განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/2199-18 01 მარტი, 2019 წელი
№330310018002396972 თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე, გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - თ------–-------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო-----------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ო-----------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7-------ის N------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 1------------ დეკემბრის N4- სხდომის ოქმი ო-----------–--ის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; ო-----------–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. მოქალაქე ო-----------–---მ 2014 წლის 7----–--- დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 1------------ დეკემბრის N4- სხდომის ოქმის დანართის მიხედვით, დადგენილია, რომ ო-----------–--ის სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული კაპიტალურია, მეორე კი ხის, სახლი მთლიანად დეფორმირებულია, საყრდენი ბოძები გადახრილია, უკანა კედლის კუთხე პირველ სართულზე გახსნილია, სახურავი დაზიანებულია, საძირკველში დგება წყალი უხვი ნალექის დროს, შენობის დაზიანების ხარისხი არის პირველი კატეგორიის. ო-----------–--ის მეუღლე და შვილი ცხოვრობენ თბილისში. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, სახლს ძირითადი დაზიანებები მიღებული აქვს მიწისძვრის შედეგად, რასაც ემატება გრუნტის ჯდენის პროცესები და მცირე მეწყერული ძვრები. ამდენად, საჭირო იყო სახლის დემონტაჟი და შედარებით მსუბუქი კონსტრუქციის შენობის აგება სამშენებლო ნორმების სრული დაცვით. საბოლოოდ, კომისიამ ო-----------–---ს ამ ეტაპზე უარი უთხრა საცხოვრებელი სახლის მოძიებაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5--------- წერილით ო-----------–---ს ეცნობა, რომ მისი ოჯახის 2014 წლის 7----–---ს ,,საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ განაცხადის შესაბამისად, მის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა წინასწარი 17 ქულა. აღნიშნული ქულის საფუძველზე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შესწავლილი ჰქონდა ო-----------–--ის ოჯახის საჭიროებები და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა, რის შედეგადაც დადგენილი ჰქონდა, რომ ო-----------–---ს შეეძლო ესარგებლა ქ. თბილისში, ი----------–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლით. ამდენად, მოცემულ ეტაპზე მისი ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.
2018 წლის 8 თებერვალს ო-----------–---მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ამავე სამსახურის 2018 წლის 5--------- აქტის ბათილად ცნობა და საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7-------ის N------------- გადაწყვეტილებით ო-----------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი თბილისში საკუთრებაში ფლობდა სამ მიწის ნაკვეთს, რომელთაგან ერთ-ერთი ნაკვეთი გაჩუქებული ჰქონდა შვილზე, ხოლო მისი მეუღლე - მ-----–------, რომელთანაც იურიდიულად განქორწინებული არ იყო საკუთრებაში ფლობდა ბინას ქ. თბილისში, ჯ-----–---–---------–-, რომლითაც ო-----------–---საც შეეძლო ესარგებლა. ამდენად, მიმდინარე ეტაპზე, სამინისტროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მისი ოჯახი დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.2. საქართველოს კონსტიტუციის 4--ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 1------------ დეკემბრის N4- სხდომის ოქმი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7-------ის N------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ო-----------–--ისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე.
2.3. სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (შემდგომში - „დაზარალებული“) განმარტებას, კერძოდ: განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამასთან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელე. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.
ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზრალებულთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. კერძოდ, შეაფასოს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა, შეისწავლოს მათი საჭიროებები - წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთან, მოიძიოს დამატებითი მონაცემები.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოქალაქე ო-----------–---მ 2014 წლის 7----–--- დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აღნიშნულ განაცხადს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიენიჭა წინასწარი 17 ქულა, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელე ო-----------–---ს უარი ეთქვა ამ ეტაპზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ო-----------–---ს შეეძლო ესარგებლა ქ. თბილისში, ი----------–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, რომელიც წარმოადგენდა მისი მეუღლის მ-----–------ს საკუთრებას, რომელთანაც მოსარჩელე იურიდიულად განქორწინებული არ იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა განცხადების განხილვის პერიოდისათვის მოსარჩელის ოჯახის წევრის - მ-----–------ს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს სადავო ფართს, იგი მეუღლესთან ერთად თხუთმეტი წელია საერთო მეურნეობას აღარ ახორციელებს და ცხოვრობს განცალკევებით, რაჭაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, ნივთზე უფლების არსებობა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთის შეძენისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საკითხის განხილვის პერიოდისთვის საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არ ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს - მ-----–------ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა მის საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობას, ხოლო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების N4-- მოწმობა განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული ფართი დავის საგანს წარმოადგენს, ვერ ჩაითვლება მ-----–------ს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე მითითება, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-181-179(კ-17). საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ მე-2 მუხლის 112 პუნქტის (13.04.2016წ. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი) თანახმად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, სამინისტრო ვალდებულია გამოიკვლიოს ის გარემოებაც, შესაბამის სოფელში სტიქიით დაზარებული სხვა ოჯახები,რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, არიან თუ არა დაკმაყოფილებულები კანონმდებლობის შესაბამისად და თუნდაც ამის გამოც ხომ არ არსებობს ვ.ა-ის ოჯახის დაკმაყოფილების აუცილებლობა, მისი დაკმაყოფილების რიგი, თუნდაც ჩაითვალოს, რომ მის ოჯახს გააჩნია საცხოვრებელი ფართი.“
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მოსარჩელეს შეეძლო შეუფერხებლად ესარგებლა აღნიშნული ფართით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო და წარმოადგენდა სადავო ფართს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, თუ როდის დადგებოდა მოსარჩელის ოჯახის დაკმაყოფილების რიგი, თუნდაც მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობის პირობებში.
სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.
2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 1------------ დეკემბრის N4- სხდომის ოქმი ო-----------–--ის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7-------ის N------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, სასამართლომ ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი ძირითადი სამართლებრივი არგუმენტია სასამართლოს მიერ მოხმობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის - გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს ასევე ზაკ-ის 96-ე მუხლის დარღვევაზე, თუმცა სამინისტროს არ დაურღვევია ზემოთ მითითებული არცერთი ნორმა, სამინისტროს თავისი გადაწყვეტილება არ დაუფუძნებია იმ გარემოებებზე, რომლებიც მის მიერ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა, პირიქით, სამინისტრომ საფუძვლიანად გამოიკვლია ყველა დეტალი, რასაც შეიძლებოდა შემხებლობა ჰქონოდა მოსარჩელის საკითხთან. აპელანტი მიუთითებს, ზაკ-ის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ მომხდარა კანონის დარღვევა. სამინისტრომ სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაბათილების საფუძველი.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელემ 0---------წ. მიმართა სამინისტროს და შეავსო „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ N1------- განაცხადი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, დეპარტამენტმა ო-----------–--ის განაცხადს მიანიჭა წინასწარი სარეიტინგო 17 ქულა. აღნიშნულ ქულათა რაოდენობის საფუძველზე, 0---------წ. დაზარალების მუნიციპალიტეტში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და ო-------–--ის ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების პროცესში დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------–-----–- ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული არის კაპიტალური, ხოლო მეორე სართული ხის. შენობა მთლიანად დეფორმირებულია, საყრდენი ბოძები გადახრილია ვერტიკალური მდგომარეობიდან, პირველი სართულის კედელი გახეთქილია, სახურავი დაზიანებულია და უხვი ნალექის დროს საძირკველში დგება წყალი, შენობის დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას. სახლის დაზიანებასთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამინისტროში 2---------–------- წერილით წარმოდგენილი აქვს გეოლოგიური დასკვნა სადაც წერია, რომ „სახლს ძირითადი დაზიანებები მიღებული აქვს რეგიონში გასულ წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რასაც ემატება გრუნტის ჯდენის პროცესები და მცირე მეწყერული ძვრები. სახლი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება და საცხოვრებლად საშიშია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია სახლის დემონტაჟი და მოსახლის „საკარმიდამო ნაკვეთის ფარგლებში ახალი, შედარებით მსუბუქი კონსტრუქციის, შენობის აგება სამშენებლო ნორმების დაცვით“. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ოჯახი არ არის გადაადგილებას დაქვემდებარებული, რადგან შესაძლებელია თავისივე ნაკვეთის ფარგლებში სხვა საცხოვრებელი სახლის აშენება. ამასთანავე, ოჯახის შესწავლისას გაირკვა, რომ ო-------–--ე საკუთრებაში ფლობს სამ მიწის ნაკვეთს: ქ. თბილისში, ს------------------- მის: ქ. თბილისი, ბ-------------------------------------------------.; ქ. თბილისში, დ-----–--–--–-------------–---------------–-------------------------------; და ქ. თბილისში, გ-–---------------------------------------------------------------), რომელთაგან ბ----–- არსებული მიწის ნაკვეთი აჩუქა შვილს - ა-–----------------–--ეს. ასევე აღსანიშნავია, რომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახს 2012 წელს სახელმწიფომ პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 5000 ლარი. ამასთანავე, ო-------–--ის მეუღლე მ-----–------ ქ. თბილისში, ჯ-----–---–---------–- ფლობს მშობლების ბინას, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოჯახი. რაც შეეხება ო-----------–--ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მეუღლესთან აქვს კონფლიქტი და არ შეუძლია იცხოვროს მასთან ერთად ზემოაღნიშნულ მისამართზე, არანაირი საფუძველი არ არსებობს, გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული გარემოება, რადგან მათ სამინისტროში ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.
აპელანტი მიუთითებს, რომ სამინისტრომ საქმეზე ჩაატარა ზეპირი მოსმენა, სადაც მოსარჩელემ ჩამოაყალიბა მოთხოვნა და განმარტა, რომ ამბროლაურის რაიონში სოფელ ქ-----–-----ში, სტიქიური მოვლენების შედეგად, დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი. ბოლო 10 წლის განმავლობაში მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მან აღნიშნა, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნება საშიშროება. მიმდინარე ეტაპზე, სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი მას არ გააჩნია. იგი ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. თბილისში, ხოლო საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ, გადავიდა საცხოვრებლად სოფელ ქ-----–-----ში. იქ ცხოვრობდა მისი მოხუცებული დედა, რომელიც საჭიროებდა მოვლას. დედის გარდაცვალების შემდგომაც, იგი აგრძელებს მუდმივად ცხოვრებას ამბროლაურის რაიონში, ძალიან უყვარს რაჭა და არ აპირებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. ო-------–--ე ითხოვს სამინისტრომ გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა და დააკმაყოფილოს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით იმავე რაიონში. სამინისტროს თანამშრომლის კითხვაზე: სარგებლობდა თუ არა ოჯახის საკუთრებაში არსებულ, თბილისში მდებარე საცხოვრებლით, საჩივრის ავტორმა განცხადა, რომ ქ. თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი მეუღლის საკუთრება, დაახლოებით 15 წელია იგი მასთან აღარ ცხოვრობს, ის და მისი მეუღლე-მ-----–------ ფაქტობრივად არიან განქორწინებულები, ხოლო რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, ქ. თბილისში არსებული სამი მიწის ნაკვეთიდან, ერთ-ერთი აჩუქა შვილს, ხოლო დანარჩენი ორი ნაკვეთი არის უფუნქციოდ და ფაქტობრივად არანაირი სარგებელი ამ ქონებით მას არა აქვს. ო-----------–---ს იმედი აქვს, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და შესაძლებლობა ექნება იცხოვროს უსაფრთხო საცხოვრებელ სახლში, ამბროლაურის ტერიტორიაზე. მოსარჩელეს განემარტა, რომ მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად, უპირატესად კმაყოფილდებიან ის ოჯახები, ვისაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაენგრა საცხოვრებელი და არ გააჩნიათ ალტერნატიული თავშესაფარი. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს გააჩნიათ უძრავი ქონებები, მათ შორის, მეუღლის საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, რომლითაც სარგებლობა არის შესაძლებელი. სამინისტრომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-----–-----ში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლს, დაზიანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს I კატეგორია. გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული გამოწვეულია მიწისძვრებითა და მეწყრული მიკროძვრებით. სახელმწიფომ, როგორც სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, 2012 წელს, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 5000 ლარი, რომლითაც დაუსაბუთებლად არ ისარგებლეს. ამასთანავე, მოსარჩელის ოჯახი საკუთრებაში ფლობს სამ მიწის ნაკვეთს (ქ. თბილისში - ს------------------ მის: ბ-------------------------------------------------; ს---------------, მის: ქ. თბილისი, დ------–--–--------------–---------------, 150კვ.მ.; ს---------------, მის: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------, 605 კვ.მ.), რომელთაგან ბ----–- არსებული მიწის ნაკვეთი აჩუქა შვილს ა-–----------------–--ეს, ხოლო მეუღლე მ-----–------, რომელთანაც იურიდიულად განქორწინებული არ არის, საკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ ბინას - ქ. თბილისში, ჯ-----–---–---------–-, რომლითაც შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს მოსარჩელემაც. საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცედურების განხორციელების დროს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, განსახლების ყოველ კონკრეტულ ეტაპზე გამოავლინოს საცხოვრებლის არმქონე ოჯახები, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ და ხელი არ მიუწვდებათ არც სხვა რაიმე დროებით თავშესაფარზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი და შესაძლებლობა აქვს, შესაბამისად მას ხელი მიუწვდება ალტერნატიულ საცხოვრებელზე.
აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელის ოჯახი დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით. სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო - სამინისტრო ანგარიშს უწევს კანონის ნორმის მიზნებს და იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. სამინისტროს სწორედ ასეთი საკითხების გადასაწყვეტად აქვს მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება და იგი ვალდებულია, განახორციელოს ეს უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებში, რაც მოსარჩელის შემთხვევაში განახორციელა კიდეც.
პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე. აპელანტი მიუთითებს, რომ სამინისტრომ სწორედ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების განსახორციელებლად შეიმუშავა 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებზეც სახელმწიფო იღებს განსახლების ვალდებულებას, ამასთანავე ეს აქტი ადგენს ოჯახების განსახლების პროცედურას, კერძოდ დადგენილია დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმები, პრიორიტეტულადაა ის ოჯახი მიჩნეული, რომელსაც არა აქვს არანაირი თავშესაფარი და სასწრაფოდ საჭიროებს განსახლებას, ხოლო ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის ოჯახის საკუთრებაში არსებული ალტერნატიულ საცხოვრებელი და მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა სამინისტროს მსჯელობას მოსარჩელის მეუღლის მ-----–------ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა მ-----–------ს საკუთრებაში სახლის არსებობას, სასამართლომ გვერდი აუარა და საერთოდ არ იმსჯელა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ჯ-----–---–------–- მდებარე საცხოვრებელი ფართი აღრიცხული არ არის საჯარო რეესტრში (აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ე.წ. იტალიურ ეზოში და იქ მაცხოვრებელ რამდენიმე ოჯახს ასევე არა აქვს დარეგისტრირებული მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული ფართი), ოჯახს აქვს მისი საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (საკუთრების მოწმობის სახით) და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლია ასახოს საჯარო რეესტრში, როგორც საკუთრება, თუმცა დაურეგისტრირებლობა აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ხელოვნურად შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, როგორც ეკომიგრანტმა ოჯახმა უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი, ვიდრე მას კანონით დადგენილ ეტაპზე ეკუთვნის. მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონება არცთუ იშვიათ შემთხვევებში, არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით, მაგ: ნებადართული მშენებლობის განხორციელება შეთანხმებული პროექტისაგან გადახვევით; ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობებით და სხვ. ამასთან, პირები, რომლებიც სახელმწიფოსაგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ელიან, შეგნებულად არ ირეგისტრირებენ ქონებას, რადაგან საჯარო რეესტრის ამონაწერი ყველასათვის ხელმისაწვდომია და ინფორმაციის მოპოვება ნებისმიერ მფლობელზე ადვილი შესაძლებელია, საკუთრების არსებობა კი, პირდაპირ კავშირშია საცხოვრებლით დაკმაყოფილების რიგითობასთან. მათ იციან, რომ თუ საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იქნება მათ ოჯახზე, მათი საცხოვრებლის მიღების რიგი გადაიწევს, ვინაიდან ასეთი ოჯახები სახელმწიფოსაგან სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოხდება ბოლო ეტაპზე. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მართალია, მოსარჩელის ოჯახს არ აქვს სახლი რეგისტრირებული სათანადო წესით, მაგრამ სამინისტროსათვის ცნობილი ფაქტია, რომ თბილისში მდებარე უძრავი ქონება მათი ოჯახის საკუთრებაა. სწორედ მითითებული გარემოების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების განმხილვევლ კომისიაზე საკითხი გადაწყდა უარყოფითად. სამინისტრომ ყველა დეტალი შეისწავლა მოსარჩელის საკითხის ირგვლივ, ყოველმხრივ დეტალურად გამოიკვლია გარემოებები და ამ გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. ო-----------–---მ 2014 წლის 7----–--- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაზარალებულისათვის საცხოვრებელი სახლის მოძიების მოთხოვნით.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 1------------ დეკემბრის N4- სხდომის ოქმის დანართით დგინდება, რომ ო-----------–--ის სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული კაპიტალურია, მეორე კი ხის, სახლი მთლიანად დეფორმირებულია, საყრდენი ბოძები გადახრილია, უკანა კედლის კუთხე პირველ სართულზე გახსნილია, სახურავი დაზიანებულია, საძირკველში დგება წყალი უხვი ნალექის დროს, შენობის დაზიანების ხარისხი არის პირველი კატეგორიის. ო-----------–--ის მეუღლე და შვილი ცხოვრობენ თბილისში. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, სახლს ძირითადი დაზიანებები მიღებული აქვს მიწისძვრის შედეგად, რასაც ემატება გრუნტის ჯდენის პროცესები და მცირე მეწყერული ძვრები. ამდენად, საჭიროა სახლის დემონტაჟი და შედარებით მსუბუქი კონსტრუქციის შენობის აგება სამშენებლო ნორმების სრული დაცვით. საბოლოოდ, კომისიამ ო-----------–---ს საკითხის განხილვის ეტაპზე უარი უთხრა საცხოვრებელი სახლის მოძიებაზე.
4.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5--------- წერილით ო-----------–---ს ეცნობა, რომ 2014 წლის 7----–---ს ,,საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ განაცხადის შესაბამისად, მის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა წინასწარი 17 ქულა. აღნიშნული ქულის საფუძველზე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შესწავლილი ჰქონდა ო-----------–--ის ოჯახის საჭიროებები და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა, რის შედეგადაც, დადგენილი ჰქონდა, რომ ო-----------–---ს შეეძლო ესარგებლა ქ. თბილისში, ი----------–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლით. ამდენად, მოცემულ ეტაპზე მისი ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.
4.3. 2018 წლის 8 თებერვალს ო-----------–---მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2018 წლის 5--------- აქტის ბათილად ცნობა და საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7-------ის N------------- გადაწყვეტილებით ო-----------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი თბილისში საკუთრებაში ფლობდა სამ მიწის ნაკვეთს, რომელთაგან ერთ-ერთი ნაკვეთი გაჩუქებული ჰქონდა შვილზე, ამასთანავე, მისი მეუღლე - მ-----–------, რომელთანაც იურიდიულად განქორწინებული არ იყო, საკუთრებაში ფლობდა ბინას ქ. თბილისში, ჯ-----–---–---------–-, რომლითაც ო-----------–---საც შეეძლო ესარგებლა. ამდენად, მიმდინარე ეტაპზე, სამინისტროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მისი ოჯახი დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით.
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება, რომლითაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ამასთან, დადგინდა, რომ მითითებული კატეგორიის პირების განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი N1) 1.2 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
მითითებული „პროცედურის“ 2.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო 2.2 მუხლის შესაბამისად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად (2.8 მუხლი). დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით (2.11 მუხლი). დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას (2.12 მუხლი). დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით (2.13 მუხლი).
მითითებული „პროცედურის“ მე-3 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო-----------–---მ, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა პირმა, 0---------წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნით. ო-----------–--ის განაცხადს საკითხის განხილვაზე უფლებამოსილმა კომისიამ მიანიჭა წინასწარი სარეიტინგო 17 ქულა. აღნიშნულ ქულათა რაოდენობის საფუძველზე, 0---------წ. დაზარალების მუნიციპალიტეტში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და ო-----------–--ის ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების პროცესში დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------–-----–- ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული არის კაპიტალური, ხოლო მეორე სართული არის ხის შენობა, შენობის დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას. სახლის დაზიანებასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამინისტროში 2---------–------- წერილით წარადგინა გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმად, „სახლს ძირითადი დაზიანებები მიღებული აქვს რეგიონში გასულ წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რასაც ემატება გრუნტის ჯდენის პროცესები და მცირე მეწყერული ძვრები. სახლი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება და საცხოვრებლად საშიშია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია სახლის დემონტაჟი და მოსახლის „საკარმიდამო ნაკვეთის ფარგლებში ახალი, შედარებით მსუბუქი კონსტრუქციის, შენობის აგება სამშენებლო ნორმების დაცვით“. ამავე წარმოების ფარგლებში, გამოვლინდა, რომ ო-----------–--- საკუთრებაში ფლობს სამ მიწის ნაკვეთს ქ. თბილისში (ს------------------- 8----------- და 7-----------), რომელთაგან, ერთ-ერთი (ს------------------) აჩუქა შვილს - ა-–----------------–--ეს. რაც შეეხება სააცხოვრებელ ბინას, გამოვლინდა, რომ ო------------–--ის მეუღლე მ-----–------ ქ. თბილისში, ჯ-----–---–---------–- ფლობს მშობლების ბინას, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოჯახი.
4.6. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამბროლაურის რაიონში, სოფელ ქ------–-----–-, სტიქიური მოვლენების შედეგად, ნამდვილად დაზიანდა ო-----------–--ის საცხოვრებელი სახლი და მოსარჩელე წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს, თუმცა ის გარემოება, თუ რამდენად არსებობს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საფუძველი, სადავო საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ კომისიას უნდა დაედგინა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ო-----------–--ის ოჯახს გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში და შესაბამისად, ამ ეტაპზე არ საჭიროებს განსახლებას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
4.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს, სადავო საკითხის შეფასებისას, წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განსახლების ყოველ კონკრეტულ ეტაპზე საცხოვრებლის არმქონე ოჯახების გამოვლენა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ და ხელი არ მიუწვდებათ არც სხვა რაიმე დროებით თავშესაფარზე. მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის ოჯახს საკუთრებაში გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
4.8. სააპელაციო პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, არ დასტურდება განცხადების განხილვის პერიოდისათვის მოსარჩელის ოჯახის წევრის - მ-----–------ს საკუთრებაში თბილისში, ი----------–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის არსებობა. პალატა მიუთითებს, რომ საქმეს ერთვის ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული 2-.0-.2---წ. N4-- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც დგინდება მითითებული საცხოვრებელი ფართის მ-----–------სთვის გადაცემა. ამასთანავე, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული პირი, დღემდე ფაქტობრივად ამ მისამართზე ცხოვრობს. პალატა მიუთითებს თავად ო-----------–--ის მიერ, სააპელაციო პალატის სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად იგი მხოლოდ პენსიაზე გასვლამდე ცხოვრობდა მ-----–------ს საკუთრებაში არსებულ თბილისში, ი----------–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლში, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა რაჭაში, სოფელ ქ------–-----–-. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის ახსნა-განმარტებას მუდმივ საცხოვრებლად რაჭაში, სოფელ შ------–- გადასვლის ნაწილში და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საფოსტო უკუგზავნილზე, რომელზეც მითითებულია, რომ ო-----------–--- არის სეზონური მაცხოვრებელი და სახლი დაკეტილია. ამჟამად იგი ცხოვრობს თბილისში (ტ-2; ს.ფ. 17-18).
გარდა ამისა, სასამართლოსათვის ცნობილია მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს სადავო ფართს, იგი მეუღლესთან ერთად თხუთმეტი წელია საერთო მეურნეობას აღარ ახორციელებს და ცხოვრობს განცალკევებით, რაჭაში. მოწინააღმდეგე მხარეს-ო-----------–---ს მეუღლესთან - მ-----–------სთან განქორწინების, ასევე მასთან ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხავი გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
4.9. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, მითითებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა და შეფასება, სასამართლოს არ შეუძლია შეაფასოს აქტის მატერიალური კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორaდ გამოიყენა აღნიშნული მუხლი სადავო საკითხთან მიმართებაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ო-----------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
ს ა ა პ ე ლ ა ც ი ო ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი