განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310117001973212
საქმე N3/ბ-284-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – სსიპ ს----–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი – მი-----------------
მოწინააღმდეგე – ეკ------------------
წარმომადგენელი – დ------------
მოპასუხე – სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტო, სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს გ------- რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი – გ---------------–---
დავის საგანი – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ეკ-----------------ის სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2017 წლის 14 ივნისს ეკ------------------მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხეების: - სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს, სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის გ------- რეგიონალური ოფისის, სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის გ------- ოფისის 2017 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება №8-------------- ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------- ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს თავმჯდომარის №1----- ბრანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი №--, საკადასტრო კოდი: №------------ სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე;
- დავალებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------- ეროვნულ სააგენტოს მიიღოს ახალი გადაწყვეტილება საკადასტრო კოდით: №------------, სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებაზე და უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ეკ-----------------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
27.10.2017 წ. ეკ-----------------ის წარმომადგენელმა დ------------მ დააზუსტა მოპასუხეთა წრე. მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტო და სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის გ------- რეგიონული ოფისი, ხოლო მესამე პირად - სსიპ ს----–-–-------------------------–------------ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:
- ს-------------------- ერონული სააგენტოს გ------- რეგიონალური ოფისის 2017 წლის 19 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
- ს-------------------- ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს თავმჯდომარის N1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 21 ივნისის სხდომის N-- ოქმი ს/კ 2----------- სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
ასევე მოითხოვა ს-------------------- ეროვნულ სააგენტოს და სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ქონებაზე ს/კ. 2----------- სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებაზე და უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელის აღნიშვნით, 2007 წლის 15 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-------–---–- შეიძინა 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 2-----------, რომელიც მოსარჩელემდე ირიცხებოდა არაერთი ფიზიკური პირის, ასევე იურიდიული პირის საკუთრებაში. ზემოაღნიშნული ნაკვეთი ახალ გეოდეზურ კოორდინატთა სისტემაში დარეგისტრირებული არ ყოფილა, ანუ არც თავდაპირველ და არც მომდევნო მესაკუთრეებზე რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში არ ყოფილა წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია რეგისტრაციათა დროისთვის მისი არასავალდებულობის მოტივით, რის გამოც ეს ნაკვეთი არ ჩანს ახალ კოორდინატთა სისტემაში მომზადებულ საკადასტრო რუკაზე და ცხადია ფართობი მიიჩნევა დაუზუსტებლად, რაც ასახულია კიდეც მოსარჩელეზე მომზადებულ 15.08.2007 წლის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 28 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა N------- ბრძანება, რის საფუძველზეც ახალ კოორდინატთა სისტემაში, მისამართზე ლანჩხუთი, სოფელი გ-------–---–- ს-------------------- ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 20.01.2016 წლის N8-------------3 გადაწყვეტილებით სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 460 კვ.მ. (დაზუსტებული ფართობით) მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით 2-----------. 18.08.2016 წელს ეკ------------------მ N8----------5 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რომელთა დაკავშირებითაც სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილ იქნა არაერთი დოკუმენტი, შეგროვებულ იქნა ინფორმაციები სხვადასხავა დაწესებულებიდან, შეკითხვა გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუმცა საბოლოო ჯამში იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ სახელმწიფოზე დარეგისტრირებულ 460 კვ.მ. ფართში, ს-------------------- 19.03.2017 წლის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც გასაჩივრდა ს-------------------- ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ასევე 18.05.20107 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ლ----------------–ის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ ნაკვეთის გადაფარვა შეადგენს 443.28 კვ.მ. იმ მოცულობამ, რომ: 1. ლანჩუთის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელეზე თუ მისი ნაკვეთის წინა მესაკუთრეზე დაცული დოკუმენტები გამორიცხავდა მოსარჩელის ნაკვეთის სხვა პირზე, მათ შორის სახელმწიფოზე რეგისტრაციას. 2. მოსარჩელის წარმოდგენილი N8----------5 სარეგისტრაციო განცხადების თუ შემდგომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას უგულებელყოფილია კანონიერებისა და პირთა შორის თანაწორობის პრინციპი. 3.მოსარჩელის კანონიერი ინტერესი ილახება მხოლოდ იმის გამო, რომ მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი აღრიცხულია კოორდინატთა ძველ სისტემაში და მას არ ეძლევა კანონიერი შესაძლებლობა შეიტანოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება ახალ კოორდინატა სისტემის შესაბამისად. 4. საჯარო რეესტრში არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერი, რამაც განაპირობა სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვა.
მოპასუხეების - სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს, სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს გ------- რეგიონული ოფისის და მესამე პირის სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ეკ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, ამავე გადაწყვეტილებით ს-------------------- ეროვნულ სააგენტოს დაევალა მიეღო გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე ს/კ 2----------- სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაფარვის ნაწილში და განახორციელებინა უძრავ ქონებაზე (ლანჩხუთის რაიონი, სოფელი გ-------–-თი) მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
უსწორობის აღმოფხვრის შესახებ ამავე სასამართლოს 25.05.2018 წლის განჩინებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი:
- ს-------------------- ეროვნული სააგენტოს გ------- რეგიონალური ოფისის 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება N8-------------3 სარჩელს დართული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად 443.28 კვ.მ რეგისტრაციის ნაწილში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ გ-------–---–- 460 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 27----------8.
- ს-------------------- ერონული სააგენტოს გ------- რეგიონალური ოფისის 2017 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
- ს-------------------- ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამავე გადაწყვეტილებით ს-------------------- ეროვნულ სააგენტოს დაევალა მიეღო გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე ს/კ 2----------- სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების გადაფარვის ნაწილში და განეხორციელებინა უძრავ ქონებაზე (ლანჩხუთის რაიონი, სოფელი გ-------–-თი) მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2016 წლის 18 აგვისტოს N8----------5 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით’’.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2007 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელესა და გ-----------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-------–---–-;
2.1.2. 2015 წლის 28 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება N-------, რომლის საფუძველზეც ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ს-------------------- შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. "დ" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ი’’ პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ს-------------------- შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' პუნქტის თანახმად, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება;'' მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეკ------------------მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, რაც დასტურდება 2007 წლის 16 აგვისტოს ს-------------------- ამონაწერით. მხარეების მიერ წარმოდგენილია 2007 წლის 16 აგვისტოს რეგისტრაციის მასალები, ასევე დღეის მდგომარეობით წარდგენილი მასალები. ძველი და ახალი აზომვითი ნახაზების კონფიგურაცია, მდებარეობა არის იდენტური, რასაც წერილობით ადასტურებენ სხვა ნაკვეთების მფლობელები. თავის მხრივ სახელმწიფო საკუთრებაში ქონების რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის შემდეგ და ეფუძვნება მხოლოდ ბრძანებას, რომელიც მიღებულია ზოგადი ნორმატიული აქტების საფუძველზე და არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა ეკ------------------ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ ეკ-----------------ის სარჩელი საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლომ დაასაბუთა მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მოექცა ეკ-----------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგენილი არ ყოფილი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფოს საზღვრებში არსებობის ფაქტი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამავდროულად, ბათილად ცნობილი სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს თავმჯდომარის 1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 21 ივნისის სხდომის N-- ოქმი არ წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს არ აყენებს. აღნიშნული ოქმი შემდგომში საფუძვლად დაედო სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2016 წლის 29 ივლისის N-------- ბრძანებას, რომლითაც გაზიარებულ იქნა სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს თავმჯდომარის 1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 21 ივნისის სხდომის N-- ოქმი. აღნიშნული ბრძანება კი, რომელიც ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და შემდგომ სასამართლოში, გასაჩივრებული არ ყოფილა.
3.1.2. აპელანტის განმარტებით, სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2016 წლის 29 ივლისის N-------- ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეკ-----------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა. სწორედ ამიტომაც მოეთხოვა დაინტერესებულ პირს წარმოედგინა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთი მხრივ, უცნობია სასამართლო მიიჩნევს თუ არა აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლად, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო არც იმაზე მიუთითებს, რომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძველი კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
3.1.3. აპელანტის მსჯელობით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა "მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს თავმჯდომარის 2012 წლის N1----- ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველო კანონით, "მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის N144 დადგენილებით. აღნიშნული სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ამავდროულად, სასამართლომ ისე დაავალა ს-------------------- ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ ამავე მიწის ნაკვეთზე გაუქმებული არ არის სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არსებითად სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
,,ს-------------------- შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ს-------------------- მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
,,ს-------------------- შესახებ’’ საქართველოს კანონის 12.2 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნორმის დანაწესით კანონმდებელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ს-------------------- უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია. ამდენად შეიძლება დავასკვნათ, რომ არც ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომა, არც აზომვითი ნახაზის ხარვეზი საკუთრების უფლებას არ აუქმებს და შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიმართ არსებულ დავასთან დაკავშირებით 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-367-363(კ-12)) განმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ,,ს-------------------- შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, ს-------------------- ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ს-------------------- ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. მიუხედავად აღნიშნულისა, აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხდება ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წლის 15 ივლისის უძრავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გ-----------ემ ვა--------------სგან 1 000 ლარად შეიძინა სოფელ გ-------–---–- მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 500 კვ.მ., მიწის სარეგისტრაციო N2-----------, განცხადების რეგისტრაციის N3---------წ, თარიღი 18.07.2001წ. (ს.ფ. 32-35 ტ.1).
2007 წლის 15 აგვისტოს უძრავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ეკ------------------მ, გ-----------ის რწმუნებულ მ--–-----------–ვილისგან 30 000 ლარად შეიძინა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-------–---–- მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 261-266, ტ.1).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, რომელიც მომზადებულია 16.08.2007 წელს ირკვევა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-------–---–- მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ. 2-----------, მესაკუთრეა ეკ------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სანოტარო აქტი უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ დამოწმებული ლანჩხუთის სანოტარო ბიუროს მიერ 15.08.2007 წ., რეგისტრაციის N------ (ს.ფ. 267, ტ.1).
2016 წლის 18 აგვისტოს ეკ------------------ს N8----------5 განცხადებით მიმართა ს-------------------- გ------- რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---–- 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრისა და ფართობის დაზუსტება, განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად; განცხადებას ეკ------------------მ დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საფუძველზე მომზადებული სიტუაციური ნახაზით დადგინდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებთან;
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---–- მდებარე უძრავ ქონებაზე (დაზუსტებული ფართობი: 460.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 2-----------, საფუძველი: სსიპ - ს----–-–-------------------------–------------ს №------- მომართვა (თარიღი: 28.10.2015 წ.)) რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 22 სექტემბრის №---- წერილს თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.
ეკ-----------------ის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 აპრილის №---- (სააგენტოს კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერია 2--------) წერილით დგინდება, რომ გამგეობის მიერ ე------------------ის (პირადი ნომერი 01--------6) მოთხოვნის საფუძველზეც არ განხორციელდა 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დადგენა;
ეკ-----------------ის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულია მოქალაქეთა განცხადებები სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის, დაინტერესებული პირის მიერ ამ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის დადასტურების შესახებ. განცხადებები სათანადო წესით დამოწმებულია.
დადგენილია, რომ აღნიშნული პირები არიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---–- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, კერძოდ, მა---------ე (პირადი ნომერი 01---------) არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---–- 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე, რა-----------შვილი (პირადი ნომერი 01--------2) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---–- 27---------5 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე, ზ-------------აძე (პირადი ნომერი 01-------78) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---–- 27---------5 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე;
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მომიჯნავედ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო კოდია 2----------9. ამ ნაკვეთის მესაკუთრეები არიან დე---------------ია (პირადი ნომერი 62--------1), თე------------------ია (პირადი ნომერი 0---------1), იგ-------–-----ია (პირადი ნომერი 01--------1), ლი------------ია (პირადი ნომერი 6----------);
2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით, ს-------------------- ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 31 იანვარს №----- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;
2017 წლის 3 თებერვლის №17----- წერილითა და მას თანდართული დოკუმენტაციით, ს-------------------- ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს თავმჯდომარის №1----- (16.10.2012 წ.) ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 21 ივნისის სხდომაზე (ოქმი №--) №----- წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ფიზიკური პირის ე------------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით სსიპ ს-------------------- ეროვნულ სააგენტოში №88---------- განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში ზუსტი მდებარეობა არ დადასტურდა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2016 წლის 02 აგვისტოს №1------9 წერილით სააგენტოს ეთხოვა ფიზიკური პირის ე------------------ის წერილის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, კომისიის მიერ დამატებით განსახილველად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 2-----------) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას. ვინაიდან ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარდგენა არ მომხდარა, სსიპ - ს----–-–-------------------------–------------ მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა სახელმწიფო საკუთრებაში 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირების საკითხი.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გ------- რეგიონულმა ოფისმა მოითხოვა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა;
დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის გ------- რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (19.03.2017) გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ეკ-----------------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ ს-------------------- ეროვნულ სააგენტოში.
სსიპ ს-------------------- ეროვნული სააგენტოს 18.05.2017 წლის N1----- გადაწყვეტილებით ე------------------ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (19.03.2017) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და №8----------5 განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში; ასევე ე------------------ეს უარი ეთქვა №17------- (18.04.2017) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში;
სსიპ ლ----------------–ი სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.10.2017 წლის N50-------- დასკვნით დადგენილია, რომ ს/კ. 2----------- მიწის ნაკვეთის ფართობსა და ეკ-----------------ის მიერ 18.08.2016 წელს საჯარო რეესტრში N8----------5 სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობს შორის სხვაობა შეადგენს 40 კვ.მ. ეკ-----------------ის მიერ 18.08.2016 წელს საჯარო რეესტრში N8----------5 სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთი გადაფარვას ახდენს ს/კ. 2----------- მიწის ნაკვეთთან 443.28 კვ.მ-ზე (ს.ფ. 338-341, ტ.1).
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის ს-------------------- შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; პირიქით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ეკ-------------------ის მიერ 18.08.2016 წელს საჯარო რეესტრში N8----------5 სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამება ინდ.მეწარმე ,,ემ------------–-ას“ მიერ 10.02.2016 წელს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთს. ზემოაღნიშნული გარემოება ს-------------------- მიერ დაფიქსირებული ზედდების პირობებში იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაზე დაარეგისტრირა სხვა პირის უფლება, ანუ დაუშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა მის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირება, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი აპელანტს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული მსჯელობითა და დასაბუთებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ეკ-----------------ის სარჩელი იყო საფუძვლიანი და იგი მართებულად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებით დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რაც უცვლელად უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ,,ევროპის სოციალურ ქარტიაზე’’ დაყრდნობით განმარტებულ იქნა, რომ შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, განხილულიყო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
პროცესის ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს.
კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.
ამდენად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), სააპელაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, სსიპ ს----–-–-------------------------–------------სთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 350 (სამარ ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს ეკ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 350 ლარის გადახდა
5. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე