განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
200100116001497964
ინსტანცია
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100116001497964

საქმე №1ბ/1352-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა---------------–---–ის

ადვოკატ - თე--------------------ის

გამართლებულ - თე----------–---–ის

მონაწილეობით,გამართლებულ - კა---------------ის დასწრების გარეშე

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

კა---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა-------------------------–------––--ი, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თე----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა-------------------------–------––--ი, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:

 

კა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თე----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თე----------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კ---ბერ ბაგაურს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 3 ივლისს ა-------------------------–-----––--ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კა---------------მა მა--------–---–სა და ვა-–------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მა--------–---–ს ერთხელ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მა--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, რის შემდეგაც კა---------------მა ხელისა და ფეხის გამოყენებით ცემა ვა-–------------–---–ს, ცემის შედეგად ვა-–------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 3 ივლისს, ა-------------------------–-----––--ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თე----------–---–მა, ვა-–------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქცია მიწაზე და ხელისა და ფეხის გამოყენებით ცემა, რის შედეგადაც ვა-–------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, კა---------------ისა და თე----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა---------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და თე----------–---–ისა და კა---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან არ ეყრდნობა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მა--------–---–მა, ვა-–------------–---–მა და ხვ---------–---–მა დეტალურად აღწერეს ფიზიკური დაპირისპირების მომენტი და მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია. დაზარალებულმა ვა-–------------–---–მა დეტალურად აღწერა რა მომენტში გაუსწორდა მას ფიზიკურად თე----------–---–ი და კ------------ი, ასევე აღწერა მა--------–---–ის მიმართ კ------------ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტიც. უშუალოდ დარტყმის მომენტზე მან განმარტა, რომ მას აეფარა ამ დროს ან ნ---–---–ი თ------- ან მისი შვილი, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მან სწორედ ის თქვა სასამართლოზე რაც დაინახა და არაფერი ზედმეტი.

სამივე მოწმე ადასტურებს, რომ თე----------–---–ი სანამ დაარტყამდა ვა-–------------–---–ს, მა--------–---–ი და ხ---- მის წინ იყვნენ და რადგან თ------- აგრესიულად მიიწევდა ვ--–------სკენ ცდილობდნენ მათ გაშველებას, ამის მიუხედავად თ------მა მოახერხა დაერტყა მუშტები ვა-–------------–---–ისათვის, რა დროსაც ვ--–------ გადავარდა ,,სეტკაზე’’ და აღმოჩნდა თავის ეზოში. ხვ---------–---–მა ხელი დაუჭირა თ------ს, ამის გამო კ---მ დაარტყა მას, ისიც გადავარდა და დაეცა ვა-–------------–---–ს. ამ დროს მ--- მათ წინ ეფარებოდა, რომ კ---ს არ ეცემა წაქცეულები და მ--- რომ თავიდან მოეშორებინა მას კ------------მა მარჯვენა ხელი ხელუკუღმა დაარტყა. შემდეგ კ--- და თ------- ვა-–------------–---–ს ეზოში შეყვნენ და წაქცეულს ურტყამდნენ. ამ დროს მივიდა ხვ-------–-–--ლი.

მოწმე აფ-------------ის ჩვენების გაზიარებისას, რომელიც თანხვედრაშია მხოლოდ ბრალდებული თე----------–---–ის ჩვენებასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგი აღნიშნული კონფლიქტის მხოლოდ ნაწილს შეესწრო, გარდა ამისა იგი იმყოფებოდა კ------------ის სახლის ეზოში ღობესთან, ხოლო უშუალოდ ცემისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი ხდებოდა ქუჩაში და გაგრძელდა ფაქტობრივად ვა-–------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს შესასვლელსა და შემდგომ ეზოში, ასევე დარტყმის მომენტები მოხდა წამების განმავლობაში და თანაც იმ ფონზე, რომ იქ მა--------–---–ი, ხვ---------–---–ი, ვა-–------------–---–ი, კ------------ი და თე----------–---–ი იმყოფებოდნენ ერთმანეთის პირისპირ, ამიტომ, მათგან მოშორებით მყოფ პირებს დიდი ალბათობით საერთოდ არ შეეძლოთ დაენახათ იქ განვითარებული მოვლენების დეტალები. აფ-------------ი არის ბრალდებულის დედა და მისი ჩვენება ვერ იქნება ობიექტური. აღნიშნული დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მან მომხდარი ფაქტიდან თითქმის სამი წლის შემდეგ აღიდგინა და ისეთი დეტალებით შეავსო თავისი ჩვენება, რომლებიც მას საერთოდ არ უთქვამს გამოძიების დროს არც ბრალდების მხარისათვის და არც ადვოკატისათვის. კერძოდ, სრულიად განსხვავებულად აღწერა ვა-–------------–---–ის წაქცევის ფაქტი, თითქოს მა--------–---–ი თე----------–---–ს შეახტა და ამან გამოიწვია თე----------–---–ის გადავარდნა ვა-–------------–---–ზე. აღნიშნული ემსახურება ბრალდებულებისათვის დახმარების მიზანს და მას სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე სურს სხვაგვარად წარმოაჩინოს ფაქტები. აფ-------------ი ყვება იმ საუბრის შესახებ, რომელიც კ---ს და ვ--–------ს ჰქონდათ ერთმანეთში ქუჩაში, როდესაც იგი სახლში იმყოფებოდა, ხოლო კ--- და ვ--–------ იყვნენ ქუჩაში.

ქვის სროლასა და ვა-–------------–---–ის მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე საუბრობენ თე----------–---–ი და აფ-------------ი, თუმცა აღნიშნული არ დაადასტურეს არც დაზარალებულებმა, არც ხვ---------–---–მა და არც ხვ-------–-–--ლმა.

ხვ-------–-–--ლის ჩვენებით ფაქტობრივად დასტურდება, რომ ვა-–------------–---–ს და მის ოჯახს კონფლიქტი ჰქონდათ 2016 წლის 03 ივლისს შუადღის საათებში. ხ----მ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კ------------ი და თე----------–---–ი აგრესიას გამოხატავდნენ ვა-–------------–---–ის მიმართ და ხან ერთი გამოყავდა ხან მეორე, რომ ვა-–------------–---–ისათვის არ დაერტყათ. მან ასევე დაადასტურა, რომ ვა-–------------–---–ი წაქცეული იყო მის ეზოში ,,სეტკაზე’’ და მის ზემოდან იყო თე----------–---–ი.

საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ხვ-------–-–--ლი კონფლიქტის ადგილზე მივიდა მაშინ როდესაც ვა-–------------–---–ი უკვე წაქცეული იყო მიწაზე. ასევე დადგენილია, რომ ვა-–------------–---–ს თე----------–---–მა დაარტყა წაქცევამდე და სწორედ ამიტომ გადავარდა იგი ,,სეტკაზე’’. ასევე ამ დროს წამებში დაარტყა კ------------მა მა--------–---–ს და შემდეგ ორივე აგრძელებდა წაქცეული ვა-–------------–---–ის ცემას, ხვ-------–-–--ლი ფაქტობრივად ფიზიკური კონფლიქტის დასრულების შემდეგ მივიდა. ხვ-------–-–--ლის ჩვენების თანახმად მა--------–---–ი, არავის მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა და მხოლოდ ცდილობდა გაეშველებინა კონფლიქტში მონაწილე პირები. შესაბამისად მან არ დაადასტურა ის ფაქტი, თითქოს მ--- შეახტა ზურგის მხრიდან თე----------–---–ს და ამიტომ დაეცა იგი ვ--–------ს. ხვ-------–-–--ლი, რომ გვიან გავიდა კონფლიქტის ადგილას დადასტურებულია ასევე აფ-------------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ჩხუბის ხმა როდესაც ესმოდა ჯერ ისევ საწოლში იყო, შემდეგ ადგა და ხ----ს ჰკითხა, რა ხმაურია გარეთო, რაზეც ხ----მ აუხსნა, რომ ვ--–------ და კ------------ი ჩხუბობენ. ამის შემდეგ გავიდა გარეთ, ხოლო ხვ-------–-–--ლი მის შემდეგ აფ-------------ის რძალთან ერთად.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თე----------–---–ის და კა---------------ის მიერ ცემის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თე----------–---–მა სცემა ვა-–------------–---–ს, ხოლო კა---------------მა ვა-–------------–---–სა და მა--------–---–ს.

პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულებსა და გამართლებულებს შორის არ არის კარგი ურთიერთობა, ორივე მხარე დაინტერესებულია შედეგით. თე----------–---–ისა და კა---------------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე დაზარალებულები: ვა-–------------–---–ი, მა--------–---–ი და მათი შვილი - ხვ---------–---–ი მიუთითებენ, რასაც თავის მხრივ უარყოფენ თე----------–---–ი და მოწმე აფ-------------ი. აპელანტი მიუთითებს, რომ აფ-------------ი არის კა---------------ის დედა და შესაბამისად დაინტერესებული პირი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის პირებიც, ვინც ცემის ფაქტს ადასტურებენ, ერთი ოჯახის წევრები არიან. ამასთან, საქმეზე დაიკითხა ნეიტრალური მოწმე ხვ-------–-–--ლი, რომელმაც განმარტა, რომ იგი უშუალოდ შეესწრო მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც კა---------------სა და თე----------–---–ს ხელი არავისთვის დაურტყამთ, პირიქით დაცემის მომენტში ვა-–------------–---–ი ურტყამდა მას ფეხებს და უქნევდა ჯოხს.

 

კერძოდ, სასამართლოში დაკითხულ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება შემდეგი:

დაზარალებულ ვა-–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ თე----------–---–თან და კ------------თან აქვს დაძაბული ურთიერთობა, რაც უკავშირდება სახლთან ახლო მდებარე წყაროს, რითაც სარგებლობს სოფლის მოსახლეობა. მოწმის განმარტებით 2016 წლის 3 ივლისს კ------------ს უთხრა, რომ ქუჩაში არხის გაკეთება არასწორი იყო, რადგან მანქანებს უჭირდათ გადასვლა და სთხოვა მეზობლებს მოელაპარაკათ თუ, როგორ გადაეჭრათ აღნიშნული საკითხი. იმავე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, მისი სახლის წინ გაიარეს კ------------მა და თე----------–---–მა, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს, რაზეც ვა-–------------–---–ი შეწუხდა, რადგან იმ დღეს წყლის არხის გამო გააცდინა სამსახური. ამის შემდეგ შევიდა ეზოში და ქუჩიდან გაიგონა თე----------–---–ის გინების ხმა. ამ დროს მისივე ნაკვეთში მივიდა კ------------ი, რომელსაც ჰკითხა ესმოდა თუ არა გინების ხმა, რაზეც უპასუხა, რომ თე----------–---–ი აგინებდა მამიდამისს. შემდეგ კ------------მა მოსთხოვა ეზოდან გამოსვლა, რადგან სალაპარაკო ჰქონდა. ქუჩაში გასვლის შემდეგ, კ------------ს ჰკითხა თუ რა უნდოდა, რაზეც უპასუხა, რომ ბევრს ლაპარაკობდა, დალოდებოდა და წავიდა სახლისკენ. ვა-–------------–---–თან გავიდა მისი მეუღლე და შვილი, რომლებსაც უთხრა, რომ კ------------ი სახლში წავიდა დანის გამოსატანად, აღნიშნული გაიგონა კ------------მა და დაბრუნდა, რა დროსაც ასევე მივიდა თე----------–---–ი და გადავიდა შეტევაზე. მოწმის განმარტებით ჩხუბის დროს მას წინ ედგნენ მისი მეუღლე და შვილი. შეატყო, რომ დაგეგმილი იყო „პროვოკაცია“ და შებრუნდა სახლისკენ, სადაც შეყვნენ კ------------ი და თე----------–---–ი, რა დროსაც მას თე----------–---–მა დაარტყა მკერდის არეში, ვ. კ----–---–ი დაეცა. ამ დროს მისი შვილი ცდილობდა გაშველებას, რომელსაც კ------------მა ჰკრა ხელი და ისიც დაეცა. მოწმემ აღნიშნა, რომ ამ დროს კ------------ის წინ დარჩა მისი მეუღლე, რომელსაც კ------------მა მოუღერა ხელი, მაგრამ მის მეუღლეს ან მისი შვილი ან თე----------–---–ი გადაეფარა, დაინახა, რომ მისმა მეუღლემ გააკეთა მკვეთრი მოძრაობა, ხოლო მოხვდა თუ არა ხელი არ დაუნახავს, ამის შემდეგ, პირადად მას კ------------მა და თე----------–---–მა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ყოველივე აღნიშნულის შემდგომ მათთან მივიდა ხვ-------–-–--ლი, რომელმაც თე----------–---–ი და კ------------ი წაიყვანა.

 

მოწმე მა--------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მის ოჯახს კ------------თან და თე----------–---–თან წყალთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება. 2016 წლის 3 ივლისს იგი მის მეუღლესთან ვა-–------------–---–თან და შვილთან ხვ---------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კ------------მა და თე----------–---–მა ჩაიარეს ეზოსთან ისე, რომ მის მეუღლეს ყურადღება არ მიაქციეს, აღნიშნულ დღეს უნდა ესაუბრათ წყალთან დაკავშირებით. კ------------ი შევიდა თავის ეზოში, საიდანაც დაუძახა ვა-–------------–---–ს გასულიყო გარეთ, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. მოწმემ განმარტა, რომ მეუღლეს თავადაც გაჰყვა გარეთ, რა დროსაც კ------------სა და ვა-–------------–---–ს შორის შედგა დაძაბული საუბარი, რის შემდეგ კ------------ი შებრუნდა სახლისკენ, ხოლო მეუღლემ უთხრა, რომ იგი მიდიოდა დანის მოსატანად, რის გაგონებაზეც კ------------ი უეცრად მობრუნდა, გადმოახტა ღობეს და გახდა აგრესიული. ამ დროს მივიდა თე----------–---–ი, რომელიც ასევე იყო აგრესიული და ვა-–------------–---–ს დაარტყა ხელი, რაზეც იგი გადავარდა ეზოში. მისმა შვილმა თე----------–---–ს დაუჭირა ხელი, რა დროსაც კ------------მა მასაც დაარტყა და ისიც დაეცა. ამის შემდეგ თავად წინ გადაუდგა კ------------ს, რომელმაც გაარტყა აქნეული ხელი, რის გამოც განიცადა ტკივილი. ამასთან, კ------------ი და თე----------–---–ი აგრძელებდნენ ვა-–------------–---–ის ცემას, რა დროსაც კვლავ ჩადგა მათ შუაში და კ------------მა კვლავ დაარტყა ხელი. შემდეგ ადგილზე მივიდა ხვ-------–-–--ლი, რომელმაც კ------------ი და თე----------–---–ი გაარიდა სიტუაციას.

 

მოწმე ხვ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა სახლში მშობლებთან: ვ--–------ და მა--------–---–ებთან ერთად. მამამისი კ------------თან და თე----------–---–თან შეთანხმებული იყო შეხვედრაზე, მაგრამ, დაახლოებით 17:00 საათზე, კ------------მა და თე----------–---–მა ისე აიარეს მათ სახლთან, რომ მამამისისთვის არ დაუძახიათ, რაზეც ვა-–------------–---–მა უკმაყოფილება გამოხატა მა--------–---–თან. ამის შემდეგ კ------------მა დაუძახა მამამისს, რომ სალაპარაკოდ გარეთ გასულიყო, ვა-–------------–---–ი გავიდა, ხოლო კ------------ი მიბრუნდა და წავიდა სახლისკენ, რაზეც ვა-–------------–---–მა თქვა, რომ იგი წავიდა დანის მოსატანად, ამის გაგონებაზე კ------------ი მობრუნდა და დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ასევე მივიდა თე----------–---–ი, რომელიც იყო აგრესიული. თე----------–---–მა მამამისს მკერდის არეში დაარტყა ხელი, დარტყმის შედეგად ეს უკანასკნელი გადავარდა, ხოლო თავად ცდილობდა თე----------–---–ისთვის დაეჭირა ხელი, რა დროსაც კ------------მა მასაც ხელი დაარტყა და ისიც (ხვ---------–---–ი) დაეცა. ამ დროს მა--------–---–ი გადაეფარა კ------------ს, რომელსაც კ------------მა მოუქნია ხელი. შემდეგ კი, კ------------ი და თე----------–---–ი ერთად სცემდნენ მამამისს, რა დროსაც მივიდა ხვ-------–-–--ლი და ისინი გაარიდა სიტუაციას.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მოწმე აფ-------------ის ჩვენება არ არის სარწმუნო, ვინაიდან ის არის დაინტერესებული პირი, ამასთან, მომხდარ ფაქტს თავიდან არ შესწრებია და მოგვიანებით მივიდა. აპელანტის პოზიციას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მოწმემ დაადასტურა, რომ როცა ეზოში გავიდა დაინახა თე----------–---–ი, რომელიც მოკამათეებთან მივიდა. დაზარალებულები კი ადასტურებენ, რომ ფიზიკური კონფლიქტი თე----------–---–ის მისვლის შემდეგ დაიწყო, კერძოდ:

მოწმე აფ-------------მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2016 წელს მისმა შვილმა - კ------------მა, ამოთხარა წყლის არხები, რაზეც მისმა მეზობელმა ვა-–------------–---–მა ჩხუბი დაიწყო. 2016 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ქუჩიდან შემოესმა ხმაური, მასთან მყოფ ხვ-------–-–--ლს ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც ხვ-------–-–--ლმა უპასუხა, რომ კ------------ი და ვა-–------------–---–ი კამათობდნენ, რის შემდეგაც აფ-------------ი გავიდა ეზოში და დაინახა, რომ იქ ასევე მივიდა თე----------–---–ი. მოწმის განმარტებით თე----------–---–ის მისვლაზე ვა-–------------–---–ი გაგიჟდა და დაიწყო ქვების სროლა და ეცა თე----------–---–ს, რომელსაც ასევე მივარდა მა--------–---–ი და გადავარდნენ, რა დროსაც მივიდა ხვ-------–-–--ლი, წამოაყენა თე----------–---–ი და გაერიდნენ სიტუაციას. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თე----------–---–ს და კ------------ს ხელი არავისთვის დაურტყამთ და თავად ამ ყველაფერს ხედავდა.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ხვ-------–-–--ლი მას შემდეგ მივიდა მოჩხუბრებთან, როცა ფიზიკური კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო და იგი ვერ დაინახავდა ცემის ფაქტს, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოწმემ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი და განმარტა, რომ როცა ის მივიდა, იქ მყოფებს შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა, რა დროსაც კ------------ს და თე----------–---–ს ხელი არავისთვის დაურტყამთ, კერძოდ:

მოწმე ხვ-------–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა კ------------ის ოჯახში და აგებდა ფილებს, რა დროსაც ეზოს უკანა მხრიდან შემოესმა ხმაური, რის შემდეგ მასთან მივიდა კ------------ი და უთხრა, რომ ვა-–------------–---–ი მასზე რაღაცეებს ამბობდა. ამის შემდეგ გააგრძელა მუშაობა და შემოესმა ჩხუბის ხმა, ადგილზე მისულმა ნახა, რომ ვა-–------------–---–ს, კ------------სა და თე----------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, მისი ახლოს მისვლისას დაიძაბა სიტუაცია და იყო გაწევ-გამოწევა, ფიზიკურ დაპირისპირებას კი ადგილი არ ქონია, ვინაიდან თვითონ და მა--------–---–ი იდგნენ შუაში და აშველებდნენ. მან თავდაპირველად გაიყვანა კ------------ი, ამ დროს ვა-–------------–---–სა და თე----------–---–ს შორის დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც მათ შუაში ედგათ მა--------–---–ი, ამასთან, ვა-–------------–---–ს ხელში ეჭირა ჯოხი, რომელსაც იქნევდა, რის გამოც თე----------–---–ი მას არ უახლოვდებოდა, ხვ-------–-–--ლი პირადად ცდილობდა თე----------–---–ის გამოყვანას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ერთერთ ეპიზოდში, როდესაც თე----------–---–სა და ვა-–------------–---–ს შორის იყო დაძაბული სიტუაცია, ხოლო თავად და მა--------–---–ი შუაში იდგნენ, თე----------–---–ი და ვა-–------------–---–ი ერთმანეთს დაეჭიდნენ, ორივე გადავარდა, რომელთაც ასევე გადაყვა მა--------–---–ი, რა დროსაც ვა-–------------–---–ი მოყვა ქვეშ, თე----------–---–ი ცდილობდა ადგომას, ხოლო ვა-–------------–---–ი თე----------–---–ს ურტყამდა ფეხებს. ამ დროს იგი დაეხმარა თე----------–---–ს წამოდგომაში, რის შემდეგ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ცალსახად განმარტა, რომ კ------------ს და თე----------–---–ს ხელი არავისთვის დაურტყამთ და მათსა და ვა-–------------–---–ს შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრნენ: ხვ---------–---–ი, მ------------ი და აფ-------------ი.

 

თე----------–---–მა არ აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ 2016 წლის 3 ივლისს იგი კ------------თან ერთად იმყოფებოდა შ----- კ----–---–თან, სადაც დალიეს რამდენიმე ჭიქა სასმელი, როდესაც დაიშალნენ იგი წავიდა სახლში, ხოლო კ------------ი თავის სახლში. სახლში მისვლისთანავე მაღაზიაში წავიდა პურის საყიდლად, გზაში ვა-–------------–---–ის სახლთან ნახა, რომ ეს უკანასკნელი და კ------------ი ერთმანეთში კამათობდნენ, იკითხა თუ რატომ ჩხუბობდნენ, ამ დროს კი ვა-–------------–---–მა ჩაავლო ხელი, მასვე დაეჭიდა მა--------–---–იც, რის გამოც იგი დაეცა და ვა-–------------–---–ი მოიყოლა ქვეშ. ამ დროს მათთან მივიდა ხვ-------–-–--ლი და ისინი გააშველა, რის შემდეგ ვა-–------------–---–ი შევიდა შიგნით საიდანაც ისროდა ქვებს და იგინებოდა. ამ ყველაფერზე მას ხვ-------–-–--ლმა უთხრა, რომ გარიდებოდა სიტუაციას და წავიდა სახლში. თე----------–---–ის განმარტებით მას ვა-–------------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იმ დროს იქ კ----–---–ების გარდა იყვნენ მ------------ი, ვ----------------ი და კიდევ ერთი პირი, რომლის სახელიც არ ახსოვს, ხოლო კამათის დაწყების შემდეგ იქ ასევე მივიდა ხვ-------–-–--ლი. ვიდრე ვა-–------------–---–ს და კ------------ს მიუახლოვდებოდა, ესმოდა მხოლოდ კამათის ხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა, კ------------ს მა--------–---–ისთვის ხელი არ დაურტყამს.

 

აპელანტი ასევე აპელირებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით მა--------–---–ს 03.07.2016 წ. ა------- ჰოსპიტალში შესვლის დროს კისრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხოლო, სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით ვა-–------------–---–ს 03.07.2016 წ. ა------- ჰოსპიტალში შესვლის დროს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა გუ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ მას ხანდაზმულობის დადგენა არ შეეძლო, რადგან ხსენებული პირები პირადად არ შეუმოწმებია და დასკვნა გაიცა სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით.

 

აღნიშნულ სამედიცინო დასკვნებთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, რომ მა--------–---–მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2016 წლის 3 ივლისს 09:40 საათზე, სადაც მიუთითა, რომ იგი ცემა ნაცნობმა პირმა, ხოლო ინციდენტი მომხდარია 2016 წლის 3 ივლისს 13:00 საათის შემდგომ, რაც ბუნებრივია აჩენს ეჭვს დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვა-–------------–---–ს არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მაშინ როდესაც იგი, მისი მეუღლე და შვილი მიუთითებენ თითქოს მას ორი პირი წაქცეულს ცემდა ხელებითა და ფეხებით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა თე----------–---–ისა და კა---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

კა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

თე----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

კა---------------ს და თე----------–---–ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე