებს. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით პირობითი მსჯავრი არ იქნება ეფექტური საშუალება სასჯელის იმ უმთავრესი მიზნის მისაღწევად, რასაც წარმოადგენს პიროვნების რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენცია. პირობითი მსჯავრის გამოყენება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ არ წარმოადგენს აუცილებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ სასჯელის აღსრულების შიში საკმარის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი ზ-----------------–ის უახლოეს წარსულში განხორციელებლი ქმედება, რაც შემაკავებელი ორდერის გამოყენების მიზეზი გახდა, ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს არ იძლევა. აღნიშნული გარემოება კი იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მსჯავრდებულს გააჩნია და რაზედაც ზემოთ იქნა მითითებული, აისახა იმ სასჯელზე, რაც განსაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლომ და რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ-----------------–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ზ-----------------–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზ-----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია, დატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ლაქების ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი ზ-----------------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ----------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ-----------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი ზ-----------------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ-----------------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ზ-----------------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ზ-----------------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-----------------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ-----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია
ზ-----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია, დატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ლაქების ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე