განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001608293
საქმე № 3ბ/769-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - თ------–-------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ---- პ------–ი
წარმომადგენელი - თ-----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ---- პ------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ---- პ------–ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 29 მარტის N--- ბრძანება; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, კანონით დადგენილი წესით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ---- პ------–ისა და მისი ოჯახის იმ პირთა სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი ბინით.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. ნ----- პ------–ი და გ---- პ------–ი არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც 1996 წლის 8 ა-----–იდან რეგისტრირებულნი იყვნენ ქ. თბილისში, ს----------–--ს რაიონში, ს----------- ,,ა-----ში’’, თუმცა ფაქტობრივად აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ.
2004 წლის 30 ოქტომბერს სს ,,ს----------- ა-----ს’’ გენერალურ დირექტორსა და ა--------- ჩ-----ს, როგორც ქ. თბილისში, 2- მ----- ს----–----- მ-------ზე №--ში მდებარე ,,ს----------- ა-----ს’’ №916 ოთახში დროებით მცხოვრები ოჯახის წარმომადგენელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა--------- ჩ-----მა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 12 810 ლარის სანაცვლოდ იკისრა სს ,,ს----------- ა-----ს’’ №916 ოთახის გამონთავისუფლების ვალდებულება, ხოლო 2004 წლის 5 ნოემბერს სს ,,ს----------- ა-----ს’’ გენერალურ დირექტორსა და ბ------ ჩ-----ს, როგორც ქ. თბილისში, 2- მ----- ს----–----- მ-------ზე №--ში მდებარე ,,ს----------- ა-----ს’’ №923 ოთახში დროებით მცხოვრები ოჯახის წარმომადგენელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ------ ჩ-----მა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 12 757, 50 ლარის სანაცვლოდ იკისრა სს ,,ს----------- ა-----ს’’ №923 ოთახის გამონთავისუფლების ვალდებულება.
სს ,,ს----------- ა-----ს’’ №916 ოთახის გათავისუფლების სანაცვლოდ გ---- პ------–ი მიჩნეული იქნა კომპენსაციის მიმღებ პირად, ხოლო №923 ოთახისათვის კომპენსაციის მიმღებ პირად მითითებული იქნა ნ----- პ------–ი, თ-------- ჩ-----ი, ბ------ ჩ-----ი, თ----- ჭ-------, ე---------- ჩ-----ი და გ------- ჩ-----ი.
გ---- პ------–ს 2013 წლის 4 მარტის განცხადების პასუხად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2013 წლის 1- სექტემბრის წერილით აცნობა, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის თანახმად, გ---- პ------–ი და ნ----- პ------–ი კომპესირებულნი იყვნენ ს----------- ,,ა-----ს’’ №916 და №923 ოთახებიდან, რაც გ---- პ------–ისა და ნ----- პ------–ის მიერ გასაჩივრებული იქნა სასარჩელო წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 1- სექტემბრის №-------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ---- პ------–ის ნაწილში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გ---- პ------–ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ და კანონიერ ძალაშია შესული.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-22);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ა-----–ის განჩინება (ს.ფ. 23-40);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ა-----–ის განჩინება (ს.ფ. 41-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2.2.2. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2016 წლის 6 დ--------ს საქმეზე ჩატარდა ზეპირი მოსმენა, რა დროსაც გ---- პ------–მა განმარტა, რომ აფხაზეთში განვითარებული საომარი ვითარების გამო 1993 წელს ჩამოვიდა ქ. თბილისში და დარეგისტრირდა ნათესავების (დედის ძმის) ა--------- ჩ-----ისა და (ბიძაშვილის) ბ------ ჩ-----ის მისამართზე სასატუმრო ,,ა-----ში“, თუმცა რეალურად 1993 წლიდან ცხოვრობდა გ--------ის რაიონის სოფ. ჯ--------ში ნათესავის სახლში, 2000 წლიდან - თ------–----ოს რაიონში, ხოლო 2008-2011 წლებში შეჭრილი იყო ს----------–--ს რაიონში მდებარე ეგრეთწოდებულ ,,ზ-----ს“ შენობაში. ამასთან, ანალოგიური შინაარსის განმარტებები გააკეთეს ბ------ ჩ-----მა და ა--------- ჩ-----მაც და აღნიშნეს, რომ ფაქტობრივად ს----------- ,,ა-----ში“ გ---- პ------–ს არ უცხოვრია.
ასევე დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ სანოტარო ბიუროში ს----------- ,,ა-----სა“ და ს-----------ში მცხოვრებ დევნილებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად არსებული მოსარჩელის წერილობითი თანხმობა სანოტარო ბიუროს არქივში არ ინახებოდა, ამასთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილის თანახმად, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში ა--------- და ბ------ ჩ-----ების სახელზე ს----------- ,,ა-----ში“ დაკავებულ ფართთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღების შესახებ ჩანაწერი რეგისტრირებული არ იყო.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გ---- პ------–ის კომპენსაციის მოხსნის თაობაზე 2016 წლის 6 დ-------ის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ. 105-107);
- 201- წლის 21 მარტის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 108-112);
- ნოტარიუს ლ--–- გ------–---–ის 201- წლის 18 იანვრის წერილი (ს.ფ. 113);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2.2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 29 მარტის N--- ბრძანებით, იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს გ---- პ------–ს უარი ეთქვა დევნილების მონაცემთა ბაზაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 29 მარტის N--- ბრძანება (ს.ფ. 103);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პ------–ი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პ------–ი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 29 მარტის N--- ბრძანება ,,დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ---- პ------–ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პ------–ი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პ------–ი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა გ---- პ------–ისა და მისი ოჯახის იმ პირთა სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი ბინით.
2.3.2. სასამართლომ უპ------–ეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პ------–ი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სათანადო სოციალური გარანტიების შექმნას.
სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პ------–ი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პ------–ი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - გ---- პ------–ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც 1996 წლის 8 ა-----–იდან რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ს----------–--ს რაიონში, ს----------- ,,ა-----ში’’, თუმცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს განხორციელდა თუ არა მისი კომპენსაცია ხსენებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „ს----------- ა-----ში“ გ---- პ------–ის ნათესავების (დედის ძმის) ა--------- ჩ-----ისა და (ბიძაშვილის) ბ------ ჩ-----ის ოთახებში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 201- წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2004 წლის 30 ოქტომბერს სს ,,ს----------- ა-----ს’’ გენერალურ დირექტორსა და ა--------- ჩ-----ს, როგორც ქ. თბილისში, 2- მ----- ს----–----- მ-------ზე №--ში მდებარე ,,ს----------- ა-----ს’’ №916 ოთახში დროებით მცხოვრები ოჯახის წარმომადგენელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა--------- ჩ-----მა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 12 810 ლარის სანაცვლოდ იკისრა სს ,,ს----------- ა-----ს’’ №916 ოთახის გამონთავისუფლების ვალდებულება, ხოლო 2004 წლის 5 ნოემბერს სს ,,ს----------- ა-----ს’’ გენერალურ დირექტორსა და ბ------ ჩ-----ს, როგორც ქ. თბილისში, 2- მ----- ს----–----- მ-------ზე №--ში მდებარე ,,ს----------- ა-----ს’’ №923 ოთახში დროებით მცხოვრები ოჯახის წარმომადგენელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ------ ჩ-----მა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 12 757, 50 ლარის სანაცვლოდ იკისრა სს ,,ს----------- ა-----ს’’ №923 ოთახის გამონთავისუფლების ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებებით კომპენსაციის მიმღები სუბიექტები ადასტურებდნენ, რომ მიღებული ჰქონდათ ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა და მოქმედებდნენ მათი სახელით.
ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ,,დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ---- პ------–ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 29 მარტის N--- ბრძანება ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე გ---- პ------–ი ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
აღნიშნული მუხლის „ლ“ პუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხევითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე გ---- პ------–ი, რომელიც დამოუკიდებლად იყო რეგისტრირებული ს----------- "ა-----ში" განცალკევებულად საჭიროებდა შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფას. მოპასუხე მხარის განმარტებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ა--------- ჩ-----ი კომპენსაციის მიღების დროს მოქმედებდა მოსარჩელე გ---- პ------–ის სახელით, როგორც მისი წარმომადგენელი სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ა--------- ჩ-----ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დაადასტურებდა.
საქმეში წარდგენილი ნოტარიუს ლ--–- გ------–---–ის წერილის მიხედვით, სანოტარო ბიუროში ს----------- ,,ა-----სა“ და ს-----------ში მცხოვრებ დევნილებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად არსებული მოსარჩელის წერილობითი თანხმობა სანოტარო ბიუროს არქივში არ ინახებოდა. ამასთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილის თანახმად, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში ა--------- და ბ------ ჩ-----ების სახელზე ს----------- ,,ა-----ში“ დაკავებულ ფართთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღების შესახებ ჩანაწერი რეგისტრირებული არ იყო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პ------– ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამონთავისუფლების სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ,,დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ---- პ------–ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პ------–ი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პ------–ი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ---- პ------–ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა ეცნო ,,დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ---- პ------–ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 29 მარტის N--- ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის დაევალებინა კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ---- პ------–ისა და მისი ოჯახის იმ პირთა სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი ბინით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2003-2004 წლებში ს----------- „ა-----დან“ მიმდინარეობდა დევნილთა გამოსახლება. შესაბამისად, იქ მაცხოვრებელმა დევნილებმა დათმეს ს----------- ,,ა-----ში’’ თავიანთი ფართის სარგებლობის უფლება იმ შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, რომელიც გადაიხადა ს-----------ს ადმინისტრაციამ. მიმდინარე პერიოდამდე გ---- პ------–ს ამის შესახებ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და არ უდავია ს-----------ს ადმინისტრაციასთან კომპენსაციის მიუღებლობის საფუძვლით.
აპელანტის აზრით, თუ მოსარჩელე არ ცხოვრობდა ს----------- ,,ა-----"-ში, რატომ არ შეუცვლია რეგისტრაციის მისამართი, მაშინ, როდესაც დევნილი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია, უფრო მეტიც გ---- პ------–ის 2004 წელს დაბადებული შვილი რეგისტრირებულია ამავე მისამართზე. გაუგებარი იყო რატომ დაარეგისტრირა ს----------- ,,ა-----"-ში მისი შვილი თუკი არ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, მით უმეტეს, რომ რეგისტრაციის შეცვლა არ წარმოადგენდა პრობლემას და შეეძლო დარეგისტრირებულიყო თავიანთი ფაქტიური საცხოვრებლის მიხედვით. გარდა ამისა ს----------- ,,ა-----" თავის მხრივ, აღწერდა მცხოვრებლებს და მის მიერ სამინისტროსათვის წარმოდგენილ საკომპენსაციო სიებში მოსარჩელე აღნიშნული იყო, როგორც ფაქტიური მაცხოვრებელი 916-ე და 923-ე ოთახში. ხოლო ის ფაქტი, რომ ინვესტორის მიერ თანხის გადახდის შემდეგ კომპენსირებულ ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება აღარ მიეცემოდა ცნობილი იყო ყველა დევნილისთვის. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კომპენსირებულია როგორც ს----------- ,,ა-----ში“ მაცხოვრებელი დევნილი ს-----------ს ადმინისტრაციის მიერ და ხელმეორედ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ---- პ------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პ------–ი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პ------–ი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პ------– პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პ------–ი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.
4.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სათანადო სოციალური გარანტიების შექმნას. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ დევნილი პირები არ დარჩნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ მოსარჩელე - გ---- პ------–ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც 1996 წლის 8 ა-----–იდან რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ს----------–--ს რაიონში, ს----------- ,,ა-----ში’’, თუმცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს განხორციელდა თუ არა მისი კომპენსაცია ხსენებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ, რაზეც აპელენატი მიუთითებს. დადგენილია, რომ სადავო ბრძანება ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ გ---- პ------–ი ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით. ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „ს----------- ა-----ში“ გ---- პ------–ის ნათესავების (დედის ძმის) ა--------- ჩ-----ისა და (ბიძაშვილის) ბ------ ჩ-----ის ოთახებში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად.
პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ პუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხევითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ ა--------- ჩ-----ი კომპენსაციის მიღების დროს მოქმედებდა მოსარჩელე გ---- პ------–ის სახელით, როგორც მისი წარმომადგენელი, რის გამოც გ---- პ------–ი კომპენსირებულია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების სანაცვლოდ და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ა--------- ჩ-----ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანდა გ---- პ------–ის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტს დაადასტურებდა, უფრო მეტიც, საქმეში წარდგენილი ნოტარიუს ლ--–- გ------–---–ის წერილის მიხედვით, სანოტარო ბიუროში ს----------- ,,ა-----სა“ და ს-----------ში მცხოვრებ დევნილებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად არსებული გ---- პ------–ის წერილობითი თანხმობა სანოტარო ბიუროს არქივში არ ინახებოდა. ამასთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილის თანახმად, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში ა--------- და ბ------ ჩ-----ების სახელზე ს----------- ,,ა-----ში“ დაკავებულ ფართთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღების შესახებ ჩანაწერი რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გ---- პ------–სა და მის ოჯახს ს----------- ,,ა-----დან“ გამოსახლების სანაცვლოდ კომპენსაცია მიღებული არ აქვთ.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პ------– ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული სადავო გარემოება მასზედ, რომ გ---- პ------–ი ფაქტობრივად ცხოვრობდა ს----------- ,,ა-----ში“, საიდანაც ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიიღო კომპენსაცია.
4.2. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პ------–ი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პ------–ი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ---- პ------–ის სარჩელი საფუძვლიანი იყო, სადავო აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 29 მარტის N--- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ასევე საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის იმ პირთა სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი ბინით და აღნიშნავს, რომ მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალება ცალსახად დაკავშირებული იყო გასაჩივრებული აქტის უკანონობასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არსებობდა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პ------–ი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პ------–ი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პ------–ი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე